1568 წ. 12.10. - წყალობის წიგნი კათალიკოს-პატრიარქ ნიკოლოზისა დეკანოზ ნათანაელისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი დაკარგულია.

პირი:

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ჩუენ, ქრისტეს მიერ ღმრთისა მიერ კურთხეულმან, ყოვლისა საქართველოთა კათალიკოზ-პატრიარქმან ნიკოლოს, ესე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი წიგნი და სიგელი გიბოძეთ თქუენ, დიდისა და ცათა მობაძავის კათოლიკე ეკლესიისა მცხეთისა დეკანოზსა ნათანაელს და ძესა თქუენსა პეტრეს და შიოს, შვილთა და მომავალთა სახლისა თქუენისათა ყოველთავე, ბრძანებითა და ჯერჩინებითა მღრთივ-გვირგვინოსნის მეფეთ-მეფისა სვიმონისითა.

შეგიწყალეთ და გიბოძეთ მცხეთას ქადაგისშვილის ესაიასეული მამული ყოვლითურთ უნაკლულოდ, რისაც მქონებელნი ისინი იყუნეს: სახლ-კარითა, ჭურ-მარნითა, ნაფუძრითა, ველითა, ვენახითა, ყოვლითა მისითა სამართლიანითა, სახმრითა და უხმრითა. გუიბოძებია და მოგუიცემია თქუენთვის მკუიდრად და სამამულოდ ყოვლისა ადამიანის მონათესავის კაცისაგან მოუსარჩლელი, მოუდევრად. კიდევე შენის განაყოფის გიორგისეული მამული გიბოძეთ შენ, დეკანოზს ნათანაელს და შენთა შვილთა: პეტრეს, შიოს და იოანეს რასაც მქონებელნი იყოს სახლ-კარითა, ჭურ-მარნითა, ნაფუძრითა, ველითა, ვენახითა, სახმრითა და უხმრითა და ყოვლითა სამართლიანითა...

დაიწერა მტკიცე და შეუცვალებელი ესე ქორონიკონს სნვ, თვესა დეკემბერსა ათსა, ხელითა უნდოსა მონაზონისა რომანოზისითა.

ესე ასრე გუიბოძებია, რომ ვერც შენი განაყოფი და ვერც შენი ნათესავი ვერ შემოგეცილოს.

საბუთის დათარიღება[edit]

ქორონიკონი სნვ (256) ანუ 1568 წ. 10 დეკემბერი.

პუბლიკაცია[edit]