1448-00598
საბუთის აღწერილობა
[edit]დედანი საბუთისა 1630 წ. I.27. - წყალობის წიგნი სვიმონ მეფისა ქაიხოსრო ბარათაშვილისადმი
დ ე დ ა ნ ი: საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 1448-598, ნაცრისფერი ფერის ლაქებიანი ქაღალდი, ეტყობა თავდაპირველი გადანაკეცები; 1 ფურცელი; ზომა: 24,4×21,5; შავი ფერის მელანი; მხედრული; განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ; საბუთი თავნაკლულია, აკლია დასაწყისი ნაწილის რამოდენიმე სტრიქონი; გადარჩენილი ტექსტის პირველი სტრიქონი დასაწყისი ოდნავ გადახეულია, სიგელს მარჯვენა კიდე ძლიერ დაზიანებული აქვს, აკლია სიტყვები ან ასოები; წყალობის სიგელი ორენოვან საბუთთა რიგს მიეკუთვნება და გააჩნია როგორც ქართული, ასევე სპარსული ვერსია.
შ ე ნ ი შ ვ ნ ა: საბუთს ბოლოში უზის მეფე სვიმონის ხელრთვა, რომლის დიდი ნაწილი სამწუხაროდ გადაშლილია. საბუთის ვერსოზე მოთავსებული აღნიშნული დოკუმენტის სპარსული ვარიანტი.