1200 წ. ახლო - დაწერილი მღვიმის კრებულისა ზოსიმესადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

პირი: Ad-4

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: 1970 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი III - N 16


ქ. სახელითა ღმრთისაითა, მამისა, ძისა და სულისა წმიდისაითა, მეოხებითა და შეწევნითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, ...[15]... ვედრებითა და შეწევნითა პატიოსნისა ჯუარისა, ძელისა ცხორებისაითა, რომელსა ზედა განიპყრნა უხრწნელნი ხელნი თვისნი ქრისტემან ღმერთმან ჩუენმან, ხსნისათვის ჩუენისა თავსმდებობითა, შეწევნითა და შუამდგომელობითა წმიდათა ზეცისა ძალთა ანგელოზთა და მთავარანგელოზთა, და შეწევნითა და შუამდგომელობითა წმიდისა ...[19]... და ნათლისმცემლისა იოვანესითა, მეოხებითა და შეწევნითა წმიდათა თავთა მოციქულთა პეტრესითა და პავლესითა, შეწევნითა და შუამდგომლობითა წმიდათა და ღმერთშემოსილთა და სანატრელთა მამათა ჩუენთა იოვანე, შიო და ევაგრესითა, მეოხებითა და შეწევნითა წმიდათა წინაისწარმრტყუელთა, მეოხებითა და შეწევნითა წმიდათა წინასწარმეტყუელთა, მოძღუართ-მოძღუართა მამათა, ქალწულთა და ყოველთა წმიდათაითა, რომელნი სათნო ეყვნეს ღმერთსა ჩუენსა იესუ ქრისტესა.

ამათ ყოველთა წმიდათა შეწევნითა და თანადგომითა ესე დაწერილი დაგიწერეთ ჩუენ, მღუიმელთა ერთობით სრულად კრებულთა, წმიდისა მამისა შიოის შვილთა და მოწაფეთა, შენ, ზოსიმეს: კუირიკე კახთა მეფისა სამწირველოი გქონდათ. ამას საკურთხეველსა მათსა ზედა შენ, ზოსიმეს და შენსა გამზრდელსა იოვანეს დიდნი ჭირნი გენახნეს. საკურთხევლისა სახლი დაშლილ იყო, აღარ იყო, და შენ, ზოსიმეს გამზრდელსა იოვანეს ერთნი ნაშვილებნი სახლნი და ერთნი მამულნი ეკლესიასა ქუე დაუსხენით. და მისად სანაცვლოდ თომაურნი სახლნი მოგცენით და სასაკუმევლოიცა ავიღეთ თქუენგან.

და თქუენ დიდი ჭირი ჰნახეთ, და სახლი მოაშენეთ, უხმარი სახმრად შეჰქმენით და ესე საკურთხეველსა აქა შესძინეთ. და კულა საკურთხეველისა ვენახსა ზედა აგარას თორმეტისა დრაჰკანის ვენახი იყიდეთ კუირიკაისძისაგან, და იგიცა ზედა მოჰკიდეთ. რუეთს საკურთხევლისა საგლეხოსა ვენახსა ზედა კაცნი ვინმე სხდომილ იყვნეს არ მემამულენი, მიწაი ვენახად აეშენა და იგინი კაცნი კიდე წავიდეს. ნაშენებისა მათისა ნაცვლად, იოვანეს გამზრდელსა გარისელაისძესა თექუსმეტი დრაჰკანი მიეცა მათ კაცთათუის, და მის გარისელაისძისა სულისა სალოცავად თორმეტი კოკაი გაუყოფლისა ტკბილისაგან აიღების მისად სალოცავად ყოველთა წელიწადთა. და ამისად სანაცლოდ შენ, ზოსიმეს გამზრდელმან იოვანე გარისელაისძისა სულისა სალოცავად თევდორობისა პარასკევსა თესლი და კუანჩხითა ღვინოი ამას ძმათა გაუყოფდა ეკლესიას. და კულა მასვე ვენახსა საგლეხოსა ზედა იოვანეს - შენსა გამზრდელსა, ნაკალოები მჭედლური ეყიდა და ზედავე მოეკიდა. და კულა იოვანეს მთხრობელი აუდგა - ივანბერი წუერგრძელისძე და მიწაი დაკარგული უთხრა. და მან მისითა მოჭირვებითა და საურავითა ზედავე შესძინა: თუით ამისი დაწერილი ძეს. ესე საკურთხევლისადა აქა შეუძენია. და კულა საკურთხევლისა მიწაი შალტამი, კოდათა გაუტეხელი, უხმარი სახმრად შეჰქმენით. დიდნი ჭირნი ჰნახენით შენ და შენმან გამზრდელმან იოვანე. ესე ყოველი საკურთხევლისადა შეგიძენია შენ და შენსა გამზრდელსა იოვანეს.

და ვინაითგან ესე ყოველი შენ და შენსა გამზრდელსა იოვანეს მოგეჭირვა. შენ, ზოსიმეს, დედულსა ზითვად მოცემულსა ზედა სტეფანეთ მამულისაგან, რომელ სამსახური არაი ზედა-აც, მისსა ნაცვალსა სტეფანესძე გარდაიხდის საეკლესიოსა და სამეფოსა სამსახურსა: კულუხსა, ღალასა და ყოველსავე გამოსაღებელსა. ჰაგრე მოცემული არს ესე მიწაი ზითვად. ამას მიწასა დედისა შენისა ზითევსა ზედა შენ, ზოსიმე და შენმან გამზრდელმან სახლკარი ააშენეთ და მოკიდებით ვენახი კარგი. დიდნი ჭირნი ჰნახენით და მეტისმეტად შენ, ზოსიმე.

და კულა შენისა გამზრდელისა იოვანეს მამასა - მუშერს კუირიკაული მიწაი აეღო საშენებლად ხელ-გიორგის ძისა ვენახსა გუერდით, დღისა ერთისაი. და რა აეშენა, ორად გაეყო: ნახევარი იოვანეს მამასა დაეჭირა - მუშერს, ნახევარი - მიწის პატრონსა. მერმე იგი მათი კერძი აოხრდა და თქუენ მისვე მამულისაგან იცვალეთ მიწითა: ოთხი ზომა წყალ-მყინვართა ზედა მიეცით.

როსტომაისძისაგან ეყიდა დღისა და ნახევრისაი მიწაი შენსა გამზრდელსა იოვანეს; და კულა მასვე ზედა მოკიდებით - მატლაბნისძისაგან დღისა ერთისაი; და მასვე ზედა მოკიდებით - ზვიადისძისაგან დღისა ერთისაი; და ზედავე მოკიდებით - დღისა ერთისა სტეფანესძისაგან; ესე სამისა დღისაი შენ ზოსიმეს, გეყიდა წყაროთა ზედა ამასვე გუერდით, ზედავე მოკიდებით, სამისა დღისა მიწაი იყო ეკლესიისაი და მისითა სამართლითა სასაკუმევლოითა თქუენვე მოგეცით; და კულა ეკლესიათა გუერდით, ორისა დღისა მიწაი შენ, ზოსიმეს გეყიდა სტეფანესძეთაგანვე; და კულა შენ, ზოსიმეს, რუეთელისა მჭედლისძისაგან გეყიდა ორისა დღისა მიწაი, ქანდაურსა ქუეშეთ რუსა.

ესე შენ, ზოსიმეს, და შენისა გამზრდელისა ნასყიდი და ნაჭირვები და დედული, ზითვად მოცემული, ყოველივე ესე თქუენი, ამის კუირიკე კახთა მეფისა სამწირველოსა ზედა მოჰკიდეთ, თქუენისა სულისა და მშობელთა და გამზრდელთა სულისა სალოცავად.

არაი-ვის საქმე-უც ამას ადგილსა ზედა: არცა სამეფოი სამსახური ზედა-აც, არცა მდგური, არცა გამოსაღებელი, თუინიერ ეკლესიისა მამითნადი, ყოვლითურთ უბეგროი არს, მით, რომელ ნასყიდი არს.

ესე შენ, ზოსიმეს, შენთვის და შენთა მშობელთა და გამზრდელთათუის სალოცავად, სახლ-კარითა, ვენახითა, წისქუილითა, სახმრითა და უხმრითა, შემოგიწირავს ეკლესიისადა სააღაპედ.

აწ, ამას დაწერილსა ჩუენსა მოწამენი ვართ ამის უდაბნოსა შინა მყოფნი ძმამი და მოწაფენი და შვილნი წმიდისა მამისა შიოისნი: პირველად წმიდაი მამაი მემღუიმე თევდორე და მოძღუარი იოვანე, ბასილი მნათე, ბასილი თავაური, ბასილი ტიმოთეს ძმაი, მიქაელ ისაკის მწირველი, ზაქარია, ბრუკალი ნიკოლაოზ, არსენი, და არსენი, თევდორე და ნიკოლაოზ, და ლუკა, გიორგი, მისი შვილი მანგლელი, დანიელ და ავიმონ, ნიკოლაოზ საგდუხტისი, იშტიმასი გიორგი, ბერი გან და ბერი მიქაელ აფხაზი, ბერი თევდორე, ბერი კვირიკაისძე, ყოველნივე ერთობით მღდელნი და მამანი - მკუიდრნი ამის უდაბნოისანი.

და აწ, ვინცა-ვინ ესე დაწერილი და გაგებული ჩუენი შეცვალოს ...(წყევლა).


მინაწერი I კეფის verso-ზე XVIII საუკუნის ხელით მხედრულად:

ქ. მღვიმეს რომ კრებულნი ბერები რომ წასულან და ბჭიტებს საყდარი აუშენებიათ, ის კრებულნი ამაშიგან სწერიან. იქ რომ სახელები სწერია საყდარზედა - ისინი არიან ეს კრებულნი.

საბუთის დათარიღება[edit]

საბუთის შინაარსი და პერსონალია[edit]

საბუთის რაობა:

პუბლიკაცია[edit]