1259-1293 წწ. - დაწერილი იაკობ დეკანოზისა ხახულის ღმრთისმშობლისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი დაკარგულია.

დაკარგული დედანი ყოფილა ეტრატი ზომით 78 1/2 x 27 1/2 სმ; განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი. გელათის საბუთების ძველი სააღრიცხვო N 49 და N 8978; თავი და ბოლო დაზიანებული. 

გვაქვს:

  • პირი: 1449-1586 - გადაწერილი ს. კაკაბაძის მიერ;
  • დედანზე დამყარებული გამოცემა.

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: 1970 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი III - N 21


ქ. სახელითა ღმრთისათა და ნებითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისათა, ძლიერებითა და შეწევნითა ცხოველისმყოფელისა და პატიოსნისა ჯუარისაითა, წმიდათა ზეცისა ძალთა და ყოველთა წმიდათა ღმრთისათაითა, ღმრთისა სწორთა პატრონთა რუსუდანის ძისა, დავით მეფეთ-მეფისა წყალობითა, მათად სადიდებლად და სულისა ჩემისა სალოცველად მე, დიდის მონასტრისა დეკანოზმან იაკობ გავაჩინე ესე:

პირველად ხატი მაცხოვრისა მოჭედილი ბერძული, კარედი ხატი ხახულისა ღმრთისმშობელისაი, თულიან-მარგალიტებიან-მინითა, მისითა კუბოითა, ესე თვით ხახულისა ღმრთისმშობელსა წინაშე სასუენებელად მომიხსენებიან.

მამული ჩემი მკუიდრი, პატრონთაგან ბოძებული: მაღლაკს აბანოისა სახლი, პირველცა სადეკანოზოდ შემექნა, თხუთმეტითა ლიტრითა ზეთითა, ხახულისა ღმრთისმშობლისათუის შემეწირა და აწცა, ვითა მომიხსენებია, განაღმც ჰაგრევე მას ჰმსახურებდეს. მისსა სახლსა აქაით: ქიჯგუსძე , ვაშიბერასძე .

ფარსმანაყანევს - ხაკოსძე , მათითა მიწა-წყლითა, ტყითა, ველითა, სანადიროითა, სახმრითა და უხმრითა ყუელაითა; სამნი პარტახტნი, რომელთაგან გამოსავალიაგუაჯაბაური, დერუცული, ქორაული, ჯისალიური.

ზარათს - ღმრთისა სწორთაგან ჩაქითა ბოძებული, ნასყიდი ხელისძისეული მამული, სასახლე, ზედა ჩემი გაზრდილი დავასახლე და მითურთ; გლეხნი კუამლად შუიდნი: არსენისძისა სახლი , გოგლისძისა . ტირღილუსძისა' , ღილუსძისა , ჯუარაისა , ჯაღალუსძისა , ეკლესიითა, ტყითა, ველითა, წისქუილითა, სანადიროითა, სახმრითა და უხმრითა ყუელაითა.

საბუთის დათარიღება[edit]

საბუთის შინაარსი და პერსონალია[edit]

საბუთის რაობა:

პუბლიკაცია[edit]