ქ. ზეგარდმო სიწმიდისა და ნელისაცხებელითა განბანილ-განმწმედილმა ღვთივ-გუირგუინოსანმა მეფეთა-მეფემან ბაგრატ ღვთისაგან დამყარებულმან და ღვთისაგან შეწყალებულმან იესიან-დავითიან-ბაგრატუნიანმან, ძემან გიორგისამან, ძლიერმან და უძლეველმან, აღმატებულმან-აღჭურვილმან, ამშვენებულისა სიწმინდისა მეფობისა მცველმან, ნებითა ღთისათა ჯიქთა, აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, შანშე, შარვანშე, ვიდრე აღმოსავლეთით დასავლეთამდის საქართველოსა, ჩრდილოეთისა ლიხთიმერისა ტახტისა ხელმწიფედ მპყრობელობითა მპყრობელმან.
მოვიდეს წინაშე ჩუენსა მცხეთის შვილნი, ჩუენი ერთგულათ ნამსახურნი, დაგვეაჯნეს და შეგიწყალეთ და გიბოძეთ ესე სასისხლო სიგელი თქუენ, ელიოზისძესა სეფიშვილსა მამისთვალსა და შენსა ძმასა სეფისა, ისრაელსა და თქუენთა შვილთა შამოელსა, ისხაკასა, მოშიასა, ყაზნიასა, მამიასა, იბრაიმსა, შალომასა, დავითს და მიხელასა, მომავალთა სახლისა თქუენისათა ყოველთავე, შეგიწყალეთ და გიბოძეთ სასისხლო სიგელი.
მოკითხული ვქენით ჩუენ მათისა საქმისა და გვარისა და პირველადცა შეწყალებულნი იყუნეს, ჩუენის წინაპართაგან მამათაგან შეწყალებისა ბოძებული მცხეთის შვილობისა სასისხლო სიგელი მოიხუნეს ძველი. ჩუენ კიდევე შევიწყალეთ და გაუახლეთ.
ამას იქითა თუ ოდესმცა კადრებულა უბრალოსა კაცისა კლვა, სისხლისა ღურა და თუ ვისმე სოფლისა სირეგუნითა და ეშმაკის მანქანებისაგან თქუენის გუარის კაცი შეაკუდეს, აზნაურსა და გინდა ვინმე თავადსა და ანუ გლეხსა და ანუ უზენაესსა და გინა უქვენაესსა, როგორც ძველადაც გქონდათ გაჩენილი სიგელი მცხეთისშვილობისა წესად, მამაპაპათა ჩუენგან იყო გაჩენილი და აწა ჩუენა გაგიჩინეთ ექუსასი ათასი კირმანეული თეთრი, ჩუენცა ახლათ გაგიახლეთ ამა რიგითა და დაგიმტკიცეთ ექუსასი ათასი თეთრი, როგორც ჩუენსა გაჩენილსა მართებს, ეგრე დაგეურვოს მცხეთისშვილობისა და მეფეთა საფლავისა წესითა სისხლი ექუსასი ათასი თეთრი სანახშიროს და საგერშოს გარეთ, თქუენ, თითინასძეთა მამისთვალსა, სეფისა, ისრაელსა და თქუენთა შვილთა შამოელსა, ისხაკასა და ყაზიაგსა, მოშიასა, მამიასა, იბრაიმსა, შალომასა, დავითსა, მიხელსა და თქუენთა მომავალთა ყოველთავე. გქონდეს ბრძანება და სიგელი ესე სასისხლო, როგორც ჩუენგან გაჩენილსა მართებს, ექუსასი ათასი თეთრი დაგეურვოს სანახშიროსა და საგერშოსა გარეთა.
და ვინცა ზედა მოგიხდეს, ნახევარი სისხლი დაგეურვოს; და ვინცა გაგაუპატიოს, მეექუსედი სისხლი დაგეუროს; და ვინცა მუქარა დაგიგდოს ოც და ათი ათასი თეთრი დაგეურვოს; ვინცა უბრალოთ დარბაზსა შეგასმინოს, ნახევარი სისხლი დაგეურვოს; და ვინცა ჯოგი გაგიტეხოს, მეშვიდედი სისხლი დაგეურვოს; და ვინცა ნახირი და ცხვარი გაგიტეხოს, ისევე დაგეურვოს; და ვინცა დაგკოდოს და საჩინოსა ალაგსა დაღი გაჩნდეს, მეშვიდედი სისხლი დაგიურვოს; და მარჯვენა ხელი მოგკვეთოს, სამი ჩარექი სისხლი დაგიურვოს; და ვინც მარცხენა ხელი მოგკვეთოს, ნახევარი სისხლი დაგიურვოს; და ვინცა კბილი ჩაგაგდებინოს, მეშვიდედი სისხლი დაგიურვოს; და ვინცა უომარი შვილი გიცეს, თორმეტი ათასი დაგიურვოს; და ვინცა სეფექალი მოგი..ნას, მეექუსედი სისხლი დაგიურვოს; და ვინც გიცეს, თორმეტი ათასი თეთრი დაგიურვოს; და ვინცა ეკლესია გაგიტეხოს, სრული სისხლი დაგიურვოს; და ანუ ეკლესიის გატეხა შემოედვას უბრალოსა, ნახევარი სისხლი დაგიურვოს; და ვინც ყური მოგკუეთოს, ოცი ათასი თეთრი დაგიურვოს; ვინც თვალი წამოგიგდოს, ნახევარი სისხლი დაგიურვოს; ვინც ცხვირი მოგკუეთოს, ისევე დაგიურვოს; და ვინც ცერი ანუ სალოკი მოგკუეთოს, იგივე ნახევარი სისხლი დაგიურვოს; და ვინც ცოლი მოგი..ნას და დააგდო, ნახევარი სისხლი დაგიურვოს და თუ არ დააგდო, მეოთხედი სისხლი დაგიურვოს.
ეს გაგიჩინეთ ჩუენს ერთგულათ სამსახურსა შიგან. აწე ვინცა ნახოთ ჩუენის მომავალთა მეფეთა და დედოფალთა, კარისა ჩუენისა ვეზირნო და მოურავნო და ერისთავთ ერისთავნო და ამირსპასალარო, დიდებულ აზნაურნო, მსახურნო, ქუეშეთა ხელისა მქონებელთა, კარითა ჩუენითა წარვლენილთა მოსამსახურეთა, მეტკბილე-მეკულუხეთა, პურისა და ხარჯისა მკრეფელთა, ძროხისა და საკლავისა მკრეფელთა და ლაშქრისა გამოწვევაზე მემაღლეთა და მერმე მეჯინიბეთა, ყოველთავე საქმის მომქმედთა, დიდთა და პატარებთა, უზედაესთა და უქვენაესთა და ბრძანებისა ჩუენისა მორჩილთა, დაუმტკიცეთ და ნუ ვინ უშლით და არცა ვინ გუიბრძანებია მშლელი და მაქცეველი ბრძანებისა ამის ჩუენისა, არცა მეუნებლიე მავნებელი და დამაკლებელი თუინიერ თანადგომისა კიდე.
და თქუენ წმიდანო რჯულისა მადიდებელნო, აფხაზეთისა და ქართლისა კათალიკოზნო, ყოველთავე მღუდელთმოძღუარნო, ვინც თქუენი საქმე მცხეთის წესითა არ დაგიურვოს, ამა წიგნით და გაჩენილით დაგიურვონ მცხეთის შვილობის წესითა, თქუენი საქმე და დასაურვებელი ესე მტკიცე გაჩენილი გაგითავდეს. ბრძანება და წიგნი გუიბრძანებია და გიბედნიეროს ღმერთმან.
დაიწერა სიგელი ესე ინდიკტტიონსა მეფობისა ჩუენისასა ქორონიკონსა რმე, აპრილის პირველსა, კარისა ჩუენისა მწიგნობარისა ჭაჭაშვილის მერედლის ხელითა
- ბაგრატ ვამტკიცებ