როსტომ მეფე
Appearance
ისტორიული პიროვნებები
ქართლის მეფეები
ფურცლები როსტომ მეფის მმართველობიდან
[edit]1991 - პირთა ანოტირებული ლექსიკონი - ტომი I - გვ.336-359
[edit]
როსტომ - 1633-1658 წწ. -
მეფე, ღმრთივ გვირგვინოსანი, ქართლისა და კახეთის, ორისავე მპყრობელი მეფეთ-მეფე, ჴელმწიფე, პატრონი (1651-1657 წწ. 1461-13/018, Hd-14661 ბ, 1449-1781, Sd-20, Hd-1805, Qd-1653, Hd-14671, Hd-14415, Sd-747, 1450-21/040); ორისავე სახელმწიფოს, ორისავე ტახტისა და საბატონოს მპყრობელი-მქონებელი (1654-1657 წწ. 1449-1796, H-2513-17, Ad-1737, Hd-1350 ა); იესე-დავით-სოლომოან-ბაგრატონიანი, აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შარვანშე და შანშე, ყოვლისა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთისა ხელმწიფედ მფლობელ-მქონებელი (1658 წ. Sd-2975).
ჰყავს:
[edit]- პაპა
- მეფე ლუარსაბ I (1651-1657 წწ. Hd-14673, 1450-15/140);
- ბიძები:
- მეფე სვიმონ I (1642 წ. Qd-01698),
- ბატონიშვილი ვახტანგ (1634,1639 წწ. Hd-02301, 1450-53/081);
- ძმა
- მეფე ბაგრატ VII (1635-1652 წწ. Qd-02432, Sd-0743, Ad-937-ბ, ქრ.II, 461-464, 1450-28/004);
- და:
- ბატონიშვილი თამარ (1634-1658 წწ. Hd-02129);
- ბიძაშვილი [ბიძაშვილიშვილი]
- მეფე ლუარსაბ II (1639 წწ. 1450-26/275);
- თანამეცხედრე
- მანუჩარ დადიანის ასული, დედოფალი მარიამ (1634-1658 წწ. 1450-12/129, 1448-03369, სს.II,189, Qd-38 ბ, Hd-14699, Hd-02301, 1450-12/119, 1450-15/122, Qd-08235, Qd-02432, Ad-0972, 1449-1772, 1450-50/072, Hd-14439, 1448-00081, Ad-1010, Hd-14652, 1450-09/123, Sd-0742, 1450-08/042, 1448-03273, Hd-14601, 1448-00082, Qd-01490, Hd-01054, 1450-24/155, Sd-0641, Ad-1084, 1450-31/068, Hd-14483, 1450-30/063, 1450-51/179, 1450-26/275, 1450-02/139, 1450-09/126, 1450-53/081, Hd-14682, 1450-10/102, 1450-45/168, 1450-10/117, Hd-14434, 1449-2262, Hd-01053, Qd-01672, Ad-1172, 1450-14/008, 1450-01/096, Qd-01698, 1450-45/175, Sd-0603, Hd-14694, Qd-02188, 1450-14-019, 1449-1270, Qd-08237, Hd-14478, 1448-00084, Hd-14445, 1448-05597, Hd-01601, Hd-14477, 1450-37/066, 1448-00086, 1449-2365, Sd-0604, Hd-14443, 1450-38/044, 1448-01035, სს.III-N156, 1450-12/007, Hd-02133, Qd-09734, 1450-18/089, 1449-01765, 1450-50/071, 1450-12/103, 1450-11/001, 1449-1762, 1450-32/283, ქრ.II-474, 1448-01204, 1448-00087, Hd-14447, Hd-14433, Sd-1138, Qd-06922, hd-14428, 1448-03134, 1450-13/233, Sd-0031, 1449-1940-2, ქრ.II-464, 1450-20/150, Hd-13143, 1450-37/047, 1450-12/099, Qd-01058, 1448-00258, 1450-31/130, 1450-18/125, Sd-0531, 1450-19/102, S-3728,162r-v, 1450-51/192, 1448-05006, Hd-14426, Sd-0745, 1450-38/030, 1450-31/102, 1461-13/018, Hd-14673, 1450-26/266, 1449-1102, Hd-14685, Ad-0597, 1450-06/092, 1450-05/037, AKAK.I 18-19, ქრ.II-466, Sd-0020, Qd-01972, 1450-15/127, 1450-83/069, Hd-14664, A-1767-8,9r, Qd-01653, Ad-0951, 1450-15/021, 1449-1872, 1449-1873, 1450-31/115, Sd-0002, Hd-7608.3, ხ.ი.Rt.XVIII.N10, Hd-08765, 1450-10/013, 1450-01/094, 1450-22/065, 1448-00547, Hd-14415, Hd-14684, Sd-0022, Sd-0747, AKAK 19, Hd-01704, Sd-0740, 1448-01239, Ad-0602, Qd-02136, Qd-01678, 1450-01/131, 1450-18/149, Ad-1737, Hd-02127, 1450-20/044, Hd-04153, Hd-14419, Sd-2975, 1450-15/100, 1449-1105, 1450-35/129, 1448-02319, 1450-12/006, Hd-01919, Ad-875 ა, Hd-14642, Hd-11392 ვ, Hd-02129, Sd-0532, AD-0551, Hd-14668, Hd-01350, ბ,მატ.252,3 II).
- შვილები
- ლუარსაბ (1645-1652 წწ.1449-2365, Hd-14443, 1450-38/044, 1448-01035, Hd-02133, Qd-09734, 1449-1765, 1450-50/071, 1449-1782, 1450-32/283, ქრ.II-474, 1448-01204, 1448-00087, Hd-14447, Sd-1138. Qd-06922, Hd-14428, 1448-03134, 1450-13/239, Sd-0031, 1450-10/130, 1450-02/150, Hd-13143, 1450-37/047, 1450-12/099, Qd-01058, 1448-00268, 1450-13/130, 1450-18/125, Sd-0531, 1450-19/102, S-3728,162r-v, 1450-51/192, 1448-05006, Hd-14426, Sd-0745, 1450-31/102, 1461-13/018,1450-26/266, Hd-14685, Ad-0597, 1450-06/092, 1450-05/037, AKAK 18-19, 1449-1781, Hd-1466 ბ, ქრ.II-466, Sd-0020, Qd-01972, 1450-15/127, 1450-33/069, 1450-006/033, 1450-28/004, 1461-3/035, 1448-00721, Hd-00791, A-1767 ვ, 9r);
- ვახტანგ (1654-1658 წწ. 1450-22/065, Hd-14677, Qd-08967, 1448-02315, 1449-0285, 1450-38/038, 1450-21/040, 1450-15/140, Ad-0944, 1449-0025, 1448-01053, Hd-1350 ა, 1448-00259, Qd-08966, 1450-20/044, Hd-04153, Hd-14419, Hd-02975, 1450-15/100, 1449-1105, 1450-35/129, 1448-02319, 1450-12/006, Hd-14665, Sd-0532, Ad-0551, Hd-14668, {{Hd-1350|Hd1350 ბ]], მატ.252-3.II, Hd-2295).
- ძმისწული
- მეფე სვიმონ II (1633-1656 წწ. 1449-0765, Qd-2432, 1448-03255, 1448-03265, 1450-09/123, 1450-17/026, 1450-45/175, Qd-06922, Qd-01678, Hd-14677]]),
- დისწულები:
- ბატონიშვილი ხორეშან (1641 წ. 1450-15/011, 1450-15/052),
- იოთამ ამილახორი, თამარ ბატონიშვილის ძე ([1641-1658 წწ.] Hd-02129),
- ასანბეგ ბარათაშვილი (1647 წ. 1450-11/001),
- დისწულის (ხორეშანის) შვილები:
- ლეონ, დავით, ბერი (1641 წ. 1450-15/011, 1450-15/052),
- იოსებ (1641 წ. 1450-15/011),
- მამიდაშვილები:
- ბეჟან, ქაიხოსრო, დათუნა ჩხეიძეები (1633 წ. 1450-35/092).
უწყალობა
[edit]- ეჯიბა ყორღანაშვილს - სვიმონ მეფის ერთგული სამსახურის სანაცვლოდ - დიდგორის ძირს ამოვარდნილი როსებ ბარათაშვილის ნაქონი ბოციჯვარი (1633 წ. 1449-0765),
- როინ შალიკაშვილს - ძევერას თამაზ ზედგინიძისა და იმარინდო [ზედგინიძის] შვილის მამული (1633 წ. 1450-35/136),
- ბეჟან ჩხეიძეს - ლიახვს ქვემო სოფლებში, კარბსა და გერითებში, თამაზ ზედგინიძის ნაქონი მამული (1633 წ. V.1. 1450-35/092),
- ქაიხოსრო ბარათაშვილს - ალიყულიბეგის ნაქონი აზნაურიშვილი, ასიტა ჩაჩიკაშვილი (1633 წ. Hd-14651),
- გიორგი ყორღანაშვილს - საბარათაშვილოში, დვალთას, ამოვარდნილი ზაქარია ბარათაშვილის მამული (1633 წ. 1450-16/093),
- პაპუნა ციციშვილს - წავკისი, რომლის ერთი ნახევარი შაჰაბასისაგან ჰქონდა ნაწყალობევი პაპუნას მამას (1633 წ. IV.4. 1450-51/079),
- ქაიხოსრო ავალიშვილს - დავით დავითიშვილის კუთვნილი სოფელი ბრეთი, იმ პირობით, რომ ქაიხოსროს გარდაცვალების შემდეგ ეს სოფელი კვლავ დავითიშვილების ხელში გადავიდოდა (1633 წ. VII.21. Sd-0556),
- იოთამ ამილახორს - თავისი ბიძის, ვახანგ ბატონიშვილის ნაყმევი აზნაური, პაატა უგანაძე, მამულით (1634 წ. Hd-02301),
- გოსტაშაბ ბარათაშვილს - დიდგორის ძირს სოფელი აგუდნეთი (1634 წ. 1448-03272),
- ქაიხოსრო ბარათაშვილს - ენაგეთს გიორგი სადუნაშვილის შვილები მამულებით (1634 წ. 1450-12/119),
- შიოშ [ხმალაძეს] - საბარათაშვილოში სამშვილდის კრწანისი (1634 წ. V.22. 1450-15/122),
- გიორგი სააკაძეს - ატენს მირზიას ნაქონი მამული, რომელიც სიონის ღმრთისმშობლისათვის იყო ადრე შეწირული. ახალ მეპატრონეს ევალებოდა მირზიას სააღაპე და ზეთი ისევ სიონისათვის მიერთმია (1635 წ. Ad-1010),
- თაყა თუმანიშვილს - სომხითში, სოფელ ჯილიზაში, ამოვარდნილი რამაზასა და გოჩიას კერძი მამულები (1635 წ. VI.14. Ad-0972),
- შირვანის ბეგლარბეგს, ფარუხანს - კავთისხევის ბოლოს სახასო სოფელი ხანდაკი (1635 წ. XII.2. Ad-0624),
- იოთამ ამილახორს - დამპალაში მიწები, გარდა სახასო მამულებისა (1636 წ. 1461-14/038),
- დონმაზა გოგიბაშვილს - ქვემო ბოლნისში მცხოვრები მირზა მირიჯანაშვილი მამულით (1636 წ. 1450-08/042),
- ყაფლან ბარათაშვილს - ქვემო ბოლნისს ბარათა [ბარათაშვილის] ნაქონი ზვარი (1636 წ. Hd-14476),
- შიოშ ხმალაძეს - საბარათაშვილოში პატა საგინაშვილი თავისი მამულით, ამოვარდნილი ბაინდურა და ნურალა ყორღანაშვილების ნაქონი სოფელი ვაშლოვანი, სომხითს - სოფელი მამხუტი, დმანისს - ალიყულიბეგის კერძი კრწანისი, კლდეისა, ორივე კარაქა, სამშვილდეს - სასახლე, სახელოდ - სამშვილდე და დიღომი (1636 წ. Qd-06997),
- იესე ქსნის ერისთავს - ქალაქს ვაჭარი თანდუაშვილი პაპინა, ჩიგინა, ზურაბა და მურადა (1637 წ. 1450-24/155),
- ლევან მაჩაბელს - სვერს პაპელიშვილი მამულით (1638 წ. X.II. 1450-26/218),
- ფალავანხოსრო ბარათაშვილს - სომხითში, ვანქს, სამი კომლი გლეხი და ერთი საკომლო (1639 წ. 1450-02/129),
- ქალაქის მოურავსა და მეფის მერიქიფეთუხუცეს მანუჩარს - ფლავს მისი ბიძის, ვახტანგის კერძი ყმა-მამული: თათარაშვილი, თავხელიძე, ზვარი მეზვრით (1639 წ. VIII.28. 1450-53/81),
- დეკანოზ [იასე] ზუმბულიძეს - საფურცლეს გამორთმეული მამულის ნაცვლად - ძეგვს მაითურა და სადაღაშვილი ბერიკა მათი მამულებით (1639 წ. 1450-31/141),
- პაპუნა თურქისტანისშვილს - ერტისს გოსტაშაბისშვილის ნაქონი სუიმონაშვილისა და გორგიაშვილის მამულები; ჩხიქუთას - აღათანგის შვილის ერთი კომლი გლეხი - ხუცია მჭედლიშვილი, პაპუნა დემეტრესშვილის ერთი კომლი - ბალიხოკაშვილი, შიოშ თურქისტანისშვილის წილი თევდორე სვიმონაშვილი, ერტისს - ვარაზა [ბარათაშვილის] გლეხი და ალიყულიბეგის ერთი კომლი (1640 წ. 1450-10/117),
- ამოან თუხარელს - ცხირეთს, ცუცუბანს მცხოვრები მალციძე მახარა, მეხრიშვილი იორდანა, მამისაშვილი შიუკა და საჩინო მამულებით (1640 წ. Hd-14436 ბ),
- ზურაბ ლარაძეს - ბოლნისს ყარაგოზა იარაზიზაშვილი მამულით (1640 წ. Hd-14479),
- პაპუნა ბარათაშვილს - მჭედელი მგელია, რომელიც შიმშილობის დროს თექვსმეტი წლის მანძილზე პაპუნას მამულში, აგუდანეთში სახლობდა და, რომელზედაც პაპუნას მოურავისშვილი ესარჩლებოდა (1641 წ. III.23 Ad-1172),
- თავის დისწულს, ხორეშან ბატონიშვილს - სოფელი გოლთეთი დუესით იმ პირობით, რომ ავთანდილის სახლიკაცს ამ მამულზე ხელი აეღო (1641 წ. II.4. 1450-15/052),
- მასვე - სოფელი კიკეთი, იმავე პირობით (1641 წ. II. 1450-15/011),
- გოგრიშვილ ფაფილას - მისი ბიძაშვილის, ბეჟანის კერძი მესხი გლეხები და სახასო სკუვრის ჭალა (1642 წ. II.15. Sd-0557),
- ხოსრო ნარიმანიშვილს - ქვემო ბოლნისს მირანშას მამული (1642 წ. 1448-00269),
- გურგენ ყორღანაშვილს - ზურაბისშვილებისა და გოშფარ [ბარათაშვილის] გაყრის დროს გასამყრელოდ დადებული ყმა-მამული: სოფელი კიპრუჭი ქვეშისხევს და ხრამისპირს, კაბარეთს ორი კომლი ამირჯანა და ყულიჯანა პეტროზაშვილები მამულებით (1642 წ. I.16. 1450-01/096,
- გერმანოზ ბარათაშვილს გამოართვა სამკვიდრო სოფელი ცოვრეთი და მის ნაცვლად უწყალობა სომხითში სახასო სოფელი დიდი წერაქვი. ცოვრეთი უბოძა გიორგი მუხრანის ბატონიშვილს (1642 წ. 1450-14/008),
- ქაიხოსრო ბარათაშვილს - ყმა თუმინი, რომელიც თავისი ნებით ჩაჰბარებია ქაიხოსროს თავისი ყმა-მამულით, ბუჟღულაანში ბუჟღულაშვილებითა და ელფიას მანუკაშვილით (1642 წ. Hd-14694),
- შიოშ ხმალაძეს - სამშვილდეს ჰამზა და თევდორა იაგანაშვილები, ქვემო ბოლნისს - ყუზანა და ამირა ბადურაშვილები ნაცვლად გიორგი ბატონიშვილის ნაქონი სოფლის, მამხუტისა და ქალაქში აშენებული სასახლისა, რომლებიც მეფემ ძველ პატრონდ დაუბრუნა (1643 წ. Hd-01601),
- დოლმაზ გოგიბაშვილს - სოფელი წერაქვი, რის სანაცვლოდაც გამოართვა მის მიერვე ნაწყალობევი ბოლნისის სიონის კუთვნილი სოფელი ახოტა (1643 წ. 1450-07/027),
- ფარსადან ბარათაშვილს - რომელმაც როსტომს ოტია ჩხეიძე მიჰგვარა ტყვედ - ენაგეთს ხუციშვილი და ფირუაშვილი მამულებით (1643 წ. II.22. 1448-05597),
- ელისე საგინაშვილს - საგინაშვილთა ამოვარდნილი ბიძაშვილის, რევაზის, და ბიძის, დემეტრეს მამულები, აგრეთვე მამულები სობისს, ირადასუბანს (1643 წ. IV.3. 1449-1270),
- თამაზ ბარათაშვილს - ბეჟან სააკაძის კერძი მამული - ღორისთავი ჯალდამის ნასოფლარიანად - გარდა იმ მამულებისა, რომლებიც გოდერძი და შერმაზან [სააკაძეებს] ეკუთვნოდათ (1643 წ. III.12. Hd-14445),
- იორამ სააკაძეს - ღალატში გახვეული მისივე განაყოფის, ივანე [სააკაძის] ნაქონი ყმა-მამული: ხანდისს ყუავილაძე დემურჩა, ღუედურეთს - უხმარაძე მღთისია და ღუწესს - გოგიას მამული (1643 წ. Hd-14478),
- გიორგი შამბულიძეს - სურამს ვედრია ტორაძისეული მამული (1644 წ. 1448-02317),
- ელიზბარ დავითიშვილს - სომხითს სოფელი (1645 წ. Sd-0604),
- ათანასე [მანგლელის] ძმისწულებს - ოთარ, ბეჟან, ელიზბარ და პაპუნა ტატიშვილებს, რომელთაც იმერეთში ლუარსაბ ბატონიშვილთან ერთად ლაშქრობაში თავი გამოიჩინეს - სურნისს საამ ამირეჯიბის ნაქონი მამული (1645 წ. Hd-01443),
- იასონ დოლენჯიშვილს - მოღალატე რევაზ [ბარათაშვილის] და ამოვარდნილი მელქისედეკ ბარათაშვილის ნაქონი სოფელი აკაურთა იმ პირობით, რომ მელქისედეკის ცოლს გათხოვებამდე ამ მამულით უნდა ესარგებლა (1645 წ. 1450-38/044),
- ამუან თუხარელს - თიღვაში ამოვარდნილი წერეთლის კერძი მამული (1646 წ. Qd-09734),
- გივი ზევდგინიძეს - მისი ბიძაშვილის, თამაზას კუთვნილი მამული კარბში (1646 წ. VIII.2. Hd-02139),
- მოურავ ყარჩიღას - ქვემო ბოლნისში კეჭუაშვილის ნაქონი ვენახი (1646 წ. Hd-14604),
- ოთმანა არეშისშვილს - ამოვარდნილი რევაზისშვილის სახლი (1646 წ. 1450-14/010),
- ლევან თურქისტანიშვილს, რომლის დედა კარგად ემსახურა როსტომ მეფის დას - შოშიტა დედაბრიშვილი მამულითურთ და გეგელაური ვენახი (1647 წ. IX.5. 1450-50/071),
- თავის დისწულს, ასანბეგ [ბარათაშვილს] - ენაგეთს გლეხები: ფირუაშვილი პაპია, სურამაშვილი დათუნა, მჭედლიშვილი სტეფანა, ჯანიკაშვილი ევანეზა და ინოქა მამულებით (1647 წ. 1450-11-001),
- გორელ გიორგი გორგიჯანასშვილს - "აბანოს პირდაპირ, "ფშანს გაღმა" სამთვლიანი წისქვილი სათავით და რუთი, კარალული ფშანის მესამედი იმ პირობით, რომ რუს მესამედით ისარგებლებდა, საზღვრები: ფარყუას წისქვილის რუმდე და ამირაღას რუმდე, აგრეთვე - რუ "ნეფის წყაროდან" (1647 წ. XI.15. 1449-1762),
- დავით აგათოშვილს - სოფელი ჯანაანი (1648 წ. XI.25. 1448-00087),
- ჯაბადარბაშ სეფიყულიბეგს - [თბილისში], აბანოსუბანში, სახასო ვენახი, რომელიც "მოქალაქის კაცს ცუდად დაეჭირა", ამ ვენახის საზღვრები იყო: მტკვრის პირი, მტკვარზე ჩამავალი გზა და აღაბეგას ბაღის პირას გამავალი შარა (1648 წ. 1450-04/117),
- გურგენ გარაყანიძეს - მიწობლიძის ნაქონი მამული ციხედიდი (1648 წ. 1450-13/233),
- პაპუნა სულხანაშვილს - წოდორეთში ბახუტა უსეინბეგისშვილისაგან ნაყიდი ბუმაბაშვილის ნაქონი ნახევარი დღის ნავენახევი და ორი დღის ნაფუძარი, რომელიც ყორღანაშვილებს წაურთმევიათ (1648 წ. Sd-0031),
- ლევან დადიანისაგან მობარებულ ზაალ წერეთელს - ზემო ქართლს მისივე ნათესავის მკვიდრი მამული თიღვა, აზნაურიშვილებით, გოგატიშვილის მამულის გარდა, აგრეთვე სახასოდ - სურნისს გიორგი წერეთლის ნაქონი მამული (1648 წ. II.10. Sd-1138),
- ბარამყულის - ამოვარდნილი ახვერდას მამული (1649 წ. 1450-53/088),
- გიორგი ცალქალამნიძეს - დავითა და ზაალ ზედგინიძეების კერძი მამული ერედვს, ვანთას, მეღურეკისს და შერთულს (1649 წ. 1450-37/047),
- ბარათა ბარათაშვილს - უშვნს [უკანა შავნს] ნაყმევი მაზმანაშვილი ჯანია (1649 წ. 1450-12/099),
- გივი გურამიშვილს - ბაჟი და საენდროე გამოსაღები (1650 წ. 1450-19/102),
- შანშე ჩოლაყასშვილს - ჭიაურში შავერდა და ბერიკა ტინტიკოშვილები, ლომისგულაშვილი თავის სიძით, შავერდას ერთი ნაყმევი და ერთი ჯაღაშვილი. ამ წყალობის სანაცვლოდ გამოართვა ჩოლაყაშვილს ენდრონიკაშვილის ნაქონი მამული და დემეტრეს უბოძა (1650 წ. S-3728. 162 r v),
- ხოსროს გამოართვა ხუდავერდას მამული და მის ნაცვლად ენისელში უწყალობა ხარატ ყარაგოზას მამული (1650 წ. 1448-00268),
- ავალ ავალიშვილს - ამოვარდნილი დავით გოშპარიშვილ-ვაჩნაძის მამული, ხოლო დავითის უმცროსი ქალი ავალს მიათხოვა (1651 წ. Hd-14685),
- დემეეტრე ენდრონიკაშვილს - მამული ძირკოვს, აგრეთვე მისი ბიძაშვილის, გარსევანის ყმები: ოდიშაშვილი, მურაკაშვილი, უტიაშვილი, ოთარ ვანანჩაძე მამულებითურთ; ვეჯინს - გოგია და ლომიტა საბაშვილები და ხუტულაშვილები მამულებით (1651 წ. 1461-13/018),
- სალაროს მუშრიბ ფირალ [ყანდურალაშვილს] - სოფელი ბადაბეთი (1652 წ. Qd-01972),
- თამაზ ბარათაშვილს - ქვემო ბოლნისს აღა სტეფანას კერძი ვენახი (1652 წ. 1450-33/069),
- პაპუნა არეშიშვილს - ვაძას ამოვარდნილი გერმანოზ ბარათაშვილის ნაქონი ნაოხარი მიწა (1652 წ. Sd-0020),
- თარხან იორამ სააკაძეს - საქართველოში დაბრუნების შემდეგ - დაუბრუნა სააკაძეთა მკვიდრი მამულები და უწყალობა ახალი: ნოსტე, ოძისი, გველდესს - ორბეთი, ცხირეთი, ერთაწმინდა ეკლესიით, ფავნისი, ახალქალაქი - როსტომ მეფის მიერ დასახლებული ვაწრებით, ეზატი, გუდალეთი და იქვე - ცალქალამანიძეები ყმა-მამულით; კავთისხევს - სააკაძეების მკვიდრ გლეხებთან ერთად - ჩივაძე ყმა-მამულით, წინარეხი, გუდალეთს ზევით მაჯანაანთ-უბანი, ტყემლოანა, მზვარი, კოტმანი, ორი ვერხვეული, გავაზური, სამტრედო, გოსტიბე, კაბერი, გარგარი, მერია, ჭავჭავისი, კვირიკა, გოგოთი, მთა ქსილისი და ელიქარი, მანგლისის ხევზე - ზემო ოძისი, ტყის უგუდეთი სანადირო ტყით, მინდვრის უგუდეთი, რაზმითის მთის აქეთ - სააკაძეთა მკვიდრი სოფლები: ხანდისი, სიქალეთი, ღვედრეთი, ციხე კიკნათბერი, ღვწე; ალის ხეობაში - ნაბახტევი, კლდის წყარო, თბილისთან - ლისი და ნახშირგორი, სომხითში - ყიშლაღი, კრწანისი, ენისელში - ორმოცი მეაბრეშუმე კომლი (1652 წ. Hd-13956),
- ყაფლან ბარათაშვილს - სოფელი კიპრუჭი (1652 წ. I.3. 1450-15/127),
- უცნობ პირს - ყმა-მამული (1652 წ. 1461-01/005),
- გორელ ანდრონიკაშვილებს - ზვარი და კოკოზაური მამული (1653 წ. ახლო Hd-7608 ვ),
- ყულ ყარჩიღას - ნახიდურს ამოვარდნილი ჩახრიძის ნაქონი ყმა-მამული და მასზე მსახლობელი შოშიტა და მისი ძმა მურადა, ფოლადა პაპუაშვილი და მისი ძმები: ღულა, გოჩია და ჰამაზა შვილებით (1653 წ. Sd-0002),
- იარალი მექვაბიშვილს, სურამელ მეღვინეს - მიწა აჯბედაურში (1653 წ. ხ.ი. Rt. XVIII. N 10),
- ჯავახიშვილ როინს - წოდორეთს პატა [ჯავახიშვილის] კუთვნილს გარდა, დანარჩენი ჯავახიშვილების ნაქონი მამულები და მარკოზ ხუცესი ძმებით. ეს ყმა-მამული გარსევან და ფრიდონ ყორღანაშვილებს ჰქონიათ დროებით (1653 წ. Ad-0951),
- გორელ გიორგი გორგიჯანასშვილს - ადრე ნაწყალობევ სამთვალა წისქვილს გარდა კიდევ ოთხი თვალი და მეჯუდის წყალი (1653 წ. II.4. 1449-1872),
- გორში მისი სახლის გამართვის დროს გიორგი გორგიჯანაშვილის მამულის ერთი ნაწილი "გალავნის შიგნით დარჩა", ხოლო მეორე ნაწილი მეფემ სამოხელეოდ გამოართვა. სამაგიეროდ უბოძა გორგიჯანაშვილს გორშივე სხვა მამული ზოზონასშვილის შარამდე, მანთაშასა და ჯულაბას სახლებამდე, ჰამჩენაშვილის საზღვრემდე, მუსეფირასშვილის საყდრის გალავნამდე და თუმანიანთ ყმის, ბარილუსას ქულბაქამდე (1653 წ. 1449-1873),
- რამაზ ზუმბულიძეს - ციხედიდს მიწობლიძის ცოლყოფილის, მარიამის ნაქონი ყმა-მამული: ძეგვს გლეხი - პეტრიაშვილი მგელიტა და მისი განაყოფი ბერიკა, კბილაშვილი ნონიკა, გოჩიაშვილი პაატა, კბილაშვილი მახარა, გოდორაშვილი დემეტრა, გუთნიჯარაშვილი ნონიკა მისი ბიძაშვილებით (1653 წ. 1450-31/115),
- ალი აღას - შაბადინის რუ იმ პირობით, რომ გადაეხადა კუთვნილი სამეფო ღალა (1652 წ. XII.6. 1448-01032),
- მერაბ [ჯორჯაძეს] - ალაზნის პირს, საენისლოში, "რაც ბაშინჯახელთ ბაღჩა ჩაეყარათ" (1654 წ. 1448-00259),
- პაპუნა გოშტაშაბიშვილს - თრიალეთის პირს ნაოხარი სოფელი აზიკი (1654 წ. XI.4. Hd-04166),
- თარხან იორამ სააკაძეს - ამოვარდნილი ბახუტა ფავნელიშვილის ნაქონი ყმა-მამული ერთაწმინდას, ფავნისს და ნოსტეს (1652 წ. V.28. Hd-14415),
- ხოჯა ბეჰბუთას - ავლაბარში, "მახათას ქვეშეთ", სასაფლაოზე, საყდრის აშენების უფლება, სასაფლაოს გვერდით - ბაღი (1654 წ. 1450-22/065),
- გურგენ ყორღანაშვილს - ენაგეთს სამებისა დედინაშვილი და მისი ძმისწული დათია, ამოვარდნილი კუტუნაურის მამული (1654 წ. 1450-01/094),
- იოვანე აფხაზს - ამოვარდნილი აღათანგ საგინაშვილის ნაქონი მამული (1654 წ. III.11. Sd-0748),
- ურბნელ ზაქარიას - ოქონის ღმრთისმშობლის საწინამძღვრო და "უკლებლივ, რაც ქრისტეფორეს ჰქონდა" (1655 წ. VIII.7. Ad-0602),
- ყაიბულას - ავლაბარში ამოანა ზალიკაშვილი მამულითურთ (1654 წ. 1448-00547),
- გივი გურამიშვილს - თითო კომლი: ვარდანაშვილი ტურია, შაშვიაშვილი, ჩაიშელაშვილი ლაზარე და გივის მიერვე აშენებული ღურაოს ზვარი (1655 წ. Hd-14859),
- სახასო სამწევრელთ - პაპიას ნასყიდის გარდა, დანარჩენი საურწაშენოს მიწა (1655 წ. 1450-06/030),
- ავთანდილ შანშეან-მარტიროზიშვილს - სოფელი სომანეთი, რომელიც ადრე ზაქარია და ავალ ავალიშვილებს ეკუთვნოდათ (1656 წ. III.18. 1450-01/013),
- მანდენაანთ როსტევანს - მისი განაყოფის, ამოვარდნილი მერაბ მამუკასშვილის ყმა-მამული: იასე გიორგასშვილი და სახლები, დარბაზი, შიგნით დიდი სახლი, სათორნე, მარანი ჭურით, მარნის წინ სახლი დარბაზის კუთხეში ოჯახით, დარბაზის გვერდით სახლები დავითიანთ პაპინას სახლებამდე, ეზო ზაქარასა და თანდულას კედლებამდე (1656 წ. XII.15. 1448-02315),
- თამაზ მაჩაბელს - ამოწყვეტილი მაჩაბლის მამულები ვარიანში, ძარწემში, ძარაში და ზემთხვისში, რომლებიც პაპუნა ვაშაყაშვილს ეჭირა (1656 წ. VIII.1. Qd-08967),
- შანშე {ჩოლაყაშვილს] - პაპუას ნაქონი მამული: ორი კომლი გლეხი თიანეთს, ქორდს - ნემსაშვილები: მახური და ჩურუხული, ქოილაშვილი პაპუნა და სოზიკა მამულებით (1656 წ. Hd-14672),
- როინ ჯავახიშვილს - სიმონ მეფის ერთგულებისათვის - საჯავახოში მისი ამოვარდნილი ნათესავის და ბიძაშვილის, ბერუკა [ჯავახიშვილის] კარ-მიდამო თეძამს გაღმა-გამოღმა (1656 წ. Hd-14677),
- მანუჩარ თუმანიშვილს - სოფელ ტინისხიდს ჰამზაბეგის ნაქონი მამული (1657 წ. III.1. Qd-08966),
- ხოსია ნარიმანისშვილს - სალაროს მუშრიბ ფირალ [ყანდურალიშვილის] მიერ ოთხად გაყოფილი ნახიდურის მიწის მეოთხედი - დაუთაანთ ვენახის გვერდით, მეფის მიერ ეჩმიაძინისათვის შეწირული სახასო გლეხისა და მამულის გამოკლებით (1657 წ. I.5. 1450-21/040),
- განუახლა ყორღანაშვილებს ენაგეთს შიმშილაანთ უბნის წყალობა, რომელზედაც ბარათაშვილები ეცილებოდნენ. უწყალობა მერაბ ყორანაშვილს, რომელსაც ენაგეთში მიწა არ ჰქონდა, შიმშილაანთ უბანში თორმეტი დღის საყანე და საქერე მიწა. ეს მამული ყორღანაშვილებსა და ენაგელებს უნდა გაეყოთ, ხოლო ახალშენელ სომეხიშვილს და ფეიქრიშვილს დაევალათ, ენაგეთში თავიანთი მამულებიდან სხვა ენაგელებისათვის წილი დაედოთ (1657 წ. VII.24. 1450-20/044),
- თაყა თუმანიშვილს - ბოლნისის ხევს სოფელი ბერდიკი (1658 წ. IX.12. Sd-0532),
- ელიზბარ სოლაღაშვილს - ყაფარისა და ბებურის სამკვიდროს გარდა, ყაფარის კერძი აზნაურიშვილი იარალა გარსუაშვილი მისი ყმებით: მარქარა ბუდახაშვილით, გოგია ლობიერაშვილით, ეგანა ბერნიშაშვილით (1658 წ. IX.1. Hd1350 ბ),
- პაპუნა ბარათაშვილს - ენაგეთს მიწა ზედ მოსახლე ყმებით: დავრეშათი და თამაზათი (1658 წ. Hd-04153),
- კარის მესტუმრე იოვანე აფხაზს - საბარათაშვილოში ამოვარდნილი სეხნია საგინაშვილის მამული (ჩხიკვთას ჯიმშიტა მოლარის მამულის გამოკლებით), მაწევანს, სთონეთს, ხრამსა და ირდასუბანს (1658 წ. 1450-12/006),
- როშაქიშვილსა და იასაულ ხოხონას - ასლამაზ ჩაჩიკაშვილის ნაქონი ნახევარი იფნობი ([1633-1658 წწ.] 1450-37/144),
- უცნობ პირს - სოფელი აბელია ([1634-1658 წწ.] Hd-11392-3),
- როინ ჯავახიშვილს - წყალობა ([1634-1658 წწ.] Hd-14642),
- ყაფლან [ბარათაშვილს] - როშაქ[ის]შვილები მათი მამულით, ფოცხვერანში - მელქისედე[გ]ის ნაქონი მამული ([1633-1658 წწ.] 1450-15/141),
უწყალობა (განუახლა) სახელო, სარგო
[edit]- ბეჟან ამილახორს - ლიახვს ზედა და ქვედა ქვეყნების სარდლობა (1633 წ. Hd-02126),
- მასვე - საამილახვროს სარდლობა (1633 წ. ახლო Hd-02123, Hd-02125),
- პატა ჯავახიშვილს - ახალდაბის მოურაობა (1633 წ. Hd-14450),
- მეითარ მანუჩარს - ქალაქის [თბილისის] მოურაობა (1634 წ. IV.8. 1450-53/084),
- სეფედავლე წერეთელასშვილს - თეძმის პირას მეფის ქალაქის მამასახლისობა (1634 წ. VII.2. 1450-25/126),
- დავით დავითიშვილს - ზემო ახალდაბის მოურაობა (1634 წწ. სს. II.II. N 189),
- მასვე - დირბის მოურაობა (1635 წ. Sd-0602),
- ბეჭდის შემნახავს, მურდარ მანუჩარ თუმანიშვილს - სარგო (1638 წ. VII.2. Hd-14602),
- ასლამაზს, ქალაქის მამასახლისის შვილს - თბილისის მამასახლისობა (1641 წ. Qd-06914),
- სუფრაჯ ბაინდურ ტერტერაშვილს - თრიალეთს "ოხერი" სახასო ახალქალაქის აშენების ნება დართო და უწყალობა მისი მოურაობა იმ პირობით, რომ სამცხედან, ჯავახეთიდან და ლორედან გლეხები უნდა მოესხა და ისე აეშენებინა. აქვე უნდა დაესახლებინა ამ ადგილებიდან თავიანთი სურვილით წამოსული გლეხებიც (1646 წ. II.10. 1450-34/231),
- ასლამაზ ჩაჩიკაშვილს - გავაზის მოურაობა (1647 წ. 1448-00085),
- ზაალ ზუმბულიძეს - აღაიანის მოურაობა (1650 წ. 1450-31/130),
- პატა ჯავახიშვილს - თრიალეთს, ოლთისის მოურაობა (1654 წ. Hd-14662),
- ბაზიერთუხუცეს ბაირამ ყულის გაუჩინა ბაზიერთუხუცესის სარგო, ყარაიაზის მეყორუღობა და ბელბაშობა, ლოჭინის ქვემოთ, ყარაღაჯის გარდა, სამეფო მამულების საბელბაშო. აგრეთვე, კონზე დაჭერილი ორაგულიდან ოცისთავი, ჯამაგირიან ბაზიერებიდან - ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ათისთავი, გაუჩინა აგრეთვე პირზე თითო ცხვარი იმავე წესით, როგორითაც შიოშ ბაზიერთუხუცესს ჰქონდა (1652 წ. 1461-08/035),
- ანდუყაფარ ამილახორს - განუახლა სადროშოს სარდლობა და გორის მოურაობა. საბუთის ბეჭდით დამტკიცებამდე ანდუყაფარი გარდაცვლილა და მეფის წყალობა გადაეცა გივი ამილახორს (1656 წ. Hd-02127),
- გივი ამილახორს - გაუჩინა სასარდლო სარგო (1656 წ. 1449-0285]]),
- ზურაბ თუმანიშვილს - ელის პირისთავის მკრეფელობა (1656 წ. Hd-14480);
განუახლა წყალობა
[edit]- ეჯუბა ყორღანაშვილს - სვიმონ მეფის წინაშე დამსახურებისათვის - დიდგორის ძირს ამოვარდნილი როსებ ბარათაშვილის ნაქონი სოფელი ბოციჯვარი, ისევე, როგორც მის (როსების) ძმებს, ელმადათსა და დურმიშხანს ჰქონდათ (1633 წ. 1450-17/026),
- ზურაბ ყაფარაშვილს - სვიმონ მეფის მიერ ნაბოძები სოფელი ხანძორკეტი (1633 წ. IV.15. 1448-03255),
- ქაიხოსრო ბარათაშვილს - რომელმაც მას იესე ერისთავი შემოურიგა - მკვიდრი მამულები, ვერისხევში ნახშირგორის ქვემო და ზემო უბნები (1633 წ. XII.25. 1450-12/129),
- დავით დავითიშვილს - ადრე ნაქონი სოფელი ბრეთი, რომელიც იმხანად მეფეს ქაიხოსრო ავალიშვილისათვის მიუცია (1633 წ. VII.21. Sd-0656),
- მასვე - მეფეთაგან წინათ სამკვიდროდ ნაწყალობევი მამულები (1633 წ. Sd-0601),
- კავთისხეველ იმედა ინაძეს - მისი სამკვიდრო პეტრაული მიწა (1633 წ. Qd-01481),
- ქაიხოსრო მაჩაბელს - მისი ამოვარდნილი ნათესავის, სალურყაზანის ნაქონი მამული გარეჯვარს, თამარაშენს - აზნაურები: ღუღუნასშვილი, გულიტა ქებაძე, ბაბუციძე, ხუცესი კობახიძე და გამსახურდა, რომლებიც ქაიხოსროს სვიმონ მეფისაგან ჰქონია ნაწყალობევი (1633 წ. Qd-08924),
- ჰასანბეგ ბარათაშვილს - მკვიდრი მამულები: სოფელი ზემო ოძისი, კუელთა, დვალთას - მამული და გლეხები; თაკვს და ვაკეს მამული; აბრამეთს - აბრამიძეები; ტბისს, ენაგეთს, ახალდაბას და აკურისს - მამულები; ერტისს - მაკარიშვილები; ვარხო[ვ]ნას - არეშიშვილები; ნასოფლარები: ავაზნი და გომარეთი; დმანისისხევში, გორინჯუკს, უკანგორს და ვანქს - მამულები (1633 წ. 1448-08267),
- საამ საგინაშვილს - ალიყულიბეგისაგან ნაწყალობევი საგინაშვილთა განაყოფის, ამოვარდნილი შანშეს კერძი მამული და სოფელი წრისი; აგრეთვე მამულები ბოგუს, ჩხიქთას, აბულმარგსს და ნაოხარი ნასოფლარები (1633 წ. 1449-1268),
- ზაალ ჯომარდიძეს - მისი მკვიდრი სოფელი გორისა (1633 წ. IV.21. Hd-14675),
- მამულები და სახელო დავით ელიოზისძე-გედევანიშვილს (1634 წ. VI.17. Qd-38 ბ),
- დავით დავითიშვილს - მისი მკვიდრი მამული თიხრევი, რომელიც დავითის ნარძლევს ნამორაძისათვის გირაოდ ჰქონდა მიცემული, ვინაიდან "დედაკაცს მამულის გასყიდვა არ ეხელყოდა", მეფემ სოფელი ისევ ძველ პატრონს დაუბრუნდა (1634 წ. Sd-0567),
- მერაბ ყორღანაშვილს - სვიმონ მეფისაგან ნაწყალობევი სოფლები: შავნი, ფიცხისი, მოქრისი, რომლებიც ადრე არდაზიანდის ეკუთვნოდა (1634 წ. VI.27. 1448-08265),
- ლეონ თურქისტანიშვილს - ახალდაბას, გორუმს და უკანგორს - მისივე მკვიდრი მამულები, რომლებიც ასანბეგ [ბარათაშვილს] უკანონოდ ეჭირა (1635 წ. XII.2. 1450-50/072),
- პაატა გლურჯიძეს - ქვემო ბოლნისს ხეჩატურაშვილები: ფირია და ხასია (1635 წ. 1448-00081),
- დოლმაზა გოგიბაშვილს - ჯიმშერისა და ნასოფლარ ბაღდადის წყალობა (1635 წ. Hd-14439),
- მერაბ ყორღანაშვილს - მისი მკვიდრი მამული ენაგეთს, არდასუბანსა და ციხისს. სახასო საკომლოები და ნაყიდი გლეხები, მისი ამოვარდილი განაყოფის, შერმაზანას ნაქონი ერთი საგლეხო სოფლის მეოთხედი, რომელიც გერმანოზ ბარათაშვილისაგან ჰქონიათ ყორღანაშვილებს ნაყიდი; ენაგეთშივე - მერაბის მიერ ყაენის კარზე ერთგული სამსახურით ნაშოვნი მამული; დურნუკის ბოლოს - ნასოფლარი ჯიგრაშენი, ლისს - ჯავახიანთაგან მოურავ სა[ა]კაძისათვის მიყიდული სოფელი წოდორეთი, ქციას გაღმა - ამოვარდნილი იოპა ბარათაშვილის კუთვნილი შოშილეთის ორი საკომლო; ამოვარდნილი გიორგი და პაპუნა არდაზიანდიშვილების ნაქონი მამულები, რომლებიც ყორღანაშვილებისათვის ბაგრატ და სვიმონ მეფეებს უწყალობებია; წოდორეთში - ჯავახიანთაგან ნაყიდი გლეხები: მირიანაშვილი პაატა, ბობაშვილი ქემაროზა, ვერისხევში - არდაზიანდისშვილების ნაქონი სოფელი ვანანი, ერთი გლეხი და ერთი ნაოხარი საკომლო; სახასო ნაოხარი ნასოფლარები: მოქრისი, ფიცხისი, ზემო შავნი, ვადოვნისხევი მონასტრით, დიდგორის შარამდე და სხალნარამდე, რაც მერაბისათვის სვიმონ მეფეს უწყალობებია და რაზედაც გოსტაშაბ ბარათაშვილი ეცილებოდა; დიდი შიმშილობის დროს მერაბის მიერ გოსტაშაბისაგან ნაყიდი ვანაელი გლეხი, იორდანესაგან ნაყიდი სასახლე და ოთხი დღის მიწა: ორი დღისა "სასახლის კარში" და ორი დღისა "გრძელს მიწებსი"; "ყიზილბაშის ქვეყანაში" გაწეული სამსახურისათვის უწყალობა აგრეთვე ამოვარდნილი მიწობლიძის სამკვიდრო სოფელი გუდალეტი მონასტრით, სასახლითა და ხოდაბუნებით; მეფეთაგან მინდორში ხატისათვის შეწირული მიწები; შეშაბერიძის ზემოთ მოსახლე ურიაყოფილ ალმასას მამული, წინარეხის ბოლოს - მოურავ სააკაძის ნაქონი სასახლე და ზვარი, ეზატის წყალს გამოღმა - [მიწები] ((1635 წ. IX.10. Qd-02432),
- ნასყიდა არუწაშვილს - მისი მკვიდრი ვენახი, რომელიც მეფეს აბაზაძისათვის ჰქონია ნაბოძები (1635 წ. Qd-02500),
- ქაიხოსრო ავალიშვილს - სოფელი ბრეთი (1636 წ. I.2. 1448-00082),
- პაპუნა ბარათაშვილს - მამამისის, გოსტაშაბ ბარათაშვილის მიერ გაწეული ერთგული სამსახურის გამო - მამამისის მამულების წყალობა (1636 წ. VIII.25. Hd-14601),
- ბაინდურ დალალასშვილს - სომხითს სამკვიდრო სოფელი ველთა და გულქანას ნაოხარი (1634 წ. IX.4. 1450-48/152),
- ასლამაზა იაგულაშვილს - მეფეების: დიდი სვიმონის, გიორგის, ლუარსაბის, სვიმონის მიერ ასლამაზას წინაპრებისათვის ნაბოძები მამულები: სომხითს სოფელი საღრეველა და დიდი საჴუნდარი (1636 წ. XII.12. 1450-09/123),
- ზურაბ ყაფარაშვილს - სომხითს ნაოხარი ყუზანას წყალობა (1636 წ. 1448-03273),
- [შიოშ] სოლაღაშვილს - სოფელი კუმისი და ზურაბ [სოლაღაშვილის] წილი მამული (1636 წ. Sd-0742),
- შარუა [შარუაშვილს] - თაზიშვილისაგან ნაყიდი ვენახი და სხვა მიწები (1636 წ. 1450-51/238),
- სიაუშ სოლაღაშვილს - ქალაქს მისი წინაპრებისაგან ნაყიდი სამი კომლი ვართანაშვილები, დეფუაშვილი ასატურა და მიხუაშვილები მამულებით (1637 წ. I.4. Sd-0743),
- პაპია თუმანიშვილს - მამამისის ნაქონი სოფელი ხანძორისი (1637 წ. III.27. Ad-973 ბ),
- დავითისშვილ ელიზბარს - მისი სამკვიდრო ქინძათი, რომელზედაც ეცილებოდნენ ავთანდილ და შალვა მარტიროზიშვილები (1637 წ. Ad-1084),
- პაპუნა ბერძნიშვილს - ნაყიდი სოფელი ერკნეთი, რომელიც ჟამთა ვითარებისაგან ფალავანდიშვილს წაერთმია. წყალობის დაბრუნების საფასურად პაპუნას რ ო ს ტ ო მ ი ს სადღეგრძელოდ აღაპის გადახდა დაეკისრა (1637 წ. 1450-31/068),
- ზაქარია მაყაშვილს - კახეთში კუთვნილი მამულები (1637 წ. Hd-14481),
- ელისბარ სოლაღაშვილს - მისი გამდელის, ზილფიჯანის გარდაცვალების შემდეგ - საბარათაშვილოში მკვიდრი სასაფლაო - კაბერეთის მონასტერი (1637 წ. 1450-28/189),
- ზაქარია ავალიშვილს - სომანეთი, ხიდირბეგის მესხების გარდა, ორი კომლი, ყმა-მამულით (1637 წ. Hd-14483),
- იოთამ კორინთელს - სვიმონ და ლუარსაბ მეფეების მიერ ნაწყალობევი კორინთელთა ამოვარდნილი ბიძაშვილის, გიორგის, ყმა-მამული რეხს, ირტოზას, ალევს და ჭურთისხევს (1639 წ. VIII.24. 1450-26/275),
- პაპუნა თურქისტანისშვილს - გორონჯუკს - ოლქია, მახარა და იარალა, ახალდაბას - ბერუაშვილი შალუტა და მამიაშვილი პაპუნა, რომლებიც თურქისტანიშვილებისათვის ადრე ჩამოურთმევია და საჩინოსშვილებისათვის უწყალობებია. საჩინოსშვილთა გაყრის შემდეგ ეს ხუთი კომლი რ ო ს ტ ო მ მ ა გასამყრელოდ აიღო და ისევ ძველ მეპატრონეებს უბოძა (1640 წ. 1450-10/102),
- დავით ფავნელისშვილს - მკვიდრი მამულები შერთულებს, ერედვს, ვანათს, ბროწლეთს, ხვითს (1640 წ. XII.8. 1450-45/168),
- ენალა მირიმანაშვილს - აბანოსუბანში ნაყიდი და ნაწყალობევი მამულები (1641 წ. 1450-06/004),