Jump to content

1584 წ. 11.07. - წყალობის წიგნი დედოფალ ნესტანდარეჯანისა მელიქ მირიმანისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

პირები:

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ჩვენ, გვირგვინოსანმან დედოფალთ-დედოფალმან პატრონმან ნესტანდარეჯან, ესე წყალობის წიგნი დაგიწერეთ და გიბოძეთ თქვენ, ჩვენსა თავდადებით ნამსახურსა, ჭრეშელს მელიქ მირიმანს და ძმათა თქვენთა, ნურალის, ყანდურალის და შვილთა თქვენთა, მამავალთა სახლისა თქვენისათა ყოველთავე. მას ჟამსა, ოდეს მოხვედით კარსა დარბაზისა ჩვენისასა და თალას სოფელს გვეაჯენით.

ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი, ვიგულეთ და ვიგულსმოდგინეთ და მოგიბოძეთ სოფელი თალა მისითა წყლითა, წისქვილითა, სახნავითა და უხნავითა, ვენახითა, სასხლევითა და უსხლევითა, ტყითა, წყლითა, სათიბითა, სასარითა, სანადიროთა, მთითა და ბარითა, მისითა სამართლიანითა ყველათა.

გქონდეს მკვიდრათ, მოუშლელათ, გისვიანოს და გიბედნიეროს ღმერთმა ჩვენსა ერთგულად სამსახურსა შინა. არაოდეს არა მოგეშალოს არა ჩვენგან და არა სხვათა მეპატრონეთაგან.

ბრძანება ნიშნად გვიბოძებია. ჭრეშის ხევის მოურავო, მელიქო, მამასახლისო და სხვანო ჩვენის კარისაგან წარვლენილო მოსაქმენო, ვინ გინდა-ვინ იყვნეთ, ბძანება და წიგნი ჩვენი თქვენცა ასრე დაუმტკიცეთ და ნურავინ მოუშლით.

დაიწერა მტკიცე წიგნი და ნიშანი ჩვენი ნოემბრის ზ, ქორონიკონს სობ, ხელითა კარისა ჩუენისა მწერლის იორყულისათა.

მინაწერი:
ასლიდამ გადმოვსწერე ტერ ისაია დანდუროვმან

საბუთის დათარიღება და შენიშვნა

[edit]
ქორონიკონი სობ (272), ანუ 1584 წლის 7 ნოემბერი.

პუბლიკაცია

[edit]