Jump to content

1587 წ. - შეწირულების წიგნი სვიმონ მეფისა მანგლისის ღმრთისმშობლისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედნის ფრაგმენტი:

საბუთის ტექსტი

[edit]


...უბანი, ქცია, თეთრნი, მაჩქათელა, შოშილეთი, საჭე, იფნარიანი, ახალშენი, ვარდისუბანი, ...თა, და..., ახალდია ქციას გაღმა აბაშისა და დავითის კერძი მამული, შენი და ოხერი.

თქუენ, საშინელსა და ყოვლად დიდებულსა, სასოებასა და დამამტკიცებელსა და განმაძლიერებელსა მეფობისა ჩუენისასა, დმანისისა ღმრთისმშობელსა.

ქ. ჩუენ, მინდობილმან და მსასოებელმან ცვა-ფარვათა თქუენთამან და მოლტოლვილმან უსაზღუროსა წყალობისა თქუენისამან, ღმრთივ-გუირგუინოსანმან მეფეთ-მეფემან პატრონმან სვიმეონ და თანამეცხედრემან ჩუენმან დედოფალთ-დედოფალმან პატრონმან ნესტანდარეჯან და საყუარელმან ძემან ჩუენმან პირმშომან პატრონმან გიორგი, გკადრეთ და მოგახსენეთ მცირე ესე შესაწირავი თქუენ, განსამარჯუებლად და სადღეგრძელოდ ჩუენთვის და მეფობისა ჩუენისა წარსამართებლად სოფელი ჩინჩხორი, დმანისის ჴეობის დამღის მესამედი. ამას წინათაც შეწირული ყოფილა, და დიდ დმანისს, რაცა დმანისისა ღმრთისმშობლისა ყოფილა, და სოფელი მუტავისი, ესები.

და ამას გარეთად შემოგუიწირავს სოფელი ვარდისუბანი, და დამღა ნახევრად გაგუიჴდია, და გუდარეჴისაღმრთისმშობლის მონასტერი მისითა შეწირულისა მართლითა სამართლიანის საქმითა და სამძღვრითა. ესები ყოველივე მათითა ველითა, ვენაჴითა, წყლითა, წისქუილითა, ჭალითა, საძოვრითა, საჴნავ-სათიბრითა, მთითა, ბარითა, შესავლითა და გამოსავლითა.

ასრე რომე რაცა ამა სიგლითა მამული შემოგუეწიროს, არა ეთხოებოდეს არა სატარუღო, არა სამელიქო, არა საბალახე და არა სამეკობრისმძებნელო. ამას ყოველსავე დმანელ-მთავარებისკოპოზი აიღებდეს. ვინ გინდა-ვინ იყოს, ანუ ვინგინდა-ვინ იქმნებოდეს, და წმიდასა და ცათა მობაძავსა ტაძარსა თქუენსა მოაჴმარებდეს განსამარჯუებლად ჩუენთვის და მეფობისა ჩუენისა წარსამართებლად.

შეიწირე შენ, წმიდაო ღმრთისმშობელო, მცირე ესე შესაწირავი. აწე, გიბძანებთ კარისა ჩუენისა ვაქილ-ვაზირნო და მოსაქმენო და დმანისის ჴევისა და საბარათიანოს ტარუღანო და მელიქნო, თქუენცა ასრე დაუმტკიცეთ, რარიგადცა ამა ჩუენგან ნაბოძებსა სიგელშიგან ეწეროს.ნურცარას თქუენ შეუშლით და შეეცილებით, თვინიერ ამა შეწირულთა ყმათა ლაშქარს და ნადირობას ნუ დაგუაკლებენ.

დაიწერა ნიშანი და ბძანება ესე ქორონიკონსა სოდ, იანვარსა თ, ჴელითა კარისა ჩუენისა მდივან-მწიგნობარისა, აბაშისძისა ესტატესითა.

საბუთის დათარიღება და შენიშვნა

[edit]
ქორონიკონი სჲიბ, ანუ 1584 წელი.

პუბლიკაცია

[edit]