1515 წ. - სელიმ I-ის ბრძანება დიდვეზირ სინან ფაშასთვის საქართველოში ლაშქრობაზე

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის თურქული წყაროები


თურქული დოკუმენტური წყაროები



წიგნი:

1983 - აბულაძე ცისანა - თურქული წყაროები XVI ს. I მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის


წინასიტყვაობა[edit]

სტამბოლის პრემიერ-მინისტრის სამმართველოს (ე.წ. თოფქაფის) არქივში ინახება 1515 წლის აგვისტოს ბოლოთი დათარიღებული დოკუმენტი NE-8277, რომლის მიხედვითაც დიდვეზირ სინან ფაშას ზემო ქვეყნებში წასვლა და საქართველოს დაპყრობა ებრძანა

ც. აბულაძის მიხედვით, მიუხედავად ბრძანებისა, ეს ლაშქრობა არ შემდგარა და ბრძანება მიზნად ნამდვილი განზრახვის, ანატოლიაში ზულყადარის საბეგლარბეგოს დაპყრობის შენიღბვის მიზნით იყო გამოცემული.

ლიტერატურა[edit]

  1. ნოდარ შენგელია - XV-XIX საუკუნეების საქართველოს ისტორიის ოსმალური წყაროები - თბილისი - 1974 - გვ.176
  2. ცისანა აბულაძე - თურქული წყაროები XVI ს. I მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის - თბილისი - 1983 - გვ.8-10

ტექსტი[edit]

საქართველოს დასალაშქრად გაგზავნილ სინან ფაშასადმი მიწერილი ახსნა-განმარტება

დიდ ვეზირს სინან ფაშას, მაღალმა ალაჰმა ხანგრძლივჰყოს ზეობა მისი, გურჯისტანის ქვეყნის დალაშქვრა დაევალა. ვბრძანე, რომ შენი ხელისუფლების ტახტს დაქვემდებარებული ხალხი საერთო მოწოდებით გავაფრთხილო - ყველა, ვისაც ცხენის ტარება შეუძლია და თავს ფლობს, ომისა და ბრძოლისათვის ძალა და ღონე შესწევს, დირლაქისა და წყალობის მოსურნე ვაჟკაცებისაგან შემდგარი სრულყოფილი ლაშქარი ხმლითა და თანამებრძოლით მტრის წინააღმდეგ იარაღით მზად იყოს. ზემოხსენებული ჩემი ვეზირის წერილში, რომელი ადგილიც იქნება დასახელებული და შერჩეული მისასვლელად და თავშესაყრელად, იქ უნდა მოვიდნენ და შეხვდნენ ერთურთს. ამასთანავე უნდა იყვნენ, როგორც წესი და რიგია, ლაშქრობაში თანაზიარნი. ალაჰის განგებით სახელოვანი თანამებრძოლნი ჩემი მეფური საბოძვარითა და წყალობით კმაყოფილი და დღებედნიერი იქნებიან. ყველა, ვინც მოითხოვს ულუფას, მიიღებს 10-დან 15 ახჩამდე. მსურველი რაზმში მივა და შეხვედრის დღიდან დაენიშნება ულუფა. თიმარზე მეოცნებენი თავიანთი მდგომარეობის შესაბამისად გახდებიან სხვადასხვა სახის რეაიაეთები. მოწყალე ალაჰის განგებით, ხსენებული ჩემი ვეზირი, ხანგრძლივი იყოს მისი ბედნიერება, შაბანის თვის დასაწყისში მივიდეს ნავსადგურში, გადავიდეს ანატოლიის ნაპირზე, თუ საომრად აღიგზნებიან, საჭირო არის. ასე ეცადეთ! ყველა, ვისი დირლიქიდან და რეაიათიდან იქნება შერჩეული, საჩქაროდ მივიდეს ზემოხსენებულის მიერ მითითებულ ადგილზე, შეუერთდნენ და მათ რიგებში ჩადგნენ. ასე იცოდეთ, დაპყრობის წმინდა ნიშანს მიენდეთ, მას ერწმუნეთ.

დაიწერა 921 წლის პატივმოსილი რეჯების თვის შუა რიცხვებში (1515 წ. აგვისტოს ბოლო) ადგილსა მას კონსტანტინოპოლს.