"წამება წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისა" (1849)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები







ლეონტი მროველი - "წამება არჩილ მეფისა"




პუბლიკაციები[edit]

1849 - ქართლის ცხოვრება - ნაწილი I - მარი ბროსეს რედაქციით


ტექსტი[edit]

"წამება წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისა"


[181] წამებაჲ წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი, რომელი-ესე იყო მეფე ქართლისაჲ:
[edit]

და ვითარ გარდაჴდეს ამას შინა წელიწადნი ორ-მეოც და ათნი, კვალად მოვიდა ჭიჭუმ, ნათესავი მოჰმადისი. მოაოჴრა და შემუსრნა ყოველი შენებული ქართლისა, და მიმართა შესლვად კა[182]ხეთად, რათამცა მოაოჴრა და ყოვლითურთ უმკვიდრო ჰყო: და იყო შიში დიდი მეფეთა და მთავართა და ყოვლისა ერისა. და არა შემძლებელ იყუნეს წინა-აღდგომად, რამეთუ რაჲთ-გან განერყუნა ქუჱყანა ესე ყრუსა, დაღაცათუ გარდავლნა ჟამნი მრავალნი მშვიდობით, არღა-რავე მოგებულ იყო კვალსავე თჳსსა:

მაშინ წმიდა-მან არჩილ განიზრახა გულსა თჳსსა, სიმჴნითა გულისა მისისათა, რათა მივიდეს და ნახოს, და ითხოვოს მის-გან მშვიდობაჲ ქუჱყანისა და დაცვა შეურყეველად ეკლესიათა. და დაპატიჟებაჲ დატევებისა-თჳს სჯულისა: მინდობითა ღვთისათა, აღირჩია თავისა თჳსისა და სულისა დადებაჲ საჴსრად ქრისტიანეთა, აღდგა და მივიდა ჭიჭუმის თანა, რომელსა ეწოდა ასიმ: მაშინ ვითარ ცნა მისლვა მისი, მიეგება წინა სიხარულითა, და მოიკითხა დიდითა დიდებითა, და დაყვეს დღე-იგი ერთობით, და აქო სიკეთე მისი, და შეუყვარდა სისრულე ასაკისა მისისა, და უმეტესად შუენიერებაჲ პირისა მისისა: და შემდგომდთა დღეთა იწყო სიტყვად, და ლიქნითა, და აღუთქმიდა ნიჭთა დიდთა, და აწვევდა დატევებასა ქრისტეს სჯულისასა, და მიქცევად სარკინოზად: ხოლო წმიდა-მან არჩილ ყოვლადვე არა თავს-იდვა სიცბილი მისი, და მტკიცითა გონებითა მიუგო, და ჰრქუა: ესრეთ: „ნუ იყოფინ. თუმცა სიტყვათა შენთა ვისმინე, ანუმცა დაუტევე ქ რისტე ღმერთი ცხოველი, რომელი-იგი არს ღმერთი ჭეშმარიტი, რომელ-მან ჴსნისა-თჳს ჩვენისა ჴორცითა სიკუდილი თავს-იდვა.და უკუეთუ ვისმინო შენი, უწყოდე, რათა მოვკუდე სიკუდილითა, რომლითა ვიტანჯებოდე საუკუნოდ: გარნა უკუეთუ შენ მომკლა, აღვდგე ვითარცა ღმერთი ჩემი და მის-თანაცა ვიდიდო“.

ესმა-რაჲ ესე ყოველი უსჯულოსა-მას, და იხილა სიმტკიცე მისი უქცეველი, დაუკჳრდა ფრიად და უბრძანა შეპყრობაჲ მისი და შეყენებაჲ საპყრობილესა, რათა ღონის-ძიებითა მიაქციოს იგი. რამეთუ არა სთნდა სიკუდილი მისი, სიშვენიერისა-თჳს ხატისა მისისა და სიმაღლისა-თჳს ასაკისა: და ვითარ შეაყენეს საპყრობილესა, აკურთხევდა ღმერთსა და ითხოვდა მისმიერსა შეწევნასა რათა მოწყალებითა მისითა ღირს ჰყოს მიმთხვევად, მკჳდრ-ყოფად ნათელსა დაუსრულებელსა, ყოველთა თანა წმიდათა, რომელთა ღვთისა-თჳს სიკუდილითა უკუდავებაჲ მოიგეს:

მაშინ უკუჱ წარმოდგა წინაშე ასიმისა მთავარი ერთი გარდაბანელი, მიქცეული სარკინოზად, რომლისა მამის ძმა მოეკლა წანართა, და მკლველნი მისნი განერნნეს მშვიდობით პაპასა არჩილისსა, ადარნასე მეფესა. ამის-თჳს უკუჱ შურ-იგო გარდაბანელ-მან და ჰრქუა ასიმს ესრეთ, [183] რამეთუ "არა უწყია, თუ ვინ არს ესე არჩილ: ესე არს ძე სტეფანოზისი, ნათესავი დიდისა მეფისა ვახტანგისი, რომელი იყო ნათესავისა-გან მირიანისა, ძისა ქასრესა: და ესე იყო მამისა თჳსისა თანა, რა-ჟამს-იგი დაჰფლვიდეს საგანძურთა სამეფოთა ქართლისასა, და იგიცა იცის, რომელ ჰერაკლე მეფე-მან დაჰფლა საგანძურნი თჳსი. რამეთუ ერაკლეცა უჩვენებდა, სადა-იგი ჰფლვიდეს:“.

ესმა რა ესე ყოველი ასიმს, მოუწოდა კვალად არ ჩილს, და ჰრქუა ესრეთ: „უწინ თვალ-გახვენ ქმნულ-კეთილობისა შენისა-თჳს, რამეთუ ფრიად ქმნულ-კეთილ ხარი შენ: ხოლო აწ მითხრეს შენ-თჳს, რამეთუ შვილნი ხართ დიდთა მეფეთა ხვასროანთა. არამედ აწ უფროსად განსდიდნე წი- ნაშე ჩემსა, უკუეთუ ისმინო ჩემი, და იყოს სამეფო შენი შენდავე, და საგანძურნიცა მამათა შენთანი მიგანიჭნე შენვე: პირველად მიჩვენენ საგანძურნი მეფეთა ბერძენთანი, მოიქეც სჯულსა ჩემსა ზედა, იქმენ სარკინოზ, და სპასალარ გყო შენ ქუჱყანასა ზედა ქართლისასა, და მეფე და უფალ ერსავე შენსა ზედა:“ მაშინ მიუგო წმიდა-მან არჩილ და ჰრქუა ესრეთ. „უწყოდე მტკიცედ, რამეთუ მცირე ვიყავ ჰასაკითა, ოდეს-იგი განვლო ქვეყანა ესე ჰერაკლე მეფე-მან: ხოლო მამა-მან ჩემ-მან და ძმა-მან ჩემ-მან დასხნეს ყოველნი საგანძურნი ციხესა-მას, სადაჲთ-იგი შეიქცა ყრუჲ ამირა. და აწ აქუს იგი ბერძენთა: ხოლო მე არა დაუტეო უფალი ღმერთი ჩემი, და არცა განვყიდო წარუვალი-იგი დიდებაჲ მსწრაფლ წარმავალისა-ამის-თჳს:“. მიუგო და ჰრქუა ასიმ. „შენ უკუჱ იყავ დაცემასა-მას აფხაზეთს შინა სარკინოზთასა:“ ჰრქუა წმიდა-მან არჩილ, „მე ვიყავ მაშინ, რა-ჟამს დასცნა იგინი ღმერთ-მან:“. ჰრქუა ასიმ. „რომელ-მან ღმერთ-მან დასცნა სარკინოზნი:“ მიუგო არჩილ და ჰრქუა: „ღმერთ-მან ცხოველ-მან, რომელ არს შემოქმედი ცათა და ქუჱყანისა, და რომელი-იგი მოვიდა ზე-ცით ქუჱყანად, ჴსნისა-თჳს ნათესავისა კაცთასა, და სიკუდილითა თჳსითა აღგვადგინა, და უკუდავება მოგვანიჭა. მან უკუჱ დასცნა და დაამდაბლნა იგინი:“.

მაშინ ჰრქუა არჩილს მთავარ-მან მან ასიმ: „რომლისა უკვე ღმერთი მოკუდავი არს, და სასოებაჲ ცხორებისაჲ მოკუდავისა მიმართ აქუუს, ჯერ არს მისიცა სიკუდილი:“. და უბრძანა თავისა მოკვეთითა და აღსრულებაჲ წმიდისა არჩილისი, და არა ჰრიდა სიკეთესა მისსა, არცა შეკდინმა დიდებისა-გან წარჩინებულებისა მისისა: განიყუანეს გარე მტარვალთა-მათ წმიდაჲ მოწამე არჩილ და მოჰკვეთეს თავი მისი მახვილითა თთუჱსა მირკანისასა, რომელ არს მარტი, ოცსა მის თჳსასა, და შეჰვედრა სული თჳსი ჴელთა შინა დამბადებელისათა: აღირჩია სიკუდილი-იგი უკუდავებისა მომატყვებელი, და შესცვალა მცირედისა ესე მეფობაჲ საწუთროსა სიხარულად საუკუნოდ, ღირს იქმნა განწყობილსა შორის წმიდათასა და ახოვანთა მოწამეთასა წარდგომად წინაშე ღვთისა, და მათ-თანა გჳრგჳნოსანი იხარებს წინაშე სამებისა წმიდისა:

[184] ხოლო ვითარცა აღესრულა წმიდა მოწამე არჩილ, მივიდეს ღამესა-მას გოდერძიანნი ტბელნი და მათ თანა სხუანიცა აზნაურნი მამეანნი, და მოიპარეს გუამი წმიდისა მოწამისა არჩილისი. წარმოიღეს და შემურეს დიდითა პატივითა, და დამარხეს ნოტკორას, მის-მიერ აღშენე- ბულსა ეკლესიასა: ხოლო ცოლ-მან მის-მან მიუბოძა სოფლები მათ, რომელთა მოიღეს გუამი წმიდისა მოწამისა არჩილისა კახეთს შინა, სამკჳდრებელად მათდა: ხოლო წიგნი ესე წამებისა მისისა იპოვა ესრეთ, სულ მცირედ აღწერილი, რომელ ჟამთა შლილობითა ჯერისა-ებრ ვერა-ვის აღეწერა:

ხოლო წიგნი ესე ქართუჱლთა ცხოვრებისა, ვიდრე ვახტანგისამდე, აღიწერებოდა ჟამითი-ჟამად. ხოლო ვახტანგ მეფისით-გან ვიდრე აქამომდე, აღწერა ჯუანშერ ჯუანშერიან-მან, ძმის-წულის ქმარ-მან წმიდისა არჩილისა-მან, ნათესავ-მან რევისა-მან, მირიანის ძისა-მან: ამიერით-გან შემდგომთა მომავალთა ნათესავთა აღწერონ ვითარცა იხილონ და წინა-მდებარე-მან ჟამ-მან უწყებად მოსცეს გონებასა მათსა, ღვთივ განბრძნობილსა.