1448-05009
Appearance
დ ე დ ა ნ ი : სეა 1448-5009; ეტრატის გრაგნილი, ზომა: 141,1 x 23,5 სმ. სამი, ერთმანეთზე თეთრი აბრეშუმის ძაფით გადაკერებული კეფი I - 51,7 x 23,4; II - 50,4 x 23,6; III - 44 x 22,5. პირველი კეფი შემკულია მინიატურული მხატვრობით: ტახტზე მჯდომი ქრისტე, გვერდით ანგელოზები, ქვემოთ - ქალი და მამაკაცი მავედრებელ პოზებში. მამაკაცის გასწვრივ მოთავლებულია განმარტებითი წარწერა: "ერისთავი ვამიყ", ქალის გამოსახულებასთან - "პატრონი დულარდუხტ". მელანი ყავისფერი; ხელი კალიგრაფიული ნუსხური, სტრიქონები ჩასმულია მწყობრად დაკანონებულ ეტრატზე. ტექსტი დაყოფილია მუხლებად. ყოველი მუხლი იწყება წითელი მელნით გამოყვანილი საზედაო ასოთი.