1502 წ. - ნასყიდობის წიგნი მიცემული თევდორე თათარაშვილის მიერ პაატა მაღალაშვილისათვის

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ესე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი ნასყიდობის წიგნი მოგართვით ჩუენ, თათარაშვილმან გიორგიმ და თევდორემ, თქუენ, მაღალაშვილს[1] პაატას და დემეტრეს.

ასე რომე, ქედზედ რომ შტო გადმოგორდების ახალქალაქურს ქვემოთ, მიწობლიძის მიწის ბოლოს რომ ძელქვა დგას, იმის ქუემოთ, საბაჟოს წყარომდი, მოგადეთ. ავიღეთ ფასი სრული და უკლები, რითაც ჩუენი გული შეშჯერდებოდა.

გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ყოვლის კაცის უცილობლად საწყლისპიროთა, მიწითა და ყოვლის მისით ალაგით. არა ოდეს არ მოგეშალოს ჩუენგან და არა ადამის მონათესავეს კაცთაგან. ვინც მოგიშალოს, მასმცაი რისხავს ღმერთი და ყოველნი წმიდანი ღმრთისანი.

არიან ამის მოწმენი: ლაშხაური გიორგი, პატასშვილი იოანე, ქურციკაშვილი საბა.

მე, შემაზაშვილს დავითს დამიწერია და მოწამეცა ვარ. ქორონიკონს რპი[2].


შენიშვნები:

  1. "კორპუსში" გამოქვეყნებულ ტექსტშია მინაშვილს, მაგრამ სათაურში და "პირთა ლექსიკონში" საბუთის მიმღებები არიან მაღალაშვილები.
  2. "კორპუსში" გამოქვეყნებულ ტექსტშია რპდ.

საბუთის დათარიღება[edit]

ქორონიკონი რპი (190), ანუ 1502 წელი.
"კორპუსში" საბუთის თარიღია ქორონიკონი რპდ, ანუ 1496 წელი, მაგრამ "პირთა ლექსიკონში" საბუთი 1502 წლით თარიღდება და ფოტოპირზეც იკითხება ქკს რპი.

პუბლიკაცია[edit]