... შეწევნითა წმიდისა მამისა ...[19]... ნათლისმცემლისაითა ...[17]... წინასწარმეტყუელთა მღდელთმოძღუართა და [3]... აღმსარებელთასა და ყოველთა ღმრთისათვის მოღუაწე-ჩენილთაითა, რომელნი საუკუნითგან სათნო-ეყვნეს ღმერთსა და უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა. და ამათ ყოველთა-თანა წმიდათა მინდობითა და თანაშეწევნითა, შემწეთა და მეოხთა ჩუენთა, წმიდათა მამათა იოვანე, შიო და ევაგრესითა, რომელთა მადლითა ესე ყოველი იქმნების, ესე დაწერილი და სიმტკიცე დაგიწერეთ და მოგახსენეთ ჩუენ, მღვიმისა ლავრისა ყოველმან კრებულმან ძლიერმან და უძლურმან: მემღვიმე ბასილი ...[8]... მნათემან ნიკოლაოზ და ყოველმან კრებულმან მღუიმისამან ...[15]... ერთსულებითმან, თქუენ, ტოხაისძეთა: იოვანეს, ნიკოლაოზს, ნიანიას და ყოველთა მომავალთა სახლისა თქუენისათა და ნათესავთა მიუკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.
სამწირველოი გბოძებოდა სიგლითა მკუიდრად კუირიკე კახთა მეფისაგან და ჩუენცა მოგეცით და მოგახსენეთ სამამულოდ და მკუიდრად, ამად, რომე თქუენისა გუარისა მოძღუარი ყოფილიყო კუირიკე კახთა მეფისაი, ბასილი ტოხაისძე და მას მისითა მოძღურობითა შემოეწირვინა წმიდისა შიოსათუის, რჩევით, მთათა შინა დაოთი და ბართა შინა რუეთი.
და გაეჩინა მისისა სულისა სამლოცავადერთი ფუძე გლეხი დაოთს - ვახშამაისძე და რუეთს - უშიშარაისძე ...[13]... ებოძა სამამულოდ მიწა ...[14]... შემდგომთა ჰმართებს და ჩუენ ...[13]... სამწირველოი, მით ორითა ფუძითა ...[7]...
და გქონდეს ჩუენგანცა შეუვალად, ვითარცა გინდეს, ეგრეცა იმსახურებდით.
და ედვას ღალაი ნაოთხალი თქუენთუის მოსახუედრებლად და, რაიზომიცა მსახური გინდეს, მუნით იმსახურებდით.
და არა-ოდეს რაი საქმე გუედვას, არცა ჩუენ და არცა ჩუენთა შემდგომთა, თუინიერ ამისგან კიდე, რომე ოდესცა მივიდოდეთ, ძღუენი მოგუერთმოდეს. სხუად გიბედნიეროს ღმერთმან თქუენ, ტოხაისძეთა, და თქუენთა მომავალთა კუირიკე კახთა მეფისა სამწირველოი, მისითა მიმდგომითა შინაითა და გარითა.
უკეთუ ხუცესი არა იყოს, ტრაპეზი გარდაიხდებოდეს კუირიკე კახთა მეფისათუის.
აწ გიბედნიეროს ღმერთმან თქუენ ტოხაისძეთა: იოვანეს, ნიკოლაოზს, ნიანიას და ყოველთა ძმათა, შვილთა და მომავალთა მისთა და უკუნითი-უკუნისამდე, ერთგულობასა შინა წმიდისა ამის უდაბნოისსა. და აწ სრული არს დაწერილი ესე ჩუენგან და შემდგომთა ჩუენთაგან.
მოწამენი და და დამამტკიცებელნი ვართ ამას დაწერილსა ზედა: ბასილი, მემღუიმე ლუკა, წილკნელი ნიკოლაოზ, მნათე და ერთობით ყოველი კრებული.
და აწ ვინცა ესე ჩუენი დაწერილი შეგიცვალოს ... (გრძელი წყევლა).
დაიწერა ხელითა კუირიკესითა.
[დამტკიცებები]:
- 1. ქ. ესე დაწერილი ჩუენ, ქრისტეს მიერ ქართლისა კათალიკოზსა თევდორეს, ხელითა ჩუენითა დაგუიმტკიცებია. შემცვალებელნი ამისნი, ეაისაც მიზეზისა მოღებითა, იყუნენ კრულ, წყეულ და შეჩუენებული ღმრთისა და ყოველთა წმიდათაგან აქა და საუკუნოსა! დამამტკიცებელი აკურთხენ ღმერთმან და წმიდამან დედაქალაქმან!
- 2. ქ. ესე დაწერილი ჩუენ, ქრისტეს მიერ ქართლისა მთავარეპისკოპოსსა გიორგის ჩუენითა ხელითა დაგუიმტკიცებია და, ვინცა ხელ-ყოს შლად და ქცევად, და-მცა-იქცევის დათანეთ-თანა, ყოვლითურთ ტომით მისითურთ და კრულია ღმრთისა პირითა, აქა ამა საუკუნესა, ცათა შინა და ქუეყანასა ზედა; და ნუ გახსნას ღმერთმან ნუცა მაშინ, ოდეს ყოველნი ქუედადრეკით წარმოდგენ. და დამამტკიცებელნი ღმერთმან აკურთხნეს!
- 3. ქ. ესე, ვითა ზემოით მამათა წმიდათა დაუწერია, თქუენ ტოხუასძეთადა, და კუირიკე მეფისა სამწირველოი და სახლი მოუცემია, ამას მეცა, ნიკოლოზ წილკნელი, მოწამე და დამამტკიცებელი ვარ. ვინ ხელ-ყოს ამისად შლად და ქცევად, რასაცა მიზეზისა შემოღებისათუინ, იყოს კაცი იგი კრულ ღმრთისა პირითა და ყოველთა წმიდათა მეოხებითა და მადლითა, ამენ! და ვინ დაამტკიცოს, ღმერთმან აკურთხოს!
- 4. ქ. ესე ვითა წმიდათა მამათა მღუიმელთა იოვანე ტოხაისძისათუის დაუწერია და უბოძებია კუირიკე კახთა მეფისა სამწირველოი მამულობით, მე, ლუკა მემღუიმე მოწმე და დამამტკიცებელი ვარ!
- 5. ქ. ესე, ვითა წმიდათა და ღმერთშემოსილთა მამათა და ძმათა ამის უდაბნოისათა იოვანე ტოხაისძისადა და ყოველთა მომავალთა მათდა კუირიკე კახთა მეფისა სამწირველოი მკუიდრად და მამულობით უბოძებია, მეცა, უნდოი ელია მემღუიმე, მოწამე ვარ. ვინ შლიდეს, კრულმცა არს, და ვინ დაამტკიცოს, ღმერთმან აკურთხოს!
- 6. ქ. ესე, ვითა წმიდათა და ღმერთშემოსილთა მამათა და ძმათა მღუიმისა უდაბნოისათა იოვანე ტოხუაისძისადა და ყოველთა მომავალთა მათდა და კუირიკე კახთა მეფისა სამწირველოი მკუიდრად და მამულობით უბოძებია, მეცა, მწირი ღუღუნა-ყოფილი ნიკოლაოზ, მოწამე ვარ. ვინ შეუცვალოს, ღმერთმან იგი შეცვალოს ქრისტეს სჯულისაგან და ვინ არ დაშალოს, ღმერთმან აკურთხოს!
- 7. ქ. ესე, ვითა ღმერთშემოსილთა წმიდათა მამათა მღუიმელთა შეუწყალებია და კუირიკე კახთა მეფისა სამწირველოი უბოძებია იოვანე ტოხაისძესათუის და ყოველთა მომავალთა მისთათუის, მე, ნიკოლოზ მნათე, მოწამე ვარ და დამამტკიცებელი. ვინ, რაისაცა მიზეზისა მოღებითა შეგიცვალოს, კრულმცა არს პირითა ღმრთისაითა!
- 8. ქ. მე, მთავარმამა მემღუიმესა იოვანესცა დამიმტკიცებია, არგოს ღმერთმან სულსა კახთა მეფისა კუირიკესა, ამინ!
- 9. ქ. ესე, ვითა წმიდათა და ღმერთშემოსილთა მამათა და ძმათა მღუიმისა უდაბნოსითა იოვანე ტოხაისძისადა და ყოველთა მომავალთა მათდა და კუირიკე კახთა მეფისა სამწირველოი მკუიდრად და მამულობით უბოძებია, მეცა, მემღუიმე ცოდუილი აბრაამ მიხრიკისძე, მოწამე და დამამტკიცებელი ვარ. და ვინ დაამტკიცოს, ღმერთმან აკურთხოს!
[სათაური]:
- სიგელი წმიდის შიოსი და ევაგრესი იბტის ტოხაძისა არის.