ალ-მუჰიბბი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

"თასკიფ ათ-თარიფ ბი-ლ-მუსტალაჰ აშ-შარიფ" ("მაღალი ტერმინოლოგიის განმარტების სრულყოფა")
ავტორი: ალ-მუჰიბბი
ცნობები საქართველოს შესახებ

გამომცემელი: გოჩოლეიშვილი დიტო


უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის არაბული წყაროები



წიგნი:
XIV-XV სს. არაბი ისტორიკოსების ცნობები საქართველოს შესახებ - არაბულიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო დიტო გოჩოლეიშვილმა - საქართველოს ისტორიის წყაროები 49 - საქართველოს ისტორიის უცხოური წყაროები XXII- თბილისი - 1988


წინასიტყვაობა[edit]

ალ-მუჰიბბი - სირიელი სწავლული თაკი ად-დინ აბდ არ-რაჰმან ალ-კადავი ალ-მუჰიბბის (გარდ. 1384 წ.) ლაშქრის ნაზირის თანამდებობა ეკავა. მისი ნაშრომი "თასკიფ ათ-თარიფ ბი-ლ-მუსტალაჰ აშ-შარიფ" ("მაღალი ტერმინოლოგიის განმარტების სრულყოფა"), რომელიც წარმოადგენს ალ-უმარის თხზულების შევსებულ რედაქციას, წარმოადგენს სახელმძღვანელოს ეგვიპტის მამლუქი სულტნების კარზე მოღვაწე სამდივანმწიგნობროს მოხელეთათვის, მათ მიერ საკანცელარიო საქმის წარმოებისა და დიპლომატიური მიმოწერისათვის.
ალ-მუჰიბბის თხზულებაში სხვა მასალასთან ერთად, მოცემულია წერილების ნიმუშები, განსაკუთრებით სულტან ან-ნასირ მუჰამმადის (1292-1294; 1298-1302; 1305-1340) ზეობიდან მოყოლებული, სულტან ალ-აშრაფ ნასირ ად-დინ შაბანის (1363-1377) მმართველობის ბოლომდე.

ტექსტი[edit]

ქართველებს ჰყავთ ორი მეფე - დავით მეფე, რომელიც თბილისს განაგებს და დადიმანი - მეფე, რომელიც განაგებს სუხუმსა და აბხასს. ყოველ მათგანთა მიმოწერის წესი ნახევარ ფურცელზეა.

მაღალი ალლაჰი დღეგრძელ ჰყოფს მის მეფურ უდიდებულესობას, დიადს, დიდებულს, მამაცს, რაინდს, წმინდანს, მორწმუნეს, მავანს, ქრისტიანული სარწმუნოების დიდებას, ჯვრის რელიგიური საზოგადოების განძს, ქრისტიანობის სიამაყეს, აბხაზთა, ქართველთა და ჯურჯანელთა მეფეს, მეფეთა და სულტანთა მეგობარს. [ყოველ მათგანს] ეწოდება ქართველთა მეფე.

აღნიშნა აწ განსვენებულმა ყადიმ შიჰაბ ად-დინმა მიმოწერაში მომხდარი ცვლილებები, რომელთა გამეორება აქ არ არის საჭირო, რადგანაც რაც მე აღვნიშნე დარჩენილია მტკიცედ მიმოწერაში უკანასკნელ დრომდე.