"მატიანე ქართლისა" (1849)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები







"მატიანე ქართლისაჲ"




პუბლიკაციები[edit]

1849 - ქართლის ცხოვრება - ნაწილი I - მარი ბროსეს რედაქციით


ტექსტი[edit]

[მატიანე ქართლისა]


[184]

მე. მეორმოცდახუთე მთავარნი ქართლისა, იოვანე და ძმაჲ მისი ჯუანშერ, ძენი წმიდისა მოწამისა არჩილ მეფისანი, ხოსროიანნი:
[edit]

შემდგომად ამისსა, რა-ჟამს აღესრულა წმიდა მოწამე არჩილ მეფე, დარჩნეს შვილნი მისნი იოვანე და ჯუანშერ: წარვიდა იოვანე ეგრისად, და წარიტანა თანა დედაჲ და ორნი დანი თჳსნი. ხოლო ჯუანშერ და ორნი დანი მისნი დაშთეს ქვეყანასა ქართლისასა და კახეთისასა: და უმრწემესი დაჲ მისი იყო სახითა შვენიერ. და მიესმა ქებაჲ მისი ხაზართა მეფესა, ხაკანს. მოგზავნა მოციქული ჯუანშრისად და ითხოვა ცოლად, რომელსა ერქუა სახელად შუშან, და უქადა შველაჲ სარკინოზთა ზედა: რა-ჟამს მოიწია მოციქული ხაკანისა, მიუმცნო ესე ყოველი ჯუანშერ ძმასა თჳსსა და დედასა თჳსსა. ხოლო მათ არა ინებეს მიცემაჲ მისი და უთხრეს: „უკეთუ უღონო იქმნეს ყოფაჲ ჩვენი, უმჯობეს არს, რათა შევიდეთ საბერძნეთად და მივმართოთ ქრისტიანეთა, ვიდრეღა-რა შეიგინოს შვილი ჩვენი:“ და შუშანცა აგინა ხაზართა მეფესა: შემდგომად სამისა წლისა, მოგზავნა ხაკან-მან სპასალარი თჳსი ბლუჩან, გამოვლო გზა ლეკეთისა და შემოვიდა კახეთად, მოადგა ციხესა-მას, რომელსა შინა იყუნეს ჯუან[185]შერ და დაჲ მისი შუშან, და მცირედთა დღეთა წარიღო ციხე-იგი, და ტყვე ყვნა იგინი, და შემუსრა ქალაქი ტფილისი, წარტყვენა ქართლი და ყოველი ესე ქვეყანა: და ვითარცა წარმართა გზასა დარიალისასა, დღესა ერთსა ჰრუქა ძმასა თჳსსა შუშან. „უმჯობეს არს ჩემ-თჳს სიკუდილი, რათა ღირს მყოს მე უფალ-მან ნაწილსა წმიდათა დედათა, ვიდრეღა-რა შევიგინო წარმართთა მიერ:“. და ჰქონდა მას ბეჭედი, აღმოუგდო მას თვალი და მოწოა იგი, რამეთუ იყო თვალსა-მას ქუჱშე წამალი სასიკუდინე, და მუნ-თქვესვე მოკუდა: წარვიდა ხაკანისა ბლუჩან, მიჰგვარა ჯუანშერ ხაკანსა და მიუთხრა სიკუდილი დისა მისისა შუშანისი: ხოლო განუწყრა მეფე ხაკან, არა-მოტანებისა-თჳს გვამისა შუშანისასა, რომლისა წადიერ იყო ხილვად: მაშინ შეიპყრეს ბლუჩან და მოაბეს ყელსა საბელი, და განზიდვად სცეს ორთა ცხენოსანთა იმიერ და ამიერ, და მოსწყვიდეს თავი მისი ბოროტად:

და ვითარ დაჰყო ჯუანშერ წელიწადი შვიდი, განუტევა ნიჭითა დიდითა და წარმოგზავნა ქვეყანად თჳსად ხაკან-მან. ხოლო ამიერით-გან იწყო შემცირებად მეფობა-მან დიდთა-მათ მეფეთა ხვასროანთა-მან. პირველად, უფლება სარკინოზთა განდიდნა ,და მათ-გან მიეცა ყოველი ესე ქვეყანა ჟამითი-ჟამად რბევასა და ოჴრებასა. მეორედ, იქმნა სიმრავლე მთავართა ქვეყანასა ქართლისასა, და შეერიათ ბრძოლა, იქმნეს მტერ ურთიერთას: და უკეთუ ვინმე გამოჩნდის რომელიმცა ღირს იყო მეფედ, შვილთა შორის ვახტანგისთა, იქმნის შემცირებულ სარკინოზთა-გან. რამეთუ დაიპყრეს ქალაქი ტფილისი აგარიანთა, შექმნეს სახლად სამყოფლად თჳსად, მიიღებდეს ხარკსა ქუჱყანისა-ამის-გან, რომელსა ჰქვიან ხარაჯა. რამეთუ განგებითა ღვთისათა, სიმრავლისა-თჳს ცოდუათა ჩვენთასა, განდიდნა ნათესავი აგარიანთა, და განეფინა ქადაგება მაჰმად უსჯულოსა, და მრავალი ერი შეუდგა მას: შემდგომად მისსა, გამოვიდეს სპარსნი და პონტომდე მოიწინნეს, და ყოველი კაბადუკია დაიპყრეს ღვთივ.

ხოლო ამან ჯუანშერ შეირთო ცოლი ნათესავი ბაგრატონიანთა, ასული ადარნასესი, სახელით ლატავრი, და აბრალა დედა-მან მის-მან მოყუანებაჲ მისი ცოლად. არა-თურე კეთილად მეცნიერი იყო, ვითარმედ არიან იგინი ნათესავნი დავით წინასწარმეტყველისანი, რომელი-იგი ჴორციელად მამად ღვთისად იწოდა: და ვითარ იხილა ძის ცოლი, შეუყვარდა იგი, აკურთხა და [186] დალოცა. და ვითარ გარდაჴდეს ამას შინა წელიწადნი მრავალნი, მოვიდა ამირა აგარიანი, რომელი მთავრობდა სომხითს, ქართლსა, და ჰერეთს, სახელით ხვასრო ოდეს: ამან აღაშენა ტფილისი ქალაქი, მოოჴრებული ხაზართა-გან:

ხოლო რა-ჟამს მოუძლურდეს ბერძენნი, გაადგა მათ-გან ერის-თავი აფხაზთა, სახელით ლეონ, ძმის-წული ლეონ ერის-თავისა, რომლისად მიეცა სამკჳდროდ აფხაზეთი: ესე მეორე ლეონ ასულის წული იყო ხაზართა მეფისა, და ძალითა მათითა გაადგა ბერძენთა, დაიპყრა აფხაზეთი და ეგრისი, ვიდრე ლიხამდე, სახელ-იდვა მეფე აფხაზთა. რამეთუ მიცუალებულ იყო იოვანე ერის-თავი და დაბერებულ იყო ჯუანშერ: და შემდგომად ამისსა ჯუანშერცა მიიცვალა. არამედ სიცოცხლესავე ჯუანშერისასა იცვალა ადარნასე ბაგრატონიან-მან ნასამალი კლარჯეთისა, შავშეთისა, აჭარისა, ნიგალისა, ასისფორისა, არტანისა და ქვემო-ტაოსა, და ციხეთა-განცა რომელნი ჰქონდეს შვილის შვილთა ვახტანგ მეფისათა: და შემდგომად მისა წარვიდა კლარჯეთად, და მუნ მოკუდა ადარნესე: რამეთუ მამა მისი ნერსე, ძე ვარაზ-ბაკურ ანთიპატრიკისა და ამის ვარაზ-ბაკურის მამა, სახელით გუარამ კურაპალატი, ძე პირველისა სტეფანოზისა და ძმა დემეტრესი, ესენი გარდაცვალებულ იყუნეს და ძმანი ამის ადარნასესნი, სახელით ფილიპე, და სტეფანოზ, იგინიცა მომკვდარ იყუნეს. და შემდგომად სიკუდილისა ადარნასესისა, განადიდა უფალ-მან მეფობა აშოტ კურაპალატისა, რომელი იყო შვილი ადარნასესი და ძმა გურგენ ერის-თავისა:


მვ. ორმეოცდამეექუსე კურატპალატი ქართლისა, აშოტ ძე ადარნასესი ბაგრატოანი:
[edit]

ხოლო ესე აშოტ კურატპალატი მთავრობდა ქვეყანასა-მას შინა, და სახლად მისა იყო ბარდავი და ტფილისი, და ჰქონდა მას ქვეყანა რომელ არს გარემოს მისსა: რამეთუ მათვე ჟამთა შესრულ იყო მასლამა საბერძნეთად, და შეიქცა მოუძლურებული და გაწბილებული: მაშინ ბერძენთა მეფე-მან მოუბოძა აშოტს კურატპალატობა, და მოუძლურებულ იყუნენ სარკინოზნი, და განდიდნა აშოტ კურატპალატი: ხოლო ტფილისს არღა-რა-ვინ დარჩა სარკინოზთაგანი, თჳნიერ ალი შუაბის ძისასა, და გრიგოლი მთავრობდა კახეთს:

და ესხნეს ძენი აშოტს, ადარნასე და ბაგრატ:

[187]მას ჟამსა, მეორე წელსა, გამოილაშქრა აშოტ კურატპალატ-მან, და უშველა თევდოსი, აფხაზთა მეფე-მან, ძე-მან მეორისა ლეონის-მან, რომელი-იგი სიძე იყო აშოტ კურაპალატისა. მოვიდა გრიგოლ კახეთით, და გრიგოლს უშველეს მთიულთა და წანართა, და ამირა-მან ტფილისისა-მან: შეიბნეს ქსანსა ზედა აშოტ და გრიგოლ: გააქციეს გრიგოლი, მთავარი კახეთისა, და დაიპყრეს ქუჱყანა, რომელი ჰქონდა ქართლისა-გან. და დაიპყრა აშოტ კურატპალატ-მან კლარჯეთითგან ვიდრე კსნამდე.

და შემდგომად მისსა მოვიდა ხალილ, იზიდის ძე არაბიით, დაიპყრა სომხითი, ქართლი, და ჰერეთი. და იწყეს ძიება აშოტ კურატპალატისა, და ვერ უძლო წინა-აღდგომად მათდა აშოტ, და ივლტოდა მათ-გან: და წარემართა იგი რათა წარვოდეს საბერძნეთად, და თანა-ჰყვეს მას დედა და ცოლი, და ორნი ძენი ასაკითა ჩჩჳლნი. უხუცესი, ადარნასე, და შედეგი ბაგრატ: ხოლო უმრწემესი ძე სახელით გუარამ, არტანუჯისა შინა დაებადა: და ერი თჳსი მცირედ ჰყვა თანა, მკვიდრნი მისნი, დედა-წულითურთ და შვილით მათით: და მოიწივნნეს მთასა ჯავახეთისასა, კიდესა დიდისა -მის ტბისა ფარავნისასა, დამაშრვალნი სლვისაგან, და გარდაჴდეს განსვენებად კიდესა-მას ტბისასა: ჭამეს-რა პური მცირედ, მიერულათ, და მძინარეთა ეწივნეს დიდნი ლაშქარნი სარკინოზთანი: მაშინ შეეწია ღმერთი აშოტ კურატპალატსა და კნინსა-მას ლაშქარსა მისსა მოსცა ძლევა მათ-ზედა, და მოსრნეს სიმრავლენი ურიცხუნი: წარმოვიდეს მუნით, და მიიწივნეს ჴევსა შავშეთისასა უშენებელი იყო მაშინ, გარეშე მცირედთა სოფელთასა: რამეთუ ჟამთა სპარსთა უფლებისასა აოჴრდა, ოდეს-იგი ყრუ-მან ბაღდადელ-მან შემუსრნა ყოველნი ციხენი და მოვლო შავშეთიცა, და ღადონი: და კვალად შემდგომად მისსა სრვა-მან სატლობისა-მან მოაოჴრა შავშეთი, კლარჯეთი და მცირედღა დაშთეს კაცნი ადგილ-ადგილ: ხოლო დაშთომილთა-მათ მკვიდრთა შავშეთისათა შეიწყნარეს იგი სიხარულითა და სიყვარულითა, და დაემკვიდრა მუნ, და მისცნა ღმერთ-მან განმარჯვება და აჴელ[188]მწიფა იგი შავშეთ კლარჯეთსა ზედა. და რომელნი მე სოფელნი მის ქვეყანისანი მოიყიდნა საფასოთი. და ზოგნი ოჴერნი აღაშენნა და განამრავლნა სოფელები აშოტ კურატპალატ-მან ქუჱყანათა- მათ შინა: და განამტკიცნა ღმერთ-მან ჴელმწიფობა მისი, ნებითა ბერძენთა მეფეთათა: ხოლო ამან აშოტ კურატპალატ-მან პოვა კლარჯეთის ტყეთა შინა კლდეჲ ერთი, რომელი პირველ ვახტანგ გორგასალს ციხედ აღეშენა, სახელით არტანუჯი: აოჴრებულ იყო ბაღდადელისა-მის ყრუობით-გან იგი განაახლა: აშოტ, და აღაშენა ეგრეთვე ციხედ, და წინა -კერძო მისსა, ქვეშეთ, აღაშენა ქალაქი და აღაშენა ციხესა-მას შინა ეკლესია წმიდათა მოციქულთა პეტრესი და პავლესი და შექმნა მას შინა საფლავი თჳსი, და დაემკვიდრა ციხესა-მას შინა ცხოვრებად: და მერმე კუალად ეუფლა ქვეყნათა ვიდრე კარადმდე ბარდავის ქალაქისა: და მრვალ გზის მოსცა ღმერთ-მან აშოტ კურატ პალატსა ძლევა და დიდი დიდებაჲ ბრძოლათა შინა:

და იყო ერთსა შინა ჟამსა განვიდა აშოტ რათამცა შეკრიბა ლაშქარი ბრძოლისა-თჳს სარკინოზთასა, მოვიდა იგი ადგილსა რომელსა მე და განავლინა ლაშქრისა მაწვეველნი და ვიდრე არღა შეკრებულ იყო ლაშქარი იგი მისი მის-თანა დაესხნეს მ~ს სარკინოზნი უცნაურად, და აოტეს იგი: წარმოემართა, და მოიწია ჴევსა ნიგალისასა, და იწყო ძებნად ერისა, რათამცა ვითა განიმრავლა ლაშქარი თჳსი: და წარმოემართნეს მის წინაშე იგინი, რომელთა მან უბრძანა: ხოლო იგინი მოვიდეს კლვად მისსა: მაშინ ვიდრე მოწევნადმდე მათდა კარად მისსა, არა უწყოდა აშოტ ზაკვა მათი: და რაჟამს მოიწივნეს იგინი კარად მისსა, მაშინღა აგრძნა რაჲ-იგი ეგულვებოდა მათ. და არა ჰყვა მას ერი თჳსი თჳნიერ მცირედთასა, რომლითა ვერ წინა-აღუდგებოდა მათ იგი: ამისთჳს შეივლტოდა აშოტ კურატ პალატი ეკლესიად, და მოწყლეს იგი მახვილითა, საკურთხეველსა ზედა და შეისვარა საკურთხეველი იგი სისხლითა მისითა. რამეთუ დაკლეს იგი მუნ ვითარცა ცხოვარი, აღსავალსა საკურთხევლისასა, და სისხლი-იგი მისი რომელი მას შინა დათხეული, დღესცა საჩინოდ სახილველ არს. ხოლო ესმა რაჲ ესე ამბავი ერსა მისსა, რომელნი იგი იყუნეს დოლის-ყანასა, ვითარმედ მოიკლა უფალი-იგი მათი აშოტ, ჴელითა ოროზმოროზის ძეთათა, წარვიდეს დოლის-ყანით და დევნა უყვეს მკვლელთა-მათ უფლისა თჳსი- სათა, და ეწივნეს მათ სავანესა ზედა ჭოროხისასა. მოსრნეს იგინი ბორატად, ვიდრემდის არა დაუშთათ არცა ერთი მათ-განი: და წარმოიღეს მკვდარი და დაფლეს მისსა-მას საფლავსა შინა ციხესა არტანუჯისასა, ეკლესიასა წმიდათა მოციქულთა პეტრესა და პავლესსა: ხოლო [189] მოიკლა მეგრელთა-გან ესე აშოტ კურატ პალატი დასაბამითგან წელთა: ხტლდ ქორონიკონსა მეათცამეტედ მოქცეულსა შინა მვ, თთუჱსა იანვარსა კთ: და დაუტევნა სამნი ძენი, უხუცესი ადარნასე, და შედეგი მისი ბაგრატ. ესე ორნი თანა-ჰყვნეს მას რა-ჟამს იგი მოიწია შავშეთ- კლარჯეთად. ხოლო უმრწემესი გურამ, არტანუჯის მოსლვასაღა შინა დაებადა:

და შემდგომად აშოტის სიკუდილისა, რომელ გარეთ ქვეყანა ჰქონდათ ძეთა აშოტისათა, ხოლო კვალადცა და ეუფლნეს სარკინოზნი ქართლსა, წარუღეს სარკინოზთა, რამეთუ იყუნეს იგინი უსრულ ჰასაკითა: ხოლო რა-ჟამს სრულ-ჰასაკ იქმნნეს იგი, კვალადცა მოსცა ღმერთ-მან მათვე ყოველი-ვე -იგი ნაქონები მამისა მათისა. რამეთუ იზრდენ სამნი-ვე იგი ძმანი, ძენი ამის აშოტ კურატპალატისანი ციხესა შინა არტანუჯისასა, და იყუნეს ხარკისა მიმცემელ სარკინოზთა ყოველნივე ჴევნი შავშენ-კლარჯეთ-ნიგალისანი:

რამეთუ ამირობდა ტფილისსა შინა ალი, შუაბის ძე, რომელი დაედგინა ხალილს: ხოლო მას ჟამსა შინა შეითქუნეს გარდაბანელნი, და განაჩინეს ქორეფისკოპოზად დაჩი, ძე იოანე ქუაბულის ძისა, და შემდგომად მისსა დასუჱს ქორეფისკოპოზად სამოელ დონაური: და კვალად მეორედ მო- ვიდა იგივე ხალილა არაბი. შეებნეს გარდაბანელნი, გავაზს, გააქციეს ხალილ, და მოსწყდა სიმრავლე ფრიადი: და კვალად დაჯდა ამირად ტფილისს საჰაკ, ისმაილის ძე: ხოლო ხალილ მოვიდა მესამედ, და მოკლეს ჯავახეთს, და ძე მისი მოჰმედ მოვიდა ქართლს: მოერთო მას ბაგრატ, ძე აშოტ კურატპალატისა, და მისცა ქართლი, და წარმართა ღმერთ-მან ჴელმწიფობა მათი:


მზ. მეორმოცდაშვიდე კურაპალატი, ბაგრატ, ძე აშოტ კურატპალატისა და ძმა ადარნესესი და გუარამისი, ბაგრატოანი:
[edit]

ხოლო ამან ბაგრატ და ძმათა მისთა დაიპყრეს არტანუჯით გამოღმართ მათი ნაქონები- იგი მამულები მამისა მათისა და მორჩილობდეს სარკინოზთა: ხოლო ვითარ მოვიდა მოჰმედ [190] ქართლს და მიერთო მას ბაგრატ კურატპალატი, მაშინ გამოვიდა საჰაკ, ამირა ტფილელი, ლაშქრითა და დადგა რეჴს, ხოლო მოჰმედ და ბაგრატ წარიღეს უფლის-ციხე. და მოვიდეს კახნი გარდაბანელნი შუელად საჰაკისა; შეიბნეს რეჴს და იბრძოდეს, და იყო ბრძოლა ძლიერი მათ შორის: არცა იგინი გაიქცეს და არცა იგინი, ვიდრემდის გაიყარნეს. და აიყარა მოჰმედ და წარვიდა ბარდავს.

ხოლო ამან ბაგრატ გააჩინა და განაწესა კათალიკოზი აფხაზეთს, ქრისტეს აქეთ პლ. აქა ჟამამდის გარდასრულ იყუნეს წელნი მოჰმედის გამოჩინებით-გან, რომელ-მან სჯული სარკინოზთა დაუდვა, ორ ას ცხრა-მეტნი:

მაშინ მოვიდა ბუღა თურქი, მონა ბაღდადით, რომელი გამოეგზავნა ამირ-მუმლსა, სპითა დიდითა: შემუსრა ყოველი სომხითი და ტყვე ჰყუნა ყოველნი მთავარნი მათნი: და მოვიდა მუ ნით და მოადგა ქალაქსა ტფილისსა, რამეთუ არა მორჩილობდეს. და მოკლა ამირა ტფილისისა საჰაკ: და შემუსრა ტფილისი, დაწვა ცეცხლითა, და მოაოჴრნა ყოველნი არენი მისნი: მაშინ გამოვიდა თევდოსი, მეფე აფხაზთა, წინა-აღმდგომად მისსა, და დადგა კვერცხობს: ხოლო ბუღა, ვითარცა ცნა, წარავლინა ზირაქ, სპასალარი თჳსი, და ბაგრატ კურატპალატი. და შეებნეს და გააქცივნეს აფხაზნი, და მოსწყდა სიმრავლე ურიცხვი: და თევდოსი მეფე წარვიდა, მეოტი, გზასა დვალეთისასა: კვალად უკუჱ მოქცეულთა დაუდგეს წინა გარდაბანელნი, ჯვარის-გვერდსა, და ავნეს დიდად ლაშქარსა. ხოლო ვითარ ცნა ბუღა, აღიყარა მუნით და მოვიდა ჭართალეთს, და დადგა მუნ შინა; აღიყვანნა მთიულთა-გან მძევალი კაცი სამ-ასი, და ლამოდა შესლვასა ოვსეთად, და შევიდა ცხავოტამდის: ხოლო აბულმაზ, სომეხთა ერის-თავ-მან, და გუარამ მამფალი-მ, აშოტის ძე-მან, ძმა-მან ბაგრატ კურაპალატისა-მან, მიუთხრეს მთეულთა, რათა არა შეუშვან: ხოლო მათ განიხარეს და განწირეს მძევალნი მათნი: უშველა ღმერთ-მან. რამეთუ მოვიდა თოვლი. დაუდგეს წინა და შეებნეს, მოსცა ღმერთ-მან ძლევა. და მოკუდა სარკინოზთაგანმ ურიცხჳ, და ცხენ-მან მათ-მან მოძოვა იელი, და დაიჴოცა ფრიადი. ხოლო სიმრავლისა-გან ლაშქრისა, არა აჩნდა: რამეთუ იყო სიმრავლე მისი ვითარ ას ოცი ათ-ასი:

[191] შეიქცა გარე და დაიზამთრა ბარდავს და შეიპყრა ხუცისა ვინმე ძე, რომელი გამთავრებულ იყო, და შემუსრა გარდაბანი: განაღო კარი დარუბანდისა და გამოიყვანნა ხაზარნი, სახლი სამასი, და დასხნა იგინი შანქორს: დარიალანით გამოიყვანნა ოვსნი ვითარ სახლი სამი ათასი, და დასხნა იგინი დმანის, და ენება შესლვაზაფხულის ოვსეთად: ხოლო ამირ-მუმლ-მან ვითარ ცნა, ვითარმედ ხაზართა, ტომთა მისთა, ზრახავს, მოუვლინა ბუღას, რათა დაუტეოს ქართლი მოჰმედს, ხალილის ძესა: და წარვიდა ბუღა, და ამირობდა მოჰმედ, ხალილის ძე. და გარდაადგინა ამირამუმლ-მან მან მოჰმედ, და დაადგინა ისე, შიხის ძე, ნათესავი მოჰმედისივე: და ქორ-ეპისკოპოზი იყო გაბრიელ დონაური, ძმა სამოელ ქორეპისკოპოზისა: და წარვიდა ისე, და მოვიდა სხუა ამირა, რომელსა ერქუა აბრაჰამ: და კუალად მოვიდა ამირად ხალილის ძე მოჰმედ, და უფროს ნებიერად დაიპყრა ყოველი ესე ქვეყანა, სომხითი, ქართლი და რანი: და წარვიდა ხალილის ძე, და დადგა ამირად კაცი საჰაკის მონათესავეთაგანი, სახელით გაბულოც: ხოლო გუარამ, ძე-მან აშოტ კურატპალატისა-მან, და ძმა-მან ბაგრატ კურატპალატისა-მან, შეიპყრა გაბლუც და წარსცა საბერძნეთად. რამეთუ განდიდებულ იყო გაბლუც და დაემორჩილნეს გარდაბანელნი: და ბრძოდა აშოტ, მამის ძმის-წულსა მისსა, ძესა სუმბატ სომეხთა მეფისასა, ძმასა გუარამისსა: ხოლო გუარამს დაეპყრა ჯავახეთი, თრიალეთი, ტაშირი, და აბოცი, და არტანი, და ჰბრძოდა სარკინოზთა. ზოგ-ჯერ სძლის გუარამ, და ზოგ-ჯერ სარკინოზთა: ხოლო გუარამ განუყუნა ქვეყანანი ძმათა თჳსთა, ადარნასეს და ბაგრატს, და აბოცი განუყო ცოლის ძმასა თჳსსა, სომეხთა მეფესა: და შემდგომად ამისა გარდაიცვალა ადარნასე, ძმა ამის გუარამისა და ძე აშოტ კურაპატლატისა: გარდაიცვალა ბაგრატ კურაპალატი, ძმა ამის ადარნასესი, ქორონიკონსა ჟვ, და დაუტევნა სამნი ძენი, დავით, აშოტ და ადარნასე: გარდაიცვალა ესე ადარნასე, ქორონიკონსა ჟდ. გარდაიცვალა აშოტ, ძმა ამის ადარნასესი და ძე ბაგრატ კურატპალატისა, ქორონიკონსა რე:

მას ჟამსა გამოვიდა აფხაზთა მეფე, გიორგი, აღწუფელი, ძმა თეოდოსესი და დემეტრესი, ძე ლეონისი, დაიპყრა ქართლი და დაუტევა ერის-თავად ჩიხას, ძე დემეტრესი: და ვითარ გარდაიცვალა გიორგი, აფხაზთა მეფე, დარჩა ძე დემეტრესი მცირე, რომელსა ერქუა ბაგრატ, რომელი [192] იცნობების ექსორია-ქმნილობით. და ცოლ-მან გიორგი მეფისა-მან მოკლა ტინინე. ძე დემეტრესი, ერის-თავი ჩიხისა, და ეცრუა იგი ივანე. მთავარსა შავლალიანსა, და შთააგდეს ბაგრატ ზღვასა: ხოლო ღმერთ-მან განარინა იგი, და მიიწია კოსტანტინეპოლედ: და მოგვარა მეფე-მან იოვანე-მ ძესა თჳსსა ადარნასეს ცოლი, ასული გუარამ, აშოტის ძისა: და მოკუდა იოანე, მეფე აფხაზთა, და მეფობდა მის წილ ძე მისი ადარნასე: მაშინ ეპყრნა ლიპარიტს ქვეყანანი თრიალეთისანი, აღაგო ციხე კლდე-კართა. და იპატრონა დავით, ძე ბაგრატ კურატპალატისა:

თეოდოსი მეორე გარდაიცვალა ცოლ-შვილიანად, და დაჯდა მეფედ გიორგი, რომელსა საუფლისწულოდ ჰქონდა აღწეფი. ამის-თჳს ეწოდა მას გიორგი აღწეფელი: თეოდოსი იბატონა ოც-დაშვიდი წელი:


მჱ. მეორმოცდარვე მეფე, კურატპალატი დავით, ძე ბაგრატ კურატპალატისა, ბაგრატოანი:
[edit]

ხოლო ამას დავით კურაპალატსა აღუდგა მტრად ნასრა, ძე გუარამ მამფლისა, რომელი იყო მამის ძმა ამის დავითისი. ხოლო ნასრა, ძე ამა დავით კურატპალატისა, და გურგენ იყვნეს აფხაზთა კერძ, ხოლო დავით და ლიპარიტ უშველდეს სომეხთა, და იბრძოდეს სომეხნი და აფხაზნი ქართლსა ზედა: მას ჟამსა მონაზონ იქმნა გუარამ:

ხოლო ამან დავით კურაპალატ-მან აღაშენა ეკკლესია ხახულისა: და ვითარ მოკუდა კახთა ქორეპისკოპოსი გაბრიელ დონაური, დაჯდა ქორეპისკოპოსად ფადლა არევმანელი, კაცი ბრძენი, და საქმის მეცნიერი:

მას ჟამსა, ვითარცა მოიტყუა ნასრ, ძემან გუარამ, მამფალისა-მან, დავით კურატპალატი, ძე ბაგრატისი, მამის ძმის-წული მისი, და მოკლა იგი ქკს რა. და დაუტევა ძე. სახელით ადარნასე, რომელი მეფე იქმნა შემდგომად მამისა თჳსისა. გარდაიცვალა აშოტ, კეკელა, ძე ადარნასესი, [193] ძისა აშოტ დიდისა, ქორონიკონსა პზ. გარდაიცვალა სუმბატ მამფალი, არტანუჯელი, ძმა აშოტ-კეკელასი და ძე ადარნასესი, ძისა აშოტ დიდისა, ქორონიკონსა რთ: გარდაიცვალა ძე ამის სუმბატისა, დავით მამფალი, მონაზონ ქმნილი, ქორონიკონსა რჲგ: გარდაიცვალა სუმბატ ერისთავთ-ერის-თავი, ძე მის დავით მამფალ მონაზონისა, ქორონიკონსა სჱ, და დაუტევა ძენი ორნი, დავით და ბაგრატ: გარდაიცვალა ესე ბაგრატ, ძე სუმბატისი და ძმა დავითისი, ქორონიკონსა სჱ, მასვე წელსა, რომელსა წელსა მოკვდა მამა მისი სუმბატ, და დაუტევნა ძენი ორნი, გურგენ და სუმბატ: ხოლო გურგენ დაუტევა ძე ერთი, სახელით დემეტრე. და სუმბატ დაუტევა ძე ერთი, სახელით ბაგრატ: გარდაიცვალა გურგენ კურატპალატი, ძმა სუმბატ მამფალ-არტანუჯელისა, და ძე ადარნასესი, ძმისა აშოტ დიდისა, ქ~კს რია. გარდაიცვალა აშოტ კუხი, რომელ-მან აღაშენა ტბეთი საეპისკოპოსო, ძე მის გურგენ კურაპალატისა, ქორონიკონსა რლჱ: გარდაიცვალა ადარნასე, ერის- თავთ ერის-თავი, ძე გურგენ კურაპალატისა, ძმა აშოტ-კუხისა, ქორონიკონსა რივ, და დაუტევა ორნი ძენი, დავით, ერის-თავთ ერის-თავი. და გურგენ ერის-თავთ ერის-თავი: გარდაიცვალა ესე გურგენ ერის-თავთ ერის-თავი, ძმა დავით ერის-თავით ერის-თავისა, ქორონიკონსა რჲა': გარდაიცვალა ბაგრატ მამფალ-არტანუჯელი, ძე სუმბატ მამფალ-ანთჳპატი არტანუჯელისა, ძისა ადარნასესი, და ძმა დავით მონაზონ ქმნილისა, ქორონიკონსა რკთ: გარდაიცვალა ადარნასე ყოფილი და მონაზონ ქმნილი ვასილი, ძე მის ბაგრატ მამფალ-არტანუჯელისა, ქორონიკონს რჲე: გარდაიცვალა აშოტ, ძმა ადარნასე მონაზონ ქმნილისა, და ძე ბაგრატ მამფალ-არტანუჯელისა, ქორონიკონსა რნთ: გარდაიცვალა დავით ერის-თავთ ერის-თავი, ძე ბაგრატ მამფალ-არტანუჯელისა, და ძმა ადარნასე ყოფილ ბასილისა, ქორონიკონსა რკჱ: გარდაიცვალა გურგენ ერის- თავი, ძმა ამის დავით ერის-თავთ ერის-თავისა, ქორონიკონსა რმგ: გარდაიცვალა გურგენ, ძე მის გურგენ ერის-თავისა, ძისა ბაგრატ მამფალ-არტანუჯელისა, რპჱ:

ხოლო ვიწყოთ ჩვენ პირველივე ამბავი-იგი დავით კურაპალატისა, რომელი მოკლა ნასრი-მ, მამის ძმის-წულ-მან მის-მან, ძე-მან გუარამ მამფალისა-მან: ამის-თჳს შეუკრბეს ნასრის მტრად სომეხნი, ლიპარიტ, და ქართუჱლნი, და აშოტ, ძმა დავითისი, და მათ-თანა სარკინოზნი. და შეებნეს ნასრს და გააქციეს, და მიუხვნეს ციხენი: და წარვიდა ნასრი მეოტი კონსტანტინეპოლედ, წინაშე ბერძენთა მეფისა და იყოფოდა მუნ მრაბალ-ჟამ და დასვეს ქართუჱლთა მეფედ ადარნასე, ძე დავით კურატპალატისა:


[194]

მთ. მეორმოცდამეცხრე მეფე, ადარნასე, ძე დავით მეფე-კურატპალატისა, ბაგრატოანი:
[edit]

ხოლო ამან ადარნასე-მ მეფობასა შინა მისსა აღაშენა ბანა, ჴელითა კჳრიკე ბანელისათა, რომელი-იგი იქმნა პირველ ეპისკოპოსი ბანელი: ხოლო მასვე ჟამსა შესრულ იყო ბაგრატ, ძე დემეტრესი აფხაზთა მეფისა, საბერძნეთად, კოსტანტინეპოლედ, და მოსცა ბერძენთა მეფე-მან ლაშქარი, და მოგზავნა ზღვით და ნავითა შემოვიდა აფხაზეთად. და მოკლა ადარნასე, ძე იოვანესი, და დაიპყრა აფხაზეთი: ხოლო ამან ბაგრატ მეფე-მან შეირთო ცოლი ადარნასესი ცოლად, ასული გუარამისი; და გამოიყვანა ბაგრატ აფხაზთა მეფე-მან ნასრ ცოლის ძმა მისი, საბერძნეთით, და მისცა ლაშქარი: და მუნით გარდამოვიდა ნასრი სამცხეს, და შეიპყრნა სამნი ციხენი, ოძრჴე, ჯვარის-ციხე და ლომსიანთა, გუარამისივე აღშენებული: და მუნცა შეიკრიბნა სხუანი ლაშქარნი ურიცხუნი, და მომართა ადარნასეს, ქართლისა მეფესა, და ძესა დავით კურატპალატისასა: ხოლო ადარნასე მეფე, ძე დავით მოკლულისა, განვიდა ბრძოლად მისა, და მიჰყვა მის-თანა შეწევნად გურგენ კურატპალატი, რომელი უწინარეს ამისა ადარნასე მეფისა კუ- რატპალატი იყო, და შვილნი მისნი, და მათ-თანა სომეხნი და ჰყუჱს ბრძოლა და ომი დიდ-ძა- ლი მტკუარსა ზედა და შეეწია ღმერთი მცირეთა ამათ ადარნასეს კერძთა, და იძლივნეს ნასრი, და აფხაზნი, და ბაყათარ, მთავარი ოვსი და მეოტ იქმნეს, და შეიპყრეს ნასრ და მოკლეს ჴევსა შინა სამცხისასა, სოფელსა რომელსა ეწოდების ასპინძა, ქორონიკონსა რჱ, და არა დაუშთა შვილი, და აღიხოცა სახსენებელი მისი: გარდაიცვალა გუარამ მამფალი, მამა ნასრესი და ძე აშოტ დიდისა, ქორონიკონსა რბ: გარდაიცვალა აშოტ, ძე გუარამ მამფალისა, ძისა აშოტ დიდისა,და ძმა ნასრისი, ქორონიკონსა პთ:

ხოლო ოდეს ჯერეთ არა მომკუდარ იყო გურგენ კურატპალატი, ძე ადარნასესი, ძისა აშოტ დიდისა, წარმოვიდა ესე გურგენ ტაოთ, კალმახით, მამულით თჳსით, ცხოვრებად შავშეთს და არ- ტანს, და მისსა შემდგომად შეიმტერნეს ურთიერთარს, და შეკრბეს ლაშქარი ერთმანერთსა ზედა: ერთ კერძო გურგენ კურატპალატ-მან და ერთა მისთა, მეორე კერძოსა ადარნასე მეფე-მან და ბაგ- რატ არტანუჯელ-მან: მოვიდეს ესენი ჴევსა არტანისასა, სოფელსა მგლინავს და ჰბრძოდეს ერთმან-[195]ერთს, და მეოტ იქმნა გურგენ. წყლეს და შეიპყრეს, და მოკუდა წყლულებისა მისგან გურგენ კურატპალატი, ქორონიკონსა რია. რომლისა სიკუდილი ზემორე აღგვიწერია:

და ამისსა შემდგომად განძლიერდა ფადლა ქორეპოსკოპოსი, და დაიმორჩილნა გარდაბანელნი, და შემდგომად მისსა დაჯდა კჳრიკე ქორეპისკოპოსად, და დაიპყრობდეს ქართლსა აზნაურნი:

მას ჟამსა გამოვიდა კოსტანტი. აფხაზთა მეფე, დაიპყრა ქართლი, დაემტერა სომეხთა მეფე სუმბატ ტეზერაკალი, გამოილაშქრა სპითა დიდითა, და მოადგა უფლის-ციხესა. და მოიღეს პალან-კურტანი, აღმოაგეს ზემო-კერძო, და წარიღეს ციხე ჴერჴითა: ხოლო კვალად იმზახნეს სუმბატ და კოსტანტი, და უკ-მოსცა უფლის-ციხე, და ყოველი ქართლი:

ხოლო ამისსა შემდგომად მოვიდა ამირა აგარიანი, სახელით აბულ-კასიმ, ძე აბუ-საჯისი არაბიელი, რომელი გამოეგზავნა ამირ-მუმლსა, სპითა დიდითა და ურიცხვითა, რომელთა არა იტევდა ქუჱყანა. და მოვიდა პირველად სომხითს, და მოსრა ყოველი სომხითი, სივნეთი, ვაეძორი და ასფურაგანი. და სუმბატ, სომეხთა მეფე-მან ვერ დაიდგნა ზარისა-მის-გან, და წარმოვიდა მუნით მეოტობით, და მიმართა მთათა აფხაზეთისათა: და მუნ იყოფოდა: და მოვიდა აბუ-საჯის ძე ტფილისს, და მას ჟამსა ამირა იყო ჯაფარ, ძე ალისი: მოვიდა და მოადგა უჯარმოს, და შიგა დგა სამ ასი კაცი, და ჰბრძოდეს მრავალთა დღეთა. და ვითარ იხილეს რომელ ვერ დაუდგმიდეს, ამის-თჳს აღდგეს ღამით და გარდაიხვეწნეს: რომელნიმე წარვიდეს, და რომელთამე ეწივნეს, და დაჴოცნეს, ვითარცა ცნეს ბოჭორმელთა ციხოვანთა წაღება უჯარმისა, დააგდეს ციხე და გარდაიხვეწნეს: ხოლო რა-ჟამს მოვიდეს, პოვეს იგი უკაცური, და თქუეს: „რომელი ბაკი იყო, მას შინა ფიცხლად შეგვებნეს, და რომელი ციხე-ა იგი უკაცურად დაუგდიათ“. აღიღეს ბოჭორმაცა, და დაიჭირეს ციხედვე, და უჯარმის ზღუდენი დაარღვივნეს:

ხოლო კჳრიკე ქორეპისკოპოს-მან ვითარ იხილა, რომელ არა იყო ღონენი მისი,ამის-თჳს მიენდო ფიცითა, მივიდა და ნახა. და ჰკითხა მან. „ვინ გაწვია აქა მოსვლა:“ და უთხრა. „მაწვია დედა-მან ჩემ-მან“. და თქუა: „არა ვატკინო გული ერთისა შემხედვარსა“. და შეუყვარდა სიკეთისა მისისა-თჳს და განუტევა, გარნა ბოჭორმა თჳთ დაიჭირა. შემდგომად ამისა შემოვიდა ქართლად, და მოაოჴრა ქართლი. და ვიდრე-იგი შემოვიდოდა, მოარღვივნეს ზღუდენი უფლის- ციხისანი, რომელ არა დაიმჭირონ: შევიდა მუნით სამცხეს, და მოაოჴრა სამცხე და ჯავახეთი, და მოადგა ციხესა თმოგვისასა: და ვითარ იხილა სიმაგრე მისი და სიმტკიცე, აღიყარა მუნით, და [196] მოვიდა ყველს, მოადგა გარე: და უწყო ბრძოლად. ხოლოიყო მუნ-შიგა ჭაბუკი ერთი, სახელით გობრონ. ებრძოდა შიგნით გამოღმართ , დღეთა ყოველთა მოყუასთა მისთა თანა: და ვითარ წარიღეს ციხე-იგი, შეიპყრეს წმიდაჲ გობრონ და აწამეს. რომლისა წამება მისი აღწერა ვრცელად წმიდა-მან მამა-მან ჩუჱნ-მან სტეფანე, მტბევარ-მან ეპისკოპოს-მან.

აღიყარა მუნით და წარვიდა დვინად ქალაქად. მოვიდეს, და უთხრეს ვითარმედ სუმბატ მეფე შევიდა ციხესა კაპოეტისასა, და მსწრაფლ აღიყარა და მიმართა ციხესა-მას რომელსა შინა იყო სუმბატ, მეფე სომეხთა, და ამცნო ლაშქარსა თჳსსა, რათა ყოველი კაცი რომელი პოვონ ცოცხალი, გამოიყვანონ წინაშე მისსა: და მოვიდა და მოადგა ციხესა კაპოეტისასა; და ციხოვანთა დედა-წული რომელი პოვეს გარეგნით, დაიპყრეს ჴელთა: და ამის-თჳს გამოსცეს ციხე-იგი და შეიპყრეს სუმბატ; წარიყუანეს დვინს, ჩამოჰკიდა ძელსა, და მოკუდა.

შემდგომად ამისა, ვითარ გარდაჴდეს წელნი რაოდენნიმე და მოეშენა ქართლი, მაშინ უჴმო კჳრიკე ქორეპისკოპოს-მან კოსტანტი აფხაზთა მეფესა, და ჩავიდეს ჰერეთად, და მოადგეს ციხესა ვეჟინისასა. აფხაზთა მეფე მოადგა ზედა-კერძო, და კვირიკე ქვემოთ: და ვითარ მისწურეს წაღებად, მაშინ ადარნასე პატრიკი მოვიდა, პარასკევსა ჯუარსა მიუპყრა ზავის პირი, მოსცა აფხაზთა მეფესა არიში, გავაზნი, და კვირიკეს ორჭობი. და ესრეთ დაიზავნეს და შემოიქცეს: მაშინ მოვიდა კოსტანტი. აფხაზთა მეფე,და ილოცა ალავერდს, წმიდის გიორგის წინაშე, და შემოსა ხატი მისი ოქროთა: ხოლო ლაშქარი მისი უფროსი წარავლინა გზასა გარესა და ფრიად პატივ-სცა კვირიკე ქორეპისკოპოს-მან, და წარვიდა ქუჱყანად თჳსად: შემდგომად მცირედთა დღეთა გარდაიცვალა კოსტანტი, აფხაზთა მეფე, და იშლებოდა ქუჱყანა აფხაზეთისა ჟამ რაოდენმე: რამეთუ ესხნეს ძენი ორნი კოსტანტინე მეფესა: ერთი უხუცესი, და მეორე, რომელი უშვა ცოლ-მან, უმრწემესი: უხუცესსა ერქუა გიორგი, უმრწემესსა ბაგრატ: და იყო მათ შორის ბრძოლა ფიცხელი, რომელი თჳთოეულად ჰპოო ცხოვრებასა მათსა: ხოლო ესე ბაგრატ სიძე იყო გურგენ ერის-თავთ ერის-თავისა, ძისა ადარნასე ერის-თავისა, რომელი იყო ტომად ბაგრატოანი, რომელისა სიკუდილი ზემორე აღგვიწერია: ხოლო ესე გურგენ უშველდა ბაგრატს: ყოვლითა ძალითა მისითა. ვიდრე არა მიიცუალა ბაგრატ, არა იყო მშვიდობაჲ შორის მათსა:

და შემდგომად სიკუდილისა მისისა მიიღო სრულობით მეფობაჲ აფხაზთა გიორგი [197] მეფემან. იყო ესე გიორგი მეფე სრული ყოვლითა სიკეთითა, სიმჴნითა და ახოვნებითა ღმრთის-მოყუარე იყო, უმეტეს ყ~თა მაშენებელი ეკკლესიათა, მოწყალე გლახაკთა, უხვი და მდაბალი, და ყოვლითა კეთილითა და სათნოებითა სრული: ამან განაგნა და განაწყვნა ყოველნი საქმენი მამულსა და სამეფოსა თჳსსა: ამან აღაშენა საყდარი ჭყონ-დიდისა, და შექმნა საებისკოპოსოდ, და განაშვენა იგი ნაწილთა სიმრავლითა წმიდათა მარტვილთათა:

მას ჟამსა გარდაიცვალა კვირიკე ქორეპისკოპოზი, და დაჯდა მის-წილ ფადლა, ძე კჳრიკე- სი. და ამან აღაგო ციხე ლოწობანთა: ამასვე ჟამსა მოვიდეს სარკინოზნი, რომელთა უჴმობენ საჯობით, და მოტყვენეს კახეთი, და დაწვეს ჯვარი მცხეთა, და შეიქცეს, და წარვიდეს, და წარი- ტანეს თანა ჯვარი პატიოსანი დაჭრილი: და შემდგომად შეედვათ სნება მუცლისა, და გულის-ხმა ყვეს, რომელ ჯუარისა-გან ევნოთ: ამის-თჳს შეკრიბნეს ნაწილნი, და წარმოსცნეს ქართველსავე: ხოლო მათ ჩაკრიბნეს ნაწილნი-იგი ბუდესა შინა, და აღმართეს ადგილსავე თჳსსა:

და ჰერეთსავე, მეფობამდე იშხანიკისასა, პირველნი ყოველნი იყუნეს მწვალებელნი. ხოლო იშხანიკი დის-წული იყო გურგენ ერის-თავთ ერის-თავისა, და დედა-მან დინარ დედოფალ-მან მოაქცივნა მართლ-მადიდებელად: და სალართა დაეპყრა მაშინ ბარდავი და ადარბადაგანი:

ხოლო გიორგი, აფხაზთა მეფე-მან მისცა ქართლი ძესა თჳსსა უხუცესსა კოსტანტინეს რამეთუ მაშინ გარდაცვალებულ იყო მეფე ადარნასე, ქორონიკონს რმგ: და გარდაიცვალა ძე ამის ადარნასე მეფისა, აშოტ კურაპალატი, ქორონიკონსა როდ: გარდაიცვალა ძმა ამის აშოტ კურატპალატისა, მეფე დავით, ქორონიკონსა რნზ: გარდაიცვალა ძმა ამათი და ძე ადარნასე მეფისა, ბაგრატ მაგისტროსი -კურაპალატი, ქორონიკონსა რჲე: გარდაიცვალა ძე ამის ბაგრატისა, ადარნასე კურატპალატი, ქორონიკონსა რპა: გარდაიცვალა ბაგრატ, ძე ამის ადარნასე კურატპალატისა, ქორონიკონსა რპთ: გარდაიცვალა დავით მაგისტერი, ერის-თავთ ერის-თავი, ძმა ამის ბაგრატისა, ქორონიკონსა რპვ:


[198] მომატება:

შთამომავლობა ბაგრატოვანთა ნამდჳლისა-მებრ:

ხოლო ჩვენ პირველსავე სიტყვასა ზედა მოვიდეთ: ღმერთ-მან ოდეს წარუმართა ბაგრატს აშოტ კურატ პალატის ძესა, ჴელმწიფობა მათი, და იყვნეს ძენი უხუცესისა, ძმისა მათისა, აშოტის ძისა, ადარნასენი სამნი, გურგენ რომელი-იგი დღეთა სიბერისა მისისათა, კურატპალატად დასვეს, და ძმანი მისნი აშოტ-კეკელიაჲ და სუმბატ არტანუჯელი, რომელი ჴელმწიფობასა მისსა დასვეს ანთიპატოს-პატრიკად და ძენი ბაგრატ კურატ პალატისანი სამნი. დავით, რომელი შემდგომად მამისა თჳსისა დასვეს კურატ პალატად, ადარნასე და აშოტ: და ძენი უმრწამესისა აშოტის ძისა გვარამისა, ორნი ნასრა და აშოტ: აშოტ -კეკელა ძე ადარნასესი, გარდაიცვალა ქორონიკონსა პზ. და დაუტევა გურგენ, რომელი შემდგომად კურატ პალატად დასვეს, და სუმბატ არტანუჯელი:

გარდაიცვალა აშოტ, ძე მამფალი გუარამისა უწინარეს მამისა თჳსისა, ქორონიკონსა პთ, არა დაუტევა ძე: გარდაიცვალა ადარნასე, ძე ბაგრატ კურატ პალატისა, ქორონიკონსა ჟდ, სიცოცხლესავე მამისა თჳსისა, და არა დაუტევა შჳლი: და მამა მისი ბაგრატ კურატ პალატი, ძე აშოტ კურატ პალატისა, გარდაიცვალა ქორონიკონსა ჟვ. და დაუტევნა ძენი, დავით, რომელი შემდგომად მისსა კურატ პალატ ყვეს, და მოიკლა იგი ჴელითა მის მამის ძმის-წულისა თჳსისა ნასრა, გუარამის ძისითა, სიცოცხლესავე გვარამისასა, ქორონიკონსა რა: ხოლო გვარამ მამფალი, მამის ძმა მისი, მამა ნასრესი, უბრალო იყო სისხლთა-გან დავით კურატპალატისათა. დაუტევა ამან დავით მოკლულ-მან ძე მცირე ადარნასე, მოუწიფებელი ჰასაკითა:

ხოლო ნასრ მკულელი ივლტოდა სამეფოსა კოსტანტინეპოლედ, და იყო მუნ მრავალ წელ:

და ამისსა შემდომად დასვეს გურგენ ძე ადარნასესი კულატ პალატად, დიდისა აშოტ კურატპალატისა ძისა. გარდაიცვალა გუარამ მამფალი ძე აშოტ დიდისა მამაჲ ნასრასი, ქორონიკონსა რბ და გრდაიცვალა აშოტ, ძე ბაგრატ კურატ პალატისა, ქორონიკონსა რე. ამისსა შემდგომად გამოვიდა ნასრ სამეფოდ და მოვიდა აფხაზეთს, და იყო მაშინ აფხაზთა მეფე ბაგრატ დის ძე ნასრესი და შესწია მან დიდითა ლაშქრითა მეფე-მან აფხაზთა-მან და მუნით გარდამოვიდა ნასრ სამცხეს და შეკრბა სხვაცა ლაშქარი ურიცხჳ. ხოლო ადარნასე, ძე მოკლულისა კურატპალატისა, განვიდა ბრძოლად მისსა. და მიჰყვა მის-თანა შეწევნად ადარნასეს, გურგენ კურატპალატი და შჳლნი მისნი, და ყვეს ბრძოლაჲ და ომი დიდი ნასრას ზედა. და შეეწია ღმერთი მცირეთა ამათ ადარნასეს კერძთა, და სძლეს ნასრას, მეოტ იქმნეს და შეიპყრეს ნასრა, და მოკლეს ჴევსა შინა სამცხისასა, სოფელსა რომელსა ეწოდების ასპინძა. ქორონიკონსა რე, და არა დაუშთა შჳლი ნასრას, და აღიჴოცა საჴსენებელი მისი:

ადარნასე, ძე დავით კურატპალატისა, დასვეს ქართველთა მეფედ მის მოკლულისა ამან ადარნასე, ძე-მან დავით მოკლულისა-მან, აღაშენა ბანა ჴელითა კჳრიკე ბანელისათა რომელი-იგი [199]ქმნა პირველ ეპისკოპოზ ბანელ და მამფალი სუმბატ არტანუჯელი, ძე ადარნასესი, ძისა აშოტ დიდისა, გარდაიცვალა ქორონიკონსა რთ. და დაუტევნა ძენი ორნი, ბაგრატ, მამფალი და დავით მამფალი. და სიცოცხლესავე შინა სუმბატ არტანუჯელისა, ოდეს ნასრი მოიკლა, ქვეყანა მისი სხვათა მთავართა შეიპყრეს:

ხოლო გურგენ კურატ პალატი წარვიდა ტაოთ-კალმახით. მამულით თჳსით, ცხოვრობად შავშეთს და არტანს. და მისსა შემდგომად შეიმტერნეს ურთიერთას და შეკრბნეს ლაშქარი ერთმან- ერთსა ზედა. ერთ -კერძო გურგენ კურატ პალატ-მან და ერთა მისთა. მეორე კერძოსა ადარნასე, ქართველთა მეფე-მან და ბაგრატ არტანუჯელ-მან: მოვიდეს ესენი ჴევსა არტანისასა, სოფელსა მგლინავს, და ჰბრძოდეს ერთმანეთს. და მეოტ იქმნნეს გურგენ კურატპალატი წყლეს და შეიპყრეს, და მოკუდა წყლულებისა-მის-გან გურგენ კურატ პალატი, ძე ადარნასესი, ძისა აშოტ დიდისა, ქორონიკონსა რია, და დაუტევნა ორნი ძენი ადარნასე და აშოტ, რომელიცა შემდგომად ერის-თავთ ერის- თავად დასვეს, შემდგომად გურგენ მამისა თჳსისა, კურატ პალატისა, გარდაიცვალა ქორონიკონსა რივ, და დაუტევნა ძენი ორნი მცირენი, დავით ერის-თავთ ერის-თავი, და გურგენ, რომელი შემდგომად მერმე დიდი ერის-თავთ ერის-თავი იყო: და გარდაიცვალა ბაგრატ მამფალი, არტანუჯელი ძე სუმბატისი, ქორონიკონსა რკთ, თვესა აპრილსა კ, დღესა აღვსებასა. და დაუტევნა ძენი ოთხნი. ადარნასე, რომელი-იგი მონაზონ იქმნა, და ბასილი სახელ იდვა, გურგენ ერის-თავი, აშოტ და დავით. გარდაიცვალა დავით ერის-თავი, ძე ბაგრატ, არტანუჯელისა, მამფალისა, ადარნასეს ძისა გურგენ კურატ-პალატისა, ძმაჲ დიდისა გურგენისა ქორონიკონსა რკჱ, და არა დაუტევა შჳლი აშოტ ერის-თავთ ერის-თავ-მან, ძე-მან გურგენ კურატ პალატისა-მან რომელსა ეწოდა კუხი, აღაშენა ტბეთი შავშეთს, და განასრულა იგი ყოვლითა განგებითა, და დასვა პირველად ეპისკოპოზად სანატრელი სტეფანე, უწყებითა სულისა წმიდისათა. და გარდაიცვალა ესე აშოტ -კუხი ქორონიკონსა რლჱ. და არაჲ ესუა შჳლი:

და ამისსა შემდგომად გურგენ ძმის-წული მისი, ძე ადარნასესი, დასვეს ერის-თავთ ერის- თავად: გარდაიცვალა დავით, ძე ბაგრატ არტანუჯელისა, ქორონიკონსა რმბ. და დაუტევა ძე მუ- ცელსა შინა ცოლისა თჳსისასა, რომელსა ეწოდებოდა ბაგრატ: გარდაიცვალა ადარნასე, ქართველ- თა მეფე, ძე დავით მოკლულისა, ქორონოკონსა რმგ. და დაუტევნა ძენი ოთხნი, დავით რომელი შემდგომად სიკუდილისა მისისა ქართველთ მეფე იქმნა, აშოტ კურატ პალატი, და ბაგრატ მაგი- სტროსი, და სუმბატ, რომელი ძმათა შემდგომად კურატ პალატად დასვეს:

გარდაიცვალა გურგენ ერის-თავი ძე ბაგრატ არტანუჯელისა, ქორონიკონსა რმგ, მასვე წელსა შინა რომელსა შინა ქართველთა მეფე ადარნასე მიიცვალა. და დაუტევა ამან ძე მუცელსა შინა ცოლისა თჳსისასა, რომელსა ეწოდა გურგენვე, სახელი მამისა მისისა:

გარდაიცვალა დავით ქართველთა მეფე ძე ადარნასე მეფისა, ქორონიკონსა რნზ, და არა ესვა ძე: გარდაიცვალა აშოტ, ძე ბაგრატ არტანუჯელისა, ქორონიკონსა რნთ, თვესა ივნისსა, და არა ესვა ძე: გარდაიცვალა გურგენ, დიდი ერის-თავთ ერის-თავი, ძე ადარნასესი, რომელ-მან უმეტესნი სიმჴნენი და ბრძოლანი ქმნა ყოველთა მამათა მისთასა და დაიმორჩილნა ყოველნი

[200]გარემოსნი, ქორონიკონსა რჲა თვესა ფებერვალსა იდ, არაჲ ესვა ძე: გარდაიცვალა მამფალი დავით, ძე სუმბატ არტანუჯელისა მონაზონობასა შინა ქორონიკონსა რჲგ თვესა ფებერვალსა კ, დაუტევა ძე თჳსი სუმბატ, რომელიცა-იგი დასვეს ერის-თავთ ერის-თავად: გარდაიცვალა ბაგრატ მაგისტროსი ძე ადარნასე ქართველთა მეფისა ქორონიკონსა რჲე, თვესა მარტსა და დაუტევა ძე თჳსი ადარნასე რომელი შემდგომად მამისა თჳსისა მაგისტროსი იქმნა, და შემდგომად მამის ძმათა კურატ პალატი იქმნა:

მასვე წელსა ბაგრატ მაგისტროსის გარდაცვალებისასა, ბასილი მონაზონი კლარჯი გარდაიცვალა ძე ბაგრატ მამფლისა : გარდაიცვალა აშოტ კურატ პალატი, ძე ადარნასე ქართველთა მეფისა ქორონიკონსა როდ. და არა ესვა შჳლი და ამასვე წელსა აშოტ, ძე სუმბატისი, გარდაიცვალა, და არა ესვა ძე და შემდგომად აშოტ კურატ პალატისა ძმა მისი დასვეს კურატ პალატად, სუმბატ, და ესე სუმბატ კურატ პალატი ძე ადარნასესი ქართველთა მეფისა, გარდაიცვალა ქორონიკონსა როჱ და დაუტევნა ძენი ორნი. ბაგრატ ერის-თავთ ერის-თავი, რომელი ქართველთა მეფედ დასვეს, რეგუნი და ადარნასე კურატპალატი.

გარდაიცვალა ძე ბაგრატ მაგისტროსისა ქორონიკონსა რპა, რომელი ესე ძეთა შეიპყრეს და მონაზონ ქმნეს. მოკუდა უნებლიეთ ფიჩვითა მოსილი, და დაუტევნა ძენი ბაგრატ და დავით ერის- თავთ ერის-თავი ესე ბაგრატ ერის-თავთ ერის-თავი, ძე ადარნასე კურატ პალატისა. გარდაიცვალა ქორონიკონსა რპვ ხოლო ძმა მისი დავით კურატპალატი იქმნა დიდად:

გარდაიცვალა გურგენ ძე გურგენის ძის ბაგრატ მამფლისა, ქორონიკონსა რპჱ, გარდაიცვალა ადარნასე, ძე სუმბატ კურატ პალატისა, ძმა ბაგრატ რეგვენისა, ქორონიკონსა სგ, და ძე მცირე დავით დაუტევა: გარდაიცვალა სუმბატ ერის-თავთ ერის-თავი, კაცი მართალი, ძე დავით მამფლისა არტანუჯელი ქორონიკონსა სჱ. და დაუტევნა ძენი ორნი, დავით და ბაგრატ. და შემდგომად მიცვალებისა მისისა, დღესა მეორმოცესა, გარდაიცვალა ძე მისი ბაგრატ და დაუტევნა ძენი ორნი, სუმბატ და გურგენ:

გარდაიცვალა სუმბატ, ძე ბაგრატ რეგვენისა ქართველთა მეფისა, ქორონიკონსა სიბ. და არა ესვა შჳლი: გარდაიცვალა დავით, ძე სუმბატ ერის-თავთ ერის-თავისა, კაცი მარათლი. და გარდაიცვალა ბაგრატ რეგვენი, ქართველთა მეფე, ძე კურთხეულისა სუმბათ კურატ პალატისა, ქორონიკონსა სიდ. და დატევა ძე თჳსი უხუცესი გურგენ, რომელსა უწოდეს მეფეთ მეფე. და ამას გურგენს ესვა ბაგრატ, დედით აფხაზთა მეფესა დის-წული, დემეტრესი და თევდოსისი:

ვიდრე გურგენის გამეფებამდე ესე ბაგრატ მეფე იქმნა: აფხაზეთს, და ამის-თჳს გურგენს მეფედ მეფობაჲ ეწოდა:

ხოლო ჩვენ პირველსავე სიტყვასა ზედა მოვიდეთ, ხოლო ბაგრატ, ძე დემეტრესი აფხაზთა მეფისა, შესრულ საბერძნეთად კონსტანტინე პოლედ, და მოსცა ბერძენთა მეფე-მან ლაშქარი და გამოგზავნა ზღვით. და ნავითა შემოვიდა აფხაზეთად, მოკლა ადარნესეს ძე იოანესი, დაიპყრა აფხაზეთი.


[201]

ნ. ორმოეცდამეათე მეფე, სუმბატ:
[edit]

ნა. ორმეოცდაათერთმეტე მეფე, ბაგრატ (ანუ დავით)-რეგვენი:
[edit]

გარდაიცვალა სუმბატ მეფეკურაპალატი, ძე ადარნასე მეფისა, და ძმა დავით მეფისა, ქორონიკონსა როჱ, და დაუტევნა ძენი ორნი, ბაგრატ (ანუ დავით) რეგუენი, რომელი შემდგომად მამისა თჳსისა მეფე იქმნა, და ადარნასე კურაპალატი: გარდაიცვალა ესე ადარნასე კურაპალატი ქორონიკონსა სგ: გარდაიცვალა ძე ამის ადარნასესი, დავით დიდი, კურაპალატი, აღსავსე სიკე- თითა, რომლისა ამბავი ქუჱმორე სიტყუა-მან ცხად ჰყოს, ქორონიკონსა სკა: გარდაიცვალა მამის ძმა ამის დავით კურაპალატისა და ძე სუმბატ მეფე-კურაპალატისა, ბაგრატ მეფე რეგვენი, ქორონიკონსა სიდ: გარდაიცვალა ძე ამის ბაგრატ მეფე რეგვენისი, სუმბატ, ქორონიკონსა სიბ. და არა დაუშთა შვილი.

მეორმოცდამეათე მეფე ქართლისა, კოსტანტინე, ძე აფხაზთა მეფისა:
[edit]

ხოლო ამან მეფე-მან კონსტანტინე-მ, ძე-მან გიორგი მეფისა-მან ვითარ დაყო მეფობასა შინა სამი წელიწადი, იწყო მტერობად მამისა თჳსისა, და ძებნად მეფობისა აფხაზთა- ცა: და ვითარ გამოცხადნა საქმე მისი, შედგა იგი უფლის-ციხეს, და შეუდგეს თანა ტბელნი, და სხუანი მრავალი აზნაურნი: ხოლო გიორგი მეფე-მან ვითარ დაიდასტურა გან- დგომა ძისა თჳსისა, და გამო ილაშქრა ყოვლითა ძალითა თჳსითა, და მოიყუანნა ტაოელნი მეფენი, რომელთა გარდაცვალება ზემორე აღგვიწერია, რომელნი მეფობდეს ქუჱყანასა-მას შინა, და მოვიდა ფადლა ქორეპისკოპოსიცა კახეთით, შველად გიორგი მეფისა, და მოადგეს უფლის-ციხეს. და ჰბრძოდეს მრავალთა დღეთა, და ვერა -რას ავნებდეს ციხესა, რომელ მრავლად დგეს შიგნით: ზოგსა დღესა შეიბნიან ცხენითა, და ზოგსა დღესა ქვეითნი, მაშინ გიორგი მე- ფე-მან აბირნა აზნაურნი ხაზვერელნი ესრე სახედ. "გამოვედ, ჩვენ წარგიყუანოთ აფხაზეთად, და შენ დაჯედ მეფედ, და მამა შენი დარჩეს გარეგნით“. ხოლო მან დაიჯერა და მიენდო. გვ. 202

გარნა აზნაურნი-იგი,რომელნი უდგეს თანა, უშლიდეს საქმესა ამას, და მან არა ისმინა მათი. და გამოვიდა ღამე ტივითა მტკვარსა: და ვითარ განეწურა პირსა მტკურისასა, ვერღა-რა დაითმი- ნეს, და მიეტევნეს შეპყრობად. მაშინ ვითარ იგრძნა ზაკულება მათი, შეაქცივნა ტივნი გარე, რათამცა შევიდა ციხესავე. ვერღა-რა დაიმორჩილნეს ტივნი და ჩაჰჴდეს ადგილსა, სადა ტივნი დადგებოდეს: შეიქმნა ჴმაჲ , გამოვიდა მეფე და ყოველი ლაშქარი, დაიცვეს ციხე გარეშე- მო, და რა-ჟამს განთენა, იწყეს ძიებაჲ: ხოლო იგი გამოსრულ იყო წყლით, და შესრულ იყო ნაპრალსა კლდისასა, და მუნ დამალულ იყო: პოვა იგი კაც-მან ვინმე უნდო-მან, შეიპყრეს და მოჰგვარეს მეფესა გიორგის, და მან გააპატიჟა ბოროტად: რამეთუ პირველად თვალნი დასწვნეს, და მერმე გამოყვერეს, და მოკუდა კონსტანტინე მეფე. ხოლო აზნაურნი, რომელნი დგეს ციხესა შინა, მინდობით გამოიყვანნეს, და ტბელნი განუტევნა მშვიდობით, და წარვიდეს იგინი ასფურაგანს: გარდაიცვალა კახთა ქპრეპისკოპოსი ფადლა, და დაჯდა კჳრიკე. ამი- სა შემდგომად გადგეს აზნაურნი გარდაბანელნი, იწყეს ზრახვად გიორგი მეფისა. მაშინ გამოილაშქრა გიორგი მეფემან, ჩავიდა კახეთად, მოსწვა და ასწყვიდნა, და წარვიდა თჳსადვე ქუჱყანად: და კვალად მოვიდა და დადგა ატენს, და და აუწყა ყოველსა ლაშქარსა თჳსსა კვალად შთასვლად კახეთად, რამეთუ იყო მაშინ ძე მისი ლეონ იყო ერის-თავად ქართლისა: ხოლო ვითარ ცნა კჳრიკე რომელ ვერ დაუდგმიდა წინს-აღდგომად, ამის-თჳს მოვიდა წინაშე მათსა: კვალად ენება გაპარვა ზაკვით: მაშინ შეიპყრა ჴელთა, და წარვიდა კახეთად, რათამცა დედა-წული მისი აკრიბა ჴელთა, აცნობეს აზნაურთა ქართლისათა, და გარდაეხვეწნეს, და მოერთო შურტა, ძმა კჳრიკე ქორეპისკოპოსისა, გიორგი მეფესა, და მოუტანა თანა ციხე მისი უჯარმო. და ეუფლნეს სხუათაცა ციხეთა კახეთისათა: თჳნიერ სამთა ციხეთა: ნახჭევანისა, ბოჭორმისა და ლოწობანთასა: ლოწობანნი ჰქონდეს ივანე არშის ძესა, და გამაგრდა შიგან, გაწირა პატრო- ნი: აუგეს შურის-ციხე და დააყენნეს შიგან ლაშქარნი. და ციხე მარანისა ჰქონდა მაშინ ხახუას, არსის ძესა, ძმასავე იოანესსა. ლამოდა მსგავსად ძმისა თჳსისა მკლავითა დამჭირვასა: მაშინ მოვიდა მეფე, და უბრძანა შებმა ლაშქართა. ხოლო მათ წარიღეს ციხე-იგი ჴერჴითა და ხახუა მოიყუანეს შეპყრობილი წინაშე მეფისა, და მეფე-მან წარსცა პყრობილად ჯიქეთს: გვ. 203

ციხე ნახჭევანისა ჰქონდა ფადლას, ძესა კჳრიკესსა, იგიცა განმაგრდა შინა-გან. ხოლო ვითარ იხილა კჳრიკე ქორეპისკოპოს-მან, რამეთუ არღა-რა იყო ღონე მისი, ამის-თჳს ითხოვა სიმტკიცე ცოცხლებით გაგზავნისა, და დაულოცა კახეთი გიორგი მეფესა: ხოლო ლეონ, ძე მეფისა, არა ლამოდა განტევებასა კჳრიკესსა, რამეთუ არცა პირველ შეპყრობასა იყო ნება მისი: გარნა არა უსმინა მამა-მან მის-მან. და კჳრიკე-მ ესე პირი ითხოვა, რათა მას ზამთარსა არა აღი- ღონ ციხე ბოჭორმისა, და შემდგომად აღვსებისა წარვიდეს, და ნება სცეს: ამის-თჳს აღიღეს მის-გან ციხე ნახჭევანისა, და შჳლი ერთი უმრწემესი, სახელით დავით, მძევლად. და განუტევეს დღესა ლამპრობასა, და წარვიდა მეფე აფხაზეთად, და კჳრიკე შევიდა ბოჭორმას, ეკაზმოდა, და ლამოდა შემდგომად აღვსებისა წარსლვასა: მაშინ შეეზრახნეს აზნაურნი ქართუჱლნი, და მათ- თანა კახნი: გოდერძი, მგდეური, მამა ყანჩაელი, დაჩი კორინთელი. დაჩი და ივანე, სხვი- ლოსელნი. სარა და გრიგოლ, ძმანი ფხვენელნი, და მათ-თანა ორ-მოც და ათი აზნაურნი სხუანი: და მიერთნეს კჳრიკეს, დაუწყეს ბრძოლად ციხეთა, და მცირედთა დღეთა წარიხუნეს ციხენი ყოველნი და დაარღვივნეს შურის-ციხე, ლოწობანთა, და კუალად ეუფლა კჳრიკე მამულსა- თჳსსა: მაშინ უთხრეს გიორგი მეფესა წარღება კახეთისა, და დაუმძიმდა დიდად. დააბრალა ყოველთა ვინცა-ვინ აწვია გაშვება კჳრიკე ქორებისკოპოსისა: და ვითარ გარდაჴდა ამას შინაზამთარი-იგი, კვალად გაგზავნა ლაშქარი თჳსი გიორგი მეფე-მან და ძე თჳსი ლეონ უჩინა წინა-მძღურად. და მივიდა და მოწვა კახეთი, და მასვე ლაშ- ქრობასა შინა მოართვეს ამბავი მიცვალებისა დიდისა და ღვთის-მოყუარისა გიორგი მეფისა: მაშინ მოუ წოდა ლეონ კჳრიკე ქორეპისკოპოსსა, და შეკრბეს ბაზალეთს, ტბისა პირსა, თჳთო ცხენოსნითა, და იუბნეს დღე ერთი, ვიდრემდის განუცხადა მიცუალება მამისა თჳსისა: და აკიდა სიყუარული, და უქადა ძისა მისისა სიძობა: და ვითარცა ესმა ესე კჳრიკეს, გარდაჴდა ცხენისა- გან, და თაყუანის-ცემითა მოიკითხა და მისცა მადლი, და განიხარა ზავი და სიყუარული, და უფრო სად პირი მზახობისა: შეიქცა ლეონ, და ეუფლა მამულსა და სამეფოსა თჳსსა. რამეთუ მაშინვე შთავიდა აფხაზეთად. და განადიდა ღმერთ-მან მეფობაჲ მისი, მგზავსად მამისა მისისა: რამეთუ იყო იგიცა ღმრთის-მოყუარე და სავსე ყოვლითა კეთილითა: ამან აღაშენა ეკლესიაჲ მოქვისა. და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ, აკურთხა და განასრულა ყოვლითა განგებითა: და ვითარ ეუფლა მამულსა თჳსსა, აღუსრულა აღთქმა თჳსი კჳრიკე ქორეპისკოპოზსა, და მისცა ასული თჳსი ცოლად ძესა მისსა: და შემდგომად მცირედისა მოკუდა ასული ლეონისა, და კვალად იწყო მტერობად კჳრიკე ქორეებისკოპოსისა და ძებნად კახეთისა: გაილაშქრა სპითა დიდითა, ჩადგა არაგვის პირსა, ასწყჳდა მუხნარი, ხერკი და ბაზალეთი, და მასვე ლაშქრობასა დასნეულდა, და შეიქცა გარე და მოკუდა: შემდგომად მისსა დაჯდა დემეტრე მეფედ, ძმა ლეონისი, და გვ. 204

ესე დემეტრე მეფე ეუფლა ქართლსა: და ვითარ მოიწყო სამეფო თჳსი, გარდაჴდეს ამას შინა ჟამნი რა-ოდენნიმე: და იყო ძმა მისი თეოდოსი საბერძნეთს. უჴმეს კაცთა ვიეთმე ამის სამეფო სათა, რათა გამოვიდეს ძმასა თჳსისა ზედა. რამეთუ სიცოცხლესავე დიდისა გიორგი, აფხაზთა მეფისასა, გაეგზავნეს ორნი შვილნი საბერძნეთს, თეოდოსი და ბაგრატ, რათა მუნ იზრდებოდიან, ამის-თჳს, რათა შემდგომად სიკუდილისა მისისა არა იყოს მათ შორის ბრძოლა და ჴდომაჲ: მაშინ გამოვიდა თეოდოსი საბერძნეთით, მოვიდა სამცხეს და დადგა მარგის, და უჴმობდა მესხთა აზნაურთა, იკრებდა ლაშქართა და ლამოდა მკლავითა აღებასა მამულისა თჳსითა: ხოლო დემეტრე მეფე-მან წარავლინა ლაშქარი თჳსი, დაესხნეს უგრძნეულად, და გააქციეს თეოდოსი, და წარვიდა ქართლს, და მიმართა ადარნასეს, ძელელსა მთავარსა, შეიყვანეს იგი ძა- მის ციხესა, და მუნით გამოღმართ ეძიებდა საქმესა თჳსსა: მაშინ დემეტრე მეფე-მან მიგზავნა ლაშქარი თჳსი, მოადგეს ციხესა ძამისასა, და ჰბრძოდეს სამ თვე ოდენ. და ციხით გამოღმართ ევნებოდეს ფრიად: და ვითარცა მისჭირდა ციხოვანთა, ითხოვეს ფიცი, და სიმტკიცე, რათა განუტეონ თევდოსი, და წარვიდეს მშვიდობით: და მათ მიინდვეს იგი, და წარგზავნეს მშვიდობით, წარვიდა წინაშე დავით კურაპალატისა, და მუნ დაყო წელიწადი ერთი ოდენ: ხოლო ესე დავით კურაპალატი იგი არს, რომლისა სიკუდილი ზემორე აღგჳწერია, სკა ქორო- ნიკონს ზე, რომელი იყო ძე ადარნასე კურაპალატისა, ძისა სუმბატ მეფე-კურაპალატისა, რომელი იყო ბაგრატოანი: და შემდგომად წელიწადისა ერთისა წარმოვიდა ტაოთ. და მოვიდა კახე- თად: მაშინ მოუგზავნა მოციქული დემეტრე მეფე-მან კჳრიკე ქორეპისკოპოსსა და ჰრქუა ესრეთ, რამეთუ რაჲ-დგან მოვიდა ძმა ნემი საბერძნეთით, არა დაილევის ჩვენ შორის ბრძო- ლაჲ, სიტყჳთა კაცთათა. აწ შუა-მდგომელობითა შენითა მომანდევ ძმა ჩემი, და ვიყუნეთ ორნივე სწორად უფალ მამულსა ჩუჱნსა, ვითარცა ვიყუჱნით უწინარეს მე და ლეონ, და აღი- ღე ჩემ-გან სიმტკიცე და შუა-მდგომელნი, და შენ-გან დიდად დავიმადლო საქმე ესე“. ხოლო ვითარ ცნა კჳრიკე ქორეპისკოპოს-მან საქმე ესე და სიტყვა დემეტრე მეფისი, მოიყუანა: თეოდოსი, და აწვია მინდობაჲ მისი, და ეტყოდა: „მე ვიყო მეძიებელი სისხლისა შენისა“. გვ. 205

თეოდოსი მიანდო ძმასა თჳსსა, და გაგზავნა:მაშინ წარიყუანეს იგი ფიცითა და სიმტკიცი- თა, რომლითა ეფუცნეს სვეტსა-ცხოველსა წინაშე კათალიკოზი, მღუდელთ-მოძღუუარნი და ყოველნი დიდებულნი: და ვითარ მოვიდა თეოდოსი ძმისა თჳსისა წინაშე, დაყვნა დღენი მცი- რედნი: და შემდგომად მცირედისა ხანისა, დაემტერა თევდოსის ძმა მისი დემეტრე, და დაივიწყა შუა-მდგომლობა ღვთისა, შემართა ფიცთა გატეხასა, შეიპყრა თეოდოსი, და დასწუნა თუალნი: და ვითარ იხილეს ესე მყოფთა მამულისა მისისათა, ძიება ყვეს ძმისა მათისა, რომელსა ერქუა ჩალა-მეფე: არამედ ვერ შეუძლეს ამისი ქმნა. რამეთუ დემეტრე მეფე იყო მჴნე და ახოვანი: და რა-ჟამს აღესრულა დემეტრე მეფე, იხილეს ყოველთა მკჳდრთა, რომელ არღა-რა დარჩა მკჳდრი აფხაზეთისა და ქართლისა, გამოიყუანეს თეოდოსი, ძმა დემეტრე მეფისა, და დასვეს მეფედ: მაშინ მოვიდეს კახნი და მოადგეს უფლის-ციხესა: და იყო მათ ჟამთა ერის-თავი ქართლისა ივანე მარუშის-ძე, კაცი ძლიერი და ერ-მრავა- ლი. ამან წარავლინა მოციქული წინაშე დავით კურაპალატისა, ტაოს და აწვიეს, რათა გამო- ილაშქროს ძალითა მისითა, აღიღოს ქართლი, ანუ დაიმჭიროს თჳთ, ანუ უბოძოს ბაგრატს, ძესა გურგენ მეფეთა მეფისასა, ასულის წულსა გიორგი აფხაზთა მეფისასა, რო- მელსა ეყოდა დედულად აფხაზეთი და ქართლი, ესევე ივანე მარუშისძე ეძებდა მეფედ ბაგრატს: და ვითარცა მოისმინა დავით კურაპალატ-მან სიტყუაჲ ივანე მარუშის-ძისა, წარმოემართა ძა- ლითა თჳსითა და მოვიდა ქართლად. და რა-ჟამს ცნეს მოსლვა მისი კახთა, წარვიდეს ვითარცა მეოტნი, და დაუტევეს ქართლი: მოვიდა დავით კურაპალატი, ჩამოდგა ქუა-ხურელთა: მოეგება წინა ქართლის ერის-თავი ივანე მარუშის-ძე, აღიღო მის-გან უფლის-ციხე, და მიუბოძა ბაგრატს და მამასა მისსა გურგენს, მეფეთ მეფესა: ამის-თჳსცა ეწოდა გურგენს მეფეთ მეფე, რამეთუ უწინარეს მისსა, ძე მისი ბაგრატ მეფე იქმნა აფხაზეთს: ხოლო ამას დავით კურატპალატსა არა ესვა შჳლი: და ესე ბაგრატ, ძე გურგენ მეფეთ მეფისა რომელი ეყოდა მამის ძმის-წულის წულად, გაეზარდა შვილად თჳსად: და განდი- დნა ესე დავით კურატპალატი უმეტეს ყოველთა მეფეთა ტაოსათა: გვ. 206

რამეთუ ამათ ჟამთა შინა განუდგა მეფესა ბერძენთასა სკლიაროსი და ყოველი ჴმელით კერძი დაიპყრა, მეფენი და დედოფალი შეწყუდეულ ყვნა ქალაქსა შინა, დიდითა ჭირითა: ამას რა შინა იყვნეს, განიზრახეს, კვალად: „ჩვენი შემწე დავით კურაპალატისა-გან კიდე არა-ვინ არს“. დაწე- რეს წიგნები ვედრებისა და წარმოგზავნეს ქართველი თორნიკე, რომელ მყოფ იყო დიდსა ლა- ვრასა შინა მთა-წმიდისასა, მონასტერსა დიდისა ათანასესასა, დავით კურაპალატისა თანა, რათა შემწე ეყოს მათ: იხილა-რა ესე კურაპალატ-მან, ფრიად განიხარა და წიგნები ბერძენთა მეფისა მიითვალა, და ყოველივე საქმე თორნიკ გაიცადა: რომლისა-თჳსცა განზრახვა ქმნეს, და რათა ლაშქარნი წარგზავნენ საბერძნეთს, და სპასალარად თორნიკე განაჩინეს: ხოლო თორნიკე კურაპა- ლატისა და თავისი წიგნები ბერძენთა მეფეთა წინაშე წარსცა და ყოველივე ნება კურაპალატისა აუწყა. და მაშინ მისცნეს მეფემან ბერძენთა-მან ზემონი ქვეყანანი საბერძნეთისანი კურაპალატსა, რათა თავის სიცოცხლეში აქვნდეს, და აზნაურთა შჳლნი მზევლად ითხოვნა დავით კურაპალა- ტისა-გან: და მისცა მზევლად უფლის-წულნი, და კვალად ითხოვნა ცოლის ძმათა მამისა იოანე- სთა ძე მისი ეფთჳმე მიგვარეს მეფესა ბერძენთასა: ესე რა ცნა იოანე, უნდა თვარა, უნებლიეთ, თავი თჳსი გამოაცხადა, და სამეუფოდ ქალაქად აღვიდა, და ვინათ-გან მეფენი მეცნიერ იყვნეს აბუ- ჰარბისა, რომელ იყო სიმამრი მამისა იოანესი, და იოანესდაცა ფრიადი სიყვარული აჩვენეს მის-ზედა, და კეთილად მოიკითხეს: და ამისა შემდგომად განგრძობილად სიტყჳს გება იქმნა შო- რის იოანესსა და სიმამრისა მისისა, ეფთჳმეს-თჳს. რამეთუ არა ენება მოცემა მისი. და ფრიად აბრა- ლა მას იოანე, ვითარმედ: „რა არს ესე: ნუ-უკუე შვილ არა გესხნესა თქვენ: გარნა ესე ცხად არს რომელ მათ სწყალობდით ვითარცა შჳლთა თჳსთა, და შჳლი ჩემი ვითარცა ობოლი მზევლად გას- წირეთ: გარნა უფალ-მან შეგინდვენ თქვენ:“ და ესრეთ, განგებათა საღმრთოთა და ბჭობითა მეფე- თათა თჳსი შჳლი მიიყვანა, და კვალად ულუმბოდვე მიიქცა: ხოლო თორნიკ მოუწერა კურაპა- ლატს. „ვიცით, რომელ ღმერთი შეგეწევის და ნურა-რას ორ-გულობ, და ოდეს ღმერთ-მან წარგი- მართოს, ყოველნი წინა-აღმდგომნი ჩვენნი დატყვევნენ, და ყოველივე ნატყვენავი მათი შენი იყოს:“ რომლისა-თჳსცა მისცა კურაპალატ-მან თორმეტი ათასი მჴედარი რჩეული, და შეწევნითა ქრისტე- სითა აოტა სკლიაროსი, და ვიდრე სპარსეთადვე მეოტად წარიქცია, და მერმე შეიქცა, სიტყჳსა-ებრ მეფე- თასა, და ტყუე ყვნა ყოველნი დიდებულნი საბერძნეთისანი, და მონაგები მათი იავარ ყო, და რომელიმე ლაშქართა განუყო, და რომელიმე თჳთ დაიმჭირა ნატყვენავი ფრიადი და დიდ-ძალი, ოქრო, და ვეცხლი, და სტავრა, და სხვა ესე-ვითარი. და უკუნ იქცა, და მოიკითხა კურაპალატი და დიდად მოიმადლა: რამეთუ იყო დავით კურაპალატი პირველად ღმრთის-მოყუარე, გლახაკთ მოწყალე, და- ვრდომილთა შემბრალე, მდაბალი მშვიდი და ძვირ-უხსენებელი, ეკკლესიათა მაშენებელი, ტკბი- ლი, უხვი, კაცთ-მოყუარე, ფიჩოსანთ მოყუარე, ყოველთა-თჳს კეთილისმყოფელი და სავსე გვ. 207

ყოვლითა კეთილითა: ამან აღაშენა მონასტერი და საყდარი ღვთისა, წმიდაჲ ეკკლესია ხახულისა: და ვითარ შეიქცა მუნით-გან გარე, დაუტევნა უფლის-ციხეს და მის-თანა გამგებლად დაუტევა მამა მისი გურგენ მეფე: რამეთუ მას ჟამსა იყო ბაგრატ ჯერეთ ჰასაკითა თჳსსა ზედა უსრულ, მაშინ მან დიდ-მან დავით კურატპალატ-მან შემოკრიბნა ყოველნი ქართუჱლნი აზნაურნი და უბრძანა: „ესე არს მკვიდრი ტაოსი, ქართლისა და აფხაზეთისა, შვილი და გაზრდილი ჩემი, და მე ვარ მოურავი ამისი და თანა-შემწე: ამას დაემორჩილენით ყოველნი: “ და დაყუნა დღენი მცირედნი დავით კურატპალატ-მან, და წარვიდა მამულსა თჳსსა ტაოსსა.


ნბ, ორმოცდათორთმეტე მეფე, ბაგრატ, ძე გურგენ მეფეთ მეფისა. ბაგრატოანი:
[edit]

ხოლო ვითარ დაჯდა მეფე ბაგრატ, და წარჴდეს ამას შინა ჟამნი რა-ოდენნიმე, კვალად იწყეს მედგრობად ზაკულებით, ვითარცა არს ჩუჱულება ქართლისა აზნაურთა:, შეეუბნეს ნაქურდე- ველთა და საბოტარელთა, და მოიყუანნეს ლაშქარნი კახეთით, და გასცეს უფლის-ციხე, და შეი- პყრეს გურგენ, და ძე მისი ბაგრატ, და დედოფალი გუარანდუხტ, წარიყვანეს კახეთად: ხოლო რა-ჟამს ცნა ესე დავით კურატპალატ-მან, დაუმძიმდა ფრიად, გამოილაშქრა ყოვლითა ძალითა მისითა, მოვიდა თრიალეთს შთასლვად კახეთად: და რა-ჟამს სცნეს კახთა, მოუგზავნეს მოციქული და მოუპყრეს პირი ზავისა: განუტევნეს გურგენ და ბაგრატ, და დედოფალი გვარან- დუხტ, და შეუქციეს ქართლი და უფლის-ციხე. ხოლო წირქვალის ციხე და გრუი თჳთან დაიჭი- რეს, მას ჟამსა ეპყრა ქართლი და უფლის-ციხე გუარანდუხტ დედოფალსა, ესე გვარანდუხტ დედოფალი ასული იყო გიორგი აფხაზთა მეფისა, და დედა ბაგრატისა: და ვითარ გარდაჴდა ამას შინა წელიწადი სამი, და მეფობდა აფხაზეთს თეოდოსი მწუხარე, განირყუნა ქუჱყანა იგი და შეიცვალა ყოველი წესი და განგება პირველთა მეფეთა განწესე- ბული. და იყუნეს ყოველნი წარჩინებულნი მის ქუჱყანისანი მწუხარებასა შინა დიდსა: მაშინ გვ. 208

ამანვე ივანე მარუშის ძე-მან ინება, რათა მოიყვანოს ბაგრატ მეფედ აფხაზეთისა, და მისთანა ყოველთა დიდებულთა, ერის-თავთა და აზნაურთა აფხაზეთისა და ქართლისათა გამოითხოვეს ბაგრატ მეფედ, დავით კურაპალატის-გან: ხოლო მან დიდისა იძულებითა ძნელად აღუსრულა სათხოველი მათი. და ვითარცა ვსთქუ, პირველად, უშვილო იყო დავით კურაპალატი. და ბაგრატ გაეზარდა შვილად, მპყრობელად ორისავე კერძისა, ტაოს: გარნა რა-ჟამს უმკვიდრო ქმნილ იყო ქუჱყანა აფხაზეთისა, მოსცა მათ სიმტკიცითა და მძევლითა. შთაიყვანეს იგი აფხაზეთს, დალოცეს მეფედ, და დაემორჩილნეს ყოველნი ბრძანებასა მისსა.“ რამეთუ განსრულებულ იყო ასაკითა: და ვითარ გარდაჴდა ამას შინა წელიწადი ორი იწყო განგებად და საურავად, და განმართებად ყოველსა სა- ქმესა, მგზავსად პაპისა მისისა, დიდისა გიორგი მეფისა, გინა-თუ უმეტესადრე ვსთქუა, რამეთუ ყოვლითურთ მიემსგავსებოდა ქცევასა გამზრდელისა თჳსისა, დიდისა მეფისა დავით კურაპატლა- ტისასა, და იხილვებოდა მის-თანა ყოველი საქმე კეთილისა: გამოგზავნა თევდოსი მეფე, დედის ძმა მისი, ტაოს წინაშე დავით კურატპალატისა. რამეთუ ესე საქმე გამონახა უმჯობესად, რათა ყოველთა კაცთა, დიდთა და მცირედთა, სასოებაჲ კეთილი, გინა-თუ შიში უწესოებისა-თჳს მისა მიმართ აქუნდეს. შემდგომად ამისსა, გარდამოვიდა ქართლს მეფე ბაგრატ, რათა განაგნეს საქმენი დაშლილნი ქართლისანი. მოვიდა და დადგა თიღვას: ხოლო მას ჟამსა აზნაურთა ქართლისათა რომელთამე არა ენება გარდამოსლვა მისი. რამეთუ თჳთოეულად გააგებდეს საქმეთა ქართლისათა, დაღაცათუ იყუნეს მორჩილებასა შინა გუვარანდუხტ დედოფლისასა: იწინამძღურეს ქავთარ ტბელი, მოეგებნეს ბრძოლად, და დაუდგეს თავსა ზედა მოღრისასა: იხილა რა ბაგრატ, აფხაზთა მეფე- მან, აღუზახნა სპათა თჳსთა. მივიდეს და შეებნეს, იოტნეს ქართუჱლნი, რომელნიმე დაჴოცნეს რომელნიმე დაიპყრნეს, და სხუანი კუალად მეოტნი გარდაიხვეწნეს და დაიფანტნეს: მოვიდა, უფლის-ციხეს, აღიღო ციხე დედისა-გან თჳსისა, დაყვნა დღენი მცირედნი, განაგნა მცირედ საქმენი ქარ- თლისანი, წარიყუანა დედაჲ თჳსი, და წარვიდა ქვეყანად აფხაზეთად: და ვითარ ჴელოვან-მან მენავეთმოძღუარ-მან გააგო ყოველი საქმე აფხაზეთისა. რამეთუ მცირედ ამხილის ყოველთა, ვინ უკუჱ პოვის ურჩი, და მისსა ადგილსა განადიდნის ერთ-გული და მისან დობელი თჳსი: და ამას შინა გარდაჴდეს წელიწადნი რა-ოდენნიმე: იყო მას ჟამთა კლდე-კართა ერის-თავი რა- ტი, და ჰქონდა ციხე ატენისა, და ქართლისა-გან მტკუარსა სამხრით კერძო ყოველივე, თრიალე- თი, მანგლისჴევი, და სკჳრეთი; და არა მორჩილობდა კეთილად ბაგრატ მეფესა:შე- კრიბა უცნაურად ბაგრატ მეფე-მან სპა თჳსი, და გარდამოვიდა ქართლად. ენება მოდგომა და გვ. 209

შერევა რატი, ერის-თავთ ერის-თავისა: მაშინ უკუჱ აუწყეს დავით კურაპალატსა, და უთხრეს ესრეთ სახედ: „არა-სადა წარვალს სხუა-გან, თჳნიერ გამზადებულ არს სიკუდილად შენდა: და შეკრებულ და შეკაზმულ იყო გურგენ, მამა ბაგრატისი, მისვლად შჳლისა თჳსისა თანა. ხოლო დავით კურატპალატი წარმოემართა მსწრაფლ, და მოუწოდა ლაშქარსა თჳსსა, და უჴმო ყოველთა მეფეთა სომხითისათა: და მაშინ ჯერეთ ცოცხალ იყო პაპა ბაგრატ მეფისა, ბაგრატ-რეგვე- ნი, რომელისა სიკუდილი ზემორე აღვსწერეთ. იგიცა მოვიდა დავით კურატპალატისა წინაშე. რამეთუ ეშინოდა ძისა თჳსისა გურგენის-გან წაღებასა მეფობისასა. მოვიდეს და დადგეს დლივს, სპითა დიდითა, რომელთა არა იყო რიცხვი, და გაგზავნნა ლაშქარნი გურგენს ზედა: მიეგებნეს წინა გურგენს, და შეიბნეს გარდათხრილთა, თავსა შავშეთისასა: გააქციეს გურგენ, და შთაიხვე- წა მეოტი, და შევიდა ციხესა წეფთისასა. მას ჟამსა მოსრულ იყო ბაგრატ თრიალეთს, დადგა კარუშეთს: გაგზავნა მოცი- ქული, განიცადა ლაშქარი და იხილა რამეთუ ძალითა არა ეგებოდა წინა-აღდგომა დავით კურატპა- ლატისა: მაშინ დაუტევნა სპანი თჳსნი ადგილსა ზედა, და თჳთ მარტო მივიდა წინაშე მისსა, ითხოვა შენდობაჲ, და აუწყა, ვითარმედ: „სხვისა არა-რის-თჳს მოვედ, გარნა არა მორჩილებისა- თჳს რატისა:“ ხოლო მან უბრძანა ესრეთ: „მითხრეს რომელ სიკუდილად ჩემდა გამოსრულ იყავ. გარნა აწ ვსცან დასტური რომელ უბრალო ხარ: არამედ მითავისუფლები-ხარ რატის ზედა, დაიმორჩილე ვითაცა სახედ გწადიან:“ მაშინ წარმოვიდა სიხარულითა სავსე, და წარვიდა მას ჟამსა აფხაზეთადვე, რათა ვერ უგრძნას რატი-მ, და უგრძნეულად მივიდეს, ოდეს არა ჰგო- ნებდეს: ვითარ მოიწია ჟამი ზამთრისა, მოვიდა ძალითა თჳსითა მეფე ბაგრატ და მოადგა კლდე-კართა: იხილა -რაჲ ესე რატი-მ, გამოვიდა გარე, და გამოიტანა შვილი მისი ლი- პარიტ თანა, შევედრა ბაგრატ აფხაზთა მეფესა, და მისცა ციხე თჳსი ბაგრატს, და თჳთ დაჯდა მა- მულსა თჳსსა არგვეთს: ხოლო ამას ჟამსა შინა გარდაცვალებულ იყო დავით დიდი, კურატპალატი, ვითარცა ვსთქუთ ზემორ: და ვითარ მოკუდა ესე დავით, არა დაშთა ძე, აოჴრდა იმიერ ტაო და გამო- ვიდა ვასილი, ბერძენთა მეფე, და მისცნეს მას ციხენი აზნაურთა ამა დავითისთა: და დაიპყრა ბასილი მეფე-მან მამული დავით კურატპალატისა, და მივიდეს მის წინაშე ბაგრატ, აფხაზთა მე- ფე, და მამა მისი გურგენ, და მოსცა მათ ბასილი მეფე-მან პატივად, გურგენს მაგისტრო- სობა, და ბაგრატს კურატპალატობა, რათამცა ვითა მტერ ყვნა ერთმანერთისა მიმართ მამა-ძენი ესე, გვ. 210

და ამით ღონითა იძმაცვა: ხოლო გურგენ ჭეშმარიტი და წრფელი იყო, და ვერა აღძრა გული მისი ზაკვითა, ამით მიზეზითა, და ვერა უძლო ღონის ძიებითა: და შემდგომად ამისსა რა-ოდენთამე წელთა, გარდაიცვალა ესე გურგენ მეფეთ მეფე, მამა ამის ბაგრატ მეფისა, და ძე ბაგრატ მეფე რეგუნისა, ქორონიკონსა სკჱ: და შემდგომად, ვითარ წარჴდეს ამას შინა ჟამნი რა-ოდენნიმე, და ვითარ ვსთქუ პირველვე, მოიწყვნა და განაგნა ყოველნი საქმენი აფხაზეთისანი, ურჩნი თჳსნი შეცვალნა დიდებისა-გან, და ადგილთა მათთა დაადგინნა ერთგულნი და მოსწრაფედ მორჩილნი ბრძანებათა მისთა. და წარე- მატა ყოველთა მეფეთა აფხაზეთისა, და ქართლისათა ყოვლითა განგებითა: და განამრავლა ლაშქარი თჳსი უმე- ტეს ყოვლისა ჟამისა, გამოილაშქრა ყოვლითა სპითა თჳსითა, გარდამოვიდა ქართლს: წარგზა- ვნა მოციქული კახეთს, ითხოვნა ციხენი ქართლისანი, რომელნი მათ ჰქონდეს: მას ჟამსა იყო კახეთს ქორეპისკოპოსი დავით. ხოლო მან არა ინება მოცემა ციხეთა, არამედ მიუმცნო ესრეთ. „უკეთუ ეძიებ ციხეთა, იყოს ჩვენ შორის დამჯერებელ, მკლავი და ომი: ხოლო მე წინა მო- გეგებო კსანსა ზედა“. ვითარცა ესმა-რა ესე ბაგრატ, მეფესა აფხაზთა და ქართუჱლთასა, გან- უწყრა ფრიად, რამეთუ კურაპალატი იყო მას ჟამსა დლივს, და განაგებდა საქმეთა ტაოსსა და ქართლისათა, რომელ მაშინ თჳთვე ეპყრა ტაო, მიცვალებასა ზედა მამისა მათისა, გურგენ მეფეთ მეფისასა: მაშინ წარგზავნა მეფე-მან ბაგრატ კაცი მოსწრაფედ და აწვია სპათა აფხა- ზეთისა და ქართლისათა, და თჳთ წარემართა ზემოთა ლაშქრითა, გაიარა თრიალეთი, გავლო ჴიდი მცხეთისა, და მოერთნეს თანა აფხაზნი და ქართუჱლნი: და დადგა თიანეთს, და იწყო შემუსრვად კახეთისა, და ვერ წინა-აღუდგა დავით, რამეთუ იყო ძალი ბაგრატ მეფისა ურიცხვი, და იწყო ბრძოლად ციხეთა. რამეთუ მას ჟამსა აღიღო ქუჱყანაჲ ჱერეთისა, და განაჩინა მთავრად აბულალ, და წარმოვიდა შინა: და მათვე ჟამთა, რა-ჟამს წარმოვიდა ბაგრატ, აფხაზთა მეფე, კვალად მიი- ქცეს კაცნი ჱერეთისანი, და მიერთნეს დავითს. აღიღო დავით ჱერეთი, შემდგომად მცირე- დისა ჟამისა მიიცვალა დავით: კვალად გამოვიდა ყოვლითა სპითა თჳსითა ბაგრატ მეფე, და აღიღო ჱერეთი მეორედ: დაიმჭირა დინარ დედოფალი თჳსად, იწყო ძებნად კახეთისა, და ძალითა მისითა მიუწდომელითა წარიხვნა ორსა წელიწადსა შინა, ყოველნი ციხენი კახეთისანი: შეაწყუდია კვირიკე ბოჭორმას, და დაუყენა ციხესა გარეშემო მცველნი წლითი-წლამდის, წარიღო ბოჭორმაცა. და დაიპყრა სრულიად ჱერეთი და კახეთი, წარმოიყუანა კვირიკე, და დაიჭირა თჳსსა კარსა ზედა: მას ჟამსა შინა გადიდნა ფადლონ, ამირა განძისა, იწყო კირთებად ჱერეთისა და კახეთისა ერის-თავთა, ჟამითი-ჟამად მეკობრობით და პარვით რბევად და ტყვენვად ადგილითი -ადგილად გვ. 211

ხოლო იხილა-რაჲ დიდ-მან მეფემან ბაგრატ კადნიერებაჲ მისი, აღივსო შურითა, და დიდად შეუძნდა კადნიერებაჲ მისი: განემზადა ყოვლითა სპითა თჳსითა, წარსვლად განძას, და წარგზავნა მოციქული წინაშე გაგიკ შაჰანშა, სომეხთა მეფისა, აწვია, რათა იძიოს შური ფადლონის-გან: ხოლო მან განიხარა სიხარულითა დიდითა, მოსწრაფედ მოუწოდა ყოველთა სპათა თჳსთა, წარმოემართა და მოვიდა წინაშე ბაგრატ აფხაზთა მეფისა: შეკრბეს ორნივე ზორაკერტს, და მიმართეს ფადლონს, დიდად განლაღებულსა, მოძულესა ქრისტიანეთასა, რომელი იგი ყოვლითურთ ეძიებდა წარწყმედასა ყოველთა ჯუარის მსახურთასა: და ვითარ იხილა ძალი მათი უძლეველი, შეუშინდა, წარვიდა და მიმართა, სიმაგრეთა შესლვად: მაშინ ამან დიდ-მან და ყოვლითურთ ძლევა-შემოსილ-მან მეფე-მან ბაგრატ წარმოტყუჱნა ქუჱყანაჲ რანისა. მოადგა ქალაქსა შანქორს, დაუდგნა ფილაკავანი, და მცირედთა დღეთა დალეწნეს ზღუდენი შანქორისანი, და ხვალისა-დღე ეგულებოდა შემუსრვად ქალაქისა-მის: მას ღამესა მოუვლინა მოციქული ფად- ლონ-მან, ითხოვა შენდობაჲ, აღუთქუა დღეთა შინა სიცოცხლისა თჳსისათა მსახურებაჲ, გაუკვეთა ხარაჯა, და დაუწერა თავის-თავითა ლაშქრობაჲ ყოველთა მტერთა მისთა ზედა: მაშინ შემოკრიბნა ყოველნი დიდებულნი მისნი წინაშე მისსა, და უბრძანა მათ რათა დაიჭირონ ქა- ლაქი-იგი ძალითა მათითა: ხოლო მათ იხილეს და განიცადეს რომელ ვერა-ვის ძალ-ედვა. ამის- თჳს მოახსენეს და აუწყეს, და უფროსღა ამის-თჳს რომელ სხუათა ყოველთა სალაშქროთა საქმე- თა-გან უცალო იქმნებოდეს: კვალად უბრძანა და განიზრახა დაზავებაჲ ფადლონისი, და მათ ყოველ- თა, სიბრძნითა მათითა, გამოარჩიეს და უმჯობესად აწვივეს ზავი: უბრძანა და გაგზავნა მოციქუ- ლი და მისგან აუწყა ზავი დასტური: მაშინ ფადლონ განიხარა სიხარულითა დიდითა, აღასრუ- ლა ყოველი-იგი, სიტყვით აღთქმული, საქმით. უძღ, ნა ძღვენი დიდად და მიუწდომელი, აღავსნა ყო- ველნი დიდებულნი ნიჭითა მიუწდომელითა, და წარმოვიდა შინა, გამარჯუებული: ამის მეფობისა ზე იყო წმიდაჲ მამა ჩუჱნი ეფთჳმი, ქართუჱლი, მთარგმნელი წიგნთა ჩუჱნ ქართუჱლთანი, შკ: ) ხოლო ამანვე დიდ-მან მეფე-მან ბაგრატ აღაშენა საყდარი ბედიისა და შექმნასაებისკოპოსოდ, მოცვალა მუნ გუდაყვისა საებისკოპოსო და შეწირნა სოფელნი მრავალ- ნი, ყოველთა ჴევთა და ადგილთა, განასრულა ყოვლითა განგებითა, და შეამკო ყოვლითა სამკაულითა, აკურთხა და დასვა ეპისკოპოსი მუნ შინა: უკეთუ ვისმე ენებოს განცდად და გულის-ხმის-ყოფად სიმაღლისა-თჳს დიდებისა მისისა, პირველად განიცადოს სა- მკაული ბედიისა ეკლესიისა, და მის-გან გულის-ხმა-ჰყოს, რომელ არა-ვინ ყოფილ არს სხუა მეფე მსგავსი მისი ქუჱყანასა ქართლისა და აფხაზეთისასა: და ამანვე მეფე-მან აკურთხა გვ. 212

ეკკლესია ქუთათისა, განგებითა დიდითა და მიუწდომელითა. რამეთუ შემოკრიბნა მახლობელნი ყოველნი ჴელმწიფენი და კათალიკოზნი, მღუდელთ -მოძღუარნი და ყოველთა მონასტერთა წინა- მძღუარნი, და ყოველნი დიდებულნი ზემონი და ქვემონი, მამულისა და სამეფოსა მისისა მყოფნი, და სხუათა ყოველთა საჴელმწიფოთანი: ხოლო ამან ბაგრატ მეფე-მან კურატპალატ-მან დაიპყრა ყოველი კავკასია თჳთ-მპყრობე- ლობითა, ჯიქეთით-გან ვიდრე გურგენადმდე, და ადარბადაგანი და შირვანი მოხარკე ჰყო, სომხი- თისა ჴელმწიფებითა. მეფე სპარსთა მეგობარ და ერთ-გულ ჰყო, სიბრძნითა და ძლიერებითა თჳსითა, უფროს სახლეულთა თჳსთასა, და ბერძენთა მეფესაცა შიში აქუნდა ამისი ყოვლადვე: ესე ბაგრატ, აფხაზთა და ქართველთა მეფე, წარემატა ყოველთა ჴელმწიფეთა ყოვლითა განგებითა, ამისდა მოაჯედ და ამისა შემპოვნედ შეიქმნეს ყოველნი ჴელმწიფენი, მახლობელნი და მოთაულნი მამუ- ლისა და სამეფოსა მისისანი, მოლაშქრედ ვითარცა თჳსნი დიდებულნი, და მისანდობელნი: დაუმორჩილნა ღმერთ-მან ყოველნი მტერნი და წინა-აღმდგომნი მისნი, მოჰმადლა დღეთა მისთა მშჳდობაჲ და დიდი დაწყნარებაჲ ქუჱყანისა მისისა: და უკეთუ ვინმე ინებოს თჳთოეუ- ლად წარმოთქმად, და იწყოს ყოველთა განგებულებათა მისთა, მოუძლურდეს ძალი მისი, რომელ- თა-გან მცირედი წარმოვსთქვი, ჟამთა სიგრძისა-გან, არა დავიწყებისა-თჳს: და ვსთქუა ესეცა, რომელ შემდგომად დიდისა მეფისა ვახტანგ გურგასლისა: არა- ვინ გამოჩენილ არს სხუა მსგავსი მისი, დიდებითა და ძალითა, და ყოვლითა გონებითა. ეკლლე- სიათა მაშენებელი იყო, გლახაკთა მოწყალე, და სამართლისა მართლიად მოქმედი ყოველთა კაცთა-თჳს, და ქვრივთა და ობოლთა შემწყნარებლად: მოკუდა კათალიკოზი სჳმონ, და დასვა ამან მეფე-მან დიდებულთა კაცთა შჳლი, მეყჳსი და გაზრდილი თჳსი მელქისედეკ კათალიკოზ-პატრიაქად. ხოლო ესე წმიდა მეფე წარვიდა ბერძენთა მეფისა ბასილის წინაშე, კოსტანტინეპოლედ, რათა შეეწიოს. რამეთუ იყო დიდი ესე კათოლიკე სამოციქულო ეკლესია სვეტი-ცხოველი, რომელი ვახტანგ გორგასალს აღეშენა, დაძველებულ იყო და ჟამთა შლილობით გარეშემო სტოვანი და ქცეულ იყო, და აღ-არა-ვინ იყო მწე აღშენებად, და არცა-რა-ვის ძალ-ედვა აღშენება მისი: და მივიდა და მიუთხრა ყოველი შეუძლებლობა ქარ- თველთა და სათხოველი თჳსი. მაშინ მეფე-მან ბასილი მისცა მონასტერი კესტორია, რომელ რე სოფელი აქვს, განძი და შესამკობელნი ეკლესიათანი, ხატნი და ჯვარნი, და ყოველივე სამღდელთ- მთავრო და სამღდელო სამკაული: წარმოვიდა და მოიწია ქვეყანასავე თჳსსა ქართლად და სამე- უფოდ ქალაქად მცხეთად, და იწყო შენებად გარეთითა ბჭითა და გარეშემოთა სტოითა. მოქმნითა, და ზედა დაბურვითა. და ყოველი განასრულა და მიმადლა ღმერთ-მან განახლება მცხეთის ქალა- გვ. 213

ქისაცა, და შეამკო დიდი კათოლიკე სამოციქულო ეკლესია სვეტი-ცხოველი ყოვლითა სამკაულო- ბითა, ოქროთა და ვეცხლითა, თვალითა და მარგალიტითა, და შესჭედა სვეტი-ცხოველი ოქროთა და ვეცხლითა, და შესჭედა წმიდა საკურთხეველი ოქროთა და ვეცხლითა, თვალითა და მარგალი- ტითა, და მოსჭედა კანკელი და კარნი საკურთხეველისანი ოქროთა და ვეცხლითა, და შექმნა წმი- და სამარტვილო ოქროთა, და ვეცხლითა, თვალითა და მარგალიტითა, და შექმნა ძელი ცხოვრებისანი ორნი თვალითა და მარგალიტითა, და დაასვენნა ყოველთა წმიდათა ნაწილნი აურაცხელნი მოჭე- დილნი ხატნი, თვალითა და მარგალიტითა შემკულნი, რიცხჳთ ორ-მოც და თხუთმეტნი, წიგნნი მოჭედილ-მოუჭედელნი, რომელ თვითან აღაწერინა და დასდვა, ჯუმლად ოც და ხუთი: ხოლო ესეცა წარმოვთქუათ ჩვენ, რამეთუ რა-ოდენნი ბაგრატოანნი მეფედ და კურატ პალა- ტად ზემორ აგვიწერია, რომელნიმე მეფობდეს ქართლსა, და რომელნიმე სამცხეს, ტაოსსა ში- ნა, ვიდრე ამა ბაგრატის გამეფებამდე. და ოდეს მეფე იქმნა, რომელნიმე გარდა- ცვალებულ იყუნეს და რომელნიმე ამას ჟამსა გარდაიცვალნეს, და არღა-რა-ვინ იყო ამის ჟამ-ში სხუა ბაგრატოანი, თჳნიერ სუმბატისა, და ძმისა მისისა გურგენისა, რომელნი მეფობდეს კლარ- ჯეთს, ძენი ბაგრატ არტანუჯელისანი, რომელთა სიკუუდილნი ზემორე აღვწერეთ, სუმბატის სი- კუდილი, სლა ქორონიკონ-ზე, ძმისა მისისა გურგენისა სიკუდილი სლბ ქორონიკონ-ზე: ხოლო ესრეთ იყო გარდაცვალებაჲ მათი. რამეთუ მაშინ, ოდესმე ამან ბაგრატ მეფე-მან კურატპალატ-მან მოიყვანნა ესე ორნი ძმანი, კლარჯთა ჴელმწიფენი, სუმბატ და გურგენ, ძენი ბაგრატ არტანუჯე- ლისანი, დარბაზობად მის წინაშე, ციხესა შინა ფანასკერტისასა, და მუნ შინა შეიპყრნა იგინი და აღიხვნა ციხენი და ქალაქნი მათნი: რამეთუ იგინი პატიმარ ყვნა ციხესა შინა თმოგვისასა, და მუნ ციხესა შინა გარდაიცვალნეს სუმბატ და გურგენ: ხოლო შჳლნი ამათნი წარვიდეს კო- სტანტინეპოლედ, ძე გურგენისი დემეტრე და ძე სუმბატისი ბაგრატ, ბასილი მეფისა წინაშე, და მათნივე შჳლნი კლარჯთა მეფეთანი, რომელ დაშთეს ამა ქუჱყანასა, მოისრნეს ყოველნი სიკუ- დილითა პატიმრობასა შინა: ამისსა შემდგომად ბაგრატ მეფე-მან მოვლო ყოველი სამეფო თჳსი, აფხაზეთი, ჱერეთი და კახეთი, მოვიდა და დაიზამთრა ჴევთა ტაოსთა, და მორაიწია ზაფხული, მოვიდა მასვე ციხე- სა ფანასკერტისასა, წელსა მესამესა, და მუნ შინა გარდაიცვალა ბაგრატ მეფე, მჴცითა შვენი- ერითა შემკული ქრონიკონსა სლდ, თუჱსა მაისსა ზ, დღესა პარასკევსა: და მეფობდა ოც და ათ-ექუს-მეტ წელ, და იყო დღეთა მიცვალებისა მისისათა ტაოს. და წარმოიღო გუამი მისი ზვიად-მან ერის-თავთ ერის-თავ-მან, და დამარხა ბედიას: შემდგომად მისსა მეფე იქმნა ძე მისი გიორგი, იგიცა სავსე ყოვლითა სიკეთითა: გვ. 214

ნგ. ორმოცდათორმეტე მეფე, გიორგი, ძე ბაგრატ აფხაზთა და ქართუჱლთა მეფისა, ბაგრატოანი:
[edit]

ხოლო დაჯდა-რა ესე გიორგი ეუფლა ყოველსა სამეფოსა და მამულსა თჳსსა, ჟამსა ოდენ სიყრმისა და სიჭაბუკისა მისისასა. რამეთუ იყო, რა-ჟამს მეფე იქმნა, წლისა იჱ, მას ჟამსა გან- დგა ამას ქუჱყანა ჱერეთ-კახეთისა, და ღადრობითა აზნაურთათა შეპყრობილ იქმნეს ერის- თავნი, მათ ქუჱყანით: კუალადვე ეუფლნეს მათნი უფალნი, რომელთა პირველ აქუნდა იგი: ხო- ლო მეშჳდესა წელსა მეფობისა მისისასა, გამოვიდა ვასილი, მეფე ბერძენთა, ამა გიორგი მე- ფესა ზედა, ყოვლითა სპითა, საბერძნეთითა, და უცხო-თესლითა ურიცხვითა: ხოლო გიორგი მეფე განვიდა სპითა დიდითა წინა-აღდგომად მისსა, და დაიბანაკეს ორთავე ქუჱყანასა ბასიანი- სასა, მრავალ დღე, და არა მიმართეს ბრძოლად ერთმანეთსა ზედა, და მორიდა გიორგი მეფე- მან, მოვიდა და დაწვა ქალაქი ოლთისი, და მუნით მოვიდა კოლასა და გამოუდგა კვალსა, და მოუდგა უკანა ბასილი, ბერძენთა მეფე: და შეკრბეს-რა უკანა მავალნი გიორგისნი, და წინა- მავალნი ვასილის ლაშქარნი, და იქმნა ბრძოლა დიდი, სოფელსა-მას, რომელსა ეწოდების შირიმთა, და მოისრნეს ორ-კერძოვე მრავლად, და მოიკლნეს მუნ დიდნი ერის-თავნი და დიდე- ბულნი გიორგი მეფისანი, რატი, ძე ლიპარიტისი, და ხურსი: და გვიანად ეწვია ჴმა გიორგი მე- ფესა, ვითარმედ ომი არს უკანა-მავალთა ზედა. და ვითარცა მოესმა ჴმა ომისა გიორგი მეფესა, აღბორგნეს და მაშინ უბრძანა სპათა თჳსთა, და აღიჭურნეს მსწრაფლ: განვიდა თჳთ გიორგი მეფე, რამეთუ ახოვან იყო და უშიში ყოვლითურთ, ვითარცა უჴორცო, და მის-თანა სიმრავლე სპისა მი- სისა: მოვიდეს ადგილსა-მას, სადა იყუნეს ბრძოლად, და მუნ მოვიდა ვასილი მეფე, ყო- ვლითა სპითა მისითა: შეკრბეს იმიერ და ამიერ, და იქმნა ბრძოლა დიდი, და მო- ისრნეს ბერძენნი დიდნი და ფრიადნი, და წარმოიღეს ავარი ეგ-ზომ განდი- დნა და გაგრძელდა მათ შორის ბრძოლაჲ-იგი, რომელ სივლტოლად განემზადა ბასილი გვ. 215

მეფე, გარნა ვითარ გიორგისნივე სულ-მოკლე იქმნნეს, ქართუჱლნი მორიდეს და წარმო- ვიდეს. ხოლო ვასილი მეფე წარმოუდგეს უკანა ბერძენნი, და დაჴოცნეს ურიცხვნი პირითა მახჳლისათა. მოუწია ლაშქარ-მან არტანს და დაწვა იგი და მოაოჴრეს არტანი, და რომელი პოვა ტყვე ყვეს ყოველნივე: ხოლო გიორგი მეფე წარვიდა ნიგალით კერძო სამცხედ, და მიუდგა მას უკანა ბასილი და სწყვიდეს ქვეყანა ჯავახეთისა, და მოაოჴრა ყოველივე: და რა-ჟამს წარვიდა გიორგი მეფე, გარდავიდა თრიალეთად, და მოუდგა უკანა ვასილიცა თრიალეთადვე კვალადცა, და და რა იახლნეს ერთმანერთსა, კვალად განძლიერდა გიორგი მეფე, მოერთო ძალი ლაშქრითა კახეთისა და ჰერეთისა: რამეთუ მოიყუანეს წანარნი და შაქნი, გარნა დაუშალეს მას შებმა მეორედ: ხოლო იხილა-რაჲ ესე ვასილი მეფე-მან, შეიქცა თრიალეთით, და უკ-მოვლო ჯავახეთი და არტანი, დღე- თა შინა ზამთრისათა, და კვალად უბოროტესადრე შურის-გებით მოაოჴრა ქვეყანანი-იგი, წარ- ვიდა, და დაიზამთრა ქუჱყანასა ხალდასა, მახლობელად ქალაქსა ტრაპიზონთასა: და ვიდოდეს მათ შორის მოციქულნი ორთავე ამათ მეფეთანი, ზავისა ერთმანერთსა წინაშე, მშჳდობისა და სიყუარულისა-თჳს: ხოლო იქმნა მას ჟამსა იქმნა დიდი განდგომილებაჲ საბერძნეთს, რამეთუ შეიერთნეს ვასი- ლი მეფის სპასპეტი და წარვეზი, ძე ფოკას განდგომილისა, და მეფე იქმნა ქსიფენ, და მიი- დგნეს მათ ყოველი აღმოსავლეთისა კერძი ქუჱყანაჲ, და დიდად შეძრწუნდა ბასილი ამის-თჳს: გარნა ხოლო ღმერთ-მან ვასილი დიდიდ შეშეინებულსავე პატივ-სცა. რამეთუ განუდგა ქსიფენს რომელი მირთულ იყუნეს: ხოლო ქსიფეს მიეგო ცრუობა წარვიზისა. რამეთუ შეიტყუეს ციხესა ყოველნივე ერნი მისად მომდგომელნი, შეიცვეს ციხესა შინა, დალასანოსთა, სისხლისა- თჳს ფოკას ძისა, შეიპყრეს და წარმოგზავნეს წინაშე და მოგვარეს ვასილი მეფისა, და მან ექსორია ყო კუნძულსა რასმე. და მიმდგომთა მისთანათა მრავალთა მოჰკვეთა თავი მახვილითა, რომელთა თანა იყო ფერიზ, ძე ჯოჯიკისა, ნათესავით ტაოელი, და სხვანი იყუნეს ბერძენნი. გვ. 216

და კუალად შემოიქცა ვასილი მეფე და მოვიდა ბასიანსა, და ითხოვდა იგი გიორგი მეფი- სა-გან ქუჱყანათა და ციხეთა, და აღუთქმიდა ზავსა და მშვიდობასა: სცნა-რა ესე გიორგი მეფე- მან, წარავლინა ზვიადი ერის-თავი სპითა მისითა და ლაშქრითა დიდითა, უწინარეს თჳსსა და უბრძანა, რათა ზავის მიპყრობითა მცირედ ხან დაიმჭირვად ადგილისა. და ილაშქრა ზვიად-მანცა ამიერ კიდესა ბასიანისსა, რეცა ზამთრის სახედ, ხოლო თჳთ გიორგი მეფე წარუდგა უკანა, სპითა ძლიერითა: განვიდა ზავად, ლაშქრითა დიდითა და ძლიერითა, და განიზრახვიდა ესრეთ. „უკეთუ ინებოს ზავი ბ ვასილი მეფე-მან, იქმნეს ესრეთ. და უკეთუ ინებოს ომი, განვემზადნეთ მის-თჳს“. ხოლო რომელთა არა უნდა ყოფად მშჳდობისა იწყეს განმზადებად ბრძოლად: გარნა ორ-კერძოვე მზაკვარნი -იგი აზნაურნი არა მიეშვნეს გიორგის ყოფად ზავისა, რამეთუ არა უნდოდათ მშვი- დობაჲ, და მივიდეს ბასილი მეფესა ზედა დაბანაკებულსა, რომელსა უწოდიან სვინდაქსად: არამედ აზრახეს მეფესა გიორგის მას ბრძოლად, და იწვიეს იგი ვასილი მეფესა ზედა, რომელი- იგი ზავად და მშვიდობად ჰგონებდეს მისვლასა მათსა, და მოვლოდა: ხოლო გიორგისთა იწყეს ბრძოლად, და აოტეს ზოგი ვასილის ლაშქრისა. მაშინ უბრძანა ვასილი მეფე-მან დამოკიდებაჲ წვერსა ოროლისასა წერილი მათი, რომელნი მისად დაეწერნეს გიორგი მეფესა სიმტკიცისა და ზავისანი. და ესრეთ ბასილი მეფე-მან ჰოროლის წვერითა ამართნა იგი და მოუპყრა ღმერთსა, და ჰრქუა: " იხილე, მეუფეო, წერილი ესე მათი და საქმე რომელ აწ იქნება:“ განუწერა ბასილი მეფე, უბრძანა მოყვანებად ძელი ცხოვრებისა, და კუალად მოიღო ბასილი მეფე-მან ძელი ცხოვრებისა,მანდილითა წმიდითა, და დასცა იგი ქუჱ- ყანასა ზედა, და თქუა ესრეთ, ვითარმედ: „უკეთუ მიმცე მე ჴელთა მტერთასა, არღა-რა ვიყო თაყუანის-მცემელ თქვენდა, მე უკუნისამდე, და არღა-რა თაყვანის გცე შენ უკუნისამდე:“ და ვითარ ესე ჰყო და თქუა, და ვითარცა გაგრძელებულ იყო მათ შინა ბრძოლა, ამას სიტყვასა ზედა, მყის, მასვე ჟამსა, იძლივნეს და კვალადცა მეოტ იქმნნეს სპანი გიორგი მეფისანი და ლაშქარნი საქართველოსანი რომელნი -იგი პირველად მოვიდეს: და გამოვიდეს მიერ-კერძო ტაღმანი მეფისა რუსნი, და არა განერა ერთიცა პირველ მოსრულთა-მათ, თჳნიერ მცირედსა. რამეთუ თჳთ მეფე გიორგი, და უმრავლესი ლაშქარი მისი არღა-რა მისრულ იყვნეს ჯერეთ ყოვლადვე. და მოკლნეს მათგანი მას დღესა შინა, რომელთაცა მშვიდობის ყოფა არა ენებათ, და მეოტ იქმნეს ყოველნი, და მოისრნეს ურიცხვნი პირითა მახჳლისათა. რომელნიმე ტყვე იქმნნეს, რომელნიმე გვ. 217

მეოტ, და წარიღეს ბერძენთა ავარი დიდ-ძალი, და განძი სამეუფო ყოველი სრულიად, რა-ოდენი აქუნდათ ქართუჱლთა-მათ: და წარმოიძრა მცირე ბასილი, მეფე ბერძენთა, და მოუდგა უკანა მეფესა გიორგის, და კუალად იწყეს ზავად და მშვიდობად ვითარცა პირველისა-ებრვე. რამეთუ შიში აქუნდა დიდი ბერძნეთა განდგომისა, და ყვეს მშვიდობაჲ და დაიზავნეს, და მისცა გიორგი მეფე-მან მძევლად ძე თჳსი ბაგრატ, სამისა წლისა, ჩჩვილი: და ციხენი რო- მელნიმე პირველ გაეცნეს აზნაურთა, დაულოცნა, და მისცნა სხვანიცა ციხენი პირველ მიცემული, და უკანის, ვითარ ათ თოთ-ხმეტნი, და ქვეყანა, რომელი ჰქონდა დავით კურაპალატსა, ტაოსთა, ბასიანს, კოლა-არტანთა და ჯავახეთს, შავშეთს: ხოლო რომელნიმე ამა ქუჱყანათა-გან ეკკლე- სიანი, სოფელნი და ადგილნი, დაულოცნა გიორგი მეფესა, და ესრეთ წარვიდა, და წარიყვანა ბაგ- რატ უფლის-წული, მძევლად წინაშე, ძე გიორგი მეფისა ჩვენისა: აღუთქუა ფიცითა აღთქმა, ვითარმედ: „წელსა მესამესა გამოგიგზავნო ძე შენი.“ და იყო. სამ-წელ ქალაქსა სამეუფოსა კო- სტანტინეპოლეს, და წელსა მესამესა წარმოგზავნა ქალაქით კონსტანტინეპოლით, ვითარცა აღუთქუა: ხოლო რა-ჟამს მოიწია ტაოს, შემოვიდა მამულსა თჳსსა ბანას, და სამეფოსა თჳსსა, მოჰყვა თანა კატაბანი აღმოსავლისა ვიდრე საზღუართამდე მამულისა თჳსისა, და ვითარ შეიქცა გარე, მოეწია სწრაფით მანდატური და მოართვა კატაბანსა წიგნი კოსტანტინე მეფისა, რომლისა წერილ იყო ესრე სახედ, ვითარმედ: „განგებითა ღვთისათა მიიცვალა სანატრელი ბასილი მეფე, ძმა ჩემი, და ნაცვლად მისსა ვიქმენ მე მეფედ ყოველსა საბერძნეთსა: აწ უკვე, სადაცა მიწევ- ნულ იყოს განსაგებელსა ჩვენსა საჴელმწიფოსა შინა ბაგრატ, ძე გიორგი აფხაზთა ჴელმწიფისა გარევე შეაქციეთ, სწრაფითა დიდითა, რომელ მოიწიოს წინაშე ჩუჱნსა:“ ხოლო მან, ვითარცა წარიკითხა ბრძანებაჲ მეფისა, ენება რათამცა შეაქცია გარე, ბრძანებისა-ებრ მეფისა: შეიქცა სწრაფით, დევნა უყო უკანა, გარნა ვერ ეწია მას, რამეთუ თჳსსა მამულსა შესრულ იყო იგი და განძლიერებულ ლაშქრითა, რომლისა ბრძოლად ვერაჲ ეძლო კატაბანსა-მას: და რა-ჟამს მიეახლა, იხილა-რა რომელ სიმრავლე დიდ-ძალი მიგებებული წინა, დიდებულნი, ერის-თავნი და აზნაურნი ტაოელნი, მესხნი და ქართუჱლნი, რომელთა არა იყო რიცხვი სიმრავლისა მათისა, შეიქცა გარე და უთხრა მანდატურსა, რომელი მიწეულ იყო დასტიდარითა: „უკეთუ ძალ-გიძს, შენ, აქციე, ჩემ-გან კულა ესე არა ეგების:“ ჵ დიდი საკჳრველებაჲ და მოწყალება ღვთისა: ვითარ მყის განერა მართალი ჴელთა-გან შემპყრობელთა და მტერთა მათთა, რომელთა ენება ზაკ- ვით შექცევა მისი: და თუ ვისმე გენებოს განცდად ესე, ვითართა შეწევნითა ღვთისამიერითა, გვ. 218

იხილეთ და განიცადენით ურიცხუნი ჴელის -აღპყრობანი ამის დიდისა ბაგრატის, აფხაზთა მეფი- სა, რომელნი არა-ვის ზედა შემოწევნულ იყ,ნეს სხვისა მეფისა: რომლისა-თჳს ჟამსა და ჟამსა გაუწყოს წინამდებარე-მან სიტყუა-მან: ხოლო ვითარ უკვე მოიწია წინაშე მამისა თჳსისა, გიორ- გი მეფისა, სახლად მათდა, ქუთათისს, ქალაქსა მათსა, და ესრეთ შეკრბეს მშჳდობით, და მისცეს დიდება და მადლობა ღმერთსა: იხილეს მშობელთა მისთა შჳლი მათი, მსგავსი განუცდელისა და მიუთხრობელისა სიკეთისა მისისა-თჳს, შეუძლებელ არს კაცთა-გან მოთხრობაჲ: იხილეს-რაჲ, განიხარეს სიხარულითა მიუთხრობელითა, შეწირეს მადგლობაჲ ღვთისა მიმართ: იყო ქორონი- კონი მას ჟამსა სმე: ამისა შემდგომად წარვიდა პატრიაქი მელქისედეკ კოსტანტინე მეფისა წინაშე, კოსტანტი- პოლედ. შეიწყნარა მეფე-მან ბერძენთა-მან კოსტანტინე-მ და მოსცა მესამკობელნი ეკლესიათანი, ხატნი და ჯვარნი, და ყოველი სამღდელთმთავრო და სამღდელო სამკაული, მოვიდა ქვეყანასა და სამწყსოსა თჳსსა, და იყიდა სოფლები ტაოს. ზადკარეკი, ხუთითა აგარათა. და ძაღლის-ჴევს იყიდა სოფელი ოროთა, სამითა აგარათა, ესე ორნივე სოფელნი მათითა აგარათა თჳსთა ძმათა განძითა იყიდა. და კლარჯეთს სოფელი ერთი სახლოანი, და შავშეთს მოიგო სოფელი დიდი სახლოანი, აგარა მისი ნაღვარევი. და ჯავახეთს მოიგო სოფელი ტონთიო, და კოლას მოიგო და დააშენა სოფელი დიდი ოროტანი, აგარათა. და ფანავარს ააშენა სოფელი ერთი, მახაროვანი, და საკოეთს შეიპყრნა და ააშენნა სოფელნი ორნი და ნაქალაქევი, და ბერდაძონი, და დაუდვა წმი- დასა ამას დედაქალაქსა მცხეთას, სუეტსა-ცხოველსა: შემდგომად ბაგრატის მოსლვით-გან ორისა წლისა გარდაიცვალა გიორგი მეფე, სავსე ყოვლითა სიკეთითა, ჟამსა ოდენ სიყრმისასა. რომელ არა-ვინ გამოჩენილ იყო მსგავსი მისი მამათა შორის მისთა, ახოვნებითა, ჭაბუკობითა და სიქველითა, ტანითა და სახითა, ცნობითა, და ყოვლითურთ სრული განგებითა საჴელმწიფოთა, ქრონიკონს სმზ, თთუჱსა აგვისტოსა ივ, ქუჱყანასა თრიალეთისასა, ადგილსა, რომელსა ეწოდების მყინვარნი, გინა იწრონი, და დაუტე- ვა გლოვა და მწუხარებაჲ ყოველთა მკჳდრთა მამულისა და სამეფოსა მისისათა: იგლოვდეს ყოველნი, სიკეთისა, და სიჭაბუკისა, და ახოვნებისა მისისა თჳს: წარიღეს და დამარხეს სა- ყდარსა ქუთათისსა: ესხნეს შჳლნი ოთხნი. ძენი, ბაგრატ და დემეტრე, და ასულნი გვ. 219

გუარანდუხტ და კატაჲ; მეხუთე შვილი მათი, მართა, მიცვალებულ იყო: შემდგომად მიცვალებისა დიდისა-მის მეფისა, მასვე ჟამსა მეფე იქმნა ბაგრატ, ყოველსა მამულსა და სამეფოსა მისსა ზე- და, ზემოსა და ქვემოსა, წელიწდისა თ: ნდ. მეორმეოცდამეათოთხმეტე მეფე ქართლისა და აფხაზეთისა, მე- სამე ბაგრატ, ძე გიორგი მეფისა, ბაგრატოანი: ხოლო რა-ჟამსა დაჯდა მეფედ ბაგრატ, წლისა ცხრისა, მასვე ჟამსა წარვიდეს აზნაურნი ტაოელნი საბერძნეთს:, ვაჩე კარიჭისძე და ბანელი ეპისკოპოსი იოვანე, და მათ-თანა სიმრავლე აზნაურთა ტაოელთა, რომელნიმე ციხოვანნი და რომელნიმე უციხონი, განუდგეს ბაგრატს. მიერთ- ნეს კონსტანტის, ძმასა ბასილის ბერძენთ მეფისასა, რომელი შემდგომად მისსა მეფე იყო: ხოლო კოსტანტინე მეფე-მან მოქცევასა ოდენ წელიწდისასა და წელსა მესამესა, გამოგზავნა პარკიმანოზი თჳსი, ურიცხვი განძითა და მოუწვდომელითა ლაშქრითა თჳსითა, ყოვლად უძლიერესად ბასილი მეფისასა: მოვიდა და ჩამოდგა, მოვლო და აღაოჴრა ქვეყანა-იგი , რომელი პირველ მოეოხრნეს ქვეყანანი ბასილი მეფესა. და ააოჴრნა, და უმეტესცა. რამეთუ მიიწია და მო- ვიდა ესე, მოვიდა თრიალეთს, ციხესა ქუჱშე კლდე-კართასა: მას ჟამსა ჰქონდეს ლიპარიტ, ერის-თავთ ერის-თავსა, ძესა ლიპარიტისასა: შემოკრიბნა სხუანიცა აზნაურნი, დაუდგეს განძათა და შეებნეს ციხესა ქვეშე: რა-ჟამს იხილა პარკიმანოზ-მან რომელ ვერას ავნებდა, შეიქცა გარე სადა-იგი იყვნეს მაშინ აზნაურნი ბაგრატისნი, და ბრძოლა ყვეს, გარნა არა დიდად: და განდგეს კვალად აზნაურნი და მისცნეს ციხენი, და ერის-თავ-მან შავშეთისა ჩანჩუხარ-მან მისცა ციხე წეფთისა: მასვე ჟამსა, წარვიდა ჩანჩუხი ფალელი საბერძნეთს, მისცა ციხე გარყლობისა, მიერთო ბერძენთა, და არჯევან, ჵოლოლის ძე-მან, განსცა ბერძენთავე ციხე წერფთისა: ხოლო რა-ჟამს იხილა საბა, მტბევარ-მან ეპისკოპოს-მან, რომელ შავშეთს არღა-რა იყო სხუაჲ ღონე, აღაგო ციხე თავსა ზედა, მახლობლად ტბეთისასა, და ეკლესიისა სიმაგრე, და სახელ სდვა მას გვ. 220

სვეტი. დაიმჭირა ქვეყანაჲ შავშეთისა, ქმნა დიდი ერთ-გულობა ბაგრატ, აფხაზთა მეფისა- თჳს: პატივ-სცა ღმერთ-მან და ვერ წარუღეს ქვეყანა მტერთა: რამეთუ მას ჟამსა გაგზავნა პარკიმანოზ და პროედროზი ერის-თავ-მან იოვანე ბანელი ხარტულარი, წარიყვანა თანა ვითანგი, ლაშქრითა დიდითა, და მისცა თანა დემეტრე კლარჯი, ძე სუმბატისი, რეცა შესატყვევნელად ქვეყანისა კაცთა-თჳს, და ამით მიზეზითა მიიქცეს მრავალნი კაცნი მის ქვეყანისანი, წურილისა ერისა-გან: შემოვიდა მასვე ციხესა შინა ეზრა არჩელი, და რომელნი აზნაურნი გამოჩნდეს ერთ-გულად შეუდგეს მასვე ციხესა შინა და გამაგრდეს: ხოლო ციხე არტანუჯისა ჰქონდა იოვანეს ერის-თავსა აბუსერსა, და მათ ჟამთა ქვეყანათა ამათ შინა იქმნეს ბრძოლანი, და შუღლნი და მიდამონი მრავალნი: და ვითარ დიდად იღელვებოდა ქვეყანა ესე, კვალადცა პატივ-სცა ღმერთ-მან ბაგრატს, აფხაზთა და ქართუჱლთა მეფესა: ხოლო ესე-ვითარად- რაჲ ღელვად აღტეხილად იგვემებოდა აღმოსავლეთი, მსწრაფლ ეწია რისხვა სენი სასიკუდინე უმსჯავროსი მას მეფესა, მსგავსადვე ივლიანეს უსჯულოსა, უწყალოებისა-თჳს ბაგრატ მეფისა ჩვენისა და მოოჴრებისა-თჳს მამულისა მისისა. და მოსწრაფედ მოუწერა პარკიმანოზსა პრო- ედროსსა, უხმო შეღმართ, რათა მსწრაფლ შეიქცეს იგი ლაშქრითურთ და მივიდეს კოსტანტი- პოლედ: ხოლო იგი წარმოემართა და წარვიდა მსწრაფლ, ესმა-რა ესე, და ვიდრე მოვიდოდა მიიცვალა კოსტანტინე მეფე: და რა-ჟამს მიიცვალებოდა დასვა სხვა მეფედ, სახელით რომანოზ, მიმდგომელი თჳსი, და შერთო ცოლად ასული თჳსი, ზოია: წარვიდა კათალიკოზ-პატრიაქი მელქისედეკ წინაშე რომანოზ ბერძენთა მეფისა, კოსტანტი- ნეპოლედ. შეიწყნარა და მოსცა შესამკობელნი ეკლესიათანი, ხატნი და ჯვარნი, სამღდელთმთავრო გვ. 221

და სამღდელო სამკაული, და წარმოვიდა ქვეყანასა და სამწესოსავე თჳსსა: შემდგომად პირველ რომანოზ მეფობისა, წელსა მესამესა, სანატრელ-მან დედოფალ-მან მარიამ, დედა ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფისა, შეიმოსა სიმჴნე და ახოვანებაჲ, რამეთუ ნაშობი იყო ბრწყინვა- ლეთა -მათ ძლიერთა და დიდთა მეფეთა არშაკუნიანთა, და წარვიდა საბერძნეთად, კონსტანტიპოლედ, წინაშე რომანოზ მეფისა, ვედრებად მისსა და ძიებად მშჳდობისა და ერთობისა, და ყოს აღმოსავლეთისა-თჳს, და რათა არღა-რა იყოს ბრძოლა ბერძენთა და ქართველთა, და გლახაკნი დაწყნარებულ და მყუდრო იყუნენ, და კვალად ძიებად პატივისა კურატპალატობისა, ძისა თჳსისა- თჳს, ვითარცა არს ჩუჱულებაჲ და წესი სახლისა მათისა, და მოყვანებისა-თჳს მის ცოლისა: ხოლო ამას ჟამსა გიორგი მთაწმიდელი, მთარგმნელი, თან ახლდა დედოფალს მარიამს. ქრისტეს აქათ ჩჲჱ: ხოლო ჩუჱნ პირველსავე სიტყვასა მოვიდეთ. და ვითარცა მიიწია დედოფალი მარიამ წინა- შე ბერძნეთა მეფისა, აღუსრულა ყოველი სათხოველი სიხარულით. მისცნა ფიცნი და სიმტკიცენი ერთობისა, და სიყვარულისა-თჳს, დაუწერნა ოქრო-ბეჭედნი, მოსცა პატივი კურატ პალატობისა, და მოსცა ცოლად ბაგრატისა-თჳს ელენე დედოფალი: ხოლო მორაიწია მარიამ დედოფალი მამულ- სა ძისა თჳსისასა, ქვეყანასა ტაოსა, მოართვა პატივი, აღუსრულა ქორწილი, უკურთხეს გჳრგჳნი ბაგრატს: და მიიცვალა ელენე დედოფალი, ქუთათის შინა, და შეირთო ბაგრატ მეფე-მან ბორე- ნა დედოფალი, ოვსთა მეფეთა ასული, დაჲ დურღულელისი: ხოლო ამისსა შემდგომად, სხვაცა ძე დარჩა გიორგი მეფესა, ანაკოფიას შინა, ოვსთა მე- ფეთა ასულსა, მეორესა ცოლსა თანა გიორგი მეფისასა, და აზნაურთა-გან იყო მათ შუა მიდამო საუბარი, და ყრმა მცირე იყო. სახელით დემეტრე: ვერცა გაამეფეს, თუცა ვის გულს-ედვა, და ვერცაღა გამოინდვეს ბაგრატ მეფე-მან და დედა-მან მის-მან, და არცაღა თავადთა დიდებულთა ამის სამეფოსათა, და ვერღა-რა დაიდგნა, და წარვიდა სამეფოსა მის-გან, და მიმართა ბერძენთა მეფესა, და წარუტანა თანა ანაკოფია, და მიერით-გან წარუხდა ანაკოფია მოაქაჟამადმდე აფხაზთა მეფესა: შემდგომად ამისა წმიდა-მან მეუფე-მან კათალიკოს-პატრიაქ-მან მელქისედეკ მოიგო ქარ- თლის მონასტერი პალავრა, ოთხითა სოფლითა, და წუქითი, შესავლითა მისითა, ყინცვისი, შე- სავლითა მისითა, და შინდების ნახევარი, კურბითს, რაზნაორი, კარგი სოფელი ერთი. ჩუჩეთს, უბანი ერთი, მიწა და ვენაჴი სასეფეო. ზეგანთა სოფელი, შიდარი, და კუხეთს, ახატანს, უბანი გვ. 222

ერთი, და ნოსორნა, სოფელი ერთი. და ჱერეთს მონასტერი, დიდითა ძალითა, და ლაგოდეჴი. და ჱერეთსვე, კატეხისა ეკლესია, შესავლითა მისითა. და კაკს ვაჭარი ათ-ორ-მეტი, და ზიარი, სოფე- ლი დიდი: ესე ყოველი სოფლები, რომელი მას მოიგო, და რომელნი სოფელნი ძველად ქონდეს სეტსა-ცხოველსა და კათოლიკე ეკლესიასა, და სხვა შესავალნი რაც იყვნეს, მოახსენა ბაგრატ კურატ პალატსა და შეუვალად გაუჴადნეს, და მისცა სიმტკიცე შეუვალობისა, და სხვა რომელნი მე შესავალნი იყვნეს ამის წმიდისა დედა-ქალაქისა, ცხვარი, ცხენი, ღვინო, ზედაშენი და რაცა იყო. ყოველი ალი ამირ-მა ამოაგდო და აჴადა ამას წმიდასა კათოლიკე ეკლესიასა, და ყოველნი სოფე- ლნი რომელნი წმიდისა კათოლიკე ეკლესიისანი არიან, ააშენნა და დადგნა ყოველ-გან სახლნი, და ააგნო ეკლესიანი ყოველნი, რიცხჳთ ყოველნივე: და შემდგომად სამჴრით სადიაკვნოსა, წმიდათა მოწამეთა სამარტვილოსა შიგან, შექმნა საფლავი თჳსი, და დააყენა საფლავსა თჳსსა ზედა გა- ზრდილი მისი იოანე, და უჩინა ამას საკურთხეველსა ჟამის მწირველსა, და მისცა თემს გლეხი სამი ფუძითა სრულითა, ვენაჴი ერთი, მიწა ერთი, წისქჳლი ერთი, ჭალა და ოტათლოანს გლეხი ერთი, ციხე-დიდს გლეხი ერთი, ორივე ფოძითა სრულითა, და ვენაჴი ერთი, მცხეთას, სენაკი ერთი, ბო- სელი, ყანა, ვენაჴი: ესე ყოველი ჴელ-შეუვალად, თავის-უფლად მისცა და გაირგა სამკჳდრო სასუ- ლიერო აღაპნი და მოსაჴსენებელი. და გარდაიცვალა წმიდა ესე, და აწ წარუმართონ ღმერთ-მან ოქრო-პირს მელქისედეკის-გან შჳლად გაზრდილსა: დაჯდა კათალიკოზ-პატრიაქად ოქრო-პირი, ამანცა მრავალნი შემატნა დიდსა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიასა, და აღაშენა დასავლის კუთ- ხესა, სამჴრით, ეკვდარი, ქვითა წმიდითა და თეთრად შვენიერად გამოქანდაკებულითა, ყოვლად წმიდისა, და კათოლიკე ეკლესიისა, და სხვაც შესავალნი, რაც იყვნეს, მოაჴსენა ბაგრატ კურატპა- ლატსა და კჳრიკე კახთ მეფესა, ძის-წულსა კჳრიკე მეფისასა. და შეუვალად გაუხადნეს და მისცა სიმტკიცე შეუვალობისა: წმიდა-მან ამან კათალიკოს-პატრიაქ-მან ოქრო-პირ-მან მრავალნი ეკლე- სიანი აღაშენნა და განაახლნა: და შემდგომად ამისა მოირჭვნა და ეუფლა ზემოსა და ქვემოსა თავის მამულსა ზედა ბაგრატ მეფე. და დიდი ფადლონ ავად იქცევოდა, და სწუნობდა ყოველთა მოთაულთა ამის სამეფოსათა, და ვიდრე ყრმაღა იყო ბაგრატ, შეკრბნეს ლაშქარნი ამის სამეფოსანი, იბირნეს ლიპარიტ და ივანე აბაზასძე, და მოვიდა დიდი კვირიკე, რანთა და კახთა მეფე, დავით, სომეხთა მეფე. და ჯა- ფარ ამირა ტფილელი. ესე ყოველნი პირობითა კჳრიკესითა შეკრებულ იყუნეს: მიუხდეს ესე ყო- ველნი ეკლეცს, ფადლონს ზედა, გააქციეს ფადლონ და აუწყვიდეს ლაშქარნი, აიღეს ავარი და განძი ურიცხვი. ამიერით-გან ვიდრე სიკუდილამდე, შეჰავდა ფადლონ: და სიმცირესავე შინა გვ. 223

ბაგრატ მეფისასა ლიპარიტ, ლიპარიტის ძე-მან, და ივანე აბაზას ძე-მან, ქართლის ერის-თავ-მან, მუხათ-გვერდსა გამოიტყუეს ტფილელი ამირა ჯაფარ, და შეიპყრეს, და დიდი ხანი დააყენეს პა- ტიმრობასა შინა, და წარუღეს ბირთვისი: შეიწყალა აფხაზთა მეფე-მან, და განუტევა ტფილისსა ზედა ამირათ, და მიერით-გან დარჩა მტერობაჲ ლიპარიტეთ და ამირას შუა: და შემდგომად მცირედისა ჟამისა აზრახა ლიპარიტ ბაგრატს წაღება ტფილისისა, მოადგეს ტფილისსა მტკვარსა ამიერით-გან, ზემოთ და ქვემოთ, აფხაზთა მეფისა ლაშქარნი, და წყალსა იმიერით, ისნით კერძო, მოადგინნა ლაშქარნი კახნი და ჱერნი: მას ჟამსა მოკლულ იყო დიდი კახთა მეფე კჳრიკე: ოვსისა ვისმე მონისა-გან, რამეთუ წყობასა შინა ოვსთა მეფე ურდურე მოეკლა კჳრიკე, კახთა მეფესა. ამის-თჳს მოეკლა კჳრიკე მეფე მესისხლობით, ნადირობასა შინა, ფიდრაზის გორთან, ოვსისა მონისა მიერ: მას ჟამსა იყო მეფე კახეთს გაგიკი, ძე დავით სომეხთა მეფისა სამშვილდარისა და ზორაკერტელისა, დის-წული კჳრიკესი, და ჰბრძოდენ ორ წელ ტფილისს. და მას ჟამსა იყო ამირად ჯაფარ, ძე ალისი: და ესრეთ შეაჭირვეს ტფილელთა რომელ ლიტრა ვირის ჴორცი ხუთ ას დრამად ისყიდდეს, და ვერღა-რა დაუგმიდეს შიმშილთა და ბრძოლათა ძლიერთა. ტფილელთა განიზრახეს მოცემა ტფილისისა. და ამის ქალაქისა ბრძო- ლასა შინა წარტყვენეს ციხენი ორბეთი და ფარცხისი აფხაზთა მეფისა ლაშქარ-მან. და ამირა შეეკაზმა თავის ლაშქრითა. შემზადა ტივები და ნავები, ღამით წარსლვად განძას, ლაშქარს თა- ნა ფადლონის შვილისასა: და რომელთამე დიდებულთა აფხაზთა მეფისათა ლიპარიტისა-გან ფა- რულად გააზრახეს მეფესა არა განძება ამირასი, და ფარულად ლიპარიტისა-გან დაჰკიდეს ზავი ამი- რასა, გამოაცხადეს და დაამკვიდრეს ამირა ტფილისსავე ზედა: და იბირნა აფხაზთა მეფე-მან კახნი, აშოტ მთავარი მარილელი, დისიძე კვირიკე მეფისა, და ხახულა გურთა ჯვარის-ციხითა, და მოე- ყარა აფხაზთა მეფე ქალაქსა, და ემტერა კახთა, და მიერით-გან შეიქმნა ლიპარიტ ქვე-გამხედ- ვარად თავის პატრონისა-გან. გაილაშქრა აფხაზთა მეფე-მან კახეთს, შეება და შეუხდა მთასა ზედა მიქელ -გაბრიელთასა. წყობათა შინა შეიპყრნა სტეფანოზ ვარჯანის ძე, პანკისისა ერის-თავი, და ვაჩე, ძე გურგენ ბერისა, ხორნაბუჯის ერის-თავი; დაჯე, დის-წული გოდერძისა, შტორის ერის-თავი და მაჭელისა. და გარდაუდგა თიანეთს, და დაწვა დარბაზი ბოდოჯისა, სახლი საჴელოვანი, დიდისა კვირიკე მე- ფისა აგებული: და ესე ერის-თავნი ქენებით აძლევდეს ციხეთა მათთა, და ვერღა-რა ჩავიდეს კახეთს: და შემოიქცა, რამეთუ ლიპარიტ იწყო საურავთა გვერდ-ქცეულთა: შემდგომად მცირედისა ჟამისა გამოიყვანა ლიპარიტ დემეტრე, ძმა ბაგრატისი, სამეფოდ ბერძენთა მეფისა ლაშქრითა, გვ. 224

და მიერთნეს სხვანიცა ვინმე დიდებულნი აზნაურნი: მოვლეს ზემო-ქვეყანა, და ჩამოვიდეს ქარ- თლს. მოადგეს ატენს, არე-არე მოწვეს ქართლი. დაჰყვეს ლიპარიტს კახნი და ბერძენნი, და ვერ წა- იღეს ატენი, რამეთუ ციხეთა უფალნი კაცნი მტკიცე იყუნეს ერთ-გულებასა ზედა ბაგრატისასა, თჳნიერ ფარსმან თმოგველისა და ბეშქენ ჯაყელისა, თუხარის ერის-თავისა: გავიდა მეფე ჯავა- ხეთს, და იწყეს ახალ-ქალაქისა ზღუდეთა შენებად, რამეთუ მას ჟამსა უზღუდო იყო: და არე ზამთრისა მოწევნულ იყო. ბერძენთა ენება შეღმართ წასლვა. დაეზავა ლიპარიტ აფხაზთა მეფესა, უბოძა მეფემან ქართლის ერისთაობა: წარვიდეს ბერძენნი საბერძნეთად, და წარიტანეს დემეტრე თანა: და კვალად განძლიერდა, და მოირჭვნა ბაგრატ მეფემან თავის მამულსა ზედა. და დააგო სვე- მან ბაგრატის-მან ჟამი, მოერთო ვესტი, ცხრითა ციხითა ანისისათა, თჳნიერ ამბერდისათა. და მოსცეს ანელთა ანისი ბაგრატის დედასა, რამეთუ მამულად ეყოდეს სომეხნი, სენაქერემ, სო- მეხთა მეფის, ასული იყო მარიამ დედოფალი, ბაგრატის დედა: იყო ჟამი გაზაფხულისა, ბაგრატ აფხაზეთს იყო, მოადგა ანაკოფიას, და მისწურა წასაღებელად. და მოვიდეს ტფილელნი ბერნი, რამეთუ მის ჟამისა პირველ მომკუდარ იყო ტფილელი ამირა ჯაფარ. უქადეს ქალაქი, და უჴმეს სასწრაფოდ: დააგდო, და მოაყენა ანაკოფიას გარე, ქვაბულელ ჭაჭან ძე ოთაღო, აფხაზე- თისა ლაშქრითა: ამოიარა და მოვიდა ქუთათის, და მოიყენა ქუთათისსა სამოქალაქოსა ლაშქარი, და გურიელნი აზნაურნი და ლომსიანნი მოაყენა ხოფათის: დაუდგეს ფილაკავანნი, და ბრძო- დეს: და ამოიარა მეფე-მან და მოვიდა ქართლს: და მოვიდეს სხუანი მჴმობელნი ბერნი ტფი- ლელნი. წარემართა ტფილისად, და მოეგებნეს ქალაქის ბერნი, დარბაზის ყმანი, ცხენოსანნი, დიღმისა ველსა, და ყოველი ერი ქვეითი დაკაზმული: დედათა და მამათა სიმრავლე იყო მოედანს. და იყო ჴმობა ბუკთა და დუმბულთა ორ-კერძოვე საშინელი, რომლისა ჴმითა იძროდა ქვეყანა, და იყო სიხარული ორ-კერძოვე განსაკვირვებელი: და შეიყვანეს, მოვლეს ქალაქი, ასხმიდეს დრამასა და დრაჰკანსა. და მოართვნეს კლიტენი ქალაქისანი, და შეიყვანეს საამირაოსა დარბაზსა, დაჯდა მეფე ბაგრატ საურავად. აღიხუნა კოშკნი კართანი თავის კაცითა, და აღიღო ციხე ქალაქისა და- რიჯელი, და ორნივე კოშკნი წყალყინისანი და თაბორი, და დაადგინნა შიგან ერის-თავნი თჳსნი: ხოლო ისნელთა ჩააგდეს ჴიდი და არა მოსცეს ისანი, დაუდგნეს ფილაკავანი, და ბრძოდეს ისანსა, და ესროდეს ისართა, და ისანის ველსა მოვიდეს კახთა მეფე გაგიკ, და ერის-თავთ ერის-თავი გოდერძი, და ყოველნი დიდებულნი კახეთისანი, დარბაზობად ბაგრატ მეფისა წინაშე, და მშვიდობისა ძებნად: მაშინ ბძანა და განვიდა მეფე ბაგრატ ველსა ისნისასა, მოიყვანნა კახნი და ითაყვანნა, მისცა მშვიდობა, და განუტევნა: და იყო სიხარული და საურავი დღითი-დღე შემატებისა: და ვითარ გარდაჴდეს ამას შინა დღენი ზაფხულისანი, და კვალად იწყო ლიპარიტ მათვე გვ. 225

ფიცხელთა საურავთა, და გამოიტყუვნა ანისით დედოფლისა-გან აბუსერი, ერისთავი არტანუ- ჯისა, და ხიხათა, და ციხის-ჯუარისა და აწყვერის ციხის პატრონი, და ივანე ერის-თავი, ივანე დადიანი, და გვარამ გოდერძის ძე, ბეჭის ციხისა პატრონი, და შეიპყრნა იგინი ანისის კარსა: და დააგდო ტფილისი მეფე-მან, და გავიდა ჯავახეთს: ამისა შემდგომად გამოიყუანნა მაწყვე- რელ-მან მესხნი, განძითა, ბაგრატისა-თჳს, შველად: მეფისა და მეფე დგა ხრტილას. ხოლო ლიპარიტ შეკრიბნა კახნი, და მოადგა ფოკათა. გამოექცა მაწყვერელი ბაგრატს მეფესა, და შეეზრახა ლიპა- რიტს: ვითარცა ცნა ესე მეფე-მან, ბაგრატ, ზამთრისა ბუქთა საშინელთა, გარდაიარა შავშეთი და ჩავიდა ქართლს: და ლიპარიტ გამოიყუანნა ახლად საბერძნეთით დემეტრე, ძმა ბაგრატ მეფისა. ბერძენთა მეფისა განძი და ლაშქარი შემწე იყო: და განხეთქნა ამის სამეფოსა კაცნი, რომელნიმე წარუდგინა დემეტრეს, და რომელნიმე დარჩეს ბაგრატის ერთ-გულობასა შინა, და ძე ლიპარიტისი ივანე მძევლად დარჩა ბაგრატის ჴელთა შინა, და ითხოვა იგი ბაგრატის-გან, და ნაცვლად გაუშვა აბუ- სერი, თავის ციხითა, მშვიდობით: და იყუნეს თანა-მდგომნი ლიპარიტისა კახნი, ძალითა მათი- თა, და დავით სომეხთა მეფე, ძალითა მისითა. და განძლიერდა იგინი, ძალითა მათითა, ამას კერძოსა ქართლისასა, და იყო მიდამო საურავი ჴელოვნად: და მოვიდეს ვარანგნი, სამი ათა-სი კაცი, და დააყენა ბაშს, გარდამოიტანა თანა შვიდ ასი კაცი, და მოვიდა ბაგრატ შიდათ ლაშქრითა და ამათ ვარანგთა, მესხნი ვერღა-რა მოილოდინეს: მივიდეს, და შეიბნეს თავსა სასირეთისა ჭალისასა, გაიქცა შიდა ლაშქარი: და ომსა ამასვე კულა შეიპყრეს აბუსერი, და სხუანიცა დიდებულნი მის-თანა, ვერღა-რა უძლეს ბრძოლაჲ ვარანგთა, და მისცნა ლიპარიტ პაშტნი, და წინა მათსა პურსა უკაზმიდეს, და ეგრეთ ლიხნი გარდავლეს: და ამისსა პირველ მომკუდარ იყო ძმა ბაგრატისი დემეტრე. და შემდგომად გაქცევისა შეშინდა ბაგრატ სამეფოსა და მამულისა მისისა განხეთქილობასა, და უქმნა მუდარა ლიპარიტს, და მცირედითა ცხენოსნითა მივიდა ლიპარიტის თანა, ხოვლეს და რა ცნა ლიპარიტ მოსლვა მი- სი, არა ნახა, გარიდა მუნით: შეიქცა ბაგრატ, და წარვიდა აფხაზეთს: და შემდგომად მცირედისა ჟამისა სულა, ერის-თავ-მან კალმახისა-მან, გრიგოლ, ერის-თავ- მან არტანუჯისა-მან, შეაერთეს სიტყუა და შეიწყუნეს მათ-თანა სხუანიცა აზნაურნი მესხნი, და უჴმეს მეფესა ბაგრატს. და წარმოემართა ლაშქრითა, გარდამოვლო გზა რკინის-ჯვარისა, და შეკრბეს არყის-ციხესა: ცნა ესე ლიპარიტ, და შეკრიბა თავისი ლაშქარი, და მოირთნა კახნი და სო- მეხნი, და ბერძენნიცა თანავე ჰყვეს: და მიუჴდა არყის-ციხესა უგრძნეულად, და შეიბნეს. სძლია ლიპარიტვე, და გააქცია მეფე, შეიპყრეს სულა, კალმახისა ერის-თავი, და მრავლითა ტანჯვითა და გვ. 226

ძელსა გასუმითა, სთხოვეს კალმახი, და არა მისცა: მასვე ომსა შეიპყრეს გრიგოლ, ძე აბუსე- რისი, სთხოვეს არტანუჯი, სიკუდილისა ქადებითა, და მისცა: მოირჭვნა ლიპარიტ და აიხვნა ზემოსა ციხენი, და მიირთნა თავადნი კაცნი: და გარეს-გარე წარვიდა ლიპარიტ, მითვე ლაშქრითა, დვინად, და ულაშქრა ბერძენთა მეფე- სა დვინელსა ზედა, და შემოიქცა თავის ქვეყანასა: და შემდგომად, წელიწდისა მოქცევასა, გამო- ჩნდეს თურქნი სულტნისანი, ბარაჰიმ-ლამიანი ქუჱყანასა ბასიანისასა: გამოვიდა ბერძენთა მეფისა ლაშქარი, და უხმეს ლიპარიტს, და წარვიდა ლიპარიტ, შუელად ბერძენთა, ყოვლითა ლაშქრითა ამის ზედაჲს კერძისათა: შეიბნეს ორდროსა, და უკუმიასა ქვემოთ, და გააქციეს ყოველი სპაჲ საბერძნეთისა და ლიპარიტისა, თურქთა, იქმნა მოსრვაჲ დიდი, და შეიპყრეს ლიპარიტ, და წარი- ყვანეს ხვარასანს, სულტანსა თანა: დიდებულთა ამის სამეფოსათა და შჳლთა ლიპარიტისთა, ივანე და ნიანია, იძებნეს უშიშოება, და გამოიყვანეს მეფე მეფედ: და კუალად მოირჭვნა და შეი- პყრნა შჳლნი ლიპარიტისნი. აიღო უფლის-ციხე, და გამოუშვა იოანე: და დადგომილ იყუნეს განძის ქუჱყანასა თურქნი, და წასაღებელად მიეწურა განძა: გა- მოგზავნა თავისა ნაცვლად ბერძენთა მეფე-მან ლიხტური, ყოვლითა ლაშქრითა დიდითა, და აწვიეს ბაგრატ ლაშქრითა მისითა, და წარიყვანა თანა და ემართნეს თურქთა, და მივიდეს განძას კარსა, და მორიდეს თურქთა, და დაარჩინეს განძის ქუჱყანა, და შემოიქცეს მშვიდობით: და ამისსა შემდგომად კუალად უჴმეს ტფილელთა და მოსცეს ტფილისი ბაგრატს, და შეი- ყვანეს შინა, და იყო სიხარული და მშვიდობაჲ დიდი: ამისსა შემდგომად დაეხსნა ლიპარიტ თურქთა, და შემოვიდა ანის, დააგდო ბაგრატ ტფილისი, ლიპარიტის გზით, აღმოვლო ქართლი, და მოვიდა ჯავახეთს: განძლიერდა ლიპარიტ, რამეთუ მსახურებისა მისისა-თჳს ტყვე ქმნილ იყო, წარვიდა საბერძნეთს, და ნახა ბერძენთა მეფე, და მოირთო ბერძენთა მეფისა-გან ძალი, და ვერღა-რა დაუდგა ბაგრატ: და ამისა პირველ სუმოდა ძე მისი გიორგი ბაგრატს, დაუტევა ქუთათის მეფედ, სამეფოსა ზედა აფხაზეთისასა, და წარვიდა თჳთ საბერძნეთს: მას ჟამსა იყო ბერძენთა მეფე კოსტანტი- ნე მონომახი და ლიპარიტის სათნოთა სწრაფით ვერღა-რა შეაქცია თავის მამულსა ზედა ბაგრატ. დაყო მუნ სამი წელიწადი, დიდსა დიდებასა და პატივსა შინა ბერძენთასა: მაშინ უკვე წმიდა მამა ჩვენი გიორგი მთაწმიდელი მოვიდა მთა-წმიდით-გან, ხილვისა-თჳს და სათხოველისა, კოსტანტინე მონომახისა თანა: ხოლო ესე-რა სმენოდა რამეთუ ბაგრატ მეფე და დედა მისი დედოფალი მარიამ კოსტანტინეპოლედ მოსრულან, აღმოვიდა წინაშე ბაგრატ მე- ფისა და დედოფლისა მარიამისა, და ყოველთა მთავართა წარჩინებულთა მათთა, განიხარეს სიხა- რულითა დიდითა. რამეთუ ასმიოდა საღმთო-იგი მოქალაქობა მისი, და მიიღეს წმიდა ლოცვა და გვ. 227

მადლი მისი, და სულიერი სარგებელი ფრიადი მიითვალეს, და მადლობდეს ღმერთსა: ამისა შემდგო- მად დაემოწაფა დედოფალი მარიამ, დედა ბაგრატ მეფისა, და იკურთხა მის -მიერ ცქემა: ხოლო იყო-რა ქალაქსა კოსტანტინეპოლედ ნათესავი სამარიტელთა, ტომისა-გან სჳმონ მოგვისა, და ესე- ნიცა მგრძნეულობდეს მჴეცთა ზედა საკჳრველად უცხოდ, და ამას გიორგი ჯვარი გამოსახა, აყუდა შეგრძნება მისი: ესე-რა ნახა მეფე-მან სასწაული ბერისა-მის და მთავართა, აღივსნეს სიხარული- თა და მიუთხრეს მონომახსა კოსტანტინეს: ამისა შემდგომად, ვითარცა იხილა მეფე-მან ბაგრატ ესე-ვითარი სიწმიდით და ღირსებით მოქალაქობა და უსხეულოთა მსგავსი ცხოვრება, და სასწა- ული მისი, დიდად შეიყვარეს, ვითარცა ანგელოზი ღუთისა, და ღონესა ეძიებდა, რათამცა თჳსსა მამულსა წარიყვანა. და მისცა მღდელთ-მოძღბრობა ჭყონ-დიდისა საყდრისა, სადა შექმნა ბა- გრატ საფლავი თჳსი, და დაუსვენებიან მრავალნი წმიდათა მარტჳლნი: ამა წმიდა-მა ბერ-მა არა მიითვალა, არცა დაიჭირა. რამეთუ ყოვლითა მოსწრაფებითა ევლტოდა დიდებასა კაცთასა და შფოთსა სოფლისასა, და სიმდაბლესა შეიტკბობდა. და ესრეთ დაყო სამეფოსა ქალაქსა რაც-ოდე- ნიმე წელი: ხოლო ჩუენ პირველსავე სიტყვასა ზედა მოვიდეთ: ვიდრეღა იყო ბაგრატ საბერძნეთს, ითხოვა ლიპარიტ ძე ბაგრატისი, გიორგი, მეფედ და მხედ. მოსცეს იგი დედა-მან მის-მან და დიდებულთა მის ქუჱყანისათა. მოიყვანეს საყდარსა რუისისასა, აკურთხეს მეფედ, და მოიყვანეს მზრდელად მისა ლიპარიტ, და პატრონად დაჲ ბაგრატისი, გუარანდუხტ დედოფალი, კაცი სრული და უნაცვლო სახითა, სიბრძნითა, სიუხვითა, და ღვთის მსახურებითა, და ყოვლითა კეთილითა: და შემდგომად მცირედისა ჟამისა მოითხოვა გუ- რანდუხტ ბაგრატ ბერძენთა მეფისა-გან, და გამოგზავნა ბერძენთა მეფე-მან, დიდითა დიდებითა, ნიჭითა და განძითა მიუწდომელითა: მიეგება ყოველი ლაშქარი აფხაზეთისა ზღვის პირსა, ხუფათს, და იყო სიხარული, ღვთის მადლობაჲ დიდი: ბრძანა და შემოვიდა სახლად თჳსად ქუთათის: და ლიპარიტ მოირჭუნა ზემოსა კერძსა დაუკლებელად, და იყო მოყვარედ მისა ხორასანს დოღლუბეგ სულტანი, და საბერძნეთს ბერძენთა, და ზრდიდა ბაგრატის ძესა გიორგის მცი- რესა, სახელითა მეფობისათა: ხოლო ბაგრატს აქუნდა ლიხსა ქვემოთი კერძი მიწყობით. და მცი- რედისა ჟამისა შემდგომად ამის სამეფოსა დიდებულთა მოეწყინა პატრონობაჲ ლიპარიტისი: სულა კალმახელი და ყოველნი მესხნი გამოექცეს ლიპარიტს, და შეიპყრეს დლივს ლიპარიტ და ძე მისი ივანე: ხოლო ნიანია გარდაეხვეწა, და მიმართა კლდე-კართა, და არა შეუშუეს მამისა მისი- სა ციხოვანთა, და წარვიდა ანის, ბერძენთა თანა: ხოლო ლიპარიტ და იოანე პყრობილი სულა წარიყვანნა კალმახს. და გაგზავნა სულა მეფისა წინაშე, სულთა ზედა მჴმობელნი: ხოლო გუარან- დუხტ და ძე ბაგრატისი გიორგი, დგეს ხრტილას, და არა ცნეს შეპყრობაჲ ლიპარიტისი: გვ. 228

შეიყვანეს ახალ-ქალაქსა, და მუნ მოილოდინეს ბაგრატ სულთა ზედა: მოვიდა ბაგრატ მეფე, და ამის მსახურებისა ნაცვლად მეფე-მან უბოძა სულას მამულობით ციხის-ჯუარი, და ოძრჴე, ბოდო-კლდითა, და სხვაცა მრავალი საქონელი, და სამღუდელთმოძღვრონი, და რაჲცა უნდოდა: მოვიდა მეფისა წინაშე სულა, ჯავახეთს, და მოჰგუარნა ლიპარიტ და იოანე პყრობილნი, და მოახსენნა ჴელთა აიხვნა ლიპარიტეთ-გან ციხენი, არტანუჯი და ყველი, უფლის-ციხე და ბირთვისი: ხოლო კლდე- კარნი მტკიცედ ეპყრნეს ციხოვანთა, რამეთუ მუნ შიგან დგა ანამორი, მწიგნობართ უხუცესი ლი- პარიტისი. მიიყვანეს თრიალეთს, ამოთა თხოვითა არა მოსცნეს ციხოვანთა კლდე-კარნი, აღმარ- თნეს ძელნი და გაასხნეს მას-ზედა ლიპარიტ და იოანე, განწირეს სიკუდილად, და შემდგომად დღეთა რაოდენთამე მოიმტკიცნეს მეფე და დიდებულნი ამის სამეფოსანი ციხოვანთა ლიპარიტისთა, მშვიდობით გაშვებისა-თჳს ლიპარიტისა, და იოანეს-თჳს მოსცნა კლდე-კარნი: გამოიღო თავის- ხვასტაგი, და ჩაიცვნა ჩოხანი ლიპარიტ, და შევედრა ძე თჳსი იოანე მეფესა, დარჩა არგვეთის მამული იოანეს: ეფიცა ლიპარიტ მეფესა შეუცოდლობისა-თჳს, და გაუშვეს, და წარვიდა სამეფო- სა: შემდგომად მცირედისა ჟამისა, გაიპარა და წარვიდა იოანე საბერძნეთს, და დაყვნა წელნი რა- ოდენნიმე, და ნიანია მოკვდა ანის, ბერძენთა ყმობასა შინა, და იოანეს უურვა თავის მამა-მან ბაგრატს თანა, და თჳთ ბაგრატცა გამოიზიდნა და გამოიყვანა ამას სამეფოსა, და უბოძა მამული არგვეთისა და ქართლისა, და ჰმონებდა ერთ-გულობით, და იყო თავადთა თანა ამის სამეფოსათა და სპასალარ სიკეთითა მისითა: ხოლო ლიპარიტ მიიცვალა საბერძნეთს, სამეფოსა ქალაქსა კო- სტანტინეპოლეს, და წარმოიღეს დიდითა დიდებითა ერთ-გულთა, და გაზრდილთა მისთა, მოიტა- ნეს და დამარხეს კაცხს, სამარხოსა მამათა-მათ-თანა: და მოირჭვნა ბაგრატ და განძლიერდა უფროს ყოველთა მეფეთა მის სამეფოსათა, და ამან წარუხვნა ყოველნი ციხენი ჱერეთისა და კახეთისანი, თჳნიერ კუეტარისა და ნახჭევანისა: და შემდგომად ამისსა იქმნეს დიდნი საქმენი და აღძრვანი დიდთა მეფეთანი: ამისსა მე- ფობისა შინა გამოვიდა სულტანი არფასარან, მეფე სპარსთა, დასხმის გვარად. უგრძნეულოდ მოვიდა და შემუსრნეს კანგარი და თრიალეთი, და დღესა ერთსა მარბიელ-მან მის-მან მიუწია ყველის-ყურსა, გარდავიდა შავშეთს, კლარჯეთს, ტაოს, ვიდრე ფანასკერტამდე. და მასვე დღესა ჩამოუწია თორს და ღვივის-ჴევს, და თჳთ დადგა თრიალეთს სამ დღე: მას ჟამსა მომავალი იყო მეფე ტაოთ, და თანა ჰყუანდეს დედა, და დაჲ და ძე მისი გიორგი დადგომილ იყუნეს ხე-კრე- ბულთა, და აყრისა მისისა ჟამთა მოუჴდა ლაშქარი სულტანისა, წამოვიდეს და წარმოუდგეს ქედსა ზედა: ხოლო იგინი ჩამოესწრნეს ქართლს. წავიდეს ჯავახეთს, და მოადგეს ახალ-ქალაქს. რამეთუ მესხნი აზნაურნი და ზემოსა კერძისანი, ძლიერად დგეს ახალ-ქალაქს, და ჰბრძოდეს სამ დღე, რამეთუ არა ზღუდითა მტკიცითა განსრულებულ იყო ახალ-ქალაქი. ვერღა-რა დაუდგმიდეს ბრძო- გვ. 229

ლათა ძლიერთა: აღიჭურნეს მყოფნი ქალაქისანი, და განახვნეს კარნი, და შეებნეს ძლიერად, მოსრნეს პირითა მახვილისათა: შევიდეს თურქნი ქალაქად და ტყვე ყვნეს ურიცხვი სულნი ქრისტიანეთა. აღი- ღეს განძი და ტყვე ძლიერი, და შეიღება წყალი ახალ-ქალაქისა სისხლითა: და მოუვლინა ახალ-ქა- ლაქით მოციქული სულტან-მან, დაჰკიდა მზახობაჲ, სთხოვა დის-წული ცოლად ბაგრატ მეფესა, და მიიქცა სულტანი ანისად, შემუსრა და წაიღო ანისი, მოსრნა და ტყუე ყვნა ურიცხუნი სულნი, და წარვიდა ქვეყანად თჳსად სპარსეთად, და ანისი წარუღო ბერძენთა, და მისცა მანუჩარს, ძესა აბულასვარისსა: ხოლო დის-წული ბაგრატისი, რომელსა ითხოვდა სულტანი, იყო ძმის-წული სომეხთა მეფისა კვირიკესი: სთხოვა ბაგრატ, და არა მოსცა სომეხთა მეფე-მან. მიგზავნა ბაგრატ მოცი- ქულად დიდ-ძალად ერის-თავი ვარაზ-ბაკურ გამრეკელი: აბირნა კაცნი სომეხთა მეფისანიცა, და სამშვილდეს შემომავალი სომეხთა მეფე კვირიკე და ძმაჲ მისი სუმბატ შეიპყრეს ქვეშის ჭალასა, და აცნობეს ბაგრატს, და წარვიდა ქვა-ჴვრელთათ მსწრაფლ, და მოგვარნეს პყრობილნი კლდე-კართა ქვეშე: სთხოვა სამშვილდე, და არა მოსცეს, და ერთი ძმაჲ მათი ადარნასე შესრულ იყო სამშვილდეს, ადარნასე: ხოლო მიიყუანეს სამშვილდეს, და ამართეს ძელნი, და გასვეს სომეხთა მეფე კჳრიკე, სამ დღე. ითხოვეს მშვიდობაჲ და მოსცეს სამშვილდე: ხოლო მოსრულ იყუნეს ორნი ერის- თავნი სომეხთა მეფისანი, ლუკიის ერის-თავი და კაკვა-ქარისა. აძლევდა და მოსცემდა სამთა ციხეთა სუმბატ, ძმაჲ კჳრიკესი, ოფრეთს და კოშკს, და ვარზა-ქარს: ხოლო შეეწყალნეს ბაგრატს მეფესა, და მისცნა და უთავისუფლნა ყოველნი ციხენი, თჳნიერ სამშვილდისა, და არცა სხუანი ციხეთა უფალნი დიდებულნი მათნი შემოუშვნა, არამედ სამშვილდე ოდენ სახლად თჳსად, და ეგრეთვე ჰმონებდეს სომეხნი: მას ჟამსა ოდეს თეოდორა დედოფალსა ეპყრა ბერძენთა მეფობაჲ, ითხოვა ბაგრატ მე- ფი სა-გან, რათა მოსცეს ასული მისი მართა, შჳლად თჳსად აღზარდოს: ხოლო მეფე-მან ბაგრატ სიხარულითა დიდითა წარმოგზავნა შჳლი თჳსი მართა, კაცთა თანა საკუთართა თჳსთა: ხოლო მათ დღეთა შინა, განგებითა საღმრთოთა, თეოდორა დედოფალი აღესრულა, და მასვე ჟამსა მარიამ დედოფალი, დედა ბაგრატ მეფისა, მუნ იყო, და წმიდაცა ესე მამა ჩვენი გიორგი მთაწმიდელი, მუნვე იყო, მიზეზითა-რამე საქმეთათა: ხოლო ვითარცა ვთქუ, მირაიცვალა თევდორა დედოფა- ლი, მეყუსეულად მართა, ასული ბაგრატისი, სამეუფოდ გამოიყვანეს, და ვითარცა იხილა წმიდა-მან ამან მართა, სასმენელად ყოველთა წინასწარმეტყველა, ვითარმედ "დღეს დედოფალი განვიდა, და დედოფალი შემოვიდა.“ ხოლო მაშინ დაყო მცირედი ჟამი, და კვალად ზევე წარიყვანეს მართა: ხო- ლო ოდეს მოიწია ჟამი, კვალად მოსთხოვა დუკიც-მან, და სძლად თჳსად სამეუფოსსა ქალაქსა შეიყვანა: იხილა-რა აღსრულებულად, ყოველთა დაუკჳრდა და მადლობდეს ღმერთსა: ეგრეთვე, მა- რიამ დედოფალ-მან თქვა წმიდასა გიორგის, იყო-რა იგი აღმოსავლეთს, ვითარმედ "მამაო, აღე- გვ. 230

სრულა წინასწარმეტყველება შენი, რა-იგი ოდესმე წინასწარმეტყუელე, მართას-თჳს: ხოლო დიდ-მან ბაგრატ მეფე-მან გაათხოვა ასული თვისი მართა, და შერთო ბერძენთა მეფესა: ამისა შემდგომად მარიამ დედოფალი, დედა ბაგრატისი მეფისა, ქალაქით სამეუფოდ ქალაქად ანტიოქიად წარვიდა და მივიდა. რამეთუ ეგულებოდა წარსლვად წმიდად ქალაქად იერუსალემად, ლოცვად და თაყვანის-ცემად წმიდათა-მათ და განმაცხოველებელთა ადგილთა, და აქუნდა სამე- ფო ბრძანება თავადსა თანა და პატრიაქსა ანტიოქისასა, რათა ყოვლითა დიდებითა და პატივითა წარგზავნონ: ხოლო პატრიაქ-მან და მთავარ-მან განიზრახეს და გაიგონეს, თანა-ზრახჳთა მამისა გიორგისითა, რამეთუ არა კეთილ არს აღმოსლვისა მეფეთა დედა, რათა სარკინოზეთს წარვიდა: ვინათ-გან ცოდვათა ჩვენთა-გან იგინი უფლებენ ქვეყანასა-მას და ესრეთ, პირითა თჳსისა მოძღვრისა გიორგისითა, მოახსენეს დედოფალსა და წარსლვისა-გან დასცხრეს: ხოლო იგი დაღაცათუ შეწუხდა, არამედ ნებასა ღვთისასა ვერ წინა-აღუდგა. მაშინ ევედრა წმიდა გიორგი ბერსა მთაწმიდელსა, რათა შეიწყალოს სული მისი, ვითარცა შეუწყალებიაცა, და იღვაწოს ცხო- ვრებისა-თჳნ მისისა, ვინათ-გან თჳთ ვერ ღირს იქმნა შესლვად წმიდათა-მათ და თაყვანის-საცემელ- თა ადგილთა, გარნა რათა საფასე-იგი, რომელი საგზლად აღეკაზმა წაართოს იგი იერუსალიმად, და გლახაკთა და დავრდომილთა განუყოს წმიდისა-მის ქალაქისათა და მონასტერთა-მათ წმიდათა, რომელნი შენ არიან გარემოს მისა:ხოლო მითხოვებისა მართას ბერძენთა მეფესა, ამის შე- მდგომად გაათხოვა დის-წული თჳსი და შერთო სპარსთა მეფესა სულტანსა. და შემდგომად სა- მისა წლისა გამოვიდა სულტანი, შემოვლო რანი, და უგრძნეულად შევიდა ჱერეთად, და ამის ქუჱყანისა დიდებულნი იყუნეს მორთულ და ერთ-გულ ბაგრატისა: და მას ჟამსა იყო მცირედითა საქონლითა მეფე კახეთისა აღსართან, ძე გაგიკისა: და ყოველთა დაყარნეს ციხენი მათნი, და ივლტოდეს კავკასიად, და იყო ბაგრატ გალაშქრებული კახეთისა აღებად, და ლაშქარი მისი წინა გაგზავნილი იყო ვეჟინისა ერის-თავსა თანა წირქვალელსა: შემოიქცეს მშვიდობით, და უანბეს შემოსლვა სულტანისა და დაყრა ციხეთა. შემოიქცა სწრაფით, და მოვიდა ქუჱყანად თჳსად ქართლად: ხოლო აღსართან მიერთო სულტანსა, მიუძღვანა ძღვენი დიდი, და დაუტევა სჯული, დაიცვითა-წინა, აღუთქუა ხარაჯა, და მისცნა ყოველნი ციხენი დაყრილნი სულტან-მან მასვე. და რომელნი აფხაზთა მეფისა კაცთა დაეყარნეს, და რომელნი თჳთ აღსართანისათა, მისცა ყოველი აღსართანს. და შემდგომად სამისა კჳრისა წარმოემართა აფხაზთა მეფესა ზედა: და მიერთნეს სომეხთა მეფე კჳრიკე, და ტფილელი ამირა, და აღსართან, შემოჰყვეს ქართლს თანა, ჯაჭვით: გაუშვეს მარბიელი ცისკრად, და სამწუხროდ აღივსო ყოველი ქართლი, თვესა დეკემბერსა ი, დღესა სამ-შაბათსა. ქრონიკონი იყო სპჱ: გვ. 231

და იყო ქართლს შინა პური და ღვინო ფრიადი, და დაყო ექუსი კჳრა: და იწყო ოჴრებად და ჴოცად კაცისა, და გარდავიდა მარბიელი მისი არგვეთს. მიუწიეს, და დაარბივეს ვიდრე სვერის ცი- ხემდე. და მოისრა ურიცხვი სული ქრისტიანეთა და ტყვე იქმნა: და იქმნა საძაგელ ქუჱყანაჲ ქართლისა, სახილველ კაცთა. მოოჴრდეს ყოველნი ეკლესიანი, და სიმრავლითა მძორისათა არა დაედგმოდეს ქუჱყანასა თუალნი, და ცოდუათა ჩვენთა მოსაგებელსა რისხვასა ღვთისასა, ზე-ცით ცაჲ წამებდა, და სისხლის მწვიმელი ღრუბელი აღმოსავლეთით მოეფინა ქართლსა ზედა, და იქმნა ღამე უკუნი, ვითარცა ნათელი დღისა. და იყო ხილვაჲ მისი საშინელი, და შესაძრწუნებელი, და არე-არე სისხლის წვიმული ეხილვა კაცთა: და იქმნა ზამთარი სასტიკი. რომელი გარდაეხვეწა და მიმართა მთათა, მოსწყდა იგიცა სიფიცხე-მან ზამთრისა-მან: ხოლო ყოველსა ქართლსა ში- ნა დადგა ლაშქარი, და თჳთ თავადი სულტანი დადგა კარბს, და მერმე ჩამოდგა შერთულთა, და ეჭირვა სიძნელე-მან ზამთრისამან, და ბუქთა ძლიერთა, და მიგზავნა მოციქულად იოანე, ძე ლი- პარიტისი, მეფე-მან ბაგრატ, ძიებად მშვიდობისა. ხოლო სულტან-მან შეაქცია იგი აფხაზეთად და ბაგრატს სთხოვა ხარაჯა, და უქადა მშვიდობაჲ: ხოლო სიფიცხისა-გან ზამთრისა ვერღა-რა მოილოდინა და წარვიდა ქართლით, და ჩამავალ-მან წარუღო ტფილისი და რუს-თავი, და მისცა ფადლონს, განძისა პატრონსა: არა-თუ მეფეთა ჩვენთა მტერობისა-თჳს ოდენ, ამოსწყვიდა ტფი- ლისი და რუს-თავი ამას სამეფოსა, არცა ამის-თჳს ქმნა, თუმცა იგი ამირანი ორ-გულად დგო- მილ იყუნეს მისსა კარსა ზედა, არამედ კეთილისა და მსახურებისა ნაცვლად ბოროტსა ჰყოფდიან ყოველსა კაცსა ზედა. რამეთუ მინდობილ იყუნეს იგინი ძალსა უღთოებისა მათისასა, და იყუნეს იგინი ყოვლით კერძო მცბიერ: და ამის ქართლისა ოჴრებასა შინა იყო ლაშქრისა მისისა სიმრავლე ხუთასი ათ-ასი: და წარვიდა სულტანი ქვეყანად თჳსად, და მოიწია არე გაზაფხულისა, შეიქმნა სიდიდე წყალთა ძლიერი, და მტკვარი ვერღა-რა ეტია ნადინებსა თჳსსა, მოეფინა ველთა და წარიღო მრავალი სული, რომელი დარჩომილ სულტანისა-გან: და ამისსა შემდგომად იწყო ფადლონ ამპარტავანებასა და ურჯუებასა, და სიახლესა ტფილისისასა, სადმე გამოყვანებასა ჴელოსანთასა: და ვითარცა იქმნა გაზაფხული, გარდამოვიდა მეფე ქართლად, და ჩადგა დიდ-გორთა, და ცნა და- დგომაჲ მეფისა, რამეთუ საზაფხულო მეფეთა სადგომი არს ადგილი იგი, ხოლო ფადლონ არად შერაცხა დიდ-გორთა დგომა მეფისა, წარმოემართა ლაშქრითა, ოც და ათსამეტი ათ-ასითა კა- ცითა, მოვიდა ტფილისს, და დაი ბანაკა ველსა ისნისასა. ხოლო მუნ დაუტევნა კარავნი, და ამო- ვლო ღამე ყოველ მუხნარისა, და არბივნა ქართლისა ნაპირნი: ხოლო ცნა ტფილისით გაღმართ აფხაზთა მეფე-მან ქართლისა ვნებაჲ, წარმოსვლა ფადლონისი, გამოგზავნა ხილვად იოანე, ძე ლიპარიტისი, ერის-თავი, და ნიანია, ძე ქვაბულისი, და მურვან ჯაყელი, ერის-თავი ყველისა, და გვ. 232

თანა სხუანიცა აზნაურნი მცირედნი, რჩეულითა ლაშქრითა: ხოლო ქართლს ვერღა-რა ჩამოეწივ- ნეს, შექცეულთა გაუსწრეს მუხნარს წინა, წილკნის გორთა თანა. უკანასა კერძსა შეებნეს, და პირველსავე ჴრმლისა მოკიდებასა გააქციეს ფადლონ, და მოადგა ფადლონის ლაშქარი გაქცეული ხრამსა ნარეკვავისასა, მიჰჴოცდეს და იპყრობდეს აფხაზთა მეფისა ლაშქარნი, და აღმოეგო ხრამი-იგი ცხენითა და კაცითა: და ზედა ლაშქარ-მან მეოტ-მან გასლვა იწყო შობოს ტყით, და ყოველთა ტყეთა-გან და ძეძვნართა-გან ვითა ჭიჭვისა მართვეთა, გამოჰკრებდეს დამალულსა ლაშ- ქარსა ფადლონისასა ბაგრატის ლაშქარნი. და შემოუსწრეს წინა, იწროსა ღართისასა, და მცი- რედნი ვინმე გაესწრნეს. და სდევნა ლაშქარ-მან ბაგრატისა-მან ვიდრე მთამდე ხერკისა. მოსრნეს და ტყვე ყვეს ლაშქარი ფადლონისი, ხოლო ფადლონ, ათ ხუთ-მეტითა ოდენ ცხე- ნოსნითა, წარვლო გზაჲ წილკნისა, და მიეხვია პირსა არაგვისასა, და გაჰჴდა ნარღვევთა გზითა ერწოს, და თქვა თავი თჳსი მოციქულად, ვითარმედ: „ფადლონის მოცი ქული ვარ, და მახარო- ბლად მივალ აღსართანის თანა. აფხაზთა მეფისა ლაშქარი გავაქციეთ“. დახვდა კაცი ვინმე მეცნი- ერი, რომელი იცნობდა ფადლონს, და რქუა: „არა ხარ შენ მოციქული, არამედ ხარ შენ ამი- რათა ამირა ფადლონ“. ჰრქუა კაცსა-მას ფადლონ. „მიიღე ჩემ-გან ოქრო და ვეცხლი დიდ-ძალი, და საკარგავნი მრავალნი, და ნუ შემიწამებ, გარდამიყუანე მინდორად, და წამომყევ თანა:“ ჰრქუა კაც-მან: „ვერ ვიქმ საქმესა მაგას, რამეთუ მკჳდრი ვარ ამის სოფლისა: აწ ისმინე ჩემი. და მომყევ თანა, და მე მიგიყვანო აღსართანის თანა, და მან გაგგზავნოს ქუჱყანასა შენსა:“ ნებსით არა უნდა ესე ფადლონს, არამედ ერწოდ ვერღა-რა შემძლებელ იყო წარსლვად. წარუძღვა კაცი-იგი და მიგვარა ჟალეთს, ისაკს ტოლობელის ძესა, აზნაურსა მესხსა: ხოლო რაჲ ცნა ფა- დლონის კარად მისლვაჲ, გაძარცვა ერი ფადლონისა, გარდაყარნა ცხენსა-გან, და დაიჭირნა ჴელ- თა, და შესვა ჯორსა ზედა ფადლონ, და არა იხსენა ისაკ მკვიდრობა აფხაზთა მეფისა, რომელ- მცა აფხაზთა მეფისა-გან გაქცეული ფადლონ შეიპყრა, და შეგვარა ბოჭორმას ბაგრატისა-თჳს: ხოლო ამან მსწრაფლ წარიყუანა, და მიჰგვარა აღსართანს, თელავს: ხოლო აღსართან მსწრაფლ წარიყვანა ხორნაბუჯს , ხოლო აფხაზთა მეფისა-გან ეშინოდა უკანა ჩამოდგომისა: მიუპყრეს ხორნაბუჯს ფადლონ, და მისცა ხორნაბუჯი. წარიყვანეს არადეთად, და მისცა არადეთი აღსართან- სავე: ხოლო ბაგრატ შეშინდა გაშვებასა ფადლონისასა, მისცა ბოჭორმა და უჯარმო კახთა, და წამოიყვანა ფადლონ. გასვეს ძელსა, მიუპყრეს ტფილისი, და აღიღეს ჭირვეულად ტფილისი, რამეთუ მუნ შიგან მდგომი კაცი გაამირებასა ლამოდა, და არა დაიჭირა ბაგრატ თჳსად: არამედ გვ. 233

დმანისს დატევებული სითლარაბა ძებნა, შემოიყვანა ტფილისად, და მისცა მას ტფილისი: ხოლო თჳსად აიხვნა ციხენი რუს-თავი, ფარცხისი, აგარანი, გრიგოლ-წმიდანი და ქავაზინი, და ორ-მეოც- და ოთხი ათ-ასი დრაჰკანი, და მძევალნი ძმის-წული მისი, ძე მანუჩასი, და სამთა თავადთა განძისათა: და შემდგომად ამისსა მოგზავნა სულტან-მან სარანგი ალხაზი, და მისითა შუა-მდგომე- ლობითა, და სიტყვითა დაეზავა ბაგრატ, და განუტევა ფადლონ, და გაგზავნა საჴელმწიფოსა თჳსსა, განძას, და წარჰყუა სარანგი თანა. და მოართვეს გაგიკეთი. და აღიღო აფხაზთა მეფე-მან გაგი: შემდგომად ამისსა ფადლონ-მან გატეხა ფიცნი და შუა-მდგომელობანი დიდისა სულტანი- სანი, და მოიპარა ქავაზინი: და შემდგომად მისსა, მეფე აფხაზეთს იყო, მოვიდა ფადლონ, და მოადგა აგარათა.და გასცნა ციხის თავ-მან აგარანი: და მსწრაფლ აღმოვიდა მეფე და მივიდა, და მოადგა აგარათა, და წარიხვნა აგარანი, და გამოიყვანა დორღოლელი, ოვსთა მეფე, ორ-მეოც და რვა ათ-ასითა ოვსითა, და წარუძღუანა ძე მისი გიორგი კურატპალატი, და მოაოჴრა განძა, და აღიღო ტყვე და ნატყვენავი ურიცხვი, და გაგზავნა თავის სამეფოდ: ამისა შემდგომად აღისურ- ვილა დიდ-მან ოვსთა მეფე-მან დურღულელ-მან დის სიძისა მათისა ბაგრატისა სევასტოსისა- თჳს, და ითხოვა დარბაზობაჲ ბაგრატისა-გან: ხოლო ბაგრატ ნება სცა, და მხიარულად წარმო- ემართა ოვსთა მეფე, ყოვლითა თავადითა ოვსეთისათა, და აღმოვლო გზაჲ აფხაზეთისა, და მო- ვიდა ქუთათის, და ნახა დაჲ მათი დედოფალი, დედა გიორგი კურატპალატისა: რამეთუ გიორგი კურატპალატი გებულ იყო უწინა, და მოიყვანეს ქართლს, და მეფე იდგა ტინის-ჴიდის ჭალას, ნადარბაზევს, და მოეგება წინა, დიდითა ზიემითა და პატივითა: შეკრბეს ერთგან კეზუთა ზედა, და იყო სიხარული, და ჴმა ბუკთა და დუმბულთა საშინელი და მიუწდომელი. და დაყვეს ერთ- გან დღე ათ-თორ-მეტი, და განუსვენეს ყოვლითა განსვენებითა და სიხარულითა, და შემდგომად ზამთრისა მიზეზითა გაისწრაფეს, და მისცა ნიჭი და საბოძვარი მეფესა, და ყოველსა დიდებულსა ოვსეთისასა. გაგზავნა, და წარვიდეს სიხარულითა დიდითა: გარდაიცვალა კათალიკოზ-პატრიაქი ოქრო-პირ, და დაჯდა გიორგი ტაოელი: მცირედთა ჟამთა გარდაიცვალა გიორგი ტაოელი, და დაჯდა კათალიკოზ-პატრიაქად გაბრიელ საფარელი: და შემდგომად ამისსა არონინებდა სულტანი მოციქულთა, და უკრებდა ძღვენთა ბაგრატ მეფესა, ამოთა ენითა სთხოვდა ხარაჯასა, ხოლო არა დაიდვა ბაგრატ მეფე-მან ხარაჯა. არამედ ავლენდა იგიცა მოციქულთა, და უკრებდა იგიცა ძღვენსა, და იყო მათ შორის სიტყვა სიყვარული: და შემდგომად მცირედთა წელიწადთა სამშვილდის ბართა მდგომსა ბაგრატ მეფესა და- გვ. 234

ეცა სალმობაჲ მუცლისა, და ჩადგა მარაბდათა, და გაუძნელდა სალმობაჲ, და ტახტითა წარმოი- ყვანეს, და თანა ჰყვა გიორგი კურატპალატი და ყოველნი დიდებულნი მისნი: ხოლო გიორგი კურატპალატი გაგებულ იყო წინა. და მოიყვანეს ქართლს მეფე, და ყოველნი დიდებულნი მისნი მუნ მოვიდეს, და მოვიდა დედაჲ მისი მარიამ დედოფალი, და ცოლი მისი ბორენა, და ასული მისი მარიამ. და შემდგომად მცირედთა დღეთა მიუთვალა ძე მისი გიორგი კურატპალატი მეფედ, დიდებულთა ამის სამეფოსათა, და ყოველნი შეჰვედრნა მას, ჰრქუა დედასა თჳსსა. „დედაო, მეწყა- ლვი შენ, რამეთუ ყოველნი შობილნი შენნი წარგვიქციენ წინა, და ეგრეთღა შენ მოჰკვდები“. და შემდგომად ამისსა გარდაიცვალა მეფე ბაგრატ, თთვესა ნოემბერსა კდ, ქრონიკონი იყო სჟბ: და ამისვე ბაგრატის სიკუდილისა ჟამთა შინა მოიკლა სულტანი კაცისა ვის-განმე, ბერისა თურქი- სა-გან, თავის ლაშქართა ხარგასა შინა: გაევლო ჯეონი შვიდ ასი ათ-ასითა კაცითა, გაელაშქრა თურქთა მეფესა ზედა, სამარყანდისა სიახლესა ციხესა მოადგა. და მოიკლა მის ციხისა პატრო- ნისა თურქისა მიერ, და ვერღა-რა შეესწრა თურქი-იგი ციხესა, და დაჭრეს უწყალოდ მახვილითა, და ვერღა-რა ცნეს ბაგრატ და სულტან-მან ერთმანერთისა სიკუდილი. შემდგომად ამისსა დაჯდა ძე ბაგრატისი გიორგი კურატპალატი, მეფედ:


ნე. ორმეოცდა მეათხუთმეტე მეფე ქართლისა და აფხაზეთისა, გიორგი, ძე ბაგრატისი, ბაგრატოანი:
[edit]

ხოლო ოყო ბერძენთა მეფე მიხაილ დის-წული გიორგისი: ხოლო ამის ბაგრატის მეფო- ბა-ზე არა აფრინდა ყოველსა შინა მამულსა მისსა ერთიცა ქათამი, და დიდითა დიდებითა და პატივითა წარიყუანეს და დამარხეს ჭყონ-დიდს: ესე მეფე ბაგრატ წელიწდისა ცხრისა მეფე იქმნა, და აღესრულა წლისა ორ-მეოც და ათ-ექვს-მეტისა, ესე ბაგრატ პირველ იყო კურატპალა- ტი, და შემდგომად ......) მერე იქმნა სევასტოს: იყო კაცი უშვენიერესი ყოველთასა, სრული სიბრძნითა, ფილოსოფოსი ენითა, სვიანი ბედითა, უმდიდრესი ყოველთა აფხაზთა მეფეთასა, მოწყალე შეცოდებულთა-თჳს, უხვი გლახაკთა ზედა: ხოლო ჟამთა მისტა ქუჱყანასა დაწყნარე- ბაჲ არა ჰქონდა. ეკკლესიანი გლახაკნი, აზნაურნი ვერ იკითხვებოდეს: გვ. 235

ხოლო გიორგი მეფე იყო მოწყალე და გამკითხველი გლახაკთა და დავრდომილთა, კაცი საშიში და უხვი ყოველთა მეფეთა აფხაზეთისათა, და პურად უკეთესი ყოველთა კაცთასა, ცხენო- სან-მშჳლდოსანი რჩეული: და შემდგომად მამისა მისისა დაყო ზამთარი ერთი მშვიდობით, და ზაფხულისა ნახევარი: ხოლო შემდგომად თავადთა ამის სამეფოსათა, ნიანია ქვაბულის ძე-მან და იოანე ლიპარიტის ძე-მან, და ვარდან სვანთა ერის-თავ-მან, რეცა-თუ იკლეს რამე სიყმითა გიორგი მეფისათა, და აუშალეს ქვეყანა: იოანე-მ მოირთნა კახნი, და დადგა ქსნისა პირსა, და ნიანია წარიღო ქუთათისისა საჭურჭლე, და შედგა ქუთათის შიგა, და ვარდან გაადგინ- ნა სვანნი, ავისა მოხარულნი, დაარბიეს და ამოსწყვიდეს საეგრო: ხოლო გიორგი მეფე-მან სძლო სიკეთითა, სიბრძნითა, და ძვირ-უხსენებელ იქმნა: უბოძა იოანეს სამშვილდე, და ძესა იოანესსა ლიპარიტს მისცა ლოწობანი, ნაცვლად რუს-თავისა, რომელ მიეცა კახთა, და ნიანიას თმოგვი, და სხუანი საქონელნი რჩეულნი. ვარდანს უბოძა ასკალანა, და უთალუოაბა, ჯაყელთა, იოანეს სი- ტყვით, უბოძა და ყოველივე ერთ-გული და ორ-გული დაფარა წყალობითა, და დაიწყნარა მეფობაჲ თჳსი გიორგი მეფე-მან: კვალად გადგა იოანე, ლიპარიტის ძე, და ცნა გიორგი მეფე-მან. ქუთა- თისით გარდმოვიდა სამცხეს, მოირთნა მესხნი, გარდამოვიდა და მივიდა სამშვილდის კარს. მუნ მოიყვანა კახთა მეფე აღსართან, ვერ დადგა იოანე ციხე-შიგან, მირიდა მთათა სომხითისათა. და მასვე შლილობასა შინა წაიხვნა ლოწობანნი ლიპარიტისა-გან აღსართან, მოეყარა მეფე სა- მშვილდესა, გარდადგა ჯავახეთს: და მოიყვანა მეფეთ მეფე-მან გიორგი მათ წინაშე, და იფიცნეს ეკრანთას, და დაიმტკიცა იოანე კლდე-კართა, და სამშვილდესა ზედა: კუალადცა გადგა იოანე, გამოსტყუა გაგი ციხოვანთა გიორგი მეფისათა, და მიჰყიდა ფადლონს, განძის პატრონსა: და შემდგომად ამისა მოვიდა სულტანი მალიქ-შა, მტერად ყოველ- თა ქრისტიანეთა. მიაგება იოანე ძე მისი ლიპარიტ წინა: შეწყნარა სულტან-მან, და დაყო მის-თანა ხანი მცირედი, და გამოეპარა: და მოვიდა სულტანი, და მოადგა სამშვილდეს, და წარუღო სამშვილდე და ტყვე იქმნა იოანე, თავითა, ცოლითა, და შვილის შჳლითა, და ყოველთა აზნაურ- თა დედა-წულითა, და დაიჭირა სამშვილდე სულტან-მან: და მუნ დგომასა მოარბია ქართლი, წა- იღო ტყვე და ნატყვენავი ურიცხვი, და შეიქცა გარე, და აიღო განძა, და დააგდო სარანგი თა- ვადად განძას, და ბრძოლად ქვეყანისა ყოვლისა, ორ-მოც და რვა ათ-ასითა კაცითა: შედგა ფადლონ ციხეთა მაგართა, და ვერ დაუდგნა. გამოიყვანეს და დააპატიმრეს იგიცა: შემდგომად მცირედისა ხანისა შეკრბა სარანგი, ყოვლითა ლაშქრითა მისითა, და განძისა- გვ. 236

თა, დვინისა და დმანისისა ამირათა თანა-დგომითა, და მომართა გიორგი მეფესა: შეკრბა გიორგი მეფეთ მეფე ყოვლითა სპითა მისითა, ზემოჲთა და ქვემოჲთა, და მოიყვანა მათ წინაშე აღსართან, კახთა მეფე, და დამართეს ერთმანერთსა. განაძლიერა ღმერთ-მან გიორგი მეფე, წარძღუა- ნებითა პატიოსნისა ჯუარისათა: მიუჴდა ზედა, ფარცხის ქვემოთ, და იოტა ბანაკი სარანგისი. გააქცია და ასწყვიდა: იყო ჟამი მწუხრისა, და სიღამე-მან დაარჩინა ნეშტი სარანგის ლაშქრისა, და შემოიქცა უკლებლად, და მშვიდობით მეფეთ მეფე გიორგი თჳსსა სამეფოსა: და შემდგომად ამისსა, მოჰმადლა ღმერთ-მან მძლავრებისა-გან ბერძენთასა წახმულნი ციხე- ნი. წაუხვნა ბერძენთა ანაკოფია, თავადი ციხეთა აფხაზეთისათა, და მრავალნი ციხენი კლარჯეთი- სა, შავშეთისა, ჯავახეთისა და არტანისა: და შემდგომად ამისსა ესეცა მოჰმადლა ღმერთ-მან, აღიღო ქალაქი კარისა, ციხე-ქუჱყანაჲ, და სიმაგრენი ვანანდისა, და კარნიფორ-ასიანი, და იოტნა თურქნი მის ქვეყანისა-გან: და შემდგომად მცირედისა ხანისა შეკრბა სარანგი, ყოვლითა ლაშქრი- თა მისითა, და კერძისა: