ქ. ნებითა და შეწევნითა მღთისათა, ჩვენ, მღთივ-გვირგვინოსანმა დედოფალთ-დედოფალმა პატრონმა ნესტანჯარ, ესე წყალობის წიგნი და სათარხნო შეგიწყალეთ და გიბოძეთ შენა, დაღელს მამადედაშვილს დონდორასა, და ძმასა შენსა შალვასა და შვილთა თქვენთა და მომავალსა სახლისა თქვენისათა, ყოველთავე.
მას ჟამსა, ოდეს მოხვედით კარსა დარბაზისა ჩვენისასა და დაღეთის მამასახლისობასა და სათარხნოსა წიგნსა გვეაჯენით, ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და გიბოძეთ დაღეთის მამასახლისობა და ნარიკასულის მიწა მისის სავენახითა ხელშეუალათ და გაგითარხნეთ სამუდამოდ.
ასრე რომე, არაფერი არა სასოფლო გამოსაღები არა გეთხოებოდეს: არა ბაშმალი, არა პურის ბეგარი, არა კულუხი, არაფერსთანა არა, ერთის სათათროს საურის მეტი; და არა საბალახე არა გეთხოებოდეს და ჩვენისა კარზედ სამსახურის მეტი არა გეთხოვებოდეს-რა.
გქონდეს მკვიდრად, მოუშლელად, არაოდეს არა მოგეშალოს არა ჩვენგან, არცა სხვათა მეპატრონეთაგან. გიბედნიაროს და მოგახმაროს ღმერთმან ჩვენსა ერთგულად სამსახურშინა...
დაიწერა წიგნი ესე ქორონიკონსა სმდ, ხელითა იორყალისათა.