1448-02328

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

დედანი საბუთისა 1580 წ. 07.14. - შეწირულების წიგნი სვიმონ მეფისა სვეტიცხოვლისადმი

საბუთის აღწერილობა[edit]

  • დედანი: სეა, 1448-2328, სიძველისაგან გაყავისფერებული სქელი მკვრივი ქაღალდი, ზომა: 29,7 x 13,5. დაზიანებული კიდეები და თავი გამაგრებულია სარესტავრაციო ქაღალდით. განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. შავი, ოდნავ გადასული მელანი; ხელი - მწიგნობრული მხედრული. საბუთის დასაწყისი ფორმულა მთლიანად გადაშლილია, გარდა მქრქალად შერჩენილი მარჯვენა კიდური სიტყვებისა, "მეფეთ მეფე". ეს ფორმულა, როგორც ამას სვიმონ მეფის სხვა საბუთები უჩვენებენ, დაწერილი იქნებოდა წითელი მელნით, რომელიც შავზე უფრო ადვილად ხუნდებოდა. როგორც ჩანს, მწიგნობარმა მეორე სტრიქონის თავში საგანგებოდ დატოვა ადგილი სვიმონ მეფის სახელის ჩასასმელად, მაგრამ იგი, რაღაც გარემოებათა წყალობით, შეუვსებელი დარჩა. სამაგიეროდ, ბოლოში საბუთს დანამდვილებით უზის სვიმონის ხელრთვა. თავში, თავისუფალ არეზე, მქრქალად ჩანს წითელი მელნით ნუსხურად დაწერილი "დაიწერა" და, იქვე ასომთავრულად შესრულებული სააღრიცხვო ნომერი: კდ (24). საბუთი ორენოვანია. verso-ზე მოთავსებულია სპარსული ტექსტი, შესრულებული მკაფიო შიქასთენარევი ნასთალიკით. - კორპუსი - ტ.IV - გვ.310.