...ჩუენ, ქრისტეს ღმრთისა მიერ კურთხეულმან, ქართლის კათალიკოზ-პატრიაქმან თეოდოსი, ესე უკუნისამდე გასათავებელი და, რასა გინდავე ჟამთა ქცევა-გამოცვალებათა შინა მტკიცე და უქცეველი წიგნი და სიგელი მოგიბოძეთ ბრძანებითა ღმრთივ-გუირგუინოსნისა, მეფეთ მეფეისა ლუარსაბისათა, და კითხვითა და ნებადართვითა ყოველთავე მცხეთისშვილთათა, თქუენ, მაღლისძეთა ქადაგსა რომანოზს და თქუენსა შვილსა გედეონს და შვილთა და მომავალთა სახლისა თქუენისათა, ყოველთავე.
შეგიწყალეთ და გიბოძეთ მცხეთას და მჭედლის შვილის იოანესეული სახლ-კარი მისითა ჭურ-მარნითა და ნატამალითა და ბახჩა-ბოსტნითა, და დიღუამს მზევასძისეული საბეგროს ვენახითა.
და აწ, დღესითგან წაღმა, გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან საყდრისა და ჩუენსა ერთგულად სამსახურსა შინა, თქუენ, მაღლისძესა, ქადაგსა რომანოზს და თქუენსა შვილსა გედეონსა, შვილთა და მომავალთა სახლისა თქუენისათა, ყოველთავე, მცხეთას და მჭედლის იოვანესეული სახლ-კარი, ჭურ-მარნითა და ბახჩა-ბოსტნითა, და დიღუამს მზევასძისეულითა ვენახითა...
დაიწერა ბრძანება და სიგელი ესე ქორონიკონსა სლ, ხელითა კარისა ჩუენისა მწიგნობრისა ათანასესითა.
- მე ქართლისა კათალიკოზი თეოდოსი კანონითა ვამტკიცებ.
- მინაწერი (XVII ს.) - ქ. მაღალაანთია ეს სიგელი
- მინაწერი (XIX ს.) - ზაქარია ნიკოლოზის ძე მაღალაშვილი