1606 წ. 03.24. - წყალობის წიგნი ლუარსაბ მეფისა სოლაღაშვილებისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

‎‎

1799. ირაკლი II-ის სითარხნის წიგნი ტფილისის წმ. ევსტატის ყმებისადმი.jpg
1730. თელეთელ გიორგი არუთინაშვილის ვენახის ნასყიდობის წიგნი.jpg




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

საბუთის ტექსტი (2019 წლის გამოცემის მიხედვით)[edit]

ქ. ესე წყალობისა წიგნი და ნიშანი შიგიწყალეთ და გიბოძეთ ჩუენ, დედოფალთ-დედოფალმან ნესტანდარეჯან, დედოფალმან პატრონმან თამარ, და ძემან ჩუენმან, ჴელმწიფემ მეფემ პატრონმან ლუარსაბ და ძმამან ჩუენმან პატრონმან დავით, თქუენ, ჩუენთა ერდგულთა და თავდადებით ნამსახურთა ყმათა სოლაღაშვილის ბაბური შუილს ბეჟანს და გიორგის და თქუენთა შვილთა, მას ჟამსა, ოდეს მოგუიდეგით კარსა და სოლაღაშვილის ზურაბის კერძს მამულს დაგუეაჯენით.

ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და შეგიწყალეთ და გიბოძეთ სოლაღაშვილის ზურაბის კერძი მამული, მამისდაბას გარდაის, რისაც მქონებელი ყოფილა მთითა და ბარითა. ყოვლითურ თქუენთჳს გვობოძებია მისის მართლის სამართლიანის სამძღურითა და საქმითა, წყლითა, წისქვილითა, საჴნავ-სათიბრითა, შესავლითა და გამოსავლითა, თქუენთუის გვიბოძებია.

გქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თმან ჩუენსა ერდგულად სამსახურსა შიგან.

გიბრძანებთ კარისა ჩუენისა ვაქილ-ვაზირნო და სხუანო მოსაქმენო, ვინგინდა-ვინ იქნებოდეთ, მერმე თქუენცა ასრე გაუთავეთ, რარიგაცა ამა ჩეუნგან ნაწყალობევს ფარვანაში ეწეროს, ნურცა-რას თქუენ შეუშლით და შეეცილებით, თუინიერ თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.

აგრევე – ხიზანიშვილი საბია უმამულოდ, ისიც თქუენთუის გვიბოძებია.

დაიწერა ნიშანი და ბრძანება ესე ქ(ორონი)კ(ონ)სა სჟდ, მარტს კდ, ჴელითა კარისა ჩუენისა მწიგნობრისა თუმანიშვილის ნასრისითა.


ხელრთვა ხვეულად: ნესტანდარეჯან, თამარ.



გვიანდელი მინაწერები:

საბუთზე მიწებებულ ქაღალდის ფრაგმენტზე:

1. 1606, მარტის 24. (ფანქრით)

2. ქოთ (?) ქ. მეფის ლ უ ა რ ს ა ბ ი ს წყალობის წიგნი (ფანქრით).

3. ბეჭედი წარწერით: საქართველოს მუზეუმი (ფანქრით).

საბუთის დათარიღება[edit]

თ ა რ ი ღ ი: ქორონიკონი სჟდ (294), მარტის კდ (24), რაც გვაძლევს 1606 წლის 24 მარტს.

შენიშვნები[edit]

2019 - დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ - ტომი I - გვ.64-65
1. საბუთის გამცემთა შორის მოხსენიებული დავითი არის მეფე გიორგი X-ის ძე და ლუარსაბ II-ის ძმა. ოსმალთა მიერ სიმონ მეფის დატყვევების შემდეგ იგი სტამბულში მძევლად გაგზავნეს, რათა სულთანს გაეთავსუფლებინა სიმონი (ცხოვრება საქართველოჲსა (პარიზის ქრონიკა), 1980: გვ. 59; კაკაბაძე, 1926: გვ. 16). მას თან გააყოლეს ბანოვანი გულჩარა, რომელიც მისი და უნდა ყოფილიყო (სვანიძე, 1990: გვ. 266). დავითმა წლები გაატარა სტამბულში. იგი შეხვდა ოსმალთა დედაქალაქში მყოფ საფრანგეთისა და ვენეციის ელჩებს. საფრანგეთის ელჩი ბარონ დე სალინიაკი 1609 წლის 2 ნოემბერს წერდა, რომ "ეს ახალგაზრდა ვაჟი ჯერ კიდევ არაა 14 წლის, მაგრამ მეტად ჭკვიანი და კეთილი ბუნებისაა" (სვანიძე, 1990: გვ. 271). სხვა ცნობები დავითის შესახებ არ გვაქვს. მისი კვალი იკარგება (ალასანია, 1980: გვ. 59). როგორც ჩანს, იგი საქართველოში აღარ დაბრუნებულა. 2. სოლაღაშვილები წარმოშობით მესხეთიდან არიან. სავარაუდოა, მათი გვარი თორელ-ჯავახიშვილებიდან მომდინარეობდეს. ისინი ქართლში უნდა გადმოსულიყვნენ XV საუკუნეში, სამცხე-საათაბაგოს იმ ფეოდალურ საგვარეულოებთან ერთად, რომელნიც საქართველოს 68 დაშლისას ცენტრალურ ხლისუფლებას უჭერდნენ მხარს და ჯაყელებს ეწინააღმდეგებოდნენ. მათი სათავადო ქვემო ქართლში მდებარეობდა. მამულებს ფლობდნენ ალგეთში, ვერეს ხევში, თბილისის განაპირა სოფლებში და სომხითში. სათავადოს ჩამოყალიბების პირველ ეტაპზე მამულები ჰქონდათ შიდა ქართლშიც (კავთისხევი), ასევე თბილისში, მთავარი ციხეები – კოჯორსა და ჭამპალაში, მოგვიანებით ბორბალოშიც. სასახლეები ჰქონდათ გუდელისსა და ტაგნაგეთში, საგვარეულო საძვალე კი კაბენის მონასტერი იყო. (ბოშიშვილი, 2012: გვ. 24). სამეფო კარზე ისინი სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებს ფლობდნენ. XVI საუკუნის მიწურულს სოლაღაშვილები ჩანან დედოფლის ეშიკაღასის (ცენტრალური მმართველობის საპოლიციო უწყების მოხელე) თანამდებობაზე (ხეც: Hd-2024, სეა: 1448-5072, ბოშიშვილი, 2012: გვ. 24). საფიქრებელია, რომ ზემომოყვანილ საბუთშიც ბეჟან და გიორგი სოლაღაშვილები დედოფლის მოხელეები არიან და სწორედ ამ ნიშნით იღებენ მისგან წყალობას.

პუბლიკაცია[edit]