1606-1615 წწ. - ბრძანება თამარ დედოფლისა ქალაქის მელიქისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

‎‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

საბუთის ტექსტი (2019 წლის გამოცემის მიხედვით)[edit]

ქ. გიბ(რძანე)ბთ ქალაქის მელიქო და მამასახლისო! და ვი[ნ] გინდა-ვინ მოსაქმენი იყუნეთ, მერმე, რარიგადაც მეფის ლუარსაბის წიგნი ჰქონდეს პატრონს კათალიკოზსა, თქუენცა იმრიგად ააღებინებდით გელაქუნურსა და ბახტასა, და ნურავინ დაუჭერთ.

ხელრთვა: თამარ

გვიანდელი სათაური: ქ. გელაქუნურის ბაჟისა სვეტის ცხოვლისა, მცხეთის ა.

საბუთის დათარიღება[edit]

თ ა რ ი ღ ი: საბუთის გამცემია თამარ დედოფალი, გიორგი X-ის მეუღლე, ამდენად, საბუთი თარიღდება გიორგი მეფის გადაცვალებიდან თამარ დედოფლის გარდაცვალებამდე.

შენიშვნები[edit]

2019 - დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ - ტომი I - გვ.51
1. მახტა (ვარ. ბახტა) - ქალაქის მოსახლეობაზე შეწერილი გამოსაღები პურით ან ფულით.
2. გელაქნური - სევანის ტბის თევზზე დაწესებული საბაჟო გადასახადი.

პუბლიკაცია[edit]