Jump to content

1407-1412 წწ. - სიგელი კონსტანტინე მეფისა მორჩილისძეებისადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

[edit]

დედანი: დაკარგულია.

1897 წ. თ. ჟორდანიამ გამოსცა საბუთი შემდეგი განმარტებით:

1407-1412. ამ წლებში უნდა იყოს დაწერილი მეტად დაზიანებული ნაგლეჯი ძველი ტყავის გუჯრისა, რომელიც ჩვენ ვიპოვეთ თ. ი. ციციშვილის ქაღალდებში. გუჯარი მხედრულად არის მდარე ხელით დაწერილი, დამპალა, გვერდები და თავ-ბოლო მოგლეჯილი, შუაგულიც აქა-იქ სიდამპლით ამოჭმულია.

საბუთის შინაარსი

[edit]

ძლიერმან და უძლეველმან სოლომონიან დავითიანმან ბაგრატუნიანმან, აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა, შანშე და შარვანშე და ყოვლისა აღმოსავალისა და დასავალისა მტკიცედ ფლობითა მპყრობელმან მეფეთა-მეფემან პატრონმან კოსტანტინე... გიწყალობე შენ, ჩუენს ერთგულსა და თავდადებით ნამსახურსა მორჩილისძეს დავითს შვილთა და მომავალთა შენთა ყოველთავე.

მას ჟამსა, ოდეს მეფემან გიორგი მამულისაგან განგაყენა და ს ა მ ც ხ ე ს წავე და თქუენთანა... მრავალნი სამსახურნი შინანი და გარენი და... ჩუენზედა ხმელზედაცა და ზღუაშიგანცა.

რა... ინება ღმერთმან და მეფემან ჩუენი მამული კუალად ჩუენვე გუიბოძა და აქვე მოვედით, რადგან მრავალფერად ნამსახური იყავი და ჩუენცა აგრე გუინდოდა, რომე კარგთა მამულთა...

საბუთის პუბლიკაციები

[edit]

ლიტერატურა

[edit]

"გუჯრიდამ სჩანს, რომ ის მიუცია მეფე კოსტანტინეს (რომელიც ქ. ცხოვრებაში სრულიად არ არის მოხსენიებული მეფედ) დავით მორჩილაძისთვის, რომელსაც დიდი სამსახური გაუწევია მაშინ, როდესაც კოსტანტინეს უსიამოვნება მოსვლია მეფე გიორგი VII-ესთან და უკანასკნელი ერთად, თავის ერთგულ ყმებითურთ, მამულისაგან განდევნილნი, სამცხეში გაქცეულან. ამ დროს მორჩილაძეს დიდი სამსახური გაუქევია კოსტანტინე-მეფისათვის "ხმელზედა და ზღუაშიგანცა": ალბათ ელჩად უგზავნიათ თათრებთან შემწეობისათვის გიორგი-მეფის საწინააღმდეგოდ (უნდა ვიფიქროთ, რომ ამათ გამოიყვანეს ის თათრები, რომელთან ომი მოხდა 1407 წ.). მაგრამ გიორგი-მეფეს ისევ შეურიგებია თავისი ძმა კოსტანტინე, მამულები დაუბრუნებია და კოსტანტინე სამცხიდამ ისევ ქართლში მოსულა და მორჩილაძისთვის სამსახურისათვის რაღაც მამულები უჩუქებია. ეს ამბები ცალის სიტყვითაც კი არ არის მოხსენებული ქ-ცხობაში, რაიცა ახალს საბუთს გვაძლევს, რომ ამ დროის დიდ-დიდი ამბები ჩვენს მატიანეში აღნუსხული არ არის".