1584 წ. - წყალობის წიგნი სვიმონ მეფისა გარსევანისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. სახელითა ღმრთისათა, მამისა, ძისა და სულისა წმიდისათა. ოხითა და მეოხებითა წმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისათა და მარადის ქალწულისა მარიამისათა, ჩუენ, ღმრთივ-გვირგვინოსანმან მეფეთ-მეფემან პატრონმან სვიმონ და თანამეცხედრემან ჩუენმან დედოფალთ-დედოფალმან პატრონმან ნესტანდარეჯან, და ძეთა ჩუენთა: პატრონმან გიორგი, პატრონმან ლუარსაბ და პატრონმან ალექსანდრე, ესე წყალობისა წიგნი შეგიწყალეთ და მოგეცით ჩუენსა ერთგულსა ყმასა გარსევანს და ზაქარიას, შვილთა და მომავალთა სახლისა შენისა ყოველთავე. მოგეცით შენს კარს წინათ სავენახე მოუდევარი ყოვლის კაცისაგან. თუ სხვა წიგნი გამოჩნდეს, ამ წიგნმან გააცუდოს.

მოგცეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენსა ერდგულად სამსახურშიგა.

დაიწერა წიგნი და სიგელი ესე ქორონიკონს სნიბ.

საბუთის დათარიღება[edit]

საბუთს აქვს ქორონიკონი სნიბ, რაც გვაძლევს 1574 წელს, მაგრამ ეს თარიღი შეცდომაა და "კორპუსში" გასწორებულია, როგორც სობ, ანუ 1584 წელი.

პუბლიკაცია[edit]