... დავსხედით ჩუენ, ... სახლისუხუცესი გივი ფავნელიშვილი, მიწობლისძე იესე[1], ჯავახიანთ როინისა, ელიზბარის შვილთა და ივანეს საქმისა გასაჩენლად. მას ჟამსა, როდესცა, ბარათიანთა და იმათ შუა სასისხარი საქმე ჩამოვარდა. ივანე იმ საქმეზედა თავსა უბრალოს სდებდა.
სარჩლეს ელიზბარის შვილთა, ვითა მოსდვა ხელი და საჯავახიანოსა და ჩემი კერძი და თავის ასრე დაარბივა, რომ არა გაუშო რაო. მივიდეს ბატონისთანა დაცურცილი გლეხები და იჩივლეს, და თავს ცეცხლი მოიდვეს. და მერმე იმ საქმის გულისათუის ბარათაშვილი მოურავად დააყენა ბატონმან და, რაც მოჰხდა, ჩუენ შიგა და ბარათაანთ შიგა, ყუელა იმ საქმეზედ მიქნა.
ივანე ამას უპასუხებდა: "აშოროს ღმერთმან, ბატონსა ჩემის გულისათუის არ დაუყენებია მოურავად და არც თქუენი კერძი ყმა დამირბევია და არც ეგ საქმე ჩემს თავზედა მომხდარა".
კიდევე სარჩლეს ელიზბარის შვილთა, ვითა: ბახუტა და ივანე მამულების თავზედა და სამძღურებზედა აიშალნეს და შემდურდეს". მერმე მოვიდა ივანე და პირველად ერთსახლობაზედ გუელაპარაკა. და თუ ერთსახლობა აღარ იქნას, ამაზედა შევიფიცნეთ: მტერზედა მტერნი ვიყუნეთ და მოყუარეზედა მოყუარენი, გავღარიბდეთ, ერთად გავღარიბდეთ, და, თუ დავდგეთ, ერთად დავდგეთ, ზიანი და სარგებელი სწორი იყოსო. ჩუენ რომ არც ერთი გუეწადა, სამს დღეს სხუაგან ვიმალენით.
მერმე მოვიდა ივანე იდევე და არა აჯა გუიყო, და ამაზედა შეგუიფიცა და შემოგუფიცა, მტერზედა მტერნი ვიყუნეთ და მოყუარეზედა მოყუარენი. ჩუენი გაკეთება და წახდენა, სიკუდილი და სიცოცხლე, ზიანი და სარგებელი სწორი იყოსო. და ჩუენი ყმანიცა ასრე დავარიგეთ: თუ ჩუენ შინ არ ვიყუნეთ, უსიკუდილოდ ნურავის რას დაანებებთ. ჩუენი ფიცი და საქმე ამრიგად გარდასწყდა და დავიწყვენით.
ამას უკანის სანახევრო ხარი ჰყვანდა ბახუტასა და ივანეს. ასრე უნდოდა, ან ორი ცხუარი ივანეს მიეცა და ხარი წამოეყვანა, და ან ორი ცხუარი გამოერთო და ხარი ბახუტასა ჰყოლოდა. მერმე ხარი ივანემ წამოიყვანა და ცხუარი აღარ მისცა. ივანე ბატონსთან წამოვიდა და ჩუენ ასრე დაგუაბარა: თუ ბახუტამ ხარი წაიყვანოს ჩემად მოსულამდი, ნურავის დაანებებო.
ამასობაში ჩუენ მამულშიგა ჩუენ ჩუენს ადგილს ვიყავით და ივანეს კაცი მოვიდა, თუ ბარათიანთ ხარი წაიყვანესო. ფიცნი ხართ ბატონის ჩემისანი, ნუ დაანებებთ, გუიშუელეთო. წაუდეგით უკანა, მივეწივენით და, რაც საქმე მოჰხდა და დაგუემართა, ყუელა იმ საქმეზედ მოჰხდა და დაგუემართა.
ივანე ამას უპასუხებდა: "აშოროს ღმერთმან, არც ჩემის გულისათუის და არც ჩემის ხარის გულისათუის წაჰკიდებიხართ და არცა რას შუა ყოფილვარ. რაც კაჭასძის დასარბევლად არ მისდიოდით და შეიყარენით, ერთმანერძედ გულავად იყვენით და გარდიკიდენით. და, რაც საქმე მოჰხდა, მე არას შუა ვარო".
ელიზბარის შვილი ამაზედ იდგა: "რაც დაგუემართა, ყუელა ივანეს თავზედა დაგუემართა და იმისის გულისათუის ვქენით". ივანე ყუელაზედა თავს უბრალოდ სდებდა: "თუ ეგ საქმე, არც ჩემის გულისათუის დაგმართებია და არცა რას შუა ვარო".
ჩუენ მისი ასრე გავაჩინეთ: წადგეს თვითან ივანე ორით შესახელებულით მისით სწორით კაცითა, უმტეროთა; სამით შეუსახელებელით აზნაურისშვილითა, ვინ გინდა-ვინ იყოს, სამის მსახურითა, რომელიც ელიზბარის შვილთ შეუსახელონ. სადაც ელიზბარის შვილთ შეუსახელონ, წადგეს და ასრე დაიფიცოს: "ამისმა მადლმა და ამისმა განმაცხოველებელმა ქრისტემა ღმერთმან, ელიზბარის შვილო, არც ბარათაშვილის სიკუიდილსა და გაგდებაზედ შემოფიცავ და არც იმ დღეს ჩემის ხარისათუის წასდგომიხარ. არც ის საქმე ჩემს საქმეზედა მომხდარა და არც ბარათაშვილი ჩემის გულისათუის მოგიკლავს".
თუ დაიფიცოს, არას ზედა-აც, რასაც თავისით კარკაცობით არ მოეხმარვის და არც ბარათაშვილი ემართლების. თუ ვერ დაიფიცოს, რაც სისხლი და სანახშირე იყოს, მეხუთედი ივანემ გამოიღოს და გადაიხადოს. ვინც ეს ნაბჭობი არ გაათავოს, ხუთ-ხუთი კომლი კაცი ბატონს დაუურვოს. ჩუენი განაჩენი ამას იქით არა არის.
- ↑ ი. დოლიძესთან: ... სახლისუხუცესი გივი, ფავნელიშვილი..., მაჩაბლისძე იესე