ლეონტი მროველი - "ცხოვრება ქართველთა მეფეთა" (1849)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები







ლეონტი მროველი - "ცხოვრება ქართველთა მეფეთა"




პუბლიკაციები[edit]

1849 - ქართლის ცხოვრება - ნაწილი I - მარი ბროსეს რედაქციით


ტექსტი[edit]

[ლეონტი მროველი]
["ცხოვრება ქართველთა მეფეთა"]


პირუჱლად ვაჴსენოთ ესრეთ, რამეთუ სომეხთა და ქართუელთა, რანთა და მოვაკნელთა, ჰერთა და ლეკთა მეგრელთა და კავკასიანთა, ამათ ყოველთა ერთი იყო მამა სახელით თარგამოს: ესე თარგამოს იყო ძე თარშისა, ძისა ავანანისა, ძისა იაფეთისი ძისა ნოესა: და იყო ესე თარგამოს კაცი გმირი: და შემდგომად განყოფისა ენათასა, ოდეს აღაშენა ნებროთ ბაბილონს გოდოლი და განეყუნეს მუნ ენანი, და განიბნინეს მუნით ყოველსა ქუჱყანასა. და წარმოვიდა ესე თარგამოს ნათესავითურთ მისით, და დაემკვიდრა ორთა-მათ მთათა შორის კაცთა შეუალსა არარატსა და მასისსა და იყო ნათესავი მისი დიდი და ურიცხვი, რამეთუ ესხნეს ცოლ-მრავალ ძენი და ასულნი და შჳლნი და შჳლის-შჳლნი ძეთა და ასულთა მისთანი, რამეთუ ცხოვნდა იგი ექუსას წელ, და ვერღა-რა იტევდა ქუჱყანა არარატისა და მასისისა. ქუჱყანა-იგი რომელი წილით ხდომოდა, ესე არს საზღვარი ქუჱყანისა მისისა. აღმოსავლით ზღუა გურგენისა, რომელსა აწ გილანის ზღუად სახელ-სდებენ. დასავლით ზღუა პონტოსა, რომელსა აწ შავ-ზღუად სახელსდებენ სამჴრით მთა ორეთისა, რომელ არს ქურთთა ქუჱყანასა, პირის-პირ მიდიისა. ჩრდილოთ მთა კავკასია, რომელსა სპარსნი იალბუზს უწოდენ:

ხოლო შჳლთა-გან თარგამოსისთა, გამოჩნდეს კაცნი რუანი გმირნი ძლიერნი და სახელოვანნი რომელთა სახელები ესე არს: პირუჱლსა ერქუა ჰაოს. მეორესა ქართლოს. მესამესა, ბარდოს. მეოთხესა მოვაკან. მეხუთესა, ლეკოს. მეექუსესა ჱეროს. მეშვიდესა, კავკას. მერვესა ეგროს: ესე რვანი იყუნეს გმირნი, ხოლო ჰაოს უმეტეს გმირი იყო ყოველთასა. რამეთუ ეგევითარი არა-ოდეს ყოფილ იყო არცა წყლის-რღუნის წინათ, და არცა შემდგომად, ტანითა, ძალითა და სიმჴნითა: ხოლო ვერღა-რა იტევდა ქვეყანა არარატისა და მასისისა. განუყო თარგამოს ქუჱყანა და ნათესავი თჳსი რუათა ამათ გმირთა. ნახევარი ნათესავისა მისისა, და ნახევარი და უმჯობესი ქუჱყანისა მისისა, მისცა ჰაოსს ხოლო შჳდთა ამათ მისცა ხვედრი მათი არძანგებისაებრ მათისა, წარმოიყუანნა შჳდნი იგი ჩრდილოთ კერძო და განუყვნნა ქუჱყანანი ღირსებისაებრ მათისა: მისცა ქართლოსს, და უჩინა საზღუარი აღმოსავლით, ჱერეთი და მდინარე ბერდუჯისი დასავლით, ზღუა პონტოსი. სამხრით, მთა რომელი მიჰყვების ბერდუჯის მდინარის თავს, და მთა რომელი მიჰყვების დასავლით კერძო, რომლისა წყალი გარდმოდის ჩრდილოთ კერძო, და მიერთვის მტკუარსა რომელ მიჰყვების მთა შორის კლარჯეთსა და ტაოს, ვიდრე ზღუამდის, და ჩრდილოთ საზღვარი ღადო -მთა, რომელსა აწ ჰქჳან ლიხი და ამათ საზღუართა საშუალ მისცა ყოველი ქართლოსს:

ხოლო ბარდოსს მისცა მტკუარს სამჴრით, ბერდუჯის მდინარით-გან ვიდრე სადა შეკრბებიან მტკუარი და რაჴსი. ამან ბარდოს აღაშენა ქალაქი ბარდავი, და ეშენა მუნ:

და მოვაკანს მისცა მტკუარისა ჩრდილო, მცირისა ალაზნისა შესართავით-გან ვიდრე ზღუამდე და ამან აღაშენა ქალაქი მოვაკნეთი, და დაემკჳდრა მუნ:

ხოლო ჱეროსს მისცა ქუჱყანა მტკურისა ჩრდილო, მცირისა ალაზნისა შესართავით-გან ვიდრე ტყე-ტბამდე, რომელსა აწ ჰქვიან გულგულა და ამან ჱეროს აღაშენა პირველად ქალაქი შესაკრებელთა შორის ორთავე ალაზანთასა, და უწოდა სახელი თვისი ჱერეთი, და მის გამო ჰქვიან ჱერეთი, და აწ მის ადგილსა ჰქვიან ხორანთა:

ეგროსს მისცა ქუჱყანა ზღჳს ყურისა და უჩინა საზღუარი. აღმოსავლით, მთა მცირე რომელსა აწ ჰქჳან ლიხი დასავლით, ზღუა მდინარე მცირისა ხაზარეთისა სადა წარსწუთების წვერი კავკასისა. ხოლო ამან ეგროს აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თვისი ეგრისი. აწ მას ადგილსა ჰქვიან ბედია: ხოლო კავკასიათა ჩრდილოთ არა იყო ხვედრი თარგამოსისა, არამედ არცა იყო კაცი კავკასიასა ჩრდილოთ, და უმკჳდრო იყო ქუჱეყანა იგი კავკასიითგან ვიდრე მდინარემდე დიდად, რომელი შესდის ზღუასა დარუბანდისასა ამის-თჳს მოიყუანნა მრავალთა გმირთა-გან ორნი გმირნი, ლეკან და კავკასი, და მისცა ლეკანს ზღვით-გან დარუბანდისათა, ვიდრე მდინარემდე ლომეკისა. ჩრდილოთ, ვიდრე მდინარემდე დიდად ხაზარეთისად. და მისცა კავკასის ლომეკის მდინარით-გან ვიდრე დასასრულადმდე კავკასისა, დასავალით:

ხოლო ჰაოს დაემკჳდრა საყოფელთა მამისა თჳსისა თარგამოსისათა, და დაიპყრა ქუჱყანა ჩრდილოთა, ვითა დაგვიწერია სამხრით, მთით ორეთისით-გან აღმოსავლით, ვიდრე ზღუადმდე გურგანისა, და დასავლით ვიდრე ზღუადმდინ პონტოსა. და ამათ შვიდთავე ზედან იყო გამგებელ და უფალ ჰაოს, და ესე ყოველნი იყუნეს მორჩილ ჰაოსისა. და ესე რვანივე ერთობით ჰმონებდეს ნებროთს გმირსა, რომელი იყო პირველი მეფე ყოვლისა ქუჱყანისა:

შემდგომად ამისა მცირედთა წელიწადთა, მოუწოდა ჰაოს შვიდთა მათ გმირთა შემოკრიბნა და ჰრქუა მათ. "მოგუცა ღმერთ-მან მაღალ-მან ძალი და სიმრავლე ნათესავისა ჩუჱ- ნისა. აწ შეწევნითა ღუთისა დამბადებლისათა ვიყუნეთ არა-ვისა მონა და არა-ვის ვმსახუროთ, თვინიერ ღვთისა დამბადებელისა: "ეწამნეს შვიდნი იგი გმირნი, და დაუმტკიცეს განზრახვა-იგი და განუდგეს ნებროთს, და არღა-რა მისცეს ხარკი. და ეზრახნეს სხუათა ვიეთმე ნათესავთა, და დაუორგულდეს სხუანიცა ნათესავნი: მაშინ განუწყრა ნებროთ და შემოკრიბნა გმირნი მისნი, და ყოველნი რომელნი ერჩდეს სპანი მისნი, და მომართა თარგამოსიანთა: ხოლო ჰაოს მოუწოდა შჳდთავე გმირთა და ნათესავსა თარგამოსისა, და შეეწივნეს სხვანიცა ვინმე ნათესავნი დასავლეთისანი შეკრიბნა ჰაოს ესე ყოველნი და დადგა ძირსა მასისისასა: და ვითარ მოადგა ნებროთ ქუჱყანასა ადარბადაგნისასა და დადგა მუნ, და წარავლინნა გმირნი სამეოცნი და მათ-თანა სპანი ძლიერნი წყობად თარგამოსიანთა: ხოლო ვითარცა მოიწივნეს სპანი იგი ნებროთისანი, მაშინ მიეგებნეს შვიდნი-იგი გმირნი ჰაოსისანი, სპითა ძლიერითა: ხოლო ჰაოს სპითა უძლიერესითა დაუდგა უკანით, ზურგით იქმნა მათ შორის ბრძოლა სასტიკი, რომელი ემსგავსებოდა სასტიკებასა ჰაერისასა. რამეთუ მტვერი ფერჴისა მათისა ვითარცა ღრუბელი სქელი, ელვა აბჯრისა ვითარცა ელვა ცისა, ჴმა პირისა მათისა ვითარცა ჴმა ქუხილისა, სიმრავლე ისართა და ტყორცა ქვისა მათისა ვითარცა სეტყვა ჴშირი და დათხევა სისხლისა მათისა ვითარცა ღვარი სეტყვათა: განგრძელდა ბრძოლა მათ შორის, და მოსწყდა ორგნითვე ურიცხვი:

ხოლო ჰაოს უდგა ზურგად გმირთა მისთა, ძალ-სცემდა და ნუგეშის-ცემად, ჴმითა საზარელითა რომელი მსგავსი იყო მეხის-ტეხისა: მაშინ სძლეს თარგამოსიანთა და მოსრნეს სამეოცნი იგი გმირნი ნებროთისნი და სპანი მათნი: ხოლო შვიდნი ესე გმირნი თარგამოსიანნი. ქართლოს, ბარდოს, მოვაკან, ჱეროს, ლეკან, კავკასან, ეგროს, ესენი დარჩეს ცოცხლებით, თვინიერ წყლულებისა, და ძლევა-შემოსილნი მადლობდეს ღმერთსა: ხოლო ვითარცა ესმა ნებროთს, განწყრა და წარმოემართა მათ კერძო, ყოვლითა ძალითა მისითა: ხოლო ჰაოსს არა ჰყვეს სპანი ნებროთის სპათა ოდენი: გამაგრდა იგი ღირღალთა შინა მასისისათა. მიუდგა ქუჱშე კერძო ნებროთ, და იყო იგი ჭურვილი რკინითა და რვალითა, ტერფთ-გან ვიდრე თხემამდე: აჴდა ერთსა გორასა ზედა ზრახუად ჰაოსისა, და ეტყოდა დამორჩილებასავე მისსა, რათა მიქცევა სთნდეს მისდავე ხოლო ჰაოს ჰრქუა ძმათა მისთა. "განმიმაგრეთ ზურგით კერძი ჩემი, და მივეახლო ნებროთს.“ და წარვიდა და მივიდა პირის-პირ მახლობელად ნებროთისა, და სტყორცა ისარი ჰკრა მკერდსა ნებროთისასა, ფიცარსა ზედა რვალისასა, და განავლო ზურგით: მაშინ დაეცა ნებროთ, და იოტა ბანაკი მისი, და ჰაოს ჰყო თავი თვისი მეფედ ძმათა თჳსთა ზედა, და სხუათაცა ნათესავთა ზედა მახლობელთა საზღუართა მისთასა: ხოლო შვიდნივე ესე ძმანი წარვიდეს თჳს-თჳსად ქუჱყანად, და იყუნეს მორჩილ ჰაოსისა: ხოლო აქამომდის დავწერეთ ჰამბავი ესე რვათა ძმათა:

ხოლო აქათგან ვიწყოთ და წარმოვთქუათ ჰამბავი ქართლისა და ნათესავისა მათისა, და ცხოვრება მათი ვიდრე დღეთა ჩუჱნთამდე: და ვითარ-იგი განუყო ქუჱყანა თარგამოს ნათესავსა მისდა, რუათავე შჳლთა მისთა, და მისცა ქუჱყანა ქართლოსს, რომელი ზემო აღვწერეთ: და ესე ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა-მას სადა შეერთვის არაგვი მტკუარსა, და განვიდა მთასამას ზედა, რომელსა ეწოდების არმაზი, და პირველად შექმნა სიმაგრენი მას ზედა, და იშენა მუნ ზედა სახლი, და უწოდა მთასა-მას სახელი თავისა თჳსისა ქართლი, და ვიდრე აღმართებამდე მუნ ზედა კერპი არმაზისი ერქუა მთასა მას ქართლი. და მის გამო ეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი, ხუნანითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა: შემდგომად ამისსა ამანვე ქართლოს აღაშენა ციხე ორბისა, რომელსა აწ ჰქვიან სამშვილდე. და კვალად აღაშენა მტკვრის ციხე, რომელსა აწ ჰქვიან ხუნანი: ცხოვნდა იგი მრავალთა წელთა და გამბრავლდა ნათესავი მისი: ხოლო შვილთა შორის მისთა გამოჩნდეს ხუთნი გმირნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველსა, მცხეთოს. მეორესა, გარდაბოს. მესამესა, კახოს. მეოთხესა, კუხოს. მეხუთესა, გაჩიოს: ესე ხუთნივე იყუნეს გმირნი, არამედ მცხეთოს უგმირე იყო სხვათა-მათ: მოკუდა ქართლოს, და დაფლეს იგი თავსა ზედა ქართლისასა, რომელსა აწ ეწოდების არმაზი: და შემდგომად ამისსა ცოლ-მან მისმან აღაშენა დედა-ციხე. და მანვე აღაშენა ბოსტან-ქალაქი, რომელსა აწ ჰქვიან რუსთავი: და განყვნა ცოლ-მან ქართლოსისა-მან ხუთნივე იგი გმირნი, შვილნი მისნი: მისცა გარდაბოსს ხუნანი, და უჩინა საზღუარი. აღმოსავლით, მდინარე ბერდუჯისი. დასავლით, ქალაქი გაჩიანი, და სამჴრით მთა პირუჱლ -ჴსენებული, და ჩრდილოთ მტკუარი:

ხოლო გაჩიოსს მისცა ორბის-ციხე, და სკვირეთის მდინარით-გან თავადმდე აბოცისა. და ამან გაჩიოს აღაშენა ქალაქი გაჩიანი, რომელსა მაშინ ერქუა სანადირო-ქალაქი:

ხოლო კუხოსს მისცა ბოსტან-ქალაქი, რომელსა აწ ჰქვიან რუსთავი: მისცა არაგვითგან ვიდრე ჱერეთამდე, თავადმდე, მთასა კახეთისასა და მტკუარსა შუა:

ხოლო კახოსს მისცა კავკასიასა და კახეთის მთასა შორის, არაგვით-გან ვიდრე ტყეტბადმდე, რომელი არს საზღუარი ჱერეთისა. და ამან კახოს აღაშენა ჩელეთი, კუხოს შეეწია შენებასა ჩელეთისასა, რამეთუ დედა-ციხე კახოსის ხვედრი იყო, და მისცა კახოს შეწევნისათვის, და შეეწია შენებასა ჩელეთისასა, რომელსა ბერ ერქუა პირველ შენებულსა კახეთისასა: ხოლო მცხეთოს, რომელი უგმირე იყო ძმათა მისთა, ესე დარჩა საყოფელთა მამისა მათისა ქართლოსისათა, რომელსა აწ ჰქვიან არმაზი. და მანვე აღაშენა ქალაქი შესაკრებელსა შორის მტკურისა და არაგვი- სასა, და უწოდა სახელი თჳსი მცხეთა, და დაიპყრა ქუჱყანა ტფილისით-გან და არაგვით-გან დასავლით ვიდრე ზღუადმდე სპერისა: და ესე იყო განმგე და უფალ მათ ოთხთავე ძმათა ზედა, და ესე ოთხნივე იყუნეს მორჩილ მისსა: ესე არიან განყოფანი ქართლოსის ძეთანი და რომელნი განუყუნა დედამან მათ-მან შემდგომად სიკუდილისა ქართლოსისა: ხოლო მრავალთა წელთა და მრავალთა ჟამთა ცხონდა ძე ქართლოსისი, და განმრავლდა ნათესავი მისი, და მათ ყოველთა განმრავლდა ნათესავი მათი:

ხოლო შვილთა შორის მცხეთოსისათა გამოჩნდეს სამნი გმირნი სახელოვანნი, რომელთა სახელები ესე არს: პირუჱლსა, უფლოს. მეორეს, ოძრჴოს. მესამესა, ჯავახოს: განუყო მათ ქვეყანა და ნათესავი მათი, ყოველი: ომრჴოსს მისცა ტასის- კარითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა, ქვეყანა კლდოვანი. ამან ოძრჴოს აღაშენა ორნი ციხე-ქალაქნი: ოძრჴე და თუხარისი: ხოლო ჯავახოსს მისცა ფანავრით-გან ვიდრე თავადმდე მტკურისა. და ამან ჯავახოს აღაშენა ორნი ციხექალაქნი, წუნდა და ქალაქი არტანისა, რომელსა მაშინ ერქუა ქაჯთა ქალაქი, ხოლო აწ ჰქვიან ჰური: ხოლო უფლოს დარჩა საყოფელსა მამისა მათისა მცხეთოსისა, მცხეთას, დაეპყრა ქუჱყანა არაგვითგან ვიდრე ტასის-კარამდე, და ფანავარადმე. და ამან აღაშენა უფლის-ციხე, ურბნისი, კასპი. არაგვით-გან და არმაზით-გან ვიდრე ტასის- კართამდე უწოდა ამას ქუჱყანასა ზენას-სოფლისა, რომელსა აწ ჰქვიან შიდა-ქართლი:

ხოლო ვიდრე სიკუდილამდე მცხეთოსისა, ესე ყოველნი ნათესავნი თარგამოსისნი იყუნეს სიყუარულსა ზედა ერთმანერთისასა, და შიში აქუნდათ ნებროთიანთა, და ჰგონებდეს იგინი ნებროთიანთ- გან ძებნასა სისხლისა ნებროთისსა, და ისწრაფდეს იგინი მაგრებასა ციხექალაქთასა შიშისა-თჳს ნებროთიანთასა. ხოლო ვითარცა მცხეთოს მოკუდა, ძე ქართლოსისი, შთავარდა შური შორის შჳლთა ქართლოსისთა. იწყეს ბრძოლად და ჴდომად ურთიერთას. რამეთუ უფლოსს, ძესა მცხეთოსისსა, არა ერჩდეს, არცა ხადოდეს უფლად, რომელი დატევებულ იყო საყდართა ქართლოსისათა. მამისა მისისა-გან მიცემულ იყო უფლობა ქართლოსიანთა: იწყეს ბრძოლად და ჴდომად ურთიერთას, და განაგრძელეს მათ შორის ბრძოლა, რომელ ჟამსამე აღდგიან ამათგანნი ორნი ნათესავნი ერთსა ზედა და სხუანი შეეწეოდიან რომელნიმე მას და რომელნიმე კვალად სხუანი აღდგეს ერთმან-ერთსა ზედა და სხუანი შეეწეოდიან. რომელსამე ჟამსა იქმნის მშვიდობა მათ შორის, და შეიშალნიან და ებრძოდიან: და გაგრძელდა მათ შორის ესევითარი საქმე, და არა-ვინ იყო მათ შორის უწარჩინებულეს და უსახელოვანეს, არამედ ადგილითი-ადგილად თავადნი იჩინიან: ხოლო რომელიცა იყვის მცხეთას რეცა თავადი იგი იყვის ყოველთა მათ სხუათა ზედა, და არცა სახელ-ედებოდათ მეფედ, არცა ერის-თავად, არამედ მამასახლისი ეწოდებოდათ, და იგი იყვის მაზავებელ და ბჭე სხუათა ქართლოსიანთა, რამეთუ ქალაქი მცხეთა განდიდებულ იყო უმეტეს ყოველთასა, და უწოდდეს დედა-ქალაქად: და მას ჟამსა დაივიწყეს ღმერთი, დამბადებელი მათი, და იქმნეს მსახურ მზისა და მთოვარისა, და ვარსკულავთა ხუთთა, და მტკიცე და უფროსი საფიცარი მათი იყო საფლავი ქართლოსისა:


გამოსლვა ხაზართა:

მას ჟამსა შინა განძლიერდეს ხაზარნი და დაუწყეს ბრძოლად ნათესავსა ლეკისათა და სიოსთა: და ესე თარგამოსიანნი ყოველნი მას ჟამსა იყუნეს მშვიდობით, სიყუარულსა ერთმანერთისასა. ხოლო შვილთა ზედა კავკასისთა იყო უფალ დურძუკ, ძე ტირეთისი: ეზრახნეს ესე ექუსთავე ნათესავთა თარგამოსიანთა და ითხოვდეს შველა ხაზართა ზედა. ხოლო შეკრბეს ყოველნი ნათესავნი თარგამოსიანნი, და გარდავლეს მთა კავკასია. და მოტყუჱნეს ყოველნი საზღუარნი ხაზარეთისანი, და აღაშენნეს ქალაქნი პირსა ხაზარეთისასა, და წარმოვიდეს:ამისსა შემდგომად, ხაზართა იჩინეს მეფე, და დაემორჩილნეს ყოველნი ხაზარნი მეფესა-მას ჩინებულსა მათსა. და წარმოიძღუანეს იგი და გამოვლეს ზღვის-კარი, რომელსა აწ ჰქვიან დარუბანდი: ვერ წინა-აღუდგეს თარგამოსიანნი, რამეთუ იყო სიმრავლე ურიცხვი ხაზართა: წარტყვენეს ქუჱყანა თარგამოსიანთა და შეჰმუსრნეს ყოველნი ქალაქნი არარატისანი და მასისისანი, და ჩრდილოსანი. და დაურჩეს ციხე-ქალაქნი თუხარისისა, სამშვილდე და მტკვრისციხე, რომელ არს ხუნანი, შიდა-ქართლი და ეგრისი: და ისწავეს ხაზართა ორნივე ესე გზანი, რომელ არს ზღვის-კარი დარუბანდი, და არაგვის-კარი, რომელ არს დარიალა. და განამრავლეს ხაზართა გამოსულა და ტყვევნა მათი, და ვერღა-რა წინა-აღუდგეს, და მიერით-გან იქმნეს ყოველნი თარგამოსიანნი მოხარკე ხაზართა: ხოლო ოდეს პირველ გამოვიდა ხაზართა მეფე და მოტყვენნა ქუჱყანანი, რომელნი ზემოთ დაგვიწერია, და გარდავლო მთა კავკასია, და იყო ძე მისი სახელით უობოს, და მისცა ძესა მისსა ტყვე სომხითისა და ქართლისა. და მისცა ქუჱყანა კავკასის ნაწილი, ლომეკის მდინარისა დასავლით, დასავლეთადმდე მთისა, და დაეშენა: უობოს და მათნი ნათესავნი არიან ოსვნი, და იგი არს ოვსეთი, რომელ ნაწილი იყო კავკასისა. და დურძუკ, რომელი უწარჩინებულეს იყო შვილთა შორის კავკასისთა, მივიდა და დაჯდა ნაპრალსა შინა მთისასა, უწოდა სახელი თჳსი დურძუკეთი, და მისცემდა ხარკსა მეფესა ხაზართასა:

ხოლო მასვე გზობასა მისცა მამის ძმის-წულსა მისსა ხაზართა მეფე-მან ნაწილი ლეკანისა, აღმოსავლით, ზღვით-გან დარუბანდისით, მდინარემდე ლომეკისა, და მისცა ტყვე რანისა და მოვაკნისა. და ეშენა იგი მუნ, რომელ ნაწილი იყო ლეკანისი: ხოზონის, რომელ უწარჩინებულეს იყო ნათესავთა შორის ლეკანისთა, მივიდა და დაჯდა ნაპრალსა შინა მთისასა, აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თჳსი ხოზანიხეთი. და გარდაჴდეს მას შინა ჟამნი მრავალნი. და ესე ყოველნი ნათესავნი იყუნეს მოხარკე ხაზართა:

მიერით-გან განძლიერდეს სპარსნი, მზისა აღმოსავლით-გან, ნათესავნი ნებროთისნი, და გამოუჩნდა ნათესავთა შორის ნებროთისთა კაცი ერთი გმირი, აფრიდონ, "რომელ-მან შეკრაო ჯაჭვითა ბევრასფ, გველთა უფალი, და დააბა მთასა ზედა რომელ არს კაცთ შეუვალიო.“ ესე-ვითარი წერილ არს ცხოვრებასა სპარსთასა: აფრიდონ ეუფლა ყოველსა ქუჱყანასა სპარსთასა, ხოლო რომელთამე ქვეყანათა შეგზავნნა ერის-თავნი, ჴელადნი მისნი, და რომელიმე ქუჱყანა მოხარკე ეყო: ამან წარმოგზავნა ერის-თავი თჳსი სპითა დიდითა, რომელსა სახელი ერქუა არდამ, შვილი ნებროთის ნათესავთა. მოვიდა ქართლად და შემუსრნა ყოველნი ქალაქნი და ციხენი ქართლისანი, და მოსრნა ყოველნი რაოდენი ხაზარნი პოვნნა ქართლსა შინა: ამან არდამ ერის-თავ-მან აღაშენა ქალაქი ზღვის-კარს, და უწოდა სახელი დარუბანდი, რომელი ითარგმნების "დაჴშა კარი.“ და მანვე მოზღუდა მცხეთა ქალაქი ქვით- კირითა. და აქამომდე არა იყო ქართლს შინა საქმე ქვით-კირისა. ამის გამო დაისწავლეს ქვით-კირი. ამანვე არდამ მოჰკიდა კირი ზღუდე ციხესა არმაზისასა, და აქათ მტკვრამდის, და წარმოზღუდა ცხვირი არმაზისი ვიდრე მტკურამდე: და ერისთავობდა აგადონ მრავალთა წულთა. ხოლო ოდეს განუყო აფრიდონ ყოველი ქუჱყანა სამთა ძეთა მისთა, მაშინ რომელსაცა ძესა მისცა სახლად სპარსეთი, და მასვე ხუდა წილად ქართლი, რომელსა სახელად ერქუა იარედ: ხოლო შემდგომად ადარმა ერის-თავისა გარდაიცვალნეს დ ერისთავნი, მიერით-გან უცალო იქმნეს ძენი აფრიდონისნი, რამეთუ იწყეს ბრძოლად ურთიერთას, და მოკლეს ორთა ძმათა იარედ, ძმა მათი. მაშინ პოვეს ჟამი მარჯვე ქართლოსიანთა ...... ბერძენთასა. წყლის ქვემოთ დარჩა ბერძენთა. რამეთუ მკჳდრთა მის ადგილისათა ეზრახნეს ოვსთა, გარდამოიყვანეს ოვსნი და ჰპოვეს ერის-თავი სპარსთა ველსა გარე, და კნისობდა, და მოკლეს იგი. და რომელ ჰპოვეს სპარსი, ყოველი მოსწყვიდეს ოვსთა და ქართუჱლთა, და განთავისუფლდეს ქართუჱლნი, ხოლო რანი და ჱერეთი დარჩა სპარსთა: და შემდგომად ამისსა, მრავალთა წელიწადთა კვალად განძლიერდეს სპარსნი. და განდიდნა მეფე სპარსთა, რომელსა ერქუა ქეკაპოს: იყო კაცი ვინმე მას ჟამსა ლეკეთს, მგრძნებელი, ნათესავი ზანიხიზისი და მან გრძნებითა თვისითა დააბრმო ქეკაპოს მეფე და სპა მისი, და ვერ შევიდა ლეკეთს: უკუ-მოიქცა, და მაშინღა განუნათლდათ თვალები. ამან ქეკაპოს მეფე-მ კვალად მოხარკე ყუნა ქართუჱლნი და წარვიდა:

შემდგომად ამისსა რა-ოდენთამე წელიწადთა, მოვიდა ჰამბავი, ვითარმედ მოსე განვლო ზღვა ისრაელთა, და იზრდებიან იგინი უდაბნოსა მანანათა. განკვირდეს ყოველნი და მათ ყოველთა წარმართთა აქეს ღმერთი ისრაელთა:

და შემდგომად ამისსა რა-ოდენთამე წელიწადთა, უცალო იქმნა ქეკაპოს, მეფე სპარსთა, რამეთუ იწყო ბრძოლა თურქთა. მაშინ პოეს ჟამი მარჯუჱ სომეხთა და ქართუჱლთა და განუდგეს სპარსთა, და განამაგრნეს ციხენი და ქალაქნი მათნი, და შეიერთნეს ყოველნი ნათესავნი თარგამოსიანნი: შემდგომად ამისსა რა-ოდენმე წელიწადთა, გამოგზავნა ქეკაპოს, სპარსთა მეფე- მან, ძე მისი, რომელსა ერქუა ფარშოროტ, სპითა დიდითა სომეხთა და ქართუჱლთა და ყოველთა თარგამოსიანთა ზედა: ხოლო შეკრბეს ესე ყოველნი თარგამოსიანნი, მიეგებნეს და ეწყვნეს არდაბადაგანს, სძლეს, და იოტეს ფარშოროტ, და მოსრეს სპა მისი: შემდგომად ამისსა მცირედთა წელიწადთა, კვალად გამოგზავნა ამანვე ქეკაპოს ძის-წული მისი, ძე შიოშ ბედნიერისა, რომელი მოიკლა თურქეთს, ვითარცა წერილ არს წიგნსა სპარსთა ცხოვრებისასა. არა ყოველი მართალი, არამედ უმრავლესი ტყუვილი: წარმოემართა ესე ძე შიოშისი, სახელით ქაიხოსრო: ვერ წინა-აღუდგეს მას სომეხნი და ქართუჱლნი, რამეთუ დიდი იყო ძალი მისი: მოვლო ყოველი სომხითი და ქართლი, მოტყვენა ყოველივე, იავარ-ყუნა ყოველნი ციხენი და ქალაქნი, და დაუტევნა ერის-თავნი, და აღაშენა ადარბადაგანს სახლი სალოცავი სჯულისა მათისა, და წარვიდა.

და შემდგომად ამისსა რა-ოდენთამე წელიწადთა, უცალო იქმნა ქაიხოსრო, და იწყო ბრძოლად თურქთა, ეძიებდა სისხლსა მამისა მათისასა. და იპოეს ჟამი სომეხთა და ქართუჱლთა, განუდგეს სპარსთა და მოსრნეს ერის-თავნი სპარსთანი, და განთავისუფლდენ: მასვე ჟამსა მოვიდეს თურქნი, ოტებულნი მისვე ქაიხოსროსა-გან. გამოვლეს ზღუა გურგანისი, აღმოყვეს მტკვარსა და მოვიდეს მცხეთას სახლი ოცდა რვა: და ეზრახნეს მამასახლისსა მცხეთისასა, აღუთქუჱს შეწევნა სპარსთა ზედა. ხოლო მამასახლისმ-ან მცხეთელ-მან აუწყა ყოველთა ქართუჱლთა. ინებეს დამეგობრება მათ თურქთა, რამეთუ აქუნდა შიში სპარსთა, და შემწეობისა-თვის დაიმეგობრნეს თურქნი იგი გამოსხმულნი, და განიყვანეს ყოველთა ქალაქთა შინა:

ხოლო უმრავლესნი მათგანნი მოვიდეს და პოეს ადგილი ერთი, მცხეთას დასავლით კერძო, კლდეთა შორის გამოკუეთილი, ღრმა, და მოითხოვეს ადგილი -იგი მცხეთელის მამასახლისისა-გან. მისცა და აღაშენეს იგი, მოზღუდეს მტკიცედ, და ეწოდა მას ადგილსა სარკინე: და იყუ- ნეს ესე თურქნი და ქართუჱლნი ნების მყოფელ ერთმან-ერთისა, მოელოდეს მოსლვასა სპარსთასა. ამაგრებდეს ციხეთა და ქალაქთა: მას ჟამსა შინა სადათაც ვინ მივიდის ოტებულნი საბერძნეთით, გინა ასურით, გინა ხაზარეთით, ყოველივე დაიმეგობრიან ქართუჱლთა შემწეობისთჳს სპარსთა ზედა: და გამოვიდეს ამას შინა ჟამნი მრავალნი:

მაშინ ნაბუქოდონოსორ მეფემან წარმოსტყუენა იერუსალემი, და მუნით ოტებულნი ჰურიანი მოვიდეს ქართლს, მოითხოვეს მცხეთელ მამასახლისისა-გან ქვეყანა ხარკითა. ხოლო მცხეთელ-მან მამასახლის-მან მისცა და დასხნა არაგუსა ზედა, წყაროსა, რომე ჰქჳან ზანავი. და რომელი ქუჱყანა აქუნდა მათ ხარკითა, აწ ქჳან ხერკ ხარკისა მისთჳს.

აქამომდის ქართლოსიანთა ენა სომხური იყო, რომელსა ზრახჳდეს. ხოლო ოდეს შემოკრბეს ესე ურიცხუნი ნათესავნი ქართლსა შინა, მაშინ ქართუჱლთაცა დაუტევეს ენა სომხური და ამათ ყოველთა ნათესავთა-გან შეიქმნა ენა ქართული: და იპყრეს სჯული უბოროტესი ყოველთა ნათესავთასა. რამეთუ ცოლ-ქმრობისა- თჳს არა უჩნდათ ნათესაობა და ყოველსა სულიერსა ჭამდეს, საფლავი არა იყო, მკუდარსა შესჭამდეს:

შემდგომად ამისსა რა-ოდენთამე წელიწადთა, აღმოვიდა ძე სპარსთა მეფისა ვაშტაშაბისა, სახელით სპანდიატ-რვალი, გოლიათი და სახელოვანი. ხოლო ვერ წინა აღუდგეს სომეხნი და ქართუჱლნი, არამედ განამაგრნეს ციხენი და ქალაქნი მოელოდეს მოსლვასა მისსა: ხოლო მოვიდა-რა იგი ადარბადაგანს, ეწია ამბავი ვითარმედ შევიდეს თურქნი სპარსეთად და მოკლეს მამის მამაჲ მისი. მაშინ დაუტევა სპანდიატ ბრძოლა სომეხთა და ქართუჱლთა, შეიქცა თურქთ ზედა ძებნად სისხლსა მამის მამისა მისისასა. და განთავისუფლდეს სომეხნი და ქართუჱლნი:

შემდგომად ამისსა რა-ოდენთამე წელიწადთა, მეფე იქმნა სპარსეთს ძე სპანდიატრვალისა, რომელსა ერქუა სახელად ბაამან, რომელი იცნობების არდაშირობით: ესე განდიდნა უფროს ყოველთა მეფეთა სპარსთასა; ამან დაიპყრა ბაბილოვანი და ასურეთი, მოხარკე ყუნა ბერძენნი და ჰრომნი. და მაშინ ქართუჱლნი მოხარკე იყუნეს მისდავე. და იყუნეს ქართლს ესრეთ აღრეულ ესე ყოველნი ნათესავნი, და იზრახებოდა ქართლსა შინა ექუსი ენა: სომხური, ქართული, ხაზარული, ასურული, ებრაული და ბერძული. ესე ენანი იყვნეს და იცოდნეს ყოველთა ქართველთა, მამათა და დედათა:


შემოსლვა ალექსანდრესი მაკედონელისა:

ესე ალექსანდრე გამოჩნდა ქუჱყანასა საბერძნეთისასა, ქუჱყანასა, რომელსა ჰქვიან მაკედონია, ძე ფილიპე კაცნობისა, მეგჳპტელისა, ვითარცა წერილ არს ამბავი მისი წიგნსა ბერძენთასა: ამან ალექსანდრე-მ დაიპყრნა ყოველნი კიდენი ქუჱყანისანი: ესე გამოვიდა დასავლით; და შევიდა სამჴრით, შემოვიდა ჩრდილოთ, გარდამოვლო კავკასნი და მოვიდა ქართლად: და ჰპოვნა ყოველნი ქართველნი უბოროტეს ყოველთა ნათესავთა, სჯულითა. რამეთუ ცოლქმრობისა და სიძვისა-თჳს არა უჩნდა ნათესაობა, ყოველსა სულიერსა ჭამდეს, მკუდარსა შესჭამდეს, იხილა- რაჲ ესე ნათესავნი სასტიკნი წარმართნი, რომელთა-იგი ჩვენ ბუნთურქად და ყივჩაყად უწოდთ, მსხდომარენი მდინარესა ზედა მტკურისასა მიხვევით, დაუკჳრდა ესე ალექსანდრეს, რამეთუ არა რომელნი ნათესავნი იქმოდეს ამას:

და პოვნა ციხე-ქალაქნი ძლიერნი შუა-ქართლ. წუნდა, ხერთვისი მტკურისა, ოძრჴე მოკიდებული კლდესა ღადოსა, თუხარისი მდინა- რესა ზედა სპერისასა, რომელსა ჰქვიან ჭოროხი. ურბნისი, კასპი და უფლის-ციხე, ქალაქი დიდი მცხეთა და უბანნი მისნი, სარკინე, ციხე-დიდი და ზანავი, უბანი ურიათა, და რუსთავი, და დედა-ციხე სამშჳლდე, და მტკვრის ციხე, რომელ არს ხუნანი, და კახეთისა ქალაქნი: ამათ ყოველთა ციხე-ქალაქთა შინა პოვნა კაცნი სასტიკად მბრძოლნი. და განუყო ლაშქარი მისი და ყოველთა ამათ ციხექალაქთა გარემოადგინნა: და თჳთ დადგა მცხეთას. და დაუდგინნა ლაშქარნი იმიერ და ამიერ, ზემოთ და ქუჱმოთ, და თჳთ დადგა ქსანს ზედა, ადგილსა, რომელსა ჰქვიან ნასტაკისი: მტკვრისციხესა და თუხარისსა არა ბრძოდა, რამეთუ ვერ შეუძლებდა დაპყრობად. ხოლო სხუანი ესე ციხენი და ქალაქნი დაიპყრნა ექუს თუჱ: ხოლო სარკინელთა ბუნთურქთაგანთა აგინეს მეფესა განუწყრა ალექსანდრე და არღა-რა ინება ზავი, და ვედრება მათი არა შეიწყნარა, და რქვა მათ. „ვინათ-გან მაგინეთ მე, ესე არს ნაცვალი თქუჱნი, რათა დაგჴოცნე ყოველნი“. და მოიცვა ქალაქი სარკინე, და ვერა -სადით განერა ერთიცა კაცი. ხოლო სარკინელთა შესჭირდა, რამეთუ ბრძოდა თერთმეტ თუჱ. იწყეს ფარულად კლდესა კაფა, და განჴურიტეს კლდე იგი, რომელი რბილ იყო და ადჳლად საჴურეტელი. და განკრბეს ჴურელსა-მას სარკინელნი, ღამე, და შეივლტოდეს კავკასად, და დაუტევეს ცალიერადი ქალაქი. დაიპყრა ალექსანდრე ყოველი ქართლი: და ამა ალექსანდრე-მ მოსრნა ყოველნი-იგი ნათესავნი, აღრეულნი ქართლს მყოფნი, და უცხონი-იგი ნათესავნი მოსრნა, და დაატყვევნა, და დედანი და ყრმანი უცებნი, თხუთმეტისა წლისა უმცროსნი, და დაუტევნა ნათესავნი ქართლოსიანნი, და და უტევა მათ ზედა პატრიკად, სახელით აზონ, ძე იარედოსისი, ნათესავი მისი ქუჱყანით მაკედონით, და მისცა ასი ათასი კაცი ქუჱყანით რომით, რომელსა ჰქვიან ფროტათოს: ესე ფროტათოსელნი იყუნეს კაცნი ძლიერნი და მჴნენი, და ეკირთებოდეს ქუჱყანასა რომისასა. და მოიყვანნა ქართლად, მისცა აზონს პატრიკსა. და დაუტევა ქართლს ერის-თავად აზონ პატრიკსა, და ამის თანა სპანი-იგი, მპყრობელად ქართლისა:

და უბრძანა ალექსანდრე-მ აზონს, რათა პატივ-სცემდენ მზესა და მთოვარესა და ვარსკუ- ლავთა ხუთთა, და მსახურებდენ ღმერთსა უხილავსა, დამბადებელსა ყოვლისასა. რამეთუ მას ჟამსა არა იყო წინასწარმეტყველი და მოძღუარი სჯულისა ჭეშმარიტისა, რომელ-მანცა ასწავა და ამხილა, არამედ მოიგონა სჯული ესე ალექსანდრე, მეფობასა შინა მისსა, ყოველსა ქუჱყანასა სჯული ესე დაუდვა. და წარვიდა ალექსანდრე:

ხოლო ამან აზონ-მან მოარღვივნა ზღუდენი ქალაქსა მცხეთას საფუძვლითურთ, და დაუტევნა ოთხნი იგი ციხენი, რომელნი მოსდგმიდეს პირსა ქართლისასა: თავადი ციხე, რომელ არს არმაზი, და ერთი ციხე დასასრულსა არმაზისა ცხვირისასა; და ერთი თავსა ზედა მცხეთისასა; მეოთხე ციხე, დასავლით, მცხეთა მტკვარსა ზედა. და ესენი მომტკიცნა, და განავსნა იგინი ლაშქრითა. და ყოველთა ქართლისა ქალაქთა მოარღვივნა ზღუდენი, და დაიპყრნა ყოველნი საზღუარნი ქართლისანი, ბერდუჯის მდინარითგან ვიდრე ზღუადმდე სპერისა. დაიპყრა ქართლსა ზედა ეგრისიცა, და მოხარკე ყუნა ოსნი, ლეკნი და ხაზარნი.

და ვითარ წარვიდა ალექსანდრე ეგვიპტედ, აღაშენა ქალაქი ალექსანდრია, და თორმეტ წლამდის მოვლო ყოველი ქვეყანა, თორმეტსა წელსა შინა დაეპყრნეს ყოველნი კიდენი ქუჱყანისანი, და მეთოთხმეტესა წელსა ალექსანდრიას შინა მოკუდა იგი, უსწორო დიდი ჴელმწიფე: და ვითარ მოკუდებოდა იგი, მისსავე სიცოცხლესა შინა განუტევნა მთავარნი იგი რომელნი შეპყრობილ და დამონებულ იყუნენ მისგან. და იგინი წარვიდეს თჳს-თჳსად ქალაქად, ვითარცა ბრძანებულ იყო: მერმე მაშინ მოიყვანნა ოთხნი კაცნი, ტომნი მისნი, რომელნი იყუნეს სახელით ანტიოქოზ, რომოს, ბიზინტიოს და პლატონ. და მისცა ანტიოქოზს ასურასტანი და სომხითი, და კერძო აღმოსავლეთისა უჩინა მას, და მან აღაშენა ქალაქი ანტიოქია. ხოლო ჰრომოს მისცა თრიმიკოზი, და უჩინა კერძო დასავლეთისა. და მან აღაშენა ქალაქი ჰრომი: და ბიზინტიოსს მისცა საბერძნეთი და ქართლი, და უჩინა კერძო ჩრდილოსა: და მოუწერა წიგნი ანდერძი აზონ პატრიკსა, ერის-თავსა ქართლისასა, რათა მსახურებდეს იგი ბიზინტიოსს. და მან აღაშენა ბიზინტია, რომელსა აწ ჰქვიან კოსტანტი- პოლი: ხოლო პლატონ დაუტევა ალექსანდრიას, და მოკუდა ალექსანდრე: ამან აზონ დაუტევა სჯული ალექსანდრეს მოცემული, იწყო კერპთმსახურებად, და შექმნნა ორნი კერპნი ვეცხლისანი: გაცი და გაიმ. და მონებდა იგი ბიზინტიოსს, მეფესა საბერძნეთისასა: იყო კაცი ძნელი და მრისხანე და ესე დააწესა და ამცნო სპათა მისთა, ვითარმედ: „ყოველთა ქართველთაგან-მან რომელ-მან პოვოს საჭურველი, მოკალთ იგი“. და ყოფდეს ჰრომნი -იგი ესრეთ, ქართველთა ზედა, და ვინცა- ვინ გამოჩნდის ქართველთაგანი ქმნულ-კეთილი და ჰასაკოვანი, მოკლიან იგი. და იყო ჭირი დიდი ქართველთა ზედა. და ესე აზონ მათ ჰრომთაცა ზედა იყო მესისხლე, და მოესრნეს მრავალნი მათგანნი:


ა. ცხოვრება ფარნავაზისი რომელი იყო პირველი მეფე ქართლისა:

მას ჟამსა იყო ჭაბუკი ერთი მცხეთას ქალაქსა შინა, რომელსა ერქვა ფარნავაზ: ესე ფარნავაზ იყო მამულად ქართველი, ნათესავი უფლოსი, მცხეთოსის ძისა, და დედულად სპარსი ასპანელი. და იყო იგი ძმის-წული სამარისი, რომელი მოსლვასა -მას ალექსანდრესსა, მცხეთელ მამასახლისი ყოფილ-იყო. ესე სამარ და ძმა მისი, მამა ფარნავაზისი, მოკლულ იყო ალექსანდრესგან: ხოლო დედასა ფარნავაზისსა წარეყუანა ფარნავაზ, სამისა წლისა ყრმა, და შელტოლვილ იყო კავკასიად. და მუნ აღზრდილ იყო: და მოსრულ იყო მცხეთას, მამულსა თჳსსა: ხოლო ესე ფარნავაზ იყო კაცი გონიერი, მჴედარი შემმართებელი და მონადირე ჴელოვანი: და იმალვიდა იგი სიკეთესა თჳსსა, აზონის შიშისაგან. ხოლო მონადირეობითა მისითა იქმნა მეცნიერ აზონისსა, და შეიყუარა იგი აზონ-მან მონადირეობისა-თჳს: ევედრებოდა ფარნავაზს დედა მისი: „შვილო ჩემო, ეკრძალე აზონს, და ნურა-რას იჩინებ სიკეთესა თავისა შენისა, ნუ უკუჱ მოგკლან შენ“. და იყო შიში და ძრწოლა მას ზედა: და ვითარ განმრავლდა შიში აზონისი მათ ზედა, ჰრქვა ფარნავაზს: „შვილო ჩემო, დაუტევე საყოფელი მამათა შენთა, და წარმიყვანე მამულსა ჩემსა ასპანს, ძმათა ჩემთა თანა, და განერე შენ ცოცხალი ჴელისაგან აზონისა.“ და დაამტკიცეს განზრახუა ესე, წარსლვა ასპანისა: ჭირ -უჩნდა ფარნავაზს დატევება საყოფელსა მამათა მისთასა, არამედ შიშისა-გან დიდისა დაამტკიცა წარსლვა: მაშინ იხილა სიზმარი ფარნავაზ, რეცა იყო იგი სახლსა შინა უკაცურსა, და ეგულვებოდა განსლვა, და ვერ განვიდა: მაშინ გამოვიდა სარკუმელსა მისსა შუქი მზისა და მოერტყა წელთა მისთა, და განიზიდა და განიყვანა სარკუმელსა-მას: და ვითარ განვიდა ველად, იხილა მზე ქუჱმდებარე, მიჰყო ჴელი მისი, მოჴოცა ცვარი პირსა მზისასა, და იცხო პირსა მისსა: განიღვიძა ფარნავაზ და განუკვირდა, სიზმარი იგი: "ესე არს, მე წარვალ ასპანს, და მუნ კეთილსა მივეცემი".

ხოლო მას დღესა შინა განვიდა და ნადირობდა მარტო, და დევნა უყო ირემთა ველსა დიღომისასა: და ივლტოდეს ირემნი ღრიღალთა შინა ტფილისისათა: მისდევდა ფარნავაზ, სტყორცა ისარი და ჰკრა ირემსა, და მცირედ წარვლო ირემ-მან და დაეცა ძირსა კლდისასა: მივიდა ფარნავაზ ირემსა ზედა, და დღე იგი, მწუხრი, გარდაჴდა, და დაჯდა ირემსა -მას თანა, რათამცა დაყო მუნ ღამე და დილეულმცა წარვიდა: ხოლო კლდისა-მის ძირსა ქვაბი იყო, რომლი- სა კარი აღმოქმნულ იყო ქვითა ძველად, და სიძუელითა შეჰქმნოდა დარღუჱვა შენებულსა - მას: მაშინ დაასხა წჳმა მძაფრი: ხოლო ფარნავაზ აღმოიღო ჩუგლუგი და გამოარღჳა კარი ქვაბისა მის, რათამცა მუნ შიგა დაიმშრალა წჳმისა-მისგან, და შევიდა ქვაბსა -მას და იხილა მუნ შინა განძი მიუწდომელი, ოქრო და ვეცხლი და სამსახურებელი ოქროსა და ვეცხლისა მიუწდომელი: მაშინ ფარნავაზ განკჳრდა და აღივსო სიხარულითა, და მოეგონა სიზმარი იგი, და დაკრძალა კარი ქვაბისა ეგრეთვე: მსწრაფლ წარმოვიდა და უთხრა დედასა თჳსსა და ორთა დათა მისთა: მასვე ღამესა წარმოვიდეს სამნივე, საჴედრებითა და ჭურჭლებითა, და იწყეს გამოღებად განძისა- მის და დაფლვად სიმარჯუესა თჳსსა: ვითარ განთენდებოდის, კვალად ეგრეთვე აღმოქმნიან კარი ქვაბისა-მის. და ესრეთ გამოკრიბეს იგი ხუთ ღამე და დაიგულეს სიმარჯვესა მათსა:

მაშინ ფარნავაზ წარგზავნა მონა თჳსი ქუჯის- თანა და ჰრქვა: „მე ვარ ნათესავი უფლოსისი მცხეთოსის ძისა, და ძმის-წული სამარა მამასახლისისა, და არს ჩემ-თანა ხუასტაგი დიდძალი. აწ ინებო, რათა მით ხვასტაგითა მოვიდე შენ-თანა, და ვიყუნეთ ჩუჱნ ძმა, და ვიჴმაროთ ჩუჱნ ხვასტაგი-იგი ორთავე. გამოუჩნდეთ ჩუჱნ მტერად აზონ ერის- თვისა, და სუჱმან ჩვენმან გვცეს ჩუჱნ ძლევა კეთილი“. მაშინ განიხარა ქუჯი სიხარულითა დიდითა და ჰრქვა: „აღდეგ და მოვედ ჩემ-თანა, და ნუ შურობ ხუასტაგსა შენსა, და ხვასტაგითა შენითა განგიმრავლნე სპანი შენნი, ვიდრე გამოვჩნდეთ მტერად აზონისა: მაშინ განიხარონ ყოველთა ქართველთა აწყუჱდილთა მის-გან და მიწყუდეულთა. და ვგონებ რომელ ჰრომთა-მათგანნიცა გამოგვერთნენ. რამეთუ ურიცხვნი აწყუედილ არიან მათგანნიცა აზონის-გან“. მაშინ ფარნავაზ ფარულად წარვიდა, სიხარულითა, და რომელი შესაძლებელ იყო განძისა მის-გან წარიტანა თანა, და დედა და დანი მისნი მის-თანა. და მივიდა ქუჯის თანა, და ჰრქვა მას ქუჯი: „შენ ხარ შჳლი თავთა მათთა ქართლისათა, და შენ გმართებს უფლობა ჩუჱნი: აწ ნუ შურობ ხვასტაგსა შენსა, რათა განვამრავლნეთ სპანი. და უკეთუ მოგუეცეს ძლევა, შენ ხარ უფალი ჩუჱნი და მე ვარ მონა შენი“.

მაშინ შეიერთნეს და ეზრახნეს ოვსთა და ლეკთა. ხოლო მათ განიხარეს, რამეთუ არა სთნდა ხარკისა მიცემა აზონისა და გამოყუჱს ოვსნი და ლეკნი და განიმრავლნეს სპანი: ეგრისით შეკრბეს ურიცხუნი სპანი, და მომართეს აზონს. ხოლო აზონ-მან მოუწოდა სპათა თჳსთა და შემოჰკრიბნა. მაშინ ათ-ასი მჴედარი რჩეული ჰრომთა მათგანი, რომელთა ბოროტი წაჰკიდებოდა აზონის-გან, განუდგეს აზონს, და მოვიდეს წინაშე ფარნავაზისსა: მაშინ ყოველნი ქართუჱლნი განუდგეს აზონს: ხოლო სპანი რომელ დარჩომილ იყუნეს ვერღა-რა მიენდო მათ, რამეთუ ბოროტის მოქმედ იყო: წარვიდა აზონ და მივიდა კლარჯეთს, და გამაგრდა იგი სიმაგრეთა შინა კლარჯეთისათა: ხოლო მოვიდა ფარნავაზ მცხეთას და დაიპყრნა ოთხნი-იგი ციხენი მცხეთისანი, და მასვე წელიწადსა შინა დაიპყრა ყოველი ქართლი, თჳნიერ კლარჯეთისა: ამან ფარნავაზ წარავლინნა მოციქულნი წინაშე მეფისა ანტიოქოს ასურასტანისა, და წარსცა ძღუჱნი დიდ-ძალი, და აღუთქვა მას მსახურებაჲ, და ითხოვა მის-გან შეწევნა ბერძენთა ზედა: ხოლო ანტიოქოს შეიწყნარა ძღუჱნი მისი, და უწოდა შვილად თჳსად, და წარმოსცა გჳრგჳნი, და უბრძანა ერის-თავთა სომხეთისათა, რათა შეეწეოდიან ფარნავაზს:

ხოლო წელსა მეორესა აზონ მოირთნა სპანი საბერძნეთით, განძლიერდა ფრიად და მომართა ფარნავაზს. ხოლო ფარნავაზს განემრავლნეს მჴედარნი ქართლისანი: მოუწოდა მათ და უჴმო ქუჯის და ოვსთა, და შეკრბეს ესე ყოველნი, და მოერთნეს ერის- თავნი ანტიოქოზისნი, სომხითით. და ესე ყოველნი შეკრიბნა ფარნავაზ და მიეგებნა ნაქალაქევსა თანა არტანისასა, რომელსა ერქვა მაშინ ქაჯთა - ქალაქი, რომელ არს ჰური, და ეწყუნეს მუნ: და იქმნა ბრძოლა დიდ-ძალი. და მოსწყდეს ორგნითვე ურიცუხნი. ხოლო იძლივნეს ბერძენნი ფარნავაზის-გან: ივლტოდა ბანაკი მათი, და მოკლეს აზონ, და ურიცხუნი სპანი მათნი მოსრნეს და ტყუჱ ქმნეს: და წარვიდა ფარნავაზ, და მოტყუჱნა საზღუარი საბერძნეთისა, ანძიანძორა, და ეკლეცით შემოიქცა. მოვიდა კლარჯეთს და დაიპყრა კლარჯეთი, და წარმოვიდა მცხეთად, სიხარულითა დიდითა: ხოლო სიმდიდრესა მისსა ზედა მისსა დაერთო ხვასტაგი აზონისცა, და იქმნა სიმდიდრე გარდარეული.

ხოლო ეგრის წყალს ქუჱმოთ დარჩა ბერძენთა, რამეთუ მკჳდრთა მის ადგილისათა არა ინებეს გარდგომა ბერძენთა: მაშინ ფარნავაზ მისცა დაჲ თჳსი ოვსთა მეფესა ცოლად, და მეორე დაჲ თჳსი მისცა ქუჯის ცოლად, და მისცა ქუჯის ქუეყანა ეგრისის წყალსა და რიონს შუა, ზღჳთ-გან მთამდე, რომელსა შინა არს ეგრისი და სვანეთი, და დაამტკიცა იგი ერის-თავად მუნ, და მან ქუჯი-მ აღაშენა ციხე-გოჯი: მაშინ ფარნავაზ უშიშ-იქმნა ყოველთა მტერთა თჳსთა-გან, და მეფე იქმნა ყოველსა ქართლსა და ეგურსა ზედა: და განამრავლნა ყოველნი მჴედარნი ქართლოსიანნი, განაწესნა ერის-თავნი რვანი და სპასპეტი:

ერთი გაგზავნა მარგჳს ერის-თავად, და მისცა მცირით მთით-გან, რომელ არს ლიხი, ვიდრე ზღუადმდე რიონს ზემოთ. და ამანვე ფარნავაზ აღუშენნა ორნი ციხენი, შორაპანი და დიმნა:

და გაგზავნა მეორე კახეთისა ერის-თავად, და მისცა არაგჳთ-გან ვიდრე ჱერეთამდე, რომელ არს კახეთი და კუხეთი.

მესამე გაგზავნა ხუნანისა ერის-თავად, და მისცა ბერდუჯის მდინარით-გან ვიდრე ტფილისამდე და გაჩიანამდის, რომელ არს გარდაბანი:

მეოთხე გაგზავნა სამშჳლდის ერის-თავად, და მისცა სკჳრეთისა მდინარით-გან ვიდრე მთამდე, რომელ არს ტაშირი და აბოცი:

მეხუთე გაგზავნა წუნდის ერის-თავად, და მისცა ფანავარით-გან ვიდრე თავადმდე მტკურისა, რომელ არს ჯავახეთი, კოლაჲ და არტანი:

მეექუსე გაგზავნა ოძრჴის ერის-თავად, და მისცა ტასის-კარით-გან ვიდრე არსიანთამ დის, ნოსტის თავით-გან ზღუამდის, რომელ არს სამცხე და აჭარა:

მეშჳდე გაგზავნა კლარჯეთის ერის-თავად, და მისცა არსიანით-გან ვიდრე ზღვამდე: და ქუჯი, იყო ერის-თავი ეგრისისა:

მერვე დაადგინა სპასპეტად და მისცა ტფილისით-გან და არაგვითგან ვიდრე ტასისკარამდე და ფანვარამდე, რომელ არს შიდა-ქართლი: და ესე სპასპეტი ყოვლადვე წინაშე მეფისა მთავრობდის, განაგებდის ყოველთა ერის-თავთა ზედა: ხოლო ამათ ერის-თავთა ქუჱშე, ადგილთა და ადგილთა განაჩინნა სპასალარნი და ათ-ასის თავნი, და მათ ყოველთა-გან მოვიდა ხარკი სამეფო და საერისთავო: ესრეთ განაწესა ესე ყოველი ფარნავაზ, მიმსგავსებულად სამეფოსა სპარსთასა:

და მოიყუანა ცოლი დურძუკელთა, ნათესავი კავკასისი: ამან ფარნავაზ მოზღუდა ქალაქი მცხეთა მტკიცედ, და ყოველნი ქალაქნი და ციხენი ქართლისანი, მოოხრებულნი ალექსანდრეს-გან: და ამან აღაშენნა, ოგონი და ვერღა-რა იძიეს შური ბერძენთა ფარნავაზსა ზედა, რამეთუ უცალო იყუნეს იგინი უფლისა-გან ჰრომთასა: და ამანვე ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი სახელსა ზედა თჳსსა. ესე არს არმაზი, და ფარნავაზს სპარსულად არმაზ ერქუა. ამართა კერპი-იგი არმაზი თავსა ზედა ქართლისასა, რომელსა მიერით-გან ეწოდა არმაზი კერპისა მის-თჳს. და ქმნა სატფურება დიდი კერპისა მის-თჳს აღმართებულისა: ოც-და-შვიდისა წლისა მეფე იქმნა, და სამეოც და ხუთს წელს მეფობდა ნებიერ, და მსახურებდა იგი ანტიოქოსს, მეფესა ასურასტანისასა: და ყოველნი დღენი მისნი, რაჲ დაჯდა, მშვიდობით დაყუნა, და აღაშენა და განავსო ქართლი: ხოლო თუჱნი გაზაფხულისანი და სთულისა არისანი დაყუნის მცხეთას, სამეუფოსა და თუჱნი ზამთრისანი დაყუნის გაჩიანთა. ხოლო თვენი ზაფხულისანი წუნდას. და ჟამითი-ჟამად მივიდის ეგრისს და კლარჯეთს, და მოიკითხნის მეგრელნი და კლარჯნი, და განაგის ყოველი საქმე დაშლილი: ხოლო რომნი - იგიათა-სნი მჴედარნი, რომელნი აზონის-გან მოერთნეს ფარნავაზს, რომელი ზემო ვაჴსენეთ, იგინი განყუნა ხევთა და ქვეყანათა შინა, იპყრნა იგინი კეთილად, რამეთუ ბრძოლასამას აზონისსა მჴნედ იყუნეს. და უწოდა მათ სახელად აზნაურნი:

რად-გან წარვიდა ალექსანდრე, არღა-რა ჭამდეს კაცსა, თჳნიერ რომელ შესწირიან კერპსა მსხუჱრპლად. იყო განსვენება და სიხარული ყოველსა ქართლსა ზედა, მეფობისა-თჳს ფარნავაზისა, და იტყოდეს ყოველნი: „ვმადლობთ სუჱსა ჩუჱნსა, რამეთუ მოგუცა ჩუჱნ მეფე ნათესავთა-გან მამათა ჩვენთასა და აღგუცხადა ხარკი და ჭირი უცხოთა ნათესავთა-გან: და ესე ყოველი აღასრულა ფარნავაზ, სიბრძნითა და სიქუჱლითა, სიმჴნითა და სიმდიდრითა.“ ესუა ძე და უწოდა სახელი საურმაგ. და ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენა ქართული, და არღა-რა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა, თჳნიერ ქართულისა: და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული: და მოკუდა ფარნავაზ, და დაფლეს იგი წინაშე კერპისა არმაზისა:


ბ. მეორე მეფე საურმაგ

და ამის-წილ მეფე იქმნა ძე მისი საურმაგ: მას ჟამსა შინა ზრახუა ყუჱს ერის-თავთა ქართლისათა და თქუჱს: „არა კეთილ არს ჩუჱნდა, რათამცა ვმსახურებდეთ ნათესავსა ჩუჱნსა, არამედ ვიყოთ ერთად, და მოვკლათ ჩუჱნ საურმაგ, და ვიყუნეთ ჩუჱნ თავის-უფალ, ვითარცა ვიყვენით პირველ, და მივსცემდეთ ხარკსა ვინცა-ვინ გამოჩნდეს მძლე. რამეთუ ესრეთ ყოფითა უფრო განვისვენებთ“. განამტკიცეს განზრახვა ესე და მოკულა საურმაგისი: ხოლო იგრძნა საურმაგ, წარვლიდა ფარულად და ივლტოდა, წარიტანა თანა დედა თჳსი და მივიდეს დურძუკთასა, დედის ძმათა მისთა: მაშინ რომთა-იგი აზნაურნი წარვიდეს და მივიდეს დურძუკეთსავე, და რქუჱს საურმაგს: „დიდი კეთილი დგას ჩუჱნ ზედა მამისა შენისა. ამის-თჳს ვართ ჩუჱნ მტკიცე ერთგულებასა შენსა“. მაშინ საურმაგ ეზრახა ოვსთა მეფესა, მამისა დის წულსა თჳსა, და ითხოვა შეწევნა: ხოლო იგი სიხარულით წარვიდა, შველად მისსა: და საურმაგ შეიკრიბა დურძუკეთიცა, და წარმოემართა ქართველთა ზედა. და ვერ-ვინ წინა-აღუდგა მას: და დაიპყრა ქართლი, და მოსრნა განდგომილნი თჳსნი, და რომელთამე შეუნდო, ხოლო დაამდაბლა ქართლოსიანნი და წარჩინებულ ყუნა აზნაურნი, და განამრავლნა დურძუკნი, ნათესავნი კავკასისნი, რომელნიცა ტყუჱნვასა მას ხაზართასა ყოველნივე მშვიდობით დარჩომილ იყუნეს, სიმაგრისა-გან ქუჱყანისა, და ვერღა-რა იტევდა დურძუკეთი:

მაშინ ამან საურმაგ წარმოიყუანნა იგინი ყოველთა კავკასის ნათესავთა ნახევარნი, და რომელნიმე მათგანნი წარჩინებულ ყუნა, და სხვანი დასხნა მთიულეთს, დიდოეთით-გან ვიდრე ეგრისამდე, რომელ არს სუანეთი, და ესენი დაიპყრნა მისანდობელად თჳსად, დედულნი: და დაჯდა საურმაგ მცხეთას მეფედ: და უმატა ყოველთა სიმაგრეთა მცხეთისა და ქართლისათა: და მან შექმნა ორნი კერპნი, აინინა და დანანა, და ამართნა გზასა ზედა მცხეთისასა: და ჰმსახურებდა იგი მეფესა ასურასტანისასა, და მოიყვანა ცოლი სპარსი, ასული ბარდაველის ერის-თვისა, და ესხნეს მის-თანა ორნი ასულნი, და არა ესვა ძე: მაშინ მოიყუანა სპარსეთით შვილი ნებროთისი, ნათესავისა-გან ცოლისა მისისა, დედის დის წული, და დაიჭირა იგი შვილად, რომელსა სახელი ერქვა მირვან: და მისცა ასული თჳსი ცოლად, ქალაქი გაჩიანი, და საერისთაო სამშჳლდისა: და ერთი ასული მისცა ძესა ქუჯისსა, მამის დისწულსა მისსა: მეფობდა საურმაგ ბედნიერად, მრავალთა წელთა: და მოკუდა საურმაგ, და მეფე იქმნა მის-წილ შვილობილი მისი მირვან:


გ. მესამე მეფე, მირვან, ნებროთიანი:

ესე მირვან იყო ტანითა სრული, შუჱნიერი, ძლიერი, მჴნე და ქუჱლი: ამისსა მეფობასა დურძუკთა დაივიწყეს სიყუარული ფარნავაზისი და საურმაგისი, და გარდამოვიდეს დურძუკეთს მყოფნი, და გაერთნეს თანა ჭართალეთსა მსხდომნი კავკასიანნი, მოჰტყუჱნეს კახეთი და ბაზალეთი. მაშინ მირვან მეფე-მან მოუწოდა ყოველთა ერის-თავთა ქართლისათა, და შემოკრიბნა ყოველნი სპანი, მჴედარი და ქვეითი, და ყოველნი კავკასიანნი იყუნეს სარწმუნოდ მორჩილებასა ზედა მირვანისსა, რომელნი გარდამოვლინებულ იყუნეს საურმაგ მეფისა-გან, თჳნიერ ჭართალთასა. შემოკრიბნა ესე ყოველნი, წარემართა დურძუკეთს. შეკრბეს დურძუკნიცა და დაუდგეს სიმაგრეთა ზედა გარდასავალთა გზასა მას: მაშინ მირვან გარდაჴდა ცხენის-გან, მივიდა ქუჱითთა თანა თჳსთა, და წარუძღუა წინა ზურგით შემოადგინნა მჴედარნი, და მოვიდა კართა-მათ შინა, ვითარცა ჯიქი სიფიცხითა, ვითარცა ვეფხი სიმჴნითა, ვითარცა ლომი ზახილითა. იქმნა მათ შორის ბრძოლა ძლიერი. ხოლო მირვანს ვერ კუჱთდა მახვილი დურძუკთა, ვითარცა კლდესა სიპსა, და დგა უძრა- ვად, ვითარცა კოშკი მტკიცე: და გაგრძელდა მათ შორის ბრძოლა, და მოსწყდა ორგნითვე ურიცხჳ, ხოლო უკანასკნელ იძლივნეს დურძუკნი და ივლტოდეს: მიუდგეს უკან ქართველნი, მოსრნეს და ტყუჱ ჰქმნეს. და შევიდა მირვან დურძუკეთს, და მოაოჴრა დურძუკეთი და ჭართალი. და შეაბნა კარნი ქვით -კირითა, და უწოდა სახელად დარუბალ: და დაჯდა მირვან მცხეთას, მეფობდა ნებიერად, უშიშად:

იყო კაცი უხვი მიმნიჭებელი კეთილისა, შეიყვარეს იგი ყოველთა მკჳდრთა ქართლისათა, და მსახურებდა იგი მეფესა ასურასტანელთასა: ამის-ზე მიიცუალა ანტიოქისა მეფობა ბაბილონს: და მას ჟამსა შინა მეფე იქმნა სომხითს რომელსა ერქუა არშაკ. ეზრახა მირვან არშაკს, და მისცა ასული თჳსი ძესა არშაკისსა, არშაკ: და მოკუდა მირვან, და მეფე იქმნა მის-წილ ძე მისი ფარნაჯომ


დ. მეოთხე მეფე, ფარნაჯომ, ნებროთიანი

ამან უმატა ყოველთა ციხე-ქალაქთა შენებაჲ, და ამან აღაშენა ციხე ზადენი, და შექმნა კერპი სახელით ზადენ, და და იწყო შენებად კახეთს ქალაქსა ნელქარისსა, რომელ არს ნეკრესი: ამისა შემდგომად შეიყუარა სჯული სპარსთა, ცეცხლის მსახურება, მოიყვანნა სპარსეთით ცეცხლისმსახურნი და მოგუნი, და დასხნა იგინი მცხეთას, ადგილსა მას, რომელსა აწ ჰქვიან მოგუთა, და იწყო ცხადად გმობად კერპთა. ამის-თჳს მოიძულეს იგი მკჳდრთა ქართლისათა, რამეთუ დიდი სასოება აქუნდა კერპთა მიმართ: მაშინ შეითქუნეს ერის- თავნი ქართლისანი უმრავლესნი, და წარავლინეს მოციქული წინაშე სომეხთა მეფისა და ჰრქუჱს: „მეფე ჩუჱნი გარდახდა სჯულსა მამათა ჩუჱნთასა, არღა-რა ჰმსახურებს ღმერთთა მპყრობელთა ქართლისათა. შემოიღო სჯული მამული და დაუტევა სჯული დედული: აწ არღარა ღირს არს იგი მეფედ ჩუჱნდა: მოგუჱც ძე შენი არშაკ, რომელსა უზის ცოლად ნათესავი ფარნავაზიანთა, მეფეთა ჩუჱნთა. გვაშველე ძალი შენი, და ვაოტოთ ფარნაჯომ, შემომღებელი ახლის სჯულისა, და იყოს მეფედ ჩუჱნდა ძე შენი არშაკ, და დედოფლად ჩუჱნდა ცოლი მისი, შვილი მეფეთა ჩუჱნთა.“

მაშინ სთნდა სომეხთა მეფესა განზრახვა ესე. გაგზავნა მოციქული მათი პასუხითა კეთილითა და ჰრქუა მათა: „უკეთუ ჭეშმარიტად, უბიწოთა გულითა, გნებავსთ მეფედ თქუჱნდა ძე ჩემი, თქუჱნ ყოველთა ერის-თავთა მომეცით მე მძევალი, და მიგცე ძე ჩემი მეფედ თქუჱნდა, და ყოვლითავე ნიჭითა აღგავსნე“. მაშინ ერის-თავთა ქართლისათა უმრავლესთა მისცეს მძევლები განაცხადეს განდგომა ფარნაჯომისი: მაშინ სომეხთა მეფე ყოვლითა ძალითა მისითა, წარმოემართა ქართლს. ხოლო ფარნაჯომ მეფე-მან მოუწოდა სპარსთა, და მოიყუანნა სპარსნი ძლიერნი, და რომელნიმე დარჩომოდეს. შემოკრიბნა ქართველნიცა: ხოლო ერის-თავნი ქართლისანი განდგომილნი მიეგებნეს სომეხთა მეფესა, ტაშირს, და მუნ შეკრბა სიმრავლე სომეხთა და ქართველთა: ხოლო ფარნაჯომ მოეგება მუნვე, ტაშირს. იქმნა მათ შორის ბრძოლა ძლიერი, მოსწყდა ორგნითვე ურიცხვი: ხოლო იძლია ფარნაჯომ, სომეხთა და ქართველთა-გან, და მოიკლა ფარნაჯომ და მოსრეს სპა მისი. ხოლო ძე ფარნაჯომისი მირვან, წელიწადსა ერთისა ყრმაჲ, წარიყუანა მამა-მძუძე-მან მისმან, და ივლტოდა სპარსეთს. ხოლო სომეხთა მეფე-მან მოსცა ძე თჳსი არშაკ.


ე. მეხუთე მეფე, არშაკ, არშაკუნიანი

და დაიპყრა ყოველი ქართლი, და მეფობდა ნებიერად, და უმატა ყოველთა სიმაგრეთა ქართლისათა, და უმეტეს მოამტკიცნა ზღუდენი ჯავახეთს, ქალაქსა წუნდას: მოკუდა არშაკ, და მეფე იქმნა ძე მისი არტაგ.


ვ. მეექუსე მეფე, არტაგ, არშაკუნიანი:

და ორ-წელ მეფობდა და მეორესა წელსა მეფობისა მისისასა მოვიდეს ერის-თავნი სპარსთანი, სპითა დიდითა, ძიებად სისხლისა ფარნაჯომისა და სპათა-მის სპარსთასა, რომელნი აწყუედილ იყუნეს ფარნაჯომის თანა. ვერ წინა-აღუდგა მათ არტაგ, მეფე ქართველთა, რამეთუ დიდ იყო ძალი სპარსთა, არამედ განამაგრნა ციხენი და ქალაქნი: და მოვლეს სპარსთა ყოველი ქართლი, და მოაოხრნეს ველნი, არამედ ციხე-ქალაქნი ვერა-რომელი წარიღეს, და წარვიდეს: მო კუდა არტაგ, და დაჯდა მის წილ ძე მისი ბარტონ:


ზ. მეშჳდე მეფე, ბარტონ, არშაკუნიანი:

ამან უმატა ზღუდე მცხეთისათა და ყოველთა სიმაგრეთა ქართლისათა: ხოლო აღზარდეს სპარსთა ძე ფარნაჯომისი, მირვან, რომელი სიკუდილსა-მას ფარნაჯომისსა წარეყვანა მამა მძუძესა მისსა, რომელი ვახსენეთ პირველ: ესე მირვან იყო კაცი ქუჱლი მჴნე მჴედარი და მრავალგზის გამოიცადა იგი ბრძოლასა თურქთა და არაბთასა: ამან შეკრიბნა სპანი ძლიერნი სპარსეთს მოუგზავნა მოციქული ერის-თავთა ქართლისათა და ჰრქუა მათ "მოიხსენეთ სიყუარული მამისამის ჩემისა მირვანისი, და კეთილი მისი თქუჱნდა მომართ: დაღაცათუ მამა-მან ჩემ-მან შემოიღო სჯული უცხო თქვენ შორის, სამართლად მოიკლა მამა ჩემი, რამეთუ ვერ კეთილად იპყრა ჰსჯული მამათა თქუჱნთა რომლისა-გან გაქუსთ კეთილი: აწ ნუ არს საურავი და შიში გულსა თქუჱნსა, სიკუდი ლისა-თჳს მამისა ჩემისა, რამეთუ სჯულისა დატევებისა-თჳს მოკლვენ მამანი შვილთა და ძმანი ძმათა, და არა იძიების სისხლი სჯულისა დატევებისა-თჳს მოკლულთა: მე ვარ შვილი მეფეთა თქუჱნთა ფარნავაზიანთა დაღაცათუ აღზრდილ ვარ სპარსთა თანა, არამედ ვარ მე სჯულსა ზედა მამათა თქუჱნთასა და ვესავ მე ღმერთთა მამათა თქუჱნთასა: სასოებითა მათითა ძიებად მამულისა ჩემისა აწ მიიღეთ ჩემ-გან დიდება და კეთილი:“

ხოლო ერის-თავთა ქართლისათა არა შეიწყნარეს ბრძანება მირვანისი, არამედ ყოველნი მივიდეს წინაშე ბარტომ მეფისა. ხოლო მცირედნი ვინმე ქართველნი, არა წარჩინებულთაგანნი, წარვიდეს და მიერთნეს მირვანს: ხოლო მეფე-მან ბარტომ შემოკრიბნა ყოველნი სპანი ქართლისანი, მოირთო ძალი სომხითით, და მიეგება იგი ხუნანს, და იპყრა ზურგად ქალაქი ხუნანი: მოვიდა მირვან და დადგა მდინარესა ბერდუჯისასა, და იწყეს ბრძოლად და გამოჩნდეს ორთაგანვე შორის მუნ ბუმბერაზნი. იყუნეს თუჱსა ერთსა ყოველსა დღესა, ბუმბერაზთა ბრძოლანი. ოდეს მათ სძლიან, და ოდესმე ამათ სძლიან: ხოლო ამას თუჱსა ერთსა შინა ამან მირვან თავის-თავითა მოკლა ცამეტი ბუმბერაზი ქართველთა და სომეხთაგანი და არა-ვინ გამოჩნდა ქართველთა და სომეხთა შორის მძლე მირვანისი და ვერცა თჳთ მეფე ბარტომ ჰბრძოდა მას, რამეთუ არა იყო მის თანა ძალი გოლიათობისა: მაშინ ბარტომ მეფე-მან განაწუყნა სპანი მისნი და მომართა ყოვლითა სპითა, და მუნით მირვან მოეგება სპითა ყოვლითა, და იქმნა ბრძოლა ძლიერი მათ შორის, მოსწყდა ორგნითვე ურიცხჳ და იძლივნეს სომეხნი და ქართველნი სპარსთა-გან და მოჰკლეს ბარტომ მეფე ქართველთა: ხოლო ამას ბარტომ მეფესა არა ესუა ძე არამედ ასული ერთი, და სიცოცხლესავე მისსა მოეყვანა ეგრისით ძის-წული ქუჯისი, სახელით ქართამ, რომელსა შესდგმიდა ფარნავაზიანობა, ფარნავაზის დის ქუჯის ცოლისა-გან და დედისა მისისა საურმაგის ასულისა ქუჯის ძის ცოლისა-გან და ამის ქართამის და ეგრისით მიეცა ასული ცოლად ბარტომ მეფესა, და აღეღო ესე შვილად, და ესე ქართველთა სათნოებისა-თჳს ექმნა ფარნავაზიანთ მიმართ: რამეთუ და არა უნდა ქართველთა სხჳსა ნათესავისა მეფობა, რომელსამცა არა შესდგმიდა ფარ- ნავაზიანობაჲ : ესე ქართამ, ძე შვილებული ბარტომ მეფისა, მასვე წყობასა შინა მოიკლა, ბარტამის თანა: ხოლო ცოლი მისი, ასული ბარტომისი, უძლები დარჩა ივლტოდა და წარვიდა სომხითს: მუნ ჰშუა ყრმა და უწოდეს სახელად ადერკი, და იზრდებოდა იგი მუნ:

ვითარცა მოკლა მირვან ბარტამ, შემოვიდა მირვან ქართლად, დაიპყრა ქართლი და რომელნი დაშთომილ იყუნეს ერის-თავნი ქართლისანი ციხეთა და სიმაგრეთა შინა, მისცა მათ ფიცი და აღთქუმა და გამოიყუანნა ყოველნი და მძლავრებით გამოიყუანა ცოლი ბარტომისი სამშჳლდით, და შეირთო ცოლად, რომელი შჳლი იყო არშაკუნიანთავე. დაჯდა მცხეთას:


ჱ. მერვე მეფე მირვან

და ნებიერად ჰმეფობდა მცირედ-ჟამ და მოკუდა


თ. მეცხრე მეფე, მეორე არშაკ, ძე მირვანისი, ნებროთიანი:

ესე არშაკ მეფე იყო დედით არშაკუნიანი და მამით ნებროთიანი, ფარნავაზიანი ამან განაშუჱნა ნენქარ ქალაქი კახეთისა, რომელ არს ნეკრესი, და ჰმატა სიმაგრესა უფლისციხისასა, და იყო ესე ძლიერი ძალითა, დიდი და გოლიათი: ხოლო ესე ადერკი, ძე ქართამ, ძისა საურმაგისა, ასულის წული ბარტომ მეფისა, რომელი ვახსენეთ ზემო, აღზარდეს სომხითს: და იყო კაცი ჰასაკითა შუჱნიერი, ტანით დიდი და გოლიათი: მრავალ-გზის გამოცდილ იყო ბრძოლათა შორის სომეხთა და ასურთათა და მას მოეკლა მრავალი ბუმბერაზი და სახელოვან ქმნილ იყო: ამან მოითხოვნა სპანი სომეხთა მეფისაგან და მოსცა მას და წარმოემართა არშაკს, ქართველთა მეფესა ზედა, დედის ძმასა მისსა: ხოლო არშაკ შემოკრიბნა ყოველნი ერის-თავნი ქართლისანი, მოირთო ძალი სპარსეთით და მიეგება წინა: და შეკრბეს ორნივე სპანი თრიალეთსა, და დაიბანაკეს მახლობლად ერთმან-ერთისა სთხოვა ბრძოლა თავის-თავ არშაკ ადერკის. ხოლო ადერკი სიხარუ- ლით აღიჭურა საჭურველითა შუჱნიერითა, აღჯდა ტაიჭსა და ჰრქვა სპათა მისთა: "განმიმაგრეთ ზურგითკერძი ჩემი, და ნუ შესძრწუნდებით.“ და განვიდა ეგრეთვე არშაკ, აღიჭურა და განვიდა განწყობილთა შორის:

აღიზახნეს ორთავე ხმითა სასტიკითა, და მიეტევნეს ურთიერთსა და იწყეს ორთავე გურემად ოროლითა და ვერა ჰკუჱთდეს საჭურველსა ერთმან-ერთისასა, და ბრძოლისა სიგრძესა შინა განუტყდათ ოროლები. აღმოიღეს ჩუგლუგები და იწყეს ბრძოლად ჩუგლუგებითა: ოდეს უხეთქნიან ჩუგლუგი-იგი საჭურველსა მათსა ზედა მზგავს იყჳს ჴმა უროსასა, რომელ იცემის მჭედლისა-გან გურდემლსა და ხმა ზახილისა მათისა მზგავს იყო ქუხილისა: მაშინ ვერა სძლიეს ერთმან-ერთსა, დაშურეს და უკუდგეს ამიერ და იმიერ. შეღამდა დღე-იგი და განისუჱნეს ორთავე და დილეულ კვალად გამოვიდეს, აღიღეს მშჳლდები, იწყეს რბევად და სისრად ერთმან-ერთისა: ჰკრა ადერკი მკერდსა არშაკისსა და ვერა უფარა სიმაგრემან საჭურველისა-მან განვლო ზურგით, და ჩამოვარდა არშაკ ცხენისა-გან: შეიქცა ადერკი მსწრაფლ, მივიდა სპათა თანა სომხითისათა, და ჰრქუა მათ "გაფუცებ ღმერთთა თქუჱნთა, ნუ განმარტებთ მახჳლთა თქუჱნთა ქართველთა ზედა, რამეთუ მამულნია ჩუჱნნი, და აწ მე ვარ მეფე მათი, ძალითა და შეწევნითა თქუჱნითა". ისმინეს სომეხთა ვედრება მისი და დადგრეს ადგილსა ზედა: შემოიქცა და მოვიდა მახლობელად ქართველთა სპისა, და ხმა ყო ხმითა მაღლითა. "მე ვარ შჳლი მეფეთა თქუჱნთა და სუჱსა ჩემსა მოუცემია მეფობა ჩემდა. აწ მიიღეთ ჩემ-გან კეთილი და სიხარული: აჰა ესე-რა სპანი სომეხნი არ მოუშვენ თქუჱნ ზედა:" მაშინ მიუგეს ქართველთა. "შენ გამოსჩნდი უმჯობესი ყოველთა-გან ნათესავთა ფარნავაზისთა. რაჲთგან მოკუდა მეფე ჩუჱნი, შენ ხარ მეფე ჩუჱნი, და ვმადლობთ სუჱსა ჩუჱნსა, რამეთუ მოგუჱცა საზღურად მეფისა ჩუჱნისა შჳლივე მეფეთა ჩუჱნთა, გოლიათი და სახელოვანი:" გარდახდეს ყოველნი ქართველნი დასცჳვეს პირსა ზედა თჳსსა, და თაყუანის -სცეს ადერკის და მშჳდობით შეკრბეს ერთად სომეხნი, და ქართველნი, და სპარსნი რანისანი, და მოიღეს ქართველთა გჳრგჳნი არშაკისი, და დაადგეს ადერკის, და წარმოიყუანეს:


ი. მეათე მეფე, ადერკი ძე ბარტომისი, არშაკუნიანი

და ამან ადერკი დაიპყრა ყოველი ქუჱყანა ქართლისა და ეგრისი, და მოსცა სომეხთა მეფემან ასული თჳსი ცოლად, და დაჯდა მცხეთას, და მეფობდა კეთილად. ოც და ათის წლისა მე ფე იქმნა, და ორ-მეოც და ათ შვიდ-მეტ წელ მეფობდა: ხოლო პირველსა წელსა მეფობისა მისისასა იშუა უფალი ჩუჱნი იესო ქრისტე, ბეთლემს ჰურიასტანისასა: მოვიდეს მისსა მოგუნი ძღუნისა შეწირვად და მათ მოგუთა შესლვისა იერუსალემს მოვიდა ამბავი მცხეთას, ვითარმედ "სპარსთა იელუსალემი წარტყუჱნესო." და ჰურიანი რომელნი მცხეთას იყუნეს, იქმნა მათ შორის გლოვა და ტირილი: და შემდგომად მეორესა წელსა სხუა მოვიდა ჰამბავი ვითარმედ "სპარსნი არა წარტყუჱნვად მოვიდეს იერუსალემს, არამედ აქუნდა ძღუჱნი ყრმისა ვისმე შობილისა-თჳს:" განიხარეს ჰურიათა მცხეთელთა: შემდგომად ამისსა, ვითარ გარდახდეს წელნი ოც და ათნი, მოვიდეს მოციქული ანნა მღუდლისა ჰურიათა, იერუსალიმით, ჰურიათა თანა მცხეთელთა, ვითარმედ "რომლისათჳს-იგი მოვიდეს მოგუნი და შეწირეს ძღუჱნი აღზრდილ არს იგი და იტყჳს თავსა თჳსსა ძედ ღმრთისა, და სხუასა რასმე ახალსა სჯულსა გჳქადაგებს. და აწ წარმოგჳვლენია მოციქულნი ყოველთა თანა ჰურიათა, რათა მოვიდენ მეცნიერნი სჯულისანი. მოვედით უკვე ყოველნივე მოსეს სჯულისა თანა-მდებნი და განვბრჭოთ მას ზედა. აწ თქუენგანნიცა წარმოვიდენ მეცნიერნი სჯულისანი მანდეთ, რათა სჯული მამათა ჩვენთა შეუცვალებელ ვჰყოთ და დავამტკიცოთ, და მცნებაჲ მოსესი აღვასრულოთ, რათა ახლითა-მით სჯულითა, რომელ რასმე გჳქადაგებს, არა შეაცთუნნეს უმარტივესნი ვინმე სჯულისა ჩუჱნისანი, ხოლო სიკუდილითაცა მისითა შური ვიძიოთ":

მაშინ უკუე წარვიდა ელიოზ, კაცი მოხუცებული :ხოლო ესუა მას დედა ტომისა-გან ელი მღუდლისა და კვალად ერთი დაჲ: ხოლო წარმავალსა-მას ევედრებოდა დედა ძესა თჳსსა, ვითარ მედ: "წარვედ უკუჱ შვილო საყუარელო წოდებასა-მას მეუფისასა და წესსა სჯულისასა, გარნა, ესე ხოლო რომელსა გამცნებ შენ დაიმარხენ, ნუ უკუჱ შეერთჳნ ცნობა შენი განზრახუასა-მას მათსა ბოროტსა და ნუცა ვიდრემე ეზიარები დათხევასა სისხლისა-მის მისისასა. ნუ შჳლო ჩემო, გევედრები ნუ. რამეთუ უეჭუელად უწყოდე ვითარმედ იგი არს სიტყუა წინასწარმეტყუჱლთა, რომელსა პირველით-განვე მოესწავებოდეს:" და წარვიდეს აქათ ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი, და მუნ დახუდეს ჯუარცმასა უფლისასა: ხოლო რა-ჟამს იგი იერუსალემს დამსჭუალვიდეს უფალსა, ცემასა-მას კუჱრისასა სამსჭუალთა ზედა მყის მებრ მასვე ჟამსა მცხეთას ხმა ესმა დედასა ელიოზასსა: ხოლო მან საშინელითა კრჩხიალებითა დაიზახნა და თქვა: "მშვიდობით, მეფობაო ისრაელისაო, რამეთუ უგუნურებით მოკალთ, უბადრუკნო და წარწყმედილნო, უფალი და მაცხოვარი ყოველთა, და იქმენით ბოროტად მკლველ შემოქმედისა თქუჱნისა: ვაჲ თქვენდა უბადრუკნო. ვინმცა უკვე იპოვა ეგე -ვითარი გლოვა, რომელსა თქვენ ღირს ხართ. ხოლო უფროსღა ვაჲ ჩემდა, რამეთუ პირველ სიკუდილისა ჩემისა მსმენელ იქმნეს ყურნი ჩემნი ყოვლისა მწუხარებისა სასმენელსა:“ და მყის, ამას სიტყვასა ზედა, მეყუსეულად უკვე შეისვენა დედაკაც-მან მან მწუხარებასა და გლოვასა შინა ფრიადსა და მიუთხრობელსა: ხოლო ოდეს კუართსა მას ზედა უფლისასა წილ-იგდეს უღმრთოთა ურიათა ჯუარ-ცმასა-მას უფლისასა, და განგებულება-მან ღმრთისა-მან მიახუჱდრა მცხეთელთა ურიათა. და წარმოვიდა იერუსალემით ელიოზ და ლონგინოზ, და წარმოიღო კუართი იგი წმიდაჲ: ვითარცა მოიღო ელიოზ მცხეთას, მყის წინა უკუჱ მიეგება დაჲ-იგი მისი, გოდებითა და ტირილითა საშინელითა, ცრემლითა შესუარული, და მოეხვია ყელსა სასურველისა-მის ძმისასა: ხოლო ვითარცა იხილა უსასურველესი-იგი ყოველთა სასურველთა კუართი მხსნელისა ჩუჱნისა მყის წადიერებით უკვე და სურვილით შეიტკბო მკერდსა თჳსსა და მეყუსეულად სულნი წარხდეს ნეტარსა-მას დედა -კაცსა სამ-სახეთა მათ მიზეზთა-თჳს პირველ უკუჱ უფლისა სიკუდილისა და ვნებისა მისისა-თვინ. მეორედ, რამეთუ ეზიარა ძმა იგი მისი სისხლსა უფლისასა ხოლო მესამე, ვინათ-გან მოეხსენა დედისაცა თჳსისა იგი მწუხარებით სიკუდილი: ვინათ-გან უკუჱ ყოველივე მწუხარება ერთბამად შემოუკრბა, ამისთჳსცა ძლეულ იქმნა ბუნებისა-გან კაცობრივისა, და სიკუდილი დაესაჯა, ლმობილსა მწუხარებათა-გან ფრიადთა: მაშინ უკუჱ საკჳრველი საქმე-იგი დიდი განისმა ყოველსა-მას ქალაქსა შინა და ვითარცა საცნაურ იქმნა მეფესაცა და ყოველთა მთავართა და ყოველსა ერსა, და ყოველთა ერთბამად, დაუკჳრდა საქმე იგი საშინელი: ხოლო ვითარცა იხილა ადერკი მეფე-მან წმიდა კუართი იგი სთნდა უკუჱ ფრიად, შუჱნიერებისა მის-თჳნ მისისა, და ენება შემოსა მისი შეგინებულსა-მას გუამსა თჳსსა. ხოლო საკჳრველებისა მის-თჳნ და მის მიზეზისა-თჳნ რომელი-იგი იქმნა, არღარა უკუჱ ინება გამოღებად მკერდისა-გან მკუდრისა მის: ხოლო ელიოზ დამარხა დაჲ-იგი მისი სანატრელითა დამარხჳთა. რამეთუ ერთბამად ვითარცა აქუნდა მკერდსა თჳსსა ზედა კვართი-იგი ეგრეთვე დამარხნა. ხოლო წმიდა-იგი კუართი წმიდადვე უკუჱ დაშთა, და წმიდადვე გიეს, ვითარცა პირველვე, ვითარცა წერილ არს ესე განცხადებულად მოქცევასა ქართლისასა:

და შემდგომად ამაღლებისა უფლისა, რა-ჟამს წილ-იგდეს მოციქულთა, მაშინ ყოვლად წმიდასა ღმრთის-მშობელსა წილად ხუდა მოქცევად ქუჱყანა საქართველოსა, და ეჩუჱნა მას ძე მისი უფალი ჩუჱნი და ჰრქუა "ჵ, დედაო ჩემო, არა უგულებელ ვყო ერი-იგი საზეპურო უფროს ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათ-თჳს. ხოლო შენ წარავლინე პირველ - წოდებული ანდრია ნაწილსა-მას შენდა ხვედრებულსა, და თანა წარატანე ხატი შენი, ვითარიცა პირსა შენსა დადებითა გამოისახოს, და შენ-წილ ხატი იგი შენი მკჳდრობდეს მცუჱლად მათდა უკუნისამდე ჟამთა.“ მაშინ ჰრქუა ყოვლად-წმიდა-მან მოციქულსა ანდრიას. "შვილო ანდრია, დიდად უჩნს სულსა ჩემსა, რომელ ქუჱყანასა-მას ნაწილსა ჩემსა არა ქადაგებულ არს სახელი ძისა ჩემისა. ოდეს წარვემართე ქადაგებად ძისა ჩემისა ქუჱყანასა-მას წილად ჩემდა ხვედრებულსა, მაშინ გამომეცხადა სახიერი ძე ჩემი და ღმერთი, და მიბრძანა, რათა შენ წარხჳდე და წარასვენო სახე ჩემი და სახიერისა ძისა ჩემისა ჩემდა წილ-ხდომილსა, რათა მე ვიყო განმგებელ ცხოვრებისა მათისა, ხელი აღუპყრა და შევეწიო მათ.“ და ჰრქვა მას მოციქულ-მან "ყოვლად-წმიდაო, ნება სახიერისა ძისა შენისა და შენი იყავნ ყოველსა ჟამსა.“ მაშინ ყოვლად წმიდა-მან მოითხოვა ფიცარი, დაიბანა პირი, და დაიდუა პირსა ზედა თჳსსა, და გამოისახა ხატი ესე-ვითარი, რომელ წიაღთა თჳსთა ეტჳრთა განჴორციელებული ჩჩჳლი, ყოვლად სახიერი სიტყუა ღვთისა, რომელ აწ ყოველთა მიერ სახილველ არს ხატი ყოვლად-წმიდისა წოდებული აწყუჱრისა ღვთისმშობელისა, და მისცა იგი მოციქულსა ანდრიას, და ჰრქუა: "მადლი და შეწევნა ჩემ-გან შობილისა უფლისა თანა-შემწე გეყავნ შენ, სადაცა ხჳდოდე და მეცა თანა-შემწე ვარ ქადაგებასა მაგას, და დიდად შევეწიო მონაწილესა-მას ჩემდა ხვედრებულსა:“ მაშინ დავარდა მოციქული ქუჱყანად, და მადლი შესწირა ცრემლითა ყოვლად-წმიდასა, და გამოვიდა მიერ სიხარულით, და წარემართა ქადაგებად სახარებისა:

ამან ადერკი უმატა სიმაგრეთა ქართლისათა, ქალაქთა და ციხეთა, და უმეტეს მოამტკიცნა ზღუდენი ქალაქისა მცხეთისანი, წყლისა ამიერ და იმიერ: ამისვე ადერკის მეფობასა შინა მოვიდა ათ-ორ-მეტთა წმიდათა მოციქულთაგანი ანდრია ქალაქად ტრაპიზონად, რომელ არს სოფელი მეგრელთა, სადაიგი დაყო ჟამი მცირედი, და იხილა უგუნურებაჲ პირუტყუჱბრივი მკჳდრთა შორის მის ქალაქისათა, განვიდა მიერ და შევიდა ქუჱყანასა ქართლისასა, რომელსა დიდ-აჭარა ეწოდების, და იწყო ქადაგებად სახარებისა: ხოლო მუნ კაცნი პირ-უტყუთა უუგუნურეს იყუნეს, რამეთუ არა იცნობდეს შემოქმედსა ღმერთსა, და ყოველსა საძაგელსა და არა-წმიდასა წესსა აღასრულებდეს, რომელი სათქმელადაცა უჯერო არს: და მრავალნი ჭირნი, და განსაცდელნი დაითმინნა ურწმუნოთა-გან და შეწევნითა ღვთისათა და წმიდისა-მის ხატისათა ყოველნივე მადლობით მოითმინნა, ვიდრემდის ყოველნივე მოაქცივნა, და მოიყუანნა სარწმუნოებად რამეთუ ადგილსა რომელსა დაასვენა ხატი ყოვლად-წმიდისა ღვთის მშობლისა აღმოეცენა წყარო ფრიად შუჱნიერი და დიდი, რომელი-იგი ვიდრე დღესცა დაუწყვედელად აღმოსდის და შემოკრბეს ყოველნივე ყოვლით კერძო მკჳდრნი მის ქუჱყანისანი, და ნათელ-სცა ყოველთა სახელითა მამისათა და ძისათა, და სულისა-წმიდისათა, და დაადგინნა მღუდელნი და დიაკონნი, და დაუდვა წესი და საზღუარი სარწმუნოებისა და აღაშენა ეკკლესია შუჱნიერი სახელსა ზედა ყოვლად-წმიდისა ღვთისმშობლისასა. და ვითარცა ენება წმიდასა მოციქულსა მიერ წარსლუა ევედრებოდეს, და არა უტევებდეს წარსლუად, არამედ ეტყოდეს. "უკეთუ შენ წარხუალ, ხატი ეგე ყოვლად-წმიდისა ღვთისმშობლისა აქა დაგჳსვენე, სასოდ და მცუჱლად ჩუჱნდა:“ ხოლო წმიდა-მან მოციქულ-მან ანდრია შექმნა ფიცარი მსგავსი ზომისა, და დასდუა ხატსა-მას ზედა, და მეყუსეულად გამოისახა სახე უცუალებელი ხატისა-მის და მისცა იგი მათ: ხოლო მათ სიხარულით შეიწყნარეს და დაასვენეს ეკკლესიასა შინა თჳსსა პატივით, რომელი იგი დღეს აქამომდე გიეს. ხოლო წმიდასა მოციქულსა მისცეს მშვიდობა და მოწლედ მოიკითხეს, ამბორს უყვეს და წარმოგზავნეს:

ხოლო იგი წარმოემართა, და გარდამოვლო მთა რომელსა ეწოდების რკინის- ჯუარი, და თქმულ არს, ვითარმედ ჯვარი-იგი თჳთ ნეტარისა ანდრიას მიერ აღმართებულ არს: ხოლო ვითარცა შთავლო ხევი ოძრხისა და მოვიდა სამზღუართა სამცხისათა, დაივანა სოფელსა რომელსა ეწოდების ზადენ-გორა მიხედნა მოციქულ-მან და იხილა, რამეთუ კაცნი მის ადგილისანი უზორვიდეს კერპთა ყრუთა, და ილოცა წმიდისა-მის ხატისა მიმართ, და ყოველნი -იგი კერპნი დაემხუნეს და შეიმუსრნეს: ხოლო წმიდა მოციქული წარმოემართა და მოიწია აწყვერს, რომელსა პირველად ეწოდებოდა სოსანგეთი და პირის-პირ საქრისი, და დაივანა ადგილსა ერთსა, სადა-იგი იყო ტაძარი საკერპო, რომელსა აწ ძველ-ეკკლესია ეწოდების, და მას შინა იმსახურებოდეს კერპნი მათნი: ხოლო მთავრობდა მაშინ დედა-კაცი ვინმე ქურივი სამძივარი, რომელსა ერთი ოდენ ძე ესვა და ყოელი სასოება მისი მისსა მიმართ მოძრავობდა, და მას ოდენ ჟამსა მომკუდარ იყო, და იყო ვაებაჲ ტირილისა და შფოთი ფრიად მრავალი. და ღამესა-მას იხილეს ციხით-გან ნათელი დიდი, სადა ესვენა ხატი ყოვლად-წმიდისა განკვირდეს ფრიად ვინაობასა მათსა. და რა განთენდა, მსწრაფლ წარმოგზავნნეს კაცნი, რათამცა იხილონ, თუ ვინ არიან ანუ რაჲსა: და ვითარცა იხილეს კაცთა-მათ წმიდა მოციქული და ხატი ყოვლად-წმიდისა, მსწრაფლ წარვიდეს და აუწყეს ქურივსა-მას დედაკაცსა, ვითარმედ: "უცხონი ვინმე კაცნი არიან, და უცხოსა ღმერთსა ქადაგებენ შემოქმედად და დამბადებელად, და სიცოცხლესა კაცთასა მომნიჭებელად და მკუდართა აღმადგინებელად, და ჰყავს მათ ხატი შუჱნიერი და მას პატივ-სცემენ:“

ვითარცა ესმა სიტყუა ესე მკუდართა აღდომისა დედა-კაცსა-მას განკჳრდა და მცირედ რამე ნუგეშინის-ეცა გულსა მისსა. წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად მოციქულისა, რომელი ვითარცა მოვიდა, ჰრქუა დედა-კაც-მან: "ვინ ხართ, ანუ სადა მოხუალთ ანუ რა არს უცხო ეგე მოძღურება თქუჱნი, რომელსა იტყჳთ, რამეთუ არა-სადა სმენილ არს ეგე -ვითარი თხრობა:“ მიუგო წმიდა-მან მოციქულ-მან და ჰრქუა: "მოვალ წმიდით ქალაქით იერუსალიმით, სადა დასდგეს ფერჴნი უფლისანი გოლგოთას და ბეთლემს, ცათა მობაძავთა, და მონა ვარ უფლისა ჩუჱნისა იესო ქრისტესი, რომელი წამის-ყოფით აღადგენს მკუდართა, და მას ვჰქადაგებ ღმერთად და უფლად, და მპყრობელად დაბადებულთა ყოველთა, და რომელსა ჰრწმენეს იგი და ნათელს-იღოს სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა-წმიდისათა, ყოველი რა-ოდენი ითხოვოს სარწმუნოებით მიეცემის, და ყოველთა სენთა-გან განიკურნების: "ხოლო ვითარცა ესმა ესე დედა-კაცსა, დავარდა ქუჱყანად, და ჰრქუა ცრემლით მოციქულსა: "შეიწყალე სიქურივე ესე ჩუჱნი და უბადრუკებაჲ ვინათ-გან მონაჲ ხარ მკუდართა აღმადგინებელისა. ილოცე ღმერთისა შენისა მიმართ, და მიანიჭე შვილსა ამას ჩემსა სიცოცხლე, და ყოველი რა-ოდენი მიბრძანო, გისმინო, და არა ურჩ გექმნე უკეთუ ძე ჩემი აღდგომილი ვიხილო. რამეთუ მხოლოდ ესე მივის, და სხვა არა:“ ხოლო წმიდა- მან მოციქულ-მან მიუგო და ჰრქვა: "უკეთუ გრწმენინ იესო ქრისტე ძე ღმერთისა ჭეშმარიტი ღმერთი, რომელი იქადაგების ჩუჱნ მიერ, რაოდენიცა-რა ითხოვო სარწმუნოებით, ყოველივე მოგეცემის მის-გან:“ ხოლო დედა-კაცსა-მას ვითარცა ესმა ესე, აღივსო სიხარულითა, და ცრემლით ჰრქუა მოციქულსა: "ჵ მონაო ჭეშმარიტისა ღვთისაო, ჭეშმარიტად მრწამს და აღვიარებ იესო ქრისტე, რომელსა შენ ქადაგებ, არამედ შეეწიე ურწმუნოებასა ჩემსა:“ ხოლო მოციქულ-მან გამოასხა ყოველი-იგი ერი და მგოსნები, და არა-ვინ უტევა მუნ, გარნა ქურივი-იგი და მცირენი საკუთარნი მისნი, და მიიქუა ჴელთა ხატი ყოვლად- წმიდისა ღვთის-მშობელისა, და დაასვენა ცხედარსა-მას ზედა, სადა იდვა ყრმაჲ- იგი და იწყო ლოცუად და ვედრებად ღვთისა მიმართ ჴელაღპყრობით, და შემდგომად ლოცჳსა, უპყრა ჴელი ყრმასა-მას, და ვითარცა ძილისაგან ეგრეთ აღადგინა იგი და მისცა დედასა თჳსსა: და ვითარცა იხილეს ყოველთა უცხო ესე სასწაული, განკჳრდეს ფრიად, და თქმად რასამე უღონო იყუნეს: ხოლო დედა-კაც-მან, ვითარცა იხილა ძე თჳსი განცოცხლებული, სიხარულით აღსდგა და დავარდა ფერჴთა თანა მოციქულისათა, ცრემლით თაყვანის-ცა და მადლი შესწირა და ჰრწმენა უფალი იესო ქრისტე, და ნათელს-იღო დედა-კაცმან ძითურთ და ყოვლით სახლეულით თჳსით, და მსწრაფლ წარავლინნა მონანი თჳსნი, და წარსცა წიგნები სამცხისა მთავართა მიმართ, და მიუწერა.“ მე ქურივი გახარებ, ძმანო სიხარულსა დიდსა, ყოველთა ერთა. მოვინმევიდა კაცი ერთი უცხოსა ქუჱყანისა-გან, რომელი უცხოსა ღმერთსა ქადაგებს, და ჰყავს მას ხატი ზე-ცისა რომელ-მან ძე ჩემი მომკუდარი აღადგინა. აწ უკვე მსწრაფლ მოვედით, რათა უმჯობესი წესი და სჯული გამოვარჩიოთ და ვსცნათ, თუ რაჲ ჯერ არს:

და ვითარცა ესმა მესხთა ამბავი ესე საკჳრველი, მსწრაფლ შეკრბეს ყოვლით-კერძო, და იქმნა სიმრავლე ერისა ფრიადი, ვიდრემდის აღივსო ველი-იგი საქრისისა, და განუკჳრდა ყოველთა, იხილეს-რა ძე იგი ქურივისა აღდგომილი მკუდრეთით: ხოლო იყო ქალაქსა-მას შინა ბომონი საკერპო, რომელსა შინა იმსახურებოდეს ბილწნი ღმერთნი მათნი, არტემი და აპოლონ. და ვითარცა იხილეს საქმე ესე მღუდელთა მათთა აღივსნეს შურითა და იწყეს ცილობად და წინააღმდგომად მოციქულისა, ეგრეთვე ერი-იგი რომელნიმე იტყოდეს: "ჯერ არს თაყუანის-ცემად რომელ-მან ესე-ვითარი სასწაული აღასრულა.“ ხოლო რომელნიმე იტყოდეს, ვითარმედ "აპოლონ და არტემი არიან დიდნი ღმერთნი.“ და იყო ცილობა და შფოთი მათ შორის, ვიდრემდის ესე-ვითარი საქმე და ბჭობა დაამტკიცეს, თანა-მოწამებითა ყოვლისა ერისათა, და ჰსთქუჱს: "განაღეთ კარი საკერპოჲსა-მაგის ტაძრისა, და შევასვენოთ ჩუჱნ ხატი ესე შუა კერძო კერპთა თქუჱნთა და დავბეჭდოთ ზოგად ორთავე კარსა ზედა, და მცველნი დაადგინენით, და ილოცეთ თქუჱნ ღამესა ამას ღმერთთა მიმართ თქვენთა. ხოლო ჩუჱნ ვილოცოთ იესო ქრისტეს ჭეშმარიტისა ღვთისა ჩუჱნისა მიმართ, და ვიხილოთ ჩუჱნ განთიად: უკეთუ სძლოს ღმერთ-მან თქუჱნმან, მისი ჯერ იყოს თაყუანის-ცემა. ხოლო უკეთუ სძლოს ღმერთ-მან ჩუჱნ-მან მას თაყვანისვსცეთ ყოველთა.“

და დაასკუნეს ესე ესრეთ: შეასვენეს ხატი ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისა შუა კერპთა მათთა და დაბეჭდეს კარსა ზედა, და მცუჱლნი დაადგინნეს, და იწყეს ლოცუად მღუდელთა-მათ სიცრუვისათა: და წმიდა-მან ილოცა ქრისტეს მიმართ ჭეშმარიტისა ღვთისა ჩუჱნისა და ვითარცა განთენდა და განაღეს კარი საკერპოჲსა, იხილნეს ყოველნი კერპნი მათნი ქუჱყანად დათხეულნი, და სახედ მტუჱრისა შემუსრვილნი, ხოლო ხატი ყოვლად-წმიდისა ღვთისმშობლისა ბრწყინვიდა, ვითარცა მზე, დიდებითა და პატივითა: მაშინ მღუდელნი-იგი კერპთანი აღივსნეს სირცხჳლითა და უმეცრებისა მათისა-თჳს შენდობასა ითხოვდეს მოციქულისა-გან და ყოველმან ერ-მან მადლობისა ხმა აღმოუტევეს, სთქუჱს ვითარმედ "დიდ არს ღმერთი ქრისტეანეთა, რომელსა მოციქული ანდრია ქადაგებს.“ და ჰრწმენა ყოველთა უფალი ჩუჱნი იესო ქრისტე, და სიხარულით ნათელს- იღეს ყოველთა, სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისაწმიდისათა. და იქმნა სიხარული დიდი მას დღესა შინა ყოვლისა-მის ერისა, და ადიდებდეს ღმერთსა, რომელ-მან იხსნა იგინი ხელთა-გან ეშმაკისათა:

ხოლო წმიდა მოციქულსა ენება კვალად წარსლუა სხუათაცა ქალაქთა და სოფელთა, ქადაგებად სახარება ქრისტესი. ხოლო დედა-კაცი იგი და ყოველი ერი ევედრებოდეს, რათა არა განეშოროს მათ-გან არამედ დღითი-დღე ასწავებდეს წესსა სჯულისასა, და მოციქულიცა ერჩდა მათ და ჟამ რა-ოდენმე დაადგრა მათ თანა, და ასწავა მათ ყოველი წესი სჯულისა და სარწმუნოებისა, დაუდგინნა ეპისკოპოსი, მღუდელნი და დიაკონნი: და კვალად განემზადა ქადაგებად სახარებისა. და კვალადცა ევედრნეს ქურივი-იგი დედა-კაცი და სულიად მესხნი, რათა არა განეშოროს მათ-გან: ხოლო წმიდა-მან ანდრია მიუგო და ჰრქუა: "სხუათაცა ქალაქთა და სოფელთა ჯერ არს ჩემდა ქადაგებად სახარებაჲ უფლისა.“ ხოლო მათ ჰრქუჱს "უკეთუ წარხუალ შენ, ხატი ეგე ყოვლადწმიდისა აქა დაგჳსვენე სასოდ და მცუჱლად ჩუჱნდა:“ მიუგო მოციქულ-მან და ჰრქუა ვითარმედ "ხატი ესე თჳთ ყოვლად- წმიდისა ღვთის- მშობლისა პირსა ზედა-დადებით გამოსახულ არს.“ და მიუთხრა ყოველივე შემდგომითი- შემდგომად, ვითარ-იგი შემდგომად ამაღლებისა უფლისა, წილ-იგდეს წმიდათა მოციქულთა ყოველი ქუჱყანა მოსაქცეველად, და ვითარ-იგი ყოვლად-წმიდასა ღვთის-მშობელსა წილ-ხუდა ქუჱყანა ესე სამცხისა, და მის მიერ წარმოგზავნილი არს აქა ხატი იგი, სასოდ და მცუჱლად წილ-ხდომილთა-თჳს და ჯერეთცა ეგრეთ არს, რათა დაესვენოს მკჳდრად უკუნისამდე ჟამთა: და ვითარცა ესმა ესე მოციქულისა-გან ქურივსა-მას და მესხთა, უმეტესითა სიხარულითა აღივსნეს წილ-ხდომა-თჳის ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისა, მადლი შესწირეს ქრისტესა, და უბიწოდ მშობელსა მისსა, და უმეტესი სიყუარული და სურვილი სურვილსა ზედა შესძინეს წმიდისა ამის ხატისა მიმართ, და ცრემლითა სიხარულითურთ ადიდებდეს მას, და დაასვენეს ყოვლად დიდებულისა აწყვერის ღვთის-მშობლისა მცირესა-მას ეკუდერსა, რომელსა აწ ძველ-ეკლესიად სახელ-სდებენ:

ხოლო წმიდა-მან მოციქულ-მან ანდრია მოიკითხნა ყოველნი სიმდაბლით და სიხარულით, მისცა მშვიდობა და წარემართა სხუათაცა ადგილთა, ქადაგებად სახარებისა ნიგლას, კლარჯეთს და არტაჰან-კოლას, სადა-იგი დაჰყო ჟამი ფრიად მრავალნი, და განანათლა სიტყჳთა მოძღურებისა მისისათა, და შესწირნა უფალსა წმიდისა ნათლის-ღებისა მიერ. მიერ წარვლნა გზანი კლარჯეთისანი, ქუჱყანანი პართისანი, რომელ-არს სომხითი, და აღვიდა იერუსალიმად, აღსრულებად პასექისა:

ხოლო ვითარცა ესმა მეფესა ადერკის ქართველთა და მეგრელთა-გან სჯულისა დატევება განუწყრა და წარავლინნა ერის-თავნი მისნი, და იძულებით მიაქცივნა, ქართველნი და მეგრელნი, და დამალნეს ხატნი და ჯუარნი, და შერისხნა ადერკი ერის-თავსა კლარჯეთისასა, რომელ მშვიდობით განუტევა ანდრია: ხოლო ვითარცა აღესრულა დღე-სასწაული მარტჳლისა, წარმოვიდა მუნით დიდებული ანდრია სხუათა-მათ თანა მოციქულთა, მოვიდოდეს ქალაქითიქალაქად და სოფლითი- სოფლად, ასწავებდეს ერთა, და იქმოდეს სასწაულთა, და ესრეთ მიეწივნეს ქუჱყანასა ქართლისასა, და მერმე წარვლეს ტაოს კერძი ქუჱყანა და ვიდრე მდინარედ ჭოროხად-მდე, ყოველი-იგი სოფლები მის კერძისა მოვლეს, და დაუცადებელად ქადაგებდეს სახელსა ღვთისასა, და ესრეთ ქადაგებითა მიიწივნეს სვანეთისა ქუჱყანასა: ხოლო მას ქვეყანასა მთავრობდა დღეთა-მათ დედა-კაცი ვინმე მთავარი, რომელსა ჰრწმენა ქადაგება მოციქულთა და მატათა სხუათამათ თანა მოწაფეთა დაშთა მათ კერძოთა: ხოლო დიდი ანდრია სიმეონითურთ შევიდა ქუჱყანასა ოვსეთისასა, და მიიწია ქალაქად, რომელსა ეწოდებოდა ფოსტაფორი და ბოსფორი, სადა-იგი დიდი სასწაული ქმნეს და მრავალნი ერნი მოაქცივნეს და განანათლნეს: მიერ წარვიდეს და შევიდეს ქუჱყანასა აფხაზეთისასა, და მივიდეს სევასტე ქალაქად, რომელსა აწ ეწოდება ცხუმი, და უქადაგეს სიტყუა ღვთისა და მრავალთა შეიწყნარეს: და მუნ დაუტევა ნეტარ-მან ანდრია სიმონ კანანელი, სხუათა თანა მოწაფეთა, და თავადი ჯიქეთისა ქუჱყანად აღვიდა: ხოლო კაცნი მის ქვეყანისანი ჯიქნი იყუნეს ფიცხელნი გულითა და საქმეთა შინა ბოროტთა განფრდილნი, ურწმუნონი და უძღებნი, რომელთა არა შეიწყნარეს ქადაგება მოციქულისა, არამედ ენება მოკლვა მისი: ხოლო მადლ-მან ღვთისა-მან დაიცუა და იხილა-რა მიუდრეკელობა მათი, და პირუტყუჱბრივი გონება დაუტევა და წარვიდა, ამის-თჳსცა ვიდრე აქამომდე ურწმუნოებასა შინა არიან: ხოლო სჳმონ კანანელისა საფლავი არს ნიკოპს ქალაქსა, შორის აფხაზეთისა და ჯიქეთისაა. რამეთუ მუნ აღესრულა წმიდა სჳმონ კანანელი: ხოლო კვალად განამტკიცნა წმიდა-მან ანდრია მეგრელნი და აფხაზნი, და წარვიდა სკჳთედ:

ამისვე ადერკის მეფობასა გამოჩნდა კვალად მეფობა სპარსეთისა. რამეთუ რათ-გან შესრულ იყო ალექსანდრე და განერყუნა სპარსეთი, აქა ჟამამდე არღარა დაჯდომილ იყო მეფე სპარსეთს, რამეთუ ადგილთა და ადგილთა იყუნეს ერის-თავნი სპარსეთს. ხოლო მაშინ შეკრბეს ყოველნი ერის- თავნი სპარსეთისანი, და დასუჱს მეფედ აჟღალან ბრძენი. მაშინ სომეხნი და ქართველნი იყვნეს მორჩილ აჟღალანისი: და ვიდრე ადერკის მეფობამდე ერთი დაჯდის ქართველთა მეფედ, რა-ზომცა მრავალნი იყუნიან შვილნი მეფეთანი. ხოლო ამას ადერკის ესხნეს ორნი ძენი, რომელთა განუყო ქალაქი მცხეთა და ქუჱყანა მტკუარსა შიდა -ქართლი, მუხნარით კერძი ქალაქი და ყოველი ქართლი, მტკუარსა ჩრდილოეთით, ჰერეთით-გან ვიდრე თავადმდე ქართლისა და ეგრისისა, ესე მისცა ბარტომს უხუცესსა ძესა თჳსსა. ხოლო არმაზით კერძი ქალაქი, მტკუარსა სამხრით ქართლი, ხუნანით-გან ვიდრე თავადმდე მტკურისა, და კლარჯეთი მისცა ქართამს ძესა თჳსს უმრწემესსა. და მოკუდა ადერკი:


ია. მეათერთმეტე მეფენი, მეორე ბარტამ და ქართამ, ძენი ადერკი სომეხთ მეფისა ძისანი, არშაკუნიანნი:

და მეფობდეს ძენი მისნი: ხოლო ამათსა მეფობასა უესპასიანოს ჰრომთა კეისარ-მან წარმოტყუჱნა იელუსალიმი, და მუნით ოტებულნი ჰურიანი მოვიდეს მცხეთას და დასხდეს ძველადვე მოსრულ ჰურიათა თანა, რომელთა თანა ერთნეს შვილნი ბარაბასნი, რომელი ჯუარ-ცმასა უფლისასა განუტევეს ჰურიათა, უფლისა ჩვენისა იესოს ქრისტეს-წილ: და მოკუდეს ადერკის ძენი ბარტომ და ქართამ, და მეფე იქმნეს შვილნი მათნი. არმაზს დაჯდა ფარსმან, და შიდა-ქალაქსა კაოს:


იბ. მეათორმეტე მეფენი, ფარსმან და კაოს, ძენი ბარტოსი და ქართამისა, არშაკუნიანნი:

ხოლო ადერკისით-გან ესე მეფენი იყუნეს მორჩილებასა შინა სომეხთა მეფისასა, უმეტეს არმაზელნი მეფენი შეეწეოდეს სომეხთა, ყოველთა მტერთა მათთა ზედა: მაშინ მეფე იქმნა სომხითს დიდი-იგი მეფე იარვანდ და დაივიწყა მან კეთილი ქართველთა, ემძლავრა ფარსმანს არმა- ზელსა, და მოუღო საზღუარსა ქართლისა, ქალაქი წუნდა, და არტანი მტკურამდე და დასხნა წუნდას შინა კაცნი მხეცნი ნათესავნი დევთანი, და უწოდა წუნდას სახელად ქაჯატუნი, რომელი ითარგამნების დევთა-სახლად და ვერ იძებნეს მეფეთა ქართლისათა საზღუარი, და მოკუდეს მწუხარებასა შინა დიდსა ფარსმან და კაოს: და დასხდეს მეფედ შემდგომად მათსა შვილნი მათნი, არმაზს აზორკ და შიდა ქართლსა არმაზელ:


იგ. მეცამეტე მეფენი, აზორკ და არმაზელ, ძენი ფარსმანისი და კაოსისა, არშაკუნიანნი

ესე იყუნეს კაცნი მხნენი და შემმართებელნი. და შეითქუნეს ესენი და განიზრახეს ძიებად საზღუართა ქართლისათა: მაშინ მოკლა სუმბატ ბივრიტიან-მან იარვანდ, მეფე სომეხთა, და დასუა მეფედ ძმაჲ იარვანდისი არტაშან: მაშინ ამათ მეფეთა ქართლისათა, აზორკ და არმაზელ, მოუწოდეს ოვსთა და ლეკთა, და გარდამოიყუანნეს ოვსთა მეფენი, ძმანი ორნი გოლიათნი, ბაზუკ და აბაზუკ, სპითა ოვსეთისათა, და მათ გარდა მოიტანნეს თანა პაჭანიკნი და ჯიქნი და გარდამოვიდა მეფე ლეკთა და გარდამოიტანნა დურძუკნი და დიდონი: და ამათ მეფეთა ქართლისათა შემოკრიბნეს სპანი თჳსნი, და შეკრბა ესე ყოველი სიმრავლე ურიცხჳ. და სიმარჯჳთ ფარულად შეკრბეს: ვიდრე შეკრბებოდეს სპანი სომეხთანი, შევიდეს ესენი სომხითს, და უგრძნეულად წარმოსტყუჱნნეს შირაკუანი და ვანანდი ბაგრევანამდე და ბასიანადმდე, და შეიქცეს, და ჩატყუჱნეს დაშტი ვიდრე ნახჭევანამდე, და აღიღეს ტყუჱ და ნატყუჱნავი ურიცხვი, და აღივსნეს ყოვლითავე ხვასტაგითა, და გამოვლეს გზა ფარისოსისა: მაშინ სუმბატ ბივრიტიანმან მოუწოდა სპათა სომხითისათა, და შეჰკრბეს მსწრაფლ სომეხნი, და დევნა უყუჱს: ხოლო ესე ყოველნი ჩრდილონი განსრულ იყუნეს მტკუარსა და მისრულ იყვნეს კამბეჩოანს და დაებანაკათ იორსა ზედა, და განიყოფდეს ტყუჱსა და ნატყუჱნავსა: მაშინ სუმბატ წარავლინა მოციქული და ჰრქუა: "რომელი აღგიღიათ ნატყუჱნავი სომხითით, პირ-უტყჳ, ოქრო, ვეცხლი და ნაქსოვი, ყოველი მომინიჭებია თქვენდა და რომელი დათხეულ არს სისხლი სომეხთა თქვენ მიერ, იგიცა უძიებელ იყოს თქვენ ზედა. გარნა რომელნი გყავსთ კაცი ტყუჱდ განუტევეთ, და წარვედით მშვიდობით, განმდიდრებულნი და აღსავსენი ყოვლითავე.“ ხოლო მათ პასუხუგეს. "არად სხუად შემოვედით სომხითს, არამედ ძიებად შენდა, და ვერა გპოვეთ შენ. და აწ მოვედ ჩვენდა, და მიიღე ნაწილი შენი, თუ-არა მოვიდეთ შენდა, სადაცა იყო და არა განერე ჴელთაგან ჩუჱნთა ცოცხალი:“ მაშინ სუმბატ ბივრიტიან-მან განვლო მტკუარი და ბაზოკ, ოვსთა მეფემან სთხოვა მუქარა, მიუგზავნა მოციქული და ითხოვა თავის-თავ ბრძოლა:

ხოლო სუმბატ აღიჭურა და აღჯდა ვარსამატსა თვისსა, და განვიდა განწყობილთა შორის, და მუნით გამოხდა ბაზოკ. და აღიზახნეს ორთავე, და მიეტევნეს: დასცა სუმბატ ოროლნი სარტყელსა ზედა, და განავლო ზურგით წყრთა ერთი აღიღო ცხენისა-გან და დასცა ქვეყანასა ზედა: მაშინ მიეტევა ანბაზუკ, შველად ძმისა თჳსისა, და მოსწუადნა სუმბატ ოროლნი, და მიეგება, ეგრეთვე მასცა სცა და განავლო, აღიღო, დასცა ქვეყანასა ზედა და ჰსთქუა: "ესე სომეხთა დედათა და მამათა, ყრმათა ჩჳლთა-თჳს, რომელნი თქვენ აღსწყჳდენით.“ მაშინ სპათა-მათ ყოველთა ოვსთა და ლეკთა, და ქართველთა, და ყოველთა ჩრდილოთა ნათესავთა, ვითარცა ერთითა პირითა აღიზახნეს და სთქუჱს. "ვინათ-გან მოიკლნეს ორნი-იგი ძმანი თავნი გოლიათობისა ყოვლისანი, სიკუდილი ჩვენი არა-რად შესარაცხელ არს.“ უფროსად განბოროტნეს და შეკრბეს ყოველნი სპასალარობასა ქუჱშე არზოკ და არმაზელისა, ქართველთ მეფეთასა, და ყოველნი მი- ეტევნეს სუმბატს და სპათა მისთა: მაშინ იქმნა ბრძოლა დიდ-ძალი მათ შორის, და სამ ჟამით-გან ვიდრე ცხრა- ჟამამდე. და მოსწყდა ორთა-განვე ურიცხჳ, აღხდა მტუჱრი, და დღე ნათელ იქმნა, ვითარცა ღამე ბნელი: აღრეულ იყუნეს ერთ-გან და ვერ იცნობდეს ერთმან-ერთსა მტუჱრისაგან: მაშინ იძლია ბანაკი ჩრდილოსა სომეხთა-გან, მეოტ იქმნნეს და დაიფანტნეს ყოველნივე: მიუდგა სუმბატ, მრავალთა-გან მოწყლული, და სდევნა ღამემდე, და მოსრნა ყოველნი ოვსნი და ლეკნი. მცირედნი დაურჩეს: ხოლო ქართუჱლნი უფრო დარჩეს, სამეოტოთა გზათა მეცნიერებითა: და შემოიხუჱწნეს ორნივე მეფენი ქართლისანი მცხეთას, მოწყლულნი:

მაშინ სუმბატ გამარჯუებული შემოვიდა ქართლად, და მოაოხრა ქართლი, რომელ ჰპოვა ციხეთა და ქალაქთა გარე: არამედ ციხე-ქალაქთა არა ჰბრძოდა, რამეთუ არა მზა იყო, მსწრაფლ გამოსლვისა-გან, არამედ აღაშენა ციხე ერთი ოძრჴისსა, რომელსა ეწოდების სამცხე, ადგილსა რომელსა ჰქვიან დემოთი, მოკიდებულად მთასა ღადოჲსასა, და დაუტევნა შიგან ლაშქარნი, შემწედ წუნდელთა, რამეთუ ბრძოლად ოძრხელთა წარვიდა: ხოლო მეფენი ესე ქართლისანი, აზორკ და არმაზელ, სიფიცხლითა გულისა მათისათა, არა შეუშინდეს, არამედ განამაგრნეს ციხე-ქალაქნი თჳსნი, და განწირნეს ყოველნი ველნი ქართლისანი, და არა დასცხრეს კირთებისა-გან სომეხთა ზედა: იწყეს ოვსთა სისხლისა მათისა ძიებად სომეხთა ზედა, გარდამოვიდოდეს ქართლად და დაემეგობრნეს ქართველთა, და აღერივნეს ერთ-გან ოვსნი და ქართველნი, და მარადის ბრძოდეს სომეხთა: და იყო ერის-თავი ოძრხეს ქალაქსა შინა, მეფისა არმაზელისი, აზნაურთაგანი. იგი დადგრომილ იყო სარწმუნოებით ერთგულებასა ზედა არმაზელისასა, და მას შეეწეოდეს მეგრელნი: ხოლო წუნდელნი და დემოთელნი შეეწეოდეს ერთმან-ერთსა და დაუცხრომელად იბრძოდეს. და უფროსი ბრძოლა იყჳს მდინარესა ზედა რომელსა ჰქვიან ნოსტე: და იყო კლარჯეთს ერის-თავი აზორკ მეფისა, აზნაურთაგანვე და იგი ავნებდის საზღუართა სომხითისათა, ქუჱყანასა პარხლისასა, რომელ არს ტაოს, და ვერ-ვინ შევიდოდა მავნე კლარჯეთს. რამეთუ შეუალი და მაგარი იყო ტყითა და კლდითა, და მკჳდრნი კლარჯეთისანი იყუნეს კაცნი მკჳრცხნი და მჴედარნიცა: ხოლო თჳთ მეფენი ქართლისანი მცხეთით გაემართოდიან სომხითს, გზასა აბოცისსა. და მარადის ესრეთ ჰკირთებოდეს ქართველნი: მაშინ წარმოემართა ძალითა თჳსითა ყოვლითა არტაშან სომეხთა მეფე, და სპასპეტი მისი სუმბატ ბივრიტიანი: ხოლო ქართველთა განამაგრნეს ციხენი და ქალაქნი, და მოირთეს ძალი ოვსეთით, და განავსნეს ციხენი და ქალაქნი: და მოვიდეს სომეხნი და დადგეს მცხეთას, და ჰბრძოდეს ხუთ თუჱ, და დღეთა ყოველთა იყჳს ბრძოლა ბუმბერაზთა: მაშინ შესჭირდათ ქართველთა და ოვსთა, ითხოვეს მშვიდობაჲ არა ძიებნად სისხლისა და ზღვრისა: ისმინა სომეხთა მეფე-მან ვედრებაჲ მათი, და იქმნა საფიცი და აღთქმა, და დაიმონნა ქართველნი და ოვსნი სომეხთა მეფე-მან და წარვიდა:

ხოლო გარდახდეს ამას შინა წელნი რა-ოდენნიმე, აღშენდა ქართლი მოოხრებული სომეხთა-გან. მაშინ უცალო იქმნეს სომეხნი, რამეთუ იწყეს ბრძოლა სპარსთა და ბერძენთა. მაშინ ჰპოვეს ჟამი მარჯვე ქართველთა და ოვსთა, იწყეს კირთებად სომეხთა, რამეთუ სპანი სომეხთანი ყოველნი და ორნი ძენი მეფისანი და სუმბატითურთ იყუნეს ბრძოლად სპარსთა. და ვითარ განამრავლეს ქართველთა და ოვსთა ბრძოლა და ვნება სომეხთა, მაშინ არტაშან მეფე-მან შეკრიბნა სპანი, რომელნი შინა დარჩომოდეს, და მისცნა ძესა თჳსსა ზარენს, და წარმოჰგზავნა ქართველთა ზედა. ხოლო შეკრბეს ქართველნი და ოვსნი და მიეგებნეს ქუჱყანასა ჯავახეთისასა, და ეწყუნეს, და სძლეს ზარენს და აოტეს იგი, და მოსრეს სპაჲ მისი ყოველი, და ჰსდევნეს საზღუარადმდე სომხითისა. მიეწივნეს ზარენს, ძესა მეფისასა, და შეიპყრეს იგი ტბისა-მის პირსა, რომელსა ჰრქვიან ცელი, და უკმოიყუანეს: ხოლო ოვსთა ჰნებვიდა მოკლუა მისი, სისხლისაწილ მეფეთა მათთასა. არამედ ქართველთა დაიცვეს ცოცხლებით, ძიებისა-თჳს საზღუართა მათთასა და დასუჱს პყრობილად ციხესა დარიალანისასა: ვერ ძებნეს სომეხთა, რამეთუ უცალო იყუნეს სპარსთა-გან: მაშინ წელსა მესამესა მოვიდა სუმბატ ბივრიტიანი და ორნი ძენი მეფისანი, არტვაზ და ტიგრან, ყოვლითა სპითა სომხითისათა. მაშინ მეფეთა ქართლისათა უბრძანეს ქუჱყანასა მათსა შელტოლუა ციხე-ქალაქთა, და მთეულელთა განამაგრნეს ციხენი და ქალაქნი: მოვიდეს სომეხნი და დადგეს თრიალეთს. აღსდგეს მათ შორის მოციქულნი, და დაიზავნეს: მისცეს ქართველთა ძე მეფისა შეპყრო ბილი, და აღუთქუჱს შეწევნა ესრეთ. "უკეთუ ვინ აღდგეს მტერი და მოღმართ გბრძოდეს, ჩუჱნ ორნივე მეფენი თავითა ჩვენითა და სპითა ჩუჱნითა თანა დაგიდგეთ და გიშველოთ და თუ ვისმე მიღმართ ჰბრძოდეთ, ათას-ათასითა მჴედრითა ჭურვილითა შეგეწეოდით:“ და ესეცა აღუთქუჱს ქართუჱლთა ვითარმედ "ქალაქსა ამას ჩუჱნსა დრამა არტაშან მეფისა ხატითა დავსცეთო:“ ხოლო ამის-თჳს სომეხთა უკმოსცეს საზღუარი ქართლისა, ქალაქი წუნდა, და ციხე დემოთისა, ჯავახეთი და არტანი, და მიერით-გან იქმნეს მოყუარე სომეხნი, და ქართველნი და ოვსნი, სამნივე ერთ-გან ჰბრძოდეს მტერთა მათთა: აღესრულნეს აზორკ და არმაზაელ, ნუგეშინისცემულნი დიდად, რამეთუ სიმხნითა მათითა უკუმოიხუნეს საზღუარნი ქართლისანი. და შემდგომად მათსა მეფობდეს შვილნი მათნი, არმაზს ამაზასპ და შიდა-ქართლს დეროკ:


იდ. მეათოთხმეტე მეფენი, ამაზასპ და დეროკ. ძენი აზორკ და არმაზელისნი, არშაკუნიანნი:

ესენი მეფობდეს და აღესრულნეს: ხოლო შემდგომად მათსა მეფობდეს შვილნი მათნი, არმაზს ფარსმან ქუჱლი, და შინა-ქართლსა მირდატ:


იე. მეათხუთმეტე მეფენი, ფარსმან-ქველი და მირდატ, ძენი ამაზასპისა და დეროკისი, არშაკუნიანნი:

აქამომდე ესე მეფენი ყოველნი ორ-ორნი იყუნეს მოყუარებასა ზედა ერთ-გან მოყუ- არენი ვისნიმე და ერთ-გან მტერნი ვისნიმე მაშინ ამან მირდატ ქართველ-მან მოიყუანა ცოლი სპარსი, ნათესავი მეფეთა და წუჱვითა სპარსთათა მტერ ექმნეს ფარსმან -ქუჱლსა არმაზელსა, და განიზრახა მუხთლად სიკუდილი ფარსმან ქველისა, და მოხადა მირდატ ფარსმან ქუჱლსა, სახლსა თჳსსა, რეცა მეჯლიშად და განცხრომად, რომელი ესე უთხრა ვინმე ფარსმანს და განაკრძალა, და არა მივიდა მიერითგან იქმნეს მტერ ურთიერთას, და მირდატს შეეწეოდეს სპარსნი, ხოლო ფარსმანს სომეხნი და ესე მირდატ იყო კაცი ურვილი და მოსისხლე, ხოლო ფარსმან - ქუჱლი იყო კაცი კეთილი და უხუად მომნიჭებელი და შემნდობელი ასაკითა შუჱნიერი, ტანითა დიდი და ძლიერი, მჴნე, მჴედარი და შემმართებელი ბრძოლისა, უშიში ვითარცა უჴორცო, და ყოვლითავე უმჯობესი ყოველთა მეფეთა ქართლისათა, რომელნი გარდაცუალებულ იყუნეს უწინარეს მისსა: ესე უყუარდა მირდატის კერძთაცა ქართველთა და, სძულდა მირდატ მესისხლეობისა-თჳს, და მედგრობისა მისისა-თჳს, და გამოერთნეს უმრავლესნი მირდატისაცა კერძნი. ემძლავრა ფარსმან-ქუჱლი, აოტა, და წარვიდა მირდატ სპარსეთად:

ხოლო იყო მაშინ სპასპეტი ფარსმან ქუჱლისა, ეგრეთვე ქუჱლი და გოლიათი, სახელით ფარნავაზ. ესე ფარნავაზ ძუძუს-მტე იყო ფარსმანისი, სარწმუნო, ერთ-გული და მისანდობელი: და იგი დაადგინა შიდა-ქალაქსა, ადგილსა მირდატისსა, და ყოვლადვე იყვის ფარნავაზ სპასპეტი ქალაქსა შინა: ხოლო მეფე ფარსმან ქუჱლი იარებოდის და განაგებდის სამეფოსა მისსა: მაშინ მირდატ გამოიყუანნა სპარსნი, სპანი ძლიერნი მიმართა ფარსმანს: ხოლო ფარსმან შემოკრიბნა სპანი ქართლისანი და მოირთო ძალი სომხითით, და მიეგება იწროთა რკინისხევისათა. იწყეს ბრძოლად ბუმბერაზთა დღეთა მრავალთა, და რომელი გამოჩნდის ბუმბერაზი სპარსთა შორის რომელსა ვერ ებრძოდიან ბუმბერაზნი ქართლისა და სომხითისანი, მას-ზედა განვიდის თჳთ მეფე ფარსმან და ანუ სპასპეტი მისი ფარნავაზ, აჯობიან და სძლიან და მას ბრძოლასა შინა მოკლა ფარსმან ათ ჩვიდმეტნი ბუმბერაზი სპარსთანი, ხოლო სპასპეტ-მან მის-მან ფარნავაზ მოკლა ოც და სამი: მაშინ იყო სპარსთა შორის კაცი ერთი გოლიათი, სახელით ჯუანშერ, რომელი ლომსა შეიპყრობდა: ამან სთხოვა ბრძოლა თავის-თავ მეფესა ფარსმანს. ხოლო ფარსმან-ქუჱლი სიხარულით აღიჭურა და განვიდა. აღიზახნეს ორთავე ხმითა სასტიკითა, და მიეტევნეს ურთიერთარს, და იწყეს ბრძოლად ჴრმლითა და ზაჰმი ბრძოლისა მათისა ემსგავსა ზაჰმსა ქუხილისა და ტეხისასა: აჯობა ფარსმან, ჩამოაგდო და მოკლა, და მოიქცა სპისა მისისა კერძო, ხმა ყო ხმითა მაღლითა: "აჰა ლომნო მძჳნვარენო, ცხოვარნი დასეტყჳლნი:“ მაშინ მიეტევნეს ქართველნი და სომეხნი სპარსთა ზედა, აოტნეს და მოსწყჳდნეს და ტყუჱყვნეს ურიცხუნი და წარვიდა მირდატ მეოტი სპარსეთადვე: და წელსა მეორესა კვალად მოვიდა მირდატ სპითა უძლიერესითა. ხოლო ფარსმანქუჱლმან შემოკრიბნა სპანი მჴედარნი და ქუჱითნი და დადგა მცხეთას ქალაქსა შინა, რამეთუ არა ჰყუნეს სპანი მირდატის სპათა ოდენნი: მოვიდა მირდატ და დადგა ჯაჭუს, და ყოველთა დღეთა იბრძოდიან ბუმბერაზნი. და ბრძოლასა მას შინა მეფე- მან ფარსმან მოკლა თავის-თავითა თორმეტი ბუმბერაზი. ხოლო სპასპეტ-მან ფარნავაზ ათ-ექუს-მეტი ბუმბერაზი: მაშინ ფარსმან მეფემან სიფიცხითა გულისა მისისათა არღა-რა განახა სიმრავლე სპარსთა, არამედ განვიდა ჟამსა განთიადისასა. სპითა მისითა, და დაესხა, და მოსცა სუჱ-მან მის-მან ძლევა, აოტა ბანაკი მათი და მოსწყვიდნა ურიცხუნი და წარვიდა მირდატ მეოტი სპარსეთადვე: და მიერით-გან განითქუა სახელი ფარსმან-ქუჱლისა და სპასპეტისა მისისა ფარნავაზისი, და წინა-მძღუარ ექმნა იგი სპათა ქართლისა და სომხითისათა. დაუწყო ბრძოლაჲ სპარსთა, და შესლუად სპარსეთს, და ვერღა-რა-ოდეს ვინ წინა-აღუდგა ფარსმან ქუჱლსა: მაშინ სპარსთა გება-უყუეს, სიმარჯვით მოიყუანეს მზარეული ერთი, და აღუთქუჱს მას კეთილი დიდი, და ჰსქუეს ესრეთ, ვითარმედ: "წარვედ და შემწყნარე ფარსმანს, და წარიტანე თანა წამალი სასიკუდინე ჩაურთე საჭმელსა მისსა და შეაჭამე:“ ხოლო წარმოვიდა მზარეული იგი და ყო ეგრე, ვითარცა უთხრეს სპარსთა, და მოკლა ფარსმან: მაშინ იქმნა გლოვა და ტირილი, და ტყება ყოველთა ზედა ქართველთა, წარჩინებულთა-გან ვიდრე გლახაკთამდე: იტყებდეს თავთა მათთა ყოველნი, და ყოველთა ქალაქთა და დაბნებთა დასხდიან მგოსანნი გლოვისანი, შეკრბიან ყოველნი და ახსენებდიან სიმხნესა და სიქუჱლესა, სიშუჱნიერესა და სახიერებასა ფარსმან-ქუჱლისასა, და იტყოდიან. "ვაჲ ჩუჱნდა, რამეთუ მოგუძინა სუჱმან ბოროტ-მან და მეფე ჩვენი, რომლისაგან ხსნილ ვიყუჱნით მონებისა-გან მტერთასა, მოიკლა კაცთა მგრძნებელთა-გან და აწ მივეცით ჩვენ წარტყუჱნვად ნათესავთა უცხოთა:“

მაშინ გამოვიდეს სპარსნი, და გამოიტანეს თანა მირდატ, და დაიპყრეს ქართლი, და მისცეს მირდატს ნაწილი მისი, ხოლო ნაწილი ფარსმანისი თჳთ დაიჭირეს, და დაუტევეს ერის-თავი არმაზს: ხოლო სპასპეტ-მან ფარნავაზ წარიყუანა ცოლი და ძე ფარსმან-ქუჱლისა და ივლტოდა, და მივიდა სომხითს, რამეთუ სომეხთა მეფისა ასული იყო ცოლი ფარსმანისი და დაიპყრეს ქართლი მირდატ და ერისთავ-მან სპარსთა-მან. ხოლო მეგრელნი დადგეს ერთგულობასა ფარსმანის ძისასა:

მას ჟამსა მოყუარე იქმნეს სომეხნი და ბერძენნი. მაშინ სომეხთა მეფე-მან მოირთნეს ძალი საბერძენთით, და წარმოემართა ბრძოლად სპარსთა და ქართველთა, მიერთნეს მეგრელნიცა და შეჰკრბა სპანი ურიცხუნი: მაშინ მირდატ და ერის-თავ-მან სპარსთა-მან მოირთეს ძალი სპარსეთით, ხოლო სომეხნი და ბერძენნი, და მეგრნი, ჩავიდეს შიდა-ქართლს, და მუნ მიეგებნეს სპარსნი და ქართველნი, მდინარესა ზედა რომელსა ჰქვიან ლიახვი, და მუნ იქმნა ბრძოლა მათ შორის, ადგილსა რომელსა ჰრქვიან რეხი: მოჰსწყდა ორგნითა-ვე ურიცხჳ, იძლივნეს სპარსნი და ქართველნი, მოკლეს მირდატ და ერის-თავი სპარსეთისა და მოსრნეს სპანი მათნი:


ივ. მეფე, ადამი, ძე ფარსმან-ქუჱლისა, არშაკუნიანი.

და დასუჱს მეფედ ძე ფარსმან-ქუჱლისა რომელსა ერქუა ადამი, და სამ წელ მეფობდა და მოკუდა და დარჩა ძე მისი წელიწდისა ერთისა ყრმაჲ, და ვიდრე აღიზარდებოდა მეფობდა მამის დედა მისი, ცოლი ფარსმან- ქუჱლისა, რომელსა სახელი ერქუა ღადანა:


იზ. მეფე, ფარსმან, ძე ადამისი, არშაკუნიანი.

და ვითარ აღიზარდა ძის-წული ფარსმან-ქუჱლისა, სახელით ფარსმანვე, მეფობდა იგი ხოლო შემდგომად მისსა მეფობდა ძე მისი ამაზასპ:


იჱ. მეფე და მეორე ამაზასპ, ძე ფარსმანისი, არშაკუნიანი.

ესე ამაზასპ იყო კაცი ძლიერი და დიდი გოლიათი, მსგავსი ფარსმან-ქუჱლისა: ამისსა მეფობასა გარდამოვიდეს ოვსნი, სპანი დიდნი, გზასა დვალეთისასა. ვერ იგრძნა ამაზასპ მეფე-მან მოსლუა მათი, ვიდრე გარდმოვლამდე მთისა: მოვიდეს ოვსნი, დადგეს ლიახუსა ზედა რუა დღე განსუჱნებად, და არ-სადა განვიდა მარბიელი, რამეთუ ქალაქისა მცხეთისა შემუსრუად გარდამოსრულ იყუნეს: მაშინ ამაზასპ მოუწოდა ყოველთა ერის-თავთა მოვიდეს ერის-თავნი აღმოსავალისანი ერისთავი კახეთისა, ერის-თავი ხუნანისა, ერის-თავი სამშვილდისა და შემოკრიბნეს მჴედარნი სპასპეტისანი: და ვიდრე მოვიდოდეს ერის-თავნი, მოვიდეს ოვსნი, ჩრდილოთ კართა ქალაქისათა, რომელ არს მუხნარი: მაშინ ამაზასპ მეფე-მან განავსნა ციხენი და კარნი ქალაქისანი ლაშქრითა, და იყო სიმრავლე ქუჱითთა მცხეთელთა, რომელნი კართა და ზღუდეთა სცჳდეს მათგან კიდე გარე გამავალი ქუჱითი მეომარი იყო ოცდა ათი ათასი, ყოვლადვე, და მაშინ რომელ ჰყუანდა მხედარი ათი ათ-ასი და განვიდა მჴედარი და ამაზასპ და განაწესნა ქუჱითნი-იგი არაგუსა იმიერ და ამიერ, სიმაგრეთა შინა კართასა: ხოლო მჴედრითა ლაშქრითა განვიდა, ადგილსა რომელსა ჰრქვიან საფურცლე. იპყრა ზურგად ქალაქი და ქუჱითნი-იგი, რომელ დაეყენნეს კართა შინა:

ხოლო იყო ბუმბერაზთა ბრძოლა, განვიდა ამაზასპ, მშჳლდითა და იწყო სროლად გულითა ფიცხელითა და მკლავითა ძლიერითა უზომოდ შორით ისროდა, რომელ დამართებითა ოვსთაგან არა შეიტყუჱბოდა, არცა ინახვოდა სიშორით. ყოვლად აქუს მშვილდი და მან ჰკრის ისარი, რომელსა არა დაუდგის სიმაგრე-მან საჭურველისა-მან და მას დღესა შინა ამზასპ თავის-თავითა მოკლა ბუმბერაზი ათ-ხუთ -მეტი და ცხენი მრავალი და სხუათა-გან ბუმბერაზთა ამაზასპისათა მოკლნეს ბუმბერაზნი ოვსთანი, და დასდუა წყლულება დიდი ვნება ოვსთა ზედა: მას დღესა შინა შემოვიდა ამ ზასპ ქალაქად, მჴედრითა სპითა, ხოლო ქუჱითნი-იგი დგეს ადგილსა ზედა კართა შინა: და ღამესავე- მას მოემატნეს მხედარნი რომელნი მოეტანნეს თანა ერის-თავთა-მათ სისწრაფითა:

და ვითარ განთენდა განვიდა კვალად მუნვე ამზასპ და აღიხუნა ჰოროლნი, და გამოვიდა ოვსთა-გან კაცი ერთი რომელსა სახელით ხუანხუა იგი გამორჩეულ იყო სპათა შორის ოვსთასა: აღიზახნეს ორთავე და მიეტევნეს ურთიერთას, და პირველსავე მისლუასა სცა ოროლნი, და განავლო ზურგით, და მოკლა იგი და აღმოიხადა ჴრმალი და მიეტევა სხუათაცა ბუმბერაზთა, და მოკლნა ორნი სხუანიცა შეიქცა და შევიდა ქალაქად მჴედრებითურთ. ხოლო ქუჱითნი დგეს მუნვე კართა შინა, და მას ღამესა კვალად მოემატნეს მჴედარნი: ხოლო განიზრახეს დასხმა ოვსთა, და განვიდა და დაესხა ოვსთა განთიადისასა, მჴედრითა და ქუჱითითა ყოვლითა ძალითა აოტა ბანაკი მათი, და მოკლა მეფე ოვსთა, და მოსრა ყოველი სიმრავლე მათი:

და წელსა მეორესა მოირთო ძალი სომხითით, და შეკრიბნა სპანი მისნი ყოველნი, და გარდავიდა ოვსეთს და, ვერ-ვინ წინა-აღუდგა და მოტყუჱნა ოვსეთი, და მოვიდა შინა გამარჯვებული: და შემდგომად ამისსა შეექმნა სილაღე და იწყო მესისხლეობად, და მოსწყჳდნა მრავალნი წარჩინებულნი. და ამის-თჳს მოიძულეს იგი ერ-მან ქართლისა-მან და მტერ-ექმნა იგი სომეხთაცა და შეიყუარნა სპარსნი: მაშინ განუდგეს ერის-თავნი დასავლეთისანი ხუთნი ორნი ერისთავნი ეგრისისანი, ერთი ოძრხისა, ერთი კლარჯეთისა, და ერთი წუნდისა: ეზრახნეს სომეხთა მეფესა, და ითხოვეს ძე მისი მეფედ, რამეთუ დის-წული იყო ამზასპისი: მაშინ სომეხთა მეფე ძალითა მრავლითა წარმოემართა ქართლად, და მოირთნა ძალი საბერძნეთითცა, და ეზრახნეს ოვსთაცა, რომელნი სიხარულითა წარმოვიდეს, რამეთუ მესისხლე იყო ამზასპ მათი, და გარდამოვლეს გზა თაკუერისა და მოვიდეს ერის-თავთა თანა მეგრელისათა: მაშინ ამზასპ მოუწოდა სპარსთა და მოვიდეს სპარსნი ძლიერნი, და შეკრიბნა ქართველნიცა, რომელნი დარჩომოდეს: მაშინ ოვსთა და მეგრთა გარდამოვლეს მთა მცირე, და შეკრბეს იგინი და ერის-თავნი ქართლისანი განდგომილნი, და მოვიდეს ესე ყოველნი წინაშე სომეხთა მეფისა: ხოლო წარმოემართა ამზასპ და მოეგება იგი გუთის-ხევს, და არა-ვინ იპოვა ეგ-ოდენთა-მათ სპათა შინა ბერძენთა, სომეხთა, ოვსთა და მეგრლთა, და ქართველთა შორის, მარტოდ-მბრძოლი ამზასპისი, არამედ ეწყუნეს ურთიერთარს სპანი-იგი და იქმნა ბრძოლა მათ შორის: იძლია ამზასპ, და ივლტოდა სპა მისი, და ამაზასპ და დაიპყრეს ქართლი, და მოკლეს ამზასპ, და მოსრეს სპა მისი, დაუტევა სომეხთა მეფე-მან ძე თჳსი მეფედ ქართლსა, დის-წული ამზასპისი, სახელით რევ:


ით. მეფე რევ, ძე სომეხთა მეფისა, არშაკუნიანი.

და ამან რევ მოიყუანა ცოლი საბერძნეთით. ასული ლოღოთეთისა სახელით სეფელია, მოიხუნა თანა კერპი, სახელით აფროდიტოს და აღმართა თავსა ზედა მცხეთისასა: ესე რევ მეფე. დაღაცათუ იყო წარმართი, არამედ იყო მოწყალე და შემწე ყოველთა ჭირვეულთა. რამეთუ სმენილ იყო მისდა: მცირედ რამე სახარება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, და აქუნდა რაჲმე სიყუარული ქრისტესი და მეფობასა შინა მისსა არღა-რა-ვის უტევა ქართლსა შინა ყრმათა კლუა რომელსაიგი ამისსა უწინარეს და პირველ კერპთა მიმართ შესწირვიდეს მსხუჱრპლად ყრმათა, და ვიდრე იგი იყო მეფედ, არღა-რა-ვინ კლვიდა ყრმათა კერპთა-თჳს. ხოლო ცხურისა და ზროხისა შეწირვა განუწესა, და ამის-თჳს ეწოდა მას რევ მართალი, და მეფობდა იგი კეთილად: და მოკუდა რევ მეფე იქმნა ძე მისი ვაჩე:


კ. მეფე ვაჩე, ძე რევისა, არშაკუნიანი.

და შემდგომად ამისსა მეფე იქმნა ძე ვაჩესი ბაკურ:


კა. მეფე ბაკურ, ძე ვაჩესი, არშაკუნიანი.

და შემდგომად ბაკურისა მეფობდა ძე მისი მირდატ:


კბ. მეფე მირდატ ძე ბაკურისი არშაკუნიანი

და შემდგომად მირდატისა მეფობდა ძე მისი ასფაგურ:


კგ. მეფე ასფაგურ, ძე მირდატისა, არშაკუნიანი:

და ამან ასფაგურ აღაშენა ციხე- ქალაქი უჯარმა:

ხოლო ალექსანდრეს მეფობით-გან ესე ყოველნი მეფენი მეფობდეს ქართლს, და იყუნეს კერპთ-მსახურ და ესე ასფაგურ იყო უკანასკნელი მეფე ფარნავაზიანთა ნათესავისა და ამის-ზე მეფე იქმნა სპარსეთს ქასრე ანუშარვან, სასანიანი რომელ-მან მოსრნა მეფენი აჟღალანიანნი, რომელი იცნობების არდაშირობით, ვითარცა წერილ არს ცხოვრებასა სპარსთასა:

ხოლო სომხითს მეფე იქმნა კოსაროს, და ამან კოსაროს, სომეხთა მეფე-მან უწყო ბრძოლად ქასრე, მეფესა სპარსთასა, და შეეწეოდა მას ასფაგორ მეფე ქართველთა. და ამან ასფაგურ განუხუნის კარნი კავკასიანთანი და გამოიყუანნის ოვსნი, ლეკნი და ხაზარნი, და მივიდის კუსარუ მეფისა თანა სომეხთასა, ბრძოლად სპარსთა, და პირველსავე შესლუასა სპარსეთად ეწყო ქასრე, მეფე სპარსთა, და აოტეს იგი და მოსრეს სპა მისი, და მიერით-გან ვერღა-რა წინა-აღუდგა ამათ მეფე-იგი სპარსთა, და განამრავლეს შესლუა სპარსეთად და ტყუჱნვა სპარსეთისა: ხოლო დაესრულნეს მეფენი ქართლისანი ფარნავაზიანნი და სომეხთ მეფის ძენი:


შემოსლუა სპარსთა ქართლს და მეფობა მირიანისი:

ვითარ აოტეს სომეხთა და ქართველთა და ჩრდილოს ნათესავი მეფე სპარსთა, და განამრავლეს შესლუა სპარსეთს და ოხრება სპარსეთისა, და ვერღა-რა-ოდეს წინა აღუდგა მეფე სპარსთა, მაშინ მეფე-მან სპარსთა-მან, მწუხარებულ-მან, მოუწოდა მთავართა სოფლებისათა, პიტიახშთა და ერის-თავთა, და ყო განზრახუა, და ეძიებდა ღონესა ბოროტისა-მის მოწევნულისასა და აღუთქმიდა ნიჭსა დიდსა და პატივსა, რომელმან უძიოს ღონე შურისგებისა:ხოლო კრებულსა-მას შორის იყო წარჩინებული ერთი მთავარი სახელით ანაკ, ნათესავისაგან კოსაროს, სომეხთა მეფისა: აღდგა იგი წარმოდგა, და ჰსთქუა ოტებულ არს სპაჲ ჩვენი კოსაროს, სომეხთა მეფისა-გან აწყუჱდილ არიან მჴედარნი ჩვენნი, და დასდებია შიში და ძრწოლა მათი სპარსთა ზედა, და განძლიერებულ არიან იგინი, და ვერ ძალ-გვიძს წინა-აღმდგომა მათდა აწ ესე არს განზრახუა ჩემი, რათა მშვიდობითა და ვედრებითა, და ხარკისა მიცემითა დავამშჳდოთ კოსარო მეფე:“ ესე რომელ თქუა ანაკ არა გულითა თქუა არამედ სიმრავლესა-მას უფარვიდა გულისა მისისა განზრახუასა მიეახლა მეფესა და ჰრქუა თჳს-გან: "უწყოდე, არა ესრეთ არს განზრახუა ჩემი, რომელ ვთქუ არამედ ღირს მყავ მარტოდ შენ წინაშე ზრახუად და ვაუწყო მეფობასა შენსა გულისა განზრახვა ჩემი.“ მაშინ წარჩინებულთა-მათ იზრახეს თჳს-თჳსად წინაშე მეფისა და წარვიდეს: მაშინ ფარულად მოუწოდა მეფე-მან ანაკს, და თქუა მეფესა ანაკ. "ცხონდი, მეფე უკუნისამდე. მე გიძიო ღონე შურის-გებისა კოსაროს ზედა, ესრეთ რათა წარვიდე მის-თანა დედა-წულით ჩემითურთ, და მე მომენდობის იგი ნათესაობისა-თჳს, და სუჱ-მან შენ-მან მოავლინოს კეთილად, მოვკლა მეფე-იგი და დავდუა თავი ჩემი შენ-თჳს:“

სთნდა განზრახუა ესე მეფესა, და მოკლეთა დღეთა წარმოვიდა ანაკ და ძმა მისი დედაწულითურთ, რეცა განდგომად სპარსთა მეფისა-გან:და მოვიდა საზღუართა სომხითისასა, ქალაქსა რომელსა ჰრქვიან ხილახილა, საზამთროთა ადგილთა სომეხთა მეფეთასა: იხილარა კოსაროს მეფე-მან დიდითა პატივითა შეიწყნარა, რამეთუ ყოვლითავე სიმარჯჳთა მოსლუასა მისსა აჩვენებდა სარწმუნოდ და ხედჳდა მეფე, რამეთუ ყოვლითა სახლეულითა მისითა მისდა მოემართა: მაშინ მისცა მეფე-მან მას პატივი, მეორედ მისსა საყდა რსა აღიყუანა, სიხარულით და განსუჱნებით: და დაყუნეს რა დღენი ზამთრისანი, და მოიწივნეს დღენი ზაფხულისა არისანი, და განდიდნეს მდინარენი წარვიდა მეფე მუნით, და მოვიდა არატსა ქალაქსა და განმზადებულ იყო კოსარო მეფე კვალად შესლვად სპარსეთს: მაშინ დღესა ერთსა განვიდა მეფე ნადირობად, და გაჰყუჱს თანა ანაკ და ძმა მისი, და იპყრნეს მახჳლნი ლესულნი ფარულად, საწჳმარსა ქუჱშე სტეოედსა, და პოეს დარი, მოკლეს მეფე და ივლტოდეს: ხოლო დევნა უყუჱს მთავართა სომხითისათა, და მოუსწრეს ვიეთმე ხიდსა და რომელთამე მოუსწრეს ფონსა ზედა, და ასწყჳდნეს იწროსა შინა, და ვერვინ წარვიდეს, და მოკლნეს იგინი და მოსრნეს ყოველნი ნათესავი მათი, თჳნიერ დაშთეს ორნი შვილნი მათნი, რომელნიცა აღიხუნეს მამა-მძუძეთა მათთა: ერთი შეივლტოდა საზღუართა საბერძნეთისათა, და მეორე საზღუართა სპარსეთისათა:

ვითარცა ესმა სპარსთა მეფესა ქასრეს სასანიანსა, აღივსო სიხარულითა და წარმოემართა ყოვლითა ძალითა მისითა. მოვიდა პირველად სომხითს და დაიპყრა სომხითი, მოსრა და ტყუჱ-ჰყო ყოველი ნათესავი სომეხთა მეფისა: ხოლო ერთი ძე კოსარო მეფისა, მცირე ყრმა, შეივლტოდა საზღუართა საბერძნეთისათა, და მუნ იზრდებოდა, რომელსა ერქუა თრდატ: მაშინ ვითარცა დაიპყრა სომხითი სპარსთა მეფე-მან და შემოვიდა ქართლად, წარვიდა ასფაგურ ქართველთა მეფე ოვსეთს, რათამცა მოიმატნა სპანი ოვსეთით და განამაგრნა ციხე-ქალაქნი: ხოლო რაჟამს შევიდა ოვსეთს, ეწია სიკუდილი, და მუნ აღესრულა:

ამას ასფაგურს არა ესუა ძე, არამედ ასული ერთი: მაშინ შეკრბეს ყოველნი ერის-თავნი ქართლისანი მცხეთას ქალაქსა, სპასპეტისა თანა, რომელსა ერქუა მაიჟან ზრახუა ყუჱს, სავსეთა მწუხარებითა, და თქუჱს: "არა ვაუფლოთ გულთა ჩვენთა მწუხარება, რათა არა მიგვეღოს გონება, გარნა ვიძიოთ ღონე ჭირთა და განსაცდელთა ჩვენთა-თჳს :“ მაშინ სთქუა მაიჟან სპასპეტ-მან: "უკუე თუმცა იყო ჩვენ-თანა ძალი ესე-ზომი , ჩვენმცა მეასედთა სპარსთა შევესწორებოდით, დამცავსხენით თავნი ჩვენნი სიკუდილად და წინა- აღუდეგით მათ. და თუმცა დარჩომილ იყო მკჳდრი მეფისა ჩვენისა, ანუ ნათესავი მეფეთა ჩვენთა, რომელიმცა ღირს იყო მეფობასა, დავდეგითმცა ციხე-ქალაქთა შინა, და დამცავსცენით თავნი ჩვენნი სიკუდილად, და ვჭამეთმცა ჴორცი კაცისა, ვითარცა პირველ მამათა ჩვენთა, არამედ ჟამსა მოწევნადსა ესრეთ მოუვლენია, რამეთუ მოიკლა სპარსთა-გან დიდი-იგი მეფე სომხითისა, წაღებულ არს სომხითი, რომელსა ეკიდა სამეფო ჩვენი, და აღუღია პირი თჳსი სპარსთა მეფესა შთანთქმად ყოვლისა ქვეყანისა ჩვენისა. არავინ არს ჩვენ-თანა წინა-აღმდგომი მისი, და დარჩომილა ერი ჩვენი ობლად, ვითარცა ცხოვარნი უმწყემსონი: აწ ესე არს განზრახუა ჩვენი, რათა მივაგებოთ წინა მეფესა სპარსთასა მორჩილებაჲ და ვითხოვოთ მის-გან ძე მისი მეფედ ჩვენდა, და ვევედრნეთ, რათა შერთოს ცოლად ძესა მისსა ასული ასფაგურისი, მეფისა ჩვენისაჲ: ვაუწყოთ ქალისა ამის ნათესავობა ნებროთიანთა, და დიდებულთა არშაკუნიანთა, და მეფეთა ჩვენთა ფარნავაზიანთა, და ვითხოვოთ მის-გან დამჭირვა სჯულსაზედა მამათა ჩვენთასა, და არა აღრევა ჩვენ-თანა სპარსთა, და წარჩინებულად პყრობაჲ ჩვენი. ნუ უკუჱ შეიწყნაროს ვედრებაჲ ესე ჩვენი, და ყოს ესე ყოველი ჩვენ-ზედა და უკეთუ სჯულსა მამათა ჩვენთასა მიგჳღებდეს, და ჩვენ-ზედა სპარსთა წარჩინებულ ყოფდეს, და ნათესავსა მეფეთა ჩვენთასა მოსწყუჱდდეს, სიკუდილი უმჯობეს არს თავთა ჩვენთა-თჳს, ვიდრე მონახუა ესე-ვითარისაჲ დავსხნეთ თავნი ჩვენნი ციხეთა და ქალაქთა, და მოვსწყდეთ ყოველნი:“

მაშინ დაემოწმნეს ყოველნი ერის-თავნი ზრახუასა მაიჟან სპასპეტისასა, და წარგზავნეს მოციქული წინაშე სპარსთა მეფისა, და მოახსენეს ესე ყოველი, რომელი განეზრახა: ხოლო გამოიკითხა სპარსთა მეფე-მა პირველად ქალაქისა მცხეთისა, და უთხრეს სივრცე და სიგრძე მისი, და მახლობელობა ხაზართა და ოვსთა: და კვალად გამოიკითხა გუარი ასფაგურის ასულისა, და უთხრეს ნათესავობა ნებროთიანთა და არშაკუნიანთა, და ფარნავაზიანთა: კეთილად სთნდა სპარსთა მეფესა, და შეიწყნარა ვედრება ქართველთა, და თჳთცა უკვე გამოარჩია მცხეთას დასუმაჲ ძისა თჳსისა მეფედ: რამეთუ ყოველთა ქალაქთა სომხითისა და ქართლისათა, რანისა და მის კერძისა, უფროჲსად და უმაგრესად გამოარჩია, და მახლობელად ჩრდილოთა მტერთა, რათა ჰბრძოდის მათ მუნით, და იპყრობდეს ყოველთა კავკასიათა: აღუსრულა ყოველი-იგი სათხოველი ქართუჱლთა, და მისცა ყოველსა ზედა ფიცი და აღთქმაჲ, და მოვიდა მცხეთას, და მიეგება მაიჟან სპასპეტი, და ყოველნი ერის-თავნი ქართლისანი: მაშინ მოიყუანეს ასული ასფაგურ მეფისაჲ რომელსა ერქუა აბეშურა, და შეჰრთო იგი სპარსთა მეფე-მან ძესა თჳსსა, რომელი მუნ-თანა ჰყუა შჳდისა წლისაჲ, ნაშობი მჴევლისა რომელსა ერქუა სპარსულად მიჰრან, და ქართულად მირიან: ესე მირიან იგი არს, რომელმან ჟამსა სიბერისა თვისისასა იცნა ღმერთი დამბადებელი, და შეიწყნარა სახარება მოციქულთაჲ, წმიდისა ნინოს მიერ, და იქმნა აღმსარებელ სამებისაჲ და თაყუანისმცემელ ჯუარისა პატიოსნისა:


კდ. მეოცდაოთხე მეფე, მირიან, ძე სპარსთა მეფისა, ხოსროიანი:

აწ ვაჴსენოთ, ცხოვრება მირიანისი, ძისა ქასრე არდაშირისი, სასანიანისა

ვითარცა შეიწყნარა მეფე-მან ქასრე ვედრება ქართუჱლთა და შეჰრთო ძესა მისსა მიჰრიანს ასული ქართუჱლთა მეფისა, და მისცა მეფედ, და დასუა მცხეთას, მისცა ქართლი, სომხითი, რა- ნი მოვაკანი და ჰერეთი: და იყო მირიან მაშინ წლისა შვიდისა და თანა-ჰყუა დედაჲ მირიანისი, და არა დაუტევა იგი მირიანის თანა, რამეთუ უყუარდა დედა იგი, ვითარცა თავი თჳსი, არამედ დაუტევა მამა-მძუძედ და განმგებელად, წარჩინებული ერთი, რომელსა ერქუა მირვანოზ, და დაუტევა ორმოცი ათ-ასი მჴედარი სპარსი, რჩეული, და არა დასხნა ქართლისა საზღუართა სპარსნი-იგი ფიცისა მის-თჳს, რომელ ფიცებულ იყო ქართველთად, არამედ დასხნა ჰერეთს და მოვაკანს, და სომხითს: ხოლო უბრძანა მირვანოზს რათა სპარსთა-მათგანი რჩეული შვიდი ათ-ასი მჴედარი ყოვლად ქალაქსა შინა იპყრან მცველად ძისა მისისა: და ესრეთ დამზავა ქართველთა, რათა კარნი და ციხენი და ქალაქნი ყოველნი იპყრნეს ლაშქრითა სპარსითა, და სხუა სიმრავლე სპარსთა არა იყოს ქვეყანასა შინა ქართლისასა თანა აღრეულად, და იყოს შვილი ესე ჩემი ორსავე სჯულსა-ზედა, მამათა ჩვენთა ცეცხლის-მსახურებასა, და თქუჱნთა კერპთასა.“ რამეთუ პირველვე ამას ზედა მოეცა ფიცი:

და წარვიდა მეფე და წარიხუნა, და დაიმორჩილნა ყოველნი ხევნი კავკასიანთანი, და დასხნა ყოველ-გან მთავარნი, და უბრძანა მათ ყოველთა, რათა იყუნეს მორჩილ ძისა მისისა მირიანისსა და უბრძანა მირიანს, ძესა თჳსსა, და მამა-მძუძესა მისსა მირვანოზს, რათა ბრძოდიან ხაზართა, და წარვიდა თჳთ სპარსეთად: ხოლო ამან მირვანოზ ჰმატა ყოველთა სიმაგრეთა ქართლისათა და უმეტეს ყოველთასა მოამტკიცნა ზღუდენი ნეკრესისა ქალაქისანი: აღიზარდა მირიან მსახურებასა მას შინა შვიდთა მათ კერპთასა და ცეცხლისასა. ხოლო შეიყუარნა ქართველნი და დაივიწყა ენა სპარსული, ხოლო ისწავა ენა ქართული. და ჰმატა შემკობა კერპთა და ბომონთა, კეთილად იპყრნა ქურუმნი კერპთანი, და ყოველთა მეფეთა ქართლისათა უმეტეს აღასრულებდა მსახურებასა-მას კერპთასა, და შეამკო საფლავი ფარნავაზისი: ესე ყოველი ქართველთა სათნოებისა-თჳს ქმნა. კეთილად იპყრნა ქართველნი, ნიჭითა და ყოვლითა დიდებითა, და შეიყუარეს იგი ყოველთა ქართველთა უმეტეს ყოველთა მეფეთასა. და მეფობდა ესრეთ მირიან, მცხეთით-გან ქართლს, სომხითს რანს ჰერეთს, მოვაკანს და ეგრსს:

ვითარ იქმნა მირიან ათ-ხუთ-მეტისა წლისა, მოუკუდა ცოლი, ასული ქართველთა მეფისაჲ, და ამას-ზედა დაესრულა ქართლს შინა მეფობა და დედოფლობა ფარნავაზიანთა მეფეთა: შეწუხდეს ყოველნი ქართველნი სიკუდილსა-ზედა დედოფლისა მათისა, არამედ დადგრეს ერთ-გულებასა ზედა მირიანისსა: არცა ძალ-ედუა და არცა ვინ იყო ყოვლადვე ნათესავი, რომელიმცა ღირს ქმნილ იყო მეფობასა ქართველთასა, და ესრეთ შეიტკბეს ამის მიზეზისა-თჳს მეფობაჲ მირიანისი: ხოლო მირიან მეფე-მან ჰმატა კეთილსა ქართველთასა, და მოიყუანა ცოლი საბერძნეთით, პონტოჲთ, ასული ოლიღოტოსისი სახელით ნანა: და იწყო ბრძოლად ხაზართა, და მარადის ჰბრძოდის. ოდესმე გადგიან მირიანს ლეკნი, და მათ გამოიყუანიან ხაზარნი. მიეგების ჰერეთს ანუ მოვაკანს, და მუნ ეწყჳს. ოდესმე დურძუკთა და დიდოთა, მაშინ ეწყჳს და ვერ-ოდეს სძლეს ხაზართა, არამედ ყოვლადვე მირიან სძლის, და ესრეთ მრავალ-გზის გარდაიხადა ბრძოლა ხაზართა:

და უფროსი ლაშქრობა მისი იყვის დარუბანდს, რამეთუ მოვიდიან ხაზარნი, და მოადგიან დარუბანდსა, რათამცა წარიღეს და განაღეს კარი ფართო, და მუნით იწყეს გასლუა სპარსთა ზედა. ხოლო ოდეს მოვიდიან ხაზარნი დარუბანდს, მაშინ წარვიდის მირიან შუელად დარუბანდისა: ოდესმე უჰომრად მიჰრიდიან ხაზართა, და ოდესმე ბრძოლით აოტნის: ხოლო ვითარ იქმნა მირიან წლისა ორ-მეოცისა, მაშინ მოკუდა მამა მისი, სპარსთა მეფე, და დაჯდა მეფედ სპარსეთს ძმა მირიანისი ურწემესი, რომელსა ერქუა ბარტამ: ვითარცა ესმა ესე მირიანს, მოუწოდა ყოველთა სპათა მისთა, შეიკრიბნა და წარემართა ბაღდადს, რათამცა დაჯდა საყდართა მამისა მისისათა: მაშინ ძმამან მის-მან შეიკრიბნა სპანი ურიცხუნი და მიეგება ბრძოლად, ხევსა მას ნასიბისასა: და ვითარცა იხილეს მოხუცებულთა და მარზაპანთა სპარსეთისათა, ვითარმედ მახჳლი დაეცემის ურთიერთას, აღდგეს მათ შორის მოციქულად და ბჭედ, და დასჯერდეს ორნივე მეფენი ბჭობასა მათსა და დასხდეს რა ბჭედ:

მირიან იტყოდა სარჩლად, "პირ-მშო შვილი ვარ მე მამისა ჩემისა, და საუფლისწულოდ ებოძნეს ქუჱყანანი უცხონი მკლავითა წახმულნი, და მუნ დღენი ჩემნი ყოველნი დამიყოფიან ბრძოლასა შინა ხაზართასა, და მრავალ-გზის სისხლითა ჩემითა დამიცავს სპარსეთი ხაზართა-გან ამის-თჳს ჩემი არს საყდარი მამისა ჩემისა:“ ხოლო ბარტამ იტყოდა ამას-ზედა: "თუმცა პირმშო არს იგი, არამედ ნაშობი არს მხევლისაჲ და ნაშობსა მჴევლისასა ეყოფის სუჱდ, რომელ მას მიხუჱდრია სამეფონი: ხოლო მე ნაშობი ვარ ჰინდოთა მეფისა ასულისა, სპარსთა დედოფლისაჲ და მოგისმენია ანდერძი მამისა ჩემისაჲ, და მოგინახავს რომელ ჴელითა მისითა დამადგა გჳრგჳნი თავსა ჩემსა:“ ხოლო მათ განბჭეს და მისცეს მეფობა სპარსეთისა ბარტამს. ხოლო მირიანს გულის-სადებად მისცეს ბარტამის-გან ჯაზირეთი და შამის ნახევარი და ადარბადაგანი, ესე ყოველი ქართლსა, სომხითსა, რანსა, ჰერეთს და მოვაკანსა ზედა მოურთეს: და წარმოვიდა მირიან. ხოლო მირიან ვიდრეღა ჯერეთ იყო მუნ, გარდამოვლეს ოვსთა ფეროშ და კავცია და განჰრყუნეს ქართლი: ხოლო მირიან გარეს-გარე გარდავიდა ოვსეთს, მოტყუჱნა ოვსეთი და მოწუა ხაზარეთამდე, და გარდამოვლო გზა დვალეთისა, და მოვიდა შინა:

და შემდგომად ამისსა რაო-დენთამე წელთა ჩუჱულებისა-ებრ მოვიდეს ხაზარნი ბრძოლად დარუბანდისა: ხოლო მირიან წარვიდა შუჱლად დარუბანდისა, და ვიდრე იგი მუნ იყო წყობად ხაზართა, მაშინ უკუჱ მეფე გუთთა, სპითა ურიცხჳთა, შევიდა საბერძნეთს: ხოლო მეფე ბერძენთაჲ შეკრბა სპათა მისთა და წინა-აღუდგა. მაშინ მეფე-მან გუთთა-მან სთხოვა თავის-თავ ბრძოლა კეისარსა. ვერ ძალ-იდუა ბრძოლაჲ მისი: ხოლო იყო ძე კოსაროს სომეხთა მეფისა, სახელით თრდატ, რომელი ვახსენეთ ზემო, აღზრდილ იყო საბერძნეთს, და იყო იგი გოლიათი. მას ჟამსა შინა იყო იგი სპასა-თანა ბერძენთასა: და იგი გამოარჩიეს ყოველთა სპათა ბერძენთა, და შემოსეს იგი შესამოსლითა და საჭურველითა კეისრისათა, და კეისრის სახედ გაუგზავნეს ბრძოლად გუთთა მეფესა: გამოვიდა მუნით გუთთა მეფე, და მიეტევნეს ურთიერთას ბრძოლად. სძლო თრდატ და ჴელად შეიპყრა, და იოტეს ბანაკი გუთთა: ხოლო კეისარმან მისცნა სპანი თრდატს და გამოგზავნა სომხითს, მამულსა მისსა: გამოვიდეს სომხითს და გამოასხნეს სპანი ერისთავნი მირიანისნი: მაშინ მირიან შეიქცა წყობისა-გან ხაზართასა, და მოიყუანა სპარსეთით თჳსი მისი ნათესავი მეფეთაჲ სახელით ფეროზ. მან მოიტანა თანა სპაჲ დიდი. და ამას ფეროზს მისცა მირიან ასული თჳსი ცოლად, და მისცა ქვეყანა ხუნანით-გან ბარდავამდე, მტკუარსა ორივე კერძი, და დაადგინა იგი ერის-თავად მუნ და სხუაცა ძალი მოირთო სპარსეთით, უწყო ბრძოლად თრდატს: ხოლო ოდეს მოირთის ძალი თრდატ საბერძნეთით და მომართის მირიანს, და მას ვერ ძალ-ედვის წინა-აღდგომად, და გაამაგრნის ციხენი და ქალაქნი, და მოვლის თრდატ ქვეყანაჲ მისი. და ოდეს განძლიერდის მირიან სპარსეთით, მაშინ ვერ წინააღუდგის თრდატ, მოვლის სომხითი: ესრეთ დაუცხრომელად იყვის შფოთი მათ შორის წელთა მრავალთა, და არავინ იპოვა ოდეს სპარსთა შორის მარტოდ-მბრძოლი თრდატისი. და სახელოვან იქმნა იგი ყოველსა ქუჱყანასა, და სძლო ყოვლადვე მბრძოლთა მისთა, ვითარცა წერილ არს ჰამბავი მისი ცხორებასა სომეხთასა:

შემდგომად ამისსა მეფე იქმნა ძმის-წული მირიანისი, ძე ბარტამისი მოუვლი ნა მირიანს მოციქული და ჰრქუა, რათა შევკრბეთ და გარდავლოთ სომხითი, და შევიდეთ საბერძნეთად:“ მაშინ გამოვიდა სპარსთა მეფე, და მიეგება მირიან და შეკრბა სიმრავლე ურიცხჳ, ვითარცა თივანი ველთანი და ფურცელნი ხეთანი სიმრავლითა: და გარდავლეს სომხითი, ვერ წინააღუდგა თრდატ, არამედ განამაგრნა ციხე-ქალაქნი და წარტყუჱნეს სომხითი, და შევიდეს საბერძნეთად, და ვერ წინა-აღუდგა მათ ბერძენთა მეფე კოსტანტინე, და შთავარდა მწუხარებასა დიდსა. იწყეს ტყუჱნვად საბერძნეთისა: მაშინ არწმუნეს მეფესა კოსტანტინეს კაცთა ღმრთისმსახურთა. და ჰრქუჱს: "იხილეთ საკჳრველება ქრისტესი და ძლევაჲ მტერთა მოსავთა მისთა-გან, ვითარ ყოველნი მოსავნი ქრისტესნი, წარძღუანებითა ჯუარისათა, სძლევენ მტერთა მათთა:“ ხოლო კოსტანტინე მეფე-მან ირწმუნა მათი, ვითარცა წერილ არს ესე განცხადებულად ცხოვრებასა ბერძენთასა, ნათელს-იღო კოსტანტინე და წარმოიძღუანა სახე ჯუარისა და ეწყო მტერთა სპარსთა მათ ურიცხუთა სპითა მცირითა, და ძალითა ქრისტესითა აოტა ბანაკი მათი, და მოსრა სიმრავლე მათი: ივლტოდეს ორნი იგი ძმანი, მცირედითა მჴედრითა, და მიუდგა უკანა კოსტანტინე, და შევიდა საზღუართა მათთა: და სპარსთა მეფე შევიდა სპარსეთად, მეოტი. ხოლო მირიან დადგა ქართლად და განამაგრნა ციხე-ქალაქნი. უღონო იქმნა მირიან და შეეშინა ოტებასა ქართლით, რამეთუ აწყუჱდილ იყუნეს წყობასა მას შინა ყოველნი წარჩინებულნი მისნი, სპარსნი და ქართუჱლნი: წარგზავნნა მოციქული წინაშე კოსტანტინე მეფისა და ითხოვა მის-გან მშვიდობა და აღუთქუა მას მსახურებაჲ და მოწყუჱდაჲ სპარსთა: სთნდა კოსტანტინეს, რამეთუ შიში აქუნდა კვალად სპარსთა მეფისა-გან და შემწეობისა-თჳს დაეზავა მირიანს აღიღო შჳლი მირიანისი მძევლად, რომელსა ერქუა ბაქარ და დაამოყურნა თრდატ და მირიან, და ამზახნა. მოსცა თრდატ ასული მისი, რომელსა ერქუა სალომე ძესა მირიანისსა ცოლად, რომელსა ერქუა რევ: უჩინა საზღუარი ესრეთ რომელთა ქუჱყანათა მდინარენი დიან სამხრით, მიერთვიან რახსსა, ესე ქუჱყანანი თრდატის კერძად დაყარნა, და რომლისა ქვეყანისა მდინარენი ჩრდილოთ დიან, და მიერთვიან მტკუარსა, მირიანის კერძად დაყარნა და შუა-მდგომელ ექმნა მათ და წარვიდა: მეფობდა მირიან ქართლს, რანს, ჰერეთს და მოვაკანს, და აქუნდა ეგრისიცა, ეგრის-წყლამდე, და მისცა ძესა მისსა რევს საუფლისწულოდ კახეთი და კუხეთი, და დასვა იგი უჯარმოს, რევ და ცოლი მისი სალომე, ასული თრდატისი, და ცხოვნდებოდეს უჯარმოს: ხოლო ფეროზს, სიძესა მირიანისსა, აქუნდა ქუჱყანა რომელი ზემო თავსა ვახსენეთ მიცემულად მირიანის-გან და იყო იგი მუნ ერის-თავად: მას ჟამსა მოსრულ იყო წმიდაჲ და ნეტარი დედა და ემბაზი ჩვენი ნინო, და დაეყო მცხეთას შინა სამი წელი, და განეცხადა ქადაგება ქრისტეს სჯულისა, და იქმოდა კურნებასა თჳნიერ წამლისა და ჴმაჲ-მაღლად იწყო ქადაგებად ქრისტეს სჯულისა ჭეშმარიტისა, ქრის ტეს ღმერთისა ჩვენისასა (ოდეს ქართლი მოაქცია წმიდა-მან ნინო ქრისტეს ამაღლებით-გან გარდასრულ-იყუნეს წელნი სამას ოცდა ათ-ერთ-მეტნი: