1510 წ. 03.12. - შეწირულების და სააღაპე სიგელი ალექსანდრე მეფისა გელათისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი: გელათის საბუთები - N 050 დაკარგულია

პირები:

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ალექსანდრე მეფემ ვკადრეთ და მოვახსენეთ ზეშთა აღმატებულთა... ტაძარსა გელათისასა და... ხახულისა და საკურთხევლისა ღვთისმშობელსა. თავად მოვჭედე ხატი წმიდისა ღთისმშობელისა და დავაბრძანეთ მონასტერსა გენათისასა.

ვინებეთ სოფლისა აღშენება, რომელ არს ბალახუანი და მოვიღეთ პური საბრძანებელისა ჩუენიდაღმა, კახეთით, სამცხით და ოდიშით და აღვაშენეთ დიდსა შიმშილობაშიგან, ამისთვის უწოდეთ ნების-სოფელი და შევსწირეთ მონასტერსა გენათისასა... და მივაბარეთ სასოსა ჩუენსა მოძღუართ-მოძღუარსა ილარიონს ჩუენისა სულისა სააღაპოდ. არის ბეგარი მათი გამოსაღები ორმოცი თეთრი. ამითი ტაძრად მიყუანებასა ჩუენისა სულისათვის აღაპსა გარდაიხდიდეს მოძღუართ-მოძღუარი. მიაბარებდნენ ოცსა კოკასა ღვინოსა, სამსა გუერდსა ღომსა, ასსა პურსა, ოცსა თეთრისა მოძღუართ-მოძღუარსა მიართმევდენ; ათსა თეთრსა ვინც მას გუედის ჟამსა წირევდეს, მათ მისცემდენ...

წყალ-წითელათა ავაშენეთ სოფელი, ვიყიდეთ ამავე გენათისა ყმისაგან ნიშნიანიძისაგან; ავაშენე და შევსწირეთ... დიდსა მონასტერსა გენათისასა... სადამდის წყალ-წითელათა სოფელი მოძალიანდებოდეს და გლეხნი დამაგრდებოდენ, ექუსსა ლიტრასა ცვილსა გულითა გამოიღებდენ. ხუთსა ლიტრასა ცვილსა ბურჭულაძე გამოიღებდეს... კელაპტრად შეიქმოდენ და ჩემსა მოჭედილსა ხატსა წინა ენთებოდეს: დიდსა ორშაბათსა დაანთონ და ნების კვირის დიდსა ორშაბათამდის ენთებოდე ყოველთა დღეთა...

კუალად... მოგახსენეთ... გენათსა... ჩუენად სააღაპოდ კულაშს მეზუთხენი კახაჯორაშვილი ოთხი ზუთხითა, ასრე რომე ამა ოთხი ზუთხისაგან თვითოსა ზუთხსა ჩუენისა სულისა აღაპშიგან მოიხმარებდეს... და პატრონისა დედოფლისა თამარ სულისათუის და სადღეგრძელოდ ძისა ჩუენისა ბაგრატ, ვახტანგ და გიორგისთვის...

კუალად... მოგახსენეთ... ჭალას ჭორტიკლისეული (მამული ოცი ლიტრა ცვილის ბეგარით)... მამისბედისშვილმა ათიანამ ჭორტიკელი მოკლა და მისითა ნებითა დასაურვებლად დამიდვა. ალექსანდრე მეფემ გენათს შესწირა საკელაპტრედ - ექვსი კომლი გლეხი, მამისბედიშვილი თავისი გლეხებით: ცხანკილაძით, ჯიქიძით, ტყამლაძით და ინაისშვილით.

ბერმან ასათიანმან ღუღუნასშვილმან ჩვენი სახასო ყმა სალდაყმაძე მოგუიკლა და მისად დასაურვებლად დამიდვა; ჩუენის სულისათუის გელათსა შევსწირეთ... მართებს ცვილი ლიტრა ოცი მისითა საგულითა...

კუალად... მოგახსენე ხიბლასა მეზუთხე ადუსაძე და ბიძასთვალაშვილი ნასყიდა... ნიჟარაძე დემეტრე უშვილოდ გარდახდა და ესე მეზუთხენი მისეული დაგურჩა და ჩუენ ჩუენისა სულისათვის გაენათს შევსწირეთ მათითა ბეგარითა...

ამის გარდა ალექსანდრე მეფემ გელათს შესწირა მესხეთს - გიორგი ბურჭულაძე შვილებითურთ (მას უნდა გამოეღო ხუთი ლიტრა ცვილი); ახალაძეები - შვიდი გლეხი, მამისბედაი, მამისიმედაი. გაბრიელიძე კეთილაი შვილებით, მამისთვალაი, როსტევანი შვილებით; ჭალელნი: დოყენაძე და არაბიძე, ჭყეპს - გოლოძე.

ასევე ალექსანდრე მეფემ გელათს დაუბრუნა კოსტანტინე მეფის მიერ გელათისაგან გამოწირული სოფელი უძულური, რომელიც მას ჭილაძისათვის მიუცია.

არა ეთხოებოდეს რა სამეფო სათხოვარი და ჯურუმი, არა ძროხა, არა საკლავი, არა ღომი და არა ღვინო, არა საციხისო... არა საჯინიბო და არა სახოსარლო, არა სამზარეულო და არა საყველიერო, არა კვერცხი და არა ყველი, არა გოჭი და არა ქათამი, არა საბაზიერო საჭმელი და არა საქორე ქათამი, არა ულაყი, არა ლაშქარის გამოწვევა, ასე შეუვალათ გვიაზადებია თვინიერ მოძღუართ-მოძღუარი მათ მათი საქონებელი ვითა ეპრიანებოდეს იმსახურონ.

საბუთის დათარიღება[edit]

პირთა ანოტირებულ ლექსიკონში სხვადასხვა საბუთადაა მიჩნეული თ. ჟორდანიას მიერ გამოქვეყნებული გელათის სიგელი N 50 და ს. კაკაბაძის მიერ გადაწერილი პირი 1449-1585. ამასთან ჟორდანიასეულ საბუთს თარიღად უდევს 1510 წ. III.12-IV.1, მიუხედავად იმისა, რომ გამოცემაში თ. ჟორდანია ამ საბუთს შეცდომით ბაგრატ III-ს მიაწერდა და 1519 წლით ათარიღებდა.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ორი სიგელი ერთი და იგივე საბუთს წარმოადგენენ და მას 1510 წლის მარტით ვათარიღებთ.

პუბლიკაცია[edit]