ნიკორწმიდის ბარძიმი - ლეონ II დადიანის შეწირული

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ქართული სიძველეები





ქართული სიძველეები



ნიკორწმინდის ბარძიმი







შესავალი[edit]

ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულია ვერცხლის ბარძიმი (საინვ. N 3788), რომელიც ადრე ნიკორწმიდის ეკლესიას ეკუთვნოდა

ბარძიმის აღწერა[edit]

მიხეილ ნიკოლეიშვილი[edit]

ბარძიმი (საინვენტარო N 3788), ვერცხლით მოჭედილი, სიმაღლე 19,3 სმ. შემოსულია 1926 წ. ნიკორწმიდის ეკლესიიდან.

წარწერები ნიკორწმიდის ბარძიმზე[edit]

ხატის შერჩენილი აქვს ქვედა აშიის მარცხენა მხარე (მარჯვენა ნაწილი დაკარგულია), რომელზეც მოთავსებულია სამსტრიქონიანი დაზიანებული ასომთავრული წარწერა:

ლევან II დადიანის წარწერის ტექსტი[edit]

ბარძიმის ფეხის ქვედა ნაწილში 13 სტრიქონიანი მხედრული წარწერაა:

ქ. ჩვენ ცვა ფარვანთა მინდობილმან თქვენმან ხელმწიფემა დადიანმა პატრონმა ლევან თქვენ ქუთათისა და პალაისტომის ღთისა მშობელსა შამოგწირეთ ბარძიმი ესე მას ჟამსა ოდეს შევებენით მეფესა ბაღდადსა ქ. გაგვემარჯვა მაშინ ომში და...[1] სულისა ჩვენისა საოხად.

  1. ბარძიმის შემდეგი წარწერიანი ნაწილი 14 სანტიმეტრზე ამოტეხილია

სილდასტანის წარწერის ტექსტი[edit]

ბარძიმის ფეხის წახნაგოვან ნაწილზე მხედრული წარწერაა:

ქ. მე ცოდვილმა მხევალმა ღთისამა გამდელმა ბატონიშვილის ნარინ დავითისმა სილდასტან შემოგწირეთ ბარძიმი ესე რაჭას უდაბნოს სულისა ჩემისა საოხად.

დათარიღება[edit]

მ. ნიკოლეიშვილი ლევან დადიანის წარწერას ბაღდადის ბრძოლის (1636 წ.) ახლო ხანებით ათარიღებს, ხოლო სილდასტანის წარწერა კი 1740 წლის შემდეგაა შესრულებული.

ლიტერატურა[edit]