1602 წ. - ყმა-მამულის წყალობის წიგნი დომენტი კათალიკოსისა ჭარმაულ დავითისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

‎‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

პირები:

საბუთის ტექსტი (2019 წლის გამოცემის მიხედვით)[edit]

ქ. ჩუენ ...ყოვლისა საქართველოსა მამადმთავარმან, ქართლისა კ(ათალიკო)ზმან პატრონმან დომენტი, ესე ... სიგელი გიბოძეთ შენ, ჭარმაულსა დავითს ... მას ჟამსა, ოდესცა კითხულ[ობ]ითა მეფისა პატრონისა გიორგისითა, მოგიბოძეთ გოგილა[ან]ში ოთხი კვამლი კაცი ... რისაცა ოდენ მამულისა მქონებელი იყუნეს ... და რაც ჩუენი სახასო მიწა იყო, ერთი-ორი წილი თქუენ გიბოძეთ...

დაიწერა ქ(ორონი)კ(ონ)ს სჟ.

ბეჭედი: იესო ქრისტე ... ქართლისა პატრიარქი.



საბუთს აქვს შემდეგდროინდელი დამტკიცება:

ლუარსაბ მეფის

ბატონის მამის ჩუენის ნებადართულობითა ქკზის ბატონის დომენტისაგან ნაბოძები ... აწ ჩუენ ... მეფეთ-მეფემან პატრონმან ლუარსაბ ... გიბოძეთ ...

ქ(ორონი)კ(ონ)ს სჟჱ. /1610/

ხვეულად: ლუარსაბ

საბუთის დათარიღება[edit]

თ ა რ ი ღ ი : ქორონიკონი სჟ (290), რაც გვაძლევს 1602 წელს.

შენიშვნები[edit]

2019 - დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ - ტომი I - გვ.51
ჭარმაულები იყვნენ საკათალიკოსო აზნაურები. XV საუკუნიდან ქართლის კათალიკოსის კარზე იკავებენ უმემკვიდრეოდ ამოვარდნილ ბერინასშვილთა სამცხეთიშვილო თანამდებობას. საბუთიდან კარგად ჩანს მცხეთიშვილთა ორმაგი დაქვემდებარება მეფისა და კათალიკოსისადმი - კათალიკოსი მხოლოდ მეფის ნებართვით აძლევს მათ წყალობას (სურგულაძე, 2016: გვ. 146, 150).

პუბლიკაცია[edit]