Jump to content

1578-1600 წწ. 10.01. - წყალობის წიგნი სვიმონ მეფისა ზურაბ საგინასშვილისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

პირის პირი:

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ჩუენ, ღმრთივ-გუირგუინოსანმან მეფეთ-მეფემან პატრონმან სვიმეონ, ესე წყალობის წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენთა ერდგულთა ყმათა: საგინასშვილსა ზურაბს, აღათანგელს და შანშეს.

მას ჟამსა, ოდეს წყალობა გიყავით და გიბოძეთ თქუენი კერძი სამართლიანი სოფელი ჩხიქვთა, სოფელი სთონეთი და სოფელი მაწევანი და სოფელი კალდო მისითა სამართლიანითა სამზღვრითა მთით ბარამდე, უკლებლად თქუენთვის გვიბოძებია.

გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩუენსა ერთგულად სამსახურსა შინა. აწე, გიბძანებთ საბარათიანოსა მოურავნო და მელიქნო, ვინ გინდა-ვინ იყვნეთ, მერმე, რაც ამ ფარვანაშიგა მამულები სწერია, საგინასშვილის ზურაბისა და მისის ძმებისათვის გვიბოძებია. თქუენცა დაანებეთ და ნუ ეცილებით.

დაიწერა ნიშანი და ბრძანება ესე ქორონიკონს სჟდ, ღვინობისთვის ერთსა, ხელითა კარისა ჩუენის მწიგნობრის აღათანგისძის ნავროზისითა.

გადამწერის მინაწერი

ამის მეორე პირზე თათრული წერია.

საბუთის დათარიღება

[edit]
"პირთა ანოტირებულ ლექსიკონში" საბუთის თარიღად მითითებულია 1610 წ (sic), ე.ი. საბუთის ქორონიკონი ამოუკითხავთ, როგორც სჟჱ (298)

ქორონიკონი სჟდ (294), ანუ 1606 წლის 1 ოქტომბერი. თარიღი მცდარია, რადგან 1606 წელს სვიმონ მეფე ოსმალეთში იმყოფებოდა ტყვეობაში. თუ გავითვალისწინებთ პირის გადამწერის ცნობას, რომ საბუთი ქართულ-სპარსული ყოფილა, მაშინ იგი გაიცემოდა სვიმონ მეფის ირანის ტყვეობიდან დაბრუნების შემდგომ (1578) ვიდრე მის ხელმეორედ დატყვევებამდე (1600).

პუბლიკაცია

[edit]