1601 წ. - როსტომ მეფის სასისხლო სიგელი ტყავაძეებისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


...თა ღმრთისათა ... რანთა, ქართველთა ... შანშესა და შარვაშესათა... შორის ყწარჩინებულესმან ... ირმნ და აღმკულმან ჩუენ ორისავე ... წიფოსა ლიხთ-იმერისა და ლიხთ ... ფლობით მტკიცედ მპყრობელმან, ლიერმ ... ჩუენ, ღმრთივ-გვირგვინოსანმან, პატრონმან როსტომ

ესე წყალობისა სასისხლო სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ შენ ტყავაძესა გიორგის[1] და შენსა შვილსა დავითს, შვილთა თქვენთა და მომავალთა, მას ჟამსა ოდეს დაგვიაჯენით და მოგვახსენეს და ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და მოგიბიძეთ სასისხლო სიგელი ესე და უწინ ძველათაც ჩვენთა პაპათაგან გქონებოდა სასისხლო სიგელი და ცეცხლისაგან დაგწოდა. და აწე ჩუენცა იმ წესითა გაგიახლეთ და გაგიჩინეთ და დაგიმტკიცეთ.

აწე ნუმცა კადრებულარს უბრალოსა კაცისა კლვა და სისხლისა ღურა, ვინცა ეშმაკისა მანქანიებითა შენი გვარის კაცი ანუ სახლის შვილი მოკლას, ანუ დიდმან და მცირემან, სისხლად ოთხმოცი ათასი ძველი კირმანაული თეთრი დაგიურვოს, სანახშირედ რვასი ათასი თეთრი დაგიურვოს და სადაღო ოთხასი თეთრი დაგიურვოს, საგერშოთ ორასი ათასი თეთრი დაგიურვოს;

ვინცა საჩინოსა დაღი დაგასვას და დაგახინჩოს - ნახევარი სისხლი დაგიურვოს;

ვინცა ცოლი წაგართვას და ანუ გაგიწბილოს - ნახევარი სისხლი დაგიურვოს;

ვინცა ქალი დაგიგდოს - ნახევარი სისხლი დაგიურვოს;

ვინცა გრძნეულობა შემოგყივლოს და მართალი გამოხვიდე - ნახევარი სისხლი დაგიურვოს;

ვინცა ექუსთა ასოთაგან ერთი დაგიშავოს, ანუ თვალი, ანუ ხელი ანუ ფერხი - მეექუსედი სისხლი დაგიურვოს;

ვინცა ბატონსთანა უბრალოს შეგაბეზღოს და ბატონმა ხელი გდვას - ნახევარი სისხლი დაგიურვოს;

ვინცა უომარი შვილი უბრალოდ გაგიბერტყოს - მეცხრედი სისხლი დაგიურვოს;

ვინცა თავს დაგესხას და შინ მოგიხდეს - სრული სისხლი დაგიურვოს;

ვინცა ცოლი გამოგითრიოს - ნახევარი სისხლი დაგიურვოს;

ვინცა გიღალატოს და ისარი გესროლოს და დაგაცდინოს - სრული სისხლი დაგიურვოს;

ვინცა ღალატათ წინ გარდაგიდგეს და გიღალატოს და მორჩე - ნახევარი სისხლი დაგიურვოს;

ვინცა სასაფლაო გაგიტეხოს - სრული სისხლი დაგიურვოს;

ვინცა ცეცხლი შემოგიდვას და დაგწვას - სრული სისხლი დაგიურვოს;

ვინცა ჯოგი გაგიტეხოს და წაგისხას - შენი ისრე მოგცეს და ათასი თეთრი დაგიურვოს;

ვინცა სეფექალი მოგტაცოს, ანუ გაგიწბილოს - ათასი თეთრი დაგიურვოს;

ვინცა მეჯოგე ანუ მწყემსი უბრალოთ გაგიბერტყოს - სამასი თეთრი დაგიურვოს;

ვინცა ნალია დაგიწვას - ორი ათასი თეთრი დაგიურვოს;

სხვა რაგინდა-რა უკაცრაული საქმე გკადროს - დაიდევით ესე ჩვენგან განაჩენი სიგელი და იმ წესითა გაუჩინეთ.

აწე, ქრისტეს მიერ კურთხეულო ქართლისა და აფხაზეთისა კათალიკოზნო, თქვენცა ასრე დაუმტკიცეთ; ჭყონდიდისა ჭყონდიდელო, ბედის ნიტრაპოლიტო, ბედიელო, ცაიშელო და დრანდელო, ჭელენჯიხელო, მოქველო, თქვენცა ასრე დაუმტკიცეთ; ქუთათისის ქუთათელო, გენათელო, ცაგერელო, ნიკორწმიდელო, უჯვარობით თქვენცა ასრე დაუმტკიცეთ; ქართლის ეფისკოპოზო, თბილელო ნიტრაპოლიტო, ბოდბელო და ბოვნელო, მროელო, თქვენცა ასრე დაუმტკიცეთ, მაწყვერელო, ერუშნელო და თორმეტმეუდაბნოელნო, თქვენცა ასრე დაუმტკიცეთ.

აწე ერისთავთა-ერისთავო, მანდატურთა უხუცესო დადიანო, ამირსპასალარო ათაბაგო, სვანთა ერისთავო, გურიელო, თქვენცა ასრე დაუმტკიცეთ; სხვანო კარისა ჩვენისა სახლის უხუცესო, ვაზირთა უხუცესო და ვაზირნო და კამყოლო ბოქაულთა უხუცესო და ბოქაულნო, მესტუმრეთ უხუცესო და მესტუმრენო, მოლარეთ უხუცესო და მოლარენო, მეჯინიბეთ უხუცესო და მეჯინიბენო, ახისალართ უხუცესო და ახოსალარო, ბაზიართ უხუცესო და ბაზიარნო, მუქიფთა უხუცესო და მუქიფო, თქვენცა ასრე დაუმტკიცეთ; სხვანო ხელისა ჩვენისა მქონებელნო, ამირმეჭურჭლენო, პურისა და ღვინისა მკრებელნო და ძროხა-საკლავისა მკრებელნო, მალისა და ხარაჯისა მკრებელნო, მესტვირე-მენაღარენო, მენაფირენო, მეჩალხე-მედაბდაბენო, თქვენცა ასრე დაუმტკიცეთ და ნუ ვინ უშლით ბრძანებასა ამას ჩვენსა.

დაიწერა ბრძანება და სიგელი ესე ინდიკტიონსა მეფობისა ჩვენისასა მეცხრესა, ქორონიკონსა ორას ოთხმოცდა ცხრასა, ხელითა კარისა ჩვენისა მდივნისა, თავაქარაშვილისა ხმაფილანდროსითა



  1. სახელი გიორგი აღდგენილია "პირთა ანოტირებული ლექსიკონის" მიხედვით

საბუთის დათარიღება[edit]

 საბუთს აქვს თარიღი როსტომის მეფობის მეცხრე ინდიქტიონი და ქორონიკონი 289, ანუ 1601 წელი.

პუბლიკაცია[edit]