1611 წ. - წყალობის წიგნი ლუარსაბ მეფისა ზაალ ხოსიაშვილისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

‎‎

1799. ირაკლი II-ის სითარხნის წიგნი ტფილისის წმ. ევსტატის ყმებისადმი.jpg
1730. თელეთელ გიორგი არუთინაშვილის ვენახის ნასყიდობის წიგნი.jpg




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

საბუთის ტექსტი (2019 წლის გამოცემის მიხედვით)[edit]

ნებითა და შეწევნითა ღ(მრ)თისათა, ჩვენ, ღ(მრ)თივ-გვირგვინოსანმან, მეფეთ-მეფემან პატრონმან ლუარსაბ, და დედამან ჩვენმან, დედოფალთ-დედოფალმან პატრონმან თამარ, ესე წყალობის წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ, ჩვენსა ერდგულსა [და] თავდადებით ნამსახურსა ყმასა ხოს{ი}აშუილსა ზა{ა}ლს, შუილსა და მამავალსა სახლისა შენისათა, ყოველთავე, მას ჟამსა, ოდეს მოგუიდეგით კარსა და მამულის წყალობას გუიაჯენით.

ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და შეგიწყალე[თ] და გიბოძეთ შენივ მკვიდრი მამული ჴვედურეთს - დვალიშუილი ნადირაი და მისი ძმა პა{ა}ტაი მათის სამართლიანის მამულითა, რისაც მქონებელი ყოფილიყოს: წყლითა, წისქუილითა, ველითა, ვენაჴითა, ნასყიდითა, უსყიდითა, [შენი]თა და ოჴრითა.

გქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თ(მა)ნ ჩუენსა [ე]რდგულად სამსახურშია.

აწე, გ(ი)ბ(რძანე)ბთ კარისა ჩუენისა ვექილ-ვეზირნო, მდივანნო და სხვანო მოსაქმენო, ვინგინდა-უინ იყვნეთ და ანუ დღეის წაღმა იქნებოდეთ, თქუენც ასრე გაუთავეთ, რარიგადაც ამა ჩუენგან ნაწყალობევს ფარვანაში ეწეროს.

დაიწერა ნიშანი და ბრძანება ესე ქ(ორონი)კ(ონ)სა სჟთ, ჴელითა კარისა ჩუენისა მწიგნობარისა რევიშუილის ქუმსისათა.

ხელრთვები ხვეულად:

დიდი და პატარა ზომის ორი სპარსული ბეჭედი.


გვიანდელი მინაწერი:

ქ. ხვედურეთის კომბლეული წყალობის წიგნი და ველებისა.

საბუთის დათარიღება[edit]

 თ ა რ ი ღ ი: ქორონიკონი სჟთ (299), რაც გვაძლევს 1611 წელს.

პუბლიკაცია[edit]