Jump to content

1607 წ. 08.20. - ბრძანება ლუარსაბ მეფისა სომხითისა და საბარათაშვილოს მებალახეთადმი

From Wikisource

‎‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

პირები:

საბუთის ტექსტი (2019 წლის გამოცემის მიხედვით)

[edit]

ქ. უზეშთაესთა მოგახსენებთ და უქუედაესთა გიბრძანებთ, ვინგინდა-ვინ სომხითისა და საბარათაშვილოს მებალახენი იყუნეთ, და ანუ ვინ გინდა-ვინ იქნებოდეთ, მერმე, რაც სიონისა ღ(მრ)თისმშობლისათუის მამულები არის შეწირული, მისი საბალახე ჩუენად სადღეგრძელოდ და მეფობისა ჩუენისა წარსამართებლად სიონისა ღ(მრ)თისმშობლისათუის შეგვიწირავს, და ნურა კაცი მის შეწირულს მამულს საბალახეს ნუ სთხოვთ, და სხუათას ნუ იმისნებენ.

დაიწერა ბრძანება და ნიშანი ესე ქ(ორონი)კ(ონ)სა სჟე, მარიამობისთვეს ოცსა.

ხვეული ხელრთვა: ლუარსაბ

საბუთის დათარიღება

[edit]
თ ა რ ი ღ ი: ქორონიკონი სჟე (295), მარიამობისთვის ოცი, რაც გვაძლევს 1607 წლის 20 აგვისტოს.

პუბლიკაცია

[edit]