1609 წ. - წყალობის წიგნი ლუარსაბ მეფისა სანაინის ეპისკოპოსისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

‎‎

1799. ირაკლი II-ის სითარხნის წიგნი ტფილისის წმ. ევსტატის ყმებისადმი.jpg
1730. თელეთელ გიორგი არუთინაშვილის ვენახის ნასყიდობის წიგნი.jpg




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

პირი:

საბუთის ტექსტი (2019 წლის გამოცემის მიხედვით)[edit]

ქ. ნებითა და შეწევნითა ღ(მრ)თისათა, ჩუენ, ღ(მრ)თივ-გვირგვინოსანმან მეფეთ-მეფემან პატრონმან ლუარსაბ, ესე წყალობის წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ, ჩვე[ნ]სა ერთგულსა ყმასა არღუთაშვილს, სანაჰინის ებისკოპოზსა ტერ-ყუგაზასა და ძმასა შენსა კუმუდასა, მას ჟამსა, ოდეს მოგუიდეგით კარსა და მამულისა წყალობასა დაგუეაჯენით.

ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი, შეგიწყალეთ და გიბოძეთ სომხითს შიხჩობანას სოფელი და ნაოხარი, ირისკოპოზის ნასოფლარი მათის სამართლიანის სამძღურითა და საქმითა: მთითა, ბარითა, შესავლითა და გამოსავლითა, ყოვლითურ თქუენთვის გვიბოძებია. გქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თმან ჩუენსა ერთგულად სამსახურსა შიგა.

აწე, გიბძანებთ კარისა ჩვენისა ვექილ-ვეზირნო და სხუანო მოსაქმენო, ვინ გინდა-ვინ იქნებოდეთ, მერმე თქუენცა ასრე გაუთავეთ, რარიგადაც ამ ჩუენგან ნაწყალობევს სიგელში ეწეროს, ნურცა-რას თქუენ შეუშლით და შე[ე]ცილებით, თჳნიერ თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.

დაიწერა ნიშანი და ბძანება ესე ქ(ორონი)კ(ონ)სა სჟზ, ხელითა კარისა ჩუენისა მწიგნობრის თუმანისშვილის ნასრისითა.

ხელრთვა: ლუარსაბ


საბუთის დათარიღება[edit]

  თ ა რ ი ღ ი: ქორონიკონი სჟზ (297), რაც გვაძლევს 1609 წელს.

შენიშვნები[edit]

2019 - დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ - ტომი I - გვ.93-94
სანაინის მონასტერი სომხეთში მდებარეობს. იგი დაარსდა X ს.-ის 60-იან წლებში, 979 წელს საეპისკოპოსო კათედრალურ ცენტრად იქცა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, სანაინი და ახპატი ქართველ მეფეთა მიერ არის აშენებული. "გარნა აწ სხედან სომეხნი, არამედ მეფე ქართლისა დასუამს ეპისკოპოზსა მიწერითა ოქივარტერისათა, ვინაჲთგან რავდენნი სომეხნი ქართლს მსახლობელი არიან, სამწყსონი მისნი არიან". (ვახუშტი ბატონიშვილი, 1973: გვ. 308). იქვე სქოლიოში მითითებულია, რომ მ. ბროსეს აზრით, "ოქივარტერის" ნაცვალდ უნდა იკითხებოდეს "ოქევორტერ", რაც მომდინარეობს სომხური "ჰოგევორ ტერიდან" და ნიშნავს სულიერ მამას (იქვე, გვ. 308, სქ. 3). სანაინის მონასტერი ქართველ მეფეთა მზურნველობით სარგებლობდა, ხოლო საეკლესიო საკითხებში სომეხთა კათალიკოსს ექვემდებარებოდა.
ქართველი მეფეები სანაინს შემდგომაც უწყალობებენ შესაწირს. ქვემო ქართლის ნასოფლარში, რომელსაც ფეშიქ-ქიანდს (კატის სოფელი) უწოდებენ, აღმოჩენილია ეკლესიის წარწერა, რომლის თანახმადაც ეს სოფელი როსტომს 1638 წლამდე შეუწირავს სანაინის ღვთისმშობლისთვის (მუსხელიშვილი, 2014: გვ. 194; ბერძენიშვილი, 2014: გვ. 323).
სოფ. ირისკოპოზი სანაინის კუთვნილებაშია XVII საუკუნის II ნახევარშიც. ვახტანგ V შაჰნავაზი მის წყალობას უახლებს სანაინის ეპისკოპოსს ტერ-სარქის არღუთაშვილს (ფუთურიძე, 1955: გვ. 293-294).
რაც შეეხება სოფ. შიხჩობანას, იგი XVI საუკუნის II ნახევარში ნასოფლარი ყოფილა. ქართლის მეფეებს ლუარსაბ I-სა და სიმონ I-ს იგი წყალობად მიუციათ ლორედან სომხითში გადასახლებული ეჯიბიშვილისთვის, რომელსაც იგი აუშენებია და სამკვიდროდ გაუხდია. ჩანს, უკვე მოშენებულ სოფელს ან მის ნაწილს აძლევს ლუარსაბ II აღნიშნული საბუთით სანაინის ეპისკოპოსს. 1651 წელს სოფ. შიხჩობანას მეფე როსტომი უწყალობებს დონდარა ეჯიბიშვილს (ფუთურიძე, 1955: გვ. 224-226). როგორც ჩანს, მისი ადრინდელი მფლობელის შთამომავალს.

პუბლიკაცია[edit]