Jump to content

1571 წ. - წყალობის წიგნი სვიმონ მეფისა მიქელ ჯავშანაშვილისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

პირი:

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. ნებითა ღმრთისათა, ჩუენ, ღმრთივ-გუირგუინოსანმან სვიმეონ პანკრატოვნიანმან ქართველთა მეფემან და თანამეცხედრემან ჩუენმან დედოფალთ-დედოფალმან პატრონმან ნესტანდარეჯან და ძეთა ჩუენთა: პატრონმან გიორგი, პატრონმან ლუარსაბ და პატრონმან ალექსანდრე.

ესე წყალობისა სამკვიდრო წიგნი და ნიშანი გიბოძეთ შენ, ჩუენსა ერდგულად ნამსახურსა ჯავშანაშვილსა მიქელს და შენსა შვილსა ჯავშანასა, და შენსა ძმისწულსა ნურალის.

მას ჟამსა როდეს შეგიწყალეთ და გიბოძეთ ზემო ხანდაკს იორდანაშვილის გოგიჩას მამული, რისაცა მამულისა მქონებელი ყოფილან მისითა სამართლიანითა მამულითა, სახლ-კარითა, ვენახითა, ჭურ-მარნითა, სახნავითა, წყლითა, წისქვილითა, სახმარითა და უხმარითა, ყოვლითა მისითა ნაქონითა მამულითა, რისაცა მქონებელნი იორდანაშვილი გოგიჩა ყოფილა. გვიბოძებია თქუენ, ჯავშანაშვილისა მიქელისათუის და შვილთა და მამავალთა სახლისა თქვენისათა ყოველთათუის, მკვიდრად და სამამულოდ... მის მონათესავისა კაცისაგან მოუსარჩლელი იორდანაშვილი გოგიჩა მისითა მამულითა.

გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩუენსა ერთგულად სამსახურსა შინა. გუითავისუფლებიხართ და გუითარხნებიხართ ყოვლისა გამოსაღებისა და სათხოვრისაგან, თუინიერ სათათროსა საურისაგან კიდე. და ვისცა იმ მამულისა წიგნი და ნიშანი ჰქონდეს, სიგლითა ამით გაგვიცუდებია და მტკიცე ესე ოდენ არს.

დაიწერა მტკიცე და შეუცვალებელი სიგელი და ბძანება ესე ქორონიკონს სნთ.


საბუთის დათარიღება

[edit]
ქორონიკონი სნთ (259), ანუ 1571 წელი. საბუთი გაცემულია სვიმონ მეფის სახელით მისი პირველი ტყვეობის (1569-1578) პერიოდში. ამიტომ, როგორც სხვა ანალოგიურ შემთხვევებში, საბუთს ხელს ურთავს მხოლოდ დედოფალი ნესტანდარეჯანი. ამიტომ საეჭვოა 1449-730 პირის გადამწერს ბეჭდის ლეგენდა სწორად ამოეკითხოს.

პუბლიკაცია

[edit]