Jump to content

1512 წ. 05.07. - წყალობის წიგნი დავით მეფისა ივანე სოლაღაშვილისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. ჩვენ, იესიან-დავითიან-სოლომონიან ბაგრატუნიანობით, აღმოსავლეთით ვიდრე დასავლეთამდის თუით-ფლობით მპყრობელმან, აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა, შანშიან და შარვანშესი.

ჩუენ, ღმრთივ-გუირგუინოსნისა მეფეთ-მეფისა, სულკურთხეულისა პატრონისა ჩუენისა კოსტანტინეს ძეთა: პატრონმან მეფეთ-მეფემან დავით, პატრონმან გიორგი და პატრონმან ბაგრატ, და თანამეცხედრემან ჩუენმან დედოფალთ-დედოფალმან პატრონმან მირაინგულ, და ძეთა პირმშოთა ჩუენთა: პატრონმან ლუარსაბ, ადარნასე და რამაზ, შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენსა ერთგულსა, მრავალფერად ნამსახურსა, დღისით და ღამით ჩუენისა ერთგულობისა, გადიდებისა და მორჭმისათვის მომჭირნესა, ჩუენისა კარისა სახლისუხუცესსა სოლაღაშვილსა ივანეს, და შვილთა თქუენთა: შალვას, ნურადას, შერმაზანს და გიორგის.

შეგიწყალეთ და გიბოძეთ კავთისხევს ბეთიაშვილი გაბრიელას შვილები როსტია და განანა მათითა მამულითა, ველითა, ვენახითა, წყლითა, წისქუილითა, სახნავითა და უხნავითა, ჭალითა, სათიბითა, მათითა კერძოთა ნასყიდითა, უსყიდითა და მომატებულითა - ყოველითავე მისითა სამართლიანითა, რისაც მქონებელნი ყოფილიყუნენ, მითა ყოვლითავე.

და უკლებლად გიბოძეთ ნასისხლად, და მისად სამუქფოდ, რაც გაბრიელას შვილთა შენისა და შენისა შვილების და სახლისა და ძირისა ამოგდებისათვის წაგუივიდეს ჩუენ და გიორგისა მიუვიდეს და შენ მაგიერად წიგნი დაწერეს და ხელი ჩაურთეს. მიუტანეს შენს კაცთან, ციხე და მამული გამოსტყუეს და დაგიკარგეს. ჩუენ მისდა სამუქფოდ და ნასისხლათ გიბოძეთ გაბრიელას შვილი როსტია და განონა მათითა სახლ-კარითა, ჭურ-მარნითა, მათითა სრულითა მამულითა.

ასრე გიბოძეთ, რომე, როგორთაც ნასისხლად გმართებს, გინდა გაჰყიდო, გინდა დასწინდო, გინდა ზითვად გაატანოთ, გინდა გასცე, თქვენი მოცილე მოსარჩლე არავინ იყოს, არცა ჩუენ და არცა გუარის და მამავალი ჩუენი, თუინიერ ერთისა ღმერთისა მეტი.

ესე ასრე გაგითავდეს და არა მოგეშალოს პირი არა დამცრობისათვის, არა ობლობისათვის, არა უფალთა გამოცვლილობისთვის. არაოდეს არ მოგეშალოს არა თქუენ და არა თქუენთა შვილთა და არა მამავალთა სახლისა თქუენისათა. რაცა სიგელი და ან ნიშანი ქონდეს, სიტყვითა და ბრძანებითა ამით გაგუიცუდებია. მტკიცე, საბოლოო ესე ოდენ არს, ნებითა ღმრთისათა.

დაიწერა ქორონიკონსა მაისსა შვიდსა, ხელითა კარის მდივანისა თუმანიშვილის მანუჩარისათა.

ბაგრატ გიორგი (ხელრთვა).

საბუთის დათარიღება და პერსონალია

[edit]
საბუთის თარიღია ქორონიკონი , მაისის 7, ანუ 1512 წელი. მეტად საინტერესოა, თუ ვინ არის გიორგი, რომელსაც მიუვიდნენ და ციხე გადასცეს ბეთიაშვილებმა. ჩვენი აზრით ეს ცალსახად კახეთის მეფე ავგიორგია, რომელიც ზუსტად ამ ხანებში ავიწროებს ქართლის სამეფოს.

საბუთის პუბლიკაციები

[edit]