ნიკიფორე ვრიენიოსი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ



საქართველოს ისტორიის ბერძნულ-რომაული წყაროები





ნიკიფორე ვრიენიოსი
(1062-1137)

ნიკიფორე ვრიენიოსი (ბერძნ. Νικηφόρος Βρυέννιος) — ბიზანტიელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე. მოღვაწეობდა კომნენოსების ეპოქაში. ალექსი I კომნენოსისგან მიიღო კეისრის წოდება. იყო ანა კომნენოსის ქმარი.
ნიკიფორე ვრიენიოსი ავტორია ისტორიული ჩანაწერებისა "მასალები ისტორიისათვის", რომლებიც მოიცავენ 976–1087 წლებს და ამ პერიოდის ბიზანტიის ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა.
ნიკიფორე ვრიენოსის თხზულების ცნობები საქართველოს შესახებ თარგმნა და 1954 წ. კრებულში 1954 - მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის - ნაკვეთი 31 - გვ.233-247 გამოაქვეყნა თამარ ბრეგაძემ ნაშრომში თამარ ბრეგაძე - ნიკიფორე ვრიენიოსი საქართველოს შესახებ.


ნიკიფორე ვრიენიოსის ცნობები საქართველოს შესახებ - ქართული თარგმანის PDF ვერსია


ნიკიფორე ვრიენიოსი - "მასალები ისტორიისათვის" (რუსული თარგმანი)





ნიკიფორე ვრიენიოსი
მასალები ისტორიისათვის

პირველად საჭიროა ითქვას, თუ ვინ არიან თურქები და პირველად ქვეყნის რომელ მხრიდან წამოსულნი, შემდეგში გახდნენ მეზობელნი რომაელებისა. ისინი ცხოვრობდნენ და ფლობდნენ ტანაიდისა და ბოსფორის იქით ჩრდილოეთით მდებარე მხარეს და არც მაინცადამაინც დაშორებული იყვნენ კავკასიის მთებიდან. ეს ხალხი დამოუკიდებელი იყო და დასაბამიდან ხალხმრავალი და მეომარი, რომელიც რძით იკვებებოდა, ჯერ არასოდეს არ ყოფილა დამონებული არცერთი ხალხის მიერ.

წიგნი 1, თავი 7