ჯაყელები

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
სარგის I, ბექა I და სარგის II ჯაყელები (საფარის ფრესკა)

ჯაყელების გენეალოგიური ხე[edit]

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ივანე-ყვარყვარე (01)
ჯაყელი-ციხისჯვარელი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ბექა (02)
ივანე-ყვარყვარეს ძე
+ 1220 წ.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ივანე (03)
 
 
 
 
 
 
 

სარგის I (04)
1268-1285
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ბექა I (05)
1285-1306
 
 
 
 
 
 
 
ასული (06)
+
ზაქარია
მხარგრძელი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

სარგის II (07)
1306-1334
 
ჯიაჯაყ (08)
+
ალექსი II
 
ყვარყვარე (09)
 
შალვა (10)
 
ნათელა (11)
+
დემეტრე II
თავდადებული
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყვარყვარე II (12)
1334-1361
 
შაშია (13)
 
პაფნოტე (14)
 
ასული (15)
+
დავით IX
 
 

აღბუღა I (16)
1361-1391
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ასული (17)
+
ბაგრატ ბაგრატიონი
 
 
 
 
 
 
 
 
 

ივანე (18)
1391-1444
 
 
ნათია (19) ყოფილი
ნისიმე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

აღბუღა (20)
1444-1451
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყვარყვარე III (21)
1451-1498

+
დედისიმედი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ყვარყვარე (30)
 
 
 
 
 
ორავჟანდა (25)
მზეჭაბუკ (23)
1500-1515
ბაადურ (24)
ქაიხოსრო I (22)
1498-1500
მართალიხონ (26)მანუჩარ (27)იანქო (28)თამარ (29)
+
გიორგი VIII
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
თამთანსაზუერელისალუყაზანასული
+
დავით X
 
 
 
 
 

ყვარყვარე IV
1498-1500

ჯაყელთა საგვარეულოს წარმომადგენლები[edit]

ივანე-ყვარყვარე (01) ჯაყელი-ციხისჯვარელი
[edit]

ივანე I (ყვარყვარე)

  • 1189 თუ 1191 წელს გიორგი რუსის აჯანყებისას სამცხის დიდებულები აჯანყებულებს მიემხრნენ. მათ შორის იყვნენ კლარჯეთისა და შავშეთის მფლობელი გუზანი, სამცხის სპასალარი ბოცო და სხვა მესხი დიდებულები გარდა ივანე ციხისჯვარელისა (რომელსაც ყვარყვარესაც ეძახდნენ). იგი თავის წინაპარ სულა კალმახელის მსგავსად (რომელმაც ბაგრატ მეფეს უერთგულა ლიპარიტ ბაღვაშთან დაპირისპირების დროს) თავისი მოკიდებულებით მეფის ერთგული დარჩა. ამის გამო აჯანყებულთა ერთმა ნაწილმა დადიანის წინამძღოლობით გადაიარეს რკინის-ჯვარი, ჩავიდნენ ციხის-ჯვარს და დაწვეს ქალაქი ოძრხე.

"ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი" - გვ.49

"პირველად მიერთო გუზან, პატრონი კლარჯეთისა და შავშეთისა, რომელი ძუელთა მეფეთა ტაოელთა დიდებულთა ადგილსა ზედა შეეწყალა პატრონსა. აქით ბოცო, სამცხისა სპასალარი და სისრულისაცა აღმატებით შეწყალებული, სხჳთა მესხითა დიდებულ-აზნაურითურთ, თჳნიერ ივანე ციხისჯუარელისა, რომელსა ყუარყუარეცა ეწოდების. ესე დამაგრდა თჳსითურთ მოკიდულითურთ, ვითარ გუარ ეყოდაცა მომგონებელსა სულასა ერთგულობისასა, რომელ ბაღუაშსა ზედა უერთგულა ბაგრატს".

  • 1210 -იან წლებში ლაშა-გიორგის მიერ განძაში მოწყობილ ლაშქრობაში მონაწილეობას იღებდა ყვარყვარე ჯაყელის პირმშო შვილი.

ჟამთააღმწერელი - გვ.525
თჳთ მეფე ლაშა წინა მიეტევა მჴნედ და ძლიერად, თჳთ გოლიათი მკლავითა სჳანითა და ჴელითა გოლიათითა, რომლის თანა წინა-მბრძოლობდეს ძლიერად ყუარყუარე ჯაყელისა შვილი პირმშო, ბიბილა გურკელი, ბოცო ბოცოს ძე, მემნას ძმა, რამეთუ ესენი წინა-განეწესნეს. ვითარ იხილეს სიმჴნე მათი განძელთა, სწრაფად ივლტოდეს პირისაგან მათისა, და სდევნეს ვითარ კართამდე ქალაქისად, მცირედღა შეივლტოდეს ქალაქად, და უმრავლესი ტყუე ყვეს და ზოგნი მოისრნეს.

  • 1220 წელს მონღოლთა პირველი შემოსევისას ბერდუჯასთან ბრძოლაში დაიღუპა ძლიერად მებრძოლი ყვარყვარე მეჭურჭლეთუხუცესის ძე ბექა.

ჟამთააღმწერელი - გვ.165
ივლტოდეს ქართველნი და სპანი და თჳთ მეფე ლაშა, და ურიცხჳ სული ქრისტიანე მოკუდა, სადა-იგი დიდიცა ივანე ათაბაგი, სამცხისა სპასალარი, ძლით, ცოცხალი განერა, და მეჭურჭლეთ-უხუცესის ყუარყუარეს შვილი ბექაი მოიკლა, ძლიერად ბრძოლილი.

  • 1235 წლის ახლო ხანებში, მონღოლთა მეორე შემოსევისას ქართველმა მთავრებმა მათ მორჩილება გამოუცხადეს, გამონაკლისი იყო სამცხე, რომელმაც რუსუდან მეფის გამო, მონღოლებს მორჩილებაზე უარი უთხრეს. განრისხებულმა ჩაღათა ნოინმა დალაშქრა და სასტიკად მოაოხრა სამცხე. უღონოქმნილი ივანე ჯაყელ-ციხისჯვარელი რუსუდან მეფის ნებართვით ეახლა ჩაღათა ნოინს და მორჩილება გამოუცხადა.

ჟამთააღმწერელი - გვ.191
ამათ ულხინებელთა ჭირთაგან შეიწრებულნი მთავარნი საქართველოსანი ყოველნი მიენდვნეს თათართა, ჰერ-კახნი და ქართველნი, თორელი გამრეკელი, თმოგუელი სარგის, კაცი სწავლული და ფილასოფოსი და მრავალღონე. ხოლო მესხნი სათნოებისათჳს მეფისა რუსუდანისა არა მიენდვნეს. ამისთჳს განძჳნებულმან ჩაღატა ნოინ აღიმჴედრა სამცხესა ზედა, არამედ მესხნი შეიწრებულნი შიშისაგან შეივლტოდეს ციხეთა შინა. ესრეთ მოისრა და ტყუე იქმნა სული მრავალი სამცხეს, და ბევრი ერი მოიკლა. ოდეს არღარა იყო ღონე, მოაჴსენა მეფესა რუსუდანს ივანე ციხისჯუარელმან ჯაყელმან, რომელსა ყუარყუარეცა ეწოდებოდა, უკეთუ სთნდეს, რათა იჴსნას ქუეყანა სამცხისა ოჴრებისაგან, და იგიცა მიენდოს ჩაღატას, რამეთუ პატივითა იყო მეჭურჭლეთ-უხუცესი და მთავარი ქუეყანასა სამცხისასა. ინება მეფემან და წარმოგზავნა მაშინ წარვიდა ივანე და იხილა ჩაღატა, რომელმან პატივითა შეიწყნარა და დაუდგინნა მთავარნი ქუეყანისანი.

  • 1243 წელს მონღოლებსა და რუმის სულთან ქეი-ხუსრევს შორის გამართული ქოსე-დაღის ბრძოლისას მონღოლთა მხარეს იბრძოდა ყვარყვარე ჯაყელის შვილიშვილი სარგისი.

ჟამთააღმწერელი - გვ.192-193
ბიჩოი ნოინი მივიდა თხრობად ქართველთა, მუნ მყოფთა, მოსლვასა სულტნისასა, და იხილა ძის-წული ყუარყუარე ჯაყელისა, სახელით სარგის, კაცი მჴნე და შემმართებელი, ჴელოვანი ბრძოლათა შინა


ყვარყვარე III (21) ათაბაგი
[edit]


ყვარყვარე II

ყვარყვარე ათაბაგი



ყვარყვარე II - სამცხის ათაბაგი 1451-1498 წლებში


ოჯახი

"ათაბაგთა ქრონიკა"

"წელთა დასაბამითგანთა შჳდიათას და ექუსსა (1498 წ.), ივლისსა ერთსა, დღესა კჳრიაკესა, მიმწუხრი, მამა მათი მჴნე, ღ~თის მოყუარე, სახელ–განთქმული, საღ~თოჲთა და საკაცობოთა ყოვლითა ზნითა შემკული პატრონი ყუარყუარე ამიერ სოფლით გარდაიცვალაჲ და წარვიდა სავანეთა მათ საუკუნეთა, წლისა ოთხმოც და ორისასა დღე აკლდა ორმოცდა თხუთმეტი, რომლისა საუკუნოჲ იყავნ ჴსენებაჲ მათი".


ბაადურ (24) ჯაყელი - ყვარყვარე III ათაბაგის ძე
[edit]


ბაადურ ჯაყელი

ბაადურ ჯაყელი

  • ყვარყვარე ათაბაგისა და დედისიმედის ვაჟი ბაადური (1453-10.X.1474) გარდაიცვალა 1474 წლის 10 ოქტომბერს 21 წლის ასაკში.

"ათაბაგთა ქრონიკა"

"წელთა დასაბამითგანთა ექუსიათას ცხრაას ოთხმოცდაორსა (1474 წ.), ოკდონბერსა ათსა, მწუხრი კჳრიაკესა რომელ ორშაბათად განთენდებოდა, ძმაჲ მათი მჴნე, ახოვანი, ღ~თის მოყუარე ბაადურ ამიერ სოფლით მიიცვალა და ღ~თისაჲ მივიდა, წლისა ოცდა ერთისა".


ჯაყელთა მეუღლეები[edit]

დედისიმედი - ყვარყვარე III ათაბაგის მეუღლე
[edit]


დედისიმედი

  • ყვარყვარე ათაბაგის მეუღლე დედისიმედი (1435-18.XII.1489) გარდაიცვალა 1489 წლის 18 დეკემბერს 54 წლის ასაკში. მას და ყვარყვარეს ჰყოლიათ შვილები: ქაიხოსრო (1447 - 6.V.1500), მზეჭაბუკი (+ 5.VI.1515) და ბაადური (1453 - 10.X.1474).

"ათაბაგთა ქრონიკა"

"წელთა დასაბამითგანთა ექუსიათას ცხრაას ოთხმოც და ჩჳდმეტსა (1489 წ.), დეკენბერსა თურამეტსა, დღესა პარასკევსა, დედაჲ მათი ღ~ის მოყუარე, ობოლთა და გლახაკთა შემწყალე, მსგავსი წმიდათა დედათა, პატრონი დედისიმედი განვიდა წარმავალისა ამისგან და მივიდა საუკუნეთა მათ წარუვალთა, წლისა ორმოცდათოთხმეტისა.".


ლიტერატურა[edit]