ქ. ჩუენ, მეფეთ მეფემ დიმიტრიმ, ესე ნასყიდობის წიგნი და ნიშანი გიბოძეთ თქვენ, თბილიზის სიონში მყოფს ბერძენს მიტრაპოლიტს ხრისთანეს. ასე, რომ, თქვენ საბერძნეთიდამ ჩვენს ქვეყანაში საღუაწლათ მოსულიყავით. მას ჟამსა კურთხეული მამა ჩვენი მეფეთ მეფე ალექსანდრე მეფობდა. თქვენ გაგწყრობოდათ, საბერძნეთს აღარ გაეშვით, თქვენის პატრიარქის შენდობის წიგნიც თქვენთვის მოეტნინებინა, რომ ამ ქვეყანის მეფეებს ხლებოდით. და კურთხეულს მამაჩვენს სიონი და მისი მამული თქვენთვის ებოძებინა. ჩვენი მლოცველნი სიონში მეფის სულის მომხსენებელი იყოფებოდი.
მას ჟამად ჩვენი ყმა დარიგებაშვილი ზაქარია და მისი შვილი დავით და ბარალა დიდის სატკივრისაგან უძეონი ამოსწყდენ. იმათ ჩემგან მეფეების ზვრის თავს, მაღალს კლდეებს ქვეით, ხევს გაღმა და გამოღმა, რაც რომ მიწა ან წყაროები არის, სახმარი თუ უხმარი, ქვემო სრისვემის წყალი რომ ჩამოივლის, იქამდინ, გაღმა ჩვენი ზვრის თავამდინ, გაღმა და გამოღმა, მაღლა, წვერობამდინ - ჩვენგან მისყიდული ქონდა. ის რომ ამოვარდა, ჩვენი ნაბოძები წიგნი ჩვენვე მოგვართვა.
თქვენ, სიონთა მყოფი მობძანდი და დიდად გაისარჯეთ და ჩვენი გული შეიჯერეთ. და თქვენს სიონთა და თქვენ, ხრისანთეს, გიბოძეთ, როგორც ძველს სიგელში და ამ წიგნში წერია...
მინაწერი:
გარეთუბნის ბაღის გუჯარი.