"ამბავი ვახტანგ-გურგასლისა" (1949)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები







ჯუანშერი - "ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა"




პუბლიკაციები[edit]

1849 - ქართლის ცხოვრება - ნაწილი I - მარი ბროსეს რედაქციით


ტექსტი[edit]


"ამბავი ვახტანგ-გურგასლის მშობელთა, და შემდგომად თჳთ მისი, დიდისა-მის და ღვთის მსახურისა მეფისა, რომელი უმეტესად კაცთაგან განთქმულად გამოჩნდა ყოველთა მეფეთა ქართველთასა"


ვითარ იგი შეიპყრეს ქართუჱლთა მეფე მირდატ სპარსთა წყობასა შინა, და წარიყვანეს ბაღდადს და მუნ მოკუდა და დაიპყრეს ქართლი სპარსთა, და განრყვნეს ეკლესიანი. და დამალეს ჯუარები ქართუჱლთა, და ყოველთა შინა ეკლესიათა ქართლისათა ცეცხლის-მსახურთა სპარსთა აღაგზნეს ცეცხლი: ხოლო ნათესავნი ქართველთა მეფეთანი დარჩეს ჴევსა კახეთისასა, და შემდგომად სამისა წლისა უცალო იქმნა მეფე სპარსთა,რამეთუ აღდგეს მტერნი აღმოსავალით. მაშინ შეითქუნეს აზნაურნი ქართლისანი, მოიყუანეს და დასუეს მეფედ მცხეთას ძე მირდატ მეფისა წარტყვენულისა, სახელით არჩილ:


ლა. მეოცდაათერთმეტე მეფე, არჩილ ძე მირდატ მეფისა, ხოსროიანი:
[edit]

ამან არჩილ მოიყვანა ცოლი საბერძნეთით, ნათესავი ივბიმიანოს მეფისა, სახელით მარიამ, და განაცხადა მტერობაჲ სპარსთაჲ, გამოაჩინნა ჯუარნი და შეამკუნა ეკლესიანი, მოსრნა და განასხნა ყოველნი ცეცხლის-მსახურნი საზღუართაგან ქართლისათა, მოირთო ძალი საბერძნეთით წარძღვანებითა ჯუარისათა, იწყო ბრძოლად სპარსთა: მაშინ ერის-თავი სპარსთა მეფისა, რომელი ერისთავობდა რანს და მოვაკანს, ვიდრე არჩილის მეფობამდე, მისივე გასაგებელი იყო ქართლი: ამან შეკრიბა სპაჲ რანისაჲ და მოვაკანისაჲ, და ადარბადაგანისაჲ, და მოჰმართა არჩილს: ხოლო არჩილ, სასოებითა და მინდობითა ღმერთისათა, მიეგება საზღუართა ზედა ქართლისათა და რანისათა, ეწყო მუნ, მდინარესა ზედა ბერდუჯისასა, და ძალითა პატიოსნისა ჯვარისათა მოსრნა და ტყუჱ-ჰყუნა, და შევიდა რანს, და წამოტყვენა და მოვიდა შინა განმარჯუებული: განავლინა ქადაგი ყოველსა ქართლსა შინა, და ჰრქუა ყოველთა. "არა ძალითა ჩვენითა, არცა სიმჴნითა, არცა სიბრძნითა, არცა სიმრავლითა სპათათა ვსძლეთ მტერთა, არამედ ჯუარითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს, ძისა ღვთისათა, რომელ-მან მოგუცა წინა-მძღურად და საჭურველად ჯვარი მისი პატიოსანი: აწ ყოველთა ქართუჱლთა ადიდეთ სამება ერთ-არსება, ღმერთი დაუსაბამო, დამბადებელი ყოველთაჲ. შეწირეთ მადლობაჲ და მტკიცემცა არიან გულნი თქუჱნნი სარწმუნოებასა ზედა სამებისა წმიდისასა.“ და ყოველთა ქართუჱლთა შეწირეს მადლობაჲ ღვთისა მიმართ, და განაახლნეს ეკლესიანი: მაშინ არჩილ მეფე-მან აღაშენა ეკლესია სტეფანწმიდისა. მცხეთას კართა ზედა არაგვისათა, სადა იყუნეს კუბონი მტკიცენი საბრძოლნი, რომელნი მასვე აღეშენნეს: ესვა არჩილს ძე და უწოდა სახელი მირდატ, და აღიზარდა ესე მირდატ, და დადგა ჰასაკსა მამა-კაცობისასა: იყო მორწმუნე და ღვთის მსახური, ვითარცა მამაჲ მისი, და იყო იგი ქველი და შემმართებელი: ამან უმეტესად უწყო ბრძოლად სპარსთა, შესლვად და ტყვენვად რანსა და მოვაკანსა. რამეთუ მას ჟამსა უცალო იყო მეფე სპარსთა, ჰბრძოდა იგი ჰინდთა და სინდთა, და აბაშთა, და ვერ შემძლებელ იყო სპისა დიდისა გამოგზავნასა, და სპათა რანისა და მოვაკანისათა, და ადარბადაგანისათა, ემძლავრებოდეს ქართუჱლნი: წინა-მძღუარ ექმნის მირდატ სპათა მამისა თჳსისათა და მარადის ტყვენვიდის რანსა და მოვაკანსა:

მას ჟამსა შინა იყო ერის-თავად რანს ბარზაბოდ, ვერა-ოდეს წინა-აღუდგებოდა იგი, არამედ განამაგრნის ციხენი და ქალაქნი, და შესლვასა ქართუჱლთასა რანს, სადაცა ეწყვნიან სპარსნი ნაწყვედთა ლაშქართა მტყვენველთა ქართუჱლთა, მარადის სპარსნი იძლეოდიან: ხოლო ბარზაბუდ ერის-თავსა რანისასა ესვა ასული ქმნულ კეთილი, შვენიერი, რომელსა ერქვა საგდუხტ: უთხრეს მირდატს, ძესა არჩილისასა, სიშუჱნიერე მისი, და სმენითა სიშვენიერისა მისისათა ტრფიელ იქმნა მირდატ მის-ზედა მოაჴსენა მამასა თჳსსა: " ვევედრები მეფობასა თქვენსა, მომგუარე ცოლად ჩემდა საგდუხტ, ასული ბარზაბოდისი, და შევქმნათ ჩვენ შორის მშვიდობაჲ: დაღათუ ძალითა ქრისტესითა ჩვენ ვართ მძლავრნი, არამედ ვერა წავიხვამთ ჩვენ ციხეთა და ქალაქთა რანისათა: ნუ უკუჱ იცალოს მეფე-მან სპარსთა-მან, და იძიოს ჩვენ-ზედა შური და მოაოჴრნეს ეკკლესიანი და საზღუარნი ჩვენნი: და აწ ამითღა განქარდეს მტერობაჲ ჩვენი და ჩვენთჳს რაცა მოვაჴსენო მეფესა სპარსთასა უსმენს იგი, და ამით მტკიცედ და შეურყეველად ვიპყრნეთ საზღუარნი ქართლისანი, და განმტკიცნეს სჯული ქრისტესი ქართლს, და არღა-რა შეიქმნას გულსა ქართუჱლთასა იჭვი და გმობაჲ სჯულისა ქრისტესისა. მძლავრებისათჳს სპარსთასა:“ ესე ყოველი მირდატ, სიყუარულისა-თჳს მის ქალისა თქუა:

მაშინ არჩილ მეფე-მან აღუსრულა ნება მისი, წარგზავნა მოციქული ბარზაბოდისსა, და ითხოვა ასული მისი ცოლად ძისა მისისა. ხოლო ბარზაბოდ განიხარა სიხარულითა დიდითა, რამეთუ მოოჴრებულ იყო ქვეყანაჲ მათი და შესჭირვებოდა: ითხოვა ფიცი და აღთქმა მშვიდობისა-თჳს, და მისცეს ფიცი მშვიდობისა-თჳს და მოსცა მან ასული თჳსი ზითვითა დიდითა, მოიყუანეს მცხეთას და ქმნეს ქორწილი, შვებაჲ და განცხრომაჲ, დღეთა მრავალთა: და მისცა მეფე-მან სამშვილდე ძესა თჳსსა საერისთოთა მისითა და მუნ დასხნეს მირდატ და საგდუხტ: ხოლო ამან საგდუხტ დედოფალ-მან გამოიკითხა სჯული ქრისტესი, რამეთუ ქმარ-მან მის-მან მოჰგვარნა კაცნი სჯულისა მეცნიერნი, და უთარგმანეს სახარებაჲ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ამხილეს ვითარმედ ჭეშმარიტი ქრისტე ღმერთი არს, რომელი განკაცნა ჴსნისათჳს ჩვენისა: მაშინ საგდუხტ გულის-ხმა-ჰყო და ცნა სჯული ჭეშმარიტი, დაუტევა ცეცხლისმსახურება ნათელ-იღო და იქმნა მორწმუნე: და მან აღაშენა სიონი სამშვილდისა:

ამის არჩილისა-ზე გარდაიცვალნეს სამნი ეპისკოპოსნი იოანე, გრიგოლი და ბასილი. და ბასილისა შემდგომად ამანვე არჩილ დასვა ეპისკოპოზი რომელსა ერქუა მობიდან: ესე იყო ნათესავად სპარსი და აჩუენებდა იგი მართლ-მადიდებლობასა. ხოლო იყო ვინმე მოგვი უსჯულო, შემშლელი წესთა, და ვერ უგრძნა არჩილ მეფემან და ძე-მან მის-მან უსჯულოებაჲ მობიდანისი. არამედ ჰგონებდეს სარწმუნოდ: და ვერც განაცხადებდა მაშინ ქადაგებასა სჯულისა მისისასა, შიშისაგან მეფისა და ერისა, არამედ ფარულად წერდა წიგნებსა ყოვლისა საცთურებისასა, რომელი შემდგომად დაწვა ყოველი წერილი მისი ჭეშმარიტ-მან ეპისკოპოზ-მან მიქაელ, რომელი განიკვეთა კადრებისა-თჳს ვახტანგ მეფისა: ხოლო ამან არჩილ მეფე-მან ყოველნი დღენი ცხოვრებისა მისისანი აღასრულნა სარწმუნოებასა შინა სამებისა წმიდისასა, ეკკლესიათა შენებასა. და ყოველსა ქართლსა შინა განამრავლნა მღუდელნი და დიაკონნი, და მსახურნი ეკკლესიათანი: და მოკვდა, და მეფე იქმნა მის-წილ ძე მისი მირდატ:


ლბ. მეოცდათორმეტე მეფე, მეხუთე მირდატ, ძე არჩილ მეფისა ხოსროიანი:
[edit]

და მეფობდა იგი ვითარცა მამაჲ მისი, დიდსა სარწმუნოებასა შინა: მიუდგა დედოფალი საგდუხტ და შუა ასული და უწოდეს სახელი მისი ხვარანძე: კვალად ევედრებოდეს ღმერთსა მეფე მირდატ და დედოფალი საგდუხტ, რათა მისცეს, ძე და შემდგომად ოთხისა წლისამიუდგა საგდუხტ და შვა ძე და უწოდა სახელი მისი სპარსულად ვარან-ხვასრო-თანგ. ხოლო ქართულად ეწოდა ვახტანგ: აღივსნეს სიხარულითა მშობელნი მისნი შობასა ყრმისა ვახტანგისასა, და განავლინეს მახარობელი ყოველთა ერის-თავთა და გამოიღეს ხვასტაგი დიდ-ძალი ოქრო, და ვეცხლი, და განუყვეს გლახაკთა, და შეწირეს მადლობაჲ ღვთისა მიმართ, ლოცვითა და ღამის-თევითა, დღეთა მრავალთა: და შემდგომად ამისა მოხადა მეფე-მან ყოველნი წარჩინებულნი ქალაქად, და დღეთა მრავალთა ყო პურობაჲ და განცხრომაჲ და ევედრებოდეს ყოველნი ღმერთსა აღზრდისა-თჳს ყრმისა ვახტანგისსა: მოითხოვა მეფისა-გან საზრდოდ საურმაგ სპასპეტ-მან ვახტანგ, დიდითა ვედრებითა. ხოლო მიანიჭა მეფე-მან და მისცა ძე მისი ვახტანგ საურმაგ სპასპეტსა საზრდელად. რამეთუ წესი იყო რათა შვილნი მეფეთანი წარჩინებულთა სახლსა აღიზარდნენ: შემდგომად ამისსა, მეექუსესა წელსა, შუა საგდუხტ ასული სხუა, და უწოდა სახელი მისი მიჰრანდუხტ, და მოითხოა იგი საზრდოდ სპასალარ-მან კასპისა-მან. და მისცა იგი მეფე-მან და წარიყუანა იგი ქალაქსა კასპისასა, და იზარდებოდა მუნ: შემდგომად ამისსა, წელსა მეორესა მოკუდა მეფე მირდატ. და დარჩა ვახტანგ, შვიდისა წლისა ყრმაჲ:


ლგ. მეოცდასამეტე მეფე ვახტანგ ძე მირდატისი ხოსროიანი
[edit]

მაშინ საგდუხტ დედოფალი შეძრწუნდა მამისა მისისა ბარზაბოდის-გან: "ნუ უკუჱ შურიიგოს მამა-მან ჩემ-მან ნაქმრისა-თჳს მამამთილისა და ქმრისა ჩემისა, რომელ ეგეოდენნი ბოროტნი მოაწივნნეს მას-ზედა და ნუ უკუჱ შური იგოს ჩემ-ზედა დატევებისა-თჳს სჯულისა, და წარწყმიდოს შჳლი ჩემი, განრყვნეს ქართლი და სჯული ქრისტესი წარწყმიდოს: "ესე ყოველი მოიგონა და შთავარდა მწუხარებასა შინა დიდსა, ევედრებოდა ღმერთსა და განიზრახა წარსლვაჲ წინაშე მამისა მისისა, და შევრდომაჲ მისი მოიყუანნა ყოველნი ერის-თავნი სპასპეტისა-თანა, და ცრემლითა სიმწარისათა შევედრა ძე მისი სპასპეტსა და ერის-თავთა ყოველთა. და წარვიდა ბარდავს, მამისა თჳსისა თანა: განიღო თავი და აღმოყარნა ძუძუნი მისნი, დავარდა პირსა ზედა, დასდვა პირი თჳსი ფერჴთა მისთა ზედა, დაალტობდა ფერჴთა მამისა თჳსისათა ცრემლითა: და ითხოვდა მის-გან შეწყალებასა, და არა ჴსენებასა ნაქმართა ქმრისა თჳსისათა, და შენდობასა დატევებისათჳს სჯულისა, და ევედრებოდა რათა არა აიძულოს დატევება ქრისტეს სჯულისა, რამეთუ იგი არს ღმერთი ჭეშმარიტი და ევედრებოდა რათა იპყრას შვილი მისი მამულსა შინა თჳსსა, და მოურავ ექმნეს იგი სპარსთა მეფესა წინაშე: მაშინ ბარზაბუდ, განმზადებულ-მან ბოროტის ყოფად ქართველსა-თჳს შეიწყალა ასული თჳსი, არა აიძულა დატევებაჲ სჯულისა, და აღასრულა ყოველი თხოვაჲ მისი: ხოლო სჯულისა-თჳს ესრეთ თქვა: "იძულებით არცა-ვის ქართველსა სხვასა ქართველსა დაგატეობებ სჯულსა ქრისტესსა, არამედ მივგზავნნე ცეცხლის-მსახურნი ქალაქსა თქვენსა და იყუნენ მუნა მათ ზედა ეპისკოპოსნი სჯულისა ჩვენისაჲ და ვინცა ქართველი ნებითა თჳსითა აღირჩევდეს სჯულსა ჩვენსა, ნუ აყენებთ:“ მაშინ საგდუხტ ერჩდა მამასა თჳსსა, შიშისა-გან დიდისა, და აღუთქვა მინდობითა ღვთისათა, და წარმოვიდა ქართლად:

მაშინ ბარზაბოდ წარმოგზავნა ცეცხლის-მსახურნი მცხეთას, და მათ-ზედა ეპისკოპოსად ბინქარ, და დასხდეს მოგვთას: და საგდუხტ დედოფალი განაგებდა მეფობასა, ძალითა და შეწევნითა მამისა თჳსისათა: და მოკუდა ბარზაბუდ, მამაჲ საგდუხტისი. და მის- წილ დაადგინნა სპარსთა მეფე-მან, ადგილსა მისსა, ძევე მისი ვარაზ-ბაკურ ძმაჲ საგდუხტ დედოფლისა მოკუდა საურმაგ სპასპეტი, მამა მძუძე ვახტანგისი. მაშინ მეფე-მან დაადგინა სხუა სპასპეტი რომელსა ერქუა ჯუანშერ. ხოლო ბინქარიან ებისკოპოსი მცხეთელთა, რომელი იყო სპასრსი, ცეცხლის- მსახური, ასწავებდა ქართუჱლთა სჯულსა თჳსსა, არამედ არა-ვინ ერჩდა წარჩინებულთაგანი, გარნა წვრილისა ერისაგანი მიაქცია მრავალი ცეცხლის-მსახურებასა:

და შეერია ქართლს შინა წვრილსა ერსა ზედა ცეცხლის-მსახურებაჲ. ამის-თჳს მწუხარე იყო დიდად საგდუხტ დედოფალი, არამედ მძლავრებისა-გან სპარსთასა ვერა-რაჲ იკადრებდა: მაშინ მოიყუანა მღუდელი ჭეშმარიტი საბერძნეთით, სახელით მიქელ, და დაადგინა ეპისკოპოზად ზემოსა ეკლესიასა. რამეთუ მობიდან ეპისკოპოსი გარდაცვალებულ იყო: და ესე მიქელ ებისკოპოსი წინა-აღუდგა ბინქარს მაცთურსა, რამეთუ ასწავებდა ყოველთა სჯულსა ჭეშმარიტსა: ამან იპყრნა სარწმუნოებასა ზედა ყოველნი წარჩინებულნი ქართლისანი და ერიცა უმრავლესი, არამედ მცირედი ვინმე წვრილისა ერისაგანნი მიიქცეს ცეცხლის-მსახურებასა:

მაშინ ვითარ იქმნა ვახტანგ წლისა ათისა გარდამოვიდეს ოვსნი, სპანი ურიცხუნი, და მოტყვენეს ქართლი, თავით-გან მტკვრისით ვიდრე ხუნანამდე. და მოაოჴრნეს ველნი, არამედ ციხე ქალაქნი დაურჩეს, თჳნიერ კასპისა: ხოლო კასპისა ქალაქნი შემუსრნეს და ტყვე ყვნეს, და წარიყუანეს ვახტანგის დაჲ მირანდუხტ, სამისა წლისა ქალი: რომელ დაურჩეს წარუტყვენველად ჴევნი ქართლისანი, კახეთი და კლარჯეთი, და ეგრისი, ჩავლეს რანსა და მოვაკანს და მოტყუენეს იგიცა, და განვლეს კარი დარუბანდისაჲ, რამეთუ თჳთ გზა სცეს დარუბანდელთა, და შევიდეს ოვსეთს გამარჯვებულნი:

მასვე ჟამსა გამოვიდეს ბერძენნი აფხაზეთით, რამეთუ ბერძენთა ჰქონდა ეგრის-წყალს ქუჱმოთ კერძი ყოველი, დაიპყრეს ქუჱმოჲთ ეგრის-წყლითგან ვიდრე ციხეგოჯადმდე: მაშინ იქმნა გლოვაჲ და წუხილი ყოველთა ზედა ქართუჱლთა, და იტყოდეს: "განვამრავლეთ ცოდუა წინაშე ღვთისა, და არაცა კეთილად ვიპყართ სჯული ქრისტესი და წესი იოანეს მცნებისაჲ, და სამართლად მოაწია ღმერთ-მან ჩვენ-ზედა ესე რისხუა, რამეთუ მიგვცნა ჩვენ წარტყუენვად უცხოთა ნათესავთა, მიგუეღო ჩვენ საზღუარი ბერძენთა-გან ვითარცა მიეღო ვარაზ-ბაქარ მეფესა ბერძენთა-გან კლარჯეთი იგი: ცოდვითა ვარაზ- ბაქარისითა მოიწია, რამეთუ ვერა კეთილად ეპყრა სჯული ქრისტესი. ხოლო ესე არა მეფეთა ჩვენთა ცოდვისა-გან იქმნა არამედ ჩვენ ერისა ცოდუათა-გან: აწ მეფე ჩვენი ყრმაჲ არს, და არა გვივის ჩვენ წინა-მძღვარი რომელიმცა სასოებითა ქრისტესითა და წინა-მძღურებითა ჯუარისათა წარგუიძღუა ჩვენ, და ვიძიეთ ჩუენ შური პირველ ოვსთა ზედა, და შემდგომადმცა ვძებნეთ საზღუარნი ქართლისა ბერძენთა-გან:“ ამას იტყოდეს ყოველნი ქართუჱლნი, და იყუნეს მწუხარებასა შინა დიდსა:

მაშინ ვახტანგ იზარდებოდა და ისწავლიდა, მიქელ ებისკოპოსისა-გან. ყოველსა მცნებასა უფლისასა, და სიყრმისავე ჰასაკსა შეიყვარა სჯული ქრისტესი უფროს ყოველთა მეფეთა, და მწუხარე იყო იგი ამის-თჳს, რამეთუ შემორეოდა ქართლს ცეცხლის-მსახურებაჲ, ტყვებისა და საზღუართ მიხუმისა-გან და უმეტეს იურვოდა სჯულისა-თჳს გონებასა შინა, არამედ ძლიერებისა-გან სპარსთასა ვერ იკადრებდა გამოცხადებად: მაშინ ვითარ იქმნა ვახტანგ წლისა თხუთმეტისა, მოუწოდა ყოველთა წარჩინებულთა ქართლისათა, და შემოკრიბნა ყოველნი ქალაქნი, და განმზადა მეფე-მან სახლი ერთი და დასჯდა საყდართა ზედა მაღალთა: ხოლო ჯუანშერ სპასპეტი და ორნივე ებისკოპოსნი დასხდეს საყდართავე, და სხუანი ყოველნი ერის-თავნი დასხდეს სელებითა, და ათ-ასის თავნი და ასის თავნი, და ყოველი ერი წარმოდგეს ზე: მაშინ მეფე-მან ვითარცა მოხუცებულ-მან და ბრძენ-მან, და ვითარცა აღზრდილ-მან ფილასოფოსთა თანა, იწყო ზრახვად ჴმითა მაღლითა, და თქუა.

"მეფეთა და ერთა ზედა მოიწევის განსაცდელი და ჭირი ღვთისა მიერ, ცოდუათა მათთაგან. ოდეს მორწმუნეთა აკლონ მსახურებაჲ ღვთისა და გარდაჴდენ მცნებათა, მოაწევს ჭირთა ესე-ვითართა ზედა, რომელი აწ ეს მოიწია ჩვენ ზედა, ვითარცა რაჲ მამაჲ კეთილი სწვრთინ შჳლსა კეთილად საქმეთა ზედა კეთილთა, და უკეთუ არა კეთილად აღასრულებდეს სწავლასა მამისა თვისისასა, გვემეს მამაჲ იგი გვემითა და სწავლითა, რათა ასწავლოს ყოველი კეთილი, და იქმნას საჴმარ კეთილისა: ეგრე გვწვართნა ჩვენ ღმერთ-მან დამბადებელ-მან ცისა და ქვეყანისამან: ამის-თჳს გვიჴმს ჩვენ რათა ვმადლობდეთ მოწყალებათა მისთა:“ მაშინ ამათ ყოველთა მისცეს ღმერთსა მადლობაჲ ტირილითა: კვალად იწყო ზრახვად მეფე-მან ვახტანგ, და თქუა ყოველთა წარჩინებულთა. "ისმინეთ ჴმისა ჩემისა. დაღაცა თუ ყრმა ვარ და არაჲ გინახავსთ ჩემ-გან კეთილი, მამათა კვლა ჩვენთა-გან გინახვან დიდნი კეთილნი და დიდებანი, რომელნი დადგინებულ ხართ მთავრობასა ზედა: აწ უკეთუ გვაცოცხლებს ღმერთი, მოგხვდენ ჩემ-გან კეთილნი და დიდებანი რომელნი არა გეხილნენ მამათა ჩვენთა-გან: აწ რომელსა გეტყვი თქვენ, დაღაცათუ ჩემზედა და თქვენ-ზედა სწორად მოწევნულ არს განსაცდელი ესე, არამედ ესრეთ იპყართ თავით თქვენით ვითარცა არა მოწევნულ არს თქვენ-ზედა, არამედ ჩემ-ზედა ოდენ. და არა იყოს გულსა ჩემსა სიტყუა, თუ რომელ მოიწინეს მათ-ზედა განსაცდელნი, თვისისა შურის - გებისა-თჳს ჰყოფენ ამას. არამედ ყოველი ჩემდა სამსახურად დავითვალო, ყოვლისა-თჳს კეთილი მოგაგო: არა დავითმინო კიცხევაჲ ოვსთა, არამედ სასოებითა სამებისა ერთ-არსებისა, დამბადებელისა ღვთისა დაუსაბამოსათა, და წარძღვანებითა ჯუარისა-მის პატიოსნისათა, რომელი მოცემულ არს წინამძღურად და საჭურველად გულითა მოსავთა მისთა, და ვიძიოთ შური მათ-ზედა: უკეთუმცა წაგვკიდებოდა ესე სპარსთა მეფისა-გან ანუ ბერძენთა მეფისა-გან, მომცა ვითმინეთ. არამედ რაჲ მოწევნულ არს ჩვენ-ზედა ოვსთა კიცხთა-გან, არა ჴამს მისი დათმენაჲ, და სიკუდილი სჯობს თავთა ჩვენთა-თჳს:“

მაშინ აღდგა ჯუანშერ სპასპეტი და თქვა. "ცხონდინ, მეფეო უკუნისამდე დიდებით და მტერთა შენთა ზედა ნება-აღსრულებით. ჭეშმარიტი ბრძანე, ცოდუათა ჩვენთა მიერ მოიწია ესე განსაცდელი ჩვენ ზედა, და სამართლად გვსაჯნა ღმერთ-მან, რამეთუ განვამრავლეთ ცოდუაჲ, წინაშე მისსა, და გვიღირს მადლობაჲ ღვთისა, რამეთუ დიდსა პატიჯსა ღირს ვიყვენით, და არა ეზომსა რომელ მოიწია ჩვენ-ზედა: არამედ მრავალ-მოწყალე-მან ღმერთ-მან, არცა შეცოდებათა ჩვენთაოდენი პატიჯი მოგვაგო, და ამით კნინითა პატიჯითა გვწვართნა, და ჩვენ მკვიდრთა ქართლისათა ამის-თვის დიდი მადლობაჲ გვიღირს ღვთისა მიმართ, რამეთუ შენ უმჯობესი ყოველთა მეფეთა ქართლისათა და მამათა შენთა უფროსი, ყოვლითა სრული, მსგავსი ნებროთ გმირისა, გამოგაჩინა ღმერთ-მან: წინა-მძღურად ჩვენდა მოცემულ ხარ შენ ღვთისა-მიერ, განმაქარვებელი ჭირთა ჩვენთა ძველთა და ახალთასა: და უკეთუ ცოდუანი ჩვენნი არა დასძლევენ, შენ-მიერ მოველით განქარვებასა ყოველთა ჭირთა ჩვენთასა, უმეტეს წარმატებასა საზღუართა ჩვენთასა ყოვლისა ჟამისასა, რათა არა-ვინ მამათა შენთა-განი ყოფილ არს მსგავს შენდა: ცხოვნდინ, მეფეო, უკუნისამდე. რად-გან მოწევნულ არს ოვსთა-გან ხუთსა ამას წელსა შინა, ვყოფილ-ვართ ჩვენ მწუხარებასა შინა დიდსა, ამის-თჳს რამეთუ ყრმაჲ იყავ, და არა ძალ-გედვა მჴედრობაჲ და წყობათა წინა-მძღურობაჲ, და არცა შინა მეფობისა განგებაჲ: აწ, მეფეო, დაღაცათუ სრულ ხარ სიბრძნითა და ძალითა, სიმჴნითა და ჰასაკითა, არამედ გაკლს სისრულე დღეთა მჴედრობისა-თჳს: ხოლო ვხედავ სიბრძნესა შენსა, დაღაცათუ ყრმაჲ ხარ, არამედ ძალ-გიცს განგებაჲ მეფობისა. მჴედრობისა და წყობათა წინა-განწყობისა შენისაჲ არა არს ჟამი: ესე არს განზრახვაჲ ჩემი, რათა სიბრძნითა შენითა და კითხვითა დედისა შენისათა გამოარჩინე ერთი ვინ ჩვენგანი წინა-მძღუ- რად სპისა ჩვენისა, და მიგვცენ ჩვენ ყოველნი მას, და ვიყვნეთ მორჩილ ვითარცა მამისა შენისა, და ძალითა სამებისა, ღვთისა ერთ-არსებისათა, წარვიდეთ და ვიძიოთ შური, ხოლო შენ იყავ შინა და განაგებდი მეფობასა: უკეთუ ცოდუათა ჩვენთა-გან ვიძლივნეთ ოვსთა-გან, მეფობაჲ შენი უვნებელად დარჩეს. უკეთუ კვლა თავითა შენითა ცოდუათა ჩვენთა-გან იძლიო, სრულიად წარწყმდეს ქვეყანაჲ ჩვენი რამეთუ ნაცვალი შენი არა არს ქუჱყანასა ზედა:“ ესე თქვა ჯვანშერ სპასპეტმან, და დაემოწმნეს ყოველნი წარჩინებულნი და ერის-თავნი ზრახუასა მისსა:

მაშინ თქვა მეფე-მან. "ვითარ ხვდების სრულსა სიბრძნესა და ერთ-გულობასა შენსა, ეგრეთ წარმოსთქვი ყოველი ჯვანშერ: ხოლო მე არა ვარ მორჩილ ზრახვისა მაგის შენისა, რამეთუ რად-გან მოწევნულ არს განსაცდელი იგი ჩვენ-ზედა, ყოველნი დღენი ცხოვრებისა ჩემისანი მწუხარებასა შინა დამიყოფიან, ვითარცა მყოფსა ბნელისასა: და სიწყალული დისა ჩემისა განლევს გულსა ჩემსა ვითარცა მახვილი ცეცხლისა, და სიკუდილი მირჩევია თავისა ჩემისა, ვიდრეღა სიცოცხლე: მინდობითა ღვთისათა და წინა-მძღურობითა ჯუარისათა-მის პატიოსნისა, თავითა ჩემით წარვალ და ვესავ მრავალ-მოწყალებათა მისთა რათა არა განმწიროს, და მომცეს ძლევა:“ მაშინ ვითარ ვერღა-რა დაუშლიდეს, მიემოწმნეს ყოველნი- იგი წარჩინებულნი და თქვეს. " ცხოვნდინ მეფე უკუნისამდე. იქმნეს განზრახვაჲ შენი, ღმერთ-მან დამბადებელ-მან მოავლინეს ანგელოზი მისი ძალად შენდა და დასცენ ყოველნი მტერნი შენნი:“


ლაშქრობის გაპარვაჲ ოვსეთ-ზედ:
[edit]

და დაამტკიცეს ლაშქრობაჲ ოვსეთისა, და განიყარნეს ყოველნი სახლად თჳსად, კაზმვად: ხოლო ვახტანგ წარავლინა მოციქული წინაშე დედის ძმისა მისისა ვარაზ-ბაკურისა, რანისა ერის-თჳსა, აუწყა ლაშქრობაჲ ოვსეთისა და ითხოა მის-გან შეწევნაჲ: ხოლო მან სიხარულითა აღუთქუა, რამეთუ ქვეყანაჲ მისიცა ტყვე ქმნილიყო ოვსთა-გან: ხოლო ვახტანგ მოუწოდა ყოველთა სპათა ქართლისათა, და შემოკრბეს ყოველნი, და დაიბანაკეს მოხნარს და ხერკს, იმიერ და ამიერ არაგვსა. და იყო ასი -ათასი მჴედარი, და სამ-ოცი-ათ-ასი ქვეითი, და გამოგზავნა ვარაზბაკურ სპანი თჳსნი თორმეტი ათ-ასი მჴედარი: და ვახტანგ მეფე განვიდა ქალაქით მცხეთით, და განასხნა სპანი მისნი. მოეწონნეს სიმრავლითა, ცხენ- კეთილებითა და მოკაზმულობითა, და იხილნა ყოველნი-იგი მხიარულად და აღძრვით, რამეთუ სავსე იყუნეს შურითა ოვსთათა: აღივსო სიხარულითა და მადლობდა ღმერთსა, შემოვიდა ქალაქად, და აღასრულა შვიდეული ერთი ლოცვითა და მარხვითა, და ღამის- თევითა, და განუყო ხვასტაგი დიდ-ძალი გლახაკთა: დაუტევნა განმგებელად სამეფოსა მისისა დედაჲ მისი საგდუხტ, და დაჲ მისი ხვარანძე, და დაწერა ანდერძი ესრეთ. "უკეთუ არღა-რა შემოვიქცე ცოცხალი, დაჲ ჩემი ხვარანძე შეირთოს მიჰრან (რომელი ეყვოდა ვახტანგს მამის ძმის-წულად, ნათესავისა-გან რევისა, მირიანის ძისა, რომელი სიძე იყო თრდატ სომეხთა მეფისა), მან შეირთოს დაჲ ჩემი და მან დაიპყრას მეფობაჲ:” და ესე დაწერილი დედასა მისსა მისცა, და სხვასა არავის აუწყა. და იგი მიჰრიან მამის ძმის-წული მისი დაუტევა მცხეთას:

წარვიდა ვახტანგ და დადგა თიანეთს, და მუნ მიერთნეს ყოველნი მეფენი კავკასიანნი, ორ-მეოცდა ათი ათ-ასი მჴედარი, და წარემა რთა სახელსა ზედა ღვთისასა, განვლო კარი დარიალისა: შესვლასა მისსა ოვსეთს იყო ვახტანგ წლისა თექუსმეტისა: მაშინ მეფეთა ოვსეთისათა შეკრიბეს სპანი მათნი და მოირთეს ძალი ხაზარეთით, და მოეგებნეს მდინარესა ზედა რომელი განვლის დარიალსა და ჩაჰვლის ველსა ოვსეთისასა, და მასცა მდინარესა არაგვი ჰქვიან, რამეთუ ერთისა მთისაგან გა მოვალს თავი ორთავე, ქართლისა არაგვისა და ოვსეთისა არაგვისა:

და დაიბანაკეს ორთავე სპათა ამიერ და იმიერ, რამეთუ მდინარისა-მის პირსა ორგნითვე ქარაფნი იყუნეს კლდისანი, ჭალაკნი და ველოვანნი პირთა მდინარისათა, და განეკრძალნეს ერთმანერთისა-გან და დაიცვნეს გზანი ქარაფთანი, და დადგეს ეგრეთ შვიდ დღე: ამას შვიდსა დღესა ბრძოლაჲ იყო ბუმბერაზთა მდინარესა-მას-ზედა: რომელ ჰყუჱს ნიჯადნი ხაზართანი ოვსთა მათ-თანა ერთი კაცი ერთი გოლიათი, სახელით თარჴან: გამოვიდა ესე თარჴან ხაზარი, ხმა-ჰყო, ჴმითა მაღლითა და თქვა: გეტყვი თქვენ ყოველთა სპათა ვახტანგისთა, ვინცა არს თქუჱნ შორის უძლიერესი გამოვიდეს ჩემ-ზედა:“ ხოლო ვახტანგ მეფესა რომელ ჰყვა სპანი სპარსთა ნიჯადნი, მათ თანა ერთო ერთი კაცი ერთი რომელსა ერქუა ფარსმან-ფარუხ, ამისდა ვერა-ვის დაედგნეს ბრძოლასა შინა, მრავალი ლომი ჴელითა შეეპყრა: ესე განვიდა ბრძოლად თარჴანისა, და აღიზახნეს ორთავე, და მიეტევნეს ურთიერთსა. და პირველსავე შეკრებასა უხეთქნა ჴრმლითა ფარსმანფარუხს ჩაბალახსა ზედა, და განუპო თავი ბეჭთამდე: მაშინ დაჭმუნდა ვახტანგ და სპანი მისნი, რამეთუ არა-ვინ დარჩა მათ შორის მსგავსი ფარსმან-ფარუხისი: შეძრწუნდეს ყოველნი-იგი სპანი და აღივსნეს მწუხარებითა:

და დაღამდა დღე იგი: ვახტანგ შევიდა კარავად თჳსად და დადგა ლოცვად, და ცრემლით ევედრებოდა ღმერთსა, და ვიდრე გათენებამდე არა დაჯდა ქუჱ ლოცვისა-გან: ითხოვდა ღვთისაგან შეწევნასა, და მინდობით ღვთისათა ეგულებოდა თჳთ ბრძოლაჲ თარჴანისი. რამეთუ უშიში იყო ვითარცა უჴორცო, და იმედი ჰქონდა ღვთისაგან, და ძალისა თჳსისა-გან: ვითარ გათენა, კვალად შთამოვიდა თარჴან კიდესა მდინარისასა, აყვედრებდა და კვალად და ითხოვდა მუქარასა, და არა-ვინ იპოვა სპათა შორის ვახტანგისათა მბრძოლი მისი: მაშინ ვახტანგ ჰრქვა სპათა თჳსთა. "არა მინდობილ ვარ მე ძალისა ჩემისა და სიმჴნისად, არამედ მინდობილ ვარ ღვთისა დაუსაბამოსა სამებისა ერთ-არსებისა, უფლისა დამბადებელისათა: განვალ თჳთ ბრძოლად თარჴანისა:“ მაშინ განკვირდეს წარჩინებულნი-იგი აყვედრებდეს ვახტანგს, და მრავალ- ღონედ ზრახვიდეს რათამცა დააყენეს ბრძოლისა-გან, რამეთუ ყრმა იყო ვახტანგ, და არა იცოდეს გამოცდილებაჲ მისი: არა ერჩდა ვახტანგ არამედ დაამტკიცა ბრძოლაჲ მისი, გარდაჴდა ცხენისა-გან და დავარდა ქვეყანასა ზედა, თაყუანის-ცა ღმერთსა აღიპყრნა ჴელნი თჳსნი და თქუა. "უფალო დამბადებელო ყოვლისაო და შემმატებელო კეთილთაო, აღმამაღლებელო მოსავთა შენთაო, შენ იყავ მწე ჩემდა, და მოავლინე ანგელოსი ძალად ჩემდა, დაეც უშჯულოჲ ისი, და არცხვინე მგმობართა შენთა, რამეთუ არა ძალისად ჩემისა მინდობილ ვარ, არამედ მოწყალებისა შენისად:“ მოიქცა ვახტანგ და აღჯდა ტაიჭსა თჳსსა, და ჰრქვა სპათა თჳსთა. "ევედრებოდეთ ღმერთსა და ნუ შესძრწუნდებით:“ წარვიდა ვახტანგ და დადგეს სპანი მისნი ზურგით მისსა, შეძრწუნდებულნი და სავსენი მწუხარებითა თვის-თჳსსა სჯულსა ზედა ევედრებოდეს ღმერთსა:


აქა ვახტანგისი და თარჴანის ომი, და მოკლუა თარჴანისი ვახტანგის-გან:
[edit]

მაშინ ჩავლო გვერდი ვახტანგ, და ჩავიდა მდინარისა პირსა. აქუნდეს ოროლნი: მოხედა თარხან და თქვა. "მე გოლიათთა და გმირთა გამოცდილთა მბრძოლი ვარ, არა ყმაწვილთა. განა შენ-ზედა დავიმდაბლო თავი ჩემი:“ აღიზახნეს და მიეტევნეს ურთიერთსა, და პირველსავე შეკრებასა სცა ვახტანგ ოროლნი სარტყელსა ზედა, და ვერა უფარა სიმაგრე-მან საჭურველისა-მან, და განვლო ზურგით და მოკლა: ხოლო ქართუჱლთა ნუ-გეშინის- ცემულთა და სავსეთა სიხარულითა აღიზახნეს ჴმითა საშინელითა, და შეწირეს ღვთისა მიმართ მადლობაჲ: ხოლო ვახტანგ მასვე ადგილსა გარდაჴდა ცხენისა-გან, და დავარდა მიწასა ზედა, თაყუანის-ცა ღმერთსა და თქვა. "კურთხეულ ხარ შენ, უფალო, რომელ-მან მოავლინე ანგელოზი შენი, და დაეც მტერი ჩემი: შენ ხარ აღმმართებელი მოსავთა შენთა, შენ ხარ რომელ-მან აღადგინე ქვეყანისა-გან გლახაკი, და სკორეთა-გან აღამაღლე დავრდომილი:“ მოჰკვეთა, თავი თარჴანს. აღჯდა და წარვიდა ლაშქართა თჳსთა თანა, და ყოველთა მათ სპათა ჴმითა აღწევნითა შეასხეს ქებაჲ ვახტანგს, და ჰმადლობდეს ღმერთსა:


აქა ვახტანგისი და ბაყათარ ოვსის ომი, და მოკვლა ბაყათარისა ვახტანგის-გან:
[edit]

და მეორესა დღესა სხუა გამოვიდა ბუმბერაზი ოვსთა-გან რომელსა ერქვა ბაყათარ: იგი იყო გოლიათი, და რაჲთ-გან დაეწყო მჴედრობად, ვერ-ვის დაედგნეს მისდა, და მოესრა ყოველი მბრძოლი მისი. რამეთუ იყო სიგრძე მშუილდისა მისისა თორმეტი მტკაველი. და ისარი მისი ექვსი მტკაველი: მოდგა ესე ბაყათარ პირსა მდინარისასა და ჴმა-ჰყო, ჴმითა დიდითა, და თქვა. "ვახტანგ მეფეო ნუ განლაღდები შენ მოკლვისა-თჳს თარჴანისა: არა ერთო გოლიათთა და ამისთვის მოიკლა იგი ყმაწვილისა-გან: აწ უკეთუ შენვე გამოხვიდე ბრძოლად ჩემდა, მოგხვდენ ჩემგან ბრძოლანი ფიცხელნი, რომელთა-გან ვეღა-რა განერე. თუ არა, ვინცა სპათა შენთაგანი გამოვიდეს, მის-თჳსცა მზა ვარ:“ მაშინ პასუხ-უგო ვახტანგ ბაყათარს, და ჰრქვა: "არა ძალითა ჩემითა ვსძლე თარჴანს, არამედ ძალითა დამბადებელისა ჩემისათა, და არა მეშინის მე შენ-გან, ვითარცა ძაღლისა ერთისა-გან. რამეთუ ძალი ქრისტესი ჩემ-თანა არს, და ჯუარი მისი პატიოსანი სა- ჭურველ ჩემდა:“ და განაწესა ვახტანგ სპანი, და დაადგინნა განმზადებლად, და აღჯდა ტაიჭსა შეჭურვილსა ჯავშნითა, და აღიღო ფარი მისი ვიგრის ტყავისა, რომელსა ვერ ჰკვეთდა მახვილი, და ჩავლო გვერდი, მიდგა მახლობელად მდინარისა: ჴმა-უყო ბაყათარს და ჰრქუა. "არა გამოვალ მე მდინარესა, რამეთუ მეფე ვარ. არა მივეახლები სპასა ოვსეთისასა, რამეთუ წარჩინებული ვარ. რამეთუ სიკუდილითა ჩემითა წარწყმდების ყოველი სპაჲ: ხოლო შენ მონაჲ ხარ, და წარწყმედითა შენითა არა ევნების სპასა ოვსეთისასა, ვითარცა ძაღლისა ერთისა: გამოვედ მდინარესა, ჩემ კერძო:“ მაშინ ბაყათარ ოვს-მან აღასრულა სიტყვაჲ მისი და თქვა. მე მომკლველ-მან შენ-მან გამოვლო მდინარე. არამედ მდინარის პირისაგან უკუდეგ სამ უტევან:“ მაშინ ვახტანგ უკურიდა და გამოვლო მდინარე ბაყათარ, და უწყო სროლად ისრითა: მაშინ ვახტანგ სიფიცხლითა თვალთა მისთათა, და სიმახვილითა გონებისა თჳსისასა და სიკისკასითა ტაიჭისა მისისათა, ჰრიდებდა ისარსა. რამეთუ შორსვე იხილის ისარი მომავალი, და უხლდნების იგი და სიმარჯვითა, და ვერ მიახვედრებდა: ამიერ და იმიერ იყო სპათა-გან ცემაჲ ბუკებისაჲ და დაბდაბთა, და იზაჴდეს ჴმითა აღწევნულითა სპანი ორნივე, ოვსნი და ქართუჱლნი, რომლითა იძროდეს მთანი და ბორცუნი და ვერ შეჰკრა ისარი ორის მეტი ბაყათარ ფარსა ვახტანგისასა, და ვერ ჰკვეთა ყოვლად: და კვალად ჰკრა სხუა ისარი ცხენსა ვახტანგისასა, განაგდო შიგან, და ვიდრე დაეცემოდა ცხენი ვახტანგისი მიუჴვდა ზედა, და უჴეთქნა ჴრმლითა მჴარსა ბაყათარისსა, და ჩაჰკვეთა ვიდრე გულამდე: მაშინღა დაეცა ცხენი ვახტანგისი. სწრაფით მიჰყო ჴელი, და შეიპყრა ცხენი ბაყათარისი, და დავარდა ქვეყანასა ზედა, და თაყუანის-ცა ღმერთსა, და შეწირა მადლი უზეშთაეს პირველისა: და აღჯდა ცხენსა ბაყათარისსა და მოდგა მახლობელად სპათა თჳსთა, და ჰრქვა ჴმითა მაღლითა. "მჴნე იყუჱნით და განძლიერდით, რამეთუ ღმერთი ჩვენ კერძო არს:“

ხოლო სპანი-იგი წარმოემართნეს განმზადებულნი, ცხენ-თორნოსანნი, და ჯაჭვ-ჩაბალახოსანნი, წინა-კერძო მათსა, უკანით კერძო ქვეითნი, და ქვეითთა უკანით სიმრავლე მჴედართა. და ესრეთ მიჰმართეს: ხოლო ოვსნი წარმოდგეს ქარაფსა ზედა და დაასხეს ისარი ვითარცა წვიმა მძლაფრი: მაშინ ვახტანგ მეფე მოქცეულ იყო სპასა მისსა ზურგით, რჩეულითა მჴედრითა, უზახებდა და განაძლიერებდა და ნუ-გეშინის-ცემდა სპათა მისთა: მაშინ წინათ ცხენთორნოსანთა აღვლეს გზაჲ ქარაფისა, აღვიდეს ვაკესა, და აღუდგეს უკანა ქვეითნი, და შემდგომად სიმრავლე მჴედართა მისთა, და იქმნა ბრძოლა ძლიერი მათ შორის: ხოლო ვახტანგ უკეთუ მარჯვენით კერძო იბრძოდის, მარცხენით კერძო ძრწოდის. და თუ მარცხენით კერძო იბრძოდის, მარჯვენით კერძონი ძრწოდიან: და ეგე-ოდენსა-მას შინა ჴმასა სპათასა იცნობებოდა ჴმა ვახტანგისი, ვითარცა ჴმაჲ ლომისა, და თანა ჰყვებოდეს მას ორნი მჴედარნი. არტავაზ, ძუძუს-მტე, ძე საურმაგისი სპასპეტისა, და ბივრიტიანი სეფე -წული, და იგინიცა იბრძოდეს მჴნედ: მაშინ იძლივნეს ოვსნი, და ივლტოდა ბანაკი მათი: მოისრნეს და ტყუჱ იქმნნეს, ხოლო უმრავლესი მეოტი ოვსთა-განი ცოცხალი შეიპყრეს, უკმოჴსნისათჳს ტყვეთასა, რომელნი წარტყუჱნულ იყუნეს პირველ ოვსთა-გან ქართუჱლნი: ვითარ უკუჱ მოიქცეს დევნისა-გან და დაიბანაკეს ბანაკსავე თჳსსა, სამ დღე განისვენეს და შეწირეს მადლობაჲ ღვთისა მიმართ, და მერმე განიბნივნეს ტყვენვად ოვსეთისა, შემუსრნეს ქალაქნი მათნი და აღიღეს ტყუე და ნატყვენავი ურიცხვი:

ხოლო დაიმორჩილნა ოვსნი და ყივჩაღნი, და შექმნა კარნი ოვსეთისანი, რომელთა ჩვენ დარიანისად უწოდთ, და აღაშენნა მას ზედა გოდოლნი მაღალნი, და დაადგინნა მცველად მახლო- ბელნი-იგი მთეულნი: არა ჴელ-ეწიფების გამოსვლად დიდთა-მათ ნათესავთა ოვსთა და ყივჩაყთა თჳნიერ ბრძანებისა ქართველთა მეფისა: და განვიდეს პაჭანიგეთს, რამეთუ მაშინ მუნ იყო პაჭანიგეთი მოსაზღვრედ ოვსეთისა, მდინარესა-მას ოვსეთისასა წიაღ, და ჯიქეთი მუნვე იყო: შემდგომად ჟამთა მრავალთა იოტნეს პაჭანიგნი და ჯიქნი თურქთა-გან და წარვიდეს პაჭანიგნი დასავლით კერძოსა, ხოლო ჯიქნი დაემკვიდრნეს ბოლოსა აფხაზეთისასა: და მოტყვენა ვახტანგ პაჭანიგეთი და ჯიქეთი, და შეიქცა, და გამოდგა ოვსეთსავე: და მეფენი ოვსთანი შელტოლვილ იყუნეს სიმაგრეთა კავკასისათა: აღდგეს მათ შორის მოციქულნი და დაიზავნეს, და ითხოვეს ვახტანგისა-გან ოვსთა, ნაცვლად დისა მისისა, ოცდა ათი ათ-ასი ტყვე ოვსეთისა, ყოველი უკეთესი, რომელი სახელ დებით თქვეს ოვსთა: და მისცა ვახტანგ ოცდა ათი ათ-ასი ტყვე დისა მისისა-თჳს და ესრეთ მოიყვანა: ხოლო ტყვენი ქართველნი რომელ ჰყვეს ოვსთა ექუსსა წელსა, იგი ყოველნი უკმოიჴსნნა, თჳთო თჳთოსა-თჳს და აიღო მძევალი ოვსთა-გან და მძევლისათჳს მისცა სხვა ტყვე ოც და ათვრამეტი ათ-ასი და რომელი უკმოიჴსნა ტყვე ქართლისა, რიცხვით სამ ას ორ-მოცდა-ათი ათ-ასი, და რომელ დარჩა ტყვე ოვსეთისა ამათ განტეობილთა-გან კიდე, თვალვით, ექვს-ას ორმოც და ათი ათ-ასი თჳნიერ პაჭანიგთა და ჯიქთასა: და ესე ყოველი აღესრულა ოთხ თვე:

მაშინ ვახტანგ მეფე-მან განუტევნა ნიჯადნი-იგი სპარსთანი და მეფენი კავკასიათანი ნიჭითა დიდითა წარმოგზავნნა დაჲ მისი მიჰრანდუხტ და ტყვე-იგი ყოველი გზასა დარიალისასა. და თჳთ სპითა ქართლისათა წარმოვიდა გზასა აფხაზეთისასა, სულ-გრძელად და უშიშად იწყო ბრძოლად ციხეთა აფხაზეთისათა: და მოვიდა სახლსა მისსა, ქალაქსა სამეუფოსა მცხეთას. და გაეგება დედაჲ და დანი მისნი და სიმრავლე ქალაქისაჲ, მამათა და დედათაჲ მიუფენდეს სახელთა და სამოსელთა მათთა ფერჴთა ქვეშე მისთა, დაჰაყრიდეს თავსა დრამასა და დრაჰკანსა, და აღწევნულითა ჴმითა შეასხმიდეს ქებასა. რამეთუ არა-რომელსა მეფესა ექმნა ეგე ვითარი ძლიერი წყობაჲ: მაშინ ვახტანგ მეფე-მან შეწირა მადლობაჲ ღვთისა მიმართ, მრავლითა ლოცვითა და ღამის-თევითა, და გლახაკთა მიცემითა, და გასცა ნიჭი ერსა მისსა ზედა, და წარჩინებულ -ქმნნა მჴნედ მსახურნი და გამოცდილნი წყობასა-მას შინა ოვსთასა: და წარსცა ძღუენი ნატყვენავისამის-გან დედის ძმასა მისსა ვარაზ -ბაკურისა თანა მონაჲ ათ-ასი, ცხენი საჴედარი ათასი, ჴდალი ცხენი ათ-ასი. და კვალად წარსცა წინაშე სპარსთა მეფისა მონაჲ ათი ათ-ასი, ცხენი საჴედარი ათი ათ-ასი, ცხენი ჴრდალი ათი ათ-ასი: ესე ყოველი მიუძღვნა სპარსთა მეფესა, ჴელითა ბუნქარ ებისკოპოზისათა, და ითხოა სპარსთა მეფისა-გან ასული ცოლად: ხოლო სპარსთა მეფე-მან მოსცა ასული ცოლად, რომელსა ერქუა ბალენდუხტ, და მოსცა სომხითი და ყოველნი მეფენი კავკასიანთანი ზითვად: მიწერა მის-თანა წიგნი, რომელსა პატრუცაგსა წერილ იყო ესრეთ. "ჰურმიზდისა-გან ყოველთა მეფეთა მეფისა, ვახტანგის მიმართ ვარან-ხვასრო თანგისა, ათთა მეფეთა ახოვანისა:“ და მოუწერა მან ბრძოლაჲ კეისრისა, რამეთუ კეისარი ბრძოლად განსრულ იყო სპარსთა:

მაშინ ვახტანგ აუწყა ყოველთა სპათა მისთა, და ყოველთა მეფეთა კავკასიისათა, შემოკრბეს და და დგეს მტკვარსა იმიერ და ამიერ ვითარ ორას ათ-ასი. და მოერთო ვარაზ-ბაკურ, დედის ძმაჲ მისი ერის-თავი რანისა, ბრძანებითა სპარსთა მეფისათა, სპითა ადარბადაგანისათა, რანისა და მოვაკანისათა, ვითარ ორ-ას ათ-ასითა მჴედრითა: მას ჟამსა იყო ვახტანგ წლისა ოც და ორისა. იყო იგი უმაღლეს ყოველთა კაცთა მის ჟამისათა, და უშვენიერეს სახითა, და ძლიერი ძალითა. რამეთუ სიმაღლე იყო მისი ათ-ორ-მეტი ბრჭალი კაცისა, და იყო საზარელ, და გოლიათი, და განთქმულ ყოველსა ქვეყანასა, რომელ ჭურვილი ქვეითი ირემს მიეწიის, უპყრის რქა და დაიმჭირის, და ცხენი ჭურვილი აღიღის მჴართა ზედა, და მცხეთით აღვიდის ციხესა არმაზისასა: და მარტო იყო ძე მამისა მისისა, და ერთი დაჲ მისი ხვარანძეცა იყო ძლი ერი და შვენიერი: და ნათესავისა-გან მირიან, მეფისა მორწმუნისა, ვახტანგ და დანი მისნი: დარჩომილ იყუნეს: იგინი იყვნეს ნათესავისა-გან ბაჰქარ, მირიანის ძისა: ხოლო მირიან და გრიგოლ იყუნეს ნათესავისაგან რევისა, მირიანისვე ძისა, და აქუნდა მას კუხეთი, და ცხოვნდებოდეს რუს-თავსა ციხე-ქალაქსა. რამეთუ შემცირებულ იყუნეს ურთიერთს კლვითა: მირიან მეფისით-გან ვიდრე ვახტანგ მეფისამდე გარდაცვალებულ იყო ნათესავი ათი და მეფენი რვანი, და წელიწადნი ას-ორ-მოც და ათ-შვიდ-მეტი: ხოლო ებისკოპოსნი წესსა ჭეშმარიტსა ზედა გარდაცვალებულნი რვანი, ხოლო სხვანი შემშლელნი წესისანი:


აქა ვახტანგ გორგასლისა-გან საბერძნეთს წასვლა, საომრად:
[edit]

წარემართა ვახტანგ შესლვად საბერძნეთად, და მიიწივნეს სომხითს. და მოერთნეს პეროჟკაფარს, სადა-იგი ციხე აეგო პირველ-ჴსენებულსა-მას ფეროზს, ერის-თავნი სომხითისანი, სივნელი არევ, ასფორაგნელი ჯვანშერ ტაროვნელი ამაზსპ, გრიგოლის შენებულისა ქალაქისაგან, თრდატ ნათესავისა-გან დიდისა თრდატისა: და მოადგეს ციხე-ქალაქსა რომელსა ერქუა კარახპოლი, და აწ ეწოდების კარნუ-ქალაქ: და ბრძოდეს მას, ხოლო ვერ შეუძლეს დაპყრობად. რამეთუ იყო იგი ზღუდითა მაღლითა სამითა: და დაუტევნეს ორნი ერის-თავნი, მჴედრითა თორმეტ-ათას თომეტ-ათ-ასითა, ბრძოლად ქალაქისა-მის: წარვიდა ვახტანგ პონტოსა და მოაოჴრნა გზასა ქალაქნი სამნი, ანძიაძორი, ეკლეცი, დასტერი, და მოადგეს ლაშქარნი პონტოჲსა ქალაქსა დიდსა. ზღვის კიდესა, და ჰბრძოდეს სამ თვე, და მიუწია ლაშქარ-მან ვიდრე ქალაქისა-მის კოსტანტისა: ხოლო სპარსნი, რომელთს ჰპოებდეს ეკლესიისა მსახურთა დაჰკლვიდეს, არამედ ვახტანგ მეფე-მან ამცნო სპათა სომხითისათა და ყოველთა სპარსთა, რათა არა-ვის კლვიდენ მოწესეთაგანსა, არამედ ტყვე ჰყოფდენ, და ჰრქვა. "მამის მამაჲ ჩემი მირიან, ოდეს შემოჰყვა მეფესა სპარსთასა, ძმის-წულსა მისსა ბრძოლად ბერძენთა ზედა. ესე ვითარსა უყოფდეს მოწესეთა და ეკლესიის მსახურთა, და იძლივნეს ძლევითა ბოროტითა ურიცხუნი სპანი, მცირეთა ლაშქართაგან: მიერითგან მიიღეს საზღვარი, ესე ბერძენთა ჩvენ ქართვუჱლთაგან, აღმოსავალით ზღვისა ამის: ხოლო წყობა პირველთა მეფეთა იყო ანძიანძორსა, სადა უკუე აწ არს საფლავი დიდისა მოძღვრისა გრიგოლისი, და მუნით იოტნეს მეფენი ჩვენნი: ხოლო ჩუენ ათისა დღისა სავალი ჩამოგვივლია, ჩრდილოთ მოქცეულ ვართ, და ჩვენცა ვართ სჯულსა ზედა ბერძენთასა, აღმსარებელ ქრისტესი, რომელ არს ჭეშმარიტი ღმერთი: ყოველთა ანუ არა გასმიანა სასწაულნი, რომელნი ქმნა კოსტანტინე-ზე მეფისა წარძღუანებითა ჯუარისათა ანუ ქვეყანასა შინა სპარსთასა იქმნნეს ივლიანეზე, მეკერპისა მეფისა, ვითარ-იგი ისარ-მან ზე-ცისა-მან მოკლა იგი და შეკრბეს სპანი ბერძენთანი. ივბიმიანოს მორწმუნე აჩინეს მეფედ, ხოლო მან არა თავს-იდვა ვიდრემდის არა დამუსრნეს კერპნი და აღმართნეს ჯვარნი, და მას ზედა დაარქვეს გვირგვინი მეფისა: ხოლო ანგელოზ-მან უფლისა-მან აღიღო გვირგვინი და დაადგა თავსა ივბიმიანოსისსა. ჭეშმარიტსა მეფესა, და ჴმაჲ იყო ზე-ცით რომელი ეტყოდა სპარსთა მეფესა ხვასრო-თანგსა. დაეცადენით ბრძოლად ივბიმი- ანოსისსა, რამეთუ ძალი ჯვარისა უძლეველ არს: და ამიერით-გან იქმნნეს მეგობარ მეფე ივბიმიანოს და ხვასრო ვიდრემდის ორნივე იგი მიიცვალნეს:

"ანუ თქვენ მკჳდრთა-მაგათ სომხითისათა არშაკუნიანთა, პატიახშთა ბივრიტიანთა, არა გაჴსოვნანა საქმენი გრიგოლი პართეველისანი, და წინა-აღმდგომთა მისთათ, თრდატ მეფისა არშაკუნიანისა. ვითარ დასცა ზვაობისა-გან და იქმნა იგი ეშვად: არამედ გრიგოლი-მ მოაქცია იგი და მიერით-გან იქმნა იგი მუშაკ ეკლესიათა. და ეკკლესიაჲ დიდი აღაშენა თრდატ ზურგითა თჳსითა. რამეთუ იყო იგი გმირი: ხოლო თქვენ მკჳდრნო ქართლისანო, რომელნი ნათესავნო მეფეთა ქართლისათანო, რომელნი დადგინებულ ხართ დღეს მთავრობასა ზედა ჩვენ მეფეთა-გან, რომელნი ჩვენ ვართ ნათესავნი ნებროთ გმირისანი, რამეთუ ესრეთ წერილ არს წიგნთა შინა მათთა, რომელი უწინარეს ყოველთა მეფეთა გამოჩნდა ქუჱყანასა ზედა, რომელი ლომსა ძალ ითა ვითარცა თიკანსა მიიყუანებდა, კანჯართა და ქურციკთა ქვეითი იპყრობდა. რამეთუ ეზომ განდიდნა ძალი მისი, რომელ დაემორჩილნეს ყოველნი ნათესავნი ნოესნი, ვიდრემდის შეუძლო ქმნად ქალაქი, რომლისა ქვად შეექმნა ქვაჲ ოქროჲ, და ხარისხად ვეცხლი, და გარემოს მისსა მოიქმოდა აგურითა და კირითა, ხოლო ქუდნი კართა და სარკმელთანი იაკინთისა და ზურმუხტისანი შექმნნა. რამეთუ მათისა ნათლისა-გან ვერ შეუძლებდა დაბნელებად ღამე: და ქმნა მას შინა ტაძრები და კოშკები, რომელ ვერ შესაძლებელ არს გაგონებად თქვენდა მოუგონებელ არს თჳთოეულნი სიბრძნე მისი, რომელ მიეცა მას, ვიდრემდის აჰმართა სამისა დღისა სავალსა, რომელი ექმნა აღსავალად, ხარისხად ზღუდეთა ზედა: და ჰნებვიდა რათა აღვიდეს და იხილნეს მყოფნი ცისანი: ხოლო ვითარცა განვლო საზღ ვარი ჰაერისა და შევიდა საზღვარსა ვარსკულავთასა, ვერღა-რა უძლებდეს საქმედ მოქმედნი-იგი, რამეთუ დადნებოდა ოქროჲ და ვეცხლი: რამეთუ მუნით-გან ვინამე არს ჴელმწიფება ცეცხლისა ეთერისა-მის რომელი ეგზების მძლაფრიად, სამყაროსა ქცევისა-გან: და ესმა მუნით საზრახავი შვიდთა გუნდთა ზე-ცისათა, რომლისა-გან შესუულბეს ადამიანნი: და იქმნა ყოველი თჳთო კაცი ნათესავითურთ მეტყველ თჳთო ენასა, და არღა-რა ერჩდეს ურთიერთარს პირსა მოყვსისა თჳსისასა, და წარვიდეს:

"ხოლო ნებროთს ენითა სპარსულითა ჰრქვა: " მე ვარ მიქელ ანგელოსი, რომელი დადგინებულ ვარ ღვთისა მიერ მთავრობასა ზედა აღმოსავლისასა. განვედ ქალაქით მაგით, რამეთუ ღმერთი დაჰფარავს მაგას, ვიდრე გამოჩინებამდე სამოთხისა, რომელ ესე დგას მახლობელად ნაშენებსა მაგას შენსა, რომელსა შორის არს მთაჲ ესე. რომლისა-გან აღმოვალს მზე და გამოვლენ მის-გან ორნი მდინარენი ნილოსი და გეონი. რამეთუ გეონსა გამოაქვს სამოთხით ხე სულნელი და თივა, რომელი შეეზავების მუშკსა: აწ წარვედ შენ და დაჯედ ორთავე მდინარეთა შორის ევფრატასა და ჯილასა, და განუტევენ ნათესავნი-ესე ვითარცა ვინ ინებოს. რამეთუ წარუვლენიან უფალსა: ხოლო მეფობა შენი მეფობდეს ყოველთა ზედა მეფეთა, არამედ ჟამთა უკანასკნელთა მოვიდეს მეუფე ცისა, რომელი შენ გნებავს ხილვაჲ მისი, ერსა შორის შეურაცხსა. შიშმან მის-მან განაქარვნეს გემონი სოფლისანი, მეფენი დაუტეობდენ მეფობასა და ეძიებდენ გლახაკობასა: მან გიხილოს შენ ჭირსა შინა და გიჴსნნეს:

"და დაუტევეს ყოველთა ქალაქი, და დაუტევნა ჰინდურად მზრახველნი ინდოეთს, სინდნი სინდეთს, ჰრომნი ჰრომს, ბერძენნი საბერძნეთს, აგ და მაგუგ მაგუგეთს, სპარსნი სპარსეთს: ხოლო პირველი ენაჲ ასურებრი იყო, და ესე არიან შვიდნი ენანი, რომელნი ნებროთისამდე ზრახვიდეს: ამის-თჳს მოგითხარ, რომელ მამათა ჩემთა დაფარულად ეპყრა წიგნი ესე. ხოლო მე შურ-მან საღვთო-მან მაიძულა თქმად ამისსა: ამის მიერ შეიწყნარა მამა-მან ჩვენ-მან მირიან სახარებაჲ-იგი ნინოსი:

"ანუ არა ქრისტეს მოსლვადმდე მიიღებდეს მამანი ჩვენნი ხარკსა და მუნით-გან მოუძლურდით. ესე-რა ბერძენნი მიღმართ ბრძვანან: მაშინ მან იხილა ნებროთ ჯოჯოხეთსა შინა, და იჴსნა. იგი არს პირველი მეფე ყოველთა მეფეთა, და დანიელცა ეწამების, ვითარმედ მიქელ დადგინებულ არს ძალად სპარსთა და თქვენ ქართველ-მან არა ვიხილენითა სასწაულნი, რომელ ქმნა ნინო, ანუ ჰგონებთა ვითარმედ ბერძენნი განწირნა ღმერთ-მან: არა უმეტესნი ქვეყანანი სპარსეთისანი მათ შემოურთვანა და დღეს მეექუსე თვე არს, რაჲთ-გან ასმიეს ჴმაჲ ლაშქრობისა ჩვენისა, ქცეულ არს კეისარი, რამეთუ ასმიეს შემოსლვაჲ ჩუენი და აწ მოახლებულ არს ბრძოლად ჩვენდა: აწ უკუჱ ყოველნი ნათესავნი უფალსა ღმერთსა და დასცხერით ვნებათა-გან ეკკლესიისათა:

და ვითარცა ესე ყოველი წარმოთქვა განავლინა ქადაგი, რათა ყოველნი მოწესენი გამოვიდენ სამალავთა-გან მათთა და ტყუენი განუტევნენ სადათ უნდეს წარვიდენ და გამოვიდა სიმრავლე მღუდელთა და დიაკონთა, და მოწესეთა, მონაზონთა და ენკრატისთა, ქვაბებით და მთათაგან და უმრავლესნი პონტო ქალაქით, რამეთუ შეიწრებულ იყო ქალაქი იგი ოთხ თთვე ოდენ, და მათ-თანა იყუნეს ორნი კაცნი, პეტრე მღუდელი მოწაფეთა-გან გრიგოლი ღვთისმეტყველისათა, რამეთუ საფლავსა მისსა ზე და მღუდელობდა და სამოელ მონაზონი: წარდგეს წინაშე ვახტანგისსა, მადლისა მიცემად, განტეობისა-თჳს ტყვეთასა და განთავისუფლებისათჳს ეკკლესიათაჲსა და მღუდელთასა: და ვითარ წარმოთქვეს, სთნდა მეფესა და მოიახლნა იგინი, და უბრძანა შემოსად ყოველთა ტყვეთა და მოწესეთა, განტეობილთა მის-გან უძლურთა, რამეთუ ყოველნი უძლურნი ქალაქით გამოსრულ იყუნეს: უძლურთა მისცა საჴედრები, და ჭაბუკთა სამ-სამი დრაჰკანი. და განუტევნა. ხოლო პეტრე მღუდელი და სამოელ მონაზონი დაიყენნა:

და ვითარ წარვიდეს სპანი-იგი კარვად თჳსად, და მეფე შევიდა სერობად, ჰრქვა მეფემან პეტრეს, "სთნდამცა ღმერთსა საქმე ესე ჩემი, რამეთუ დავიცვენ ეკკლესიანი და განუტევენ ტყვენი.“ თქვა პეტრე "იტყოდის მონაჲ შენი წინაშე შენსა კადნიერად, ანუ მიგცემდე ქებასა სიცრუვისასა:“ ჰრქვა მას მეფე-მან: "იტყოდე რამეთუ არას ვეძიებ, გარნა მხილებასა, რათა განვერნეთ სიცრუვისა-გან:“ ჰრქვა პეტრე: "ეკკლესიანი ჴორცთანი უფროს არიან წინაშე ღვთისა, ვიდრეეკკლესიანი ქვათანი: ეკკლესია ქვათა ოდეს მე დაირღვეს და აღაშენიან მითვე ქვითა, ხოლო ეკკლესიანი ჴორცთანი ოდეს დაირღვენ ვერ-ვინ შემძლებელ-არს განკურნებად, ვერცა მკურნალი, ვერცა მეფე: აწ რაოდენნი გვამნი კაცთა მართალთანი დაგიცემიან, რომელსა იტყვის სისხლისათჳს აბელისსა, ყოველი სისხლი ნოეს რღვნითა განწმიდა. და სისხლისა მის-თჳს ზაქარიასსა, ბაროქის ძისა, მიაგო ყოველი შეურაცხება ჰურიათა, ვითარცა იტყვის ესაია, აღიღე და წარწყმიდე ყოველი წული მათი ტიტოს და სპასიანოსის მიერ: ანუ არა აღმოგიკითხავსთა წიგნთა-გან მოსესთა, რაჟამს ისრაიტელ-მან ისიძვა უცხო თესლ-თანა რაოდენი სული მოკუდა ერთისა-მის სიძვისა-თჳს: აწ უკუჱ სპათა შენთა-გან რაოდენნი ქალწულნი განხრწნილ არიან, ტაძარნი ღვთისანი და ჰრქვა მეფე-მან. "არა უწყი ვითარ-იგი ივბიმიანოს დაცვისა-თჳს ეკკლესიათასა იყო ივლიანეს თანა უკეთურისა, და თუ დაბრკოლდეს კაცი უმჯობეს არს დაცემაჲ სულიად:“ ჰრქვა პეტრე: "არა დაბრკოლებულსა დაგცემ, არამედ დაცემულსა აღგადგინებ, ვითარცა დავით სისხლისა-გან ურიაჲსა, საცთურისა-გან ჰურიათასა. და არა მნებავს შენი რათა იყო ვითარცა კაცი რომელი მარჯვენითა იქმნ და მარცხენით არღვევნ. და არცა რომელნი პირითა მათითა აკურთხევდენ, და გულითა მათითა სწყევდენ და აგინებდენ, არამედ ვითარცა მეფენი კეთილად ჴსენებულნი, რომელთა დაიპყრეს სოფელი ესე და სასუფეველსა არა განეშორნეს, დავით, სოლომონ, კოსტანტინე, ივბიმიანოს და ყოველნი მგზავსნი მათნი ხოლო არა არს მგზავსებაჲ შენი ივბიმიანოსისა, და ვინ არს შენ-ზედა უფალ, რომელ-მანცა ჴრმალი მისი იყო კისერსა შენსა ზედა, ვითარცა-იგი ივბიმიანოსისასა ივლიანესი: ანუ სადა გევნოს შენ ვითარცა ივბიმიანოსს ივლიანესა-გან. ანუ ვის ჰხედავს ღმერთი რომელი შენ-ზედა უფალ იყოს, და აქონდამცა პასუხი შენ-ზედა, სიმართლესა წინაშე ღვთისა არა შენ უფალ გყო ამათ ყოველთა ზედა, და შენ შეგიდგენ ყოველნი ამიერით-გან ითხოოს ღმერთ-მან ყოველი ჴელთა-გან შენთა საქმე ბოროტისა, და შენ მიგაგოს არა-თუ შეინანო:“ ჰრქვა მეფე-მან "მენება განმართლებაჲ თავისა ჩემისა, ხოლო სიმართლით შენ დამსაჯე უმსჯავრობასა ჩემსა:“ ჰრქვა პეტრე: "ვინათ-გან გზა ეც შეწამებად, ცოდვა შენი განგეშორა შენ-გან: ხოლო აწ გითხრა გულის-სიტყუაჲ შენი: არა უმეცრება-მან აღგძრა ბრძოლად ძეთა ზედა ღვთისათა, არამედ შუჱლისა-თჳს ნათესავისა შენისა სპარსთასა. და არა უწყია, რამეთუ ბერძენნი ნათესავნი ღვთისანი არიან, აღთქუმისა-მისთჳს. რა-ჟამს უწოდა მათ შვილად ღვთისა და მოსცა მათ ბეჭედი. რომლითა შეჰმუსრა ჯოჯოხეთი და არს იგი ჯუარი:“ ჰრქვა მეფე-მან: "აწ რაჲ გნებავს შენ:“ რქვა მას პეტრე. "მნებავს, რათა შენმიერ აღგზებული ესე ცეცხლი შენვე დაშრიტო, და მეგობარ იყო კეისრისა, ვითარცა დღესამომდე იყავ სპარსთა:“ მიუგო მეფე-მან. "ესე მნებავს, რათა მიჩვენოთ ლოცვითა თქვენითა ამას ღამესა კეისარი და მე შეკრებულნი, და რომელი ზრახვად არს ჩვენ შორის სიყვარულისა ყოფა, და ვცნა მე ვითარმედ სთნავს ქრისტესა ზრახვაჲ ესე შენი ჩემდა მომართ:“ ჰრქვა პეტრე: " დამძიმდა თხოვაჲ ესე შენი ჩემ-ზედა, რამეთუ ესე არს კაცთა რჩეულთა, რომელნი არიან ვითარცა ანგელოსნი სრულითა საქმითა, და არიან ამათ კედელთა შორის ესე-ვითარი, მათ განგების საქმედ, რომელსა შენ ითხოვ: მეც მე დროჲ რათა წარვიდე, ვევედრო მათ და უთხრა ბრძანებაჲ შენი, და ლოცვითა მათითა აღესრულოს განზრახვაჲ შენი. არამედ შეურაცხ გვიჩნს თავი ჩვენი, რამეთუ კაცნი ვართ ცოდვილნი, ნუ უკვე სილაღედ იხილოს ღმერთ-მან:“

შერისხნა მას სამოელ მონაზონი და ჰრქვა. "მღვდელო, საქმესა ღვთისა ვითარცა საქმესა კაცისასა ჰზრახავ: ანუ არა აღმოგიკითხავსა ვითარ ეტყვის ღმერთი პალეკარტოსს. უკეთუმცა არა დაბრკოლდებოდეს ანგელოზნი, კაცთა სათნოებისა-თჳს, ყოველთამცა ქალაქთა შინა ჯუარსვეცვი, რათა ყოველნი ვაცხოვნნე: ანუ მე უფროს არსა აქაზ, მეფე ისრაელისა, მეფესა ქრისტეანეთასა, რომელსა ეტყვის ესაია, ითხოე სასწაული სიმაღლედ ანუ სიღრმედ, და მისთჳს თქვა. მიუდგეს ქალწული ანუ ვინ ჰრქვა ისრაიტელს. რაჲცა ითხოო სახელითა ჩემითა, მოგეცეს: ისო ჰრქვა სამყაროსა ცისასა, მოიქეც და სამსა ჭდესა მოიქცა იგი: აწ სიტყვა სიმდაბლისა შენისა კეთილ არს, პეტრე არამედ საბრკოლებელ არს მცირედ მორწმუნეთა კაცთა: ხოლო შენ, მეფეო, მცირედ შეგუეწიენ ჩვენ სარწმუნოებითა, რამეთუ ლოცუა-მან ჭირვეულისა-მის ქალაქისა-მან ჰყოს ბრძანებაჲ შენი:“

და წარვიდეს წმიდანი-იგი სადგურად თჳსად: ხოლო მეფე-მან მყუარ ჟამ ილოცა და დაწვა, და მირ ულებასა შინა მისსა, აჰა უკუჱ მოვიდოდა დედა-კაცი იგი რომელი იყო წმიდა ნინო, და ჰრქვა: "აღდეგ მეფეო, და განკრძალულად მიეგებოდე, რამეთუ ორნი მეფენი ზე-ცისა და ქვეყანი- სანი მოვლენ შენდა:“ და რეცა მიხედნა და იხილა პირველ სახე ქალისა, ვითარ არს კოსტანტინეს, და მიიწია იგი სწრაფით და იხილნა ორნი საყდარნი, ერთსა ზედა ჭაბუკი მჯდომარე, საჭურველითა, გჳრგჳნოსანი, და მეორეთა საყდართა მოხუცებული მჯდომარე, ზეწრითა სპეტაკითა, და თავსა ზედა ედვა გჳრგჳნი ნათლისა, არა ოქროსა, და ფერჴთა თანა დაჯდა ნინო, და ჴელი ვახტანგისი მარჯვენაჲ ეპყრა პეტრეს მღუდელსა, და მარცხენაჲ სამოელ მონაზონსა. და ჰრქვა სამოელ. "შეუვრდი დიდსა იმას მთავარსა ზე-ცისასა გრიგოლს:“ მივიდა და თაყუანის-ცა და ჰრქვა გრიგოლი: "რაჲ ესე ჰქმენ, ბოროტო კაცო, რამეთუ მოაოჴრე ბანაკი ჩემი, და მჴეცთა შეაჭამენ ცხოვარნი ჩემნი. უკეთუმცა ორნი-ეგე არა რომელნი გვერდით გიდგან, და დედაკაცისა ამის-თჳს სათნოსა, რომელი მარადის იღვწის მამისა თანა თქვენ-თჳს, შური ვიგემცა შენ-გან, ვითარცა მამათა შენთა-გან რომელნი ესვიდენ ცეცხლსა შემწველსა, და არა ბრწყინვალებასა განმანათლებელსა ყოველთასა:“ და მისცა ჴელი და ამბორს-უყო, რეცა მიჰყო ჴელი გჳრგჳნსა ნათლისასა, რეცა ეგე-ვითარივე გჳრგჳნი მისცა ვახტანგს, და ჰრქვა: "დაარქვ ეგე პეტრეს:“ და აღიღო პეტრე მისვე გჳრგჳნისა-გან რეცა უდარესი, დარქვა სამოელ მონაზონსა: და ჰრქვა ნინო ვახტანგს. "აწ უკუჱ მივედ მეფისა და მიიღე ნიჭი შენი:“ მივიდა მეფისა, და ამბორს-უყვეს ურთიერთარს და ადგილ სცა საყდართა თჳსთასა, დაისვა იგი თანა: და მისცა ბეჭედი ჴელისა მისისაგან, რომლისა იყო თვალი ფრიად ნათელი, და თქვა კეისარ-მან: "უკეთუ გნებავს რათა მოგცე გჳრგჳნი, აღუთქუ ვითარ ესე დგას ჩვენ-ზედა რათა ჰბრძოდე მტერთა მისთა, და მიიღე მის-გან გჳრგჳნი:“ მოიხილა ვახტანგ და იხილა ჯვარი, რომელსა ფრთეთა მისთა ზედა აქუნდა გჳრგჳნი, და უმეტესად ხილვა-მან ჯვარისა-მან დასცა შეძრწუნებაჲ, და რამეთუ უსაშინელეს იყო ზარი მისი და დადუმნა: ხოლო აღდგა ნინო და მიხედნა პეტრეს კერძო და სამოელს, და ერთითა პირითა თქვეს. "ჩვენ ვართ თავს-დებნი ვითარმედ უმეტეს ყოველთასა წარემატოს, ჵ, ჯუარო უძლეველო:“ და მიჰყო ჴელი კეისარ-მან და მოიღო გჳრგჳნი ჯუარისა-გან, და დაადგა კეისარ-მან გჳრგჳნი-იგი ვახტანგს თავსა:

დაიწყეს გამოსლვად რეცა ხმა-ჰყო ებისკოპოს-მან სამ-გზის და თქვა: "ვახტანგ, ვახტანგ, ვახტანგ, უმეტეს მორწმუნე იყო შენ ყოველთა შორის ნათესავთა სპარსთასა. მეორედ, შენგან აღეშენენ ეკლესიანი, და განეწესნნეს ებისკოპოსნი, და ებისკოპოსთა მთავარნი. მესამედ, გჳრგჳნიცა წამებისა მიიღო: "და გამოვიდა რეცა მოუწოდა ძილსავე შინა პეტრეს და სამოელს. და უთხრობდა ძილსავე შინა ჩვენებასა, და იგინი უჴსნიდეს, რომელიცა-იგი იხილეს საყდართა გჳრგჳნოსანი ნათლითა, იგი არს დიდი მოძღუარი გრიგოლი, და მან რომელ მომცა მე გჳრგჳნისა-მის-გან მომცა ებისკოპოსთ-მთავრობა, და მე რომელ მივე გჳრგჳნისა ჩემისა-გან მოყვასსა ჩემსა, ჩემ-მიერ ყოფად არს ეპისკოპოსად. და რომელ ნახე გჳრგჳნითა ოქროსათა ჭურვილი, იგი არს კეისარი. და რომელ მოგცა შენ ბეჭედი, და მოგცეს შენ ასული ცოლად, და ყოველი საზღუარი ქართლისა-მის-გან უკმოღებული უკვემოგცეს. ხოლო გჳრგჳნი ჯუარისაგან რომელი მოგცა, ვრცელნი ღვაწლნი გარდაიჴადნე, შეწევნითა ჯუარისათა, ხოლო მოძღუარ-მან ჩვენ-მან რომელ სამ-გზის გიჴმო, სამნი ნიჭნი გითხოვნა ღვთისა-გან, რათა შენ-მიერ ჭეშმარიტებაჲ დაემტკიცოს, ქართლისა კათალიკოზისა-გან და ებისკოპოსთა, და სძლევდე მტერთა ვიდრე დღედმდე აღსრულებისა შენისა: ხოლო აღსრულებასა შენსა გჳრგჳნი წამებისაჲ მიიღო ბრძოლასა შინა, ჴელთა მტერთასა არა შევარდე. ესე ყოველი აღესრულოს ვიდრე მოუძლურებადმდე შენდა სიბერემდე:“

ვითარცა განიღვიძა მეფე-მან ჰმადლობდა ღმერთსა, რამეთუ ყოველივე გამოუცხადა, და მოუწოდა მსწრაფლ პეტრე და სამოელს, და ჰრქუა: "რაჲ იხილეთ:“ ხოლო მათ ჰრქვეს. "ვიტყოდეთ მეფე. ერთი მარჯვენით, და ერთი მარცხენით ვდეგით : რა-ჟამს შენ საყდართა მსხდომარეთა წინაშე კეისრისა ღვთივ-გამომეტყველისა დიდისა გრიგოლისა, და კვალად იგივე დედოფალი დაამშვიდებდა მოძღვარსა-მას განრისხებულსა შენ-ზედა და მიგცემდა შენ ჴელთა მისთა:“ და ჰრქვა მათ მეფე-მან: "დუმენით, წმიდანო, რამეთუ ყოველივე ჩემ-თანა გიხილავსთ. აწ ვითარ გნებავს თქვენ ქალაქისა ამის საქმე, რომელი შემუსრვად მიწევნულ არს, ანუ რაჲ ვყოთ ტყვისა ამის-თჳს რომელი უმეტეს არს ბევრისა ათ-ასისა, რომელი არს ჴელთა ჩემთა: აწ უკვე სწრაფით განვიდეს აქათ ქადაგი, ვითარმედ სპარსთა მეფე წარმომართებულარს ქვეყანად ჯაზირეთად, და გამოვლეს ფილისტიმი კვალსა მეფისა კეისრისასა, რამეთუ მან მოაოჴრა ქვეყანა სპარსთა, და მეფე-მან ვერ შეუძლო ბრძოლად. და კეისარ-მან ვითარცა ცნა. ვითარმედ ჩვენ მოვედით ქვეყანასა მათსა, მოისწრაფის ბრძოლად ჩვენდა, და ვხედავთ სპარსთა მეფე მოვალს ძალად ჩვენდა. და ვიცით, ვითარმედ სპანი სპარსთანი, სომხითისა და ქართლისა სპათა უმრავლეს არიან, და არა-ვინ არს ჩვენ შორის ჭეშმარიტი მორწმუნე, რომელნი დანერგნა მამა-მან ჩვენ-მან მირიან გინა თრდატ, დედით ნათესავ-მან ჩემ-მან. აქათ ამათ ყოველთა სარწმუნოვება ვიცით, რამეთუ სავსე არს საცთურითა: ნუ უკუჱ გამოცხადებასა საქმისა ჩემისასა განწყრეს დედის ძმაჲ ესე ჩემი, და ვეწყვნეთ ურთიერთარს და ვიქმნნეთ საცინელ ყოველთა ზედა მტერთა ჩვენთა: არამედ ესე ვყო, რეცა მოვიდენ სპანი ჩვენნი, მაუწყონ ჩვენ მოსლვა კეისრისაჲ მას-ზედა უკუვრიდოთ ჩვენ. პირველ საქმე ესე ვაუწყოთ. ოდეს მოვიდეს და და გვეახლოს ჩვენ კეისარი, მაშინ ვითარცა იზრახოს სი- წმიდე-მან შენ-მან, ეგრეთ ვყოთ და არცა ერთი ტყვეთა მისთაგანი დარჩეს ჩვენ-თანა:“

და წარვიდა პეტრე კეისრისა, ხოლო სამოელ დადგა წინაშე მეფისა: ხოლო ხვალისა მოვიდა რეცა დიასპანი და უქადაგა მეფესა ვითარმედ სპანი ბერძენთანი შემოვიდეს კოსტანტინეპოვლეს. ხოლო მოუწოდა მეფე-მან დედის ძმასა მისსა და ყოველთა მეფეთა, და ჰრქვა: "რასა იტყვით რამეთუ უწყით სიმრავლე სპათა ბერძენთა და ვერაგობა წყობისა მათისა, და სიმარჯვე ზღვათა შინა ნავებითა. ესე-რა შევიდეს იგინი სპარსეთს ქვეყანასა გმირთა და გოლიათთასა, და ვერ უძლეს წყობად: აწ მეშინის ნუ უკუჱ სპანი ნავებითა მოვიდენ, შეიპყრან გზაჲ ჩვენი და მოგვწყვიდნენ ჩვენ, ვითარცა ბაკსა შინა: არამედ აღვდგეთ აქაჲთ და დავიბანაკოთ ზღვასა, სომხითით კერძო, რათა გვაქვნდეს ჩვენ გზაჲ ჭირისა და ლხინისა:“ აღიყარა ლაშქარი-იგი გარემოს ქალაქისა, და ვლეს ხუთისა დღისა სავალი სამხრითით კერძო და დადგეს სპერის კერძო, და განვიდეს მყოფნი ქალაქისნი. მიწევნულნი სიკუდილად, და მისცეს მადლი ვახტანგს, და მისცეს ძღვენი ათასი ლიტრა ოქროჲ და ხუთ-ასი თავი სტავრა, და განვიდა ერი მშუიდობით სავაჭროსა-თჳს და საჴმრისა:

ხოლო ვითარცა მივიდა პეტრე წინაშე კეისრისა, და უთხრა ყოველი იგი. ხოლო კეისარ-მან განიხარა ფრიად, და ყოველი რომელი ეხილვა ჩვენებასა შინა მისცა მას-ზედა ნებაჲ ვახტანგს, და წარმოავლინა პეტრე მღუდელი და მიუმცნო აღთქმითა და საფიცრითა ძლიერითა, რათა სწორ იყოს მეფობისა მისისა: არამედ ორთავე სპათა დასცნენ სპარსნი, რომელნი-იგი არიან ვახტანგის თანა, არა აღვიდენ საბრძანებელთა მათთა-გან ოდეს შეკრბენ ვახტანგ, და იგი: ხოლო ვიდრე პეტრე და მოციქულნი მოვიდოდეს ვახტანგისსა, კეისარი შემოვიდა კოსტანტინედ და წარმოავლინა ხუთასი დრომონი, რომელსა შინა იყო ხუთას-ხუთასი კაცი, და უბრძანა რათა მიეახლნენ ვახტანგს, და დადგენ თჳნიერ ბრძოლისა: და წარემართა კეისარი გზასა პონტოსსა, რვა-ას ათ- ასითა მჴედრითა და ვითარ მოეახლნეს სპანი-იგი ზღვისანი, უნდა სპარსთა წყობაჲ მათი, ხოლო მეფე აყენებდა და არა მიუშვებდა ბრძოლად:

ხოლო ვითარცა შეართვეს ძღვენი მოციქულ-მან კეისრისა-მან და პეტრე, ჰქონდა სიტყუაჲ საიდუმლოჲ და ჰქონდა სიტყუაჲ საეროჲ, და თქვა ცხადად ვითარმედ: " ნუ ივლტი და დადეგ ჩემდა მოსვლამდე, რათა რომელნი-ეგე შენ-თანა არიან სპარსნი, რომელნი დაგვრჩეს შესლვასა ამას ჩვენსა სპარსეთს, მოუწყვეტელად მოვსწყვიდნეთ ეგენიცა:“ ხოლო საიდუმლოდ მოართვეს მას ჯვარი და გჳრგჳნი შუა-მდგომელად, და შესამოსელი ტანისა მისისაჲ, და თქვა: "რაჲ შევკრბეთ მიგცე ციხე თუხარისისა და საზღვარნი ქართლისანი:“ ხოლო მისცა მეფე-მან ვახტანგ პასუხი საეროდ, ვითარმედ "არა-რომლისა მიზეზისა-თჳს მოვედით აქა, გარნა წყობისა შენისა-თჳს: აწ მოვედ აქა, და თუ არა ჩვენ მოვიდეთ კოსტანტინეპოვლედ:“ და ფარულად ამცნო და ჰრქუა. "რომელი არა შვენის შენსა ღვთის-მოყუარებასა, რომელი შენ არა ჰყოფ, სხვასა ნუ აწვევ, რამეთუ ღადრობაჲ არა ჴელი არს კაცთა პატიოსანთა: დაღაცათუ აწ შენ მიგცნე სპარსნი, არა უკუჱ განცრუვდესა სახელი ჩემი, და უმეტეს ჩვენსა აქუს მრავალთა მათგანთა სიყუარუალი ქრისტესი, არამედშიშისა-გან მათისა ვერ გამოაცხადებენ. აწ ბრძანე რათა საქმე ესე ჩვენი მშვიდობით ვყოთ, ვითარცა ივბიმიანოს და ყოველთა სპარსთა:“ ხოლო შემდგომად ამისსა, რა-ჟამს გაწმდენ საქმენი ჩვენნი, უმარჯვესადრე შევყარნეთ იგინი ჴელსა შენსა, და ნუ მცარაჲ იქმნების საქმე უშვერი, და ნუმცა საქმე შფოთისა თქვენ-მიერ, რათა არა დაეცნენ პირითა მახუილისათა ერნი თქვენნი. რამეთუ ერნი თქვენნი განლაღებულ არიან ჯობნასა ზედა სპარსთასა: ხოლო სპარსნი არავე შეშინებით არიან, არამედ შურითა თქვენითა წადიერ არიან წყობასა: ანუმცა მოკუდეს, ანუმცა შური იძიეს სისხლისა მათისა, ხოლო სპანი ესე შენნი თუ მიღმა ჰბრძოდიან, მემცა უბრალო ვარ:“

და წარვიდა მის-თანა მოციქულად ვარაზ-მიჰრ, მამა მძუძისა მისისა ძმაჲ, და სამოელ მონაზონი, ხოლო კეისარი მოწევნულ იყო პონტოდ ქალაქად, და პონტოელნი გამოსრულ იყუ- ნეს მიგებებად, და შეასხმიდეს ქებასა და ვახტანგ მეფისა მადლობასა, რამეთუ უკურიდა მათ და არა მისცნა იგინი სიკუდილსა: ვითარცა მიიწივნეს მოციქულნი ვახტანგ მეფისანი ქალაქად, მიართვეს ძღვენი ათ-ასი მუტკალი მუშკი, ხუთ-ასი ამბარი, და ათ-ასი ლიტრა ალვაჲ: და განსრულ იყო გუნდი ვახტანგ მეფისა ალაფობად. მიეტევნეს მათ მკვრცხლნი ბერძენთანი, და მათ-თანა შეკრებულნი ჴევთა და ქალაქთანი მჴედარი სამ-ას ათ-ასი: ხოლო მეფე ვახტანგ აყენებდა მიძულებად სპათა-მათ მეალაფეთა:

ვითარცა მივიდა დედის ძმაჲ მისი, ერის-თავი სპარსთა, და რისხვით ჰრქვა ვახტანგს "ჵ გველო და ნათესაო ასპიტისაო, არა უწყია რამეთუ დედაჲ მამისა შენისაჲ ბერძენი იყო, ნათესავი ივბიმიანოზისი, და გძლო შენ ბუნება-მან მამის დედისა შენისა-მან და სიყუარული ჯუარ-ცმულისა-მის კაცისა მომკუდარისა გიპყრიეს და გნებავს შეყენება ჩვენი ჴელსა ბერძენთასა:“ ხოლო ვახტანგ ჰრქუა: "აჰა შენ და ბერძენნი. იხილო ძალი კაცისა-მის მომკუდარისა და ცოცხლისა-მის, სასოსა შენისა:“ და სცეს საყვირსა და განვიდეს ყოველი სომხითი და სპარსნი, და მეფე დარუბანდისაჲ: ხოლო მეფე ვახტანგ და ყოველნი ქართუჱლნი განვიდეს ხედვად და დადგეს, და აღჯდა მეფე სპილოსა ზედა თეთრსა, და ეწყვნეს იგინი ზღვის კიდესამას რომელ არს ჭალაკი, რიყე ხერთვისისა: მისვლამდე სპარსთა ლაშქრისა, მოეკლა ბერძენთა ერისა-მის-გან ოც და შვიდი ათ-ასი და განძლიერდა ბრძოლაჲ და მოკლეს დედის ძმაჲ ვახტანგისი, ერისთავი სპარსთა, და მოკლეს იპაჯაჯ, მეფე ლეკთა, და მრავალნი ერის მთავარნი, და იძლია ბანაკი აღმოსავლისა: იყო ბერძენთა სპასალარი პალეკარტოს ლოღოთელი, დის-წული მეფისა, და იყო იგი ძლიერ და მას მოეკლნეს ძლიერად, ბუმბერზნი სპარსთანი, და ესეცა ერის-თავი მანვე მოკლა:

მაშინ გარდამოჴდა მეფე ვახტანგ ეტლთა-გან. არა-რომელი ჩვენ გვინდა, გარნა რომელიღა სთნდა რამეთუ ჩვენ ვიტყოდით მშვიდობასა. არამედ სილაღე-მან სპარსთამან აგინა ღმერთსა, და ღმერთ-მან შურ -იგო და მოკლეს ერის-თავი რანისა, რომლისა-თჳს ყოველი სპარსეთი ვითარცა მოოჴრებასა სპარსეთისა იგლოვს: აწ დამდაბლდა სილაღე სპარსთა, მოიყვანეთ ჯვარი და წარვიძღვანოთ, რათა რომლით გუძლევდენ მითვე იძლინენ, და ჰქმენით ძედ ძლიერებისა, და ნუ-ვინ ვბრძავთ ურთიერთსა, სხვისა მიერ და ნუ ეძიებთ ძლევასა მტერთასა, არამედ იყუნენ ჴელნი თქვენნი ვითარცა ჴელნი ჩემნი, რათა არა ვიძლინეთ სრულიად: არა ხოლო აქა ვდევნნე.თ არამედ ადარბადაგანამდე, ვითარცა იდევნიან ყორანნი მართვეთა-გან თჳსთა:“

და მოიყუანა პეტრე მღუდელ-მან ჯვარი, და ჰრქუა მეფე-მან: "დადეგ წინაშე პირსა მტერისასა და ერისა ჩვენისასა, და არქუ ყოველთა, თაყუანის-ეცით ჯუარსა და ვსძლიოთ:“ და უბრძანა დემეტრეს, ერის-თავსა თჳსსა და ჯუანშერს სპასპეტსა რათა მიჰყვენ ჯუარსა თანა: ქადაგი ჴმობდა ძლიერად "რომელმან არა თაყუანის-სცეს ჯუარსა მოკვდინ:“ და მივიდოდეს ყოველნი ერნი, და თაყუანის-სცემდეს და დგებოდეს წინაშე ჯვარისა: ხოლო ბორზო მოვაკნელ-მან მეფე-მან ჰრქვა: "არა დაუტეობ ნათელსა შემწველსა, და არა თაყუანის- ვსცემ ძელსა მაშმელსა, რომელი განშვენებულ არს ოქროთა, და ანთრაკითა:“ დასცა მას ლახვარი ჯუანშერ სპასპეტმან, და დაეცა მძორი მისი: მიერით-გან არღა-რა-ვინ იკადრა გმობად ჯვარისა და აღთქუმით ეტყოდა ერი-იგი მეფესა ვახტანგს: "უკეთუ შემეწიოს ჩვენ ჯვარი, არღა-რა იყოს ჩვენდა სხუა ღმერთი, გარნა ჯვარ-ცმული:“ და გარდაჴდა მეფე და თაყუანის-სცა, და ყოველი ერი მისთანა: და თქვა მეფე-მან: "აჩვენე ძალი შენი ერსა ამას შენსა, ურწმუნოსა, რათა მოიყვანნე სარწმუნოებად, უფალო ღმერთო მორწმუნენი შენნი, დაღაცა თუ მოკვდენ, ცოცხალ არიან. და ცხოველნი შენნი, შენ ცხოველისა-გან ძლიერ არიან:“ და სპანი-იგი ბერძენთანი გამოვიდეს ვითარცა ველად: ხოლო პალეკარტოს ვითარცა მგელი სისხლითა აღმოსვრილი და ვითარცა ლომი განძვინებული მოიზახდა, და შეურაცხ-ჰყოფდა სპათა-მათ: ხოლო მეფე-მან თქვა: "ვინ-არს თქვენ შორის კაცი, რომელი ეწყოს ამას და სწორ იყოს მეფობისა ჩემისა:“ და წარვლო ქადაგმან ორ-გზის და ვერ-ვინ იკადრა ყოვლად სიტყუად:


აქა ვახტანგ გორგასლისა და პალეკარტოს ბერძენთ სპასპეტის ომი, და მოკვლა პალეკარტოსისი ვახტანგისა-გან:
[edit]

მაშინ თქუა ვახტანგ. "არა ძალითა განძლიერდების კაცი, არამედ ღმერთ-მან მოსცეს ძალი, და მე ვესავ ძალსა შენსა, და ვითარცა დავით განვალ ნიშითა ჯუარისა შენისათა. მომეც მე ძალი ვითარცა დავითს გოლიათსა ზედა, რამეთუ ესეცა მაყვედრებელად შეურაცხებით მოუჴდა ჯუარსა შენსა: რამეთუ რა-ჟამს იხილა ჯუარი აღმართებული ძალად ჩვენდა, არა ივლტოდა მის-გან, არამედ სასოებითა ძალითა მისისათა განვიდეს ბრძოლად:“ და თქუა: " იხილე ღმერთო, ამპარტავანი, და დაამდაბლე. კვალად იხილე ჭირვეული და იჴსენ: ხოლო ისი შეურაცხად მიჩნს და არა მეშინის, რამეთუ ძალი შენ-მიერ დიდ არს, რომლითა ვსძლოთ, არამედმეშინის შენ-გან, რამეთუ მდაბალთა ჴმანი ისმიან, და შენ გჴადი შემწედ ჩვენდა:“ აღმოიჴადა ჴრმალი და შეამთხვია ჯვარსა და განვიდა შორს განწყობილთა -მათ, და თქუა: "არა ჰბრძავნ ლომი ჴარსა, რამეთუ მე მეფე ვარ და შენ მონა, არამედ დავდვა თავი ჩემი ერისა ამის-თჳს, რათა ჰრწმენ ეს ძალი ჯუარისა:“

მოუტევა პალეკარტოს, ხოლო ვახტანგ საომრად ნებასა მიეახლებოდა: და აღიზახნეს ორთავე-მათ განწყობილთა ჴმითა საშინელითა, და იყო ჴმაჲ-იგი ვითარცა ჴმაჲ ქუხილისა, რომლითა შეიძრა ქვეყანაჲ: და დასცა ლახვარი პალეკარტოს ფარსა ვახტანგისასა, რომელი იყო ვიგრის ტყავისა, და განვლო ფარსა ვითარცა მწყრთა ერთი, რომელი იყო სიმსხოჲ ლახვრისა ვითარცა მკლავი კაცისა: და მისცა ფარი-იგი მეფე-მან ლახვარსა მისსა, და მიეტევა პირის-პირ, დასცა ჴრმლითა ჩაბალახსა ზედა, და განაპო თავი მისი ვიდრე ბეჭთამდე: და მიყო ჴელი და უპყრა თავისა მისისა ნახევარი, და მიიღო წინაშე ჯუარისა, და თქუა: " ყოვლისა განდგომისა შენისაჲ ესე იყავნ ნაწილი:“ და მიეტევნეს სპანი ვახტანგისნი სპათა ბერძენთასა, და აოტნეს იგინი, და აღიჭრნეს გუნდ-გუნდად, და მიაწყვდინეს ზღვის პირსა, და არა-ვინ განერა მათგანი, გარნა რომელი შეესწრა ზღვად, და ივლტოდეს ნავითა: მას დღესა შინა მოსწყდა სპათა-გან ვახტანგისთა ორ-მოც და სამი ათ-ასი, ხოლო სპათა-გან ბერძენთასა მოსწყდა სამ-ოც და თორმეტი ათასი. და შეიპყრეს ტყვედ მათგანი ას-ოც და ხუთი ათ-ასი: და ვითარცა მოიქცეს სპანიიგი გვამსა ზედა ვარაზ-ბაკურ ვახტანგის დედის ძმისასა, იგლოვეს და შემურეს იგი შარითა და მურითა, და წარსცეს ბარდავად: ხოლო მეფე-მან ვახტანგ მოუწოდა ყოველთა სპათა, და უბრძანა მოყვანებაჲ ყოველთა ტყვეთაჲ: და მოიყვანეს, და იყო ერთ რიცხვად ყოველი მამაკაცი და დედა-კაცი შვიდ-ას ოთხ-მოცი ათ-ასი. და წარსცა იგი ყოველი წინაშე კეისრისა, ჴელითა ნასარისითა, და ადარნერსესითა, ერის -თავთა მისთათა: და მიწერა წიგნი, ვითარმედ. "სიბრძნე ღვთისა მიუწდომელ არს, და სიბრძნესა კაცთასა და ნებასა სძლევს ნება ღვთისა: მე უწყი, რამეთუ არა არს ნებაჲ შენი საქმესა ამას, რომელ ესე იქმნა პალეკარტოსისა-გან არცა-თუ ერთო ნებაჲ ჩემი, რომელი ესე ქმნა დედის ძმა-მან ჩემ-მან, და ორნივე ესე ძვირის მოქმედნი ძვირმან მოინადირნა: ამის-თჳს ყო ესე ღმერთ-მან, რამეთუ ახალ ნერგნი ესე ხოლო იყუნეს სარწმუნოებად შიშსა მისსა ქვეშე ვითარცა-იგი უძღებისა-თჳს შვილისა ყო საქმე განსაცხრომელი: ხოლო თქვენ პირველნი შვილნი ხართ ღვთისანი და მარადის მისნივე ხართ: აწ მწუხარებაჲ ესე დედისა ძმისა ჩემისა და დის-წულისა თქვენისა-მიერ ნუ-გეშინის -ვეც, რა-ჟამს ვიძიე შური მკულელთა მისთა: ხოლო თქვენ ნუგეშინის-გეცით ერისა ამის-თჳს, რომელი იჴსნა ღმერთ-მან შვიდას ოთხმოცი ათ-ასი და უკეთუ ბრძანებდე მიმთხვევად ჩემდა, გამოისწრაფე, და უკუეთუ არა, მოციქულითა განაგე საქმე ჩვენი რამეთუ დამძიმდა დგომაჲ ჩვენი ქვეყანისა ამის-თჳს მოოჴრებულისა:“

ხოლო ვიდრე მოსვლამდე მოციქულთა ფრიად მწუხარე იყო კეისარი. არამედ რა-ჟამს უთხრეს, ვითარმედ "ტყვე პირველ შეპყრობილი და ტყვე ერისა-გან მეოტისა ყოველი დაუკლებლად განუტეობია,“ მაშინ განიხარა ფრიად და ყოველთა დაუტევეს მწუხარებაჲ: და შეჯდა მეფე ნავსა, სამ ათ-ასითა დრომონითა, სუბუქად ზღვის კიდესა, და მოუწოდა ვახტანგს, და ყვეს ურთიერთარს აღთქმა და ფიცი, და განაგეს საქმე წინდობისაჲ. და უკუნ-სცა კეისარმან საზღუარი ქართლისანი. ციხე თუხარისისა და კლარჯეთი ყოველი, ზღვით-გან ვიდრე არსიანთამდე. და ჴევნი რომელნი მოსდგმანან ღადოთა: და გამოიკითხა კეისარ-მან საზღვარი საბერძნეთისა, ქვეყანაჲ ზღვის პირსა, რომელ არს აფხაზეთი, და ჰრქუა: "ესე ეგრის წყლით-გან ვიდრე მდინარემდე მცირისა ხაზარეთისა ესე საზღუარი არს საბერძნეთისა, ალექსანდრობით-გან რომელი აწ შენ მიგიღია მკლავითა ჩვენ-გან აწ იგი უკუმოგვეც, და ოდეს წარიყუანებდე ცოლსა შენსა ასულსა ჩვენსა, მაშინ მოგცე მის-გან ქვეყანა:“ და დაუწერა ეგრის-წყალსა და კლისუ რასა შუა ქვეყანაჲ ზითვად, და სხვაჲ აფხაზეთი უკუსცა ვახტანგ ბერძენთა:

და წარმოვიდა ვახტანგ გზასა კლარჯეთისასა, და სპანი მისნი განუტევნა გზასა სომხითისასა. და ვითარ მოიწია თუხარისად, მიხედნა და შეუყვარდა ციხე და თქუა. "ჭეშმარიტად თუ ხარ შენ ციხე:“ და ვითარცა წარმოვიდა, იხილა კლდე შუა კლარჯეთისა, რომელსა სოფელსა ერქუა არტანუჯი, და მოუწოდა არტავაზ ძუძუს-მტესა მისსა, და დაადგინა იგი ერისთავად, და უბრძანა რათა ააგოს ციხე არტანუჯისა, და უბრძანა რათა გამონახოს ჴევსა-მას შინა სამონასტრე და აღაშენოს ეკკლესია, და ჰქმნეს მონასტრად, ვითარცა ეხილვნეს მონასტერნი საბერძნეთისანი: და ჰრქუა არტავაზს: "უკეთუ განძლიერდენ სპარსნი ჩვენ-ზედა, საყუდელი ჩვენი აქა ყოფად არს:“ ხოლო არტვაზ აღაშენა ციხე არტანუჯისა, და მონასტერი, და სამნი ეკლესიანი, დაბაჲ მერისა, შენდობისა და ახიზისაჲ, და განაახლა ციხე ახიზისა, და ჰქმნა იგი ქვაბად: და ვითარ წარმოვიდა ვახტანგ ქალაქად თჳსად მცხეთად, იყო სიხარული დიდი და მადლისა მიცემაჲ ღვთისა და შეიქცა იგი მშვიდობით, და მისცა ნიჭი დიდი ერსა თჳსსა:

ხოლო მეფე-მან სპარსთა-მან ვითარცა სცნა, ვითარმედ მიიქცა ვახტანგ ბერძენთა კერძო, შეიქცა სპარსეთად და მოკუდა: და დაჯდა მეფედ ძეჲ მისი, და ვიდრე მოიწიფებოდა იგი, წარმოჴდა ამას შინა სამი წელიწადი:

ხოლო ვახტანგ მეფესა უშვა ცოლ-მან ძე და ასული მარჩბივად და მოკუდა შობასა შინა ბალენდუხტ დედოფალი ასული სპარსთა მეფისა: ხოლო ვახტანგ უწოდა ძესა თჳსსა სახელი სპარსულად დარჩილ, და ქართულად დაჩი: მაშინ ვახტანგ მეფე-მან ვერ მოიცალა მოყუანებად ცოლისა ბერძენთა მეფისა ასულისა, და ვერცა კათალიკოზისა და ებისკოპოსთა. რამეთუ მოელოდა იგი სპარსთა მეფესა მოსლვასა, ამაგრებდა ციხეთა და ქალაქთა, და ჰკაზმვიდა მჴედართა, და განამზადებდა ბრძოლად სპარსთა: მაშინ შეაგდო საპყრობილესა შინა ბინქარ მაცთური, ებისკოპოსი ცეცხლის მსახურთა,და მოსრნა და განასხნა ყოველნი ცეცხლის მსახურნი საზღვართა-გან ქართლისათა:

ხოლო სპარსთა მეფე, შემდგომად სამისა წლისა, წარმოემართა ბრძოლად ვახტანგისასა, და მოიწია ინდაბრიანთა, და დაიბანაკა: ხოლო ვახტანგ წარავლინა ბერძენთა თანა, და მიუმცნო, ვითარმედ "აჰა დღე იგი რომელ აღმითქუამს, ვითარმედ სპარსნი შემოვაწყვდინე ჴელსა შენსა: აჰა ესე-რა მომიყუანებიან შუა საზღუართა ქართლისათა, და ყოველი კაცი მათ- თანა, ვითარ სამ-ასი ათასი (რამეთუ ჰგონებდა იგი განმრავლებასა სპათა მისთასა სომხითით და მეფეთაგან კავკასიანთასა. ხოლო მათ ვერ იკადრეს განრთვად მისა: რამეთუ რომელთამე მათგანთა აქუნდა სასოებაჲ ჯუარ-ცმულისაჲ, ხოლო რომელნი იძლივნეს ეშმაკისა-გან, მეფენი დარუბანდისანი გაერთნეს): აწ აღმისრულებიეს აღთქმაჲ ჩემი, რომელ აღმითქუამს სადაცა მიპოვნიეს სახლი ცეცხლისა დამივსია ფსლითა, და მოგუნი და გაზირნი მიმიცემიან სატანჯველსა ბოროტსა, და მაცთური ბინქარიან მივეც საპყრობილესა და სიკუდილისა-გან გარდაიხვეწა: მან უკუჱ მოიყუანნა სპარსნი ქართლად, და დავსუ ებისკოპოსად მიქელ, კაცი სარწმუნო. ხოლო ბინქარ, ვითარცა მოიწია საზღვართა ქართლისათა, მოკუდა: აწ სწრაფით წარმოემართნენ სპანი შენნი, რომელ აქა შინა დაეცნენ ყოველნი მტერნი ჯუარისანი, და მოიცალო შენ ყოელთა მტერთა შენთა-გან, ხოლო ჩვენ თუ გვძლოს და განძლიერდეს იგი, და შემოვიდეს გზათა შიმბატისასა:“ ხოლო ვიდრე მიიწეოდეს მოციქულნი ვახტანგ მეფისანი, წარსრულ იყო კეისარი ქვეყანით ხაზარეთით კერძო, რომლისა-გან ვერ მოიცალებდა მოსლვად ქართლად: ხოლო ვახტანგ განაძლიერნა ციხენი ქალა- ქისანი, და ურჩეულესი მებრძოლი ერისა მისისა, ვითარ ასი ათ-ასი მჴედარი, და ასი ათ-ასი ქვეითი, იპყრა მის-თანა და დაუბანაკა მათ დიღუმით ვიდრე ქართლისა კართამდე, და სპარსთა დაიბანაკეს ცხენის-ტერფით-გან ჩაღმართ:



აქა სპარსთა მოსულა ქართლს, ვახტანგ გორგასლის საომრად, და ვახტანგისა-გან გამარჯვება მათ-ზედა:
[edit]

ხოლო ვახტანგ განაფართა ჴიდი მოგვეთისაჲ ვიდრე სამ-ოც მჴარი, ქცევისა-თჳს მათზედა სპათასა ხოლო მეფე და სპაჲ სპეტი ჯუაბშერ დადგეს მცხეთას, ხოლო ნასრ და მირდატ დაუტევნა სპათა ზედა სომხითისა და ქართლისათა, რომელნი დგეს არმაზით კერძო. და რაჲ ბრძოდიან სპარსნი არმაზით კერძო, მცხეთით განვიდიან. და რაჲ განვიდის ლაშქარი -იგი იმიერ კერძო მცხეთით, ეწყვნიან არაგვსა ზედა და ოდესმე): განვლიან ფონი მტკურისა და შეიბნიან ფონსა ზედა ტფილისისასა, და რომელსამე დღესა მათ სძლიან, და რომელსამე მათ: ხოლო ვახტანგს მეფესა შეექმნა ჩაბალახი ოქროსა, და გამოესვა წინათ მგელი და უკანათ ლომი. და რომელსა კერძოსა იძლეოდიან ქართუჱლნი მუნითცა მიჰმართის და მოსრის სპისა-მის-გან სპარსეთისა ვითარცა ლომ-მან კანჯარნი: მიერით-გან ვერღა-რა შეუძლებდეს სპარსნი წყობად მისა, და ისწავლეს იგი რომელსა ეწერა მგელი და ლომი. და ვითარცა იხილიან ვახტანგ, თქვიან: დურაზ გორგასალ:“ რომელ არს ესე: "მიჰრიდეთ თავსა მგლისასა:“ და მის-მიერ სახელ-ედუა ვახტანგ მეფესა გორგასალ: განძლიერდა მათ შორის ბრძოლაჲ ოთხ თუე ოდენ, და მოიწია მოციქული კეისრისა-გან და მოართვა ძღვენი ვახტანგს, და მოჰგვარა სპათა-გან ბერძენთასა ოთხმოცი ათასი მჴედარი. და მოუწერა ვახტანგს, ვითარმედ: "შევექეც წყობასა ხაყანისასა, და მომივლენია შენდა ოთხ-მოცი ათ-ასი მჴედარი და მომიწერია ლეონისდა, უკეთუ გიჴმდეს შენ ლაშქარი, წინაშე შენსა არს მელიტენით-გან ვიდრე ლამედემდე, და აღმოღმართ ვიდრე კარნუქალაქამდე, და მიბრძანებია ლეონისდა წინაშე შენსა იყოს:

და მოწევნილ იყო ლაშქარი ბერძენთა ჯავახეთს. ხოლო ვითარცა სცნა სპარსთა მეფემან ბერძენთა მოსვლა შველად მათდა იწყო ზრახვად ვახტანგისსა: მიუმცნო მოციქულსა, და ჰრქუა "რასა-თჳს მოვსწყდებით ურთიერთარს, ძმანი კაცნი და შვილნი ნებროთისნი: უკეთუ ცეცხლი არს ღმერთი, შე-უკუე-ეწიენ იგი თავსა. ხოლო თჳთოეული ჩვენგანი სათნოსა სულისა თჳსისასა ჰმსახურებდეს:“ ვითარცა მივიდა მოციქული და უთხრა, სთნდა ვახტანგს და ყოველსა ერსა მისსა, და მისცა ნიჭი ვახტანგ მეფე-მან მიუვლინა მოციქული და ჰრქუა: "გიხილავს ძალი ჯუარისა, და ყოველთა მოგვაქუნდა ხარკი ვიდრე გამოჩინებადმდე ჯვარცმულისა: რა-ჟამს გამოჩნდა იგი მძლე ექმნნეს ყოველნი თაყუანის-მცემელნი მისნი წინაშე მისსა, და მოხარკენი შენნი ბერძენნი მოღმართ გბრძვანან, და მოაოჴრნეს სამსახურებელნი ცეცხლისანი: აწ უკეთუ გვბრძოდი ჩვენ დატეობისა-თჳს სჯულისა, მოვკუდებით ჩვენ მის-თჳს, ვითარცა მოკუდა ჩვენთჳს და მან აღმადგინნეს ჩვენ: ხოლო უკეთუ აღასრულო სიტყუაჲ შენი და არა იყოს ცეცხლი ღმერთად შენდა, და იყოს ღმერთად შენდა ქრისტე, მამად და უფლად გხადო შენ დაღაცათუ ჩვენ პირ-მშონი ვართ, არამედ თქვენ სხდეთ საყდართა ზედა მამისა ჩვენისათა:“ ვითარცა უთხრეს სიტყუაჲ ვახტანგისი, შეიწყნარა და წარსცა ძღვენი გორგასალსა ძლიერად, და მისთანა გჳრგჳნი ანთრაკოანი, და ჟამი დადვეს შეკრებისა: აიყარა მეფე სპარსთა განთიად, და დადგეს ველსა კალისასა: ხოლო ტფილისი სოფელი და კალაცა მოოჴრებული იყო მაშინ. ხოლო მეფე ვახტანგ დადგა ჯაჭვს, და შეკრბეს მასვე ველსა ორნივე მეფენი, და მოიკითხეს ურთიერთარს, და უყვეს აღთქმაჲ თავის-თავისა სჯულსა ზედა გარდაუვალ და მოჰხადა მას დღესა სპარსთა მეფე გორგასალ-მან ლაშქრით თჳსით ტფილისად, და უძღუნა გორგასალ-მან მჴევალი ათ-ასი, მონაჲ ხუთასი, სტავრაჲ სკარამანგი ხუთ-ასი, ბიზიონი რუზმაჲ ხუთ-ასი. ჴდალი ცხენი ათი ათასი ცხენი ბარგისა ხუთ-ასი ჯორი სამ-ასი ზროხა, ოთხ-ასი, ცხვარი ათი ათ-ასი: და დღესა მესამესა, მივიდა გორგასალი მის-თანა და თანა წარიტანა ლეონ, ანთიპატრიკი კეისრისა, და ყვეს განზრახვა და აზრახა ანთიპატრიკ-მან გორგასალსა, რათა ყოს მშვიდობაჲ შორის კეისრისა და ხვასროსა, რამეთუ ეშინოდა ბერძენთა, ნუ-უკუჱ შევიდნენ საბერძნეთად სპარსნი. და მოაოჴრონ იგი. რამეთუ სპანი საბერძნეთისანი ყოველნი იყუნეს ხაზარეთს: და ჰრქუა ხვასრო გორგასალსა. "ითხოე ჩემ-გან რაცა გნებავს თავისა შენისა-თჳს, და სხვისა ვის-თჳს-ცა გნებავს: ხოლო გორგასალ-მან ჰრქუა: "მნებავს რათა იყოს მშვიდობაჲ შენ შორის და კეისრისა: ჰრქუა ხოსრო "დაამძიმე თხოვაჲ შენი ჩვენ-ზედა: არა ყვიან წყალობა. ამის-თჳს ვყავ სიყუარული შენ-ზედა, რათა შევიდე საბერძნეთად და შური ვიძიო მათ-გან და აჰა მოციქული ხაზართა მეფისა მეათე დღე არს, რაჲთ-გან მოსრულ არს. და შენ არა უწყი მიზეზი მტერობისა ჩვენისა: ხოლო აწ მიგითხრა სილაღე მათი ჩვენ-ზედა, და მერმე ვჰყო ნებაჲ შენი, ვინათ-გან აღგითქუ ფიცითა ძლიერითა, ვითარმედ არა ვყო უნებელი შენი:“ და თქუა ვითარმედ: "შენ უწყი რამეთუ ზღვასა მოღმართ ჩვენი არს საზღვარი, განყოფილი ნოესით-გან და აწ იგი მბრძავს ჩვენ ჯაზირსა და შამსა, და მოოჴრებულ არიან ქალაქნი-იგი ხოლო შამი სამეფო ჩვენი არს: არამედ ჯაზირისა ნახევარი განწესებულ არს მამათა ჩვენთა. შენი არს ხვედრად, და მიუღებიეს იგი ბერძენთა, და მე ესე-რა შევიდოდე უკმოღებად მისა: აწ რომელი ნაწილი მამათა შენთა არს, შენ განყავ, შენ იცი და ბერძენთა. ხოლო სხუაჲ ჯაზირისაჲ მომცენ მე ბერძენთა, და რომელი ვითხოე მე შენ-გან:

ხოლო ვითარცა ესმა ესე ლეონ ანთიპატრიკსა, განიხარა ფრიად და თაყუანის-სცა ორთავე მეფეთა, და თქუა: "ხუთნი ქალაქნი ჯაზირისანი შენდავე იყუნენ, შენნი კერძნი. რამეთუ ნახევარი სიკილიისა, რომელი მოგვეღო შენ-გან უკუჱ-გცეთ და დღეთა ჩვენთა იყავნ მშვიდობა შორის შენსა და მისსა: და თქუა მეფე-მან "ვინაჲ უწყის თუ დასჯერდეს ბერძენთა მეფე ქმნულსა ჩვენსა:“ და თქუა ლეონ: "რა-ჟამს წარმომავლენდა მე, ძალად ამის მეფისა, ჰრქუა მეფესა ჩვენსა მონაზონ-მან ვინმე ღვთის მეცნიერ-მან ვითარმედ სთნავს, ღმერთსა მშვიდობაჲ სამთავე ამათ მეფეთა: და იქმნაცა ეგრე ხოლო კეისარ-მან უბრძანა მწიგნობარსა და დაწერა წიგნი ზავისაჲ. აჰა აქა არს აღწერილი წიგნი მისი, ვითარცა ესე ვთქუ: "წარიკითხეს წიგნი-იგი დაწერილ იყო ფიცით "თჳნიერ მისა რომე ლი მოსცა სპარსთა მეფემან ივბიმიანოზს, არა ვძებნო თქვენ -ზედა:“ და მოუწოდა მეფე-მან სპარსთა-მან ხაზართა მეფისა მოციქულსა, და უთხრა მან აღზრზენაჲ სპარსთაჲ ბერძენთა ზედა: მაშინ მოიღო სპარსთა მეფე-მან ქარტაჲ და დაწერა ჴელითა თჳსითა წიგნი ბერძენთა მეფისა სიყუარულისაჲ და ჩინებაჲ საზღუართაჲ და სიკილიისა უკუცემისა-თჳს, მისცა ფილისტიმი საზღვრითა იერუსალიმისათა: და თქუა ვითარმედ "ქალაქი სჯულისა თქუჱნისა არს იერუსალემი:“ და მისცა გორგასალსა ნიჭი, ალვაჲ ლიტრა სამ ათ-ასი ამბარი ლიტრა ხუთ-ასი მუშკი ლიტრა ხუთ-ასი, სამოსელი ხვასროანი ათ-ასი, და ხაზდი სამი ათასი:

და წარვიდა ვახტანგ მეფე შინა ხვალისა-დღე მიავლინნა ვახტანგისსა ბარზაბან, საკუთარი, და მობიდან, და ჰრქუა ესრეთ გორგასალსა. "რომელი გინდა ჩემ-გან მე ვქმნე აწ იგი და განაგენ საბრძანებელი შენნი, ვითარცა გნებავს: მიავლინენ დასტურნი დაითვალე ქალაქნი შენი რომელნი მიგცენ შენ: ხოლო ბარზაბანისდა მიბრძანებია მისლვაჲ კეისრისა, მითვალვად ქვეყანათა და ქალაქთა თქვენთა: ხოლო შენ უწყი, რამეთუ საქმესა ამას ჩემსა ზედა განრისხნენ სპარსნი მოხუცებულნი, რამეთუ მათ ებრძანა ჩემ-მიერ შემუსრვა საბერძნეთისა. ხოლო მე დღეს საზღვარით ჩემით ორი სამეფო მივანიჭე: აწ ესე არს სათხოელი ჩემი, რათა დაჲ შენი მომცე ცოლად, და შენ წარმოხვიდე ჩემ-თანა ქვეყანასა მამისა ჩვენისა, რათა ჰნახნე ნათესავნი შენნი და შენ შემწე მეყო მე თავითა შენითა, მტერთა ჩემთა ზედა, აბაშთა და ელამთა ჰინდოთა და სინდთა, რამეთუ უძუირესი ბოროტი და დამდაბლებაჲ მეფობისა ჩემისაჲ მათ ჰყვეს: აწ ოდეს მოხვიდე ჩემ-თანა ესრეთ ვრქვა მოხუცებულთა და მარზაპანთა ჩემთა, რამეთუ სიყუარული ვყავ ჩემი და მოყუარეთა ჩემთა, რამეთუ ესრეთ ინება ძმამან ჩემ-მან ვახტანგ მეფე-მან: რომელნი ქვეყანანი მივსცენით მათითავე შემწეობითა მოხარკე ვყუენით მტერნი ჩვენნი, და ამით დავაცხროთ გულისწყრომაჲ მათი ბერძენთა ზედა: ხოლო შენ თავითა შენითა მინებ ძალად ჩემდა, არამედ სპანი შენნი ადგილსავე იყუნენ:

მაშინ ვახტანგ მოუწოდა თანა-მზრახველთა თჳსთა და ეზრახა ლეონ ანთიპატრიკსა ესრეთ, ვითარმედ "დიდ არს კეთილი შენი ბერძენთა ზედა უფროს მეფეთა-მათ რომელნი სხენან საყდართა მათთა, რამეთუ შენ დასცევ ქალაქი პონტოსა შემუსრვისაგან და შენ მიანიჭე შვიდას ოთხ-მოცი ათ-ასი სული, და დღეს შენ მიერ მიეცემის ჯაზირაჲ და ფილისტიმი, რომელ მშვიდობით არა-რომელსა მეფესა ბერძენთასა შეუპყრია: და მართალ არს ხვასრო. უკეთუ არა ჰყო მის-თანა სათნოებაჲ, უჴმრად შეურაცხ-ჰყოს იგი ერ-მან მის-მან. დაღაცა თუმცა მან არა გვითხრა, მი ღმართ ვაძლიოთ, რამეთუ ესე არს სრული სიყუარული. მიგცე ლაშქრისა ჩემისაგან ათი ათ-ასი ჭურვილი, და მე წარვყვე მოციქულთა შენთა თანა, წინაშე კეისრისა. და მუნით გამოგერთო ჯაზირას, სპითა ძლიერითა:“ ესე განაზრახა ლეონ ანთიპატ-მან, და სთნდა მეფესა ვახტანგს და ყოველთა წარჩინებულთა მისთა განზრახვაჲ მისი და მისცა სპარსთა მეფესა ვახტანგ დაჲ მისი ცოლად, რომელსა ერქუა მიჰრანდუხტ, რომელი წარტყუენილ იყო ოვსთა-გან და გამოეჴსნა ვახტანგს: ხვარანძე ამის-თჳს არა მისცა, რამეთუ დაწინდებულ იყო იგი სომეხთა პატიახშისა: და მოიყვანა ვახტანგ ძე მისი, რომელსა ერქუა სპარსულად დარჩილ, ხოლო ქართულად დაჩი: მაშინ იყო ხუთისა წლისა, და დაადგა გჳრგჳნი და დაუტევა მეფედ, და დაუ ტევნა მის-თანა შვიდნი წარჩინებულნი მისნი. პირველად ჯვანშერ სპასპეტი, მპყრობელი შიდა-ქართლისა და მფლობელი ყოველთა ერის-თავთა. და დემეტრე ერის-თავი კახეთისა და კუხეთისა. გრიგოლი, ერის-თავი ჰერეთისა. ნერსარან, ერის-თავი ხუნანისა. და ადარნასე, ერის-თავი სამშვილდისა. და სამნაღირ, ერის-თავი შიდა -ეგრისა და სვანეთისა. და ბაკურ ერის-თავი მარგუისა და თაკვერისა: და ამათ შევედრა ძე თჳსი დაჩი, და უბრძანა აღშენება უჯარმოსა, და მუნ შინა ზრდაჲ დაჩი მეფისა, რამეთუ სიმარჯვედ გამონახა იგი ნადირთა და საცხოართა-თჳს: და წარიტანნა თანა ოთხნი წარჩინებულნი მისნი. არტვაზ, ერის-თავი კლარჯეთისა, და ნასარ ერის-თავი წუნდისა, და ბივრიტიანი, ერის-თავი ოძრჴისა, და საურმაგ, ეჯიბი მისი დიდი, და მათ-თანა ათი ათ-ასი მჴედარი ლაშქრისა მისისა დარჩეული: და ლეონ ანთიპატრიკ-მან ლაშქრისა მისისა-გან დაუტევა ათი ათასი ბერძენი. და თჳთ წარვიდა წინაშე კეისრისა, და ვახტანგ მეფე-მან წარატანა თანა დესპანად არტვაზ ერის-თავი, კლარჯეთისა თავი. და წარსცა ყოველი ნიჭი წინაშე კეისრისა, რომელი მი- ენიჭა მეფესა ხვასროს: გარნა სტავრაები და ტაიჭები დაიჭირა თავისა თჳსისა-თჳს, და სხუა ყოველი წარსცა და უბრძანა არტვაზს, რათა ჯაზირას მოერთოს ლეონ ანთიპატრისა თანა: ხოლო ვახტანგს ევედრნეს დედაჲ და დაჲ მისი ხვარანძე, რათა წარიტანნეს თანა და ილოცონ იერუსალიმს: წარიტანნა, და წარვიდეს ვახტანგ მეფე და ხვასრო გზასა ადარბადაგანისასა, და მუნით წარვიდეს ვახტანგ, და დედაჲ და დაჲ მისი, იერუსალიმს, და ხვასრო ელოდა ანტიოქს: შევიდეს და ილოცეს წმიდასა აღდგომასა, და მოილოცნეს ყოველნი ადგილნი წმიდანი, შეევედრნეს წმიდასა აღდგომასა, და შესწირეს შესაწირავი დიდი, და წარმოვიდეს ანტიოქს:

ხოლო ლეონ ანთიპატრიკ კეისრისა, და არტავაზ, ერის-თავი ვახტანგისი, მოვიდეს ოცი ათ-ასითა მჴედრითა და რჩეულითა, და მოართვეს ხვასროს კეისრისა-გან ძღვენი მიუწდომელი, და ვახტანგს ნიჭი მიუწდომელი და მოემცნო კეისარსა მოციქულთა და სიხარული და მადლისა მიცემაჲ ღვთისა და ვახტანგის ქებაჲ და მადლი მიუწდომელი: და მოემცნო ვახტანგისად. "მიბრძანებია ლეონისდა ესრეთ, რათა იყოს შიშსა და ბრძანებასა შენსა ქვეშე ვითარცა ჩემსა:“ და შეკრბა ვახტანგის საბრძანებელსა ქვეშე ბერძენნი, და ქართუჱლნი და სომეხნი, ორ-მოც და ათი ათ-ასი მჴედარი, რჩეული მაშინ უბრძანა სპარსთა მეფე-მან ვახტანგს. "ოდეს დედაჲ და დაჲ შენი აქამომდის დამაშვრალ არიან, მოვიდენ იგინიცა სამეუფოდ ჩემდა, რათა ერთობით აღვასრულოთ სიხარული ჩვენი: მერმე თუ ინებონ წარსლვა ქართლს, წარვიდენ იგინი გზასა რანისასა: ხოლო თუ ინებონ ლოდინებაჲ შენი გელოდიან ურაჰას, ქალაქსა შინა.“ სთნდა უკუე ვახტანგს ბრძანება ხვასროსი და წარიტანნეს თანა და წარემართნეს: და წარგზავნნა სპარსთა მეფე-მან მოციქული წინაშე ყოელთა წარჩინებულთა, სპარსეთისათა, და მიუთხრა ესე ყოველი: ხოლო მათ განიხარეს სიხ არულითა დიდითა: რამეთუ ცეცხლ-ებრ ეგზებოდეს ბრძოლისა-თჳს ჰინდოთა, სინდელთა და აბაშთა, და ჯორჯანთა-თჳს: და მივიდეს ბაღდადს და მოეგებნეს ყოველნი წარჩინებულნი სპარსთანი, სიხარულითა დიდითა. და აღასრულეს ქორწილი სამეუფო, ექვს თვე განცხრომითა და განსვენებითა მიუწდომელითა: და შემდგომად ქორწილისა მისცა ნიჭი დიდ-ძალი დედასა და დასა ვახტანგისსა და წარმოვიდეს ურაჰას: პატივ-სცემდა ვახტანგს ყოველი ერი სპარსთა. ვითარცა ხვასროს, მეფესა მათსა, და მერმე წარემართნეს მტერთა ზედა:


აქა ვახტანგ გორგასლისა-გან სპარსთ მეფისა შველა ჰინდოთა, სინდელთა, აბაშთა და ჯორჯანთა ზედა და ყოველთა-ზე გამარჯვება ვახტანგის-გან:
[edit]

პირველად მივიდეს ჯორჯანეთს და წარმოტყვენეს ჯორჯანეთი, ყოვლად უმკჳდრო ყვეს, და დასხნეს ადგილსა მათსა ნათესავნი სპარსთანი, და ელამნი: და მიერით-გან იქმნნეს ჯორჯანნი გლეხად, რომელნი აწ არიან მებეგრენი სპარსთანი:


შესლვა ჰინდოეთს ვახტანგ გორგასლისა-გან და ვახტანგის-გან გამარჯუჱბა მათ-ზედა:
[edit]

და მუნით შევიდეს ინდოეთად, და მუნ იქმნნეს წყობანი ძლიერნი ბუმბერაზთანი თითოს-თითოთანი. და იყო მუნ წესად, რომელ-მანცა მათგან-მან სძლის ბუმბერეზთა, ივლტინ მის წინაშე ბანაკი მისი: ხოლო ვახტანგ მეფე-მან მოკლა ბუმბერეზი თხუთმეტი მუნ შინა, რომელთა დაეცნეს მრავა ლნი გოლიათნი სპარსთანი: დაყვეს ბრძოლასა შინა ჰინდოეთისასა სამი წელი. და წარმოტყვენნეს უმრავლესნი ქვეყანანი ჰინდოეთისანი, არამედ მტკიცენი ციხე - ქალაქნი ვერ გან- ტეხნეს, რამეთუ ზღვათა შინა იყვნეს, და წარმოიღეს ხარკი ჰინდოთა მეფისა-გან. მუშკი ლიტრა ათ-ასი ამბარი ეგ-ზომივე ალვაჲ, ნავი ათი. თვალები, იაკინთი და ზურმუხტი, ნავი ერთი, და მას-თანა საფირონი თჳთო სახე. ოქრო, აქლემი ასი ვეცხლი, აქლემი ხუთ ასი:


შესლუა სინდეთს ვახტანგ გორგასლისა-გან და გამარჯვება ვახტანგისა-გან:
[edit]

და მუნით შევიდეს სინდეთს: მაშინ სინდთა მეფე-მან განყო ერის-თავნი ციხეთა და ქალაქთა შინა. და რომელსაცა კერძსა განვიდიან სპარსნი მტყვენავნი, გამოუჴდიან ლაშქარნი სინდელნი, ციხეთა და ქალაქთა-გან და დასდვიან ვნებაჲ დიდი სპარსთა ზედა: და მოსწყდა ურიცხვი ერი სპარსთაგანი, ხოლო ძალითა ქრისტესითა არა-სადა იძლივნეს ვახტანგის სპათაგანნი, და ყოვლადვე მძლედ გამოჩნდეს მტერთა ზედა: და მჴნედ მბრძოლად გამოჩნდეს ოთხნი-იგი წარჩინებულნი ვახტანგისნი, და ლეონ ბერძენი. რამეთუ მათ დასცნეს მრავალნი მებრძოლნი, სინ დელნი ბუმბერეზნი: ხოლო სინდთა მეფე იყო ქალაქსა შინა სინდიას: მაშინ ყოვლითა ძალითა მათითა მივიდეს სინდიას, და მუნ მიხვდეს ბრძოლანი ძლიერნი, და დღეთა ყოველთა გამოვიდის თჳთ სინდთა მეფე, რამეთუ იყო იგი მჴნე გოლიათი და შემმართებელი, და გამოიტანნის მჴედარნი სინდეთისანი, და იყვის ბრძოლა ბუმბერაზთა: რომელსამე დღესა მათ სძლიან, და რომელსა მე მათ: და სინდთა მეფე-მან სძლო, თავისთავითა, ყოველთა ბუმბერაზთა მბრძოლთა მისთა, და არა მიხვდეს იგი და ვახტანგ ბრძოლასა შინა, დღეთა მრავალთა: მაშინ სინდთა მეფე-მან ველსა-მას-ზედა, კართა ქალაქისათა, ღამე თხარა მთხრებლი დიდი, და სამალავები შიგან მთხრებლსა მჴედართაჲ, და სიმარჯვით დაუტევნა გზანი გამოსა- ვალნი, და ჩაადგინნის მუნ შიგან მჴედარნი ათნი რჩეულნი. და დილასა ადრე გამოგზავნა ბუმბერეზი ერთი: მას დღესა ხვედრი იყო ვახტანგისი, კართა ცვისა-თჳს და მიდგა ესე ბუმბერაზი, დასთხოა ბრძოლაჲ ვახტანგს თავის-თავ რათამცა წარიტყუა და შეჰჴადა მათ მჴედართა ზედა: მაშინ საურმაგ, ეჯიბი ვახტანგისი, განვიდა და ჰქუა: "არა ხარ შენ კადნიერ ბრძოლად მეფისა, არამედ მე გებრძოლო, მონაჲ მონასა:“ და მიეტევა. ხოლო სინდელი-იგი გაიქცა, და მისდევდა საურმაგ, ჩუეულებისა-ებრ. რამეთუ მრავალ-გზის ბრძოლილ იყო ველსა-მას ზედა. და ვითარ წარჰჴდა, დამალულთა მათ მჴედართა გამოუჴდეს ზურგით მისსა, და იგი მეოტი შემოიქცა. ხოლო საურმაგ სცა ჰოროლნი წინასა-მას და მოკლა. ხოლო ათთა-მათ მოკლეს საურმაგ: მაშინ მიეტევა თჳთ მეფე ვახტანგ, და მის თანა სამნი-იგი წარჩინებულნი მისნი, არტვაზ, ბივრიტიან და ნასარ, და მათ თანა ლეონ ბერძენი: ხოლო სინდელი -იგი ივლტოდეს, და მისდევდა ვახტანგ მოყუვსითურთ ვიდრე კართამდე ქალაქისათა, და სინდნი-იგი შეივლტოდეს ქალაქსა შინა: მაშინ ვახტანგ მწუხარებითა შეიქცა და იგლოვდა გვამსა ზედა საურმაგისასა, ვითარცა ძმისა საყვარელისასა, რამეთუ თანა ზრდილ იყო მისი ძმის-წული მამა-მძუძისა მისისა, არტვაზის მამისაჲ ერთ-გული მინდობილი და ქველი:


არაკი:

მაშინ სინდთა მეფე გამოდგა კართა ქალაქისათა, და ჴმაყო ჴმითა მაღლითა, და თქვა. "ვახტანგ მეფეო მსგავსი ხარ შენ ყვავისა-მის უგუნურისა, რომელ-მან პოა ქორი მოწყლული და გაგლეჯილი არწივისა-გან რომელსა ვერ ეძლო აფრენაჲ, და მიახლებულ იყო სიკუდილსა: და არა ქმნა ყვავ-მან მან ვითარცა: წესი არს ყვავისაჲ. რამეთუ სხვა-მან ყვავმან ოდეს იხილის ქორი იწყის ჴმა-მაღლად ყივილი, და ისმინის სხვათაცა, და დაესხის სიმრავლე ყვავთა ქორსა, რათამცა განიოტეს საყოფელთა-გან მისთა, და უშიშადმცა დაყვნეს დღენი მათნი: რამეთუ პირუტყუთაცა იციან სარგებელი თავისაჲ: არა ქმნა ყვავ-მან მან ესე-ვითარი არამედ შეიწყალა ქორი-იგი ვითარცა კეთილის მყოფელი მისი, დაუწყო ზრდაჲ მართვეთა თჳსთა თანა, მარადის უკრებნ მკალსა და გველსა, რამეთუ სხვისა შეპყრობაჲ არა-რასა ძალ -უც ყვავსა, და მით ზრდიდა ქორსა: ვითარცა მოეზარდნეს ქორსა-მას ფრთენი, თქვა გონებასა თჳსსა: "ესე-რა დღეთა მრავალთა გაზრდილ ვარ მკალითა და გველითა, და არა მომცემია მე ძალი მამა-დედათა ჩემთაჲ, რამეთუ მკალითა ვერ განვძლიერდები: თუმცა ძალ-მედვა მიწევნაჲ მფრინველთა, და მით გამოზრდა თავისა ჩემისა არამედ შევიპყრა ყვავი ესე, მზრდელი ჩემი, შევჭამო და განვისვენო ორ დღე: მომეცეს ძალი, დავიწყო წესისა-ებრ ნადირობად, მამათა ჩემთა-ებრ:“ რომლისა-თჳსცა აღასრულა ესე, შეიპყრა ყვავი-იგი და შეჭამა, მიერით-გან იწყო ნადირობად დიდთა და მალეთა მფრინველთა: არა მიეცა ყვავსა-მას ქებაჲ მოწყალებისა, არამედ უგუნურად და თავისა მკვლელად ითქმის: არცა მიეცა ქორსა-მას ყვედრებაჲ უწყალობისა და კეთილის-უჴსენებლობისა: და იგი არს გვარი და წესი ქორისა. განილეოდა და მოკვდებოდა მკალითა, და ქმნა წესისა-ებრ, და განერა სიკუდილისა-გან: ხოლო ყვავ-მან მან არა წესისა-ებრ თჳსისა ქმნა, და მითცა მოკვდა: აწ სპარსნი პირველით მოაქამომდე და წაღმართ მიუკუნისამდე მტერნია არიან: ჯვარის-მსახურთანი, ჟამსა შინა უღონობითა, ლიქნით ყვიან სიყუარული და ოდეს ეცის ჟამი, არა ყვიან წყალობაჲ და კეთილისჴსენება: ესე ბევრის-ბევრეულ-ჯერ ქმნილ არს, რომელი გვასმია წიგნთა-გან: და ოდეს იხილენ სპარსნი ჩემმიერ შეკნინებულნი, არა ჰყავ იგი რომელი ჯერ იყო შენდა საქმედ, სიხარული და მადლისა შეწირვაჲ ღვთისა შენისა, და ზრახებაჲ სხუათაცა ნათესავთა, და მტერად აღზრზენაჲ სპარსთა ზედა, და შეწევნაჲ მტერთა სპარსეთისათა: არა ჰყავ ესე-ვითარი, არამედ დაგიტეობია საყოფელი მამათა შენთა, და წინა-მძღუარ-ქმნილ ხარ სპასა დიდსა საქრისტიანოსა საბერძნეთისასა, და მოგივლია ორისა წელიწდისა გზაჲ, და მოსრულ ხარ ძალად სპარსთა, რათა განძლიერდეს და მოიწყვეს და წარგწყმიდებს შენ და ქვეყანაჲ შენი, და დაიპყრეს წარსაწყმედელად ყოველი ჯვარის-მსახური: ჭეშმარიტად ამას იმზადებ თავისა: შენისა-თჳს, და ყოველთა ჯუარისმსახურთა-თჳს: რად ვთქუ მე შენ-თან ყვავისა იგავი. რამეთუ მეფე ხარ თჳთ- მპყრობელი, ახოვანი, და ნებითა შენითა მიგიცემია თავი შენი მონად მტერთა შენთა: ვითარ არა უგუნურად ვთქუა თავი შენი:

არაკი

მაშინ ვახტანგ ჰრქუა: "გეგონა შენ ვითარმედ სიბრძნით გამონახულად იზრახე. არამედ ცრუ არიან სიტყუანი ეგე შენნი. მე გითხრა, და გაუწყო ჭეშმარიტი: უგუნურო, მსგავს ხარ შენ თაგვისა-მის მთხუნველისა, რომელსა არა ასხენ თუალნი, და საყოფელი მისი არს მიწასა ქუჱშე, და არა უწყია ბრწყინვალებაჲ მზისა და შვენიერებაჲ ველთა, და დაჯერებულ არს იგი ცხოვრებასა თჳსსა, რამეთუ ეგე ოდენ ჰგონიეს მას ცხორებაჲ ყოველთა იძრვისთა, ვითარსა ცხორვებასა თჳსსა არს. და არა სურვიელ არს ხილვად ნათლისა, და შვენიერებასა ცისა და ქუჱყანისასა: ეგრეთვე შენ ბრმაჲ ხარ გონებისა თუალითა, და ყრუ ხარ გონებისა ყურითა, და არა ხედავ, და არცა გესმის, და არცა უწყი ცხორებაჲ სრული, და არცა სურვიელ ხარ შენ მისლვად ცხოვრებასა -მას საუკუნესა, ნათელსა-მას დაუსრულებელსა: არა იცნობ შენ ღმერთსა შემოქმედსა, ყოვლისასა, რომლისა მიერ შეიქმნა ყოველივე: არა მიქმნია მოსლვა ამას ქვეყანასა დიდებისა-თჳს სოფლისა, არცა მსახურებისა-თჳს სპარსთა მეფისა, არამედ მსახურებისა-თჳს ღვთისა დაუსაბამოსა სამებისა ერთ-არსებისა, დამბადებელისა ყოველთასა, და დიდებისა-თჳს მერმისა საუკუნოსა დაუსრულებელისა: რამეთუ ჩემითა აქა მოსლვითა პირველად გამომიჴსნია იერუსალიმი, წმიდა ქალაქი, სადა დადგეს ფერჴნი უფლისა ჩვენისა იესოს ქრისტესნი, და მუნ აღასრულა ყოველივე ჴსნისა-თჳს სულთა ჩვენთასა და შემდგომად ყოველი საქრისტიანო დამიჴსნია მოოჴრებისა-გან, რამეთუ მისცემოდა ჟამი სპარსთა მეფესა მოტყვენვად ყოვლისა საქრისტიანოსა: დაღაცა თუმცა ქვეყანაჲ ჩემი დაცულ იყო ძალითა ქრისტესითა და სიმჴნითა სპათა, ჩემთათა, არამედ უცალო იყუნეს ბერძენნი. და ვერ წინა აღუდგებოდეს და ესრე ჯერ არს ჩვენდა ქრისტეს მოსლვითა-გან რათა ერთისა მოყუსისა ჩვენისა-თჳს დავდვათ სული ჩვენი ხოლო ბევრისა ბევრეული სული დაჴსნილ არს ჩემითა აქა მოსულითა, და ამისთჳს, მიქმნიეს ესე რათა ღმერთმან დამბადებელ-მან ჩემ-მან შეიწიროს მსახურებაჲ ესე ჩემი და აღმისუბუქნეს ცოდუანი ჩემნი: და რომელ სთქუ შენ, თუ მოიწყონრაჲ სპარსთა მტერ ექმნებიან ქრისტიანეთა, მე ძალითა და შეწევნითა ქრისტესითა, ჟამსა ამას დამიჴსნიან ქრისტიანენი ჭირისა-გან დიდისა, და უკანის ღმერთმან დამბადებელ-მან წყალობაჲ ყოს კვალად მოსავთა მისთა-ზედა დაღაცა თუმცა არა იყო მიზეზი, ქრისტიანეთა ჴსნისა თჳს ძალად სპარსთა მოსრულ ვიყავ აქა ჯერ იყო ესეცა პირველად ნათესაობისათჳს და შემდგომად ამის-თჳს დაღაცათუ არა ჭეშმა რიტსა სჯულსა ზედა არიან სპარსნი, არამედ მეცნიერნი არიან ღვთისა დამბადებელისანი, და ჰრწამს ცხოვრებაჲ სულიერი. ხოლო თქუჱნ სრულიად უმეცარნი ხართ ღვთისანი, და უგულის-ხმო ვითა რცა ცხენი და ჯორი: ვითარ უკუჱ არამცა მსახურებად შეიწირა ღმერთ-მან დამბადებელ-მან ყოვლისა-მან და საწუთოსაცა ამის საქმეთა-გან საძაგელ არს გონებაჲ შენი: რამეთუ ქორ-მან ღადარ-მან რომელ-მან შეჭამა ყვავი-იგი მზრდელი მისი, აქებ ნაქმარსა მისსა. ხოლო ბუნებაჲ ჩვენი ესე არს, რათა კეთილის მყოფელისა ჩვენისათჳს დავდვათ სული ჩვენი. და მოვიგოთ მადლი ღვთისა-გან. და ვპოვოთ ცხოვრებაჲ საუკუნო, და სოფელსა ამას მოვიგოთ ქებაჲ კაცთა-გან და სახელსა ზედა ღვთისასა, და მცნებათა მისთათჳს თუ მოვკუდეთ უკუდავნივე ვართ, და სიკუდილისა-გან ცხოვრებად მივიცუალებით.“

მაშინ ჰრქუა სინდთა მეფე-მან: "ცუდ არს სიგრძე ზრახვისაჲ ჩვენ შორის, არამედ რომელი სთქუ შენ, თუ სახელისა-თჳს ღვთისა ჩემისა მოვკუდე სიკუდილისა-გან ცხოვრებად მივიცუალები. მაშინ უკეთუ კაც-მან უწყოდის მის-ზედა მომავალი დიდებაჲ და კეთილი, ჯერ არს ესრეთ, რათა ისწრ აფოს მიმთხვევად სუფევისა-მის: აწ უკუჱ ჭეშმარიტად უწყი სუფევად მისლვა შენი გამოედ ბრძოლად ჩემდა, რათა ჩემ-მიერ მიიცვალო დღეს სიკუდილისა-გან ცხოვრებად. რამეთუ წარჩინებულიცა შენი წარმივლენია წინა-მორბედად შენდა, რათა განგიმზადოს სადგური შენი:“ ჰრქუა ვახტანგ: "მე აწინდელი არა მიჩნს სიხარულად, რამეთუ ცოდვილი ვარ, და არა სრულიად აღმისრულებია მცნებაჲ ღვთისაჲ და არა სრულად აღმიჴოციან ცოდვანი ჩემნი სინანულითა, არამედ ძალითა ქრისტესითა, არა მეშინიან შენ-გან სიკუდილისა. რამეთუ იგი არს მფარველი ჩემი, რომლისა მიერ დაცულ ვარ ყოვლადვე, და მრავალ-მოწყალე-მან ღმერთ-მან, მრავლითა მის მიერითა ძალითა, ჩემ მონისა მისისა-გან მოგკლას, მგმობარი მისი, და სული შენი წარვიდეს ბნელსა-მას გარესკნელსა, ცეცხლსა უშრეტსა:“

მაშინ განვიდა სინდთა მეფე, და ვახტანგ ჰრქუა მოყუასთა თჳსთა: "ღმერთსა ევედრენით, და ზურგით კერძი ჩემი განმიმაგრეთ:“ და განვიდა ვახტანგ, და ორთავე აქუნდა ჰოროლები, მაშინ იწყეს რბევად მრგვლივ ნავარდსა, და ღონესა ეძიებდეს ორნივე, რათამცა შეჰყვეს წვერსა ჰოროლისასა: მაშინ დაიჟამა სინდთა მეფე-მან შეყოლაჲ ვახტანგის ჰოროლისა წვერისა, და შეუტევნა რათამცა სცნა ჰოროლნი. ხოლო სიმხნითა და სიკისკასითა ტანისა მისისათა წარიჴადნა და მიუდრკა ჰოროლსა და შემოუმრგულა ვითარცა გრიგალ-მან, და სცა ჰოროლნი სინდთა მეფესა ბეჭსა მარცხენასა. ვერ უფარა სიმაგრე-მან საჭურველისა-მან, დაწყლა წყლულებითა დიდითა, რამეთუ წინათ განვლო წყრთაჲ: ერთი და ჩამოიჭრა სინდთა მეფე, და მივიდა ზედა ვახტანგ, ჩაჰყო ჴელი და უპყრა ფერჴი მისი. და თრევით მოიღო წინაშე სპარსთა მეფისა: მაშინ ყოველმან სპა-მან ჴმითა მაღლითა შეასხა ქება ვახტანგს, და აღივსო სიხარულითა სპარსთა მეფე და ყოველი ბანაკი მისი: და მოვიდოდეს ყოველნი წარჩინებულნი წინაშე ვახტანგ მეფისა, ძღვნითა, და შესწირვიდეს ძღვენთა: მაშინ სპარსთა მეფე-მან მოიყუანა მკურნალი ჴელოვანი და დაადგინა ზედა სინდთა მეფესა, რათა განკურნოს წყლულებისა-გან, და მის -მიერ წარიღოს ყოველი სინდეთი: ხოლო სინდთა დაიჭირეს, ნაცვლად მეფისა მათისა, ძე მისი: მაშინ მეფე-მან ვახტანგ აზრახა სპარსთა მეფესა განტევებაჲ სინდთა მეფისა, აღებაჲ ხარკისაჲ და მძევალთაჲ, რამეთუ ვერ წაიღებდეს სინდეს: არამედ სთნდა მეფესა სპარსთა განზრახვაჲ ვახტანგისი. განუტევა მეფე სინდთა, აიღო მისგან ხარკი. ორი ეგ-ზომი, რომელი ჰინდოთა-გან, და ორნი შვილნი მძევლად და ესე ხარკი სინდთა მაშინ სპარსთა მეფე-მან ყოველივე მიანიჭა ვახტანგს: მაშინ მეფეიგი სინდთა დაემოყვრა ვახტანგს სიყვარულითა დიდითა. პირველად ამის-თჳს რომელ, ოდეს შევარდა ჴელსა ვახტანგისასა, არა მოკლა და ცოცხლებით მოიყვანა წინაშე სპარსთა მეფისა, და შემდგომად ამის-თჳს რამეთუ ვახტანგისვე მიერ განთავისუფლდა ტყვეობისა-გან, და უძღვნა ვახტანგს ძღვენი მიუწდომლად დიდ-ძალი. და წარმოვიდეს სინდეთით წელსა მეოთხესა სინდეთს შესლვისასა, და დარჩომოდეს ქალაქნი სინდეთისანი მოუოჴრებელად, სინდაჲ თოფორი, კიმრა:

აქა სპარსთა მეფისა და ვახტანგ გორგასლისა-გან შესლვა აბაშეთს და დაჭირვა აბაშეთისა მათ-გან:
[edit]

და მოვიდეს მუნით აბაშეთს. ხოლო აბაშნი მსხდომარე იყუნეს ქვეყანასა რომელსა მოსდგმიდა წყალი და ლერწმოანი, რომელსა ვერ იარებოდა ნავი, და ვერცა ოთხ-ფერჴი, არამედ საზღუარსა ზედა არს სპარსთასა, და სულ-გრძელად ბრძოდეს, რამეთუ წყალი-იგი რომელი შესდიოდა გარდაუგდეს, და ლერწმოანი-იგი დაწვეს ცეცხლითა: და წარმოტყვენეს აბაშეთი ყოველი, და განუყვნა მეფე-მან სპარსთა-მან აბაშნი ორად. და ნახევარნი დაუტევნა ადგილსავე ზედა, და ნახევარნი წარმოიყვანნა, ვითარ სახლი ათ-ასი, და განუყვნა იგინი ადგილითი-ადგილად: და ესე არიან ქურდნი, ნათესავნი-იგი რომელ წარმოტყვენნა აბაშთა-გან:

და ვითარ მოვიდა ვახტანგ მეფე, წელსა მერვესა შესლვით მისით-გან სპარსეთადვე, ანტიოქიამდე. და მოვიდა ურაჰად: ხოლო სპარსთა მეფე აძლევდა ვახტანგს ცოლად თჳსთა-გან მეფეთასა. ხოლო ვახტანგ ჰრქვა: "არა ჯერ არს ჩემ-გან ორთა ცოლთა პყრობაჲ, ხოლო მივის ცოლი ასული კეისრისა.“ დაუმძიმდა ესე მეფესა ხვასროს, არამედ ვერა-რაჲ ჰრქვა: ხოლო ვახტანგ მშვიდობით ჰპოვნა დედაჲ და დაჲ მისი და წარმოვიდეს ვიდრე განსაყოფელსა ბერძენთასა და სომეხთასა: და წარვიდა ლეონ ბერძენი და სპაჲ მისი შიმშატად, ხოლო ვახტანგ წარავლინნა მოციქული წარმოყვანებად ცოლისა მისისა და პეტრეს-თჳს კათალიკოზისა, და სამოელ ებისკოპოზისა: წარმოვიდა ვახტანგ ქართლად. და მიეგება ძე მისი დაჩი, და ყოელნი სპასალარნი, და მათ-თანა ებისკოპოზნი, და ვითარცა ცნა ებისკოპოზ-მან ვითარმედ წარავლინა მეფემან მოყუა- ნებად კათალიკოზისა და ებისკოპოზთა, დაუმძიმდა მას-ზედა: იწყო რეცა ამბოხებად და მიზეზობად. და მიუვლინა მეფესა, ვითარმედ: "შენ დაგიტეობია ქრისტე და ცეცხლსა ესავ.“ ხოლო ვახტანგ მოუვლინა, ვითარმედ. "ძალითა ქრისტესითა შევედ და სიმართელით გამოვედ, ძალითა ქრისტესითა უბრალო ვარ, იცის ღმერთ-მან მაგრა წარმივლენიეს მოყუანებად კათალიკოზისა და ებისკოპოზთა:“

და ვითარცა ესმა ესე ებისკოპოზსა, დაიდასტურა, და ჰგონებდა რომელ შფოთითა დააცადოს საქმე იგი, და მოსლვაჲ მათი, და კრულ ჰყო მეფე და ყოველნი სპანი მისნი: ხოლო მეფე-მან თქვა. "დაღაცა თუ უბრალო ვარ, სიმდაბლე ჯერარს ჩემ-გან:“ და მივიდა მეფე. და გარდაჴდა საჴედარსა, რათამცა შეემთხვია ფერჴთა ებისკოპოსისათა, და განხარა მან ფერჴი, და მიამთხვია პირსა მეფისასა, ფანდაკითა შემუსრა კბილი მისი: ხოლო მეფე-მან თქვა: "სილაღე ესე ამპარტავანებისა არს საცთური ეშმაკისა. უკეთუ სიმრავლე-მან ცოდუათა ჩემთა-მან აღგძრა, არა გაქუს ჴელმწიფობაჲ ბოროტისა, არამედ შენდობისა, ვითარცა იტყვის სახარებაჲ. "არა დაშრიტო პატრუქი გამბდვინვარე, არცა განსტეხო ლერწამი დაჩეჩქული:“ ხოლო შენ ჰგონებ ვითარმედ შენითა სივერაგითა ჩვენ დაგვაცადენ სიყუარულსა ქრისტესსა: მაშინ გამოგაჩნდა ცხადად, რა-ჟამს გესმა უმთავრესისა შენისა ქართლად მოყუანებაჲ, და აღეგზენ შურითა ბოროტად, ვითარცა იუდა პეტრესითა, რამეთუ შენ ხარ ვითარცა იუდა, და ეკლესია ვითარცა პეტრე: ვეცხლის მოყუარე ხარ. რამეთუ შენცა მეგვადრუცე ხარ ქრისტესი: აწ მიგავლინო შენ პატრიაქისა, კოსტანტინეპოლედ, და ვითარცა ჯერ იყოს განგიკითხოს:“ და წარსცა იგი დიასპანთა, და მის-თანა კბილი მისი, და შეუთვალა რათა კათალიკოზი და თორმეტნი ებისკოპოსნი სწრაფით წარმოავლინენ: მათ შორისმცა არს პეტრე კათალიკოზი და სამოელ ებისკოპოსად, და სხუანი ვინცა სთნდენ: და ვითარ მიაწიეს მიქელ ებისკოპოზი, ჰრქვა მას პატრიაქ-მან: "ვინაით-გან დაითხია სისხლი შენ- მიერ ქვეყანასა ზედა, არღა-რა ხარ შენ ღირს ებისკოპოსად, და კადრებისა-თჳს, მეფისა თანა -გაც შენ სიკუდილი, ვითარცა იტყჳს: "დაემორჩილენით თქვენ მეფეთა, რამეთუ არა ცუდად ჴრმალი აბიეს, რამეთუ ღვთისა მიერ მთავრობს, ვითარცა ლომი შორის ცხოვართა:“ და ექსორია ყვეს მიქელ ებისკოპოსი მონასტერსა მღვიძარეთასა, და წარავლინეს პეტრე მღუდელი და სამოელ მონაზონი ანტიოქიას: და მიუწერა ანტიოქიისა პატრიაქსა მეფე-მან და პატრიაქ-მან კოსტანტინეპოვლელ-მან, "პირველად დასაბამსა ქართლის მოქცევისასა დედა-კაცისა ჰრომაელისა ნინოჲს მიერ, განივლინა აქა ებისკოპოსი, რამეთუ შორის სპარსთა და ბერძენთა შფოთი იყო, და მით ვერ მოაწიეს საქმე ესე ჯერისა-ებრ სჯულისა, რამეთუ ჩვენ უწყით ვითარმედ ქართლი, და აღმოსავლეთი და ჩრდილო, მაგის წმიდისა საყდრისანი არიან, ვითარცა განაწესეს მოციქულთა სახარებასა შინა, რომელ არს უწინარესობა:“ და მიუწერეს ყოველი საქმე დიდისა ვახტანგ მეფისა, ვითარ "ებისკოპოსიიგი რომელი მათ-მიერ დადგინებულ იყო უკუვადგინეთ, და დღეს იცოდეთ ახალ ნერგად ჭეშმარიტად ქართლი: აწ ესე ორნი მათგანი თხოილნი აკურთხენ, და ათ-ერთ-მეტნი ვინ შენ გნებავნ აკურთხენ: ხოლო ჩვენდა მოვიდენ, რათა ჩვენ ნიჭითა და საჴმრითა ყოვლითა განუტევნეთ:“

ხოლო ანტიოქელ-მან პატრიაქ-მან ჰყო ეგრე, ვითარცა მიუმცნეს პატრიაქ-მან და კეისარმან, აკურთხნა თორმეტნი ებისკოპოსნი, და პეტრე კათალიკოზად: და მოვიდეს კოსტანტინეპოლედ, და მეფე-მან მისცა ნიჭი დიდ-ძალი, და მისცა ასული თჳსი, სახელით ელენე, მეფესა ვახტანგს: და გამოავლინა იგი სპითა დიდითა, ვიდრე საზღუართამდე სომხითისათა, და მოეგება ვახტანგ მეფე, და შეიქცეს სპანი ბერძენთანი, და წარმოვიდ ეს მცხეთად: ხოლო მცხეთას მეფე-მან ვახტანგ აღაშენა საკათალიკოზოდ დიდი ესე კათოლიკე ეკლესია მოციქულთა, სვეტიცხოველი, და უპყრა სვეტსა შინა, სამხრით, ადგილსა-მას სადა-იგი დაცემულ იყო ეკლესია, რომელ არს სიონი დიდი: მუნ შინა დასვეს პეტრე კათალიკოზად და განაწესეს მწყემსთ მთავრად და მამად მთავრად, და მთავრად ყოველთა ეკლესიათა და მღდელთ-მთავართა, ებისკოპოსთა და ყოველთა ერთა მორწმუნეთა ზედა. ხოლო სამოელ ებისკოპოსად, მცხეთისავე, საებისკოპოსოსა: დასდვა ერთი ებისკოპოსად კლარჯეთს, ეკლესიასა ახიზისასა. ერთი არტანს, ერ უშეთს: მესამე ჯავახეთს, წუნდას მეოთხე მანგლისს, მეხუთე ბოლნისს. მეექუსე რუს-თავს, მეშვიდე ნინო-წმიდას, უჯარმისა კარსა, რომელი გორგასალსა აღეშენა. მერვე, ჭერამს მისსავე აღშენებულსა, და მუნ ქალაქი ერთი შორის ორთავე ეკლესიათა, რომელი-იგი მანვე აღაშენა. მეცხრე, ჩელეთს, რომელი სოფელსა შუა აღაშენა, მეათე ხორნაბუჯს. მეათერთმეტე, აგარაკსა, რომელ არს ხუნანს გამართებით: შემდგომად მისსა, აღაშენა ეკლესიაჲ ნიქოზისა, საგზებელსა თანა ცეცხლისასა, და დასვა ებისკოპოსი, სადა-იგი ეფლა გვამი წმიდისა რაჟდენისი, რომელი იწამა სპარსთა მიერ, წყობასა ვახტანგისასა: ესე იყო რაჟდენ იყო მამა-მძუძე ვახტანგის ცოლისა, რომელი-იგი პირველ მოეყუანა სპარსთა მეფისა ასული, და მოიქცა იგი ქრისტიანედ, და იქმნა დიდად მორწმუნედ, და იყო იგი ბრძოლასა-მას შინა ძლიერ, შეიპყრეს იგი სპარსთა, და აიძულებდეს რათამცა უარ-ყო ქრისტე: ხოლო მან წმიდა-მან აღირჩია წარუალი იგი დიდება და იწამა ქრისტეს-თჳს:

და ესხნეს ვახტანგს ბერძენისა ცოლისა-გან სამ ძე და ორ ასულ. ხოლო ძესა მისსა პირ-მშოსა პირველისა ცოლისასა, დაჩის, მისცა ქალაქი ჭერემისა და ნეკრესისაჲ, და ქალაქი კამბეჩისა, რომელ არს ხორნაბუჯი და ყოველი ქვეყანა მტკვარსა აღმოსავლით, და თჳთ ვახტანგ დაჯდა უჯარმოს, და აღაშენა იგი ნაშენებითა უზომოთა, და დაჲ მისი ხვარანძე მისცა ბაკურს, პატიახშსა სომხითისასა ცოლად:

და ვითარცა წარვიდეს ამას შინა ჟამნი რა-ოდენნიმე, მოკუდა ხვასრო მეფე, და დაჯდა მისწილ ძე მისი ხვასრო და განძლიერებულ იყუნეს სპარსნი, რამეთუ ყოველნი მტერნი მათნი დაემორჩილნეს შესლვითა ვახტანგისითა, და წარმოემართა იგი ბრძოლად ბერძენთა, და მოუვლინა გორგასალსა მოციქული და ჰრქუა: "მოკუდა მამაჲ ჩემი, და მეფე მყო მე ერ-მან მისმან საყდართა მისთა ზედა, და ესრეთ მიბრძანეს მოხუცებულთა ჩემთა, რათა მოვიდე წინაშე შენსა და ვერჩდე ბრძანებასა შენსა: შენ წარმიძღუე ჩვენ, მეფეო წინა-მძღვრად ჩვენდა, შესლვასა ამას ჩვენსა საბერძნეთს, და მომეც ასული შენი ცოლად, რათა ვიყო მე ვითარცა ერთი შვილთა თქვენთაგანი:“ და ვითარცა მოვიდა მოციქული ვახტანგ მეფისა და, ვახტა ნგ აშენებდა ქალაქსა ტფილისისა, და საფუძველი ოდენ დაედვა: და ვითარცა უთხრა მოციქულ-მან შეთვალულობა ხვასრო მეფისა, ჰრქუა მეფე-მან: "ამისი თქვიან მჭედელო. განმახვე მახვილი შენი, რათა მსწრაფლ განეწონოს ასოთა შენთა:“ დღეთა მიწევნულ იყო ვითარ სამეოცისა წლისა, და თქუა: "ესრეთ უთხართ მეფესა ხვასროს, პირველად განემზადე ბრძოლად ჩემდა, და ეგრე შევედ საბერძნეთად, რამეთუ ძალნი რომელნი იქმნნეს ძალითა ჯუარისათა იქმნნეს: აწ ცხოვრებაჲ ჩვენი იყავნ სასოებითა ჯუარ-ცმულისათა:“ და წარავლინა ქადაგი, რათა დაუტეონ სოფლები და ქალაქები, რომელი იყო არა ძლიერი, და შეივლტოდიან კავკასიანთა და კახეთად, რამეთუ კახეთი ტყე იყო შეუვალი მტრისა მიერ: ხოლო დაჩი მეფე და დის-წული მისი გარდავიდეს კახეთად, და შევიდეს ჴევსა ლოპატისასა, ქვეყანასა-მას კლდითა მოზღუდვილსა, და იყუნეს სოფლისა-მის კაცნი ცეცხლისა და წყლისა მსა- ხურნი, და სავსე იყო ჴევი-იგი სიმრავლითა კაცთათა, ვიდრე ნოსორადმდე: ხოლო გორგასალი, ცოლი და შვილნი მისნი, უჯარმისა ჴევსა, და წინა-ციხესა თჳთ შედგა, და მის-თანა ჯუანშერ, და ადარნასე. ხოლო მცხეთად დემეტრე, და ნერსე, და ბივრიტიანი დაუტევნა, წარავლინა მოციქული და მიამცნო კეისარსა:


აქა სპარსთ მოსლვა ქართლს, ვახტანგ გორგასალ-ზე, საომრად, და ვახტანგის-გან სპარსთ მეფისა შვილის ბარტამის მოკლუა:
[edit]

და მოვიდა ხვასრო მეფე, და შემუსრნა ქალაქი კამბეჩისანი, და ჭერამისა ციხე, და ველისა ციხე, და ვითარცა მოიწინეს კახეთად, დაიბანაკეს იორსა ზედა: ხოლო სპანი ვახტანგისნი დადგეს ველსა ზედა, გარემოს ციხესა ქალაქსა, სადა ჰქვიან დარფაკა: და შეიბნეს იორსა ზედა, და სამ დღე, ყოელთა დღეთა, იბრძოდეს, და დაეცემოდა ორთავე სპათა-გან ურიცხვი: და ვახტანგ მოუწოდა პეტრე კათალიკოზსა, და ჰრქუა: "უწყოდე რამეთუ არა ხარკისა მიღებისათჳს გვბრძვანან, არამედ ქრისტეს დატეობისა-თჳს აწ მე ესე განმიზრახავს, რამეთუ ცხოვრებასა ჩვენსა სიკუდილი უმჯობეს არს, სახელსა ზედა ქრისტესსა, რათა სასუფეველი გვაქვნდეს, აღთქმული მათ-თანა რომელთა ეტყვის: "რომელ-მან წარიწყმიდოს თავი თჳსი სოფლისა ამის ჩემ-თჳს, მან ჰპოოს იგი:“ ჰრქვა მას პეტრე კათალიკოზ-მან. "გიხილვან საქმენი რომელნი არა-ვინ ნათესავთა შენთაგან-მან იხილნა, შეწევნანი ქრისტეს მიერნი: რამეთუ უწყის სიბრძნე-მან შენ-მან ვითარმედ მტერი-იგი გამომცდელი ჩვენი აცილობს ჩვენ-თჳს ღმერთსა, ვითარცა იობის-თჳს, რამეთუ ღმერთი მიუშვებს მოძულებულთა-მათ თჳსთა წარწყმედად, ხოლო შეყუარებულთა თჳსთა განღთობად: იყავ შენ ვითარცა გაზრახოს ღმერთ-მან. დაღაცა თუ არა მოვკუდეთ, მოვკვდეთ:“ და ამით სიტყვითა ამხილა ვითარმედ წყობასა მას არა დარჩეს და ჰრქვა: "არა-მხოლო თუ ქართლი მიეცეს განსარყვნელად არამედ იჱრუსალიმიცა, რომელ არს მშობელი ყოველთა შვილთა ნათლისათა:“ და ჰრქვა: მეფე-მან: "დადეგ ეკლესიასა შინა რაჟდენ წმიდისასა, რომელ პალატსა შინა უჯარმოსსა ამიშენებიეს და ვეჭვ ვითარმედ ყოველნი ქალაქნი გარემოს უჯარმოსა იძლივნენ, რამეთუ მტკიცენი ზღუდენი და ძლიერნი აქა დავსხენით:“ და ყო ეგრეთ კათალიკოზ-მან ხოლო ებისკოპოსნი ყოელნი წმიდანი მას შინა შეკრბეს. და იყო ლაშქარი ვახტანგისი ას ორმოცი ათასი, ხოლო სპარსთა იყო შვიდ-ას ორ-მოცი ათ-ასი და განყო ვახტანგ ლაშქარი მისი სამად, და კლდით კერძო მიავლინა ქვეითი და ერთ-კერძო მიავლინნა პატიახშნი, და სპაჲსპეტნი, და სადათ სპარსთა მეფე იყო მუნით თჳთ მივიდა ვახტანგ, ვითარ ასი ათ-ასითა კაცითა:

ღამესა ნისლსა განცისკრებულ-ოდენ, დაესხა ვახტანგ სპარსთა ზედა და ჰრქუა ყოველსა ერსა მისსა: "ყოველი კაცი რომელი დარჩეს სიკუდილისა-გან და მტერთა ჩვენთაგანისა თავი ანუ ჴელი არა გამოიტანოს, სიკუდილითა მოკუდეს იგი ჩვენ-მიერ:“ და ცის-კარი რა აეღებოდა, დაესხა და შევლო ვიდრე პალატამდე მეფისასა, შევიდა კარავსა შინა მეფისასა და მეფე შეესწრა ცხენსა ზედა, და ძე მისი ბარტამ მოკლა და მოჰკვეთა თავი. და მუნ შინა სპარს-მან ვინმე სცა ისარი მკერდსა ვახტანგისსა, და იყო ბრძოლაჲ შუა-დღემდე სძლო ვახტანგ სპარსთა-მათ და მოკლა მათ-გან ვითარ ას ოც და ათი ათ-ასი, ხოლო სპათაგან ვახტანგისთა მოკუდა ვითარ ოცდა რვაჲ ათ-ასი. და წარმოიღეს ნატყვენავი, ცხენი ვითარ ასი ათ-ასი და სრულად ვერ იოტნეს სიმრავლისა-გან: და აიყარა მუნით სპარსთა მეფე, და ჩადგა რუსთავს და დამძიმდა წყლულება ვახტანგისი, რამეთუ შეწეულ იყო ისარი ფირტვად და წარვიდა უჯარმოს, და უბრძანა სპასალართა ქართლისათა, რათა ადგილსავე თჳსთა დადგენ: სცნეს სპარსთა, ვითარმედ დამძიმდა ვახტანგ წყლულებისა-გან, მოაოჴრეს ტფილისი და არმაზი ქალაქი: ხოლო მცხეთა ვერ დაიპყრეს, გარნა რომელი ზღუდესა გარეგნით იყო მოაოჴრეს, რომელი-იგი მუხნარით და არაგვსა ხერთვისსა იყო:

ხოლო ბერძენთა მეფე. სიმამრი ვახტანგისი, მოკუდა და დაჯდა ზენონ, ძე მისი მეფედ. და გამოვიდა სპერად გამოსულად ქართლად: და ვითარ ცნეს სიმძიმე გორგასლისა, დაადგრა კარნუ-ქალაქს და მივიდა მუნ ხვასრო. შეიბნეს ხვასრო და კეისარი, კარნიფორას და დაიჴოცა ორთა-განვე სპათა, რომელ იქმნა ორთა-განვე სისხლისა მდინარე, და მის-მიერ ეწოდა კარნიფორას, რეცა სისხლსა ცხენი მუცლითა აპობდა სისხლსა: და ვერ სძლო ერთ-მანცა რამეთუ სპანივე ორთანივე დაიჴოცნენ: და შეიქცა ხვასრო გზასა ქართლისასა:

ხოლო ვახტანგ შეიტყო სიკუდილი თავისა თჳსისა, მოუწოდა კათალოკოზსა პეტრეს და ცოლსა თჳსსა ელენეს, და ძეთა და ყოველთა წარჩინებულთა, და თქვა: "მე ესე-რაჲ წარვალ წინაშე ღვთისა ჩემისა, და ვმადლობ სახელსა მისსა, რომელ-მან არა დამაკლო გამორჩეულთა მისთა წმიდათა: აწ გამცნებ თქვენ რათა მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდგეთ და ეძიებდეთ ქრისტესთჳს სიკუდილსა სახელსა მისსა ზედა, რათა წარუალი დიდებაჲ მოიგოთ:“ და ჰრქუა ყოველთა წარჩინებულთა: "თქვენ, მკვიდრნო ქართლისანო, მოიჴსენენით კეთილნი ჩემნი, რამეთუ პირველად სახლისა ჩვენისა მიერ მოიღეთ ნათელი საუკუნო, და მე ჴორციელებრითა დიდებითა გადიდე თქვენ ნათესავთა ჩემთა: და სახლსა ჩემსა ნუ შეურაცხ ჰყოფთ თქვენ, და სიყუარულსა ბერძენთასა ნუ დაუტეობთ:“ და ჰრქუა ძესა თჳსსა დაჩის. ..შენ ხარ პირ-მშოჲ შვილი ჩემი, შენდა მიმიცემია გვირგვინი მეფობისა ჩემისა, და ნაწილად ძმათა შენთადა მიმიცემია ტასის კარით-გან და წუნდით-გან ვიდრე სომხითამდე და საბერძნეთამდე, საზღვარი აფხაზეთისა, რომელი მოცემულ არს ეგრის-წყალსა და კლისურასა შუა. იგი თჳთ ძმათა შენთა და დედისა მათისა არს, იგი აქვნდეს მათ, და იყუნენ შენდა ერის-თავად მორჩილებასა ქვეშე ნათესავისა შენისასა:“ და მოუწოდა ნასარს, ერის-თავსა წუნდისასა, და არტავაზს, ერის-თავსა კლარჯეთისასა, და ბივრიტიან, ერისთავსა ოძრჴისასა, და მათ მიუთვალა ცოლი თჳსი ელენე და შვილნი მისნი, რომელთა ერქუა ლეონ და მირდატ, და შევედრნა მათ სამთა ერის-თავთა ცრემლითა და შეხედვებითა ღვთისათა:

მაშინ წარჩინებულთა და ყოველთა ერსა ზედა დღე იყო სასჯელისა, და იტყებდენ ყოველნი თავთა თჳსთა, ისხმიდეს ყოველნი ნაცარსა, და ყოველნი ინატრიდეს სიკუდილსა თავისა თჳსი სასა, და ჴმისა-გან გოდებისა იძვროდა ქვეყანაჲ. და მორწმუნე ერი ჰნატრიდა მეფესა, რამეთუ ქრისტეს-თჳს მოიკლა: და მოკუდა ვახტანგ, დაეფლა მცხეთას, საკათალიკოზოსა სვეტსა თანა, რომელსა შინა არს ღვთივ-აღმართებულისა-გან სვეტისა, და ზედა საფლავსა მისსა წერილ არს ხატი მისი, სწორი ასაკისა მისისა: აწ რომელ არს აბჯარი და სამოსელნი მისნი მის-გან უფროს საცაურ არს:


ლდ. მეოცდაათოთხმეტე მეფე დაჩი, ძე ვახტანგ გორგასალისა, ხოსროიანი:
[edit]

და პყრობით დაჯდა საყდარსა მისსა ძე მისი დაჩი: ხოლო ცოლი და ორნი ძენი ვახტანგისნი წარმოიყუანნეს სამთა-მათ ერისთავთა და დაიპყრეს დასავლით ქართლისა, რომელი მისცა ვახტანგ. და დასხდ ეს წუნდას ქალაქსა ზაფხულის, და ზამთრით იყვიან ოძრჴეს, და არა ეწოდა მათ მეფედ, არამედ ერის-თავთა მთავრად, და იყუნეს მორჩილ ებასა ძმისა მათისა, დაჩი მეფისასა: ხოლო ამან დაჩი მეფე-მან, შემდგომად სიკუდილისა ვახტანგ მეფისა, იწყო შენებად ქართლისა, რამეთუ მოოჴრებულ იყუნეს ყოელნი ჴევნი ქართლისანი, თჳნიერ კახეთისა და კლარჯეთისა, და ეგრისისა, და განასრულნა ზღუდენი ტფილისისანი, და ვითარ ებრძანა ვახტანგს, იგი შექმნა სახლად სამეუფოდ:

და მოკუდა პეტრე კათალიკოზი და დაჯდა სამოელ, და მეფე-მან მას მიუთვალა მცხეთა, რამეთუ ეგრე ე ბრძანა მეფესა ვახტანგს: ამანვე მეფე-მან დაჩი დაიპატიჯა მთეულთა კახეთისათა, რათა აღიარონ ქრისტე. ხოლო მათ არა ინებეს. და განდგეს ყოელნი ნოპაპატელნი: ხოლო ორთავე მათ-გან ძეთა ვახტანგისათა, ნაშობთა ბერძნისა ცოლისათა, მოკუდა რომელსა ერქუა ლეონ, და დარჩა მირდატ ოდენ: ამას მირდატს დაევაჭრა ძმა მისი, დაჩი მეფე, გაუცვალა ქვეყანა და აღიღო მირდატისა-გან ეგრის-წყალსა და კლისურასა შუა, მირდატის დედული საზღუარი საბერძნეთისა, და მისცა ჯავახეთი ფარავნითგან მტკურამდე. და დაიპყრა მირდატ, ძე-მან ვახტანგის-მან ფარავნით და ტასის-კარით-გან ვიდრე ზღუამდე სპერისა. და ერისთავობდა მუნ, და იყო მორჩილ დაჩი მეფისა ძმისა თჳსისა: ამან აღაშენა ჯავახეთისა ეკლესიაჲ წყაროს თავისა: იმეფა დაჩი თორმეტ წელ და მოკუდა დაჩი მეფე:


ლე. მეოცდაათხუთმეტე მეფე, მეორე ბაკურ, ძე დაჩი მეფისა, ხოსროიანი:
[edit]

და დაჯდა მეფედ ძე მისი ბაკურ, და იმეფა ათცამეტ წელ და მოკუდა ბაკურ მეფე:


ლვ. მეოცდაათექუსმეტე მეფე, მეხუთე ფარსმან, ძე ბაკურ მეფისა, ხოსროიანი:
[edit]

და დაჯდა ძე მისი მეფედ, ფარსმან: მოკუდა კათალიკოზი სამოელ და დაჯდა კათალიკოზად მესამე კათალიკოზი თავფეჩაგ, და მოკუდა თავფეჩაგ, და დაჯდა კათალიკოზად მეოთხე კათალიკოზი ჩირმაგ:

და ვახტანგისით-გან მოაქამომდე ესე მეფენი მშვიდობით იყუნეს, და შვილნი მირდა- ტისნი ჰმონებდეს შვილთა დაჩისთა: ამის ფარსმანის მეფობასა მოვიდეს სპარსნი, და მოაოჴრეს ქართლი ხოლო ფარსმან მეფე-მან ქართველთა-მან ითხოვა სპარსთა მეფისა-გან, რათა არა მოაოჴრნეს ეკლესიანი, და იპყრას ქართლი ჰსჯულსა ზედა ქრისტესსა. რამეთუ მას ჟამსა ბერძენნი უცალო იყუნეს, დასავლით მტერნი აღდგომილ იყუნეს, და ვერ შემძლებელ იყუნეს შველად ქართველთა წინა-აღდგომად სპარსთა: მაშინ სპარსთა მეფე-მან ისმინა ვედრებაჲ მისი, და დაიცვნა ეკლესიანი. ხოლო ფარსმან დაუწერა მას მორჩილებაჲ და მსახურებაჲ, და წარვიდა სპარსთა მეფე: მიერით-გან განიყვნეს ნათესავნი ვახტანგ მეფისანი. რამეთუ შვილნი დაჩისნი მორჩილობდეს სპარსთა, ხოლო შვილნი მირდატისნი დაადგრეს მორჩილებასა ბერძენთასა: იმეფა ფარსმან თოთხმეტ წელ, და მოკუდა ფარსმან და დაჯდა ძმის-წული მისი მეფედ, რომელსა ერქუა ფარსმანვე.


ლზ. მეოცდა ათშვიდმეტე მეფე, მეექვსე ფარსმან, ძმის-წული ფარსმან მეფისა, ხოსროიანი:
[edit]

და იყო იგი მორწმუნე ვითარცა მამის ძმაჲ მისი, და მატა ყოველთა ეკლესიათა შემკობაჲ: და მოკუდა კათალიკოზი ჩირმაგ. და ამანვე მეფე-მ დასუა კათალიკოზად მეხუთე კათალიკოზი საბა: აქათგან არღა-რა მოიყვანებდეს კათალიკოზსა საბერძნეთით, არამედ ქართუჱლნი დასხდებოდეს, წარჩინებულთა ნათესავნი: და მოკუდა კათალიკოზი საბა, და მანვე მეფე-მან დასვა კათალიკოზი მეექვსე კათალიკოზი ევლაიოზ: და ამისვე ფარსმანის-ზე მოვიდა იოანე შუამდინარელი, რომელსა ეწოდა იოანე ზედა-ზადენელი, განმანა ათლებელი ქართლისაჲ, და განმწმედელი სჯულისაჲ, მაშენებელი ეკლესიათა, რომელ-მან ქმნა სასწაულები, და ნიშები მრავალი, მან და მოწაფეთა მისთა, რომელთა განაკვირვეს ყოველნი ქართველნი, დაიწერა ცხოვრებაჲ და სასწაულნი მათნი: და დაისხნეს ეკკლესიათა შინა ქართლისათა. რომელთა სახელები ესე არს, იოანე ზედა-ზადენელი, დავით გარეჯელი, სტეფანე ხირსელი, იოსებ ალავერდელი, ზენონ იყალთოელი, ანტონი მარტო-მყოფელი, ისე წილკნელი, თათე სტეფან წმიდელი, შიო მღვიმელი, ისიდორე სამთავნელი, აბიბოს ნეკრესელი, მიქელ ულუმბელი, პიროს ბრეთელი და ელია დიაკონი: და აწ ვიწყოთ შემოკლებით ცხოვრება მათი:

ა. იოვანე იყო ქუჱყანით შუა-მდინარით, რომლისა მშობელნი არა უწყით, არამედ მხოლოდ მამა ზე-ცისა მშობელად მისსა: აღიზარდა და სრულ იქმნა ყოვლითა სწავლითა და შეიმკო სრულითა სათნოებითა. ამისთჳს მიენიჭნეს მას ღვთისა მიერ სენთა კურნება, და ეშმაკთა ოტება, რომლისა მიერ მრავალნი სასწაულნი აღესრულებოდეს: ვინათ-გან მრავალნი წყინება ჰქონდა ამის-თჳს მეოტ იქმნა უდაბნოდ, და მუნ დაადგრა: ხოლო მუნ ბრძანება მოიღო ანგელოსისა მიერ, რათა ათ-ორ-მეტით მოწაფითურთ თჳსით წარვიდეს ქართლად, და მოვიდა მცხეთას, და ბრძანებითა მეფისათა და კურთხევითა კათალიკოზისათა, აღვიდა მთასა ზედა ზადენსა, და მუნ დაემკჳდრა დაყუდებით: მუნ მთასა ზედა პირველით-გან კერპნი აღმართებულ იყუნეს, და მით დამკჳდრებულ იყო მუნ ეშმაკთა სიმრავლე. ხოლო ლოცვითა წმიდისა მამისა იოანესითა, ყოველივე განიდევნა მთისა მის-გან: ხოლო მოწაფენი მისნი წარგზავნა, წინა-ძღომითა სულისა წმიდისათა, რომელიმე ქართლს და რომელიმე კახეთს, და რომელიმე უდაბნოდ გარესჯად: მაშინ მუნ დაადგ რა იოანე, ღირსი მამა ჩვენი, ერთისა ოდენ მოწაფითა, და მრავალნი წინააღმდგომობა და განსაცდელნი მოითმინნეს ეშმაკისა მიერ, და მძლედ გამოჩნდეს მათ ყოველთა ზედა: ამისა შემდგომად მთასა-მას ურწყულსა წყარო გემრიელი გამოადინა ღმერთ-მან, ლოცვითა მისითა, რომლისა სმითა და ცხებითა მდაბიურთა-გან მრავალნი სნეულნი განიკურნებოდეს: ამისა შემდგომად დათვი წყაროსა-მას-ზედა მდგომელი მშვიდითა მოძღურებითა განიოტა, და მიერით-გან არღა-რა-ვის ავნებენ დათვნი მის მთისანი კაცთა ვისმე, ვიდრე დღეინდელად დღედმდე: ესრეთ განისწავლნეს დათვნი უმწყსნი: მოგვარეს მას განრღვეული მრავალ ჟამისა, და ლოცვითა წმიდისა მამისა იოანესითა მყოს განიკურნა: ხოლო სხუა მოიყვანეს კაცი, რომლისა თანა იყო ეშმაკი უტყვებისა, და ილოცა მის-თჳს იოანე-მ და მყის დაუტევა ეშმაკ-მან, და ივლტოდა მის-გან. და განიკურნა კაცი-იგი და ადიდებდა ღმერთსა: მრავალთა მისთა სასწაულთა-გან მცირედნი ესე წარმოვთქვენ: ხოლო ოდეს მოიწია განსლვა მისი ჴორცთა-გან, მოუწოდა ელია დიაკონსა, და სხუათა ვიეთთა მოწაფეთა თჳსთა ასწავა და განამტკიცნა, და იხილნა ზე-ცისა მჴედრობანი მოსულნი მის-ზედა, და შევედრა სული თჳსი ჴელთა შინა მათთა და დაიძინა მშვიდობით: შემურეს წმიდა გუამი მისი, და მიიღეს საყოფესავე- მას თჳსსა, სადა იღუაწა, მთასამასვე მუნ: ხოლო შემდგომად მიცუალებისა მრავალნი სასწაულნი აღესრულნეს, რომელთა სრული ცხოვრება წმიდისა იოანესი მოგვითხრობს:

ბ. იყო წმიდა მამა დავით ქვეყანით შუა-მდინარით, რომლისა მშობელთა არა მეცნიერ ვართ: ესე დამოწაფებული იოანესა თანა მოვიდა, და განვიდა გარესჯისა უდაბნოსა, ერთისა ოდენ მოწაფითა, რომლისა სახელი ლუკიანე. რომელთა სიცხენი მზისანი და ნეფხვანი ზამთრთანი ფრიად მრავალნი მოითმინნეს: ამისა შემდგომად, ვითარცა მამა დიდისა ვასილისა, ირემთა მიერ გამოიზარდნეს. რამეთუ სამნი ირემნი ნუკროსანნი მოვიდიან და მოწველიან, და ხაჭოსა მისსა სჭამდიან: გარნა ოთხ- შაბათს, და პარასკევსა არა მოვიდიან: შემდგომად მცირედისა ჟამისა, ერთი ნუკრთაგანი შთანთქა ვეშაპ-მან მძვინვარე-მან, რომელი მკჳდრ იყო ღელესა, რომელსამე ნაპრალსა კლდისასა, რომელი სიტყვითა დავითისითა განიდევნა, და ველსა ყარაისასა მეხის-ტეხითა შეიწვა: და ბუბაქარ დიდებული, კაკაბთა ნადირობასა შინა, შეემთხვია წმიდასა და ენება მახვილითა მოკლვა. რომელსა ჴელი განმარტებული შეაჴმო და ვედრებითა წმიდისათა კვალად ეგო, ვითარცა უვნებელი: და ძენი ბუბაქარისნი, საპყარნი, წამსა შინა, ლოცვითა მისითა, განკურნა: ხოლო ამის გამო განისმაჴმა მისი და ფრიადნი დაემოწაფნეს, და მრავალნი ჯურღმულნი აღმოჰკუეთეს:

და მოვიდა ღირსი დოდოცა, და დაადგრა მის-თანა: ამისა შემდგომად წმიდა-მან წყალნი მწარენი დაატკბნა, რომელნი დიან ვიდრე დღეინდელად დღედმდე, გარემოს ბერთუბნის მონასტრისასა, და სხვანი მრავალნი სასწაულნი აღასრულნა: და შემდგომად წარვიდა წმიდა ქალაქად იერუსალიმად, ქვეითად, და სადა იხილვების ბორცვებთა-გან არა თავს-იდვა შთასლვა მუნ, არამედ მუნით მოდრკა და თაყვანი-სცა, და აღიღო სამნი ლოდნი, და შთაისხნა ჩაჴვთა რასამე და წარმოემართა: ამისთჳს პატრიაქ-მან იხილა ჩვენებაჲ, და მალე მსრბოლნი კაცნი მოსწივეს წმიდასა, და ორნი-იგი ლოდნი მიუხუვნეს, და ერთი მიანიჭეს, რომელი მოვიდა და მოიღო ლოდი-იგი, რომლისა სასწაულნი ითქუნეს ანგელოზისა მიერ პატრიაქისა მიმართ, არა მიცემად სამთა ქვათა, არამედ მესამედისა, მადლისა წმიდისა-მის ქალაქისა, მოღებად აქა უდაბნოდ, ვინათ-გან სამ-გზის აქა ლოცუა მიესწორების ერთ-გზის იერულსალიმსა მისვლასა: ამისსა შემდგომად სული თჳსი ღმერთსა შევედრა, და დაისხნა წმიდა გუამი მისი საყოფსა თჳსსა, გარესჯის მონასტერსა:

გ. იყო წმიდა მამა შიო ქალაქით ანტიოქიით, სიჩჩოთ-გან დამტევებელი სოფლისა და დამოწაფებული მამისა იოანესი: ვინათ-გან წარმოვიდა ქართლად წმიდა იოანე, წინაძღომითა საღმრთოთა სულისათა, არა უგულებელს-ჰყო სულიერი მამა თჳსი, და მის-თანავე წარმოვიდა ღირსი შიო: მოსრულ-მან ქართლს, ქალაქსა მცხეთას, მყუდრობისა და მარტომყოფობისა მოსურნე იყო: ითხოვა შენდობა კათალიკოზისა-გან და მამისა იოანეს-გან, და წარვიდა წმიდა შიო დასავლით კერძო მცხეთისა, მარჯვენით, მდინარესა მტკუარასა, რომელსა ჰქვიან მღვიმე, ღრმათა ჴევთა, ფრიადთა მზის სიცხეთა და ზამთრისა ყინვათა განიბძაროდეს ჴორცნი მისნი: პოვა ქვაბი კლდისა გამოკვეთილი და სიცივისა და სიცხისა ნუგეშინის-იცა მას შინა: ხოლო ვინათ-გან სახიერ-მან ღმერთმან არა უგულებელს-ყო მრავალი ღვაწლი, არამედ ვითარცა ელია ყორნისა მიერ გამოზარდნა, ეგრეთვე აქაცა დღითი-დღე ტრედისა მიერ საზრდელი მოეღებოდა: ამისა შემდგომად, დღესა ერთსა, ფრინვლითა ნადირობდა გამოვიდა, კაცი მდიდარი და საჩინო, სახელითა ევაგრე: მხოლოდ მდგომი კლდისა თავსა ზედა, ნახა ტრედი მიმქონი საზრდელისა, თვალ- აგნა და განეცჳფრნა გონებასა თჳსსა, და კვალად დღესა მეო რეს ეგრეთვე ნახა ვითარცა პირველ, შეუდგა კვალსა ტრედი სასა ნახა ბერი მოღვაწე, შეიშურა მოთმინება ბერისა-მის და არა უგულებელს-ჰყო განშორება მისი: ჰრქუა ევაგრე-მ ბერსა-მას: "მამაო, ღირს მყავ შენ-თანა დამკვიდრებად, რათა მყუდროებასა შინა აღვასრულო დღენი ჩემნი.“ ჰქუა მას წმიდა-მან შიო: "აღიღე კვერთხი ესე ჩემი. უკეთუ იმიერ და ამირ მდინარემან გზა გცეს, განიპოს წყალი, ნება უფლისა არს, და მოვედ აქა. და უკეთუ არა გზა გექმნას, იყავ სახლად და სარწმუნოდ მნებებელად:“ წარვიდა განმგებ სახლისა-გან, მოსეს მსგავსად, ორგ-ზის მტკვარი განაპო კვერთხ-მან ამან: აღვიდა მამისა შიოსსა ევაგრე, არა უკუნ-მხედველი, ვითარცა ლოთ, სოდომისა, შიშითა არა იქმნნეს ძეგლ მარილისა: ასწავა მოთმინება, ლოცვა, უძილობა და ღვა- წლი მონაზონებისა: ამისა შემდგომად ჰრქუა წმიდა-მან შიო-მ: "შვილო ევაგრე, გვიღირს ეკლესია, სადაცა უფალსა უნდეს, მვედრებელი ღვთისა აღვიდნენ, თავსა კლდისა წვერისასა: მარცხენასა ჴელსა საკმეველი და ცეცხლი დაიყარა. მარჯვენითა ჯუარი გამოსახა, საკმლის კუამლით წვერ-ჩამობრუნვით იპოვა ადგილი, სადაცა ეკლესია უნებს უფალსა, აღაშენა საყდარი ყოვლად წმიდისა ღვთისა დედისა: იქმნა მონაზონ ევაგრე, განითქუა ამბავი მათი, და ყოველსა გარემოს სოფლებსა მოვიდნენ სხუანი ურიცხუნი სულნი, და იქმნენ მონოზონ: ყოველი საზრდო, წყალიცა საზიდი იყო. სატვირთავად ჰყვანდათ კარაულნი: უბრძანა მგელსა, და მგელი მწყემსად კარაულთა: ვირთა ერთსა დღესა ბერისა ვისმე კონონისა კარაული კლდით გარდაჭრილი მიუსვლელ იქმნა სადგომსა, ჰრქუა ბერ-მან მან წმიდასა შიოს. "რა-ესე ჰყავ, ვითარ მგელი მწყემსად კარაულთა განაჩინე, ამას შეუჭამიეს:“ ჩვეულ იყო მგელი, რა კარაულთა მიიყვანის, ბერთა პური დაუნეცვიან, და ჭამის, ან დატუქსვილი თრთის, და ეჭიდების ზიდვად კალთასა ბერისასა: წაყოლილ-მა ნახა თავსა კლდისასა ნაპრალთა, დაგორებული კარაული, უსულოთა მგდებარე პოვა: თავის-უფალ-ჰყო მგელი, უბრძანა. "ნუღა-რა იყოფები სავნებელად ადგილსა ამას: სასწაულნი ესე დღეინდელა დღემდე ჰგიან, რამეთუ ვერას ავნის პირ-უტყვთა ნადირნი ველისანი: სხუნიცა მრავალნი სასწაულნი აღასრულნა: ამისა შემდგომად მამად ბერთა ევაგრე განაჩინა, თჳთ შთავიდა ლაკვასა, მღვიმესა ბნელსა, კაცთა-გან მიუვალსა: ვითარ გამოთქვას სიმჴნე და მოთმინება მისი, ლოცუა , ეშმაკთა-გან განსაცდელთა შეწყნარება, ცრემლი და ვედრება უფლისა: მას შინა კეთილად აღასრულა ცხოვრება მისი: ითხოვა მღუდლისა მიერი სიწმიდე და წარვიდა წინაშე უფლისა, და მუნვე მიმღებელ იქმნა სადა ღვაწლი აღასრულა. და ჩანან საფლავი დღესით, სასოთ ქართუჱლთა: წლითი-წლად ნაწილნი აღმოეცენებიან, მორწმუნეთა განმამჴნობელად, და ურწმუნოთა განმამკვირებელად: ვიდრე სულიერღა იყო, მრავალი სასწაული აღასრულა: დიდსაცა არაგვთა მდინარე განაპო, მკელობელი ავლინა, განრისხებული მეფე მშვიდ ჰყო, ვნებული არაწმიდათა-გან განჰკურნა, უშვილოთა მიანიჭა და ძე-იგი კათალიკოს ჰყო. და იდვა წმიდა გუამი მისი სამყოფსა და საღვაწლოსა შინა მღვიმისასა:

დ. იყო მამა წმიდა ისე წილკნელი მოწაფე წმიდის მამის იოანესი: რომლისა არა უწყით მშობელნი, არცა ალაგი სადაურობისა, თჳნიერ ეს ვიცით, თანა მოჰყვა იოანესა და მრავლისა იძულებითა ქართლისა კათალიკოზ-მან აკურთხა მღუდელ-მთავრად, საყდარსა წმიდისა ღვთისმშობლისასა, ქვეყანასა მუხრანისასა, და სოფელსა წილკნისასა: ფრიადი ურწმუნონი სწავლითა მოაქცივნა, მოძღურება და ქადაგება განჰფინა სამწყოსა თჳსსა: დაბასა-მას უწყლობისა სასო-წარკვეთილ იყუნეს ამის-თჳს რამეთუ შორს იყო ქსანი. შუა ტყე და მაღალი გორა ჰქონდა: აღიღო კვერთხი თჳსი, დღესა ერთსა, შესრულ-მა, ვედრებისა წარმთქმელ-მან, წინაშე ხატსა დედისა ღვთისასა: მიიწია ქსნისა პირსა, უბრძანა წყალსა-მას. "ძლიერებითა უფლისა ჩვენისა იესოს ქრისტესითა, და ღვთის-მშობელისა მარიამისათა, გიბრძანებ, მდინარეო, გამოვედ და შემოვედ კვალსა ჩემსა, და მოსდევდი წვერსა კვერთხისასა:“ უვალსა და უგზაურსა ალაგსა შემოუდგა, ჰყვებოდა ვითარცა მონა: წარმოიღო ვიდრე წილკნის ჩაღმა, რომელი დღეინდელად დღემდე მდინარეობს წყალი იგი: ამისა შემდგომად ღვაწლი მრავალი განფინა უფლისა მიერ, წარვიდა სიხარულითა, მღუდელთ- მოძღურობისა პატივი აღასრულა, ღირსი წმიდა სული შევედრა ღმერთსა, და მიიღო ყოვლად პატიოსანი გუამი მისი მონასტერსა-მასვე წილკნისასა, რომელი აქამომდე ჩანს, სასოდ და შესავედრებლა დ ქართუჱლთა:

ე. იყო წმიდა მამა ანტონი შუა-მდინარელი და მოწაფე იოანესი: იყო წმიდა ესე განშორებულთა შორის ფრიად სათნო და წარჩინებული: ამან ყოვლად სანატრელ-მან წმიდა-იგი ხატი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელ სახედ პირსა თჳსსა ტილოსა ზედან გამოსახა, და ავგაროზს სასოება აღუსრულა, და შემდგომად ამაღლებისა, თადეოსის-მიერითა ჴელითა მიუვლინა და განჰკურნა კეთრისა- მის-გან ქვემდებარისა, და ყოვლით სახლეულით მისით ნათელ იღო, თადეოზის- მიერითა ჴელითა. და შემდგომად მისსა ძე კაცისა ავგაროსისა, და კვალად შვილის შვილისა ძისა მისისა ენაცვალნეს მათ მეფობათა ოდენ, და არა ღვთის - მსახურებითა: რამეთუ განდგომილ ექმნეს ღვთის-მსახურებასა, და დამონებულ ეშმაკთა საოცრებასა. რამეთუ რა იგი ავგაროზს ეყო ეშმაკთა, და ვითარ შემუსრნა და განუდგა მისი, ენება შურის-გება რათა მიუზღოს ეშმაკთა, სახე ძველსა-მის საზორველსა დამჴობისა, და მჴობათა ხატისა-მის საუფლოსათა, რომელი აღმართა ავგაროზ ბჭეთა-ზედა ქალაქისათა, სადა-იგი ემართა კერპი ბილწი: რამეთუ მუნ დაუსვენა ხატი-იგი ტილოსი, ფიცარსა-ზედა გარდა-რთხმული, რათა ყოველნი შემავალნი მუნ შინა ხილვით თაყვანის-სცემდენ: მაშინ ბილწ-მან შვილის-წულმან ავგაროზისმან აღირჩია დღე კეთილებისა წილ უსახუროება, და ხატი-იგი უარ-ჰყო, და ეშმაკთა შეუდგა, და იგონა ხატისა-მის ქრისტესისა, რათა წარწყმიდოს იგი:

მაშინ ებისკოპოზ-მან მის ქალაქისა-მან გულის-ხმა ჰყო განზრახვა ბოროტისა-მის, და ჰყო განგება ღირსი, და შემსგავსებული მის ჟამისა, რამეთუ სადა-იგი ხატი ესვენა, კამარედად ქმნულ იყო, და წმიდა-მან ეპისკოპოს-მან დადგა კანდელი აღნთებული, საფარველად ტაძრისა -მის აღმართა კეცი წინა-პირსა ხატისასა, და აღმოყო-რა კარი -იგი კამარისა, და შეაფარილა, რომელ ყოვლად არა ეტყობოდა, თუ ერთი რომელ უახლეს არს: და შემდგომად უკანასკნელთა დღეთა და ჟამთა, ხვასრო, სპარსთა მეფე, მოადგა ედესია ქალაქსა, და იწყო თხრა ქვეშე ზღუდესა, და ეგრეთ შევიდეს რომელ ვერა აგრძნან თუ ჰბრძავსო: მაშინ ღმერთმან არა დაიდუმა უტყუელი აღთქმა, რომელ აღუთქუა, ვითარმედ "ზღუდე ვარ მე ედესიისა“, და მშობლი სა თჳსისა მეოხებითა, ევლავიოზს, ეპისკოპოსსა მის ქალაქისასა, გამოეცხადა დედა ღვთისა და ჰრქუა, ვითარმედ "მას რომელსამე ბჭესა-ზედა არს ხატი-იგი ჴელით -უქმნელი და დაფარული:“ და ვითარცა განიღვიძა ებისკოპოს-მან გულის-ხმა ჰყო ჭეშმარიტებით ძილსა-შინა ჩვენებულსა-მას, და განთიად წარვიდა, ლიტანიით, ადგილსა-მას, და პოვა წმიდა ხატი-იგი ყოვლად განურყვნელი, და კანდელი-იგი წინაშე მისსა აღნთებული ეგო, ეგე-ოდენსა ჟამთა სიმრავლესა-შინა. და გარდააწვეთეს ზეთი მის კანდელისა ბრძოლთა მათსა-ზედა მის ქალაქისათა, და მეყუსეულად, ვითარცა მიეახლდა, მიედვა და დაიწვნეს, და ვითარცა მტვერი განიბნივნეს, და უჩინო იქმნეს: ხოლო რომელი იგი კეცი საფარველად მის ხატისა აღმართებულ იყო, მას-ზედა გამოსახულ იყო სხვა ხატი და მსგავსება წმიდისა- მის საუფლოსა ხატისა, რომელი-იგი სწორებით პატივ-იცემებოდეს, და ნისტორიანთა ეკკლესიასა-შინა დაესვენნეს:

მაშინ წმიდა-მან ამან ანტონი-მ იძია მოძღურისა თჳსისა გზა, და ისწავა ჭეშმარიტი, და ცნა რამეთუ წარვიდა სომხითს, ჩრდილოეთით კერძო, სხუათა-თანა მოწაფეთა, რომელთა აწ მოვიხსენნეთ, დავით, და დოდო, და შიო ანტიოქელნი, და რვანი რვანი სხუანი მოწაფენი იოანესნი, ერთისა საზღურისანი: ესე სცნა წმიდა-მან ანტონი, აღიძრა ტრფიალებითა მოძღურისა თჳსისათა და ესეცა ეძვინებოდა გულსა თჳსსა, რომელ ნისტორიანთა ეკლესიასა-შინა იყუნეს საუფლონი-იგი ხატნი. და აღიყუანნა კეცი რომელ საფარველად მის ხატისა ყოფილ იყო, და ხატი ქმნულ იყო: ესე უჩინარად წარმეიყუანა, წინა-ძღომითა ანგელოზისათა და უწყებითა ზე-ციერითა, ჩრდილოეთს, და მიიწია მტკუარს-ზედა, განალო იგი და დაემკჳდრა აღმოსავალით, ვითარ ოთხ მილიონ, ნაპრალსა კლდისასა, შინა-გან მთათა აკრიანთა: იოვანეს ახილვიდა ვითარ ხუთ მილიონ, და შიოს ცხრა მილიონ, დავით -დოდოს ათ-სამეტ მილიონ: ხოლო მუნ-თქვესვე რომელ წმიდისა ამის ანტონის ედგნეს საზრდელად გუამისა თჳსისა ირემნი, და იყო მთა უღაღი და სერტყიანი და იყო ქალაქი ვითარ ერთ მილიონ, მცირე: და ესე ირემნი წარვიდიან ველს, და ვითარ ჟამი მოვიდის, შინა მოვიდიან, წველის. ვითარ მწყემსნი მივიდოდეს ჟამეულად: ხოლო ერთსა ოდენ ჟამსა მიიწივნეს უჟამოდ დაფრთხინ, და უკან ნუკრი მოსდევდა, ჴორც- შეკვეთილი, და ესე დაუკვირდა წმიდასა-მას, და თქუა გულსა- შინა თჳსსა, თუ "სადა ვინ შეემთხვია:“ რამეთუ არა უწყოდა სიახლე მის ქალაქისა, და მყის ვითარცა კაცთა თვალ -მმრუმედ ხედვასა - თანა ჰრქვა. " რა არს ეგე:“ და მათ ვითარცა პირ -მეტყუჱლთა თავ -მიზიდვით ჰრქვეს. "შემომიდეგ და გიჩვენოთ.“ და შეუდგა კუალსა მათსა, და მიიწია მას ადგილსა. სადა-იგი შემთხვეულ იყო მათდა, და აჰა მთავარი მის დაბისა მოვიდოდა ნადირობად. და წინა-შეემთხვია, და ჰრქუა. "ვინ ხარ:“ ხოლო წმიდა-იგი ჴელით უჩვენებდა სადა-იგი იყოფოდა და ყოველსავე საქმესა, რამეთუ ენა არა ესმოდა: მაშინ მთავარ-მან ჰრქუა. "მე შენი არა მესმის, და რომელ -ეგე ჴელითა მეუბნები ეგეცა მოგკვეთო:“ და ჰრქუაუ. "წარიყ უანეს, მჭედელისა-თანა:“ და ვითარცა მიიყანეს მჭედელ-მან შანთი გაახურვა, და გამოიღო, რათა ჴელი მოჰკვეთოს, და დავარდა ქვე, და ჴელნი ვითარცა შეშანი შეექმნნეს: მაშინ წმიდა-მან მიჰყო ჴელი, და ვითარცა ნაკვერცხალი ჴელითა აღებული მიუპყრა და ჰრქუა, "ჰყავ ადრე ბრძანებული შენდა:“ და იგი განკრთა საშინელსა-მას ზედა ხილვასა: და მსწრაფლ მიუმცნეს მთავარსა, და ჰრქვეს ყოველი ხილული, და მან ბრძანა, რათა წინ აშე მისსა მიიყვანონ: და ვითარცა მიიყუანეს, ჰრქუა მას. "რა ჰგნებავს სთქუ, და ყოველი მიგცე:“ ხოლო მცირედი ქვა უჩვენა მან, ვითარ სამეული, და ილოკდა: და ცნეს რამეთუ მარილი უნდა, და მოართვეს ორი ოდენ ქუა განუტეხელი. და მან მოხლიჩა ერთი ლიტრა და წარვიდა, და ალოკა ფურთა თჳსთა: და იყოფოდა ხატსა-მას წინაშე ვიდრე აღსასრულამდე ცხოვრებისა მისისა: და წმიდა- იგი წმიდათა- შინა მიიცუალა, და ჩვენ დაგვიტევა ხატი-იგი საუფლო, და არს ვიდრე დღეინდელად დღემდე უჩინრად, და სასწაულთა მოქმედებს განცხადებულად, რომელ უადვილესა არს აღრიცხვა ზღვის ქვიშათა ვიდრე საკვირველებათა საუფლოსა-მის ხატისათა: გარნა ვინათგან ღმერთი მხოლო არს მოქმედი სასწაულთა, მანვე მხოლო-მან უწყის სიმრავლე სასწაულთა მისთა. და უკეთუ სოლომონცა იყო, ვერცა მან შეუძლოს აღრიცხვად, თჳნიერ ღვთისა მხოლოჲსა:

ჟამსა მას ოდეს თჳთ-მპყრობელი იუსტინიანოს, მეფე ბერძენთა, ჰბრძოდა კერძოთა ოვსეთისათა, საზღვარსა ავაზგიასსა, ნათესავსა ხასკუნთასა, რამეთუ ექმნა მათ განდგომილება, მაშინ მოძღუანა ნიჭი დიდი იუსტინიანოს ფარსმანს, ქარუჱთლთა მეფესა, და ევედრა, რათა შეეწიოს მჴედრობასა მისსა, ყოვლითა ძალითა თჳსითა, და ბრძოლა უყოს ხასკუნთა: ისმინა უკუჱ ფარსმან ვედრება ბერძენთა მეფისა, და დაუტევა ევაგრე, მცველ სამეუფოსა თჳსსა. ხოლო თჳთ უკუჱ წარვიდა, და შეწევნითა ღვთისათა დაიმორჩილა ნათესავი-იგი ხასკუნთა. და მთავარნი ყოველნი შეპყრობილნი წარავლინნა წინაშე იუსტინიანესსა. მერმე მოიქცა თჳსადვე სამეფოდ:

ოცდამეექუსესა წელსა იუსტინიანეს მეფობისასა, იქმნა კრება მეხუთე, ას სამე-ოც-და ხუთთა წმიდათა მამათა-გან, ქრისტეს აქეთ, ფკზ, კოსტანტინეპოლის, ვიგილიოს წმიდისა ჰრომთა პაპ სა-ზე. რომლისა წინამძღუარ იყუნეს ევტიქიოს კოსტანტინეპოლელი, აპოლინარი ალექსანდრიელი, დომნოს ანტიოქელი, და ადგილისა აღმავსებელნი იერუსალიმელთანი სტეფანოს, გიორგი, და დამიანოს ეპისკოპოსნი: ხოლო შემოკრბეს ოროგვანთა და მის-თანა მიმდგომთათჳს, დიდიმოს და ევაგრეს-თჳს, რომელნიცა შეაჩვენნეს და დაამჴივნეს:

მათვე ჟამთა-შინა იუსტინიანეს მეფობისათა, აფხაზნიცა შეიცვალნეს უმჯობესად, და ქრისტეანობისა შეიწყნარეს ქადაგება. რამეთუ პალატსა შინა იუსტინიანე მეფისასა იყო ვინმე საჭურისი აფხაზი ნათესავით, და ევფრატა სახელის-დებით, რომელი წარივლინა მეფისამიერ ქადაგებად მათდა, და აღთქმად, ვითარმედ ამიერით-გან არცა ერთიღა-ვინ ნათესავისა მათისაგანი განჴვებულ იქმნებოდის მამა-კაცობისა-გან, რკინისა მიერ. რამეთუ მრავალნი იყუნეს მათგანნი მსახურ სამეუფოსა საწოლისა, რომელთა საჭურის იცის წოდება ჩვეულება-მან: ვინაცა იუსტინიანე ტაძარი წმიდისა ღვთის-მშობლისა აღაშენა აფხაზეთს შინა, ბიჭვინტას, მღუდელნი დაადგინნა მას შინა, რათა უგანცხადებულესად ასწავებდენ სჯულსა ქრისტეანობისასა:

ხოლო ჩვენ პირველსავე სიტყვასა-ზედა მოვიდეთ: და მეფობით-გან მირიან მეფისათა, ვიდრე მეორისა ფარსმანისა, გარდაჴდეს წელნი ორ-ასი, და მეფენი გარდაიცვალნეს თოთხმეტი, და ვახტანგისით-გან კათალიკოზნი გარდაიცვალნეს ექუსნი: და მოკუდა ფარსმან, და დაჯდა მეფედ ძე მისი ბაკურ:


ლჱ. მეოცდათურამეტე მეფე, ბაკურ, ძე ფარსმან მეფისა, ხოსროიანი:
[edit]

ესე ბაკურ იყო მორწმუნე და მაშენებელი ეკლესიათა. ამან განამრავლნა ეკკლესიანი და მღუდელნი სამეფოსა-შინა თჳსსა და განწმიდა ქართლი ყოვლისა ურწმუნოებისა-გან: და მოკუდა კათალიკოზი ევლავიოზ, და მანვე მეფე-მან დასვა კათალიკოზად მეშვიდე კათალიკოზი, მაკარი. ამასვე ჟამსა მეფობდა სპარსეთს, რომელსა ერქუა ურმიზდ:

და მასვე ჟამსა იყო სომხითს კაცი ერთი, შვილი მთავართა, სახელით ვასქენ, და ესვა მას ცოლი მთავართა შვილი, რომელსა ერქუა შუშანიკ, ასული ვარდანისი: ხოლო ამას ვასქენს ეუფლა ეშმაკი და განიზრახა მიქცევაჲ ცეცხლის-მსახურებად, წარვიდა წინაშე სპარსთა მეფისა, და დაუტევა სჯული ქრისტესი, და იქმნა ცეცხლისმსახურ: ხოლო სპარსთა მეფე-მან წარმოგზავნა იგი ნიჭითა დიდითა, ერის-თავად რანისა: ვითარ მოვიდა და ცნა ცოლ-მან მისმან შუშანიკ ქმრისა მისისა-გან დატევებაჲ სჯულისა ქრისტესისა, არღა-რა ერჩდა იგი ცოლებად, და დაივიწყა სიყუარული ქმრისა თჳსისა, და ყოვლითა გულითა შეუდგა იგი ქრისტესა, აღსრულებად მცნებათა მისთა: მაშინ ვასქენ შეუდგა მრავალ ღონედ, პირველად ლიქნითა და ვედრებითა, და ნიჭისა მიცემითა; შემდგომად შეაგდო სატანჯველთა დიდსა, რომელი სიგრძისა-გან ვერ დავწერენ ღვაწლნი წმიდისა შუშანიკისნი, და მოკლა იგი ქმარ-მან მის-მან ვასქენ, ერის-თავ-მან რანისამან:

მაშინ ბაკურ, მეფემან ქართუჱლთა-მან, მოუწოდა ყოველთა ერის-თავთა ქარლისათა, და შემოკრიბნა ლაშქარნი ფარულად, და წარემართა ვასქენს-ზედა პარვით: ხოლო ვასქენ ველსა გარე დგა, კიდესა მტკურისასა, სადა შეერთვის მდინარე ანაკერტისა მტკვარსა, დაესხა და შეიპყრა ვასქენ, და დაჭრეს წვრილად და ასონი მისნი, და მოკიდეს ხესა: ხოლო გუამი წმიდისა შუშანიკისი წარმოიღეს დიდითა პატივითა, და დაფლეს ცორტავს: ამან ბაკურ მეფე-მან წარგზავნა მოციქული წინაშე სპარსთა მეფისა, აუწყა ესე ყოველი, და ითხოვა მის-გან შენდობაჲ: მაშინ მეფემან განიზრახა გონებასა თჳსსა, და თქვა: „უკეთუ შევრისხნე ქართუჱლთა, განერთნენ იგინი ბერძენთა:“ შენდობაჲ აღირჩია: გამოგზავნა მოციქული ბაკურისსა, პასუხითა კეთილითა, და ყოველი გმობაჲ და ბრალობაჲ ვასქენ მოკლულისა უბრძანა, და ამართლა ბაკურ სიკუდილსა მისსა-თჳს. და წარმოგზავნა რანს და მოვაკანს სხუა ერის-თავი, რომელსა ერქუა დარიელ. და უბრძანა რათა კეთილად მეგობრობდეს ქართველთა:

და მოკუდა კათალიკოსი მაკარი, და მანვე მეფე-მან დასუა მერვე კათალიკოზი სჳმონ კათალიკოზად, და მოკუდა ბაკურ, და დარჩეს შვილნი მისნი წურილნი, რომელნი ვერა იპყრობდეს მეფობასა:

მაშინ მეფე-მან სპარსთა-მან ურმიზდ მისცა ძესა თჳსსა რანი და მოვაკანი, რომელსა ერქუა ქასრე ამბარვეზ, მოვიდა და დაჯდა ბარდავს, და უწყო ზრახვად ერის-თავთა ქართლისათა, აღუთქუა კეთილი დიდი, და დაუწერა საერისთოთა მათთა მამულობა შვილითი-შვილად და ესრეთ წარიბირნა ლიქნითა. და განდგეს ერის-თავნი და თჳს- თჳსად, ხარკსა მისცემდეს ქასრე ამბარვეზსა. და შვილნი ბაკურისნი დარჩეს მთიულეთს კახეთისასა. და ნათესავნი მირდატისნი, ვახტანგის ძისანი, რომელნი მთავრობდეს კლარჯეთს და ჯავახეთს, იგინი დარჩეს კლდეთა შინა კლარჯეთისათა. სხუა ყოველი ქართლი, სომხითი და ასფურაგანი. დაიპყრეს სპარსთა და ჰბრძოდეს ბერძენთა:

შემდგომად ამისსა მცირედთა წელთა, იქმნნეს შფოთნი დიდნი სპარსეთ- შინა, შემოვიდა თურქთა მეფე სპარსეთსა- შინა. მოვიდეს ბერძენნი, ეწყვნეს სპარსთა შუა მდინარესა, იოტნეს, და შევიდეს სპარსეთს, და იწყეს ტყუენვად სპარსეთისა: მაშინ ქასრე ამბარვეზ-მან დაუტევა ქართლი და რანი, და წარვიდა შველად მამისა თჳსისა: ესრეთ რა უცალო იქმნეს სპარსნი, მაშინ შეითქვნეს ყოველნი ერის-თავნი ქართლისანი, ზემონი და ქვემონი, და წარგზავნეს მოციქული წინაშე ბერძენთა მეფისა, და ითხოვეს რათა უჩინოს მეფე ნათესავთა-გან მეფეთა ქართლისათა, და რათა იყუნეს ერის-თავნი-იგი თჳს-თჳსსა საერისთავოსა შეუცვალებელად: მაშინ კეისარ-მან აღასრულა თხოვაჲ მათი, და მოსცა მეფედ დის-წული მირდატისი, ვახტანგის ძისა, ბერძნის ცოლისა, რომელსა ერქუა გვარამ, რომელი ჰმთავრობდა კლარჯეთს და ჯავახეთს:

ლ~თ. ოცდამეათცხრამეტე მეფე, ქართლისა კურაპალატი, გუარამ ბაგრატოანი.
[edit]

ხოლო ესე გუარამ იყო, დედით ხოსროიანი, და მამით პაკრა ტოანი, და ესე ბაგრატონიანი შვილის შვილნი და ნათესავნი არიან ამ გუარამისნი.

და ვიწყოთ ყოველივე ამბავი ბაგრატოანთა, თუ ვითარ არიან ნათესავნი დავით წინასწარმეყუჱლისანი და სოლომინისნი, ანუ ვითარ მოიწივნნეს ქუჱყანასა ჩუჱნსა: ვიწყოთ ადამით-გან, და წარმო ვითქუათ ყოველი ნათესაობა მათი:

ადამ შუა სეით. სეით შუა ენოს, ენოს შუა კაინან, კაინან შუა მალელაელ, მალელაელ შუა იარედ, იარედ შუა ენუქ, ენუქ შუა მათუსალა, მათუსალა შუა ლამექ, ლამექ შუა ნოე, ნოე შუა სემ, სემ შუა არფაქსად, არფაქსად შუა კაინან, კაინან შუა სალა, სალა შუა ებერ, ებერ შუა ფალეგ, ფალეგ შუა რაგავ, რაგავ შუა სერუქ, სერუქ შუა ნაქორ, ნაქორ შუა თარა. თარა შუა აბრაამ, აბრამ შუა ისაკ, ისაკ შუა იაკობ, იაკობ შუა იუდა, იუდა შუა ფარეზ, ფარეზ შუა ესრომ, ესრომ შუა არამ, არამ შუა ამინადაბ, ამინადაბ შუა ნაასონ, ნაასონ შუა სალმონ, სალმონ შუა ბოოს, ბოოს შუა იობედ, იობედ შუა იესე, იესე შუა დავით მეფე, დავით მეფემან შუა სოლომონ, სოლომონ შუა რობოამ, რობოამ შუა აბია, აბია შუა ასა, ასა შუა იოსაფატ, იოსაფატ შუა იორამ, იორამ შუა ოზია, ოზია შუა იოთამ, იოთამ შუა აქაზ, აქაზ შუა ეზეკია, ეზეკია შუა მანასე, მანასე შუა ამონ, ამონ შუა იოსია, იოსია შუა იექონია, იექონია შუა სალათიელ, სალათიელ შუა ზორაბაბელ, ზორაბაბელ შუა აბიუდ, აბიუდ შუა ელიაკიმ, ელიაკიმ შუა აზორ, აზორ შვა სადუკ. სადუკ შუა აქიმ, აქიმ შუა ელიუდ, ელიუდ შუა ელიაზარ, ელიაზარ შუა მატთან, მატათან შუა იაკობ, იაკობ შუა იოსებ , ქმარი მარიამისი და ძმაჲ კლეოპასი, კლეოპა შუა ნაომ, ნაომ შუა სალა, სალა შუა რობოამ, რობუამ შუა მუხთარ, მუხთარ შუა ელიაკიმ, ელიაკიმ შუა ბენიამენ, ბენიამენ შუა იერობემ, იერობემ შუა მოსე, მოსე შუა იუდა, იუდა შუა ელიაზარ, ელიაზარ შუა ლევი, ლევი შუა იორამ, იორამ შუა მანასე, მანასე შუა იაკობ, იაკობ შუა მიქია, მიქია შუა იოაკიმ, იოაკიმ შუა იერობემ, იერობემ შუა აბრაამ, აბრაამ შუა იობ, იობ შუა აქაბ, აქაბ შუა სვიმონ, სვიმონ შუა იზაქარ, იზაქარ შუა აბია, აბია შუა გად. გად შუა ასერ, ასერ შუა ისაკ, ისაკ შუა დან, დან შუა სოლომონ, სოლომონ შუა შვიდნი ძმანი რომელნი-იგი მოსცა ღმერთ-მან ტყუჱობასა შინა:

და ესენი შვიდნი ძმანი, ძენი ამის სოლომონისნი, წარმოვიდეს ქვეყანით ფილისტიმით, ტყვეობით წარმოსულნი ჰურიანი, და მოიწივნეს ეკლეცს, წინაშე რაქაელ დედოფლისა და, ნათელ-იღეს ჴელითა რაქაელ დედოფლისათა: ერთი მათგანი შემოიყვანა სიძედ, და ორნი მათგანი ამზახნა სომეხთ მეფეთა, ხოლო ოთხნი ესე ძმანი გუარამ, საჰაკ, ასამ და ვარზავარდ წარმოემართნეს ქართლს: მაშინ ვინათ-გან მოაკლდა მეფობა შვილთა გორგასლისათა. მით ჟამითგან ეპყრა უფლება ქართლისა აზნაურთა ვიდრე ამათადმდე, არამედ დაესრულა უფლება ქართლისა აზნაუთა, ბოროტთა საქმეთა მათთა-გან: მას ჟამსა მცხეთა აღთხელდებოდა, და ტფილისი აღშენდებოდა. არმაზი შემცირდებოდა, და კალა განდიდდებოდა, და სპარსთა დაეპყრა სომხითი, ქართლი და ასფურაგანი: ხოლო მაშინ, ვითარ უცალო იქმნნეს სპარსნი, ითხოვეს ქართუჱლთა ბერ ძენთ მეფისა-გან მეფე ქართლისად: მაშინ კეისარ-მან მოსცა ესე გუარამ კურატპალატი, რამეთუ მანვე კეისარ-მან მოსცა პატივად კურატპალატობა, და წარმოგზავნა მცხეთად: ხოლო სამნი-იგი ძმანი ამის გაუარამისნი წარვიდეს კახეთს. და საჰაკ დაემზახა ბაკურს, ძესა ნერსესასა. ხოლო ასამ და ვარზავარდ წარვიდეს კამბეჩოანს, და გარდუქციეს ერი ვეზანს, ერის-თავსა ბაჰარ-ჩუბინისსა სპარსთასა, და მოკლეს ვეზან, და დაიპყრეს მათ კამბეჩპანი. და დასხდებოდეს მუნ და ცხონდებოდეს ხორნაბუჯს, და ამა ჟამამდე შვილნი მათნი მთავრობენ მასშინა:ხოლო ამის გუარამის-ზე მოკუდა კათალიკოზი სჳმონ და დასჯდა კათალიკოზად სამოელ:[1]

და შვილნი ბაკურ მეფისანი, ნათესავნი დაჩისნი, ვახტანგის ძისანი, რომლისა-თჳს მიეცა მეფობაჲ ვახტანგ მეფესა, იგინი დარჩეს კახეთსა, და დაიპყრეს კუხეთი და ჱერეთი, იორით-გან, და დასხდეს უჯარმოსა, და იყუნეს მორჩილებასა გუარამ კურაპალატისასა: მაშინ კეისარ-მან წარმოსცა განძი დიდ-ძალი გუარამ კურაპალატის-თანა, და უბრძანა რათა მით განძითა გამოიყუანნეს ჩრდილოს ლაშქარნი, და შეერთნეს მათ- თანა სპანი ქართველსანი, და შეგზავნეს სპარსეთს: ხოლო გუარამ ჰყო ეგრე: გამოიყუანნა ოვსნი, დურძუკნი და დიდონი, და წარუძღუანა წინა ერის-თავნი ქართლისანი: შევიდეს ადარბადაგანს და დაუწყეს ტყვენვად, და ესევითარნი ჭირნი და უცალოებანი მოიწივნეს სპარსთა-ზედა: მაშინ გამოჩნდა კაცი ერთი სპარსეთს,რომელსა ერქუა ბარამ ჩუბინი, ესე ეწყო თურქთა, სპარსეთს შემოსრულთა, ვითარცა წერილ არს განცხადებულად ცხოვრებასა სპარსთასა, მოკლა თურქთა მეფე, და იოტა ბანაკი მათი: ხოლო სპანი- იგი ბერძენთანი, რომელნი შესრულ იყვნეს სპარსეთს, შეიქცეს და წარვიდეს შინა, და რჩომილნი -იგი, გუარამ კურაპალატისა შეგზავნილნი, წარმოვიდეს იგინიცა შინა. რამეთუ ვინათ-გან მოიცალეს სპარსთა თურქთაგან, შეშინდეს, და დაეცა შიში და ძრწოლა ქართუჱლთა სპარსთაგან. მაშინ იწყო გუარამ კურაპალატ-მან ციხეთა და ქალაქთა მაგრებად: და კვალად წყალობა ყო ღმერთ-მან ქრისტიანეთა-ზედა, და სხუა შუღლი დავარდა სპარსეთს, რამეთუ იგივე ბარამ ჩუბინი გადგა, სპარსთა მეფესა, და დასწვეს თუალნი ურმიზდ მეფესა ცოლის ძმათა მისთა, და იწყეს ბრძოლად ჩუბინ-მან და ქასრე-მ ამბარვეზ-მან: იოტა ქასრე ჩუბინისა-გან, და წარვიდა საბერძნეთს. მაშინ კეისარ-მან მავრიკ მისცა ასული თჳსი ცოლად ქასრე ამბარვეზსა, და მისცა სპა თჳსი, და წარმოგზავნა ჩუბინსა-ზედა. იოტა ჩუბინი სპარსეთით, და ქასრე-მ ამბარვეზ-მან დაიპყრა ყოველი სპარსეთი: მაშინ მავრიკ კეისარ-მან იურვა ქართუჱლთა-თჳს ქასრეს-თანა, და ჰრქუა: „ვინათ-გან დაუტეობიათ ქართუჱლთა კერპთ-მსახურებაჲ, მუნით-გან მორჩილნი არიან ბერძენთა. რამეთუ ჟამსა-შინა მძლავრებისა-გან თქუჱნისა იქმნნეს განრყვნილ ქართლი, და თუ არა სხუა სამართალი თქუჱნი არა-რაჲ არს ქართლსა- ზედა: აწ ბრძანებითა ღვთისათა, ვინათგან სრულსა სიყუარულსა-ზედა ვართ მე და შენ, იყო ქართლი ჩუენ შორის იყავნ თავის-უფალ, მშვიდობით, მე ვარ მოურავი და მწე ყოველთა ქართუჱლთა და ყოველთა ქრისტიანეთა“.

მაშინ ერჩდა სპარსთა მეფე კეისარსა, და განთავისუფლდეს ქართუჱლნი, და ესე გუარამ კურაპალატი დადგა ბერძენთასა მორჩილებასა-ზედა: იყო ესე გუარამ კაცი მორწმუნე და მაშენებელი ეკლესიათა. ამან იწყო ეკლესიაჲ ჯუარისა პატიოსნისა, და აქ ამომდე ჯვარი ველსაზედა იყო, და უქმნა ეკკლესია წელთამდის ოდენ: და კვალად ამანვე კურაპალატ-მან განააახლა საფუძველი ტფილისის სიონისა, რომელ შემდგომად ამისა გუარამისა, განასრულეს აღშენებაჲ ტფილისის სიონისა, ნახევარი ერთ-მან ქვრივ-მან დედა-კაც-მან, და ნახევარი ყოველ-მან ერ-მან, ჟამსა ადარნასე მთავრისასა, და იგი ადარსანეცა შეეწია აღშენებასა მისსა: რამეთუ მორწმუნისა მირიან მეფისანი ყოველნივე ეკკლესიათა მაშენებელნი იყუნეს:

და მეფობდა ესე გუარამ კურაპალატი კეთილად და უშფოთველად. არამედ ქართლისა ერის-თავნი ვერ სცვალნა საერისთვოთა-გან მათთა, რამეთუ სპარსთა მეფისა-გან და ბერძენთა მეფისა-გან ჰქონდეს სიგელნი მკვიდრობისანი საერისთოთა მათთა, არამედ იყუნეს მორჩილებასა გუარამ კურაპალატისასა.

ხოლო ამას გუარამ კურაპალატსა ესხნეს ძენი, რომელთა ეწოდებოდა სახელად, ერთსა სტეფანოზ, და მეორესა დემეტრე: და მასვე-ზე მოკუდა კათალიკოზი სამოელ, და ამანვე კურატპალატ-მან დასვა კათალიკოზად სამოელ მეათე კათალიკოზი. და ამისსა შემდგომად მოკუდა და ამისსა შემდგომად მოკუდა გუარამ კურაპალატი, და მის-წილ მეფე იქმნა ძევე მისი სტეფანოზ:


შენიშვნა:

  1. ჩანართი სუმბატ დავითის ძის ქრონიკიდან

მ. მეორმოცე ერის-თავთა მთავარი ქართლისა, სტეფანოზ, ძე გუარამ კურაპალატისა:
[edit]

ხოლო ამან სტეფანოზ. მეფობისა სახელი ვერ იკადრა, სპარსთა და ბერძენთა შიშისაგან, არამედ ერის-თავთ მთავრად ხადოდეს. და მის-ზე მოკუდა კათალიკოზი სამოელ, და ამან სტეფანოზ დასვა მეათერთმეტე კათალიკოზი ბართლომე კათალიკოსად: ხოლო ესე სტეფანოზ იყო ურწმუნო და უშიში ღვთისა, არა მსახურა ღმერთსა, არცა ჰმატა ჰსჯულსა და ეკკლესიათა:

და ამის-ზე იქმნა შფოთი დიდი საბერძნეთს, რამეთუ მავრიკ კეისარსა განუდგა ფოკას მჴედარი, და მოკლა მავრიკ კეისარი და შვილნი მისნი. და დაიპყრა საბერძნეთი ფოკას მჴედარ-მან: მაშინ სიძე-მან კეისრისა-მან, ქასრე, სპარსთა მეფე-მან, იწყო ძებნად სისხლთა ცოლის ძმათა და სიმამრისა მისისათა, შესლვად და ტყვენვად საბერძნეთისა: განძლიერდა ბერძენთა- ზედა, და ვერ წინა-აღუდგა ფოკას კეისარი. ხოლო სტეფანოზ, მთავარი ქართლისა, შეუშინდა მეფესა სპარსთასა, განუდგა ბერძენთა და მიექცა სპარსთა: მას ჟამსა მანვე მეფე-მან წარმოტყვენა იერუსალემი და წარიყვანა ძელი ცხოვრებისა, და შემდგომად ამისსა აღიღო ღმერთ-მან ჴელი წყალობისა ქასრეს-გან, შეიპყრა ძე-მან მის-მან, შესვა იგი საპყრობილესა ბნელსა, და მოკუდა სენითა ბოროტითა.

ხოლო ამის სტეფანოზის-ზე მცხეთას მოკლდებოდა და კალა აღშენდებოდა. ტფილისი განძლიერდებოდა და არმაზი აღთხელდებოდა: ძმა სტეფანოზისი, სახელით დემეტრე, აშენებდა ეკკლესიასა ჯუარისა პატიოსნისასა. რამეთუ სენიცა იყო მის-თანა ბოროტი, და ვერ შემძლებელ იყო განშორებად კარსა ეკლესიისასა. და სტეფანოზ მთავრობდა ყოველსა ქართლსა, და დაჯდა ტფილისს, და მორჩილებდა იგი სპარსთა: ხოლო ამისსა შემდგომად რა-ოდენთამე წელიწადთა გამოჩნდა საბერძნეთს კაცი ერთი, თჳსი მავრიკ კეისრისა, სახელით ერაკლე. ამან მოკლა ფოკა კეისარი, და დაიპყრა საბერძნეთი: განძლიერდა იგი და მიიყუანნა დასავლეთით თურქნი, და შეკრიბნა სპანი ურიცხუნი, და წარმოემართა სპარსეთად ძებნად, ძელისა ცხოვრებისასა: და მოვიდა პირველად ზემო- ქართლს, სამცხეს, და ესმა სასწაულთ-მოქმედება ხატისა- მის, რომელი წმიდასა ღმრთის-მშობელსა გამოესახა. და მიეცაპირველ -წოდებულისა ანდრიას-თჳს, და მას მოესვენა და დაესვენებინა მცირესა ეკვდერსა შინა, აწყვერს: მოვიდა კეისარი ერაკლე. ხილვად და თაყუანისცემად ხატისა მის: მაშინ იწყო ერაკლე აწყვერს დიდისა საყდრისა საძირკველისა ჩაგდებად და შენებად, ვიდრემდის მიერით-გან განსრულდა, მორწმუნეთა კაცთა-მიერ, და მიერ შექმნეს საეპისკოპოსოდ:

მაშინ ამან სტეფანოზ არა ინება განდგომა სპარსთაგან. განამაგრნა ციხენი და ქალაქნი და დადგა ტფილისსა შინა, მოვიდა ერაკლე კეისარი, მეფე და მოადგა ტფილისსა. ხოლო სტეფანოზ იყო ქუველი მჴედარი, და შემმართებელი. დღეთა ყოველთა გამოვიდის კართა ქალაქისათა, და ებრძოდის ბერძენთა: მაშინ უკუჱ მას წყობასა შინა ჩამოაგდეს სტეფანოზ, და მოკლეს, და დაიპყრა კეისარ-მან ტფილისი: ხოლო ციხესა კალისასა დარჩეს კაცნი, და არა მოერთნეს მეფესა, და ციხით გამოღმართ ციხის თავ-მან აგინა ჴმა ჰყო და ჰრქუა მეფსა ესრეთ: „ვაცისა წვერნი გასხენ და ვაც-ბოტისა კისერი გაქუს“. მაშინ ვითარცა ესმა სიტყუა ესე ერეკკლე მეფესა განრისხნა მის-თჳს და ბრძანა: „დაღაცათუ კაც-მან ამან ბას რობით მრქუა მე ვაცბოტობა, არამედ არა არს ცუდ სიტყუაჲ მისი ცუდ.“ და მოიღო წიგნი დანიელ წინასწარმეყველისა და პოვა მას შინა წერილი ესრეთ: „გამოვიდეს ვაცი დასავლისა, და შემუსრნეს რქანი ვერძისა აღმოსავლისანი“. მაშინ განიხარა კეისარ-მან და დაიდასტურა, რამეთუ ყოველივე განემარჯვებოდა: მაშინ მოუწოდა კეისარ-მან ძესა ბაკურისსა, ქართუჱლთა მეფისასა. ნათესავსა დაჩისასა, ვახტანგის ძისასა, რომელი ერისთობდა კახეთს, რომელსა ერქუა ადარნასე. და მისცა მას ტფილისი და მთავრობაჲ ქართლისა, და დაუტევა მის-თანა ერის-თავი, რომელსა ერქუა ჯიბღა, ბრძოლა კალისა:


მა. მეორმოცდაერთე მთავარი ქართლისა, ადარნასე, ძე მესამე ბაკურ მეფისა, ხოსროიანი:
[edit]

ხოლო ამან ადარნასე-მ მთავარ-მან ქართლისა-მან, და ერის-თავ-მან ჯიბღუ-მ უწყეს ბრძოლად ციხესა კალისასა, და კეისარი წარემართა ბაღდადს:პირველად მივიდა გარდაბანს, ვარაზ გაგელისა, და დაილაშქრა ადგილსა-მას რომელსა ჰრქჳან ხუზაშენი, და ნათელ-სცა ერეკლე-მ ერის-თავსა ვარაზს გაგელსა და ყოველსა ერსა მისსა: და იწყო შენებად ეკკლწსიისა, რომელიიგი უბრწყინვალეს არს ყოველთა ეკკლესიათა, და მუნით წარვიდა ბერდუჯს, და დადგა გულსა სოფლისასა, და აღმართა ჯუარი ქვისა, და დადვეს საფუძველი წმიდისა ღვთისმშობლისა ეკკლესიად, და აღასრულა გუმბათი მისი: და მუნით მივიდა ლალს, და უწოდა მეწეკვენელთა მთავარსა და ნათელ-სცა, და წარვიდა მუნით ბაღდადს:

ხოლო მან ერის-თავ-მან ჯიბღუ-მ და ადარნასე, ქართლის მთავარ-მან, გამოიღეს ციხე კალისა და შეიპყრეს ციხის-თავი-იგი.ხოლო ამან ერის-თავ-მან პირველად პირი დრაჰკნით აღუვსო, რომელ სიტყვითა მისითა კეისარ-მან განიხარა, რომელი თქვა სადიდებელი მეფისა ერაკლესი. ხოლო კადრებისა-მის-თჳს მეფისა უყო ესე ყოველი ტყავი განჴადა და მეფე სა მისწია გარდაბანს, ვარაზ გაგეილსსა: და ესევითარითა სიკუდილითა წარეგნეს სტეფანოზ და მისნი მსახურნი. ამის-თჳს უყო ღმერთ-მან მთავარსა-მას სტეფანოზს, რამეთუ არა მინდობითა ღვთისათა ცხოვნდებოდა, არამედ მორწმუნეთა ემტერებოდა, და ურწმუნოთა ჰმოყურობდა:

ხოლო მაშინ კუალად წარიღეს ბერძენთა საზღვარი ქართლისა, სპერი და ბოლო კლარჯეთისა, ზღჳს პირი. და შვილნი სტეფანოზისნი დარჩეს კლდეთა შინა კლარჯეთისათა, და სხუა ყოველი ქართლი დაიპყრა ადარნასე ბაკურის ძე-მან მთავრობით, და მეფობისა სახელი ვერცა მან იკადრა, და ერის-თავნი იგი თჳს თჳსსა საერისთოსა: მაშინ მკჳდრობდეს და მორჩილებდეს ადარნასე მთავარსა: და მოკუდა კათალიკოსი ბართლომე, და ამან ადარნასე-მ დასვა კათალიკოზად იოანე: და წარგზავნეს ანტიოქიას; და მის-თანა მონაზონი ერთი მოციქულათაცა და საკურთხეველათაცა. რამეთუ განწესებულ იყო კურთხევა ანტიოქიით კათალიკოზისა, და ვერღა-რა-ვის ჴელ-ეწიფებოდა სლვად გზასა ანტიოქიისასა: ამის-თჳს დიდი ზრუნვა აქუნდა ქართუჱლთა. ხოლო დღეთა თეოფილაკტე ანტიოქელ პატრიაქისა, წარავლინნეს მოციქულნი და მივიდეს წინაშე თეოფი-ლაკტე ანტიოქელ პატრიაქისა, და მიუთხრეს ნეტარსა თეოფილაკტეს, ვითარმედ დიდსა ჭირსა შინა არიან ქრისტიანენი, მკჳდრნი ქართუჱლთა სოფლებისანი, რამეთუ დღით-გან ნეტარისა ანასტასი მღუდელ-მოწამისათა არა კურთხეულ არს, სიძნელისათჳს გზათასა: ხოლო მან ჰყო საზოგადო კრება, და განაჩინა, ბჭობითა კრებისათა, მთავარ - ეპისკოპოსთა, მიტროპოლიტთა და ეპისკოპსთა თჳსთა თანა, რათა შეკრბებოდენ ეპისკოპოსნი სამრევლოსა მისისანი და აკურთხევდენ კათალიკოზსა, ჟამითი-ჟამად, რომელიცა სამღმრთო-მან მადლ-მან უჩვენოს მათ, და რომელი გამოირჩიონ და სთნდეს მეფესა და ეპისკოპოსთა, და ერსა და მოყუასთა მის ეკკლესიისათა: და შეუქმნა მათ აღწერილი მოსაჴსენებელი თავისა თჳსისა-თჳს და მუნ შემოკრებულისა კრებისა-თჳს და ჴელთა-დასხმულ ჰყო ერთი ორთა-მათ მისსა მოვლინებულთა მონაზონთაგანი, სახელით იოანე, მის ჟამისა კათალიკოზად მათდა: ხოლო ამას ანტიოქიის კრებასა შინა გაპატიოსნდა და განთავისუფლდა მათ-გან კათალიკოზი: რამეთუ ჴელ ქვეით აღარ არის პატრიარხთა, აღარც აკურთხევენ, არამედ თჳსნი ეპისკოპოსნი აკურთხებენ, და მიერით-გან განეფინა ქვეყანასა ზედა, ვითარმედ განთავისუფლდა კრებასა შინა ანტიოქიისასა: მაშინ უკუჱ იოანე გუთელ ეპისკოპოსი თჳსისა სამწყსოსა და ერისა მიერ მოივლინა ქართლად, და ქართლისა კათალიკოზისა იოანეს მიერ მიიღო ჴელთ-დასხმა, მცხეთას, რამეთუ მას ჟამსა საბერძნეთისა კერძონი ხატთა ბრძოლისა წვალებასა დაეპყრნეს: მოკუდა კვალად კათალიკოსი იოანე, და ამანვე ადარნასე-მ დასვა ბაბილა კათალიკოზად:

ხოლო ერაკლე კეისარი შევიდა ბაღდადს, შეიპყრა ხვასრო, და მოაღებინა ძელი ცხოვრებისა. და მოკლა ხვასრო, და იწყო შენებად იერუსალიმისა, და დასვა მოდისტოს პატრიაქად: და წარუღო ბაღდადი და უკ-მოიარა გზა ქართლისავე, წელსა მეშვიდესა, რათგან ჩაევლო: და ეკკლესია ჯუარისა პატიოსნისა და სიონი ტფილისისა განესრულნეს ადარნასე, ქართლისა მთავარსა: მაშინ ერაკლე მეფე-მან ტფილისს, მცხეთას და უჯარმოს, ქადაგნი განავლინნა, რათა ყოველნი ქრისტეანენი ეკკლესიას შევიდნენ, და ყოველნი მოგუნი და ცეცხლისმსახურნი, რომელნიცა არა მოინათლნენ, მოისრნენ: ხოლო მან ნათლის-ღება არა ინებეს, არამედ ზაკვით აღერივნეს ქრისტეანეთა თანა, და მიაწიეს ყოველთა მათ-ზედა მახვილი: და ეკკლესიათა შინა მდინარენი სისხლთანი დიოდეს, და განწმიდნა სჯული ქრისტეს ღვთისა ჩვენისა: მაშინ წარვიდა ერაკლე მეფე სამეფოდვე თჳსად და წარიტანა თანა, მანგლისით და ერუშეთით, ფერჴთა ფიცარნი, და სამსჭუალნი უფლისა ჩვენისა იესოს ქრისტესი, რომელი მოცემულ იყვნეს კოსტანტინეს-გან მირიან მეფისდა: მაშინ შეწუხნა ადარნასე, ქართლისა მთავარი. ევედრებოდა რათა არა წარიხუნეს კეისარ-მან ნიჭნი ი გი ღვთისამიერნი, არამედ არა ისმინა კეისარმან ვედრებაჲ მისი, და წარიხუნა თანა:

ხოლო ამის ადარნასეს-ზე გარდაიცვალა კათალიკოზი ბაბილა. მანვე ადარნასე დასვა კათალიკოზად თაბორ: და შემდგომად ამისსა მოკუდა ადარნასე მთავარი, და მის-წილ დაჯდა ძე მისი სტეფანოზ:


მბ. მეორმოცდამეორე მთავარი ქართლისა, მეორე სტეფანოზ, ძე ადარნასე მთავრისა, ხოსროიანი:
[edit]

ხოლო ესე სტეფანოზ იყო, უმეტეს ყოველთა ქართლის მეფეთა და მთავართა, მორწმუნე და განმწმედელი სჯულისა, მაშენებელი ეკკლესიათა, და მან მოადგნა ზღუდენი ეკკლესიასა ჯვარისა პატიოსნისასა, და აღაშენნა დარბაზნი. და დაუწერა კრება ყოველთა პარასკევთა, და მუნ შეკრბინა ყოველნი ეპისკოპოზნი და მღუდელნი მის არისანი კათალიკოზთა თანა. წინაშე პატიოსნისა ჯვარისა, ადიდიან პარ ასკევი, ვითარცა დიდი პარასკევი: ხოლო საკათალიკოზო არნ კრება ყოველთა ხუთ-შაბათთა, და ადიდიან წმიდაჲ სიონი, და ვითარცა დიდსა ხუთ-შაბათსა, საიდუმლოსა თანა ჴორცითა და სისხლითა ქრისტესითა. ხოლო მცხეთას საეპისკოპოსოსა არნ კრებაჲ ყოველთა შაბათთა, და ჴსენებაჲ პირველ-მოწამისა სტეფანესი და ყოველთა მოწამეთა, და დიდი- სა მის გან ძლიერებისა სპარსთასა, რომელი წამებულ იყო, აბიბოს ნეკრესელი ეპისკოპოსი, რომელ-მან მოაქცივნა უმრავლესნი მთეულნი არაგვსა აღმოსავლითა: ხოლო პატიოსანი გუამი მისი დადვეს მცხეთას, საეპისკოპოსოსა, სამარხოსა ეპისკოპოსთასა. და დღესასწაულსა მისსა უფროს ყოველთა დღე-სასწაულთა შეკრბიან და ადიდიან ღმერთი.

სტეფანოზ დაჯდა ტფილისს ცხოვრებად, და კათალიკოზი იყო სამოელ და ენონ, და მისზე, ქუჱყანა ქართლისა აღწერეს, და წარიღეს საბერძნეთს: ხოლო მოიწია ამბავი ვითარმედ ბაღდადს დაიპყრეს აგარიანთა:

მათ ჟამთა უკვე გამოჩინებულ იყო მაჰმედ, ნათესავი ისმაელისი, მოძღუარი სარკინოზთა სჯულისა, და ყოველი არაბია და იამანეთი დაიპყრა, და მოკუდა იგი, და დადგა მის-წილ აბუბექირ, და შევიდა სპარსეთს. რამეთუ ვინათ-გან შესრულ იყო ერაკლე მეფე სპარსეთს, და განერყუნა სპარსეთი და არღარა-ვინ იყო წინა-აღმდგომი მისი სპარსეთს შინა. ამან აბუბექარ აგარიან-მან დაიპყრა სპარსეთი, შევიდა ბაღდადს და უმრავლესთა მძლავრებით დაატეობინა ცეცხლის-მსახურებაჲ, და მოაქცივნა ცეცხლის- მსახურნი-იგი სარკინოზად: და მოკუდა იგი, და დადგა მის-წილ ომარ, და უმეტეს განძლიერდა იგი: უთხრეს მეფესა ერაკლეს, ვითარმედ შემოვლენ აგარიანნი შამად და ჯაზირეთად, რომელ არს შუა-მდინარე, და გამოვიდა ერაკლე ფილისტიმად, რათამცა ეწყო მუნ: ხოლო იყო მუნ მონაზონი, კაცი ღვთისა, და მან ჰრქუა მეფესა ესრეთ, ვითარმედ „ივლტოდეთ, სარას განძებულთა ანუ-თუ განკერძოებულთა, რამეთუ უფალ-მან მისცა აღმოსავლ ეთი და სამხრეთი სარკინოზთა, რომელ არს თარგმანი მისი სარას ძაღლი“. და მონაზონისა-მის სიტყჳთა ესე უთხრეს ერეკლე მეფესა ვარსკულავთ-მრიცხველთა და სრულთა მისანთა: აღაშენა ერაკლე მეფე-მან სვეტი და დაწერა მას ზედა: „მშვიდობით, შუამდინარეო და ფილისტიმო, ვიდრემდის წარჴდეს შვიდნი შჳდეულნი“. შჳდეულისა-თჳს ესრეთ პოვეს ჟამი გან- საზღურებული ფილოსოფოსთა, ჰრიმის-ტრისმან-იჯისტონის წიგნთა შინა, რომელ არს სარკინოზთა-თჳს, რომელ არს ორ ას ორ-მეოც და ათი წელი: ხოლო მოჰმედის გამოჩინებამდე ალექსანდრესით-გან გარდასრულ იყუნეს წელნი ცხრა ას ოც და შჳდი: მაშინ ყოველნი ნათესავნი ბერძენთანი წარჩინებულნი, ჰფლვიდეს ქვეყანათა შინა განძთა მათთა, რათა რა-ჟამს გამოვიდეს, პოონ განძი-იგი და არღა-რა ნახონ ჭირი-იგი წაღებასა, და კვალად გამოღებასა:

და აღმოვლო ჰერაკლე კეისარ-მან გზა რანისა და მეორედ შემოვიდა ქართლად. და ჰრქუა ნათესავსა სპარსთასა, რომელნი შემოლტოლვილ იყუნეს სარკინოზთა-გან, უკეთუ "უწყით, ვითარმედ დასრულდა მეფობაჲ თქუჱნი. დაუტევეთ ჩრდილო და შემოვედით ჩვენ -თანა“. და მათ დაუტევეს ქვეყანაჲ ესე, და დაფლ ნეს განძნი-იგი მათნი; რომელნიმე წარყვეს, და რომელნიმე დადგეს, და შეიტანნეს ყოვლისა საგანძურისა გუჯარნი: და რა გუჯარი დაწერეს, აღწერეს ნათესავი თჳსი და ქვეყანაჲ, და დადვეს, რათა ოდეს მოვიდენ ბერძენნი, მით გუჯრითა მოიძივნენ ნათესავნი მათნი, და თჳთოეულად განუყონ განძი და ქვეყანაჲ:

მოკუდა კათალიკოსი თაბორ, და დასუეს კათალიკოსად სამოელ. ამისა შემდგომად გარდაჰჴდეს რაოდენიმე წელნი: ქრისტეს აქეთ ქ~ნვ იქმნა კრება მეექუსე, რ~ო წმიდათა მამათა კოსტანტინეპოლის შინა, მეათსამმეტესა წელსა პოღონატი კოსტანტინეს მეფობისასა, რომელი იყო მამა იუსტინიანესი, რომლისა წინა-მძღუარ იყუნეს თეოდორე და გიორგი, ხუცესნი. და იოანე დიაკონი, ადგილის მცველნი აღათონ. ჰრომთა პაპისანი. და გიორგი კოსტანტინეპოლელი. თეოფანე ანტიოქელი: ამის კრებისა მიერ ბრძანეს ესრეთ, წმიდისა ეკკლესიისა საქართუჱლოსათჳნ, რომელ-არს წმიდა მცხეთა, რათა იყოს სწორ პატივითა ვითარცა წმიდანი სამოციქულო კა- თოლიკე ეკლესიანი, საპატრიაქონი. და იყოს კათალიკოზი ქართლისა სწორი პატრიაქთა თანა, და აკურთხევდეს, მწყსიდეს და განაგებდეს სიმართლით მთავარ-ეპიკოპოსთა, მიტროპოლიტთა და ებისკოპოსთა, და სამწყსოსა თჳსსა ქართლსა, გამოღმა-გაღმა კახეთსა, შაქსა, შირვანსა, და მიდგმით წამოვლით მთისა ადგილისათა, სვანეთისა და ჩერქეზის სამზღურამდის, სრულიად ოვსეთსა, და ყოველსა ზემო-ქართლსა, სამცხე-საათაბაგოსა. „მის-თჳნ მიგვითვლია საქართუჱლოს ეკკლესიანი, მას ჰმონებდენ, და მის ჴელ ქვეშე იყუნენ, და ჰსჯულსა მისსა ერჩდენ, და მის-გან იმწყსებოდენ. და მიგვიცემია ჴელ-მწიფება შეკრვისა და განჴსნისა, რომელი შეკრას, კრულ იყოს იგი ცათა შინა. და რომელი განჰჴსნას ქვეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა: ხოლო პირველით-გან ანტიოქიის კრებისა მიერ განპატიოსნებულ იყო, და ამ კრებისა მიერ დაგვიმტკიცებია პატრიაქად. რამეთუ ნუ იქმნებინ მიტროპოლიტი, ნუცა ეპისკოპოზი კათალიკოზისა შეუნდობრად: ხოლო უკეთუ ვინმე იკადროს კათალიკოზისა წინა-აღდგომა, მთავარეპისკოპოზ-მან გინა მიტროპოლიტ-მან, ანუ ეპისკოპოს-მან, ანუ დაიპყრას ხარისხი და ეკლესია, ძალითა, კათალიკოზისა უკითხავად და შეუნდობელად ანუ იკურთხოს მეფე გინა მთავარნი, ანუ მთავარებისკოპოზნი და მიტროპოლიტ-ეპისკოპოზნი, განიკუეთენ: ხოლო ოდესცა ენებოს შემზადება და კურთხევა მირონისა, აკურთხოს თჳსსა ეკლესიასა“. რამეთუ მრავალნი მრავალგზის ამათ პირთა-თჳს გვკითხვიდეს, და დავბრკოლდებოდით ჩუენ უმეცრებით: და ესე მცირედნი სიტყუანი, ვითარცა თესლის მკრებელ-მან მიმო-განთესულნი წმიდათა წერილთა-გან, ერთად შემოვკრიბენ, ჯერ-ჩინებითა შენითა, კაცო ღვთისაო:

ხოლო სტეფანოზს ესხნეს ორნი ძენი: უხუცესსა ეწოდებოდა სახელად მირ. და შედეგსა არჩილ: და განუყო ყოველი ხუასტაგი სამეფოსა მისისა, საგანძური ოქროსა, და ვეცხლისა, და თუალთა პატიოსანთა. რამეთუ ნახევარი საქონლისა მისისა წარიღო ქვეყანასა ეგრისსა, და წარიყვანა ძე თჳსი პირმშო. და ნახევარი საქონლისა მისისა მისცა არჩილს, უმრწემესსა ძესა თჳსსა: ხოლო არჩილ დაფლა საგანძური უფროსი ჴევსა კახეთისასა. ხოლო სამსახურებელნი ოქროსა და ვეცხლისანი, ჴევსა უჯარმოსასა, და საგანძურნი ქართლისა და ჯავახეთისანი, დასხნა მახლობლად გორს, რომელი მანვე ერაკლე განაჩინა განძთა სამალავად მათთჳს რომელნი თანა ვერ წარჰქონდეს. ხოლო სახელი გორისა-მის არს ტონთიო, რომელ არს თარგმანებით, მთა -ოქროსა: და დასვა მას-ზედა ტილისმი, რათა ვერა-ვინ შეუძლოს გამოღებად: ხოლო საგანძურნი ყოველთა ქართლისა ეკლესიათანი დაფლნა აჩრდილსა დიდისა სიონისასა მცხეთასასა: და შემდგომად მცირედთა დღეთა შევიდა არჩილცა ეგრადვე, შიშისა-თჳს ამირა აგარაიანისა, რამეთუ მოიწია ქართლად. და მუნ ყოფასა შინა მოკუდა სტეფანოზ, მთავარი ქართლისა, და მის-წილ მეფე იქმნა ძე მისი მირ და არჩილ.


მგ: ორმოცდამესამე მეფე, მირ და ძე მისი არჩილ, ძენი სტეფანოზის მთავრისანი, ხოსროიანი:
[edit]

ხოლო მუნ ეგრისს ყოფნასა შინა ამის მეფისა მირისა და ძმისა მისისა არჩილისა, მოვიდა ამირა აგარიანი ქართლს, რომელსა ერქუა მურვან-ყრუ, დის-წული მომედისი, რომელი წარმოევლინა ეშიმს, ამირმუმლს ბაღდადელსა, ძესა აბდალ-მელიქისასა, ნათესავისა-გან ამათისა. შემდგომად სიკვდილისა მოამედისა, დაეტევებინა მთავრობაჲ თჳსი. და ამის-თჳს ეწოდა ყრუჲ, რომელ მეორედ არა მიითუალიდა სიტყუასა განმზრახთასა: ხოლო რა-ჟამს აღიღო მთავრობა სპარსთა და არაბთა, და აღძრა ყოველი თესლ-ტომი აგარიანთა, და განილაშქრა ქრისტეანეთა ზედა, და აღაოჴრა და მოსრა, და ტყვე ყო ქვეყანა საბერძნეთისა, და სასომხითოსა, ვიდრე ზღვადმდე, და მოეფინა, ვითარცა ღრუბელი ბნელისა, სიმრავლითა, ვითარცა მკალი და მუმლი, არეთა ჩრდილოსათა, და დაფარა პირი ქვეყანისა: მაშინ ყოველნი მთავარნი და პატიახშნი, ნათესავნი ერის-თავთა, წარჩინებულნი ქართველთანი, შევიდოდეს კავკასიად, და დაიმალნეს ტყეთა და ღრეთა. და მოვლო ყრუ-მან ყოველი კავკასია, და დაიპყრა კარი დარიელისა და დარუბანდისა, და შემუსრნა ყოველნი ქალაქნი. და უმრავლესნი ციხენი ყოველთა საზღვართა ქართლისათა და მოვიდა სამცხეს და დაიბანაკა არეთა ოძრჴისათა: რამეთუ იყო მაშინ ქალაქი- იგი სახელოვანი, ძველ ნაქმართა მისთა-თჳს: მაშინ უკვე აღიძრა და წარმოვიდა სამცხით, და წარმოემართა ქვეყნად არგვეთად და წინა-მბრძოლნი და რჩეულნი წარმოვიდეს: მაშინ იყვნეს დიდნი და დიდებულნი ტომებითა მთავარნი, ქართველნი, სანახებისა-გან ქვეყანისა არგვეთისა, დავით და კოსტანტინე: მაშინ იყვნეს შეკრებულ და რჩეულ და ფრთხილ: ხოლო იხილეს-რა წარმართთა დავით და კოსტანტინე, აღიზახნეს ვითარცა მჴეცთა, და მოერთნეს: ხოლო დავით განაძლიერა გუნდი თჳსი, და უშიშ ყვნა იგინი. აღიზახა ვითარცა ლომ-მან და აოტა, და განაბნივნა იგინი: ურიცხჳ მოსრეს, და აღუდგინა ძლევა ქრისტეანეთა: მაშინ მეოტნი უკუნ-იქცეს მურვან ყრუსა. რა-იგი მიწევნულ იყო მათზედა, ვითარმედ წინა-მბრძოლნი ლაშქარნი რჩეულნი ყოველნი მოსრნეს შეში მსახურთა, ხოლო მან პირსა თჳსსა იკრნა ჴელნი თჳსნი და თქვა, ვითარმედ: „ვინ არს მკადრე, რომელ-მანცა წინა-აღუდგა დიდსა მოციქულსა, მოამედს, დედის ძმასა ჩემსა:“. ესე თქვა და შეუძახა ყოველსავე სიმრავლესა წარმართთასა, და წარმოემართნეს, ვითარცა ქვიშა სიმრავლითა, და მოვიდა ქვეყანად არგვეთისა, და შეიცვეს ტყე და ველნი, მთანი და ბორცვნი, და შეეწყუდივნეს ჴელსა წარმართთასა ერნი ქრისტეანეთანი, რამეთუ რომელნიმე ტყეთა დაიმალნეს და რომელნიმე მოსრნეს. ხოლო დავით და კოსტანტინე და სხვა ვიეთნიმე შემდგომნი მათნი შეპყრობილ იქმნნეს: მაშინ, ვითარცა ეუწყა ყრუსა შეპყრობა მათი, მაშინ აღიტყველნა ჴელნი და ადიდა დიდად დედის ძმა თჳსი მოამედ, და სჯული მისი. გამარჯვებისა -მის-თჳს: ხოლო ვითარცა დაიბანაკეს, დაჯდა საყდართა ზედა, მიიყვანეს დავით და კოსტანტინე წინაშე ყრუსა, და წარადგინეს ჴელ-შეკრული უსჯულოსამის: ხოლო ქრისტეს აღსარებისა-თჳნ იწამნეს წმიდანი ესე და მრავალნი სატანჯველნი თავს-ისხნეს, და მერმე შთაყარნეს ტბასა-მას, და თჳთ ივლტოდეს მტარვალნი, შეშინებულნი ჴმისა-მის-გან წმიდათა მათვინ მოწამეთა, რომელ ისმოდა ზე-ცით. მაშინ უღმრთო-მან არა თავს-იდვა. და ვითარ ცნა, რამეთუ მეფენი ქართლისანი და ყოველნი ნათესავნი მათნი წარვიდეს ეგრისად, და მუნით კვალად მიიცუალნეს აფხაზეთად, და უკ-მოიქცა და დაიბანაკა ქალაქსა ჯიხანქვიჯისასა, ქვეყანასა სამეგრელოსა, სანახებსა ჭყონდიდისასა, რომელ არს მეგრულითა ენითა მუხა დიდი: და რამეთუ იყო ბანაკი მათი ცხენის-წყლით-გან ვიდრე აფხაზეთადმდე, შეუდგა კუალსა მათსა, და შემუსრნა ყოველნი ქალაქნი, ციხენი და სიმაგრენი. და აღაოჴრა და უკაცურ ყო ქვეყანა ეგრისისა და მეგრელთა და აფხაზთა, და ციხე-იგი სამ-ზღუდე, შემუსრა, რომელ არს ციხე-გოჯი: შეჰმუსრა და შევლო ზღუდე-იგი საზღუარი კლისურისა: და მოსლვასა მისსა კათალიკოზი იყო თაბორ: ვითარცა შევლო ყრუ-მან კლისურა, რომელი იყო მას ჟამსა საზღვარი საბერძნეთისა და საქართველოსი, შემუსრა ქალაქი აფშჳლეთისა ცხუმი, და მოადგა ციხესა ანაკოფისასა:

ხოლო იყვნენ მაშინ მეფე მირ, და ძმა მისი არჩილ, ციხესა-მან შინა ანაკოფისასა, რომელსა შინა არს ხატი ყოვლად წმიდისა ღმრთის-მშობელისა, არა კაცობრივითა ჴელითა დაწერილი, არამედ ზე-გარდამო, რომლისა-თჳს არა-ვინ უწყის თუ ვინაჲ იგი მოსრული იპოვა თავსა ზედა მის გორისასა, რომელსა მოსდგამს სამხრით ზღვაჲ და ჩრდილოთ ჭალაკი მწყურნები: მუნ შინა იყვნეს მაშინ მეფენი ქართლისანი მირ და არჩილ. ხოლო მამა მათი გარდაცვალებულ იყო და დამარხულ ეგრსსა შინა: და ერის-თავი კეისრისა ლეონ შესრულ იყო ციხესა შინა სობღისასა, რომელ არს გარდასავალსა ოვსეთისასა, და ვერა-ვინ შემძლებელ იყო წყობად ყრუსა-მის. რამეთუ იყუნეს სპანი მისნი უფროს და უმრავლეს ჭალაკთა ეგრისათა: ხოლო ამანვე ყრუ-მ შეიპყრა, და აწამა წმიდა დავით და კოსტანტინე, რომელთა წამებასა ვრცელად მოგვითხრობს ცხოვრებაჲ მათი:

და ჩვენ პირველივე სიტყუა ვიწყოთ: მაშინ ვითარ იყუნეს ციხესა-მას შინა ანაკოფისასა, მუნ მივიდა მურვან ყრუ. და უწყო ბრძოლაჲ მეფეთა-მათ: მაშინ ჰრქუა არჩილ მიჰრს, ძმასა თჳსსა„მიწყუდეულ არს ციხე-ქალაქი ესე შემუსრვად. და უკეთუ შეგვიპყრნენ ჴელად, გამოიკითხნეს ყოველნი საგანძურნი ნამალევნი, რომელნი-იგი დავფლენით ქვეყანასა ჩვენსა, მონაგებნი მირიან ღვთივ- განბრძნობილისანი, და კვალად ვახტანგ ღვთივ განბრძნობილისანი, და ყოველთა შვილთა მათთანი, რომელთა გუშვნეს ჩვენ, და იგიცა ითხოვოს ჴელთა-გან ჩვენთა რომელი დამალა ერაკლე მეფე-მან, რომლისა აღწერილი ყოველი ვდევით ორთა-მათ- თანა გჳრგჳნთა ზურმუხტისა და იაგუნდისა ძოწეულისათა, რომელნი-იგი გამოიტანნა მამა-მან ჩვენ-მან, დიდ-მან ვახტანგ, მეფე-მან, ინდოეთით და სინდეთით, დავფლენით იგი უჯარმოს, მახლობელად შორის ორთა - მათ კოშკთა უმცველოთა, და ყოველ- იგი აღწერილ არს გონებასა ჩემსა: და შენ წარიხვენ ორნი-იგი გჳრგჳნნი, მისვე ვახტანგისანი, ოქროსა და ანთრაკისანი, ერთი მირიან მეფისა, და ერთი ვახტანგისი, რომელი მოუძღუნა სპარსთა მეფე-მან, ყოველსა თანა ოქროსა და ვეცხლსა, რომელი აღკიდა სატჳრთავსა ხუთ ასსა, და მკვირცხლსა ორი ათ-ასსა, შენ და მამა-მან ჩემ-მან დასდევით იგი ქუთათისს და ციხე-გოჯს: ხოლო მე გჳრგჳნნი-იგი ჩემნი, და გუჯარნი- იგი ტყავივისანი მარტოდ დავსხენ: და აწ უკეთუ მოვსწდეთ, განძი-იგი უცნაურად დარჩეს ყოველივე, გამოსლვასა ბერძენთასა, ძიებაჲ ყოს კეისარ-მან ნათესავისა ჩვენისა-თჳს, და მოსცეს მეფობაჲ და განძიცა-იგი. აწ უკვე არა ვიქმნეთ ჩვენ მიზეზ ოჴრებისა ქართლისა და საბერძნეთისა, არამედ განვიდეთ და ვეწყვნეთ ზღვით კერძოსა, ამას გვერდსა შინა. და თუ ენებოს ღმერთსა, ერთითა იოტოს ათ-ასი და ორითა ბევრი:“.

და მივიდეს წინაშე ხატისა-მის ყოვლად წმიდისა ღმრთის-მშობელისასა, შევრდომით, და იტყოდეს: „განვალთ სასოებითა ძისა შენისა, და ღვთისა ჩვენისათა, რომელი იშვა შენგან. მისა შეწირე ოხა ჩვენ-თჳს, და თანა-მავალ მეყავ ჩვენ წყალობა შენი:“. და იყო მათ-თანა სიმრავლე მცირედ ტაძრეულისა მათისა, და ნათესავი ერის-თავთა, და პატიახშთა, ათ-ასი ოდენ. ხოლო სპათა-გან აფხაზთა ორი- ათასი, მებრძოლი: და ვიდრე განთენებამდე მოავლინა უფალ-მან სარკინოზთა ზედა რისხვა, ერსა და ბანაკსა, და ეტლებსა მისსა ზედა, რამეთუ აბაშთა ნათესავი იყო დაბანაკებული მდინარესა-მას ზედა, რომელსა ჰრქვიან აბაშა. ხოლო უნები და ეტლები, მდინარისა კიდესა, რომელსა ჰრქვიან ცხენის-წყალი. და იქმნნეს სასწაულნი ზე-გარდამო, ქუხილნი და ელვანი, და ხორშაკი ბღუარისა, წჳმანი მრავალნი და სასტიკნი, გვემნა-იგინი სატლითა სისხლისათა: განაღო პირი ქვეყანა-მან და აღმოაცენა სიმრავლენი წყალთანი, და ზღვა იქმნა ჴმელი: ხოლო მას ღამესა ეჩუენა მას ანგელოზი არჩილს, რომელ-მან ჰრქუა მას: „წარვედით და ეწყვენით აგარიანთა-მათ, რამეთუ მიგვივლენია მათ-ზედა გვემანი სასტიკად მომსრველი, კაცითგან მიპირუტყვთამდე: და განრახჳდეთ გესმასთ ბანაკსა შინა მათსა ჴმაჲ ვაებისა და ტირილისა: ხოლო თქვენ მჴნე იყვენით და განძლიერდით სასოებითა ღვთისათა“. და ვითარცა განთენდებოდა, ისმა ბანაკით მათით ჴმაჲ ტირილისა და გოდებისა. მაშინ უკვე განვიდეს, სასოებითა ღვთისათა, წყობად მათდა. და ეწყუნეს, და მოსცა უფალ-მან ძლევა მცირეთა ერთა ქრისტეანეთა, და მოსწყდა სატლითა სარკინოზთა-გან ოც და თხუთმეტი ათ-ასი, ხოლო მახვილითა სამი ათასი: და იწყლა მირ მაზრაკითა ფერდსა. ხოლო ქრისტიანეთა-გან მას დღესა შინა მოკლეს კაცი სამოცი, და სარკინოზთა ცხენი დაეცა ვითარცა ჭალაკი, და ჩაყრიდის ყოველსა-მას ზღვად:

მაშინ იხილა ვინმე ჩვენებაჲ აგარიანმან, რომელსა ეტყოდა, რეცა მოციქული მათი. „მოუცემია ღმერთსა ძლევაჲ ჩვენდა ვიდრე აღსრულებადმდე ათთა მეფეთა, ვითარცა ჰრქუა აბრაამს და აგარს ღმერთ-მან, არამედ ეკკლესიათა ღვთისათა, და კაცთა ღვთის-მსახურთა ეკრძალებოდეთ, ვითარცა-იგი გამცენ კურანსა შინა ჩემსა“. მსწრაფლ აღიყარნეს და უკუნ-იქცეს კვალსავე თჳსსა, და აღვლეს ციხე-გოჯი, და დაიბანაკეს წყალთა-მათ- ზედა ორთა, მსგეფსსა ერთსა, და გარდამოჴდა წყალი წვიმისა ფიცხელი, და აღდგეს მდინარენი სასტიკად, და მიმართა უმცროსმან მან წყალ-მან სპასა აბაშთასა, და წარიღო მათ-გან მ მკვირცხლი ოც და სამი ათასი, და მიმართა უფროს-მან მან წყალ-მან მჴედართა რომელთა-იგი ბანაკი იყო უჭალაკე, რომელნი- იგი მიივლტოდეს ადგილითა რომელთამე და რომელნიმე ხეთა ზედა განჴდებოდს. და წარიღო ცხენი ოც და თხუთ-მეტი ათ-ასი: და მიერითგან სახელ-ედვა ორთა-მათ მდინარეთა, ერთსა ცხენის-წყალი და ერთსა აბაშა: და ვითარცა იხილა ესე ყოველი მურვან- ყრუ-მან, მოწევნული მისზედა, ფრიად აბრალა თჳსსა განმზრახთა მისსა, იწროსა და მაღნარსა ამას ქვეყანასა მოსლვისათჳნ, და აღიძრა და დაიბანაკა პიტიოტას, ზღჳს პირს, ქალაქსა, რომელსა ქვიან ცხუმი: აღიყარა მუნითაცა და შემვლეს გზაჲ გურიისა, და განვლეს სპერი, და სიმრავლისა-გან არა შეჩენილ იყო დაკლება: ხოლო უწინვე დასჭრეს კუდები ცხენთა მათთა, რამეთუ თიჴისა-გან ვერ ითრევდიან:

და ჩაიარა უღმერთო-მან მურვან ყრუ ზღჳს პირი და გამოიხვნა ციხენი და ქალაქნი ზღჳს პირისანი, და ოჴერ ყო ყოველი ქუეყანა ზღჳს პირისა, ვიდრემდის მიიწია ქალაქსამას, რომელ არს კოსტანტინეპოლე, და დაიბანაკეს, რომელსა ხალკიდონ ჰქვიან: რამეთუ არს მუნ ზღვა იწროდ წარმდინარეა, და არა აქვს ტანი სიფართისა: ამის-თჳს განიზრახა უგუნურ-მან ყრუ-მან, რათა ქჳთა აღავსოს ზღვა და სავალ ყოს, რათა ფრჴივ განიყვანოს ერი თჳსი ზღვასა ზედა, და ესრეთ გამოიღოს ქალაქი კოსტანტინეპოლე: არამედ ღმერთ-მან ცუდ ყო განზრახვა მისი, ეწია რისხვა ღმრთისა. რამეთუ დაიწვა მწუხრი მრთელი, და განთიად იპოვა მკვდარი, მოძაგებული და დავიწყებული ყოველთა მიერ: და ვითარცა იხილეს ესე სპათა მისთა, განიბნივნეს, და ლტოლვილნი წარვიდეს ქვეყანად თჳსად:

ხოლო იქმნა მას ჟამსა განრყუნილ ქვეყანა ქართლისა, სომხითისა და რანისა. რამეთუ არღა-რა იპოვებოდა არცა ნაშენები, არცა საჭმელი კაცთა და პირ-უტყუთა, ყოვლადვე. და წარავლინეს მოციქული წინაშე კეისრისა მიჰრ და არჩილ, და ერის- თავმან აფხაზეთისამან, და აუწყეს ესე ყოველი, რაცა იქმნა ღვთისა მიერ, ჴელითა მათითა: მაშინ კეისარ-მან წარმოსცა ორი გჳრგჳნი, და გუჯარი მიჰრსა და არჩილს, და მოსწერა მათ-თანა, ვითარმედ: „თქვენი იყო მეფობაჲ, სიმჴნე და სიბრძნე ქართლსა შინა. აწ, დაღაცათუ იდევნებით ჩვენთანა, მსახურებისათჳს ჯვარისა, არამედ მოქცევასა ჩვენსა, ვითარცა აღმითქუა ჩვენ ღმერთ-მან, ჩვენთანავე იდიდნეთ. ხოლო თქუჱნ დაადგერით სიმაგრეთა- შინა თქუჱნთა, ვიდრემდის წარჴდეს წელიწადნი მათნი სამასნი. რამეთუ ორ ას და მეერგასესა წელსა განევლთოს მეფობაჲ მათი, და განსრულებასა მესამასისა წელიწდისასა, მოეცეს ძალი მეფობასა, ჩვენსა, და შევმუსრნეთ აგარიანნი, და ყოველნი მათნი ამაღლებულნი, დამდაბლდენ, და ჩვენ-თანა მადიდებელნი ამაღლდენ:.“

და მოწერა ლეონსა ესრეთ სახედ. რამეთუ „ყოვლადვე საზღუართა ქართლისათა ჩვენ-გან ქმნილ არს ვნებაჲ და მეფეთა მათთა-გან ჩვენდა მომართ რგებაჲ და თანა-დადგომა. ხოლო აწ მესამე მსახურება და რგება დადვეს ჩვენ-თანა, საყდარსა ამას სამეფოსა, რამეთუ პირველად ნათელი-მიიღეს ჴელსა ქუჱშე ჩუჱნსა. და კვალად შემუსრვისა-გან დაარჩინეს დიდი-იგი ქალაქი პონტოსი. და შორის ჩუჱნსა და შორის სპარსთა ყვეს მშვიდობაჲ. რამეთუ იგი დიდი ვახტანგ გურგალსან შუა-მდგომელ იქმნა, და ჴრმლითა მისი თა უკ-მოუღო სამეფოსა ამას პალესტინე და ორი ნაწილი ჯაზირეთისა: და აწ თუმცა ღმერთსა არა-მაგათ -მიერ დაებრკოლა ბოროტი-ეგე მტერი, შემომცასრულ იყო ვიდრე კოსტანტინეპოლედმდე. რამეთუ შვილთა შორის ნებროთისთა წარჩინებულ ყვნა ღმერთ-მან ეგენი: რამეთუ არაჲ მოაკლდეს ნათესავსა მაგათსა ბრძენი გულის-ხმის-მყოფელი და მბრძოლი, ვითარცა ესე მოგვითხრობს ჩუჱნ აღწერილი გუჯარი, რომელსა შინა აღწერილ არიან მეფენი, წარჩინებულნი, ტომებით და სოფლებით მათით: ხოლო შენდა მიბრძანებიეს ერის-თაობა აფხაზეთისა, შენ და შვილთა შენთა, და მომავალთა სახლისა შენისათა მიუკუნისამდე: არამედ კეთილად პატიობდი მეფეთა და ერთა-მაგათ ქართლისათა, და მიერით-გან ნუღარამცა ჴელგეწიფების ვნებად მათდა ,და საზღუართა მათთა ეგრისათა, ვიდრემდის იყუნენ მანდა, ანუ განვიდნენ მანდეთ:

მაშინ მეფე მიჰრ დამძიმდა წყლულებისა მის-გან მოსიკუდიდ, და რქუა ძმასა თჳსსა არჩილს ესრეთ: „მე ესე-რა წარვალ, ძმაო ჩემო, მამათა ჩვენთა თანა; არამედ წარმეც და დამფალ საფლავსა-მას მამათა ჩუჱნთა თანა: ხოლო შენ გაუწყო ადგილი საგანძურთამათ ჩუჱნთა ნამალევთა სადა არს: რამეთუ არა მივის ჩუჱნ შვილი წული მკჳდრად, არამედ მისხენ შჳდნი ქალნი, აწ შენ ხარ მკჳდრი სახლისა-გან მეფობისა ჩუჱნისა, მირიან მეფისა. და შენ თჳთ უწყი, ვითარმედ ქალი შვილი ჩუჱნ არაჲ მივსცით ერის-თავთა ჩვენთა ცოლად: ანუ მივსცით მეფესა, ანუ მოვინმევიდის სპარსთაგან ნათესავი მეფეთა, ვითარცა ფეროზ, რომელსა მისცა მირიან მეფე-მან ასული თჳსი ცოლად: და ჩუჱნ შემცირებულ ვართ, რამეთუ შენ ხარ უცოლო, და მე ვარ უძეო. აწ რაჲთ-გან მოიყვანნიან მამათა ჩუჱნთა ცოლნი ასულნი ერის-თავთა ჩვენთანი, და მისციან მათ ასულნი თჳსნი მათ, და ქუჱყანანიცა ქართლისა მისციან მათ, და შენცა მიეც მათ ასულნი ჩემნი. და განუყავ მათ ქუჱყანანი ქართლისანი.ნახევარი შენ და ნახევარი მათ: ხოლო საუხუცესოდ რომელ მაქუნდა მე ყოველივე მომიცემია შენდა, და გაქუნდეს საუხუცესოდ ეგრისი, სავანეთი, თაკვერი, არგვეთი და გურია. ხოლო კლარჯეთი და შუა-მთიულეთი მიეც ასულთა ჩემთა, რათა მუნ შინა იყუნენ ჟამთა ამათ ბოროტთა. და რამეთუ მამაცა ჩვენი მოკუდა შფოთსა ამას შინა, რომელი დამარხულ არს ეგრისს შინა და ვერ წარვეცით იგი მცხეთას, წარსცენ ძვალნი მისნი და დაჰფლენ საყდარსა ქუთათისსა, რათა იყოს იგი საწამებელად სამკჳდროსა ჩვენისა, და შენ დაადგერ აქა და ემოყვრებოდი ბერძენთა, ვიდრემდის განქარდეს ბნელი ესე“. და შემდგომად ამისსა მოკუდა მიჰრ, და წარმოსცეს მცხეთას, და დაფლეს ზემოსა ეკლკესიასა, შესავალსა კარისასა. და დაჯდა მის-წილ მეფედ ძმაჲ მისივე არჩილ:


მდ. მეორმოცდაოთხე მეფე, არჩილ, ძე სტეფანოზ მეფისა და ძმაჲ მეფისა მირისა, ხოსროიანი:
[edit]

მაშინ ამან მეფე-მან არჩილ მოუწოდა ყოველთა ერის-თავთა ქართლისათა, და მისცნა ძმის-წულნი მისნი. ერთი მისცა მამის ძმის-წულის შვილსა გუარამ კურაპალატისასა, რომელ- სა ჰქონდა კლარჯეთი და ჯავახეთი.მეორე მისცა პატიახშსა, ნათესავსა ფეროზისსა, რომელი მთავრობდა თრიალეთს, ტაშირს და აბოცს. მესამე მისცა ნერსეს ნერსიანსა, რომელიიგი იყო წარჩინებული ვახტანგ მეფისა. მეოთხე მისცა ადარნასეს ადარნასიანსა, და ორთა ამათ განუყო ზენასოფელი, რომელ არს ქართლი. მეხუთე მისცა ვარაზმანს, და მისცა კოტმანით-გან ქურდის-ჴევადმდე: იყო ესე ვარზმან ნათესავი სპარსთა ერის-თავისა ბარდაველისა, რომელი იყო დედის მამა ვახტანგ მეფისა. მეექუსე მისცა ჯუანშერს ჯუანშერიანსა, რომელი-იგი იყო ნათესავი მირიან მეფისა, შვილთა-გან რევის ძეთასა. და მისცა ჯუარი და ხერკი. და ყოველი მთიულეთი, მანგლისის ჴევი და ტფილისი: ხოლო ნაწილი არჩილისი იყო განზოგებით გამონაყოფი ყოველთა ამათ ჴევთა-გან: და ვითარ იხილეს რამეთუ ჯუანშერს უმეტესი ნაწილი მისცა, დაუმძიმდათ მცირედ რამე სხვათა -მათ, და განუტევნა მთავარნი ესე ცოლებითურთ თჳს-თჳსად ადგილად: ხოლო არჩილ მოუწოდა ლეონს და ჰრქუა: „კურთხეულ იყავ შენ უფლისა მიერ, რამეთუ კეთილად იღუაწე სტუმრობაჲ ჩუჱნი, და დამიცვენ ჩუჱნ ადგილთა შინა შენთა მშვიდობით გარნა აწ უწყიეს შენებაჲ ადგილთა ჩვენთა კლისურითგან აღმართ. წარვალ და დავეშენები ციხეგოჯს და ქუთათისს. აწ ითხოვე თავისა შენისა-თჳს რა გნებავს ჩემ-გან, ნაცვლად კეთილისა მსახურებისა შენისა“. ხოლო ლეონ ჰრქუა: „მომცა მე კეისარ-მან ქუჱყანაჲ ესე მკვიდრობით, კეთილად, სიმჴნითა თქუჱნითა: ხოლო ამიერით-გან არს ესე მამულობით სამკჳდრებელ ჩემდა კლისურითგან ვიდრე მდინარედმდე დიდად ხაზარეთად, სადა დასწუდების წვერი კავკასიისა ამის: შემრთე მეცა მონათა შენთა თანა, რომელნი-ესე დღეს ღირს მყვენ შვილად და ძმად შენდა: არა მინდა ნაწილი შენ-გან, არამედ ჩემიცა ესე შენდავე იყოს“. მაშინ მისცა ლეონს ცოლად ძმის-წული მისი გუარანდუხტ, და გჳრგჳნი-იგი , რომელი ბერძენთა მეფესა წარმოეცა მირისა-თჳს. და ყვეს აღთქმაჲ და ფიცი საშინელი, ვითარმედ არაჲ იყოს მტერობა შორის მათსა, არამედ ერჩდეს ლეონ არჩილს ყოველთა დღეთა მისთა:

წარმოვიდა არჩილ, და დაემკჳდრა ეგრისს ვიდრე შორაპნადმდე და განაგნა ყოველნი ციხენი და ქალაქნი, და აღაშენა ციხე საზღუარსა ზედა გურიისა და საბერძნეთისა ციხე: და წარჴდა ამათ შინა წელიწადი ათ-ორ-მეტი, და იწყო შენებად ქართლ-მან. ხოლო განრყვნილ იყო საყოფელად მცხეთა. გარდამოვიდა არჩილ ეგრისით, და დაჯდა ნაციხარსა ჴიდრისასა: მაშინ მოვიდა მისსა მთავარი ვინმე, რომელი იყო ნათესავისა-გან დავით წინასწარმეტყველისა, სახელით ადარნასე, ძმის-წული ადარნასე ბრმისა, რომლისავე მამაჲ მისი მზახებულ იყო ბაგრატონიანთადვე, და ბერძენთა მიერ დადგინებულ იყო ერის- თავად არეთა სომხითისათა, და ტყვეობასა-მას ყრუისასა შთასრულ იყო იგი შვილთა თანა გუარამ კურაპალატისასა, კლარჯეთს, და მუნ დარჩომილ იყო: ხოლო ამან ადარნასემ ითხოვა არჩილის-გან და ჰრქუა: „უკეთუ ინებო და მყო მე ვითარცა მკვიდრი შენი, მომეც ქუჱყანაჲ:“. და მისცა შოლავერი და არტანი.

ამისსა შემდგომად მოვიდა არჩილ კახეთად, და ყოველთა ტაძრეულთა მისთა მიუბოძა კახეთი, და აზნაურ ყვნა იგინი, აღაშენა ეკლესია საძმორს, შეირთო ცოლი ასული გუარამ კურაპალატისა, რომელი იყო შვილთა-გან ვახტანგ მეფისათა, ბერძნის ცოლისა ნაშობთა: და დაჯდა წუქეთს, და აღაშენა კასრი, და ჴევსა ლაკვასტისასა აღაშენა ციხე: და პოვნა წუქეთს მთავარნი, რომელთა მიებოძა ვახტანგ მეფესა წუქეთი, და იყო მაშინ რომელი ერისთავობდა თუშთა და ხუნზთა ზედა და ყოველთა წარმართთა მის მთისათა, სახელით აბუხუასრო, და არა ინება მისგან წაღებად წუქეთი. და აღაშენა ციხე-ქალაქი ერთი, ნუხპატს ორთა წყალთა შუა. ხოლო ნუხპატელნი იყუნეს უწინარეს კაცნი წარმართნი, და მჴეცის ბუნებისანი, არამედ ყრუსა მოესრა სიმრავლე-იგი მათი. და იძულებით მონათლნა არჩილ იგინი:

ხოლო განძლიერებულ იყუნეს სარკინოზნი ქუჱყანასა რანისასა; დაეპყრათ გაზირი და სომხითი, და ჰბრძოდა მასლამა ბერძენთა: ხოლო ძმის-წულნი ადარნასე ბრმისანი, რომელთა დასწუნეს მამის ძმასა თუალნი, წარმოვიდეს ტარონით შაკიხად, სამნი ძმანი, და დაემკვიდრნეს მუნ, ბრძანებითა არჩილისითა, რამეთუ ყოველი პირი კავკასიისა, რანით კერძო, უმკჳდრო ქმნილ იყო. ხოლო ჰერეთი და კახეთი, ჭალაკთა და ტყეთა-გან უკეთუ დარჩომილ იყო, და დაემკჳდრნეს სამნივე-იგი ძმანი ვიდრე გულგულამდის:

მასვე ჟამსა პატიახშნი ვინმე არა შეეშუნეს კლარჯეთს სხვად, წარვიდეს ნახევარნი მათგანნი, და შეიპყრეს კლდე ერთი ტაოს, რომელსა ერქუა კალმახი, და აღაშენეს ციხე: ხოლო რომელნი-იგი მოვიდეს კახეთს, არჩილის თანა. ერთსა მათგანსა მისცა ცოლად ნათესავისა აბუხუასროსა-გან, რამეთუ დაქვრივებულ იყო იგი, და არა ესვა ქმარი: და მიუბოძა წუქეთი, ციხით და კარითურთ, და ჟამთა მათ და ეცადნეს სარკინოზნი შემოსლვად ქართლად, ყრუსა წარსლვითგან წელიწადსა ორმოცდამეათესა: აქა ჟამადმდე არღა-რა შემოვიდოდეს, არამედ მიიღებდეს ხარკსა ერის-თავთა-გან:

ხოლო არჩილს ესხნეს ძენი ორნი, ჯუანშერ და იოვანე, და ასულნი ოთხნი, გუარანდუხტ, მარიამ, მირანდუხტ და შუშან: