1556-1560 წწ. - ერთგულების წიგნი კახთ ეფისკოპოსებისა დომენტი კათოლიკოსისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი: Ad-1892



საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი III - N 60


საბუთის ტექსტი[edit]

ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, მამისა, ძისა და სულისა წმიდისათა; მეოხებითა ყოვლად წმიდისა ღმრთის-მშობელისა და მარადის ქალწულის მარიამისითა, სუეტისა ცხოველისა, კვართისა საუფლოსა და მირონის ღმერთ-მყოფელისათა და ყოველთა წმიდათა ღმრთისათა ზეცისა და ქუეყანისათა, ესე ჟამთა გასათავებელი წიგნი გკადრეთ და მოგახსენეთ თქუენ, კათალიკოზ პატრიაქსა პატრონსა დომენტის;

ჩუენ: ამბა ალავერდელმან ფილიპე, ბოდბელ ებისკოპოზმან ზაქარია,ნინოწმიდელმან მალაქია, რუსთუელ ებისკოპოზმან იოსებ, ნეკრესელ ებისკოპოზმან ბასილი, კაწარელ ებისკოპოზმან ეგნატი, ჭერემელ ებისკოპოზმან ანტონი, , ხარჭაშნელ ებისკოპოზმან კლიმი, ასრე და ამა პირსა ზედა, რომე:

ანუ საყდრისა ნიშანი, ანუ რჯულის საქმეზედა ვისცა გაუწყრე და გამოენახო, ჩუენც გაუწყრეთ და გამოვენახოთ; და სადამდი თქვენ არა ნახოთ და შენდობა არ უბოძოთ, არც ჩვენ ვნახოთ და არც შენდობა მივსცეთ.

ამისად გათავებისად თავსმდებად ღმერთი და ყოველნი მისნი წმიდანი მოგვიხსენებიან

  • ფილიპე
  • მალაქია

დათარიღება[edit]

ი. დოლიძე და პირთა ანოტირებული ლექსიკონის (I  ტომი) საბუთის ადრესატად დომენტი I კათალიკოსს მიიჩნევენ და მას 1556-1560 წლებით ათარიღებენ, პირთა ანოტირებული ლექსიკონის სხვა ტომებში კი საბუთი დომენტი II-ს ეკუთვნის და 1599-1603 წლებით თარიღდება.

პუბლიკაცია[edit]