1610 წ. 04.14. - წყალობის წიგნი ლუარსაბ მეფისა მამუკა კორინთელისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

‎‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

პირი:

საბუთის ტექსტი (2019 წლის გამოცემის მიხედვით)[edit]

ქ. შეწევნითა ღ(მრ)თისათა, ჩვენ, ღ(მრ)თივ-გვირგვინოსანმან მეფეთ-მეფემან პატრონმან ლუარსაბ, ესე წყალობისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ ჩვენსა ერდგულსა და [თა]ვდადებით ნამსახურსა ყმასა, კორინთელსა მამუკასა, შენსა შვილსა რევაზასა, იოთამს.

მას ჟამსა, ოდეს მოგვიდეგით კარსა და მამულის წყალობას გვიაჯენით, ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი, და შეგიწყალეთ და გიბოძეთ შენის განაყოფის გიორგის მამული უშვილოს კერძი ირტოზასა, ალევს და ჭურთისხევს, რისაც მქონებელი ყოფილიყოს, სრულობით შენთვის გვიბოძებია, მათის სამართლიანის სამძღვრითა და საქმითა, მთითა, ბარითა, წყლითა, წისქვილითა, ველითა, ვენახითა, ყოვლის მისის სამჭმოთა. გქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თმან ჩვენსა ერდგულათ სამსახურშია.

აწე, გიბრძანებთ კარისა ჩვენისა ვექილ-ვეზირნო, მდივანნო და სხვანო მოსაქმენო, ვინგინდა-ვინ იყვნეთ, და ანუ დღეის წაღმა იქნებოდეთ, თქვენც ასრე გაუთავეთ, რარიგათაც ამა ჩვენგან ნაწყალობევს ფარვანაში ეწეროს.

დაიწერა ნიშანი და ბრძანება ესე ქ(ორონი)კ(ონ)ს სჟჱ, აპრილისა იდ, ხელითა კარისა ჩვენისა მწიგნობრის რევიშვილის ქუმსისათა.

ხელრთვა: ლუარსაბ


საბუთის დათარიღება[edit]

  თ ა რ ი ღ ი: ქორონიკონი სჟჱ (298), აპრილის იდ, რაც გვაძლევს 1610 წლის 14 აპრილს.

შენიშვნები[edit]

2019 - დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ - ტომი I - გვ.92
საბუთში ასახულია საგვარეულო მამულების გადანაწილების წესი, რომელიც გულისხმობდა უახლოეს ნათესავთა უპირატესობას საგვარეულოს უმემკვიდრეო წევრის გარდაცვალების შემთხვევაში.

პუბლიკაცია[edit]