1516 წ. შემდგომ - ქურცინას ძის იბაშერის მამასთან გაგზავნილი წერილის პირი - თოფქაფის არქივი - E 6668

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
უცხოური მატიანე.png
1593 სულთან მურად III-ის ბერათი ათაბაგ მანუჩარის ოჯახს.jpg
უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის თურქული წყაროები


თურქული დოკუმენტური წყაროები



წიგნი:

1983 - აბულაძე ცისანა - თურქული წყაროები XVI ს. I მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის

სრული დასახელება:

თურქული წყაროები XVI ს. I მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის - თურქული დოკუმენტები ქართული თარგმანით, გამოკვლევითა და შენიშვნებით გამოსცა ცისანა აბულაძემ - თბილისი - 1983

რესურსები ინტერნეტში:

წინასიტყვაობა[edit]

ქურცინა-ბეგის შვილის იბაშერის მიერ მამასთან გამოგზავნილი წერილის პირი.[edit]

მოკითხვის შემდეგ გაცნობებ, რომ თუ აქაურ ახლანდელ ამბავს იკითხავენ, სვებედნიერი ფადიშაჰის უდიდებულესობას ასეთი არზა წარუდგინე: შეიბე-ხანის შვილი თემურ-ხანი ასკერებით მოვიდა და ყიზილბაშების სერასქერ ზეინალ ხანს შეხვდა. დიდი ბრძოლა და ომი ქნეს, ბოლოს ყიზილბაშთა სერასქერი გატყდა, ბრძოლის დროს ხსენებული ზეინალ-ხანი დასცეს. ხორასანი, ჰერათი, ბადახშანი, მერვი და საერთოდ ხორასნის მთელი ქვეყანა აიღეს. როცა ეს მოხდა, შაჰი საჰნაში იყო. გაიგო თუ არა, საჰნიდან წამოვიდა და ყუმის მიმართულებით 7 ფუნდუკის მანძილზე გაუდგა გზას. ყუმში გამოზამთრების თადარიგი დაიჭირა. ამ ამბებში ეჭვი არ შეგეპაროთ და უნდობლად არ მოეკიდოთ.

მშვიდობით იყავით.