ქ. მე, გიორგი ბაგრატუნიანმან, ნებითა ღმრთისათა აფხაზთა და ქართველთა მეფემან, ძემან სულკურთხეულისა მეფისა ბაგრატისმან დავწერე და მოვახსენე სიგელი ესე უდაბნოსა მღუიმისასა.
მოვიდეს ჩუენ წინაშე წმიდაი მამაი მიქაელ და ყოველნი მამანი მკუიდრნი მღუიმისანი და სიგელნი მოიხუნეს მამათა და პაპათა ჩემთანი და დაწერილნი მთავართა ყოველთა და აზნაურთა საქონელთათუის მათთა, რომელნი ჰქონან ლავრასა მღუიმისასა თრიალეთს და მანგლისის-ხევს და მოგუახსენეს, რაითა სიგელნი გაუახლენით და დაწერილნი დაუმტკიცენით.
გულს-გუიდგინა ღმერთმან, სამლოცველოდ მეფობისა ჩემისა ძისა ჩემისა დავით კურაპალატისა და მოსახსენებლად სულთა პირველთა მეფეთა მამათა ჩემთასა, გაგუიახლებიან სიგელნი მამისა და პაპთა ჩემთანი. და დაგუიმტკიცებიან დაწერილნი ყოველთა: მთავართა ყოველთა და აზნაურთა შემწირველთანი. და სიგელი ესე სიმტკიცისათვის დაგუიწერია და მოგუიხსენებია წმიდისა მამისა შიოსდა და წმიდისა ლავრისა მღუიმისადა. და სოფელნი და აგარანი მათნი და ყოველნი საქონელნი მათნი, რომელნი სამეფოსა ჩუენსა შინა არიან, სახელდებით ესე: აგარაი - ციხედიდს; გლეხნი და მიწაი - ნიჩბისს; გლეხნი და მიწაი - კოდალს, და წინარეხს, და შუარეხს, ადლითს, შედარს, და ძუელ ღრდულეთს, და ცხირეთს - ცხევერი და გავაზელნი; გუელდესი და კოტმანი; კლდეკართა ქუეშე - ბორცუისჯუარი და ბჭითი ზეგანთა მოუგონელნი - სვანეთს; და ფურხადს, და ფიცეს. ესე ყოველნი საქონელნი მათნი, ვითა თუით პირველთა სიგელთა სწერიან და ვითა შემწირველთა ხელით წერილსა შინა სწერიან შეუვალობისა და თავისუფლობისა მათისათუის, აწ, ჩუენცა მასვე ზედა გაგუითავისუფლებიან ესე ყოველნი საქონელნი მღუიმისანი, ყოვლისა შესავლისა და გამოსავლისაგან: სახელმწიფოისა, საერისთვოისა, საციხისთვოისა, სახევისუფლოისა, შურტათა და ჩინებულთაგან და ყოველთა საქმისმოქმედთაგან. და ვითა სამსახურებელი ციხეთაი, არაი ზედა სდებია და ჟამთა შლილობისათა შინა ოდესმე მძლავრთა და უღმრთოთა კაცთა ამათ ზედა რაიცა ბეგარი დაუც და რაიცა დაჭირებითი სამსახური უქნევია, ანუ სამუშაოი, ანუ სუხრაი, ანუ ბაჟი აღებულა, ვითა არაი ზედა სდებია, ესე ყოველი აგუიხდია, გარდაგუიგდია და ყოვლისგანვე გაგუითავისუფლებიან და ვითა პირველთა სიგელთა შინა უწერია, გაგებით, მას წესსა ზედა იყუნენ.
და არავის ხელ-ეწიფების მათ ზედა დაჭირებითსა და უსამართლოსა საქმისა ქნად და მეუნებლე, მავნებელი და დამაკლებელი მათი არავინ გუიბრძანებია, და არცა მშლელი და მაქცეველი ბრძანებისა ამის ჩუენისაი.
და ესე ამისთუის გუიქნია, რაითა ღმერთმან მადლითა და მეოხებითა წმიდისა მამისა შიოსითა საწუთროისა ამის ცხორებასა კეთილად წარჰმართოს მეფობაი ჩემი და საუკუნესა მას მლხინებელ მექმნეს სულისა ჩემისა, დღესა მას საშინელსა განკითხვისასა.
აწ, ვინცა ჰნახოთ ბრძანებაი და სიგელი ესე ჩუენი: შემდგომად ჩუენსა მომავალთა მეფეთა, ერისთავთ-ერისთავთა, ერისთავთა, აზნაურთა, მემამულეთა და მოსაკარგავეთა, ციხისთავთა, ხევისუფალთა, მანდატურთა, შურტათა, ჩინებულთა და ყოვლისა საქმის მოქმედთა, დაუმტკიცეთ.
და ნუ ვინ უშალავთ ბრძანებასა ამას და გაგებულსა ჩუენსა და ნუცა რას ვინ დააკლებთ, ნუ დიდსა და ნუ მცირსა, თუინიერ შეწევნისა და თანადგომისა.
და უკუეთუ ვინმე, რამანცა გუარმან კაცმან, რასაცა ჟამსა, ხელ-ყოს და იკადროს ამის ბრძანებისა ჩუენისა შეცვალებად, წმიდაი მამაი შიო და ყოველნი წმიდანიმცა არიან მოსაჯულნი და დამსჯელნი სულისა მისისანი დღესა მას საშინელსა სასჯელისასა და შე-მცა-ჩუენებულ არს მარანთა ყოველთა ღმრთისა უარის-მყოფელთა თანა.
და თქუენ, წმიდაო მეუფეო ქართლისა კათალიკოზო, და ყოველნო მღდელთმოძღუარნო, უჯუარობით და წყევით დაუნტკიცეთ სიგელი ესე.
დაიწერა ბრძანებაი და სიგელი ესე ჩუენი ინდიკტიონსა მეფობისა ჩემისასა ა, ხელითა იოვანე მონაზონისაითა.
დამტკიცებები:
[edit]- ქ. ესე ვითა ზემოით დამიწერია, მე, გიორგის, ბაგრატუნიანსა, ხელითა ჩემითა დამიმტკიცებია. მტკიცე არს, თუ ღმერთსა უნდეს.
- ქ. კირილეისონ! ესე ვითა, ადიდენ ღმერთმან, ძლიერსა მეფეთა-მეფესა გიორგის ბაგრატუნიანსა დაუწერია წმიდისა შიოსთუის და ყოველნი საქონელნი მისნი ყოვლისა შესავლისაგან გაუთავისუფლებიან, ჩუენ, [[გაბრიელ, ქრისტეს მიერ ქართლისა კათალიკოზი, მოწამენი ვართ. მტკიცე არს ბრძანებაი მათი, ნებითა ღმრთისაითა. და ვინცა მშლელ და დამაქცეველად გამოჩნდეს, კრულმცა არს დაუსაბამოისა ღმრთისა სიტყუითა, წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა მადლითა და ჩუენ გლახაკისა ჯუარითა. ვინ კულა მტკიცედ ყოს ღმერთმან აკურთხენ და წმიდამან დედაქალაქმან, ამენ.
გვიანდელი სათაურები
[edit]- ქ. სიგელი გიორგი მეფისაი თრიალეთს და ტორნის ხევს სოფელთა თავისუფლებისა.
- ქ. სიგელი ესე ცხირეთისა, ცხავერისა, ჯუარისა, კოტმანისა და კლდე-კართა გარეშემოთა სოფლებისა და გლეხებისა.
- ქ. სიგელი ესე ცხირეთისა, ჯვარი, კარტმანი და კლდეკართა გარეშემოთა სოფლებისა.
- ქ. სიგელი გიორგი მეფისა ცხირეთ-ცხავარისა, გავაზისა, კოტმანისა, გველდესისა და სხუათა სოფელთა შინა გლეხებისა და მამულებისა.
- სიგელი ჭიტებისა.
- სიგელი ადლეთისა.