ნარატიულ წყაროებში როსტომ მეფისა და მარიამ დადიანის ქორწილინების თარიღი არასწორედაა მითითებული: ვახუშტი 1638 წელს უთითებს, ფარსადან გორგიჯანიძე კი ქორწინების ამბავს 1635 წლის ამბების შემდეგ გვიამბობს. ქართულ საბუთებში მარიამი ქართლის დედოფლად უკვე 1634 წელსაა დასახელებული (მართალია არსებობს ერთი 1633 წლის 25 დეკემბრით დათარიღებული სიგელი, სადაც როსტომთან ერთად მარიამიცაა დასახელებული, მაგრამ ამ სიგელის დათარიღება ეჭვს იწვევს).
როსტომ მეფის ქორწინება მარიამ დადიანთან
გამოკვლევა
[edit]წყაროები
[edit]ვახუშტი ბატონიშვილი - ცხორება და ქმნულება მეფეთა ქართლისათა
[edit]ხოლო ჟამთა ამათ მოუკუდა როსტომ მეფეს ცოლი პირველი და დაემზახლა ლევან დადიანსა, და ამან მოსცა დაჲ თჳსი მარიამ. ესე ჰყო როსტომ, რამეთუ ვინაჲთგან ბატონის თეიმურაზის მოყუარე იყო გიორგი მეფე იმერთა, და დადიანი და მეფე იმერთა მტერობდენ. ამისთჳს დადიანს დაემოყურა და ვინაჲთგან არა ჰქონდათ გზა, სთხოვა როსტომ მეფემან გზა უსუფს, ახალციხის ფაშასა. მან სიხარულით მოსცა და მივიდა როსტომ კაკას ჴიდსა ზედა ფერსათიდამ, და დადიანიცა მოსრულ იყო მუნ კაკას ჴიდსა; მოსცა დაჲ თჳსი და წარმოიყვანა როსტომ მარიამ და მოვიდა ტფილისს და ჰქმნა ქორწილი მუნ დიდ-დიდებული ქ~სა ჩქლჱ, ქარ. ტკვ. [1638 წ.] კუალად ამითი მოაკლო თეიმურაზს ძალი დადიანისაგან. ხოლო ამათი მოქმედი როსტომ მოვიდოდა გორს, ცხირეთს, ტფილისს, სომხითს და მარადის იშუებდა და იხარებდა.
ვახუშტი ბატონიშვილი - ცხორება ეგრისისა, აფხაზეთისა, ანუ იმერეთისა
[edit]ხოლო ინება როსტომ ქართველთა მეფემან მზახლობა ლევან დადიანისა და მოითხოვა დაჲ მისი მარიამ ცოლად, ქურივი სჳმონ გურიელისა, მისცა დადიანმან. არამედ აქუნდა შიში გზასა ზედა გიორგი მეფისა. ამისთჳს შეითქუნენ და მოვიდა როსტომ მეფე ფერსათსა ზედა და დადიანმან შემოიკრიბნა სპანი დიდნი, წარმოიყვანა დაჲ თჳსი მარიამ, გამოვლო სამიქელაო, ფოკე და განვიდა რიონს, შევლო და მივიდა კაკას ჴიდსა ზედა. მუნ დახუდა როსტომ მეფე, მისცა დაჲ თჳსი დიდებითა და წარვიდა როსტომ.
ვახუშტი ბატონიშვილი - ქორონიკონები
[edit]ქ~სა ჩქლჱ, ქარ. ტკვ. [1638 წ.] როსტომ მეფემ მოიყვანა ლევან დადიანის და მარიამ და ქმნა ქორწილი. და ლევან დადიანმან გიორგი მეფე დაიჭირა და ტყვედ წარიყვანა, და მისმან ძემ ალექსანდრემ დაიჴსნა.
1648 წ. შეწირულების განახლების წიგნი როსტომ მეფისა სვეტიცხოვლისადმი
[edit]ჩუენ და დადიანი ბატონი ლ ე ვ ა ნ დავმოვყვრდით და შევირთეთ და მისი. ეს ბატონი დედოფალი ხომ ყოველთა მნათობთა ზედა ქებული. მოვიწადინეთ იმავ წელიწადს ქორწილის ქნა, და გზა არ დაგუანება იმერელთ მეფემან გიორგიმ. შევიყარენით. აქათ ჩუენ და მივედით სამცხეს, ოცხეს დავდეგით. იქით წამოვიდა დადიანი შეყრით და ქალი წამოიყუანა. წინ გარდაუდგა მეფე გიორგი. შეიბნენ და გაემარჯუა დ ა დ ი ა ნ ს ა . და დარჩა ჴელთა მეფე გიორგი. ჩუენც ჩავედით კაკას ჴიდს, იმერეთშია და მობრძანდა ბატონი დადიანი. შევიყარენით და გავიხარენით ერთმანერთის ნახვითა, ლხინითა და განსუÀნებითა. წაბძანდა იქით დ ა დ ი ა ნ ი და წამოვედით მხიარულნი, იმერეთი ჩამოვიარეთ და მოვედით ტფილისს, ქორწილი გარდავიჴადეთ და გულის ნებას ვეწიენით.
"პარიზის ქრონიკა"
[edit]ამავ წელიწადს [როსტომ მეფე] ლევან დადიანს დაემოყვრა: და ქართლის სადედოფლოთ სთხოვეს. და მანც მოსცა მარიამ დედოფალი. და ამავ წელიწადს ქორწილი მოინდომა როსტომ მეფემა, და გზა არ დაანება იმერელმა მეფემ გიორგიმ. შეიყარა აქათ მეფემ როსტომ და მივიდა სამცხის, ოცხეს დადგა. იქით წამოვიდენ დადიანი შეყრით, და წამოიყვანა, და წინ გარდაუდგა მეფე გიორგი. შეიბნენ და გაემარჯვა დადიანსა და დარჩა ჴელთ მეფე გიორგი. მეფე როსტომც ჩავიდა კაკას-ხიდს იმერეთშია; და მობძანდა ბატონი დადიანი. შეიყარნენ, გაიხარეს ერთმანერთის ნახვითა, ლხინითა და განსვენებითა. წაბძანდა იქით დადიანი და წამოვიდა მეფე როსტომ მხიარული. იმერეთი ჩამოიარეს და მოვიდა ტფილისს, ქორწილი გარდიხადა.
ფარსადან გორგიჯანიძე - - "საქართველოს ისტორია"
[edit][როსტომის გამეფების შემდეგ ქართლის დიდებულებმა] შექნეს ვაზირობა, დაიწყეს რჩევა, ეძებეს სამოყვროთ ლევან დადიანი და გაუგზავნეს მოციქულები და საქართველოს სადედოფლოთ და მისი მარიამ, დედათა შიგან ნაქები. სათხოვნელად მოციქულები წავიდნეს და იმათაც იამა და მოსცეს.
რა თბილელი მივიდა, ლევან დადიანსთან დის მარიამის ქართლის სადედოფლოთ სათხოვნელათ, ნამეტნავათ იამათ. ნება დართვეს და ნიშანი მიირთმიეს და მოციქულნი მადრიელნი დაბრუნდეს და ეს ანბავი მეფეს როსტომს მოუტანეს და მეფემ ყაენს ჩაფარი გაუგზავნა და დადიანის მოყვრობა ხემწიფეს გააშინჯვინა. მისგან ბრძანება და საქორწილო მოუვიდა, რომე კარგი გიქნიაო და შირვანის ბეგლარბეგი ფარუხან გორს მოვიდა, ყაენის ნაბოძები საქორწილო ლევან დადიანს გაუგზავნეს და დრო და პაემანი სთხოვეს, რომ ქორწილი როდის უნდა იქნას.
დადიანს პირობა მოეწერა - ამა და ამ დროსაო დიდის ლაშქრით იმერეთს მოვალო, თქვენც მანდიდამენ ლაშქრით წამობძანდითო, საჩხეიძოშიგან ერთგან შევიყარნეთო. რა ეს ანბავი როსტომ მეფეს მოუვიდა, ყოველი რამე გაირიგა და დიდის ლაშქრით წავიდა. იქიდამენ დადიანი მოვიდა დიდის ლაშქრითა. და თავისი და მარიამ დედოფალი უწინვე მთას გარდმოიყვანეს.
მეფე სურამს იდგა. კაცი მოუვიდა - დადიანი დიდის ლაშქრით საჩხეიძოში მოვიდაო და მეფე გიორგი ჯორზედ მჯდომი ცოტას კაცით დადიანის ლაშქრის გასაშინჯავად მოვიდაო, რომ მაღლით დახედოსო. ყმათ უმუხანათესო, გამოსცესო და ლევანს დადიანს აცნესო და დადიანი ლაშქრით მზას დახვდაო, მეფე გიორგი დაიჭირაო და სხვანი წაუვიდნენო და ზოგნი მეფესთან დაირჩინესო. ეს ანბავი ბატონისშვილს ალექსანდრეს მოახსენესო და იმერელნი მასთან შეიყარნესო და მეფეთ აკურთხესო და მეფე გიორგი ორს წელიწადს დადიანს ჰყვანდა. სახსრათ მისცეს მურასა გვირგვინი, მრავალი ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, თვალმარგალიტთ მურასა იარაღი და ნაპირის ალაგნი ჭილაძენი და მიქელაძენი და რაც ჩხარში ვაჭარნი ესახლნეს სომხები, რომ დადიანმან რუხის ქალაქი იმაებით ააშენა, მეფე დაიხსნეს. ქუთათის მოვიდა.
ასრე სუბუქათ მეფის თამაშად წასვლამ ლეხტიმერითი მოსთხარა. რა ლევან დადიანი ცოცხალი იყო, იმერელნი ამ საქმით დაჩაგრულნი იყვნენ. ამისთვის უნდა დიდმან კაცმან მცირე და თავის უკადრისი საქმენი თავის ნებით არა ქნას.
აქეთგან ქართველნი წავიდნეს დიდის ლაშკრითა გამოჩვენებით და იქიდამ დადიანი მოვიდა დიდის ლაშქრითა და მოკაზმულობით. იმერეთში ერთგან შეიყარნეს, ერთმანერთს მრავალი კარგი ლხინი აჩვენეს და მრავალი საჩუქარი მიართვეს და მოირთმიეს და ორმოცდაათი ათასი მარჩილი შაჰსეფი ყაენს გამოეგზავნა ლევან დადიანისათვის. ის მიართვეს და წელიწადში ათასი თუმანი ჯამაგირი გაეჩინა დადიანისათვის.
ამაებს უმრავლეს როსტომ მეფემ მიართვა და დადიანსა და ოდიშერთ ბერთა და მღრდელთა, თავადთა და აზნაურთა და კარის მოხელეთა და გამრიგეთა და მოსამსახურეთა, დიდთა და მცირეთა, ყველათ თავიანთ წესითა და შეფერებითა მიართვეს და იმათაც ასრე მოართვეს და კარგის წესითა და ხემწიფურის ზითვითა და მორჭმა სიმდიდრით კარგის თავადთა და აზნაურ შვილების მხლებლებით, მსახურით, გამდლებითა და მოახლებითა ყველანი დაკაზმულნი სახემწიფო გათავებულის იარაღითა და მოკაზმულობით მზე შავის ძღვით ამოსრული მარიამ დედოფალი ქართლისაკენ წამოაბრძანეს.
მაყრათ გამოატანეს ეფისკოპოსნი მათნის ქვეყნისანი, გურიელი მეფეთ თქმული მეყვისი თავისის თავადებითა და აზნაურ შვილებითა. უფროსნი და სახელდებულნი ოდიშერნი თავადნი თან იახლნენ. დადიანი ოდიშს წაბრძანდა, მეფე გორს მიბრძანდა. ექვსს თვეს ილხინეს და ნადირობას შეექცნენ. მიცემით გაახარეს და გორით ქალაქს ჩავიდნენ, იქიც ალხინეს და ანადირეს. ხან მეფესთან იყვნენ და ხან თავადნი დაჰპატიჯებდნენ. ყველანი ძღვენსა სძღვნიდეს და ფეშქაშს მიართმიდეს, აჩუქებდეს.
გურიელმან და ან სხვამ მაყრებმან მეფეს კაცი მიუგზავნეს და დაეთხოვეს. მეფემ უბრძანა ყველას თავისი შესაფერისი ცხენი, იარაღი, მოფენილობა და შესამოსელი, კარვები, ოქროსა და ვერცხლის სუფრის იარაღი, მურასა ხმალი და ხანჯლები, ჯიღები და ოქროს უნაგირები და ლაგმები, საღვინე თუნგები ვერცხლისა და თასები ოქროთ მოჭედილი, კულა, ძაბრი და ჰაზარფეშა, ნაქსოვები ფრანგული, ურუმული და ყიზილბაშური, დიბები და სარტყლები, ოქროქსოვილის დოლბანდები, ქამარი და დაშნა. გურიელს ოქროსი და სხვათ ვერცხლისა, თორმეტი ყათარი ჯორი, ოცდაშვიდი ბედაური ცხენი მიართვეს და მეფე თვითან ალამდისინ თან გაჰყვა და კოლბაურის გზით გაისტუმრეს. მეფე გორს შებრუნდა.