მეჰმედ რაშიდი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

"თარიხ" ("ისტორია")
ავტორი: მეჰმედ რაშიდი
ცნობები საქართველოს შესახებ

გამომცემელი: ჩოჩიევი ვიტალი


უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის თურქული წყაროები







მეჰმედ რაშიდის ცნობები საქართველოსა და ზოგიერთი მეზობელი ქვეყნის შესახებ - თურქული ტექსტი ქართული თარგმანით გამოსცა, გამოკვლევა და შენიშვნები დაურთო ვიტალი ჩოჩიევმა - უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ - წიგნი XLII - თბილისი - 1976

რესურსები ინტერნეტში: http://dspace.gela.org.ge/handle/123456789/5199


წინასიტყვაობა[edit]

ტექსტი[edit]

მეჰმედ რაშიდი
"თარიხ" ("ისტორია")
[16]
რაშიდის "თარიხ"-ის ქართული თარგმანი

1065 წელი (11.XI.1654-31.X.1655)[edit]

დიდი მიწისძვრის შედეგად ვანის ციხის ზოგი ადგილის დანგრევა[edit]

ვანის ეიალეთის მირმირანის, სეიდ იუსუფ ფაშას არზა მოვიდა. მასში ნათქვამი იყო, რომ ალლაჰის ნებით მომხდარი დიდი მიწისძვრისაგან დაინგრა ვანის ციხის ერთი კოშკი და ზოგი ადგილი. რადგანაც ხსენებული ციხე რაფიზთა ტომებსა და ქურთებს შორის მდებარეობს, ხოლო ადგილობრივმა მოსახლეობამ სიმშვიდე დაკარგა, ამიტომ მაღალი სასახლის ერთ-ერთი კაფუჯი-ბაში, კარაკაშ ალი აღა დაინიშნა და გაიგზავნა დანგრეული ადგილების შესაკეთებლად და გასამაგრებლად ისე, როგორც ადრე იყო.

ტ.I, გვ.102.

1091 წელი (2.II.1680-21.I.1681)[edit]

ახალციხის მირმირანის, ასლან ფაშას, მოკვლა[edit]

ვინაიდან ახალციხის ბეგლარბეგი, ასლან ფაშა, ქონების შეძენის სურვილით საქართველოს ქვეყანაში მღელვარებას იწვევდა და ამბოხებისა და არეულობის მოთავე იყო, არზრუმის ვალიმ, იბრაჰიმ ფაშამ, მისდამი გაგზავნილი სამეუფეო წერილის შესაბამისად, არ დააყოვნა (ასლან ფაშას) მოკვლა. მისი მოჭრილი თავი სამეფო კარის წინ მიწაზე გაგორებით დაამცირეს.

ტ.I, გვ.363.

[17]

1103 წელი (24.IX.1691-12.IX.1692)[edit]

ირანის შაჰის ელჩის ჩამოსვლა[edit]

ტახტზე ბედნიერების მომასწავებელ ასვლასთან დაკავშირებით, ირანის შაჰის მიერ ელჩად გამოგზავნილ იქნა განჯის მმართველი, ქელბ ალი. როცა სატახტომდე მიაღწია, გაიცა (მისი სატახტოში შესვლის) ნებართვის მინიჭების სამეუფეო ფირმანი, რომლის შესაბამისდ [ხსენებული ელჩი] ღვთივდაცულ ედირნეში შევიდა. დროულად იქნა მიღებული ზომები, რათა, სამეუფეო კანონის შესაბამისად, [იგი] უზრუნველეყოთ აუცილებელი სახსრით და ბინით. მას შემდეგ რაც რამდენჯერმე დანაყრდა და ნაირ-ნაირი სიკეთით გაბედნიერდა, მეორე ჯუმადის მერვე დღეს [26.II.1692 წ.] მსოფლიოს ტახტის საფეხურის [წინაშე] ძირს დაემხო, ფადიშაჰს თავისი წერილი გადასცა და მიართვა ირანის ქვეყანაში განთქმული ხუთი ჩორთიანი ცხენი, ორმოცდახუთი ირანული ძვირფასი ქვებით მოოჭვილი ფარი, მურასა ხმალი და სხვა საჩუქრები.

ტ. II, გვ.182

სამეუფეო წერილის გადაცემა ირანის ელჩისათვის უავგუსტოესი (მიღების დროს)[edit]

ამას წინათ ბედკეთილ გამეფებასთან დაკავშირებით ჩამოსულ ირანელ ელჩს, ქელბ ალი ხანს მიწცა ირანის ქვეყანაში კვლავ დაბრუნების ნებართვა. რადგანაც შაჰისათვის გასაგზავნად გამზადებული სამეუფეო წერილის გადაცემა [ირანელი ელჩებისათვის] ძველი ჩვეულების მიხედვით, სამეუფეო დარბაზობის დროს ხდება, ამიტომ [მდინარე] დუნაის ნაპირზე კასრად წოდებულ ადგილზე, [სადაც მაშინ სულთანი იმყოფებოდა], ედირნის სასახლის მსგავსი კარავი გამართეს და დიდებული რამაზანის მეცამეტე დღეს [30.V.1692 წ.] [ირანის ელჩი ქელბ ალი ხანი] საპატიო რაზმის თანხლებით კონაღიდან (იქ) გადაიყვანეს.

როდესაც [შაჰის ელჩმა] დიდი ვეზირის თანდასწრებით თავი დაუკრა სამეფო უზანგს და მას შემდეგ, რაც საპატიო ხალათის ჩაცმით ჯერ დიდი ვეზირის აღმატებულება იქნა გაპატიოსნებული, ხსენებული ელჩიც დაუყოვნებლივ [ფადიშაჰმა] სიასამურის ქურქით შეიწყალა. (ამის შემდეგ) გაიცა ფირმანი იმის შესახებ, რომ მაღალი სამეუფეო წყალობიდან საჩუქრის სახით [ელჩისათვის] [18] სამგზავრო ხარჯების ანგარიშში მიეცათ თორმეტი ათას ხუთასი ყურუში, ხოლო მისი თანმხლებლებისათვის აგრეთვე ხუთი ათას ხუთასი ყურუში, [ელჩის] სულ უფროსი ხაზინადარისათვის ხუთი ათასი ყურუში, ხოლო მისი თანმხლებლისათვის ორი ათასი, რაც ერთად აღებული შეადგენს ოცდა ხუთი ათას ყურუშს, და რომ ნება მიეცათ [ელჩისათვის] დაბრუნებულიყო თავის ქვეყანაში.

ტ. II, გვ.192

1114 წელი (28.V.1702-16.V.1703)[edit]

[21]

გურიელის ელჩის დაპატიმრება[edit]

ვინაიდან ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ერთ-ერთი ქვეყნის, გურიის, მთავრის ხელქვეითი თავკაცები შეთანხმების და პირობის საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ, ამიტომ მისი მხრიდან ელჩობის სახით მოსული რამდენიმე ქართველი სადალჯინის ციხეში გაგზავნესა და პატიმარჰყვეს, ხოლო საჩუქრის სახელწოდებით ჩაყვანილი რვა ვაჟი და ოთხი ქალწული საჯარო ვაჭრობით დაჰყიდეს. ხსენებული ჯგუფის [გაყიდვის გზით მიღებული] ჯიზია ხაზინას გადაეცა სარწმუნოების მიზნებისათვის.

ტ. II, გვ.561

ამბავი საქართველოზე ლაშქრობისა და ისლამის ლაშქრის დანიშვნის შესახებ[edit]

ვინაიდან ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ქვეყნების მოსახლეობიდან დადიანის, გურიელის და აფხაზი აჯანყებულები რამდენიმე წლის განმავლობაში უარს ამბობდნენ ჯიზიას გადახდაზე, ამას გარდა, თავს ესხმოდნენ და ძალას იყენებდნენ ისლამის ქვეყნების ზოგიერთი საზღვრის მიმართ, [ამიტომ] მოწონწბული იქნა გადაწყვეტილება ამას წინათ ბაბა დაღისკენ დანიშნული ვეზირის ქუსჯი ხალილ ფაშასთვის არზრუმის ეიალეთის ბოძებისა და საქართველოზე სალაშქროდ შერჩეული ისლამის ლაშქრის სარდლად დანიშვნის შესახებ.

გაიცა ბრძანება, რომ მთავარსარდალ, ზემოხსენებულ ვეზირ ქუსჯი ხალილ ფაშასთან შეიკრიბონ და მის სიტყვასა და ბრძანებას დაემორჩილონ: ტრაპიზონის ბეგლარბეგი სალიჰ ფაშა ხსენებული ეიალეთის ლაშქრით, (აგრეთვე) ალაი ბეგები, ზაიმები და თიმარის მფლობელები და ადგილობრივი მეომრები; აღმოსავლეთ ყარა ჰისარის სანჯაყის განმგებელი მუსტაფა ფაშა მთელი თავისი კარის ხალხით, სამასი შეიარაღებული მოხალისით და ხსენებული ლივის ზაიმები და თიმარის მფლობელები; გონიოს სანჯაყის ბეგი და მეორე ბაზიერთუხუცესი მეჰმედ აღა მაღალი კარის იენიჩარების ყველა მებრძოლის შემადგენლობით ხუთი ოდა; ორასი კაცი ჯებეჯი, ასი მეზარბაზნე, ორმოცდაათი ზარბაზნების ლაფეტების მზიდავი.

ტრაპიზონის ეიალეთში განლაგებული იენიჩარების სარდლები თავიანთი მებრძოლებით, გონიოს დასაცავად ჩაყენებული მაღალი [22] კარის იენიჩრები, სამეფო ფლოტის ორი ნიჩბიანი და ორმოცი იალქნიანი გემი და გონიოს შორის მდებარე (ზღვის) ნაპირზე მყოფ მოლაშქრეთა ნაწილები და სხვა ხალხი, ყველა ვისაც კი გააჩნია საომარი თოფი;

ჩილდირის მხრიდან აგრეთვე, ჩილდირის ბეგლარბეგი ისჰაკ ფაშა მთელი თავისი კარის ხალხით, ჩილდირის ეიალეთის ზაიმები და თიმარის მფლობელები და ალაი ბეგები, ახალციხეში განლაგებული [სამეფო] კარის მეომრებიდან სამასი კაცი დაექვემდებაროს ერთ ჩაუშს; აწყურის და ხერთვისის ციხეების აღები მათს გვერდში მყოფი, [დაქვემდებარებული] მოხალისეებით, ჩილდირის ეიალეთის ქვეითი მეთოფეები და მხედრები, ასევე [იმ] თოთხმეტი სანჯაყის ბეგებით, რომლებიც იურთლუკად და ოჯაკლიკად ითვლებიან მთელი მათი კარის ხალხით;

ყარსის ბეგლარბეგი მუსტაფა ფაშა მთელი მისი, წესრიგში მოყვანილი კარის ხალხით და მისი ეიალეთის ყველა ზაიმი და თიმარის მფლობელი, ყარსის, მაღაზბერდის, გეჩვანის და კაღიზმანის მეციხოვნეები და მათს ირგვლივ მყოფი მოხალისეების აღები, და ხსენებულ ეიალეთში მდებარე თხუთმეტი სანჯაყის ბეგი;

არზრუმის ეიალეთში მდებარე ცხრა სანჯაყის ბეგი და ალაი ბეგი, [აგრეთვე] ზაიმები და თიმარის მფლობელები და ქიღის, კაღიზმანის, ბაიაზეთის და ალაშკერტის სანჯაყების ბეგები.

ტ. II, გვ.580-581

დამამშვიდებელი ცნობის მიღება ამირებისაგან საქართველოზე ლაშქრობიდან რიზეში დაბრუნების შემდეგ[edit]

ამას წინათ საქართველოზე სალაშქროდ დანიშნულმა ბეგებმა, მოლოდინის წინააღმდეგ, რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწიეს. ვინაიდან ზამთარი ახლოვდებოდა და [ზღვაზე] ქარიშხლის [ამოვარდნისა] ეშინოდათ, გემები რიზედ წოდებული ადგილის ნავსადგურში შევიდნენ. [სატახტოში] ცნობა მოვიდა, რომ ისინი გაზაფხულის დადგომამდა ხსენებულ [ნავსადგურში] დარჩებოდნენ.

ტ. III, გვ.92

საქართველოზე ლაშქრობა[edit]

საქართველოს მხარეებში მდებარე იმერეთის, სამეგრელოს და გურიელის ქვეყნების მოსახლეობის ზოგიერთმა ჯგუფმა აჯანყების დროშა ააფრიალა. როცა მის უდიდებულესობას, მრისხანე ფადიშაჰს [ამის შესახებ] მოახსენეს, ხსენებული თვის მეთორმეტე დღეს [31.I.1703 წ.] მაღალი ფირმანი გაიცა ტრაპიზონის ვალის და სხვა მხარეების ვალიებზე მთავარსარდლად განწესებული ხალილ ფაშას სახელზე იმის შესახებ, რომ აჯანყებულთა ხელში ჩავარდნილი ციხეები [25] განთავისუფლების შემდეგ ძირფესვიანად მოეთხარათ, ხოლო ბაღდადჯიკად და ბათუმად წოდებულ ადგილებში, საჭიროებისდამიხედვით, რამოდენიმე ციხის საძირკველი ჩაეყარათ და ყველა ადგილზე საკმაო რაოდენობით მცველები ჩაეყენებინათ.