1429 წ. - სიგელი ალექსანდრე მეფისა თბილისის მეტეხთა ღმრთისმშობლისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
1799. ირაკლი II-ის სითარხნის წიგნი ტფილისის წმ. ევსტატის ყმებისადმი.jpg
1730. თელეთელ გიორგი არუთინაშვილის ვენახის ნასყიდობის წიგნი.jpg




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

დედანი: 1448-10631, სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № 585.

პირები:

  1. 1449-557 - პირი გადაწერილია XIX საუკუნეში.

შინაარსი:

  1. 1451-02-მცხეთის № 585

საბუთის შინაარსი[edit]

მე, მინდობილმან ცვა-საფარველთა თქუნთამან..., ჩუენ, იესიან-დავითიან-სილომონიან-ბაგრატონიანმან, ნებითა ღმრთისათა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა და ყოვლისა აღმოსავლეთისა, თქვენი ძალითა მპყრობელმან მეფობისა და შარავანდედობისამან მეფეთა მეფემან პატრონმა ალექსანდრე, და თანამეცხედრემან ჩვენმან დედოფალთა დედოფალმან თამარ, ძეთა ჩვენთა ვახტანგ, დიმიტრი, გიორგი და ზაალ, გაკადრეთ და მოგახსენეთ მცირე ესე შემოსაწირავი შენ, საშინელსა ცათა მობაძავსა და დედასა ნათლისასა, ტფილისისა მეტეხთა ღთისამშობელსა: ქალაქისა პირსა სოფელი კრწანისი, და ასე რომელ, პირველთა ჩვენთა ჩამამავალთა ხელმწიფეთაგან მეტეხისა ღმრთისმშობელი და მისდა შეწირული სოფელი კრწანისი სვეტსა ცხოველსა შესწიროდა, და ცოტასა ხანსა ჟამთა ვითარებისაგან მოშლოდა. ახლა მოგვიდეგით კარსა თქვენ, საქართველოს პატრიარქი პატრონი თეოდორე და გვეაჯენით.

ჩვენც ხელახლად ჩვენად სადღეგრძელოდ გკადრეთ და შემოვსწირეთ მეტეხთა ღთისმშობლისა საყდარი და მისი შეწირული სოფელი კრწანისი მისისა სამართლიანისა სამძღვრებითა, მთითა, ბარითა, წყლითა, წისქუილითა და მისისა სამართლიანისა სამძღვრითა, კონითა და საწყლისპიროთი, თავისი სამძღვრით თაბორისა ეკლესიამდინ; მისა ჩამოსწურივ ლეღვისა ხევი მტკურისა პირამდინ; და მის წავლით შინდისი ბოლომდინ შარამდისინ და შარისა წავლითა თელეთურისა სამძღვრამდისინ. რაცა ოდენ მას წვერზედან წყალი გარდმოვა, წვერს აქათ კრწანელებსა დარჩესა, და წვერსა იქით - ხატისათელეთელთა, პიტნისა ხეოამდისინ, და მის ჩამოსწურივ შარამდისინ გზა-წავლით ვიწრო შავ თუთას, და მის სამართლიანითა მზღურითა უნაკლულოდ მოგვირთმევია.

დაიწერა წიგნი და სიგელი ესე ჩუენი ქორონიკონსა რიზ, ინდიკტიონსა მეფობისა ჩვენისასა ათექვსმეტსა, ხელითა ფრიად ცოდვილისა და ყოვლად უნარჩევესისა, კარის მწიგნობრისა კლიმი კაკლაჩასძისათა

საბუთის პუბლიკაციები[edit]

2013 - ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი II - N 54[edit]