ჩვენ, იესიან-დავითიან-სოლომონიან ბაგრატონიანმან, საქართველოს მპყრობელმან მეფეთ-მეფემან დავით და პირმშომან ძემან ჩუენმან პატრონმან ლუარსაბ ვიგულვე , რათა მცირედითა რათამე ღირს ვიქმნეთ მსახურებად პატიოსნისა ტაძრისა თქუენისასა. აწ, ვიგულისმოდგინეთ და შემოგწირეთ ტფილის ქალაქს ტახტისა ჩუენისა დამამტკიცებელსა სიონთა ღმრთისმშობელსა, ჩუენი სახასო აბანო ციხეს გაღმა, ხევის პირს, მისის წყლითა და სამძღურითა.
შეიწირე შენ, წმიდაო და მარადის ქალწულო მარიამ, და ნაცვალ გვაგე მეოხება შენი დღესა მას განკითხვისასა. ხოლო მღდელთმთავარი თქუენი ტფილელ მთავარეფისკოპოსი და ყოველნი მისნი კრებულნი დღესასწაულსა მიცვალებისა ჩუენისასა ცოდვათა ჩუენთათვის წირვითა და ლოცვით და პანაშვიდითა აღაპს გარდაიხდიდენ აგვისტოს იე.
დაიწერა ხელითა კარისა ჩუენისა წინამძღურის ბასილისითა, მარტს ა, ქორონიკონს რმზ.
მეფე დავით (ხელრთვა).