Jump to content

1511 წ. - სააღაპე შეწირულების წიგნი დავით მეფისა გორის სიონის ღმრთისმშობლისადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


---დავითას და შვილთა შენთა ყოველთავე, მას ჟამსა, როდეს თქუენი მამული წყალმან წაიღო და სახლი ლაშქართა ამოგიწყუიდეს. ორნი ძმანი იყუვენით და მამულსა ვეღარა რჩებოდით. ჩუენ მოკითხული ვქენით და აქა, გორსა, სიონისა ღმრთისმშობლისა მამული იყო - წითელაშვილისა იარაზიზისაგან შეწირული, ვენახი და ორისა დღისა მიწა იყო - სააღაპედ გიბოძეთ. ასრე და ამა პირსა ზედა, რომე იმა ვენახის გამოსავალი ნახევარი უკლებად სიონისა ღმრთისმშობელისა წინაშე მიიღებდენ, და მიწისაგან ღალა მიხუდებოდეს.

შეგვიწირივხართ შენ დავითა და შენი შვილნი ასრე, რომე ამას გარეთ, ყოველთა წელიწადთა სიონს სამითა ხუცითა ჩუენისა სულისათვის აღაპსა გარდაიხდიდეთ. და ესე თქუენგან ჩუენ არა მოგუეშალოს არა ჟამთა გამოცვალებისათუის და ჩუენგან ესე ნიშანი გაგითავდეს.

და არა გეთხოებოდეს-რა არასთანა ფერი სათხოვარი და გამოსაღები: არა მალი, არა ულაყი, არ ტიკ-ტომარა არა სამუშაო, არცა საციხო და არცა საციხისთავო და არცა საქალაქო. ესე ჩუენგან ასრე გაგითავდეს ჩუენგან და შემდგომად ჩუენთა მომავალთა მეფეთა, დედოფალთაგან. და ვინცა ესე შეცვალოს და მოშალოს, შე-მცა-იცვალების სჯულისაგან ქრისტიანობისა, რისხავსმცა მამა, ძე და სული წმიდა და ესე სიონისა ღმრთისმშობელი.

დაიწერა წიგნი და სიგელი ესე ქორონიკონსა რჟთ, ხელითა გორისა დეკანოზისა მახარებლისათა.

საბუთის დათარიღება და პერსონალია

[edit]
საბუთს აქვს თარიღი ქორონიკონი რჟთ (199) ანუ 1511 წელი. როგორც ტექსტიდან ჩანს, საბუთის გამცემია ქართლის მეფე დავით X (1505-1525)

საბუთის პუბლიკაციები

[edit]