Jump to content

1505-1540 წწ. - შეწირულების წიგნი ბაგრატ მუხრანბატონისა სვეტიცხოვლისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ზუარი ერთი ვაშაფერისძე მისითა ნასყიდითა, სახლ-კარითა, ვენახითა და რვის დღის სახნავითა; გიორგაშვილი მისითა ვენახითა, ბექაური მისითა ვენახითა, მამისასეული ვენახი ორი, გრძელას ვენახი ერთი, ბულიაშვილის ვენახი ერთი, ურიაყოფილის ვენახი ერთი, სახნავი დღე ათი, ლუკისშვილის ვენახი ერთი, ტარიელის ყმებისა და ვენახს გარეთ და მოძღურის ვენახს გარეთ, აღაიანთა გამოვდგომივართ.

კუნელაანთათ მოგუიხსენებია საინბეგაშვილის ვენახი ერთი, დავლათარაშვილის ვენახი ერთი, სარუაშვილის ვენახი ერთი, ფარილუსას ვენახი ერთი, ავაგაშვილის ორის ვენახის კულუხი, სარგისაშვილის ერთის ვენახის კულუხი, დვალიაურის ერთის ვენახის კულუხი, ბუკისძისეული ვენახი ერთი, ჩეკურასეული ვენახი ერთი, გოგიჩასეული ვენახი ერთი, ქადისგულის ერთის ვენახის კულუხი, ხოზლის ერთის ვენახის კულუხი, ექუსის ბუნდარულის ვენახის კულუხი.

ესე რაც მოგუინუსხავს ამით გამოვდგომივართ ჩუენის მკუდრის საცხოვნებლად და ცოცხალთ სადღეგრძელოდ და შესანდობლად.


დედანს ჰქონია ორი ხვეული ხელრთვა, რომელთა ფაქსიმილეები გადმოუღია ს. კაკაბაძეს: პრო? გრტ?

საბუთის დათარიღება და პერსონალია

[edit]

საბუთის გამცემი უცნობია, აგრამ ს. კაკაბაძის მიერ გადმოღებული ხელრთვის ნაწყვეტის მიხედვით კორპუსში საბუთის გამცემად მიჩნეულია ბაგრატ მუხრანბატონი და შესაბამისად საბუთი დათარიღებულია XVI ს. დასაწყისი - 1540 წლებით.

პუბლიკაცია

[edit]