წყალობითა ღთისათა, ჩვენ, ღმრთივ-გვირგვინოსანმა მეფეთ-მეფემა სვიმონ, ესე წყალობისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ, ჩვენთა ერთგულთა ყმათა, თულაშვილსა გიორგის და ძმათა შენთა.
მას ჟამსა, ოდეს წყალობა გიყავით და გიბოძეთ თქვენი და ნავროზისეული სამართლიანი მამული ალგეთის პირში საუფროსოს გარეთად ზრბითის ნახევარი, აწუფის საუფროსოს გარეთად ნახევარი და ვერის ხევში საუფროსოს გარეთად ღვევის ნახევარი სამართლიანი თქვენი მამული მისისა სამართლიანითა სამძღვრითა მთით ბარამდისინ თქუენთვის გვიბოძებია.
გქონდეს და გიბედნიაროს ღმერთმან ჩვენსა ერთგულად სამსახურსა შიგან.
აწე, გიბძანებთ ალგეთის პირსა და ვერის ხევის ტარუღავ, მელიქო და სხვანო ვინ გინდა-ვინ მოსაქმენი იყვნეთ, მერმე, ღვევისა, ზრბითისაი და აწუფისის ნახევარი საუფროსოს გარეთად სამართლიანი მათი მამული ისრევ გიორგისდა მისის ძმისთვინ გვიბოძებია და თქვენც დაანებეთ და ნუ ეცილებით.
დაიწერა ნიშანი და ბრძანება ესე ქორონიკონს სჲთ, ათორმეტსა თვესა იანვარსა.
- სვიმონის ხელრთვა