1606 წ. - წყალობის წიგნი მეფე თეიმურაზისა ლუარსაბისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის ტექსტი (2019 წლის გამოცემის მიხედვით)[edit]

ქ. ჩუენ, ჴელმწიფემან, პატრონმან თეიმურაზ, ესე წყალობისა წიგნი გიბოძეთ თქუენ, ლუარსაბს და ძმათა შენთა. ასრე, რომე შენი განაყოფი ბაზიტა ყეენთან გარდიხვეწა და იმისის მამულისაგან ორი კუამლი კაცი: ბოტასშვილი დავით და საროასშვილი მგელიკა თქუენ გიბოძეთ. გქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თ(მა)ნ ჩუენს ერთგულად სამსახურს შიგან.

ბრძანება ნიშნად გუიბოძებ[ი]ა ქ(ორონი)კ(ონ)ს სჟდ.


ხელრთვა: თეიმურაზ



მინაწერი verso-ზე::

ქ. ბატონი თეიმურაზ (თავშექცევით)

ჩაიწერა ბ კნიღაში მე-100 ნომერში (თავშექცევით).

#53, თეიმურაზ მეფის.

საბუთის დათარიღება[edit]

თ ა რ ი ღ ი: ქორონიკონი სჟდ (294), 1606 წელი.

შენიშვნები[edit]

2019 - დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ - ტომი I - გვ.64-65
1. თეიმურაზ I – დავით I კახთა მეფის ძე. იგი კახეთის მეფეა 1606-1648 წლებში; ერთიანი ქართლ-კახეთის მეფე – 1625-1632 წლებში. კახეთის მეფედ იგი დაამტკიცა შაჰ აბასმა დიდებულთა თხოვნით. საქართველოში შაჰ აბასის ლაშქრობების დროს 1614-1617 წლებში თეიმურაზი თავს აფარებს იმერეთს. იგი სათავეში უდგას ქართლ-კახეთის ბრძოლას ირანელთა წინააღმდეგ. გიორგი სააკაძის მეთაურობით აჯანყებულებმა 1625 წელს თეიმურაზი ქართლის მეფედ მიიწვიეს და მასთან ერთად გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიეს ირანელებთან ბრძოლაში. შაჰი დათმობებზე წავიდა და ფაქტობრივად ცნო თეიმურაზი ქართლ-კახეთის მეფედ, თეიმურაზმა კი თავი ირანის ვასალად აღიარა. ირანის ახალმა შაჰმა სეფი I-მა ქართლის ტახტი გამაჰმადიანებულ როსტომ-ხანს გადასცა 1632 წელს. 2. საბუთის ადრესატი ლუარსაბი, დიდი ალბათობით, უნდა იყოს ლუარსაბ მაყაშვილი, რომელსაც თეიმურაზი არაერთ წყალობას უბოძებს. მოცემულ საბუთში ასახულია ქართული სამართლის წესი, რომლის თანახმად, ბეითალმანი მამული მეფეს მისი ადრინდელი მფლობელის უახლოესი ნათესავისათვის უნდა გადაეცა.

პუბლიკაცია[edit]